განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002937171
№1ბ/1720-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე
სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ია ყიფიანი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ა-–---------- კ------ე
მსჯავრდებული: ზ------ ე-----–--ი, დაბადებული - 1----–-–----------------, თ---------ს რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი N0----------, რეგისტრირებული: გ-----------------–---------------–------------–-----------–-------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–----------------------------ა–ში.
თარჯიმნები: ვიტალი მინასაზოვი და გვანცა შეროზია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ა-–---------- კ------ემ და ლ-----–-–--–--ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრებით აპელანტებმა მოითხოვეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ზ------ ე-----–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლოს შეფასება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე არ გაამახვილა სათანადო ყურადღება სასამართლომ და შესაბამისად, უსამართლოდ მიუსაჯა ზ------ ე-----–--ს სასჯელი, რათა გაემართლებინა მისი პოზიცია, სასამართლოს საქმის მასალების მიხედვით თავისუფლად შეეძლო გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. დაზარალებულმა ტ------ა ე-----–--მა სასამართლოში რადიკალურად შეცვალა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია და განმარტა, რომ ზ------ ე-----–--თან ჰქონდა კარგი ურთიერთობა და არასდროს მიუყენებია ე-----–--ს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა. სასამართლოსთვის განაჩენის გამოტანისას სწორედ აღნიშნული ჩვენება უნდა ყოფილიყო სახელმძღვანელო და არ უნდა დაყრდნობოდა გამოკითხვის ოქმს. მართალია წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდა ზ------ ე-----–--ი, მაგრამ სასამართლოს მთლიანად გამამართლებელი განაჩენი უნდა დაედგინა ზ------ ე-----–--ის მიმართ, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისი არ იყო მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის და ყველა მტკიცებულება მხოლოდ ზ------ ე-----–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველს იძლეოდა. აპელანტების აზრით, სასამართლო არასამართლიანი იყო სასჯელის ნაწილშიც, სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ პირმა მართლაც ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, პირველი შემთხვევაა და ერთხელ გაარტყა დაზარალებულს, წელიწადნახევარი სასჯელი არასამართლიანია და მკაცრი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტები ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ზ------ ე-----–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ, სახელმწიფო ბრალმდებელმა ია ყიფიანმა წარადგინა შესაგებელი და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, დაცვის მხარემ, მსჯავრდებულმა ზ------ ე-----–--მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-–---------- კ------ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ზ------ ე-----–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სააპელაციო პალატაც დაადგენს გამამტყუნებელ განაჩენს, მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვეს დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია ყიფიანმა, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის შესაგებელს და თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
ზ------ ე-----–--მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 ივლისიდან 15 ივლისამდე პერიოდის ეპიზოდი).
მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრი მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრი მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი).
ზ------ ე-----–--ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 10 ივლისიდან 15 ივლისამდე დროის მონაკვეთში, თ---–--–---------------------------–ში ზ------ ე-----–--მა ურთიერთშელაპარაკების დროს, მეუღლეს – ტ------ა ე-----–--ს სახის არეში გაარტყა ხელი, რა დროსაც ტ------ა ე-----–--მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 7 მარტს დაახლოებით 08:00 საათზე, ქ. თ---–--–----------------------------ში ზ------ ე-----–--მა ურთიერთშელაპარაკების დროს მეუღლეს ტ------ა ე-----–--ს არასრულწლოვანის შვილების თანდასწრებით, სახის არეში გაარტყა ხელი რა დროსაც ტ------ა ე-----–--მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ ზ------ ე-----–--მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 10 ივლისიდან 15 ივლისამდე პერიოდის ეპიზოდი).
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ ზ------ ე-----–--მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრი მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრი მიმართ. კერძოდ, 2019 წლის 7 მარტს, დაახლოებით 08:00 საათზე, თ---–--–------------------------------ში, ზ------ ე-----–--მა მეუღლეს ტ------ა ე-----–--ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სახის არეში გაარტყა ხელი, რა დროსაც ტ------ა ე-----–--მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ზ------ ე-----–--ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ------ ე-----–--ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
2019 წლის 7 მარტს, სსიპ ,,112-ში“ შევიდა N5----- შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორი იყო დაზარალებული ტ------ა ე-----–--ი. ინფორმაციის თანახმად, თ---–--–-----------------------------------ში, მეუღლემ ზ------ ე-----–--მა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
პატრულ-ინსპექტორ დ----- ა-------ის ჩვენებით - 2019 წლის 7 მარტს მეწყვილესთან, გ------- ზ-----–---–თან ერთად, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მოქალაქე ტ------ა ე-----–--ისგან მიიღეს შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. პატრულ-ინსპექტორები მყისიერად გამოცხადდნენ ტ------ა ე-----–--ის მიერ მითითებულ მისამართზე. ბინაში დახვდათ ცრემლნარევი, აღელვებული და შეშინებული ტ------ა ე-----–--ი არასრულწლოვან შვილებთან ერთად. ტ------ა ე-----–--მა შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ პოლიციელებს დაუდასტურა ძალადობის ფაქტი, მსხვერპლმა დააკონკრეტა, რომ მეუღლემ ზ------ ე-----–--მა საძინებელ ოთახში სილა გაარტყა სახეში და ტკივილიდან გამომდინარე ხელს იდებდა შეწითლებულ მარჯვენა ლოყაზე. ინიციატორის განმარტებით, მას შემდეგ რაც მოძალადემ გაიგონა, რომ მსხვერპლი რეკავდა პოლიციაში დატოვა შემთხვევის ადგილი. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილზე მას ჩართული ჰქონდა სამხრე კამერა.
პატრულ-ინსპექტორ გ------- ზ-----–---–ის ჩვენებით - 2019 წლის 7 მარტს, მეწყვილესთან დ----- ა-------თან ერთად შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ აღელვებული და შეშინებული ტ------ა ე-----–--ი ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად. ტ------ამ მათ განუცხადა, რომ ზ------ ე-----–--მა დილის საათებში მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, გაარტყა სილა და საწოლიდან გადმოაგდო, მას ვიზუალურად ლოყაზე მარჯვენა მხარეს ეტყობოდა სიწითლე და საუბრისას სახეზე იკიდებდა ხელს. მანვე განუმარტა, რომ ძალადობას აქვს სისტემატიური ხასიათი და ეს ხდება ბავშვების თანდასწრებით. მოწმის ჩვენებით მსხვერპლთან კონტაქტი და კომუნიკაცია ვიდეო-აუდიო სახით გადაიღო სამხრე კამერით.
მსხვერპლის დაცვის მიზნით 2019 წლის 7 მარტს გამოიცა შემაკავებელი ორდერი N0-----. შემაკავებელი ორდერის ოქმით, ზ------ ე-----–--მა 2019 წლის 7 მარტს, დილით, თ---–--–----------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ტ------ა ე-----–--ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
მოწმე ვ----–---- კ----–-–---–ის ჩვენებით - 2019 წლის 7 მარტს, ტ------ა ე-----–--ის თხოვნით, იმის გამო, რომ მას არ შეეძლო არცერთ ენაზე წერა, გამოკითხვის და შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში მოწვეული იყო გარეშე პირის სტატუსით. გამოკითხვის პროცესში გამომძიებლის მიერ დასმულ კითხვებზე ტ------ა ე-----–--ი პასუხობდა, რომ მეუღლემ ზ------ ე-----–--მა დაარტყა ხელი, რაც ეტკინა, ასევე აცხადებდა, რომ მეუღლე მუდმივად ამცირებდა, წნეხის ქვეშ ამყოფებდა, აკნინებდა იმის გამო, რომ გაიზარდა ბავშვთა სახლში. დაზარალებული ლოყაზე იკიდებდა ხელს და აღნიშნავდა, რომ დილით მეუღლემ სწორედ ამ ადგილზე გაარტყა ხელი.
მოწმე ვ--–------ ა---------ის ჩვენებით - გამოძიების ფარგლებში 2019 წლის 7 მარტს, დაზარალებულის გამოკითხვის და შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზნით გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა მსხვერპლი ტ------ა ე-----–--ი, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად. ტ------ა ე-----–--ი იყო აღელვებული, ეტყობოდა, რომ სულიერი ტრავმა ჰქონდა მიღებული, გარდა ამისა, ვიზუალურადაც ლოყაზე ემჩნეოდა დაზიანება. დაზარალებულმა ტ------ა ე-----–--მა, როგორც გამოკითხვის ოქმში, ასევე შემაკავებელი ორდერის ოქმში, მისი ინიციატივით მოწვეული სანდო, გარეშე პირის ვ----–---- კ----–-–---–ის თანდასწრებით განაცხადა, რომ რამდენიმე წელია ქორწინებაში იმყოფება ზ------ ე-----–--თან, მისი სასიყვარულო ურთიერთობებისა და აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულების გამო მუდმივად აქვთ კონფლიქტი. კონფლიქტებს ახლავს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფები, მოძალადე ხშირად ამცირებს მორალურად, ეუბნება, რომ არის უპატრონო, ბავშვთა სახლში გაზრდილი. მიმდინარე წლის 7 მარტის დილასაც, უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ბავშვების თვალწინ სახეში, მარჯვენა ლოყაში გარტყა ხელი. ტ------ა ე-----–--ის განმარტებით, მიყენებული დაზიანებით განიცადა ფიზიკური და სულიერი ტკივილი. სწორედ გაუსაძლისი მდგომარეობა და ძალადობა გახდა 7 მარტს პოლიციაში დარეკვის მიზეზიც. იგივე ინფორმაცია დაადასტურა მსხვერპლმა შემაკავებელი ორდერის ოქმშიც.
ექსპერტის მ------ ქ----–---–ის ზეპირი ჩვენებით დადგინდა, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაათვალიერა პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებით გადაღებული ჩანაწერები. ვიდეო-აუდიო ჩანაწერში ჩანდა დაზარალებული ქალი და ბავშვები. ქალი აცხადებდა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
წერილობითი მტკიცებულებით - დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ექსპერტის მიერ ნამდვილად დათვალიერდა N0--- და N1--- სამხრე კამერების ჩანაწერები (ორი ჩანაწერი). კადრში აღბეჭდილია ტ------ა ე-----–--ი, რომელიც მიემართება მისაღები ოთახისაკენ, მასთან ერთად შედიან პატრულ-ინსპექტორები. ოთახში იმყოფება ტ------ა ე-----–--ის ორი მცირეწლოვანი შვილიც. პატრულ-ინსპექტორები ესაუბრებიან ტ------ა ე-----–--ს.
დაზარალებულ ტ------ა ე-----–--ის ჩვენებით - ზ------ ე-----–--თან ცოლქმრული თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდა კარგი ურთიერთობა და მეუღლეს არასდროს მიუყენებია მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა. 2019 წლის 7 მარტს იჩხუბეს, აწყენინეს ერთმანეთს, კარებში ჩადგა, რომ ზ------ ე-----–--ი არ წასულიყო, რა დროსაც მეუღლემ გაცლის მიზნით ხელი მოჰკიდა და გვერდზე გაწია, მას ამ დროს არ ტკენია, თუმცა გაბრაზდა. მანვე განმარტა, რომ გამოკითხვის ოქმში არსებულ ინფორმაციას არ ადასტურებს, პოლიციის თანამშრომლების მისვლისას იყო ნასვამ მდგომარეობაში, არ ახსოვს რა უთხრა გამომძიებელს.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და საპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, სადაც ცალკე, დამოუკიდებელ მტკიცებულებადაა გამოყენებული N0--- და N1--- სამხრე კამერების ვიდეო-აუდიო ჩანაწერები, ვინაიდან ასეთი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია და არ ყოფილა დაშვებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად. კერძოდ, წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებად დაშვებული იქნა ,,ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერებისას გადაღებული ვიდეო-ჩანაწერი“, რომელიც ასახავს და ადასტურებს საგამოძიებო მოქმედება დათვალიერების მიმდინარეობას, წარმოადგენს დათვალიერების ოქმის შემადგენელ ნაწილს და არა დამოუკიდებელ მტკიცებულება -ვიდეოჩანაწერს, რომლებზეც ასახულია საპატრულო პოლიციელებთან დაზარალებულის კომუნიკაცია. N0--- და N1--- სამხრე კამერების ვიდეო-აუდიო ჩანაწერები წარმოადგენს კომპიუტერულ სისტემაში შენახულ ინფორმაციას და მხარეს მისი მოპოვება შეეძლო მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განჩინებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ასევე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები დანაშაულის - არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრი მიმართ ჩადენის ნაწილში, არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მსჯავრდებულის ქმედებას ამ ნაწილში არ მისცემია სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ------ ე-----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ა-–---------- კ------ის და ლ-----–-–--–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია და შესაგებელიც წარმოდგენილია მხოლოდ საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 ივლისიდან 15 ივლისამდე პერიოდის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში, ზ------ ე-----–--ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/).
სააპელაციო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მიაჩნია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის, რომ სააპელაციო პალატამ დაადგინოს - ზ------ ე-----–--მა 2019 წლის 7 მარტს დაახლოებით 08:00 საათზე, ქ. თ---–--–----------------------------ში ურთიერთშელაპარაკების დროს, მეუღლეს ტ------ა ე-----–--ს სახის არეში გაარტყა ხელი, რა დროსაც ტ------ა ე-----–--მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ესე იგი, ზ------ ე-----–--მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრი მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
აპელანტის პოზიციას, რადგან დაზარალებულმა ტ------ა ე-----–--მა სასამართლოში განმარტა, რომ ზ------ ე-----–--თან ჰქონდა კარგი ურთიერთობა და არასდროს მიუყენებია ე-----–--ს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა, წარმოადგენდა საფუძველს ზ------ ე-----–--ის მიმართ უნდა დამდგარიყო გამამართლებელი განაჩენი 2019 წლის 7 მარტის ეპიზოდზეც, სააპელაციო პალატა ვერ გაიზარებს, ვინაიდან ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს უტყუარ, შეთანხმებულ და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დაზარალებულის ჩვენების გარეშეც, გამატყუნებელი განაჩენის დადგენისათვის. კერძოდ:
2019 წლის 7 მარტს, ტ------ა ე-----–--ის მიერ ,,112-ში“ გაკეთებული შეტყობინებით დადგენილია, რომ მეუღლემ ზ------ ე-----–--მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული სასამართლოში ჩვენების მიცემისას გამორიცხავდა ზ------ ე-----–--ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტს, ვერ უარყო შეტყობინების შინაარსი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მოწმე დ----- ა-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 7 მარტს, მეწყვილესთან გ------- ზ-----–---–თან ერთად დ. უზნაძის ქუჩა №91ა-ში გამოცხადდა გამოძახებიდან მოკლე პერიოდში, ადგილზე დახვდათ აღელვებული ტ------ა ე-----–--ი, რომელმაც ცრემლნარევი და ემოციური ხმით აუხსნა მათ, რომ მეუღლემ ზ------ ე-----–--მა მას ხელი დაარტყა სახეში და ტკივილი განიცადა. დაზარალებულს მარჯვენა ლოყაზე ეტყობოდა ფიზიკური ძალადობის კვალი - შეწითლება და საუბრის დროს ტკივილიდან გამომდინარე ხელს იდებდა ხოლმე. ანალოგიური დაადასტურა მოწმე გ------- ზ-----–---–მა და დამატებით განმარტა, რომ დაზარალებულმა მას განუმარტა, რომ 2019 წლის 7 მარტს მეუღლემ საძინებელში სახეში გაარტყა ხელი და გადმოაგდო საწოლიდან, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოწმე ვ----–---- კ----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის დაზარალებულ ტ------ა ე-----–--ის მეზობელი და ესწრებოდა დაზარალებულის გამოკითხვას, როგორც გარეშე პირი, გამოკითხვის მომენტში ტ------ა ე-----–--ი ლოყაზე იკიდებდა ხელს და აღნიშნავდა, რომ დილით მეუღლემ სწორედ ამ ადგილზე გაარტყა ხელი. მოწმე ვ--–------ ა---------ის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ გამოძახებაზე მისულს ტ------ა ე-----–--ი დახვდა აღელვებული, აღშფოთებული და მას ლოყა ჰქონდა გაწითლებული. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები - ბრალდების ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს. მოწმეებმა შემთხვევიდან დროის მცირე მონაკვეთში ნახეს დაზარალებული, რომელიც იყო აღელვებული, ტიროდა, განმარტავდა რომ ზ------ ე-----–--მა გაარტყა სახეში ხელი და მითითებულ ადგილზე - ლოყაზე აშკარად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი - სიწითლის სახით.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ დაზარალებულის ჩვენება ადასტურებს ზ------ ე-----–--ის უდანაშაულობას და სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ დაზარალებული სასამართლოში მიცემული ჩვენება არადამაჯერებელია და ცდილობს პასუხისმგებლობა ააცილოს ზ------ ე-----–--ს, აღნიშნულს ადასტურებს მოწმეების დ----- ა-------ის და ვ----–---- კ----–-–---–ის ჩვენებები, რომლებმაც განმარტეს, რომ დაზარალებულის განცხადებით, მას სურდა ზ------ ე-----–--ის მხოლოდ შეშინება. პირველი ინსტანციის სასამართლოსი დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ ტ------ა ე-----–--მა როგორც კი გააცნობიერა, სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება არ მოიცავდა მხოლოდ მსჯავრდებულის შეშინებას, იმ წუთიდანვე ცდილობდა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე თავის არიდებას.
რაც შეეხება ძალადობის განხორციელებას არასრულწლოვანის შვილების თანდასწრებით, პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არსებულ მსჯელობას და განმარტავს, რომ აღნიშნული უტყუარად არ დასტურდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
მართალია, მოწმე დ----- ა-------მა საქმის არსებითი განხილვისას განმარტა, რომ ძალადობას ადგილი ჰქონდა სახლში, სადაც ორი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, შემდეგ კი დააკონკრატა საძინებელში, თუმცა კონკრეტულად, რომ ფიზიკურ ძალადობას, რამაც ტკივილი გამოიწვია ესწრებოდნენ არასრულწლოვნები სასამართლოში არ განუცხადებია. მოწმე გ------- ზ-----–---–ის ჩვენება, რომ ტ------ა ე-----–--მა უთხრა - ძალადობას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი და ეს ხდებოდა ბავშვების თანდასწრებით, ზოგადია და არ ადასტურებს 2019 წლის 7 მარტს ძალადობის განხორციელებას არასრულწლოვანთა თანდასწრებით. საქმის არსებითი განხილვისას აღნიშნულ მოწმეებს არ მიუციათ კონკრეტული ინფორმაცია სასამართლოსთვის თუ სად იმყოფებოდნენ ბავშვები უშუალოდ ტ------ა ე-----–--ზე განხორციელებული დარტყმის მომენტში, დაინახავდნენ თუ არა ისინი და იყვნენ მეუღლეთა საძინებელ ოთახში თუ სხვა ოთახში. მოწმეების ვ----–---- კ----–-–---–ისა და ვ--–------ ა---------ისთვის კი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია ცნობილია საგამოძიებო მოქმედება - დაზარალებულის გამოკითხვიდან და ისინი ვერ მიიღებდნენ ინფორმაციას, რომ ძალადობა რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი იყო არასრულწლოვანთა თანდასწრებით. ვინაიდან, თავად დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში, რომელიც გამოკვლეული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ტ------ა ე-----–--ი მიუთითებს, რომ ფიზიკური ძალადობა მის მიმართ განხორციელდა საძინებელ ოთახში, არ მიუთითებს არასრულწლოვანთა იქ ყოფნაზე და ბავშვებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ,,როდესაც აგინებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აღნიშნული მომენტისთვის ისინი იმყოფებოდნენ მისაღებ ოთახში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მათი მცირეწლოვანი შვილები, ისინი შეშინდნენ მისი ქმრის საქციელით“. რაც შეეხება, ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერების ოქმს და დათვალიერების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს, პალატა განმარტავს, რომ ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერების ოქმი შეიცავს მხოლოდ მწირ ინფორმაციას, ვიდეო ფაილების რაოდენობას, თარიღს, დროს და ვიდეო კადრში მოხვედრილი პირების დასახელებას. დათვალიერების ოქმში არა ასახული N0--- და N1--- სამხრე კამერებით გადაღებულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებში არსებული საუბრები და მოქმედებები, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ვიდეოჩანაწერი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიჩნეული იქნა დამოუკიდებელ მტკიცებულებად, პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ის ადასტურებს მხოლოდ საგამოძიებო მოქმედება დათვალიერებას და წარმოადგენს დათვალიერების ოქმის შემადგენელ ნაწილს.
შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით, არ იძლევა ზ------ ე-----–--ის მიერ 2019 წლის 7 მარტს ტ------ა ე-----–--ზე განხორციელებული ძალადობის მომენტში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, არასრულწლოვანთა თანდასწრების დადგენილად მიჩნევის საფუძველს. საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მომზადებაზე. მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, მათ უტყუარობაზე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული, როგორც ბრალეულობის, ისე მაკვალიფიცირებელი ნიშნის უტყუარად დადგენა. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი კი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის, რომ სააპელაციო პალატამ დაადგინოს ზ------ ე-----–--მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრი მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და არაა საკმარისი დაადგინოს, რომ ძალადობა ჩადენილი იქნა არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. შესაბამისად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ზ------ ერასლანმა 2019 წლის 7 მარტს დაახლოებით 08:00 საათზე, ქ. თ---–--–----------------------------ში ურთიერთშელაპარაკების დროს, მეუღლეს ტ------ა ე-----–--ს სახის არეში გაარტყა ხელი, რა დროსაც ტ------ა ე-----–--მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ზ------ ე-----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ------ ე-----–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც უნდა დაენიშნოს სასჯელი ზ------ ე-----–--ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ,პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
დანაშაულის ჩადენის მოტივის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის ასაკის, პიროვნების და წარსული ცხოვრების, პირადი და ეკონომიკური პირობების და ქმედების შემდგომი ყოფა-ქცევის, ასევე იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული ზ------ ე-----–--ი არ არის ნასამართლევი და შეურიგდა დაზარალებულს, მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვისა და 19 (ცხრამეტი) დღის ვადით, რაც სრულიად საკმარისია - მსჯავრდებულზე ზემოქმედების მოსახდენად, რომ მას გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვის, კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა და უზრუნველყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ზ------ ე-----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ა-–---------- კ------ის და ლ-----–-–--–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ------ ე-----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ა-–---------- კ------ის და ლ-----–-–--–--ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენში ზ------ ე-----–--ის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება.
ზ------ ე-----–--ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 10 ივლისიდან 15 ივლისამდე პერიოდი).
ზ------ ე-----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დანაშაულისათვის გათვალისწინებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს, საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ზ------ ე-----–--ის ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვისა და 19 (ცხრამეტი) დღის ვადით.
მსჯავრდებულ ზ------ ე-----–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ზ------ ე-----–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 11 მარტიდან და დანიშნული სასჯელის მოხდის გამო, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან..
საქმეზე არსებული ნივთმტკიცება – ელექტრონულ დისკებზე განთავსებული ვიდეოჩანაწერები და ფოტოსურათები, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე