განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003203117
№1ბ/1990-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 იანვარი 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე
სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნანა ჯაყელი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ა-–--–- ჯ-----ა
მსჯავრდებული: თ----- გ------–--ე, დაბადებული: 1985 წლის 28 აგვისტოს, პირადი ნომერი: 01008024552, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თბილისი, მცხეთის მეორე გასასვლელი №15 (იგივე - თბილისი, მცხეთის მეორე გასასვლელი, კორპუსი №5, ბინა №13), ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, მცხეთის მეორე გასასვლელი, კორპუსი №5, ბინა №13-ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნანა ჯაყელმა და მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და თ----- გ------–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში კანონიერიც არის და დასაბუთებულიც, მაგრამ დანიშნული სასჯელის ნაწილში არის უსამართლო. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს სათანადოდ არ გაითვალისწინა საქართველოს სსკ–ის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის გათვალისწინებული ყველა გარემოება. თ----- გ------–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და მართლსაწინააღმდეგო შედეგისა და ქმედების ჩადენის შემდეგ დამნაშავის ყოფაქცევის გათვალისწინებით სასამართლოს მიერ გამოყენებული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ კონფლიქტის და დანაშულის გამომწვევი გარემოება იყო თ----- გ------–--ის დამოკიდებულება ალკოჰოლურ სასმელზე. ამდენად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, თუმცა სასჯელის ნაწილში უსამართლო, რის გამოც იგი უნდა შეიცვალოს სხვა უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს, მსჯავრდებულ თ----- გ------–--ის მიმართ იმგვარი სასჯელის დანიშნვას რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ თ----- გ------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-–--–- ჯ-----ამ შესაგებელი წარმოადგინა და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნანა ჯაყელმა, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა, თ----- გ------–--ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 05 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მსჯავრდებულმა თ----- გ------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-–--–- ჯ-----ამ მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს, განმარტეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 05 ნოემბრის განაჩენი, თ----- გ------–--ის მიმართ კანონიერია დასაბუთებულია და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
თ----- გ------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ. რაც გამოიხატა შემდეგში:
თ----- გ------–--ე ცხოვრობს ქ. თბილისში, მცხეთის მე -2 გასასვლელი, კორპუსი 5, ბინა N13-ში, ოჯახის წევრებთან ერთად. ბოლო რამდენიმე წელია, თ----- გ------–--ე ხშირად მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს და გახდა ალკოჰოლზე დამოკიდებული. ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი თ----- გ------–--ე სისტემატურად ავლენდა აგრესიას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მასთან ერთად მცხოვრებ დედას - მ------- გ------–--ეს და არასრულწლოვან ქალიშვილს - 8 წლის ნ--–- ს-----ეს. თ----- გ------–--ის ქმედებების გამო, მ------- გ------–--ე და არასრულწლოვანი ნ--–- ს-----ე განიცდიდნენ ტანჯვას. ამასთან, როდესაც თ----- გ------–--ე იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ნ--–- ს-----ეს ეშინოდა დედის და მასთან ერთად ერთ სახლში ყოფნით იყო დათრგუნული. 2019 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი თ----- გ------–--ე იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც დედამისს მ------- გ------–--ეს სიტყვიერი შელაპარაკებისას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ორივე ხელი მოავლო ხელებში და გადაუგრიხა, იმავდროულად თ----- გ------–--ემ მარცხენა ხელზე უკბინა მ------- გ------–--ეს, რომელმაც აღნიშნულის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. თ----- გ------–--ის მიერ მ------- გ------–--ის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას შეესწრო 8 წლის ნ--–- ს-----ე, რომელმაც სცადა ბებიის - მ------- გ------–--ის დაცვა, რა დროსაც თ----- გ------–--ემ, თავის 8 წლის ქალიშვილს ნ--–- ს-----ეს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის არეში და მოქაჩა თმები, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. ყოველივე აღნიშნულის გამო, მ------- გ------–--ის მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია და განაცხადა თ----- გ------–--ის მიერ ჩადენილი ქედებების შესახებ, რის საფუძველზეც თ----- გ------–--ე შემთხვევის ადგილზე იქნა დაკავებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 ნოემბრის განაჩენით თ----- გ------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ თ----- გ------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დროის პერიოდი - 2019 წლის 13 აგვისტოდან, 2019 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები თ----- გ------–--ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ თ----- გ------–--ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების მ------- გ------–--ის და ნ--–- ს-----ის, მოწმეების: მ------ კ------–--ის, გ------- მ------–---–ის, ს-------- წ---–-----ის, დ----- კ----–-–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერით, სამედიცინო ბარათით და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ალკოტესტით შემოწმების ოქმით და თავად თ----- გ------–--ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ თ----- გ------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ თ----- გ------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნბქტებით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მსჯავრდებულ თ----- გ------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი თ----- გ------–--ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, მათ შორის ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლური თრობის ქვეშ და თ----- გ------–--ეს დაუნიშნა მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასჯელის ზომად დაუნიშნა მინიმალურ ზღვარზე ერთი წლით მეტი ვადით - თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, საქმეზე არსებული მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რომ თ----- გ------–--ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულებს, არ არის ნასამართლევი და ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მსჯავრდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით - დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა პირობით. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, არ არსებობს თ----- გ------–--ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სახის და ზომის შეცვლის წინაპირობა, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, სრულიად საკმარისია მსჯავრდებულზე ზემოქმედების მოსახდენად, რომ მას გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნანა ჯაყელის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 05 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ თ----- გ------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 297-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნანა ჯაყელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 ნოემბრის განაჩენი თ----- გ------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
თ----- გ------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
თ----- გ------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ თ----- გ------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დროის პერიოდი - 2019 წლის 13 აგვისტოდან, 2019 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე