განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.12.2019
საქმის ნომერი
080210019003067540
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ
თარიღი
12.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210019003067540

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-1183-2019 12 დეკემბერი, 2019 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები: თამარ სვანიძე

ლაურა მიქავა

ინდირა მაშანეიშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ვ------- ტ--------ე

მოწინააღმდეგე მხარე - მ------ ტ------ე

დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

1. აპელანტის მოთხოვნა: დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების თაობაზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით: 1. მოსარჩელე მ------ ტ------ის წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა. 2. შეწყდა მ------ ტ------ესა (პ/ნ 6----------) და მოპასუხე ვ------- ტ--------ეს (პ/ნ 6----------) შორის 2016 წლის 20 ივნისს №68163000629 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება. 3. მოპასუხე ვ------- ტ--------ეს მისი არასრულწლოვანი შვილის - თ---- ტ--------ის (პ/ნ 6----------, დაბ. 23/06/2016წ.) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 26 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით 1. მოპასუხე ვ------- ტ--------ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე; 2. ძალაში დარჩა ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის განმარტებით, იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხესთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი თ---- ტ--------ე დაბადებული 2016 წლის 23 ივნისს.

მხარეები დიდი ხანია ერთად აღარ ცხოვრობენ, მათ შორის ისე დაიძაბა ურთიერთობა რომ მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელია. რადგან მოპასუხე ნებაყოფლობით არ თანხმდება განქორწინებაზე, იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსათვის სასარჩელო მოთხოვნით განქორწინებისა და მცირეწლოვანი შვილისათვის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, ბავშვის მამა არანაირ მონაწილეობას არ ღებულობს შვილის აღზრდაში, რის გამოც ითხოვს თავიანთი არასრულწლოვანი შვილის თ---- ტ--------ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრებას 400 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან თ---- ტ--------ის სრულწლოვანებამდე სარჩელის აღძვრის დღიდან.

 

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. საქმის მომზადების მიზნით მოპასუხე მხარეს გადაეგზავნა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები და დაენიშნა ვადა წერილობით პასუხის (შესაგებელი) წარმოდგენისათვის.(ს.ფ. 20)

 

2.2. სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე - ქ. ქ-------ი, ჭ-------ის გამზირი N--, ბ. N---ში და გზავნილი ჩაბარდა პირადად ვ------- ტ--------ეს 2019 წლის 26 ივლისს.(ს.ფ. 26)

 

2.3. მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი სასამართლოში არ წარმოუდგენია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე მიუმართავს შუამდგომლობით სასამართლოსათვის შესაბამისი პატივსადები მიზეზის მითითებით.

 

2.4. 2019 წლის 5 სექტემბერს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ვ------- ტ--------ემ, შუამდგომლობის ავტორის მითითებით, მას ჩაბარდა მხოლოდ სარჩელი, რომელიც არ იყო ხელმოწერილი, სხვა რაიმე მტკიცებულება სარჩელს არ ახლდა, ასევე არ ახლდა სასამართლოს გზავნილი შესაგებლის წარმოდგენის მოთხოვნით. ვინაიდან სარჩელი ხელმოწერილი არ იყო და მას არანაირი დოკუმენტი არ ახლდა, არ ახლდა ასევე სასამართლოს გზავნილი-იგი ოფიციალურ დოკუმენტად არ ჩაუთვლია (ასეთად მას არც კანონით თვლის), აღნიშნულის გამო მის მიერ შეუძლებელი გახდა შესაგებლის წარდგენა. 2019 წლის 4 სექტემბერს მისთვის ცნობილი გახდა რომ სასამართლო იხილავს მ------ ტ------ის სარჩელს, შესაბამისად მან სთხოვა სასამართლოს გაეგზავნა მისთვის ხელმოწერილი სარჩელი მასზე დართული დოკუმენტებითურთ. ასევე გზავნილი რომლითაც იგი შეძლებდა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარმოდგენას. შუამდგომლობის ავტორი განმარტავდა, რომ მოსარჩელე არასწორად უთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თითქოს იგი დასაქმებულია, ეს გარემოება სინამდვილეს არ შეესაბამება, მას ამჟამად არანაირი შემოსავალი არ გააჩნია.

 

2.5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით 1. მოსარჩელე მ------ ტ------ის წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა. 2. შეწყდა მ------ ტ------ესა (პ/ნ 6----------) და მოპასუხე ვ------- ტ--------ეს (პ/ნ 6----------) შორის 2016 წლის 20 ივნისს №68163000629 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება. 3. მოპასუხე ვ------- ტ--------ეს მისი არასრულწლოვანი შვილის - თ---- ტ--------ის (პ/ნ 6----------, დაბ. 23/06/2016წ.) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 26 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

2.5.1. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე, 201-ე, ასევე სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1198-ე, 1214-ე მუხლებზე მიუთითა და მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებობდა ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი: სახელდობრ ის, რომ სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხეს ჩაბარდა პირადად 2019 წლის 26 ივლისს კანონით დადგენილი წესით. მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა არასაპატიო მიზეზით; ამასთან მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებენ (ასაბუთებენ) მოსარჩელის მოთხოვნას.

 

2.6. 2019 წლის 17 სექტემბერს მოპასუხე ვ------- ტ--------ემ საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.(ს.ფ. 48-49)

 

2.6.1. საჩივრის ავტორის განმარტებით, მას ჩაბარდა მხოლოდ სარჩელი, რომელიც არ იყო ხელმოწერილი, სხვა რაიმე მტკიცებულება სარჩელს არ ახლდა, ასევე არ ახლდა სასამართლოს გზავნილი შესაგებლის წარმოდგენის მოთხოვნით. ვინაიდან სარჩელი ხელმოწერილი არ იყო და მას არანაირი დოკუმენტი არ ახლდა, არ ახლდა ასევე სასამართლოს გზავნილიც-იგი ოფიციალურ დოკუმენტად არ ჩაუთვლია (და ვერც კანონით ჩაითვლება), რის გამოც მის მიერ შეუძლებელი გახდა პასუხის გაცემა სარჩელზე. მხოლოდ 2019 წლის 4 სექტემბერს გახდა მისთვის ცნობილი რომ სასამართლო იხილავს მ------ ტ------ის სარჩელს, შესაბამისად, მიმართა სასამართლოს და წარუდგინა ფოსტით მიღებული სარჩელი, ამასთან ითხოვა სასამართლოს მისთვის მიეცა შესაძლებლობა შესაგებლის კანონით დადგენილ ვადაში წარმოდგენისათვის.

ნაცვლად ამისა სასამართლომ 6 სექტემბერს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო.

მომჩივანი თვლის, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, უნდა აღუდგეს შესაგებლის წარდგენის ვადა სსსკ-ის 240-ე და 201-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რადგან მის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

 

2.7. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით 1. მოპასუხე ვ------- ტ--------ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე; 2. ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

2.7.1. სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია და საქმის მასალებზე დაყრდნობით უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შეასრულა საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, 2 თვის ვადაში უზრუნველყო მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დასტურდება, რომ სასამართლო გზავნილი 2019 წლის 26 ივლისს პირადად ჩაბარდა მოპასუხე ვ------- ტ--------ეს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საჩივრის ავტორმა სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად ვერ დაადასტურა სათანადო მტკიცებულებით (მხოლოდ განმარტება კი არ არის საკმარისი მტკიცებულება) ის გარემოება, რომ სარჩელს თან არ ერთვოდა მტკიცებულებები და შესაგებლის წარმოდგენისათვის ვადის განმსაზღვრელი „გზავნილი“, ამასთან სარჩელი არ იყო ხელმოწერილი, რაც შეუძლებელს ხდიდა მის მიერ შესაგებლის წარმოდგენას და რომ ეს მოხდა მოპასუხის განზრახ შეცდომაში შეყვანის მიზნით. სასამართლომ მიიჩნია,რომ მომჩივანმა ვერ დაადასტურა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დ/გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ვ------- ტ--------ის მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო 2019 წლის 6 სექტემბერს, ხოლო მან 2019 წლის 5 სექტემბერს განცხადებით მიმართა სასამართლოს და განუმარტა, რომ სარჩელი ჩაბარდა ხელმოუწერელი, რომელსაც არც თანადართული მასალები ახლდა და არც სასამართლოს გზავნილი, სადაც განსაზღვრული იქნებოდა მის მიერ შესაგებლის წარდგენის ვალდებულება დადგენილ ვადაში. შესაბამისად, მოითხოვა ხელმოწერილი სარჩელის(თანდართული მასალებით) და სასამართლოს გზავნილის ჩაბარება. სასამართლომ ისე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომ მის ამ შუამდგომლობაზე არ უმსჯელია. მას სარჩელი არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით, გარდა ამისა სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში უნდა ემსჯელა სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა მოთხოვნას. კერძოდ სსკ-ის 1212-ე, 1214-ე, მუხლების საფუძველზე სასამართლომ ალიმენტის ოდენობა უნდა განსაზღვროს მშობლის მატერიალური მდგომარების გათვალისწინებით. მოსარჩელე სარჩელში ზოგადად მიუთითებს რომ მოპასუხე დასაქმებულია, ხოლო მოპასუხის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე იქ არაფერია მითითებული. უფრო მეტიც, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, 2019 წლის 5 სექტემბერს წარდგენილ შუამდგომლობაში ის მიუითებდა, რომ არ იყო დასაქმებული, ხოლო ალიმენტის დაკისრება მხარისათვის ისე რომ მოსარჩელე არ მიუთითებდეს მოპასუხის კონკრეტულ შემოსავალს და მხოლოდ ზოგადი მითითება ქონდეს გაკეთებული შემოსავლის თაობაზე სრულად გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების შეასაძლებლობას.

გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან მოითხოვს: გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 06 სექტემბერს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე განსახილველად დაბრუნდეს იმავე სასამართლოში შესაგებლის წარდგენის საპროცესო ეტაპიდან.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების დასაბუთება

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. დადგენილია, რომ მ------ ტ------ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ვ------- ტ--------ის წინააღმდეგ და მოითხოვა განქორწინება და მოპასუხისათვის ალიმენტის სახით 400 ლარის დაკისრება, თავიანთი მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ.

4.2. დადგენილია, რომ საქმის მომზადების მიზნით მოპასუხე მხარეს გადაეგზავნა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები და დაენიშნა ვადა წერილობით პასუხის (შესაგებელი) წარმოდგენისათვის.(ს.ფ. 20)

 

4.3. სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე - ქ. ქ-------ი, ჭ-------ის გამზირი N--, ბ. N---ში; გზავნილი ჩაბარდა პირადად ვ------- ტ--------ეს 2019 წლის 26 ივლისს.(ს.ფ. 26)

 

4.4. მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

4.5. სააპელაციო საჩივრის ძირითადი მოტივი გახლავთ ის, რომ სარჩელი ჩაბარდა მოპასუხე მხარეს ხელმოუწერელი, მას თან არ ახლდა სარჩელში მითითებული არცერთი მტკიცებულება, არ ახლდა გზავნილი სადაც მოპასუხეს(აპელანტს) განსაზღვრული ექნებოდა შესაგებლის წარდგენის ვადა. ამასთან სარჩელი იურიდიულად არ იყო გამართლებული, რადგან მას სასამართლომ ისე დააკისრა ალიმენტის სახით 400 ლარი რომ არ ირკვეოდა მისი რეალური მატერიალური მდგომარეობა.

 

4.6. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ------- ტ--------ის შუამდგომლობას ახლავს მ------ ტ------ის სარჩელი, რომელიც მართლაც არ არის ხელმოწერილი.

უდავოა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე აპელანტმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, სადაც მთელი რიგი პროცესუალური საკითხების გარკვევა მოითხოვა.

4.7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ წარდგენილ სარჩელში მოსარჩელე მ------ ტ------ე არ მიუთითებს მოპასუხის რეალურ მატერიალური შემოსავლის ოდენობას და შემოიფარგლება ზოგადი მითითებით რომ მამა არის დასაქმებული, რასაც დაადასტურებს მოწმეთა ჩვენებებით (იხ. სარჩელის მე-4 ფაქტობრივი გარემოება).

სააპელაციო სასამართლო მიიჩნვეს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სრულიად არასაკმარისი იყო სამართლებრივად, იურიდიულად სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულად მიჩნევისა და მისი დაკმაყოფილებისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლოს უპირველად შესაფასებელი გარემოებებია: შვილების აუცილებელი მოთხოვნები და მშობლის, (მშობლების) რეალური მატერიალური მდგომარეობა.

იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეს სარჩელში ექნებოდა მითითება როგორც ერთ ისე მეორე გარემოებაზე-სარჩელი ჩაითვლებოდა სამართლებრივად დასაბუთებულად. თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე არც შვილის აუცილებელ მოთხოვნებზე მიუთითებს (ის შემოიფარგლება მხოლოდ საარსებო მინიმუმზე მითითებით) და რაც მთავარია არც მოპასუხის რეალურ მატერალურ შემოსავლებზე აქვს მითითება-რაც განმსაზღვრელია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.

 

4.8.1. კონკრეტულ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი გახდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლი. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობა რაც სასამართლოს მიერ არასაპატიოდ ჩაითვალა, ამასთან მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საკმარისად იქნა მიჩნეული-კონკრეტული სამართლებრივი შედეგის (ალიმენტის დაკისრება 400 ლარის ოდენობით) დადგომისათვის.

 

2321-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.

 

4.8.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

4.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2311-ე მუხლით მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

4.9.1. პალატა განმარტავს: სსკ-ის 2311-ე მუხლის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია, როდესაც სახეზეა ერთდროულად რამდენიმე წინაპირობა: 1)მოპასუხეს ჩაბარდა გზავნილი (სარჩელი თანდართული მასალებით) სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 2)არ არსებობს სსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებული საპატიო გარემოებები შესაგებლის წარუდგენლობისა; 3)სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

4.9.2. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას, ფასდება იმის მიხედვით, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები გამოიწვევს თუ არა იმ შედეგს, რომლის დადგომასაც მოითხოვს მოსარჩელე.

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა იყო განქორწინება და ასევე ალიმენტის სახით 400 ლარის დაკისრება ვ------- ტ--------ეზე.

4.9.3. უდავოა, რომ აპელანტი დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს იმ საფუძვლითაც, რომ სარჩელი იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნილ ალიმენტის ოდენობას. რადგან სარჩელში არაფერი იყო ნათქვამი მოპასუხის რეალურ მატერიალურ შემოსავალზე რომლის გათვალისწინებითაც დაკისრებული ალიმენტი-სამართლიანი და გონივრული იქნებოდა.

 

4.9.4. სასამართლო იზიარებს აპელანტის ზემოაღნიშნულ სამართლებრივ თვალსაზრისს და განმარტავს, რომ მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები აკისრიათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილების მიმართ, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს ყურადღება ექცევა მშობლის რეალურ მატერიალურ და ქონებრივ მდგომარეობას. კონკრეტულ შემთხვევაში გარემოება რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა ვ------- ტ--------ის მატერიალურ მდგომარეობას, მისი დასაქმების და ხელფასის შესახებ სარჩელში არ იყო მითითებული, მხოლოდ ზოგადი მითითება იმის თაობაზე, რომ მოწმეები დაადასტურებენ ვ------- ტ--------ის შემოსავლიანობას, პალატის მოსაზრებით სრულიად არასაკმარისი გარემოება იყო სასარჩელო მოთხოვნის დადასტურებულად მისაჩნევად.

პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო ვალდებულია ნებისმიერ სახის, მათ შორის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას, შეაფასოს სამართლებრივი თვალსაზრისით მოცემული საკითხი იმგვარად, რომ სარჩელში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებებს შეეძლო თუ არა იმ სამართლებრივი შედეგის დადგომა რასაც მოსარჩელე სარჩელით მოითხოვს. პალატის მოსაზრებით, ალიმენტის ოდენობა უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის თანაზომიერი და გონივრული. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა შეეფასებინა ალიმენტის სახით მოთხოვნილი თანხის (400 ლარის) ოდენობა იურიდიულად რამდენად იყო გამართლებული მოსარჩელის მიერ მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს გააჩნდა შემოსავლები. პალატის მოსაზრებით წარმოდგენილ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოცემული შედეგის (ანუ 400 ლარის დაკისრების) სამართლებრივ შესაძლებლობას-არ იძლეოდა. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2311-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაენიშნა სხდომა, რის შესახებაც ეცნობებინა მხარეთათვის ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სხდომაზე მოესმინა მოპასუხის, მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრებები სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც არ განუხორციელებია.

 

4.9.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროს, ასევე საჩივრის განხილვის ეტაპზე არ იმსჯელა ალიმენტის ნაწილში სარჩელის იურიდიულ მართებულობაზე, რაც ადასტურებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო ნორმების დარღვევებით (სსკ-ს 2311-ე მუხლი), რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

 

4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

4.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო ნორმები, რამაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია, აღნიშნული, კი სსსკ-ის 241-ე და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

4.12. ასევე საფუძვლიანია სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე. რადგან ყველა იმ გარემოების შესახებ რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებაა სასამართლოსათვის ცნობილი იყო როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, ისე საჩივრის განხილვის ეტაპზეც.

 

4.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტის მოთხოვნა საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ასევე განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე და სამოქალაქო საქმე №2/1592-2019 მ------ ტ------ის სარჩელისა გამო ვ------- ტ--------ის წინააღმდეგ განქორწინების და ალიმენტის დაკისრების თაობაზე, შესაგებლის წარმოდგენის საპროცესო ეტაპიდან განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

 

5. საპროცესო ხარჯები

5.1. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხი გადაწყდეს მოცემული საქმის ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ------- ტ--------ის (წარმომადგენელი გიგა გიორგაძე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინება;

3. სამოქალაქო საქმე №2/1592-2019 მ------ ტ------ის სარჩელისა გამო ვ------- ტ--------ის წინააღმდეგ განქორწინების და ალიმენტის დაკისრების თაობაზე, შესაგებლის წარმოდგენის საპროცესო ეტაპიდან განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

4. საპროცესო ხარჯები განაწილდეს საქმის ხელახალი განხილვისას მიღებული გადაწყვეტილებით;

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლეები: თამარ სვანიძე

 

ლაურა მიქავა

 

ინდირა მაშანეიშვილი