განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100119003030435
საქმე №1/ბ-60-2020წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 თებერვალი, 2020წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ-------- ტ-----ს ძე ს-----ეს მიმართ, დაბადებული: 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, შ-----------------–-ს ქ. მე-11 ჩიხი №10, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, დ. მ----–--ე-მ----–ის ქ. მე-3 შეს. №9,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების დადგენილების მიხედვით, ბ-------- ს-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:
- ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის;
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 07 მაისს, დღის საათებში, ქუთაისში, დ. მ----–--ე-მ----–ის ქუჩა, მე-3 შესახვევი №9-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენით ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისათვის ნასამართლევი ბ-------- ს-----ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - ჟ--–---- ს---–-------ეს. ბ-------- ს-----ეს ქმედების შედეგად ჟ--–---- ს---–-------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2019 წლის 07 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქუთაისში, დ. მ----–--ე-მ----–ის ქუჩა, მე-3 შესახვევი №9-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენით ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ბ-------- ს-----ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ჟ--–---- ს---–-------ეს. კერძოდ, აგინებდა რა მას, რამდენჯერმე ფიცარი დაარტყა ზურგისა და თავის არეში. ბ-------- ს-----ეს ქმედებების შედეგად ჟ--–---- ს---–-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენით:
ბ-------- ს-----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წადგენილ ბრალდებაში;
ბ-------- ს-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ-------- ს-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 07 მაისიდან.
3. სააპელაციო საჩივრის არსი:
3.1 აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ-------- ტ---–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 დეკემბრის განაჩენში, ბ-------- ს-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ( 2019 წლის 7 მაისს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში და დაენიშნოს ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი, ხოლო სხვა ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი ბ-------- ს-----ეს გამართლების ნაწილში არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, დაუსაბუთებელია და შესაბამისად, აღნიშნული განაჩენი არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეაფასა ერთობლიობაში - საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა ბ-------- ს-----ეს ბრალეულობას მისთვის ბრალად წარდგენილ თითოეულ ქმედებაში, იგი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებები, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხული ჩ----- მ----ის ჩვენება, რომელიც უშუალოდ შეესწრო მომხდარ დანაშაულს და დაადასტურა, რომ დაზარალებული ჟ--–---- ს---–-------ე იყო შეშინებული, შესაბამისად ბრალდების მხარისთვის გაუგებარია თუ რატომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომ ბრალდების მხარის არცერთი მოწმე არ იყო შემთხვევის (სიცოცხლის მოსპობის მუქარა) თვითმხილველი. ბრალდების მხარე, ასევე, უთითებს მომწმეების: ო----- ჭ---–--ის და გ--- ი-–---–ის ჩვენებებზე, როგორც დანაშაულის (სიცოცხლის მოსპობის მუქარა) დამადასტურებელ მტკიცებულებებზე. შესაბამისად, პროკურორი მიიჩნევს, რომ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება-გაანალიზებით და გამოკვლეულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით უტყუარად დადგენილია ის გარემოება, რომ ჟ--–---- ს---–-------ის მიმართ მოცემულ დღეს ძალადობასთან ერთად განხორციელდა მუქარაც.
3.2 აპელანტი - მსჯავრდებული ბ-------- ს-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, რომ ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენში და შეუმსუბუქდეს მას დანიშნული სასჯელი, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის არასამართლიანი, ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს დანაშაულს. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ ის შერიგებულია დაზარალებულთან - დედასთან და დაზარალებული - ჟ--–---- ს---–-------ე არ არის მსჯავრდებულის მკაცრი დასჯით დაინტერესებული. მსჯავრდებული თვლის, რომ მას უნდა დაენიშნოს ადეკვატური, პროპორციული, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი სასჯელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარისა და მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ბ-------- ს-----ეს საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:
საქმეში წარმოდგენილი ფორმა №1, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, 2019 წლის 07 მაისს, ქ. ქუთაისში მ----–--ე მ----–ის ქუჩა მესამე შს. №3-ში მცხოვრები ჟ--–---- ს---–-------ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილმა ბ-------- ს-----ემ, რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ჟ--–---- ს---–-------ემ (ბ-------- ს-----ეს დედა) ისარგებელა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლოს ნათესავის, ოჯახის წევრის (შვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმის სახით დაკითხვისას ზ----- მ-–---–---–---–მა (ინსპექტორ-გამომძიებელი) განმარტა, რომ ის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში მუშაობს უბნის უფროსი-ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. სამსახურში ყოფნისას ეცნობა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, შეტყობინების ინიციატორი განმარტავდა, რომ მისი შვილი სცემდა, რასთან დაკავშირებითაც შემთხვევის ადგილზე - ქუთაისში, მ----–--ე - მ----–ის ქუჩა მე-3 შესახვევი №9-ში გავიდნენ. მათი მისვლისას ჭიშკართან მათ დახვდათ ბ-------- ს-----ე, რომელიც მოძრაობდა და იგინებოდა დედამისის ჟ--–---- ს---–-------ის მისამართით. აღნიშნულიდან გამომდინარე ზ-----ი მ-–---–---–---–მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბ-------- დაეკავებინა. დაკავების ოქმი ადგილზე შედგა, რა დროსაც ბრალდებულს განუმარტეს მისი უფლებები, ბრალდებულს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, რის შემდეგაც ის მისივე ნებით ჩასვეს ავტომობილში. დაკავებისას მეზობლის ეზოდან გამოჩნდა დაზარალებული ჟ--–---- ს---–-------ე, ის ემოციურად ძალიან გაცხარებული იყო, მან აუხსნა თუ რა მოხდა, განმარტა, რომ მისმა შვილმა ფიცარი ჩაარტყა თავში, ითხოვდა დახმარებას და, ასევე, ბ-------- ს-----ეს დაკავებას. ბრალდებულმა დაკავების ოქმზე ხელი არ მოაწერა, რის გამოც ზ----- მ-–---–---–---–მა გააკეთა შენიშვნა მასზე. ზ----- მ-–---–---–---–მა განმარტა, რომ ჟ--–---- ს---–-------ეს თავზე ეტყობოდა სისხლი, თუმცა არ ახსოვს ზუსტად რა ადგილიდან მოდიოდა. ბრალდებული იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, საუბრისას ალკოჰოლის სუნი ამოდიოდა პირიდან. ბრალდებულის დაკავება მოხდა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოს გარეთ და დაკავებისას ის მარტო იმყოფებოდა.
მოწმის სახით დაკითხვისას ბ---- ხ-------ემ (ინსპექტორ- გამომძიებელი) განმარტა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანმდებობაზე. 2019 წლის 7 მაისს თავად ბ---- ხ-------ე და ზ----- მ-–---–---–---–ი იყვნენ გამოძახების ჯგუფში, ისინი ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. ადგილზე მისვლისას მათ ქუჩაში დახვდათ ბ-------- ს-----ე, რომელსაც მოწმე ადრეც იცნობდა, რადგანაც მას მანამდეც ჰქონდა ჩადენილი აღნიშნული სახის დანაშაული. ბ-------- ს-----ე შეაჩერეს, ის აფექტში იყო და იგინებოდა, დედის მისამართით. ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ის დაკავებულ და გადაყვანილ იქნა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში. დაკავებისას შედგა შესაბამისი ოქმი და ბრალდებულს განემარტა მისი უფლებები. რაიმე წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. დაკავების ოქმს ბ-------- ს-----ემ ხელი არ მოაწერა. ის დედას ლანძღავდა, აგინებდა, იძახდა დამღუპეს, დამაქციესო, მათი გულისთვის ორჯერ წავედი ციხეშიო, მეორედ მიჭერსო. ბრალდებული ჟ--–---- ს---–-------ეს არ ხედავდა, თუმცა იგინებოდა მისი მისამართით, ხოლო შემდეგ როდესაც პოლიციელები მივიდნენ მასთან დაწყნარდა. ბ---- ხ-------ე დაეთანხმა მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას.
მოწმის სახით დაკითხვისას ო----- ჭ---–--ემ (ინსპექტორ- გამომძიებელი) განმარტა, რომ ის პოლიციის განყოფილებაში მუშაობს უბნის-ინსპექტორ გამომძიებლად, სადაც ბრალდებული ცხოვრობს. მის მიერ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი, მოძალადე ბ-------- ს-----ეს მიმართ, მსხვერპლი - დედა ჟ--–---- ს---–-------ე. შემაკავებელი ორდერის საფუძველზეც ბ-------- ს-----ეს 30 დღით აეკრძალა დაზარალებულთან მიახლოება და ყველანაირი სახის კონტაქტი. მსხვერპლი, განმარტავდა, რომ მისი შვილი ემუქრებოდა, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდა, ფიცარიც კი დაარტყა მას.
მოწმის სახით დაკითხვისას გ--- ი-–---–მა განმარტა, (ინსპექტორ-გამომძიებელი) რომ ის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია. 2019 წლის 07 მაისს მოწმე იმყოფებოდა სამსახურში, ასრულებდა მის სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც პოლიციის მეხუთე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ბ-------- ს-----ეს მიერ დედამისზე ძალადობის ფაქტის განხორციელების შესახებ. მის მიერ გამოკითხულ იქნა ჟ--–---- ს---–-------ე, რომელმაც განმარტა, რომ მისი შვილი დილით იყო ნასვამ მდგომარეობაში, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად და სიტუაციის განმუხტვის მიზნით გადავიდა იქვე მცხოვრებ მეზობელთან ჩ----- მ----ესთან. როცა მისი შვილი დაწყნარდებოდა, მერე დაბრუნდებოდა სახლში. მეზობელმა დაზარალებული მარტო არ გაუშვა და თავადაც გაყვა, როდესაც შევიდნენ ეზოში ჟ--–---- ს---–-------ის განმარტებით ბ-------- ს-----ე გახდა აგრესიული, აიღო ეზოში, იქვე კიბესთან არსებული ფიცრის ნაჭერი და ორჯერ, ზურგისა და თავის არეში დაარტყა. გ--- ი-–---–ი ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად წავიდა შემთხვევის ადგილზე, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ჟ--–---- ს---–-------ის მითითებით ამოიღეს ფიცრის ნაჭერი. ფიცრის ნაჭრის დალუქვა მოხდა ექსპერტ- კრიმინალისტების მიერ. აღნიშნულის შემდეგ მან დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზა ჟ--–---- ს---–-------ისათვის, რადგან ჟ--–---- ს---–-------ეს მარცხენა ხელის არეში აღენიშნებოდა ჩალურჯება. ასევე, გ--- ი-–---–ის მიერ გამოკითხულ იქნა მეზობელი - თ----- მ---------ე. გაკეთებულ იქნა მიმართვები ფსიქიატრიულის, პრობაციის და სოციალური სამსახურის მიმართ. ის თავად ფაქტის მხილველი არ არის
მოწმის სახით დაკითხვისას დ----- დ---–-–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. პოლიციის მეხუთე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება 2019 წლის 07 მაისს ბ-------- ს-----ეს მიერ ჟ--–---- ს---–-------ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ დანიშნულ იქნა ალკოჰოლური თრობის შემოწმების ექპერტიზა ბ-------- ს-----ეს მიმართ, მიღებულ იქნა დასკვნა საშუალო ხარისხის სიმთვრალის შესახებ. მოწმემ შეატყობინა ბ-------- ს-----ნის დაკავების შესახებ მის მამას - ტ----- ს-----ეს. განუმარტა დაკავებულს შესაბამისი უფლებები. ბრალდებულს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-151-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებებში. ბრალდებული გამოკითხულ იქნა და გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება. მის მიერ გაცვლილ იქნა მხარესთან შესაბამისი მტკიცებულებები, ჟ--–---- ს---–-------ეს გააცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე და განუმარტა უფლება-მოვალეობები, გამოთხოვილი იქნა 112-ის საოპერატოროდან აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მოხდა პოლიციის გამოძახება აღნიშნულ მისამართზე. დათვალიერებულ იქნა აუდიო ჩანაწერი და ასევე CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილი იყო შემთხვევის ადგილზე დათვალიერების დროს გადაღებული ფოტო მასალა. ასევე გამოკითხული იქნენ ზ----- მ-–---–---–---–ი და ბ---- ხ-------ე, აგრეთვე, პატრულ-ინსპექტორი ილია ბუცხრიკიძე. ის უშუალოდ ფაქტის თვითმხილველი არ არის.
მოწმის სახით დაკითხვისას დ--- ფ--------ემ (გამომძიებელი) განმარტა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან აღნიშნულ საქმეში მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, დეტექტივ-გამომძიებელ გ--- ი-–---–თან ერთად და მოწმის სახით ჰყავს გამოკითხული ჩ----- მ----ე, რომელიც შემსწრე იყო უშუალოდ ფაქტის. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ჟ--–---- ს---–-------ემ მიუთითა სახლის ასასვლელ კიბეებთან დაგდებულ ხის ჯოხის ნაჭერზე და განაცხადა, რომ სწორედ ამ ჯოხით მიაყენა მისმა შვილმა ფიზიკური შეურაცყოფა. დ--- ფ--------ეს რამდენადაც ახსოვს დაზარალებულს მარცხენა მკლავზე აღენიშნებოდა სილურჯე.
მოწმის სახით დაკითხვისას თ----- მ---------ემ განმარტა, რომ ბ-------- ს-----ე არის მისი ნათესავი, კერძოდ, მისი მეუღლის ნათესავი. აგრეთვე, ისინი არიან მეზობლები. დაზარალებული - ჟ--–---- ს---–-------ე არის მისი მეზობელი და ცხოვრობს მის პირდაპირ, წინ დაახლოებით 10 მეტრში. ჟ--–---- ს---–-------ე ცხოვრობს მეუღლესთან, შვილიშვილთან და რძალთან ერთად. ბ-------- ს-----ე ცხოვრობს ჟ--–---- ს---–-------ის ოჯახში. 2019 წლის 7 მაისს, თ----- მ---------ემ ჭიშკრიდან გამოსვლისას დაინახა, რომ ჟ--–---- ბებია იყო ჭიშკართან, ძირს იჯდა, რის გამოც ჰკითხა მას ცუდად ხომ არ იყო და შეიყვანა მასთან სახლში. დაზარალებული მართლაც ცუდად იყო და ამიტომ ის წამოაწვინა და დაეხმარა. ჟ--–---- ს---–-------ე იძახდა, რომ თავი ტკიოდა. დაზარალებულის თქმით დაზიანება თავის არეში მიაყენა მისმა შვილმა. დაზიანებულ ადგილზე თ----- მ---------ემ ჟ--–---- ს---–-------ეს ყინული დაადო. თავად მომხდარ ფაქტს არ შესწრებია.
მოწმის სახით დაკითხვისას ჩ----- მ----ემ განმარტა, რომ ის არის ბ-------- ს-----ეს მეზობელი, აგრეთვე, ისინი არიან ნათლია - მირონები. 2019 წლის 7 მაისს ბ-------- ს-----ეს დედა - ჟ--–---- ს---–-------ე იყო მისული მასთან, რა დროსაც ის დაწოლილი იყო, რადგან ავად იყო. ჟ--–---- მას შეეხვეწა, რომ გადასულიყო მასთან და ცოტა ხანი გაჩერებულიყო, რადგანაც ბ-------- იყო ნასვამი. როდესაც ჩ----- მ----ე გადავიდა ჟ--–----ს სახლში, ბ-------- ს-----ე დაწოლილი იყო, მერე გამოვიდა ბ-------- ს-----ე და იკითხა თუ სად იყო დედამისი. როდესაც ჟ--–---- ს---–-------ე ქვევიდან კიბეებზე ამოდიოდა, ბ-------- ს-----ემ დაუწყო ლაპარაკი და ყვირილი ეუბნებოდა: „შენ არ ხარ დედა, რატომ დამიჭირე“-ო. ჩ----- მ----ისათვის უცნობია, თუ როდის ჰქონდა ამ ფაქტს ადგილი, რადგანაც რეანიმაციაში იწვა. ბ-------- ჩავარდა ძირს, ამოიტანა ფიცარი და ესროლა დაზარალებულს. როდესაც ჟ--–---- დავარდა, მან ყვირილი დაიწყო მიშველეთ სასწრაფოო და გადავიდა წინა მეზობელთან რადგან სასწრაფოსათვის დაეძახა, როდესაც მოიხედა და ჭიშკარი გააღო, ჟ--–---- ღობესთან იყო დამჯდარი. შემდეგ თ----- მ---------ემ წაიყვანა მის სახლში, რომ მოევლო. მოწმეს არ ახსოვს ბ-------- ს-----ე ემუქრებოდა თუ არა დედამისს მოკვლით, ჟ--–---- ს---–-------ე ძალიან შეშინებული იყო.
მოწმის სახით დაკითხვის დროს ბ-------- ს-----ემ განმარტა, რომ გიორგობის მეორე დღე იყო, სახლში მივიდა და ხელში ეკავა ლიტრიანი ბოთლით ღვინო, დედამისმა უწოდა სიტყვა ,,საზიზღაროო’’ და დაიწყო წყევლა, რაზეც უპასუხა, რომ უხერხული იყო, ახლახან გამოვიდა ციხიდან და თავს ნუ ჭრიდა, რის შემდეგაც ჟ--–---- ს---–-------ემ ფეხებზე დააფურთხა მას, ფანჯარაზე იდო ხის სახაზავი და ეს ესროლა დედამისს, მისი განმარტებით მეტი იქ არაფერი მომხდარა, ნასვამი იყო და თავი ვერ შეიკავა. არანაირი მუქარის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ის შევიდა სახლში და დაწვა. მან განმარტა, რომ არის აივ ინფიცირებული და შესაბამის მკურნალობას გადის. პრეპარატები რომელსაც ის იღებს, მოქმედებს ფსიქიკურ მდგომარეობაზეც. როდესაც პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ მასთან სახლში, ლოგინიდან ააყენეს და ისე წაიყვანეს. მას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამ დროს დედამისი მეზობელთან იყო გადასული.
2019 წლის 07 მაისის 17:19 საათის ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ბ-------- ს-----ეს დაუდგინდა საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობა.
2019 წლის 07 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით: ,,შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, მ----–--ე-მ----–ის ქუჩის მესამე შესახვევის №9- ში მდებარე ჟ--–---- ს---–-------ის კუთვნილ ეზოში. დათვალიერების დაწყებამდე ჟ--–---- ს---–-------ემ თანხმობა განაცხადა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე. მითითებულ ეზოში შევდივართ ლითონის კონსტრუქციის ჭიშკრის გავლით, სადაც შემდეგ კიბეებით ჩავდივართ ბეტონის საფარით დაგებულ მცირე ზომის ეზოში, სადაც მარჯვენა მხარეს არის მწვანე მინდვრის საფარი, რომელზეც განთავსებულია სხვადასხვა დასახელების მცენარეები, აღნიშნულ ეზოში მდებარეობს ორსართულიანი კაპიტალურად ნაგები საცხოვრებელი სახლი, რომელსაც პირველ სართულზე აქვს აივანი, სადაც ავდივართ 5 საფეხურიანი კიბის მეშვეობით, კიბეებთან დაგდებულია ფიცრის ნაჭერი, ჟ--–---- ს---–-------ის განმარტებით, აღნიშნულ კიბეებთან ზემოხსენებული ფიცრის ნაჭერით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მისმა შვილმა - ბ-------- ს-----ემ. აღნიშნულის შემდეგ ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა ფიცრის ნაჭერი და დაილუქა FCD 1004880 პაკეტში ერთ პაკეტად. დათვალიერებულ იქნა საცხოვრებელი სახლის პირველი და მეორე სართულები, სადაც რაიმე არეულობის კვალი არ შეინიშნება. აღნიშნულით შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდა, რა დროსაც მიმდინარეობდა ფოტო-გადაღება. დათვალიერების დროს გარდა ზემოხსენებული ფიცრის ნაჭრისა სხვა რაიმე ნივთიერი მტკიცებულება ამოღებული არ იქნა’’.
საქმეში წარმოდგენილი №0----- შემაკავებელი ორდერით და თანდართული მასალებით ირკვევა, რომ: 2019 წლის 07 მაისს ბ-------- ს-----ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ჟ--–---- ს---–-------ეს. ორდერის თანახმად, ბ-------- ს-----ეს აეკრძალა ჟ--–---- ს---–-------ესთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 07.05.2019 წ. 16:21-16:35 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ჟ--–---- ს---–-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი- ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ჟ--–---- ს---–-------ემ ისარგებლა მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - შვილის, ბ-------- ს-----ეს წინააღმდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, მოცემულ შემთხვევაში კი არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ბ-------- ს-----ეს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების (სიცოცხლის მოსპობის მუქარის) ჩადენის თაობაზე. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2019 წლის 07 მაისს ბ-------- ს-----ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას, ჟ--–---- ს---–-------ეს. საქმეზე დაკითხული არცერთი მოწმე არ არის შემთხვევის თვითიმხილველი მოწმე, წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიცავენ მხოლოდ დაზარალებულისაგან მიწოდებულ ინფორმაციას, რის გამოც აღნიშნული ჩვენებები ირიბი ჩვენებებია და მათ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაუდებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამართლა ბ-------- ს-----ე საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ შეძლო აღნიშნულ ეპიზოდში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბ-------- ს-----ეს ბრალდების დადასტურება.
ბ-------- ს-----ეს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც შეეხება ამ კვალიფიკაციით დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, მისი წარსულის (გასამართლებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში) გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია მსჯავრდებულ ბ-------- ს-----ეს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, მით უფრო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას გამოიყენა სასჯელთა შთანთქმის პრინციპი.
ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი ბ-------- ს-----ეს მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კოდექსის 269-ე, 270-ე მუხლებით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ბ-------- ს-----ეს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ბ-------- ს-----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ბ-------- ს-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ-------- ს-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
მსჯავრდებულ ბ-------- ს-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 07 მაისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთ) ცალ დისკად და საინფორმაციო ცენტრ 112-იდან გადმოგზავნილი სიდი დისკი - რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს საქმეში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხის ფიცარი - რომელიც ინახება საქართველოს შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე