განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2020
საქმის ნომერი
120100118002729172
ინსტანცია
თარიღი
29.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002729172

საქმე №1ბ/1901-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ ნანეიშვილი

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - კ---------–---–---–-;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ა-–----------------, (დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ---------------------------–-------------ში);

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით;

 

ადვოკატი - გ--–--------–--–---–-;

 

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ა-–----------------მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2018 წლის 9 ოქტომბერს იმყოფებოდა ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურის მიმდებარედ, გაზ გასამართი სადგურ „გამას“ ტერიტორიაზე, რა დროსაც მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ა-–---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, მოყავისფრო ნივთიერება შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს საერთო წონით 0,0891 გრამი.

 

2018 წლის 2 ოქტომბერს დაახლოებით 08:00 საათიდან 12 საათის შუალედში ქ. ბორჯომში გ------------–----------ში მცხოვრებმა ა-–----------------მ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეაღწია ქ. ახალციხეში შ-----------------–-----------ში მცხოვრებ ზ------------–---–ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად დაეუფლა ოქროს სამკაულებს, სხვადასხვა სახის ბიჟუტერიას, ფანარს და თმის საკრეჭ ელექტრო მანქანას, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ზ------------–---–ს მიადგა 3000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ივლისის განაჩენით ა-–---------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

 

ა-–---------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა-–----------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ივლისის განაჩენით სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა-–----------------მ და მისმა ადვოკატმა ი-----–----------ემ.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი შემოიტანა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის პოზიციით: ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა შეიცვალოს ნაწილობრივ, კერძოდ ა-–---------------- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ, ვინაიდან განაჩენში არასწორად არის გამოყენებული როგორც საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, ასევე მოსამართლის მიერ შეგნებულად არასრულად არის აღწერილი მოწმეთა ჩვენებნები. ასე მაგალითად, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----------–-------მა დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა და განმარტა, რომ შემთხვევის ადგილიდან აიღო ორი ცალი სუნის ნიმუში, რაც დალუქა ორ ცალ ქილაში და გადასცა გამომძიებელს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმშიც მითითებულია, რომ კინოლოგის მიერ საძინებლიდან აღებული იქნა სუნის ნიმუში (ანუ ერთი ცალი), ხოლო მისაღები ოთახიდან აღებული იქნა სუნის ნიმუში (ანუ ერთი ცალი) ანუ სულ ორი ცალი ნიმუშია, მაშინ, როდესაც ექსპერტიზაზე წარმოდგენილია ოთხი ქილა, ერთი ა-–---------------ისაგან აღებული ნიმუშით და სამი კი ზ------------–---–ის სახლიდან აღებული. ასევე, დაცვის მხარის მტკიცებით, არასწორადაა ინტერპრეტირებული მსჯავრდებულის მეუღლის ნ------–---ეს თითქოს ნ------–---ემ თქვა მხოლო ის, რომ ა-–----------------მ ის დილის 2018 წლის 2 ოქტომბერს დილის 8 საათზე მიიყვანა სამსახურში და მერე მიიყვანა ქალიშვილი სკოლაში და შემდგომ წავიდა ახალციხეში, მაშინ, როდესაც ნ------–---ემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 2 ოქტომბერს, ა-–---------------- ახალციხეში მინიმუმ დილის 10 საათზე აღმოჩნდებოდა. დაცვის მხარემ სასამართლოს მიმართა თხოვნით, გაემახვილებინა ყურადრბა იმ გარემოებაზე, რომ ა-–---------------- ვერც კი გაბედავდა შესვლას ისეთ ბინაში სადაც არ იცოდა იმ დღეს ყველა გავიდა სახლიდან თუ სახლში დარჩა ოჯახის რომელიმე წევრი რადგან ის ახალციხეში ფიზიკურად ჩავიდა იმის შემდგომ, რაც ზ------------–---–ის ბინიდან ჯერ კიდევ დილის 8 საათზე ყველა წევრი იყო წასული. მსჯავრდებულმა სააპელაციო პალატის წინაშე ასევე განაცხადა, რომ მისთვის უცნობი იყო წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების უდავოდ ცნობის სამართლებრივი შედეგები, კერძოდ ის გარემოება, რომ მტკიცებულებებს სასამართლო გამოკვლევის გარეშე მიიღებდა და იგი შეცდომაში იყო შეყვანილი.

 

ბრალდების მხარის პოზიციით: ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული დადა იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა შეაფასებს მტკიცებულებებს, იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და აერთობლიობაში.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი, კერძოდ: 09.10.2018წ. პატაკი, მოწმეების მ---------------------------------–---–-------------------------------------–--ის გამოკითხვის ოქმები, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ა-–---------------ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რისი გათვალისწინებით ისინი სასამართლოს მიერ მიღებული იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე და მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ 2018 წლის 9 ოქტომბერს ა-–----------------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინი საერთო წონით 0,0891 გრამი, რომელიც ამ უკანასკნელმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 2 ოქტომბერს დილით, დაახლოებით ცხრის ნახევარზე, ოჯახის წევრები გავიდნენ სახლიდან, დაკეტეს კარები და წავიდნენ სახლიდან. დაახლოებით 12:00 საათზე მას დაურეკა უფროსმა შვილმა და უთხრა, თუ რა ხდებოდა სახლში, რაზეც ნ-----------------ემ გადაურეკა მეუღლეს და მივიდნენ სახლში. შიგ არ შესულან მხოლოდ შეიხედეს და დაინახეს, რომ გადმოყრილი იყო ყველაფერი. დაათვალიერეს სახლი და ნახეს, რომ აკლდა ნივთები, ოქრო, რომელიც შენახული ჰქონდა საძინებელში მდებარე გარდეროფში, ცალკე ედო, მათ შორის იყო „კალიცო“, ჯვრები, ბეჭდები დაახლოებით 3 000 ლარის ღირებულების ნივთები. ნივთები მოთავსებული იყო პლასტმასის გამჭირვალე პატარა მოცულობის ყუთში, რომელიც ძირს ეგდო. გარდა ოქროს სამკაულებისა იყო ძვირადღირებული ,,ბიჟუტერიები“, დაახლოებით 40 ცალი, ვერცხლის სამკაულები, ვერცხლის ცეფი, 4-5 ბეჭედი, საყურეები, ჯვარი, „კულონი“.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გ---------------–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს ქ------––---–-------------–-----------ში, 2018 წლის 02 ოქტომბერს იმყოფებოდა ძმებთან ერთად. დილის ცხრის ნახევარზე დაკეტეს სახლის კარები, ერთ-ერთმა ძმამ უთხრა, რომ იქ ვიღაც კაცი იდგა და იგინებოდა, მაგრამ ეჩქარებოდათ და ყურადღება აღარ მიაქციეს. სკოლიდან სახლში დაბრუნდა ადრე და როდესაც სახლის კარებს გაუკეთა გასაღები არ გადატრიალდა, ჩამოწია სახელური და გააღო კარები, იყო არეულობა, მიხვდა, რომ ბინა გაქურდული იყო, ოქროს შესანახი ყუთი ძირზე ეგდო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ზ------------–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს ქ------––---–-------------–-----------ში, 2018 წლის 02 ოქტომბერს დაურეკა შვილმა და უთხრა, რომ სახლში მისულიყო, მისვლისას ნახა, სახლის კარები, რომელიც იყო დაზიანებული - კარების გარეთა მხარე საკეტთან იყო შეღუნული ე.წ. ,,მანტიროვნკით“, შიგნით იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს, ყველაფერი გადაყრილი-გადმოყრილი და დაჭრილი იყო სავარძელი და „დივანი“, მაგიდა იყო დამტვრეული, ტანსაცმელი და ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული-დარეული. წაღებული იყო ოქროს ნათლობის ჯვრები, მისი და მეუღლის ბეჭედი, ვერცხლეულობა, თმის შესაჭრელი მანქანა, წვრილმანი რაღაცეები. დაახლოებით 3000 ლარის ღირებულების. რაც შეეხება ბრალდებულს, როგორც მისთვის ცნობილია იგი ყიდდა სასახლეებს გზის მარჯვენა მხარეს არსებულ მაღაზიაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დ------------–--ემ განმარტა, რომ არის ოქრომჭედელი და აქვს სალონი. 2018 წლის 3 ოქტომბერს მასთან მივიდა ბრალდებული, რომელსაც თან ჰქონდა ოქროს ნივთი, წვრილი ცეფი, და 2 ცალი ჯვარი, რომლებიც იყო დაზიანებული, დაახლოებით იყო 130 ლარის ღირებულების, 4 გრამამდეც არ იყო. დ------------–--ემ შეამოწმა და შეაფასა ოქროს ნივთები. ვინაიდან იმ დროს თანხა არ ჰქონდა ბრალდებული დაიბარა მეორე დღეს. მეორე დღეს შეხვდა და გადასცა თანხა. ჩაბარებული ნივთები კი გადაადნო. რაც შეეხება ბრალდებულს, მას ადრე არ იცნობდა, ასევე ნახა შემდგომ ქ. ახალციხეში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, ამოცნობის დროს.

 

2018 წლის 11 ოქტომბერს 18:00-18:45 საათის პერიოდში ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა დ------------–--ემ ამოსაცნობად წარდგენილი 3 პიროვნებიდან ამოიცნო ა-–----------------, სიმაღლით, სიმელოტით, სახის ნაკვთებით, სახის საერთო მოყვანილობით, რომელმაც 2018 წლის 2 ოქტომბერს ჩააბარა ოქროს სამკაულები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ა-–-------------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 2018 წლის 11 ოქტომბერს ქ. ახალციხეში დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, რა დროსაც ა-–----------------მ ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე, თუმცა დასრულებისას გაურკვეველი მიზეზით არ მოაწერა ხელი ოქმს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ლ-----------ემ განმარტა, რომ მუშაობს შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში. 2018 წლის 11 ოქტომბერს მიიღო ინფორმაცია, რომ ქ. ახალციხეში, რ---------–-----------ში, მცხოვრები ზ------------–---–ის ბინის გაქურდვის ჩამდენი პირები შავი ფერის მერსედესით ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ ქ. ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე, რომელიც უნდა დაეფიქსირებინა შპს ,,ო---“-ის გარე სათვალთვალო კამერებს და აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე უნივერსიტეტის გარე სათვალთვალო კამერებს, 2018 წლის 11 ოქტომბერს დამატებით გახდა მისთვის ცნობილი აღნიშნული ავტომობილის სახელმწიფო ნომერი S--------, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მოახსენა ხელმძღვანელობას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა მ-------------ემ განმარტა, რომ მუშაობს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორად. მის სამოქმედო უბნებში შედიოდა ხანძთელის ქუჩაც, სადაც ცხოვრობდა ა-–----------------, რომელიც წარსულში იყო ნასამართლევი.როგორც მისთვის ცნობილია ა-–----------------ს ჰქონდა 1 მობილური ტელეფონი და 3 ნომერი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დ---------–----ემ განმარტა, რომ მუშაობს შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ა-–---------------ისაგან ექსპერტ-კრიმინალისტის კ----------------------ის და ნ----------–-------ის მეშვეობით აიღო ნერწყვის ნიმუში, სუნის ნიმუში და თითის ანაბეჭდები ბრალდებულის თანხმობით.

 

2018 წლის 11 ოქტომბრის 18:48-19:00 საათის პერიოდში ჩატარებული ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტ-კრიმინალისტის კ----------------------ის მიერ ქ.ახალციხეში, რუსთაველის ქ. N91-ში მდებარე ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ ა-–---------------ისგან მისივე თანხმობით აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში ბიოლოგიური ჩხირების საშუალებით, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად, რაზეც გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერა და თარიღი.

 

2018 წლის 11 ოქტომბრის 19:20-19:40 საათის პერიოდში ჩატარებული ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტ-კრიმინალისტის კ----------------------ის მიერ ქ.ახალციხეში, რუსთაველის ქ. N91-ში მდებარე ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ ა-–---------------ისგან მისივე თანხმობით აღებული იქნა თითის ანაბეჭდები, რომელიც დატანილ იქნა ერთ დაქტილოფირზე, რაზეც გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერა და თარიღი.

 

2018 წლის 11 ოქტომბრის 19:05-19:15 საათის პერიოდში ჩატარებული ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტ-კრიმინალისტის ნ----------–-------ის მიერ ქ.ახალციხეში, რუსთაველის ქ. N91-ში მდებარე ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ ა-–---------------ისგან მისივე თანხმობით აღებული იქნა სუნის ნიმუში, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად მინის ქილაში, რაზეც გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერა და თარიღი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ნ----------–-------მა დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა, განმარტა, რომ აიღო სუნის ნიმუში შემთხვევის ადგილიდან, რაც დალუქა და გადასცა გამომძიებელს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა კ----------------------მა დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა და განმარტა, რომ ა-–---------------ისგან აიღო სუნის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში და თითის ანაბეჭდები, რომლებიც დალუქა და გადასცა გამოძიებელს.

 

2018 წლის 2 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზ------------–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ------––------------ში. სახლში, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთები იყო გადმოყრილი ძირს, ოთახი მთლიანად იყო არეული. ე.წ. „ტრილიაჟიდან“ და გარდერობიდან ყველა ნივთი ძირს ეყარა. შემთხვევის ადგილი დათვალიერებულ იქნა ექსპერტებთან ერთად. დათვალიერების შედეგად შესასვლელი კარებიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი თითის კვალი, რომელიც დატანილ იქნა ორ ცალ დაქტილოფირზე. კორიდორში არსებული ავეჯიდან აღებულ იქნა ანაწმენდის ნიმუში, სამზარეულოში არსებული სუნელების ქილებისგან აღებულ იქნა ანაწმენდის და თითის კვალის ნიმუშები. მისაღებ ოთახში არსებული საყვავილე ვაზიდან აღებულ იქნა თითის კვლის და ანაწმენდის ნიმუშები, ხოლო საძინებელ ოთახში არსებული გარდერობიდან აღებულ იქნა თითის კვლის ნიმუშები. ასევე კინოლოგის მიერ საძინებლიდან აღებული იქნა სუნის ნიმუში, ხოლო მისაღები ოთახიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუში, რომელიც დალუქული იქნა სამ პაკეტში სპეციალურ ქილაში.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ხუთი ცალი თითის კვალის ნიმუში, რომელიც დაილუქა ერთ ფუთად ლუქით FCD 735068; ოთხი ცალი ანაწმენდის ნიმუში, რომელიც დაილუქა ერთ ფუთად ლუქით FCI 434322; და სამი ცალი სუნის ნიმუში, რომელიც დაილუქა სამ პაკეტად ლუქით FCI 588813, FCI 588812, FCI 588814;

 

2018 წლის 11 ოქტომბრის ქ----–----–-------------–---------ში მდებარე დ------------–--ის კუთვნილ ოქროს სამჭედლოს ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ლ-------------ის მიერ გაიჩხრიკა ქ----–----–-------------–---------ში მდებარე დ------------–--ის კუთვნილი ოქროს სამჭედლო და მასში განთავსებული ავეჯი, საიდანაც ამოღებული იქნა ვერცხლისფერი ყელსაბამი, ვერცხლის ნაქსოვი ყელსაბამი, ვერცხლის ბურთულებიანი სამაჯური, ვერცხლის ბეჭედი შავი თვლით, ვერცხლის კალიცო მოწითალო ფერის თვლებით, მრგვალი მედალიონი ღვთისმშობლის გამოსახულებით, ვერცხლის ბეჭედი ოქროსფერი ზედაპირით, შავი ფერის მედალიონი ღვთისმშობლის გამოსახულებით, ვერცხლის საყურეები იასამნისფერი თვლებით, ვერცხლის სამაჯური ზედ აღნიშნული ციფრებით 25.14.8.9.14, ვერცხლის საყურეები შავი თვლებით, ორი ცალი ვერცხლის ნაქსოვი სამაჯური, ოქროს ბეჭედი მოპირკეთებული ზედაპირით, ოქროს მედალიონი ზედ გამოსახული ყვავილით, ოქროს ბეჭედი იასამნისფერი თვლით, ოქროს ბეჭედი წვრილი თვლებით, ოქროს კალიცო, ორი ცალი საყურე თეთრი ფერის თვლებით, ოქროს სამაჯური, ორი ცალი ოქროს საყურე. ორი ცალი საყურე გიშრის თვლებით, ორი ცალი შავი ფერის საყურე შავი თვლებით, ოქროს კალიცო, ოქროს მცირე ზომის გადამდნარი ოქრო, ვერცხლის სამაჯური, დაზიანებული ბეჭდის და საყურეების ნაწილები, ოქროს ჯვარი იესო ქრისტეს გამოსახულებით, ოქროს ბეჭედი რომბის ფორმის თვლით, ოქროს ნაქსოვი ცეპი, ოქროს ჯვარი ორნამენტებით, ორი ცალი ოქროს სეტკის ბეჭედი, ორი ცალი სამუშაო წიგნი, რომლებიც დაილუქა.

2018 წლის 10 ოქტომბრის 18:45-19:00 საათის პერიოდში ჩატარებული ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ა-–---------------ის დაკავება მოხდა ქ. ბორჯომი, წმინდა ნინოს ქუჩაზე ბორჯომის მხარეთმცოდნეობითი მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალური საავტომობილო გზის გვერდით არსებულ ქვეითთა საფეხმავალო ბილიკზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ლ-------------ემ დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ჩხრეკის ოქმის და ბრალდებულის დაკავების ოქმების სისწორე და განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმდებებები მათ შორის ნიმუშის აღება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა მ--------------ემ განმარტა, რომ ქ. ახალციხის რაიონულ სამმართველოში შევიდა ინფორმაცია, რომ ზ------------–---–ის სახლის გაქურდვის ფაქტზე მოპარული ოქროს სამკაულები ჩაბარებული იყო ქ----–----–-------------–----------ში დ------------–--ის ოქროს სამჭედლოში, სადაც გამომძიებელ ლ------------ესთან ერთად ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ა-------------ემ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა, განმარტა, რომ მორიგეობდა, როდესაც შევიდა შეტყობინება, რომ სახლი იყო გაქურდული, მივიდა შემთხვევის ადგილზე და დაელოდა ექსპერტ ნ----------–-------ის მიერ მოვალეობის შესრულებას, ვინაიდან უნდა აეღო სუნის ნიმუში და არ შეიძლებოდა ოთახში შესვლა. შემთხვევის ადგილზე აიღო ნიმუში შემთხვევის ადგილიდან, რაც დალუქა და გადასცა გამომძიებელს. თითი კვლის ნიმუშები, ანაწმენდის ნიმუშები და სუნის ნიმუში.

 

2018 წლის 2 ოქტომბრის 20:55-21:15 საათის პერიოდში ჩატარებული ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტ-კრიმინალისტის ფ-----------------ის მიერ მოწმისგან ზ------------–---–ისგან აღებული იქნა ხელების კვლების ანაბეჭდის ნიმუში, რომელიც დატანილი იქნა ერთ დაქტილო ბარათზე.

 

2018 წლის 3 ოქტომბრის 14:20-14:35 საათის პერიოდში ჩატარებული ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტ-კრიმინალისტის ფ-----------------ის მიერ მოწმისგან ნ-----------------ისგან აღებული იქნა ხელების კვლების ანაბეჭდის ნიმუში, რომელიც დატანილი იქნა ერთ დაქტილო ბარათზე.

 

2018 წლის 3 ოქტომბრის 15:12-15:30 საათის პერიოდში ჩატარებული ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტ-კრიმინალისტის ფ-----------------ის მიერ მოწმისგან გ---------------–---–ისგან აღებული იქნა ხელების კვლების ანაბეჭდის ნიმუში, რომელიც დატანილი იქნა ერთ დაქტილო ბარათზე.

 

2018 წლის 14 ოქტომბრის N----- დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, გამოსაკვლევად წარდგენილ იქნა 1 ცალი სპეციალური პაკეტი შტრიხკოდით FCD735068 დალუქულ მდგომარეობაში. პაკეტის გახსნისას მასში იყო 5 ცალი ქაღალდის პაკეტი, რომლებიც დაინომრა პირობითად დაინომრა I, II, III,IV, V.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ხელის თითის კვლები (კვალი N1, კვალი N2 და კვალი N3) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია, იდენტიფიკაციისათვის ვარგისი კვლებიდან: კვალი N1 იდენტურია - 13.04.1965 წელს დაბადებული - ა-–--------------------------აძის მარცხენა ხელის არათითის ანაბეჭდის ნიმუშის; კვალი N2 იდენტურია - 13.04.1965 წელს დაბადებული - ა-–--------------------------აძის მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის ნიმუშის; კვალი N3 იდენტურია - 28.04.1980 წელს დაბადებული - ზაზა რევაზის ძე ნანობაშვილის მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის.

 

2018 წლის 18 ოქტომბრის N46/22-665 ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, გამოსაკვლევად წარდგენილ იქნა 4 ქილა 4 პაკეტად. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები, რომლებიც მოთავსებული იყო ცალ-ცალკე 3 ცალ 0.5 ლიტრი ტევადობის მინის ქილაში. ასევე ა-–---------------ისაგან აღებული სუნი კვალის ნიმუში, რომელიც მოთავსებული იყო მინის ქილაში 1 ცალ პაკეტში. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტური იყო ა-–--------------ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ფ-----------------ემ, ე-–-------------–---–------------------------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზა და მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა თ-------------–---–--------–----------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ა-–----------------მ განმარტა, რომ იგი დააკავეს 2018 წლის 9 ოქტომბერს ქ. ხაშურში გაზგასამართ სადგურზე, სადაც იმყოფებოდნენ ბორჯომის პოლიციის უფროსი, ბორჯომის პოლიციის უფროსის მოადგილე, ქ. ახალციხის პოლიციის უფროსის მოადგილე, ბონდო სარალიძე და რამდენიმე პოლიციის თანამშრომელი. როდესაც იგი გადმოვიდა მანქანიდან საწვავის გაზის შესავსებად, მის წინ გაჩერდა მწვანე „გოლფი“, საიდანაც გადმოვიდნენ ბორჯომის პოლიციის უფროსის მოადგილე და ახალციხის პოლიციის უფროსის მოადგილე, მივიდნენ მასთან და გაუყარეს ე.წ. „პადრუჩკი“, გაუხსნეს ხელი და უთხრეს „ეს შენიაო“, რაზეც ბრალდებულმა უთხრა, რომ არ იყო მისი და მას თავისიც ჰქონდა. გაჩხრიკეს, ამოიღეს ყველაფერი. გარკვეული დროის შემდეგ მივიდა გამოძიებელი ა-–--------------–ი და ექსპერტი, მანქანის გვერდზე, გაშალეს მისი ჯიბიდან ამოღებული ნარკოტიკი, გადაიღეს სურათები, ავტომანქანა გაჩხრიკეს და წავიდნენ ბორჯომის რაიონულ სამმართველოში. აიყვანეს ბორჯომის პოლიციის უფროსის კაბინეტში, კაბინეტში, რომ შევიდა ბორჯომის პოლიციის უფროსი იდგა ფეხზე თავის მაგიდასთან, იქ იდგა „დოქტორა“, შავ სავარძელში იჯდა უცნობი პიროვნება, სავარძელის სახელურზე ჩამომჯდარი იყო კიდევ ახალგაზრდა ბიჭი და და სხვა თანამშრომლებიც იყვნენ ასევე. სავარძელში მჯდომი პიროვნება წამოდგა პოლიციის უფროსს გამოართვა ტელეფონი და ბრალდებულს აჩვენებდა ტელეფონში გადაღებულ სურათს და ჰკითხა ამ კოჭლს თუ იცნობდა, რაზეც ბრალდებულმა უთხრა, რომ ცნობით იცნობდა, მაგრამ კოჭლი არ იყო, ამის მერე ჰკითხეს გ-----------–----ეს თუ იცნობდა, რაზეც მან გ-----------–----ე უცებ ვერ მოისაზრა, ვისზე ეუბნებოდნენ და უთხრა, რომ არ იცნობდა. ასევე ჰკითხეს ახალციხეში ვინებმა გატეხეს ბინაო, ბრალდებულმა უპასუხა, რომ არ იცოდა. ლაპარაკში ჩაერთო „დოქტორა“, უთხრეს რომ იცოდნენ მისი გაქურდული რომ არ იყო ბინა და რომ ამის თაობაზე იცოდა ა-–----------------მ და დაესახელებინა, ასევე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ბრალდებულმა იცოდა იმის შესახებ, რომ გ-----------–----ისთვის ცნობილი იყო რომ ზ------------–---–მა წინა დღეს ბანკიდან, რომ გამოიტანა 50 000 ლარი. ა-–---------------- უარყოფდა, რა დროსაც მას სახეში შემოარტყა ხელი მისთვის უცნობმა პირმა, დაესივნენ იქ მყოფები და სცემეს. „დოქტორა“ ეუბნებოდა, რომ თუ არ იტყოდა მაგათზე, მათი გაქურდული იყო გაავრცელებდნენ ხმას, რომ მან ჩაუშვა. ეუბნებოდნენ თავი არ დაეღუპა, სიტყვიერად დაედასტურებინა და სასამართლოში უშუამდგომლებდნენ პირობითის მიცემის თაობაზე. რაზეც ბრალდებულმა უპასუხა, რომ ვერ დაადასტურებდა. N8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდგომ მან გამომძიებელს უთხრა, რომ ითანამშრომლებდა გამოძიებასთან, უთხრა სად აიღო და ვისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რაზეც გამომძიებელმა ა-–--------------–მა უთხრა, რომ ჯერ არავისთან არაფერი ეთქვა, არც სასამართლოში, შეუთანხმდებოდა უფროსობას და თავად დაუკაშვირდებოდა. გამომძიებელს რამდენჯერმე დაურეკა მარა იგი მასთან შეხვედრას თავს არიდებდა. მოგვიანებით მას დაურეკა გამომძიებელმა და უთხრა, რომ პოლიციაში მისულიყო. იგი მივიდა პოლიციის უფროსის კაბინეტში, სადაც ახალციხის პოლიციის სამმართველოს უფროსმა ლ--------------მ დაუდო ფურცლები და უთხრა, ეს იყო მოსამართლის განჩინება, რომ იგი იყო დაკავებული ამა და ამ მუხლით, ქურდობის დანაშაულთან დაკავშირებით, რაზეც მან არ მოაწერა ხელი.

 

როდესაც იგი პირველად დააკავეს ნარკოტიკებზე და მიიყვანეს დროებითი დაკავების იზოლატორში მივიდნენ გამომძიებლები, აუღეს თითის კვლები, თითის კვლებს, რომ უღებდნენ იმ პიროვნებამ თქვა, რომ არ გამოდიოდა კარგი, არ ემჩნეოდა კარგად ფურცელს და დაავალა ნორმალური ტუშის მოტანა. მანამდე კი თვითონვე აუღო ნერწყვის ნიმუში და სუნის ნიმუში. ამასობაში მიიტანეს ტუში, წაუსვეს ხელებზე და გააგრძელეს თითის კვლების აღება. ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება ქურდობის მუხლით. ჩაატარეს ამოცნობა მასსა და ოქრომჭედელს შორის. რაც შეეხება დ------------–--ეს, იგი ცხოვრობს ხაშურში, ბრალდებული მას იცნობს წლებია. იგი ასევე იცნობს დ------------–--ის ოჯახის წევრებსაც 2018 წლის 4 ოქტომბერს იგი სოფელ უდეში მოემსახურა 2 ოჯახს, იმყოფებოდა უდე-ახალციხეში 7-8 საათამდე, გამორიცხულია, რომ იმ დღეს ხაშურში ყოფილიყო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ნ------–---ემ განმარტა, რომ ბრალდებული არის მისი მეუღლე, ყოველ დილით 8 საათზე მიდიოდა ხოლმე სამუშაოზე და ასევე მიჰყავდა თავადაც, ვინაიდან მუშაობს ქ. ბორჯომში-სწრაფ კვებაში მცხობელის დამხმარედ, რომელიც მოშორებით მდებარეობს. 2018 წლის 2 ოქტომბერს დილით 8 საათზე წაიყვანა მეუღლემ სამსახურში, მასთან ერთად წაიყვანა სკოლაში შვილი და ამის შემდეგ უნდა წასულიყო ქ.ახალციხეში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ა-–--------------–მა განმარტა, რომ მონაწლეობას ღებულობა საგამოძიებო მოქმედებებში. ბრალდებულის სახით უნდა გამოეკითხა ბრალდებული, რომელმაც დუმილის უფლება გამოიყენა, ასევე ბრალდების დადგენილება გააცნო ბრალდებულს. რაც შეეხება ბრალდებულის განმარტებას, რომ როდესაც იგი დააკავეს 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით და ეკითხებოდნენ არა იმ ფაქტზე რაზეც დააკავეს არამედ ქურდობაზე, მოწმის განმარტებით აღნიშნული საუბარი მათ შორის არ ყოფილა, რაც შეეხება დაზიანებებს ბრალდებულზე, მას არაფერი აღენიშნებოდა და თუ კი ექნებოდა დაზიანებები მოხდებოდა მათი შეტანა ოქმში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დ------------–--ემ განმარტა, რომ არის ოქრომჭედელი და აქვს სალონი. 2018 წლის 3 ოქტომბერს მასთან მივიდა ბრალდებული, რომელსაც თან ჰქონდა დაახლოებით 130 ლარის ღირებულების ნივთები, 4 გრამამდეც არ იყო. დ------------–--ემ შეამოწმა და შეაფასა ოქროს ნივთები. ვინაიდან იმ დროს თანხა არ ჰქონდა ბრალდებული დაიბარა მეორე დღეს. მეორე დღეს შეხვდა და გადასცა თანხა. ჩაბარებული ნივთები კი გადაადნო. რაც შეეხება ბრალდებულს, მას ადრე არ იცნობდა, ასევე ნახა შემდგომ ქ. ახალციხეში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, ამოცნობის დროს.

 

სააპელაციო პალატა გაეცნო მხარეთა საკვანძო არგუმენტებს და ოდოროლოგიური ექსპერტის დასკვნის უტყუარობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი დათვალიერებულ იქნა ექსპერტებთან ერთად და საძინებლიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუში, ხოლო მისაღები ოთახიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუში, რომელიც დალუქულ იქნა სამ პაკეტში სპეციალურ ქილაში. ამასთან, სააპელაციო პალატა ხახგასმით მიუთითებს შემთხვევის ადგილის ოქმის იმ ნაწილზე, სადაც მითითებულია, რომ დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა: ხუთი ცალი თითის კვალის ნიმუში, რომელიც დაილუქა ერთ ფუთად ლუქით FCD 735068; ოთხი ცალი ანაწმენდის ნიმუში, რომელიც დაილუქა ერთ ფუთად ლუქით FCI 434322; და სამი ცალი სუნის ნიმუში, რომელიც დაილუქა სამ პაკეტად ლუქით FCI 588813, FCI 588812, FCI 588814; ამდენად, საგამოძიებო მოქმედების ოქმით ცალსახად არის დადგენილი, რომ შემთხვევის ადგილიდან, ორი სხვადასხვა ლოკაციიდან (საძინებელი და მისაღები ოთახი) ამოღებული იქნა სამი ცალი სუნის ნიმუში, რაც დაილუქა კანონით დადგენილი წესით. ამასთან, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები, რომლებიც მოთავსებული იყო ცალ-ცალკე 3 ცალ 0.5 ლიტრი ტევადობის მინის ქილაში. ასევე ა-–---------------ისაგან აღებული სუნი კვალის ნიმუში, რომელიც მოთავსებული იყო მინის ქილაში 1 ცალ პაკეტში. საყურადღებოა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტური იყო ა-–--------------ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევის ადგილდან აღებული სუნის კვალის ნიმუშები დალუქული იყო 2 პაკეტად, რაც განსხვავდება ექსპერტიზაზე წარდგენილი ნიმუშების რაოდენობისაგან, არის მცდარი და არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. სააპელაციო პალატას აქვე სურს დასძინოს, გარდა ოდოროლოგიური ექსპერტის დასკვნისა, სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ცალსახად ადასტურებს ა-–---------------ის მიერ ბინაში შეღწევით ქურდობის ჩადენის ფაქტს, თუმცა მიუხედავად ამ მოცემულობისა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მოპოვებულია კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს გონივრული საფუძველი მისი დაუშვებლად ცნობისათვის.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა-–---------------ის მეუღლის - ნ------–---ის ჩვენებას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე ცდილობს უმნიშვნელო წვრილმანებზე ყურადღების გადატანით, საქმეზე უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ეჭვქვეშ დაყენებას და იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოწმეებმა ზ------------–---–მა, ნ-----------------ემ და გ---------------–---–მა განმარტეს, რომ მათი ბინა სავარაუდოდ გაქურდული უნდა ყოფილიყო დილის ცხრა საათიდან დღის თორმეტ საათამდე. მათ დარწმუნებით არ უთქვამთ და ვერც იტყოდნენ, როდის მოხდა ქურდობა, ვინაიდან ისინი ფიზიკურად სახლში დროის დასახელებულ შუალედში არ იმყოფებოდნენ, ხოლო როდესაც დაბრუნდენ დღის თორმეტ საათზე სახლი უკვე გაქურდული დახვდათ. ამდენად, 9 საათზე იმყოფებოდა მსჯავრდებული ქ.ახალციხეში, 10-ზე თუ 11-ზე სააპელაციო პალატისთვის გადამწყვეტი მნშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ცალსახად არის დადასტურებული, რომ ბინაში შეღწევა განხორციელდა 9-დან 12 საათამდე დროის შუალედში სწორედ მსჯავრდებულის მიერ. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ სასამართლოსთვის მეტად საყურადღებო უნდა ყოფილიყო ის ფაქტი, რომ ა-–---------------- ვერც კი გაბედავდა შესვლას ისეთ ბინაში სადაც არ იცოდა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ თუ არა, რადგან დილის 8 საათისთვის იგი ვერ მოასწრებდა ქ.ახალციხეში ჩასვლას, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული არგუმენტი ყოველგვარ გონივრულ საფუძველს მოკლებულია და შეუძლებელია ამ მტკიცებით რაიმე ფაქტის ეჭვქვეშ დაყენება და მითუფრო შეუძლებელია პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ნფაქტების საწინააღმდეგოს მტკიცება.

 

სააპელაციო პალატას სურს ასევე ყურადღება გაამახვილოს მსჯავრდებულის არგუმენტებზე იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურდა დაეკითხა მოწმის სახით ზაირა მეხრიშვილი, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მისცემია, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლად არ შეეძლო მის მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობის სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტის შესაბამისად, ბრალდებულს უფლება აქვს დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში. შესაბამისად, კონვენციის მე-6 მუხლით აღიარებულ უფლებას მათ შორის წარმოადგენს - ბრალდებულის უფლება დაკითხოს ბრალდების მხარის მოწმეები.

 

კონვენციის მე-6 მუხლის არც ტექსტი და არც მისი სულისკვეთება არ უკრძალავს პირს საკუთარი ნებით ცალსახად, ან ჩუმი თანხმობის გზით უარი განაცხადოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებაზე. მიუხედავად ამისა გასათვალისწინებელია, რომ იმისათვის რათა ასეთი უარი კონვენციის მიზნებთან შესაბამისად ჩაითვალოს, ასეთი უარი არ უნდა იძლეოდეს ეჭვის შეტანის საშუალებას (უნდა განხორციელდეს არაორაზროვანი ფორმით) და ამ ვითარების დაცვის გარანტიები უნდა არსებობდეს. გარდა ამისა, იგი არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში რაიმე საჯარო ინტერესთან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Hermi v. Italy, პარ. 73; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება Sejdovic v. Italy, პარ, 86; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1993 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Poitrimol v. France, პარ. 31; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება საქმზე AFFAIRE TALAT TUNÇ c. TURQUIE, (no. 32432/96 ), par. 59.). უფრო მეტიც, ვიდრე სავარაუდოა, რომ ბრალდებულმა შეიძლება უარი თქვას მე-6 მუხლით გარანტირებულ მნიშვნელოვან უფლებაზე, უნდა გამოჩნდეს, რომ იგი გონივრულად ითვალისწინებდა ამ ქმედების სამართლებრივ შედეგს (შეეძლო მისი ქცევის შედეგების განჭვრეტა) (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Hermi v. Italy, პარ. 74; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება Sejdovic v. Italy, პარ, 87; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება საქმზე AFFAIRE TALAT TUNÇ c. TURQUIE, (no. 32432/96 ), par. 59.)

 

ამდენად, ბრალდებულის მიერ უფლებით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს ყურადღება გამახვილდეს და შეფასდეს შემდეგი საკითხები: 1. უფლებაზე უარის თქმა რამდენად განხორციელდა არაორაზროვანი ფორმით, ხომ არ არსებობს მასში ეჭვის შეტანის საფუძველი; 2. უფლებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება თუ არა საჯარო ინტერესს; 3. რამდენად გამოჩნდა (დადასტურდა), რომ ბრალდებულს გონივრულად შეეძლო განეჭვრიტა ქმედების (უფლებაზე უარის თქმის) სამართლებრივი შედეგი. ზემოაღნიშნული სტანდარტები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დადგენილი აქვს კონვენციის მე-6 მუხლით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლებებით სარგებლობაზე უარის თქმის კონტექსტში და ამ სტანდარტების მოქმედება ვრცელდება მათ შორის ბრალდებულის უფლებაზე, უარი თქვას ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვაზე.

 

სააპელაციო პალატამ შაფასა მსჯავრდებულის არგუმენტები და მიაჩნია, რომ ა-–---------------ის მიერ, რომელსაც წინასასამართლო სხდომის ეტაპზე ჰყავდა ადვოკატი, მის უფლებაზე (დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები) უარის თქმის პროცედურა სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ წინასასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტების პირობებში ბრალდებული ობიექტურად შეძლებდა განეჭვრიტა მისი ქმედების - უფლებაზე უარის თქმის (მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის და მათი დაკითხვის ოქმების უდავოდ მიჩნევის) სამართლებრივი შედეგი, შესაბამისად, ამ გარემოების გათვალისწინებით სააპელაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლების დარღვევის საშიშროებას, მოცემულ შემთხვევაში ვერ ხედავს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გააანალიზა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–----------------მ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეაღწია ქ.ახალციხეში შ-----------------–-----------ში მცხოვრებ ზ------------–---–ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად დაეუფლა ოქროს სამკაულებს, სხვადასხვა სახის ბიჟუტერიას, ფანარს და თმის საკრეჭ ელექტრო მანქანას, რითაც ზ------------–---–ს მიადგა 3000 ლარის ზიანი, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ივლისის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ ა-–---------------ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.

 

ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში, სხეულში ან სხვაგვარად. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით, რომელშიც ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №1-ში, ჰორიზონტალური გრაფა №181-ში არის ,,ჰეროინი“.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ ა-–----------------მ უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი საერთო წონით 0,0891 გრამი, რომელსაც 2018 წლის 9 ოქტომბერს უკანონოდ ინახავდა და ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკისას.

 

ამდენად, ა-–---------------ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს.

რაც შეეხება ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას - მნიშვნელოვან ზიანს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

ამ დანაშაულის კიდევ ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანი, დანაშაულის ბინაში შეღწევით ჩადენა, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ 2018 წლის 2 ოქტომბერს დაახლოებით 08:00 საათიდან 12:00 საათის შუალედში ა-–----------------მ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეაღწია ქ. ახალციხეში შ-----------------–-----------ში მცხოვრებ ზ------------–---–ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად დაეუფლა ოქროს სამკაულებს, სხვადასხვა სახის ბიჟუტერიას, ფანარს და თმის საკრეჭ ელექტრო მანქანას, რითაც ზ------------–---–ს მიადგა 3000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ამდენად, ა-–---------------ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, შენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ივლისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი - თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა თავით გათვალისწინებული მძიმე კატეგორიის დანაშაულები), მის პიროვნებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი პიროვნების უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა) მიყენებული ზიანის ოდენობას, რაც გაცილებით აღემატება კანონმდებლის მიერ მნიშვნელოვანი ზიანისთვის დადგენილ ზღვარს, ასევე ალექსი დევნისაძისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობას, რაც მისი საშიშროებიდან გამომდინარე შეტანილია მკაცრად შეზღუდული ნივთიერებების N1 სიაში და მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ამასთან, ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ა-–----------------ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

ამასთან, ა-–----------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

7. ნივთმტკიცებების ბედის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად: გამომშრალი მარიხუანა წონით 0,69, 0.14, 2,36, 0.48 გრამი და ჰეროინი საერთო წონით 0,1531 გრამი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; შემთხვევის ადგილიდან და ა-–---------------ისგან აღებული სუნის ნიმუში ოთხი ქილა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; შემთხვევის ადგილიდან აღებული თითის კვლის ნიმუშები ხუთ ცალ დაქტილოფირზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; ერთი ცალი DVD დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ა-–---------------ის და მისი ადვოკატის გ--–--------–--–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 ივლისის განაჩენი;

 

ა-–---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

 

ა-–---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა-–----------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით.

 

ა-–---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ა-–----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო -2018 წლის 9 ოქტომბრიდან 2018 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 20 ოქტომბრიდან

 

ა-–----------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

გამომშრალი მარიხუანა წონით 0,69, 0.14, 2,36, 0.48 გრამი და ჰეროინი საერთო წონით 0,1531 გრამი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

- შემთხვევის ადგილიდან და ა-–---------------ისგან აღებული სუნის ნიმუში ოთხი ქილა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

- შემთხვევის ადგილიდან აღებული თითის კვლის ნიმუშები ხუთ ცალ დაქტილოფირზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

- ერთი ცალი DVD დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი