განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2020
საქმის ნომერი
210100118002632012
ინსტანცია
თარიღი
06.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100118002632012

საქმე №1ბ/918-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ბეჟან ნემსაძის, გიორგი სვანიძის, გიორგი ჩუბინიძის მდივნობით,პროკურორების - გ--------------–---–ის, ი-----–---–-----–---–ის,ადვოკატ - მ---------------ას,მსჯავრდებულ - ვ-–------------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ვ-–------------–---–ის და ს--------- რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ------–---–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ვ-–------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 4----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს---------------------------–----------; დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ს--------- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით:

 

ვ-–------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ ვ----------------–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

ვ-–------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ მ-------------–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ვ-–------------–---–ის მიმართ დაზარალებულ ვ----------------–-–---–ის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დაზარალებულ მ-------------–-–---–ის ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ-–------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა წინა - ს--------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განაჩენით, ვ-–------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის საბოლოოდ დანიშნული პირობითი მსჯავრი 02 (ორი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 01 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ვ-–------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

ვ-–------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 04 აგვისტოდან.

 

ვ-–------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით (დაზარალებულ ვ----------------–-–---–ის და დაზარალებულ მ-------------–-–---–ის ეპიზოდები).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ს--------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განაჩენით, ვ-–------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც 1 (ერთი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

2018 წლის 04 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქურდობისთვის ნასამართლევმა ვ-–------------–---–მა, უკანონოდ შეაღწია ქ--–-----–----------–-–---–-ს მეორე ჩიხის N4-ში მდებარე ვ----------------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 150 (ასორმოცდაათი) ლარად ღირებულ ხანჯალს, 20 (ოცი) ლარად ღირებულ ვენახის მაკრატელს და 10 (ათი) ლარად ღირებულ ნივრის საჭყლეტს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 180 (ასოთხმოცი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის ივლისის თვის დასაწყისიდან, 03 აგვისტომდე პერიოდში ქურდობისთვის ნასამართლევმა ვ-–------------–---–მა, უკანონოდ შეაღწია ს--------- რაიონის სოფელ ბ----------–ი მდებარე მ-------------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 1780 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთებსა და ფულად თანხას - 700 (შვიდასი) ლარისა და 200 (ორასი) დოლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიაყენა 2 994 (ორიათას ცხრაასოთხმოცდათოთხმეტი) ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ-–------------–---–მა და ს--------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბ------–---–---–მა.

 

მსჯავრდებული ითხოვს ს--------- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას იმ საფუძვლით, რომ არ ეთანხმება როგორც სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების შეფასებას, ასევე მის მიმართ დანიშნულ სასჯელს.

 

ბრალდების მხარე ითხოვს ს--------- რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მისთვის დანიშნული სასჯელი არ გამომდინარეობს მისი პიროვნული მასახიათებლებიდან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან. ვ-–------------–---–მა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში ჩაიდინა ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედების ორი ეპიზოდი, გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სტადიაზე არ აღიარებდა დანაშაულს და არ უთანამშრომლია სამართალდამცავ ორგანოებთან, არ ცხადდებოდა სასამართლო სხდომებზე და არ აუნაზღაურებია მიყენებული ზიანი. პროკურორის განმარტებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ფაქტიც, რომ იგი წარსულში მრავალჯერაა ნასამართლევი როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, ისე სხვა დანაშაულების ჩადენისათვის. სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ არაერთხელ იქნა გამოყენებული საშერავათო ღონისძიებები, რაც არ აღმოჩნდა შემაკავებელი ვ-–------------–---–ისათვის და პირობით გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი დანაშაული.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ---------------ამ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლა ვ-–------------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

პროკურორმა გ--------------–---–მა მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბარლდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება ბრალად წარდგენილ დანაშაულებრივ ქმედებებში ვ-–------------–---–ის ბრალეულობა, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ვ----------------–-–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 04 აგვისტოს იმყოფებოდა თბილისში. მას დაურეკა ბიძამ - ზ--------------–-–--ლმა და შეატყობინა, რომ დაიჭირეს მისი დაკეტილი საცხოვრებელი სახლიდან გადმოსული პიროვნება, რომელსაც ხელში ეკავა პარკი, მასში მოთავსებული ხანჯალით და სხვა ნივთებით. იგი ჩავიდა წნორში, რის შემდეგაც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში. ჩატარდა მისი სახლის დათვალიერება, რა დროსაც მიუთითა ის ადგილები, სადაც განთავსებული ჰქონდა მოპარული ხანჯალი, ალუმინის ნივრის სანაყი, ვაზის მაკრატელი, ყავა და სხვა ნივთები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები, რომლებმაც აიღეს ანაბეჭდები. ვ----------------–-–---–მა ასევე განმარტა, რომ სხვა ანალოგიურ ნივთებთან ერთად წარდგენისას ამოიცნო მისი კუთვნილი, ვ-–------------–---–ის მიერ დაუფლებული ნივთები და მიუთითა მათ მახასიათებლებზე. მას მიადგა დაახლოებით 180 ლარის ზარალი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ-------------–-–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის აგვისტოში მისი დედა - ი-----–----------–-–---–ი თბილისიდან წავიდა სოფელში. ჩასვლიდან რამდენიმე საათში დაურეკა დედამ და აცნობა, რომ სახლი იყო გატეხილი და ნივთები წაღებული. სამართალდამცავების მიერ მოხდა მათი ბინის დათვალიერება, რა დროსაც ამოიღეს „ადიდასის“ ჩანთა და ხელის კვლები. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ პირველი სართულიდან წაღებული იყო ლითონის ინდური საკამფეტე და საყვავილე ვაზა, სათავსოდან - მელხიორის დანა-ჩანგალი, კოვზები, სპილენძის სამი ცალი სხვადასხვა ზომის ქვაბი; ზედა სართულიდან წაღებული იყო გერმანული სერვიზი, თეფშები, ორი საყვავილე ვაზა და სამოვარი სათავსოდან. ამ ნივთების ღირებულება დაახლოებით იყო 1700 ლარი; ასევე დაკარგეს ფულადი თანხა 200 აშშ დოლარის და 700 ლარის ოდენობით, რომელიც დედას სახლში ჰქონდა შენახული. მოწმის განმარტებით, ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში გავიდა „მშრალ ხიდზე“, სადაც იპოვა თავის ნივთების ნაწილი: საყვავილე, საკამფეტე და სამოვარი. დაზარალებულმა განმარტა, რომ მისი კუთვნილი ნივთების ამოცნობა არ გასჭირვებია და მიუთითა მათ მახასიათებლებზე; მის საყვავილეს ძირი ჰქონდა დაზიანებული, რაზეც გამყიდველმა უთხრა, რომ მან გაასწორა ეს დაზიანება. მას ასევე მიღებული აქვს მონაწილეობა ნივთების ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო მხოლოდ ორი საყვავილე ვაზა და 6 ღრმა თეფში.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------------–---–-ა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ---------–-–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 04 აგვისტოს იყო წნორში. საღამოს საათებში ზ--------------–-–---–--ან ერთად ასული იყო ზ---------------–---–თან სახლში. დაახლოებით 20 საათისკენ, როდესაც იგი ზაურთან ერთად გამოდიოდა ზ---------------–---–---ან, ვ----------------–-–---–ის სახლიდან შემოესმა ხმა. აღნიშნული სახლი ზ---------------–---–ის სახლიდან მდებარეობს დაახლოებით 20-25 მეტრში, არის დაკეტილი და ჩაბარებული აქვს ვახტანგის ნათესავს ზ--------------–-–--ლს. მოწმემ განმარტა, რომ ვ----------------–-–---–ის სახლიდან გადმოძვრა ვიღაც და გაიგონა ჩამოვარდნის ხმა. ისინი გაემართნენ იმ ადგილისაკენ, საიდანაც მოდიოდა ხმა და დაინახეს დახრილი პიროვნება. მათ დაძახებაზე - თუ ვინ იყო, ეს პიროვნება პარკით ხელში გაიქცა ჩიხისკენ. პარკი ვის ეკუთნოდა და რა ჰქონდა შიგ, არ იცის. ჩიხის გასასვლელთან მოპირდაპირე მხარეს აღნიშნულმა პიროვნებამ პარკი მოიშორა, რის შემდეგაც ზ--------ან ერთად გაიქცა და ხელის მოკიდებით შეაკავეს იგი. ზ--------------–-–--ლმა დაურეკა სახლის მეპატრონეს და აცნობა მომხდარის თაობაზე, ხოლო შემდგომ მივიდა პოლიცია. როგორც მათ მიერ შეჩერებულმა პიროვნებამ განმარტა, იყო ვ-–------------–---–ი. მას მარცხენა მხარეს წარბთან ჰქონდა პატარა დაზიანება და მოსდიოდა სისხლი. თუ რა დროს მიიღო აღნიშნული დაზიანება, მისთვის უცნობია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ--------------–-–--ლმა განაცხადა, რომ ჩაბარებული აქვს მისი სახლის მეზობლად მდებარე, მისი ნათესავის - დაზარალებულ ვ----------------–-–---–ის სახლი. 2018 წლის 04 აგვისტოს, საღამოს ბ---------–-–---–თან ერთად იმყოფებოდა ზ---------------–---–თან, რომელიც ცხოვრობს იმ ჩიხის ბოლოს, სადაც ვ----------------–-–---–ის სახლი მდებარეობს. ზ-----ბისგან გამოსულებმა დაინახეს ახალგაზრდა, რომელიც გადმოხტა ვახტანგის სახლიდან და ხელში ეკავა რაღაც. მან და ბ---მ დაუძახეს, თუ ვინ იყო და დაედევნენ მას. აღნიშნული პიროვნება წავიდა სწრაფი ნაბიჯით ჩიხის გასასვლელისკენ და იქ დააგდო რაღაც, რაც ხელში ეკავა. ამ დროს ბ---მ და ზ-----მ დაიჭირეს იგი. მოწმის განმარტებით, დაგდებულ პარკში დაინახა ხანჯალი, რომელსაც უჩანდა ტარი. აღნიშნული პიროვნება წაიყვანეს ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა. მონაწილეობა მიიღო ჩიხის დათვალიერებაში, რა დროსაც დაკავებულის ჩანთაში აღმოჩნდა ხანჯალი, ვაზის მაკრატელი და სხვა ნივთები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---------------–---–მა განაცხადა, რომ შემთხვევის დროს საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან ესაუბრებოდა ზ--------------–-–--ლს და ბ---------–-–---–ს, რა დროსაც ხმაური შემოესმა 20 მეტრის დაშორებით მდებარე დაკეტილი სახლიდან. როგორც აღმოჩნდა, ხსენებული სახლიდან გადმოდიოდა ერთი პიროვნება და ღობიდან ჩამოვარდა. მათ დაუძახეს უცნობს, მაგრამ არ გაჩერდა და წავიდა ჩიხის გასასვლელისკენ, რის გამოც სამივენი ჩქარი ნაბიჯით გაყვნენ უკან. როცა მიუახლოვდნენ, დაინახეს, რომ ამ პირს ხელში ეკავა პარკი, რომელიც იქვე მიაგდო. მათ შეაჩერეს აღნიშნული პირი, რომელმაც განუმარტათ, რომ იყო ვ-–--------ი ინაშვილი. შემდგომ აღნიშნული პიროვნება გადასცეს ადგილზე მისულ პოლიციელებს. მოწმის განმარტებით, გადაგდებული ნივთები არ უნახავს, ამოცნობაზე იყო პოლიციაში მისული, თუმცა ბრალდებულმა უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–----------–-–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 04 აგვისტოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო შეტყობინება ბინის გაქურდვის თაობაზე და გავიდა შემთხვევის ადგილზე. მოქალაქეებს - ბ---------–-–---–ს და ზ---------------–---–ს ხელით გაკავებული ჰყავდათ ვ-–------------–---–ი. ასევე მათ განუმარტეს, რომ დაკავებული პარკით ხელში გადმოხტა ვ----------------–-–---–ის დაკეტილი სახლიდან და სცადა გაქცევა, რა დროსაც დაიჭირეს. მოწმემ განმარტა, რომ ვ-–------------–---–ს წარბიდან და ხელის გულიდან სდიოდა სისხლი. როგორც იქ მყოფმა პირებმა განუმარტეს, აღნიშნული გამოწვეული იყო დაკეტილი სახლიდან გადმოსვლისას მიწაზე წაქცევთ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა დ-------------–---–------------------–---–----------–---------–-–---–----------------–--–---–-ა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----------–---–მა განაცხადა, რომ ვ-–------------–---–ი არის მისი მამიდაშვილი. ამ უკანასკნელმა მის სახლში მიიტანა ორი ცალი მეტალის ინდური ვაზა და ერთი ცალი მეტალის თეფში. ვ-–--------მა უთხრა, რომ აღნიშნული ნივთები მას აჩუქეს. ვ-–------------–---–ის დაკავებიდან მეორე-მესამე დღეს მის (მ-----------–---–ის) სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ოთხი ვაზა, საიდანაც ორი ვაზა არის მისი კუთვნილება. ისინი არიან მეტალის და ამოტვიფრული აქვთ ყურძნის მტევნები. ვ-–--------ის მიერ მოტანილ ორ ვაზას, რომელიც ასევე ამოიღეს პოლიციელებმა, ჰქონდა რაღაც ორნამენტები, ზუსტად ვერ იხსენებს. სამართალდამცავებმა ასევე ამოიღეს მეტალის ჯვარი და 6 თეფში. თეფშები მასთან ვ-–------------–---–მა მიიტანა და მათზეც თქვა, რომ აჩუქეს. ისინი იყო ერთნაირები, საშუალო ზომის, შუაში ნახატით. ამოღების შემდეგ ნივთები დაილუქა, რაზეც ხელი მოაწერინეს. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ დაკავებამდე ვ--–-----------–---–-ა მეგობარს - თ-----ს დაურეკა და სთხოვა დახმარება, რადგან სურდა რაღაც ნივთების თბილისში წაღება, თავადაც ჰქონდა თბილისიდან ნივთები წამოსაღები და გაჰყვა მათ. ნივთები, მათ შორის ორი ქვაბი, ვ-–--------მა წაიღო დიდი ჩანთით, ჯერ „მშრალ ხიდზე“ მივიდნენ და შემდგომ ნავთლუღში, სადაც ჩააბარა წაღებული ნივთები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ---------–-–---–მა განაცხადა, რომ ვ-–------------–---–ი გაიცნო საცოლის - მ-----------–---–ის ოჯახში, რა დროსაც მისცა ტელეფონის ნომერი. შემდგომში, ზაფხულზე მას დაურეკა ვ-–------------–---–მა და უთხრა, რომ ნივთები ჰქონდა თბილისში წასაღები და დახმარებოდა. „ოპელ ასტრას“ მარკის მანქანა ეთხოვა მეგობარს, ვინაიდან თავისი იყო გაფუჭებული და მივიდა მ-----------–---–ის სახლში. ვ-–--------მა მანქანაში ჩააწყო თავისი ნივთები, მათ შორის ცინკის ქვაბი და ერთი ჩანთა. მათთან ერთად თბილისში მაიაც წავიდა. ისინი მივიდნენ „მშრალ ხიდზე“, სადაც ვ--–-----------–---–-ა გადაიტანა ჩანთა, თავად დარჩა მანქანაში, თუმცა შემდგომ ვ-–--------მა დაურეკა და სთხოვა მანქანიდან გადასულიყო, რადგან სჭირდებოდა ფული ხურდის დასაბრუნებლად. ნახა, რომ ვ-–------------–---–მა გამყიდველ ქალს მიყიდა კოვზები, ფულის გადაცემის შემდეგ თავად ისევ დაბრუნდა მანქანაში. ვ-–------------–---–მა მანქანიდან გადაიტანა სამოვარიც და ისიც ჩააბარა „მშრალ ხიდზე“. შემდგომ წავიდნენ „ნავთლუღში“, სადაც ვ-–--------მა ჩააბარა ქვაბები. სულ რა თანხა აიღო ამ ნივთებიდან, მისთვის უცნობია. მოწმე თ---------–-–---–მა დაადასტურა, რომ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად წავიდა „მშრალ ხიდზე“ და „ნავთლუღში“, სადაც სამართალდამცავებს აჩვენა ზემოთხსენებული ადგილები. მისივე განმარტებით, ვ-–--------ისთვის არ უკითხავს, თუ საიდან ჰქონდა ეს ნივთები, მაგრამ ყური მოჰკრა, რომ მისი ბებიის დანატოვარი ნივთები იყო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--------------------მა განაცხადა, რომ იგი ძველი ნივთებით ვაჭრობს „მშრალ ხიდზე“. 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში მამაკაცისგან შეიძინა ერთი საკამფეტე, ლარნაკი და სამოვარი. მისი პირადი ნომერი ჩაიწერა დღიურში და 60-65 ლარი გადაუხადა. ერთი ნივთი სახლში დატოვა, ორი კი გაიტანა გასაყიდად. ორი კვირის შემდგომ მასთან მივიდა ქალი, რომელმაც უთხრა, რომ საკანფეტე მოპარული იყო მისი სახლიდან. ის ქალი ასევე ეძებდა სამოვარს, რომელიც მოპარული იყო. ეს სამოვარი იყო ძალიან ძველი, საკანფეტე ვაზა იყო ინდური, მეორე ვაზა იყო ცოტა მაღალი, დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის, მას ძირი ჰქონდა დაზიანებული და ჭუჭყიანი იყო, რაც გარეცხა და შეაკეთა.

 

2018 წლის 04 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. წნორში ვ---------–-–---–-ს მეორე ჩიხის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა ჩანთა. მასში მოთავსებულია ნაჭრის ხაკისფერ ჩასადებში ჩადებული კოროზირებული ხანჯალი, პარკში ჩადებული წითელ და თეთრ ზოლიან პოლიეთილენის პარკში ალაგია ღია ლურჯი ფერის ტარიანი ვაზის მაკრატელი, ყავისფერი სპეციალური პაკეტით ყავა, ერთი ცალი ნივრის სანაყი, ერთი პაკეტი პოლიეთილენის ერთჯერადი პარკები, ერთი პაკეტი მზესუმზირა, აღნიშნული ნივთები დათვალიერების შემდგომ დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

2018 წლის 04 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ქ. წნორში ვ---------–-–---–-ს მეორე ჩიხი, ბ-------ში მდებარე ვ----------------–-–---–ის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც აღწერილ იქნა საცხოვრებელი სახლში არსებული მდგომარეობა; ასევე, საცხოვრებელი სახლში, კედელში ჩაშენებული ხის ორკარინი კარადის ძირზე იატაკიდან, რომელშიც სახლის მეპატრონის მითითებით, ინახავდა ხანჯალს, აღებულ იქნა სუნის ნიმუში; ამავე კარადიდან და სამზარეულოში არსებულ კარადაში, სადაც დაზარალებული ინახავდა ყავას, განთავსებული ნივთებიდან აღებულ იქნა ხელის კვლის ნიმუშები და დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

2018 წლის 03 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ს--------- რაიონის სოფელ ბ----------–ი მდებარე მ-------------–-–---–ის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც აღწერილ იქნა საცხოვრებელი სახლში არსებული მდგომარეობა, ასევე საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული იქნა „ადიდასის“ მარკის ჩანთა, სუნის და ხელის კვლის ნიმუშები და დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

2018 წლის 05 აგვისტოს ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩატარდა ს--------- რაიონის სოფელ ბ----------–ი მ------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ორი ცალი ლითონის საყვავილე შავი ფერის, ოქროსფერი ყურძნის მტევნების ორნამენტებით გაფორმებული და ორი ცალი საყვავილე ლითონის, შავი ფერის ოქროსფერი ყვავილის მსგავსი ორნამენტებით გაფორმებული, 6 ცალი თეფში, ასევე ამავე საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ჩანთა, რომელშიც ელაგა მამაკაცის ნივთები და ტანსაცმელი და დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

2018 წლის 07 აგვისტოს ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში ე.წ. „მშრალი ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრ „დემასის“ მოპირდაპირედ, გზის გვერდულზე არსებული გ--------------------ის სავაჭრო ტერიტორიიდან ამოღებული იქნა საკანფეტე და საყვავილე ვაზა, „სამოვარი“, „ბლოკნოტის“ ყდის შიდა ფურცლის ასლი.

 

2018 წლის 07 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, თ---------–-–---–ს წაეკითხა მის მიერ გამოძიებისთვის მიცემული 09.08.2018 წლის ჩვენება და მიეცა წინადადება ქ. თბილისში ეჩვენებინა ადგილები, სადაც ვ-–------------–---–მა მოახდინა მის მიერ ჩვენებაში მითითებული ნივთების რეალიზაცია, რაზედაც თ---------–-–---–მა განაცხადა თანხმობა და მიუთითა გამოძიებას ის ადგილები, სადაც ვ-–------------–---–მა მოახდინა მოპარული ნივთების რეალიზაცია.

 

2018 წლის 29 აგვისტოს ნივთის ამოცნობის ოქმების თანახმად, დადგენილია, რომ დაზარალებულმა მ-------------–-–---–მა ამოიცნო მ-----------–---–ის სახლიდან ამოღებული შავი ფერის ვაზა ყვავილების მსგავსი ოქროსფერი ორნამენტებით და 6 ცალი თეფში, მასზე გამოსახული ნახატების მიხედვით.

 

2018 წლის 05 აგვისტოს ნივთის ამოცნობის ოქმების თანახმად, დაზარალებულმა ვ----------------–-–---–მა ამოიცნო შემთხვევის ადგილიდან (ქ. წნორი ვ---------–-–---–-ს ქ. მეორე ჩიხი) ამოღებული ხანჯალი, მაკრატელი ლურჯი ფერის სახელურით და ნივრის საჭყლეტი.

 

2018 წლის 07 აგვისტოს ნიმუშის აღების ოქმების თანახმად, ს--------- რაიონული სამმართველოს წნორის პოლიციის განყოფილებაში ადმინისტრაციულ შენობაში ვ-–------------–---–ისგან კინოლოგ ილია მოსულიშვილის მიერ აღებულ იქნა სუნის ნიმუში, რომელიც დაილუქა; ექსპერტ-კრიმინალისტ ვ-----------–---–ის მიერ აღებულ იქნა ხელის კვლის ნიმუში, რომელიც დაილუქა.

 

2019 წლის 15 მარტის N0-------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური, სეროლოგიური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგენიდა: პაკეტში, წარწერით:....0----------- ვ----------–-–---–-- ნივთები...“ მოთავსებულ შეფუთვებზე (ობ.N1,3) და ჩანთაზე (ობ. N10) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობN10-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ვ-–------------–---–ს (ობ.N14,პაკეტი, წარწერით: „....ნერწყვის ნიმუში არსებული ვ-–-------- იასონის ძე ინაშვილისგან..“), ობ.N13-ის შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია; ამავე პაკეტში მოთავსებულ ხანჯლის შალითაზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.N9) სისხლის არ აღმოჩნდა. ობ.N9-ზე და პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ საგნებზე (ობ.N2,4-8) გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია აღმოჩნდა. „პაკეტში წარწერით „..ერთი ცალი ბოქლომი ამოღებული მ-------------–-–---–ის საც. სახლის ეზოში მდებარე ავტოფარეხის შესასვლელი კარებიდან...“ მოთავსებულ ბოქლომზე (ობN11) გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. პაკეტში წარწერით: “...ადიდასის ფირმის სპორტული ჩანთა..“ მოთავსებულ ჩანთაზე (ობ/N12,13) აღმოჩნდა ბოილოგიური მასალა. ობ.N13-ის გენეტიკური პროფილი და ობ.N12-ის შერეული პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ვ-–------------–---–ს (ობ.N14). დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ე-------------------–---მ.

 

პალატამ გააანალიზა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე პირის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ვ-–------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით და არაერთგზის (დაზარალებულების ვ----------------–-–---–ის და მ-------------–-–---–ის ეპიზოდები).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად კი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას მსჯავრდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მისი ვერსია აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ ვ-–------------–---–ის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაულები და მის მიერ განხორციელებულ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:

 

დაზარალებულ ვ----------------–-–---–ის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ნივთების ქურდობის ეპიზოდთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ როგორც მოწმეების - ბ---------–-–---–ის, ზ--------------–-–--ლის და ზ---------------–---–ის ჩვენებებიდან ირკვევა, მათ ვ----------------–-–---–ის სახლის მხრიდან შემოესმათ ხმა, დაინახეს, რომ სახლის ღობიდან ვიღაც გადმოხტა პარკით ხელში. მოწეებმა დაუძახეს მას, დაედევნენ და შეაჩერეს ისე, რომ არ დაუკარგავთ თვალთახედვის არიდან. მათი განმარტებით, დაკავებულმა პიროვნებამ განმარტა, რომ იყო ვ-–------------–---–ი. ასევე, ბ---------–-–---–მა, ზ--------------–-–--ლმა და ზ---------------–---–მა დაადასტურეს, რომ დაკავებამდე ვ-–------------–---–მა იქვე დააგდო პარკი, რომელშიც მოწმე ზ--------------–-–--ლმა დაინახა ხანჯალი. მათი ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია სამართლადამცავი ორგანოს თანამშრომლების ლ-–----------–-–---–ის და გ-------------–---–ის ჩვენებებთან, რომლებიც შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და ნახეს მოქალაქეების მიერ შეჩერებული ვ-–------------–---–ი. შემთხვევის ადგილის - ქ-–-----–-----------–-–---–-ს მეორე ჩიხის დათვალიერების ოქმის თანახმად, ამოღებული იქნა ჩანთა მასში მოთავსებული ხანჯლით, ვაზის მაკრატლით, ნივრის სანაყით და სხვა ნივთებით. ხანჯალი, ნივრის სანაყი და მაკრატელი საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ამოიცნო დაზარალებულმა ვ----------------–-–---–მა, როგორც მისი კუთვნილი ნივთები და საქმის არსებითი განხილვის სხდომაზეც დეტალურად აღწერა, თუ რა მახასიათებლებით შეძლო მათი ამოცნობა. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი დადგინდა, რომ ჩანთაზე, რომელშიც მოთავსებული იყო დაზარალებულის კუთვნილი ნივთები, აღმოჩნდა მსჯავრებულ ვ-–------------–---–ის გენეტიკური პროფილი, რაც უტყუარად ადასტურებს ამ უკანასკნელის შემხებლობას შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ჩანთასთან.

 

რაც შეეხება ს--------- რაიონ სოფელ ბ----------–ი მ-------------–-–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ნივთების და ფულადი თანხის დაუფლებას, დაზარალებულ მ-------------–-–---–ის და მოწმე გ------------–---–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ სოფელში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლიდან მ-------------–-–---–ის დედას მოპარული დახვდა სხვადასხვა საოჯახო ნივთები: ლითონის საკამფეტე და საყვავილე ვაზა, მელხიორის დანა-ჩანგალი, კოვზები, სპილენძის სამი ცალი ქვაბი, გერმანული სერვიზი, თეფშები, ორი საყვავილე ვაზა და სამოვარი, ასევე 200 აშშ დოლარი და 700 ლარი. მოწმეთა განმარტებით, აღნიშნული ნივთებიდან მ-------------–-–---–მა ე.წ. „მშრალ ხიდზე“ იპოვა საყვავილე, საკამფეტე და სამოვარი. მოწეების მ-----------–---–ის, თ---------–-–---–ის და გ--------------------ის ჩვენებებით, ასევე ამ უკანასკნელისაგან ამოღებული ბლოკნოტის ფურცლის ქსეროასლით დასტურდება, რომ დაზარალებულის მიერ ამოცნობილი საყვავილე, საკანფეტე და სამოვარი გ--------------------ს ჩააბარა მსჯავრდებულმა ვ-–------------–---–მა. მოწმეებმა მ-----------–---–მა და თამაზ კაცაშვილმა დაადასტურეს ის გარემოებაც, რომ ვ-–------------–---–ს თბილისში წასვლისას თან ჰქონდა ქვაბები, რომლებიც ნავთლუღში ჩააბარა. მ-----------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ამოღებული იქნა სხვადასხვა საოჯახო ნივთები, მათ შორის ორი ცალი ლითონის საყვავილე (შავი ფერის, ოქროსფერი ყვავილის მსგავსი ორნამენტებით) და ექვსი ცალი თეფში. მ-----------–---–ის განმარტებით, აღნიშნული ჭურჭელი მის სახლში მიიტანა მამიდაშვილმა ვ-–------------–---–მა. დაზარალებულმა მ-------------–-–---–მა მისთვის წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო სწორედ ზემოთხსენებული ორი ვაზა და 6 თეფში, დანარჩენ ორ ვაზაზე კი განმარტა, რომ მისი არ იყო. მ-------------–-–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში მსჯავრდებულ ვ-–------------–---–ის ყოფნის ფაქტს უტყუარად ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ბიოლოგიური ექსპერტზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სახლიდან ამოღებულ „ადიდასის“ მარკის ჩანთაზე აღმოჩნდა ვ-–------------–---–ის გენეტიკური პროფილი.

 

პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის განმარტებას, სადაც მითითებულია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება წარიმართა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. პალატა მიიჩნევს, რომ ასეთი სახის დასკვნის გამოტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორიცელებისას ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას; საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ, ხელმოწერის არარსებობის შემთხვევაში კი, გაკეთებულია შესაბამისი შენიშვნა; აღნიშნული ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზეც დაადასტურეს მისმა ავტორებმა და პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მათ სისწორესა და ობიექტურობაში. პოლიციის თანამშრომლების მიერ თანმიმდევრულად და შინაარსობრივად იდენტურად იქნა აღწერილი შემთხვევის ადგილების დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტების, ნივთების ამოცნობისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა; ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა. საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ვალდიმერ ინაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები, სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, რომელთა ერთობლიობაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა არის იმის უტყუარი დადასტურება, რომ ვ-–------------–---–ი ნამდვილად იმყოფებოდა ვ----------------–-–---–ის და მ-------------–-–---–ის საცხოვრებელ სახლებში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ვ----------------–-–---–ის ეპიზოდში - 180 (ასოთხმოცი) ლარის ღირებულების სხვადასხვა ნივთებს, ხოლო მ-------------–-–---–ის ეპიზოდში - 1780 ლარად ღირებულ ნივთებს, 200 აშშ დოლარს და 700 ლარს, რითაც თითოეულ დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

რაც შეეხება ვ-–------------–---–ის მიერ ქმედების ჩადენას არაერთგზის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ს--------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განაჩენით, ვ-–------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02 (ორი) წელი. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს კახეთის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 06 აგვისტოს წერილიდან კი დგინდება, რომ ვ-–------------–---–ი კახეთი პრობაციის ბიუროში იმყოფება აღრიცხვაზე ზემოაღნიშნული განაჩენის საფუძველზე. ამდენად, დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია და სახეზეა ქურდობის ორი ეპიზოდი, ჩადენილი არაერთგზის.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ ვ-–------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის - ვ----------------–-–---–ის და მ-------------–-–---–ის ეპიზოდები, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი).

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ-–------------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ვ-–------------–---–ის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის ისინი, რომლებზეც ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ქმედების შემდეგ ყოფაქცევა და ჩათვალა, რომ გამოყენებული სასჯელი თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა, რასაც სააპელაციო პალატა ეთნხმება და მიიჩნევს, რომ მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

რაც შეეხება პროკურორის განმარტებას, რომ მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღურებული, მან არ აღიარა დანაშაული და არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ დანაშაულის აღიარება და ზიანის ანაზღურება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, ხოლო იმ ფაქტების არარსებობა, რაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს მსჯავრდებულებს, დაუშვებელია უპირობოდ შეფასდეს უარყოფითად და განხილული იქნეს სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით. ასევე, სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ ვ-–------------–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში ვერ მიიღებს მის ნასამართლობებს ს--------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენამდე, ვინაიდან აღნიშნული პერიოდისათვის იგი იყო პრეზიდენტის მიერ შეწყალებული და ნასამართლობის არმქონე პირი. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამდენად, დაუშველებია სასჯელის, როგორც სისხლისსამართელბრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას რაიმე ფორმით მხედველობაში იქნეს მიღებული გაქარწყლებული ნასამართლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის #322აპ-14 გადაწყვეტილება).

 

ს--------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განაჩენით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ-–------------–---–ის მიერ ახალი დანაშულის ჩადენამ კი ასახვა ჰპოვა მის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს განაჩენთა ერთობლიობას სასჯელის დანიშვნას შთანთქმის პრინციპის გამოყენებითაც, ვ-–------------–---–ისათვის ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი. ამდენად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ვ-–------------–---–ის მიმართ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, არის კანონიერი და სამართლიანი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავეთა რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

შესაბამისად, პალატა მიჩნევს, რომ ს--------- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი ვ-–------------–---–ის მიმართ, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორ ბ------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ვ-–------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს ს--------- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი;

 

ვ-–------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ ვ----------------–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

ვ-–------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ მ-------------–-–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის დროს, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და ვ-–------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს წინა - ს--------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განაჩენით ვ-–------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - 02 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ვ-–------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

ვ-–------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ვ-–------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 04 აგვისტოდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ვ----------------–-–---–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალი, თითის კვალი, ვ-–------------–---–ის სუნის ნიმუში, ვ-–------------–---–ის თითის კვლების ნიმუში, ვ-–------------–---–ის ნერწყვის ნიმუში, მ-------------–-–---–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შედეგად ამოღებული ხელის კვლები, სუნის ნიმუში, საუბნო გზის დათვალიერების შედეგად ამოღებული ყავა, მზესუმზირა და პოლიეთილენის პარკები, რომელიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ს--------- რაიონული სამმართველოს წნორის განყოფილებაში - განადგურდეს.

 

საუბნო გზის დათვალიერების შედეგად ამოღებული გამჭვირვალე ჩანთა, ხანჯალი, ვენახის მაკრატელი, ნივრის სანაყი, მ-------------–-–---–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შედეგად ამოღებული ჩანთა და ბოქლომი, მ-----------–---–ის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ყურძნის მტევნებით გაფორმებული ორი ცალი საყვავილე ვაზა, ყვავილების მსგავსი ორნამენტებით გაფორმებული ორი ცალი საყვავილე ვაზა, ექვსი ცალი თეფში, ვერცხლისფერი ცეპი და ჯვარი, გ--------------------ისგან ამოღებული საკანფეტე ვაზა, საყვავილე ვაზა და სამოვარი, რომელიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ს--------- რაიონული სამმართველოს წნორის განყოფილებაში დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

გარეგინ კირაკოსიანისაგან ამოღებული ბლოკნოტის ფურცლის ქსეროასლი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე