განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100119003207348
№1ბ/1914-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 იანვარი 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე
სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: თინათინ სტურუა
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: დ-------- ა--------ი, დაბადებული - 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. რ--------------–---------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რუ-------------–-----------------–ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
მხარეთა პოზიციები:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ და მოითხოვა, დ-------- ა--------ის მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის გამკაცრება. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს განაჩენი სასჯელის დანიშვნის ნაწილში არის უსამართლო და იგი უნდა შეიცვალოს ამ ნაწილში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ოჯახში ძალადობა ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმა, იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. სახელმწიფო ბუნებრივია არ ცდილობს ჩაერიოს ოჯახის პირად საქმეებში, თუმცა როდესაც საქმე ეხება ძალადობას და მსხვერპლთა დაცვას, არსებობს უმაღლესი საჯარო ინტერესი. შესაბამისად საჭიროა სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახდინონ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება, რაც პირველ რიგში გულისხმობს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ადეკვატურ და სამართლიან სასჯელს დანაშაულის პასუხად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სსკ–ის 531-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების დანაწესი, რაც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს, დ-------- ა--------ის პიროვნების მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება და განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა დ-------- ა--------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას არ იქნა გათვალისწინებული, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, ჩადენილი ქმედების ხასიათი, ინტენსივობა და სიმძიმე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, დაცვის მხარემ, მსჯავრდებულმა დ-------- ა--------მა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
დ-------- ა--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრი მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 აგვისტოს, ღამის საათებში ქ. რ-------–---–-------–-------------------–ის მიმდებარე ეზოში დ-------- ა--------მა შელაპარაკების ნიადაგზე ძმას, კ------------- რ-----ეს, დანის გამოყენებით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ დანა ორჯერ დაარტყა მარცხენა მხარის არეში და ერთხელ დაარტყა მარცხენა დუნდულის არეში. დ-------- ა--------ის ქმედებების შედეგად კ------------- რ-----ეს მიადგა ფიზიკური ზიანი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით, დ-------- ა--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ დ-------- ა--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეყო 2019 წლის 13 აგვისტოდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დ-------- ა--------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია დ-------- ა--------ის უფლებების შეზღუდვას, მხარეები შეთანხმდნენ უდავო მტკიცებულებებზე, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებზე, დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია შეთანხმების ფაქტი არსებითი განხილვისას და სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ დ-------- ა--------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ კ------------- რ-----ის, მოწმეების: ე-–--- ა--------ის, ნ-----–---- ტ----–---–ის, დ----- ხ-------–---–ის, ე-–--- რ-----ის, ი---- რ-----ის, გ----–- გ---------ის, ი---- ს---–-----–--ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, დ-------- ა--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთებით, ასევე თავად მსჯავრდებულ დ-------- ა--------ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ დ-------- ა--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დ-------- ა--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრი მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მსჯავრდებულ დ-------- ა--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა - დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ და დანის გამოყენებით.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ნაწილობრივ ეთანხმება სახელმწიფო ბრალდების, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის გაზრდის ნაწილში, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი დ-------- ა--------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა საფუძვლიანია, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ, სასჯელის ზომის განსაზღვრისას შეფასების გარეშე დატოვა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ და დანის გამოყენებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომ ამ სახის დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, დ-------- ა--------ის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომა, თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით მსუბუქია, არ შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და მსჯავრდებულ დ-------- ა--------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის მათ შორის მისი ნაწილის პირობით ჩათვლა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად: ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ნახევარი.
საქართველოს სსკ–ის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ამავდროულად საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ-------- ა--------ი აცნობიერებს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი. აღნიშნული გარემოებების, დამნაშავის რესოციალიზაციის და სასჯელის სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ დ-------- ა--------ის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა, სამართლიანი და კანონიერია. შესაბამისად, დანიშნული საბოლოო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით დაენიშნება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვლება პირობით, იქნება სამართლიანი სასჯელი და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 297-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სახელმწიფო ბრალმდებლის, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება.
დ-------- ა--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ დ-------- ა--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 13 აგვისტოდან.
მსჯავრდებულ დ-------- ა--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
პენიტენციური დაწესებულებიდან განტავისუფლების შემდგომ მსჯავრდებულ დ-------- ა--------ს, საქართველოს სსკ–ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამასთან, მსჯავრდებულ დ-------- ა--------ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს – მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა და ლაქა ბიოლოგიურ ჩხირზე, კ------------- რ-----ისგან აღებული სისხლის ნიმუში, გ----–- გ---------ისგან აღებული სისხლის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნამსხვრევები – განადგურდეს;
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კ------------- რ-----ის ტანსაცმელი, დ-------- ა--------ისგან ამოღებული ტანსაცმელი, გ----–- გ---------ისგან ამოღებული ტანსაცმელი, კ------------- რ-----ისგან ამოღებული ტანსაცმელი – დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე