განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2020
საქმის ნომერი
180100119002815447
ინსტანცია
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100119002815447

საქმე №1ბ/1587-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძე

სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ჯ----–-------–-–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ნ-----–---- წ----–-–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------ს, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები მ–------------------------–-----ში;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი;

 

დისპოზიცია: პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ.

 

სასჯელი: 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებული - ბ----ა კ-----ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები მ–------------------------–-----ში;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი;

 

დისპოზიცია: პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ.

 

სასჯელი: 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

ადვოკატი - ტ------– კ------ე;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 15 დეკემბერს მცხეთის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი დ----------------ი, ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ვ-–-------- ლ----ე და უბნის უმცროსი ინსპექტორი გ--- მ--------ი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას - პოლიციის სამსახურებრივი ,,ფ------------------ს’’ მარკის ა/მანქანით იმყოფებოდნენ შემოვლაზე მათ სამოქმედო ტერიტორიაზე - მ–------------------------–-----ში და მის მიმდებარედ. დაახლოებით 00:05 წუთზე მათ შენიშნეს წესების დარღვევით მოძრავი „ფ---–--------––“ მარკის ა/მანქანა სახელმწიფო სანომრე ნიშნით W--------, რომელშიც იჯდა რამდენიმე პირი. გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ ავტომანქანა და მისი მძღოლო დადგენილი წესის მიხედვით შეემოწმებინათ სიმთვრალე-სიფხიზლეზე. ამიტომ უკან გაჰყვნენ ზემოაღნიშნულ ავტომანქანას და მაშუქი ფარებით და საძახისით მიმართეს მძღოლს, რომ შეჩერებულიყო, თუმცა მძღოლი არ დაემორჩილა მოთხოვნას და შეეცადა, მიმალულიყო. პოლიციელებმა ავტომანქანის შეჩერება მოახერხეს მ–------------------------–-----ში, შპს "ლ-------–----------ას“ ნავთობბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. პოლიციის თანამშრომელი ვ-–-------- ლ----ე მივიდა შეჩერებული ავტომანქანის მძღოლთან. იგი აღმოჩნდა ბ----ა კ-----ე, რომელსაც პოლიციელი იცნობდა. ვ-–-------- ლ----ემ წარუდგინა თავი და მოსთხოვა საბუთები. ამ დროს ავტომანქანიდან ერთდროულად გადმოვიდნენ ნ-----–---- წ----–-–---–ი და ბ----ა კ-----ე, რომლებსაც ეტყობოდათ, რომ იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. ნ-----–---- წ----–-–---–მა ორივე ხელი ჩასჭიდა ხელი მხრებზე ვ-–-------- ლ----ეს და შეაგინა. ამ დროს პოლიციელები გ--- მ--------ი და დ----------------იც გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და ნ-----–---- წ----–-–---–სა და ბ----ა კ-----ეს მოუწოდეს წესრიგისაკენ, მაგრამ ნ-----–---- წ----–-–---–მა მუშტი დაარტყა ვ-–-------- ლ----ეს სახეში და დაუწყო ცემა, დაუზიანა ფორმის ტანსაცმელი, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ბ----ა კ-----ემ იქვე მყოფ გ--- მ--------ს მოულოდნელად შეაგინა და ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დ----------------საც. მისი მოქმედების შედეგად გ--- მ--------მა და დ----------------მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი. შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიციელთა დამხმარე ჯგუფი და ბ----ა კ-----ე და ნ-----–---- წ----–-–---–ი დაკავებული იქნენ.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენით:

 

ნ-----–---- წ----–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით.

 

ბ----ა კ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ - მსჯავრდებულების ნ-----–---- წ----–-–---–ის და ბ----ა კ-----ის ადვოკატებმა ი-----–ი ჩ------–---–მა და ტ------– კ------ემ, ასევე ბრალდების მხარემ - მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ჯ----–-------–-–---–მა.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში თავდაპირველად ითხოვდა მსჯავრდებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, თუმცა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დააზუსტა საჩივრის მოთხოვნა და სააპელაციო პალატის წინაშე ითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა - კანონით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის დანიშვნა, ვინაიდან სახეზეა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი არაერთი გარემოება: მსჯავრდებულებმა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ხასითდებიან დადებითად, ორივე მათგანს კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები კი სახეზე არ არის. აღნიშნულის გათვალისწინებით მსჯავრდებულთა მიმართ მინიმალური სასჯელების გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელები უსამართლო და დაუსაბუთებლად ლმობიერია, არ გამომდინარეობს ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან, მსჯავრდებულების პიროვნებიდან და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამიტომ მასში შეტანილი უნდა იქნას ცვლილება და ნ-----–---- წ----–-–---–სა და ბ----ა კ-----ეს უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელები, ვინაიდან მათი ქმედებები საზოგადოებისთვის მომეტებული საფრთხის შემცველია, რაც მხედველობაში არ მიუღია პირველი ინსტანციის სასამართლოს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97, §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90, §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93, §43). ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტების საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ იზიარებს ან არ იზიარებს მათ.

 

4. სასამართლოს შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ, ერთი მხრივ, მხოლოდ სასჯელის დამძიმების, ხოლო მეორე მხრივ - მხოლოდ შემსუბუქების მოთხოვნით, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნ-----–---- წ----–-–---–ის და ბ----ა კ-----ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა. საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულების ვ-–-------- ლ----ის, დ----------------ის, გ--- მ--------ის ჩვენებები, მოწმეების ვ-–-------- გ-------–---–ის, გ-------------–---–ის, ვ--------–-------ას, დ------–-------ის, კა---------------–-–---–ის, რ------------ის, გ--------–---–-----ის, ბ----------–-------ას, ე----------------–---–ის, ლ-–------–-----ის, ლ-----–----–----ის, ნ------------ას, ე---------------–--–---–ის ჩვენებები, 2018 წლის 15 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულ ბ----ა კ-----ის 2018 წლის 15 დეკემბრის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, 2018 წლის 15 დეკემბრის ალკოტესტით შემოწმების ოქმი, ბრალდებულ ნ-----–---- წ----–-–---–ის 2018 წლის 15 დეკემბრის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, 2018 წლის 15 დეკემბრის ამოღების ოქმები, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის N4-- და N4-- სამედიცინო ბარათები, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N1-------- და N1-------- დასკვნები, სასაქონლო ექსპერტიზის N2----- დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- და N0-------- დასკვნები, ვ-–-------- ლ----ისა და გ--- მ--------ის სამსახურებრივი უნიფორმა, გ--- მ--------ის მაჯის საათი, ნ-----–---- წ----–-–---–ისა და ბ----ა კ-----ის აღიარებითი ჩვენებები, რითიც გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად დასტურდება, რომ ნ-----–---- წ----–-–---–მა და ბ----ა კ-----ემ ჩაიდინეს პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და რისთვისაც ისინი ცნობილი არიან დამნაშავედ.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა აპელანტების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ჯ----–-------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულების ნ-----–---- წ----–-–---–ის და ბ----ა კ-----ის ადვოკატების ი-----–ი ჩ------–---–ის და ტ------– კ------ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა შეაფასებს მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ნ-----–---- წ----–-–---–მა და ბ----ა კ-----ემ აღიარეს და გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, რითიც ხელი შეუწყვეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაული), მსჯავრდებულების პიროვნებას და წარსულ ცხოვრებას (ნ-----–---- წ----–-–---–ი და ბ----ა კ-----ე ხასიათდებიან დადებითად, არ არიან ნასამართლევი, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მათი წარსულის უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა), მათ ახალგაზრდა ასაკს და ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას (ნ-----–---- წ----–-–---–ს ჰყავს ოთხი არასრულწლოვანი შვილი, ორივე მსჯავრდებულს კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი), ასევე სააპელაციო პალატა ამ კონკრეტულ შემთხვევაში დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს დანაშაულის არაფხიზელ (ალკოჰოლური თრობის ქვეშ) მდგომარეობაში ჩადენას, რაც მნიშვნელოვნად ასუსტებს ადამიანის ცნობიერებას და აიოლებს მოვალეობათა დარღვევას, მსჯავრდებულების კანონშესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლოში, ასევე იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ნ-----–---- წ----–-–---–ის და ბ----ა კ-----ის მიმართ სასჯელის ზომად უნდა განისაზღვროს მინიმალური სასჯელები - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას (დაზარალებულების სამართლიან დაკმაყოფილებას), ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას (ზოგადი და კერძო პრევენციული მიზანი) და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულების რესოციალიზაციას (იქნება დამაფიქრებელი მათი ქმედების შედეგებზე, აღძრავს მათში სინანულს ჩადენილის გამო და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მათ ღირსეულ წევრებად დაბრუნებას).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ჯ----–-------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულების ნ-----–---- წ----–-–---–ის და ბ----ა კ-----ის ადვოკატების ი-----–ი ჩ------–---–ის და ტ------– კ------ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

ნ-----–---- წ----–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ნ-----–---- წ----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნ-----–---- წ----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 დეკემბრიდან.

 

ბ----ა კ-----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ბ----ა კ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ბ----ა კ-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 დეკემბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გ--- მ--------ის და ვ-–-------- ლ----ის სამსახურეობრივი უნიფორმა, მაჯის საათი და ა/მანქანა სახ. N---------- დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო ერთი ცალი CD დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვეფხია ლომიძე