განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2019
საქმის ნომერი
080210016001408696
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210016001408696

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-487-2019 29 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მომხსენებელი): მოსამართლეები: ლაურა მიქავა სიმონ ჩხაიძე ინდირა მაშანეიშვილი სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი დავის საგანი - დ----- ბ------–---ი, მ--–---- ძ-----, პ----- წ--–------, ა-----– ბ--------- და ა-–-- გ--------- - ჯ--- გ---–-----ი - ა(ა)იპ ,,-------ი კ--------–ი“ - ლ-–- ზ---------ი, ნ-----–---- გ---–--ე - გარიგების ბათილად ცნობა, აქციების დაბრუნება, დივიდენდების სახით მიუღებელი თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

- არ დაკმაყოფილდა დ----- ბ------–---ის, მ--–---- ძ-----ს, პ----- წ--–------ს, ა-----– ბ--------ის და ა-–-- გ---------ს სარჩელი მოპასუხე ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ი“-ს მიმართ გარიგების ბათილად ცნობის, აქციების დაბრუნების და დივიდენდის სახით მიუღებელი თანხის დაკისრების შესახებ დაუსაბუთებლობის გამო.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკ--–---ებით

 

2.1. ფ-----ი კ--------–ის მოღვაწეობა საქართველოში დაიწყო 1990 წლის 30 ოქტომბერს, როდესაც ა---------იდან დევნილმა ფიზიკურმა პირებმა, დააფუძნეს „ს-----–---------- ჰ--------------–ი ც------ი ა---------ი“ (შემდგომში „ფ-----ი ა---------ი“). 2004 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა ,,-------ი ა---------ის" რეორგანიზაცია და მას გამოეყო არასამოწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ფ-----ი კ--------–ი“.

 

2.2. დადგენილია, რომ 2006 წლის 18 ივლისს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ, 2007 წლის 21 აგვისტოს ფ-----ი ,,კ--------–ის“ გადაწყვეტილებით, ფ-----მა ,,კ--------–მა“ დააფუძნა სააქციო საზოგადოება, მიკროსაფინანო ორგანიზაცია „კ--------–ი“.

 

2.3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფ-----ი „კ--------–ი“-ს 2007 წლის 12 სექტემბრის გამგეობის სხდომის N-- ოქმით დადგენილია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფ-----ი „კ--------–ი“-ს გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: 1) ა-----– ბ--------- (გამგეობის თავმჯდომარე); 2) ა-–-- გ--------- (გამგეობის წევრი და ფ-----ი ს-----–---------- ჰ--------------–ი ც------ი „ა---------ის“ წარმომადგენელი).

 

სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინეული საკითხი და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

ფ-----ი ,,კ--------–ი“-ს მიერ დაფუძნებულ სს ,,კ--------–ში“ არსებული ფ-----ის 1,238,887.00 ცალი აქცია უსასყიდლოდ (აქციებთან დაკ--–---ებულ ყველა ამჟამინდელ და სამომავლო უფლებასთან ერთად) გადაეცეს შემდეგ ფიზიკურ პირებს;

• ა-----– ბ---------ს, დაბ. 1----–-–---------–---, მცხოვრები ქ. თბილისი, კ-------ას გამზ. №----------, საქართველოს მოქალაქე, პირადობის მოწმობის №----------, პირადი ნომერი 6----------; - 505270 აქცია, რაც შეადგენდა სს „კ--------–ის“ საწესდებო კაპიტალის 33.005%-ს.

• მ--–---- ძ-----ს, დაბ. 1----–-–----------------–-, მცხოვრები ქუთაისი, გ-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადობის მოწმობის №----------, პირადი ნომერი 6----------; - 319269 აქცია, რაც შეადგენდა სს „კ--------–ის“ საწესდებო კაპიტალის 20.855%-ს;

• დ----- ბ------–---ს, დაბ. 1----–-–------------------, მცხოვრები ქ. წყალტუბო, რ---------–--------, სანატორიუმი „--–------ საქართველოს მოქალაქე, პირადობის მოწმობის №----------, პირადი ნომერი 6----------; - 1----- აქცია, რაც შეადგენდა სს „კ--------–ის“ საწესდებო კაპიტალის 12.408 %-ს;

• ა-–-- გ---------ს დაბ. 1----–-–---------------, მცხოვრები ქ. ქუთაისი, ი-–---------------------------, ბ-----, საქართველოს მოქალაქე, პირადობის მოწმობის № ე-------, პირადი ნომერი 6----------; - 129971 აქცია, რაც შეადგენდა სს „კ--------–ის“ საწესდებო კაპიტალის 8.490 %-ს;

• პ----- წ--–------ს დაბ. 19----–-–-----------ს, მცხოვრები ქ. ქუთაისი, ი-–-------------------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადობის მოწმობის № ვ--------, პირადი ნომერი 6----------; - 94320 აქცია, რაც შეადგენდა სს „კ--------–ის“ საწესდებო კაპიტალის 6.161 %-ს;

 

გამგეობამ დაადგინა, რომ აქციების გადაცემის შედეგად სს „კ--------–ში“ ფ----- „კ--------–ის“ საკუთრებაში რჩებოდა 292110 აქცია, რაც შეადგენდა სს „კ--------–ის“ საწესდებო კაპიტალის 19.081 %-ს;

 

2.4. ანტიკორუფციული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი ა-–---------- მ---–--ის მოხსენებითი ბარათით დადგენილი იქნა, რომ არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, 2000 წლის 08 ნოემბერს დაფუძნდა ააიპ ნ------- კ--–---ი (ს/კ 2--------), რომლის მიერაც 2007 წლის 11 დეკემბერს დაფუძნებული იქნა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ-------- ს------ი“ (ს/კ 2--------); 2002 წლის 14 მაისს დაფუძნდა ააიპ ბ-------- მ------------ი ი--–------ა (ს/კ 2--------), რომლის მიერაც 2007 წლის 03 დეკემბერს დაფუძნდა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ი-------------ი“ (ს/კ 2--------); 2002 წლის 17 მაისს დაფუძნდა ააიპ კ--–---ი თ---------ა განვითარებისთვის (ს/კ 2--------), რომლის მიერაც 2007 წლის 29 ნოემბერს დაფუძნებული იქნა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------ი (ს/კ 2--------); 2004 წლის 26 აპრილსს დაფუძნდა ფ-----ი კ--------–ი (ს/კ 2--------), რომლის მიერაც 2007 წლის 23 აგვისტოს დაფუძნდა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ--------–ი“ (ს/კ 2--------). არსებული ოპერატიული ინფორაციის თანახმად, ზემოთხსენებული ფ-----ების ხელმძღვანელი პირების მიერ, წლების განმავლობაში ხორციელდებოდა სახელმწიფოსაგან და უცხოური დონორი ორგანიზაციებიდან გრანტების სახით მიღებული თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება პირადი მოხმარების მიზნით, რის შესანიღბადაც ამ უკანასკნელის მიერ ფ-----ის სახელით განხორციელებულია სხვადასხვა ეკონომიკური მაქინაციები;

 

2.5. დადგენილია, რომ 2012 წელს 09 მარტს საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპატამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ა-----– ბ--------ის და ა-–-- გ---------ს მიმართ, სს კოდექსის 2---- მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ნიშნებით. იმავე დღეს ბრალდებულის სახით დაკავებული იქნენ აღნიშნული პირები. სისხლის სამართლის საქმის არსი მდგომარეობდა 2007 წელს აქციათა გადაცემით, გამგეობის წევრების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შედეგად ფ-----ი კ--------–ისთვის მიყენებული ზიანის ფაქტში;

 

2.6. ა-----– ბ--------ის ბრალდების შესახებ დადგენილებით - არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ა-----– ბ---------მ ჩაიდინა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2010 წლის 1 თებერვალამდე მოქმედი რედაქციით);

 

2.7. ა-----– ბ--------ის ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2004 წლის 26 აპრილს ს-----–---------- ჰ--------------–ი ც------ი „ა---------ი“-ს მიერ დაფუძნდა არასამეწარმეო იურიდიული პირი ფ-----ი „კ--------–ი“, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა;

 

2.8. ფ-----ი „კ--------–ი“-ს საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენდა მიკრო და მცირე სესხების გაცემა. ფ-----ის დირექტორი და გამგეობის წევრი იყო ა-----– ბ---------, ხოლო გამგეობის თავჯდომარე ა-–-- გ---------. შემდგომში კი ფ-----ის გამგეობის თავჯდომარე გახდა ა-----– ბ---------, ხოლო ა-–-- გ--------- გამგეობის წევრი;

 

2.9. 2007 წლის 23 აგვისტოს ფ-----ი „კ--------–ი“-ს მიერ დაფუძნებული იქნა სს მისო „კ--------–ი“, რომლის საწესდებო კაპიტალს წარმოადგენდა 1,530,898 ლარი, რაც დაყოფილი იქნა იმავე რაოდენობის ჩვეულებრივ აქციად, რომელთაგან თითოეულის ნომინალური ღირებულება შეადგენდა 1 ლარს. სს მისო „კ--------–ი“-ს აქციების 100% ეკუთვნოდა ფ----- „კ--------–ს“. ა-----– ბ---------მ და ა-–-- გ---------მ განიზრახეს სს მისო „კ--------–ის“ აქციების ნაწილის დანაშაულებრივი გზით ხელში ჩაგდება. მათ, 2007 წლის 12 სექტემბერს ჩაატარეს ფ-----ი ,,კ--------–ის“ გამგეობის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ მხოლოდ ა-----– ბ---------, როგორც ფ-----ის გამგეობის თავჯდომარე და ა-–-- გ---------, როგორც ფ-----ის გამგეობის წევრი და ფ-----ი ს-----–---------- ჰ--------------–ი ც------ი „ა---------ი“-ს წარმომადგენელი;

 

2.10. ზემოთხსენებულმა პირებმა, ფ-----ი „კ--------–ის“ კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ა-----– ბ---------ს უსასყიდლოდ გადაეცა 505, 270 აქცია, ა-–-- გ---------ს - 129, 971 აქცია, მ--–---- ძ-----ს (სს„კ--------–ის“ დირექტორი) - 319, 269 აქცია, დ----- ბ------–---ს (სს „კ--------–ის ბუღალტერი) -189, 958 აქცია, პ----- წ--–------ს (ფ-----ი „კ--------–ი“-ს გამგეობის წევრი) – 94, 320 აქცია, ხოლო ფ----- კ--------–ს“ დარჩა 292, 110 აქცია, რამაც ფ----- კ--------–ისთვის“ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

ანალოგიური შინარსისაა ა-–-- გ---------ს მიმართ დადგენილება პირის ბრალდების შესახებ;

 

2.11. დადგენილია, რომ 2012 წელს 13 მარტს სს კოდექსის 2---- მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ნიშნებით საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე პ----- წ--–------ს მიმართ, ხოლო იმავე დღეს სს კოდექსის 186.2,,დ“ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ნიშნებით საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპატამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დ----- ბ------–---ის და მ--–---- ძ-----ს მიმართ. სისხლის სამართლის საქმის არსი მდგომარეობდა 2007 წელს აქციათა გადაცემით, გამგეობის წევრების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შედეგად ფ-----ი კ--------–ისთვის მიყენებული ზიანის ფაქტში, ხოლო დ----- ბ------–---ის და მ--–---- ძ-----ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსი მდგომარეობდა დანაშაულებრივი გზით შეძენილი ქონებით სარგებლობის ფაქტში;

 

2.12. 2012 წლის 19 მარტის დადგენილებით, საქმეში დაზარალებულად ცნობილი იქნა ააიპ ფ-----ი ,,კ--------–ი“ (ტ.მე-2, ს/ფ 86-87).

 

2.13. პ----- წ--–------ს ჩვენების თანახმად: 1998 წელს დაფუძნდა ფ-----ი ს-----–---------- ჰ--------------–ი ც------ი „ა---------ი“, რომლის საქმიანობის სფეროსაც წარმოადგენდა საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. 1998 წლიდან 2004 წლამდე ფ-----მა სხვადასხვა უცხოური დონორი ორგანიზაციებიდან გრანტის სახით მიიღო სულ 352 000 აშშ დოლარი. ხსენებულ ორგანიზაციაში წ--–------ დაფუძნების დღიდან იყო გამგეობის წევრი. 2004 წელს ფ-----მა „ა---------მა“ დააფუძნა ფ-----ი „კ--------–ი“, რომელსაც გადასცა სრული საკ--------ო ,,პორთველი“. ფ-----ი კ--------–ის მართველობის ორგანო იყო გამგეობა, რომელიც შედგებოდა სამი წევრისგან, აქედან გამგეობის თავჯდომარე იყო ა-----– ბ---------, ხოლო წ--–------ და ა-–-- გამახაია იყვნენ გამგეობის წევრები. ფ-----ის ძირითადი საქმიანობის სფერო იყო მიკრო და მცირე კრედიტების გაცემა. 2006 წელს მიღებული იქნა კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, რომლის თანახმად მიკროსაფინანსო საქმიანობის უფლება გააჩნია მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოების ფორმით დაფუძნებულ ორგანიზაციებს. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2007 წლის 23 აგვისტოს ფ-----ი „კ--------–ის“-ს მიერ დაფუძნებული იქნას ს/ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ--------–ი“, რომელსაც გადაეცა ფ-----ი კ--------–ის საკ--------ო ,,პორთველი“. დაფუძნების დღისთვის მისო კ--------–ის საწესდებო კაპიტალს წარმოადგენდა 1 530 898 ლარი. მისო კ--------–ის მიერ გამოშვებული იქნა იმავე რაოდენობის აქცია, რაც იყო მისი საწესდებო კაპიტალი და ერთეული აქციის ნომინალური ღირებულება იყო ერთი ლარი;

 

2.14. მისო ,,კ--------–ი“-ს შექმნის შემდეგ ა-----– ბ--------ის ორგანიზებით, დაიწყო მსჯელობა ფ-----ის კუთვნილი სს „კ--------–ის“ აქციების მათ სახელზე უსასყიდლოდ გადმოფორმების შესახებ, მაგრამ აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელი იყო მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე. მიუხედავად აღნიშნულისა, ა-----– ბ--------ის მიერ მუშავდებოდა სხვადასხვა გეგმა, თუ როგორ იყო შესაძლებელი აქციები გადმოფორმებულიყო მათ სახელზე უსასყიდლოდ;

 

2.15. 2007 წლის ივლისის თვეში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად ფ-----ს უფლება მიეცა გაესხვისებინა მისი აქციები, თუმცა უსასყიდლოდ გასხვისება მათ გათვითცნობიერებული ქონდათ რომ იყო უკანონო, რადგან აღნიშნული იქნებოდა ფ-----ი „კ--------–ის“ კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგო. 2007 წლის სექტემბრის დასაწყისში წ--–------მ ა-----– ბ---------მ და ა-–-- გ---------მ ითათბირეს, რომ მომხდარიყო მისო „კ--------–ის“ აქციების, რაც ეკუთნოდა ფ----- „კ--------–ს“ მათ სახელზე უსასყიდლოდ გადაცემა, აღნიშნული განხორციელდებოდა შემდეგნაირად, ისინი როგორც ფ-----ის გამგეობის წევრები მიიღებდნენ გადაწყვეტილებას აქციების უსასყიდლოდ მათთვისვე გადაცემის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, მან გაათვიცნობიერა რომ ეს იყო უკანონო და აღნიშნული გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც შემუშავდა მექანიზმი, რომლის თანახმად გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ა-----– ბ--------- და ა-–-- გ---------, მაგრამ მათ ექნებოდათ წ--–------ს წერილობითი თანხმობა, რაც არ დაფიქსირდებოდა გამგეობის სხდომის ოქმში;

 

2.16. მართლაც 2007 წლის 12 სექტემბერს ჩატარდა ფ-----ი „კ--------–ის“ გამგეობის სხდომა, რომელსაც წ--–------ არ ესწრებოდა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მათ მიერვე წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად აქციების უსასყიდლოდ მათზევე გასხვისებასთან დაკავშირებით. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ა-----– ბ---------ს გადაეცა - 505 270 აქცია: მ--–---- ძ-----ს, რომელიც იყო ფ-----ი „კ--------–ის“ აღმასრულებელი დირექტორი - 319 269 აქცია; დ----- ბ------–---ს, რომელიც იყო ფ-----ი „კ--------–ის“ ფინანსური მენეჯერი - 189 958 აქცია; ა-–-- გ---------ს გადაეცა - 129 971 აქცია და მას გადაეცა- 94 320 აქცია;

 

2.17. 2012 წლის 22 მარტს ა-----– ბ---------მ განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის შესახებ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 220 მუხლით;

 

2.18. წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ჰქონდა სურვილი, ფ----- „კ--------–ისათვის“ აენაზღაურებინა მის მიერ მიყენებული ზიანი აქციების დაბრუნების გზით, რაც შეეხება აქციების მის საკუთრებაში ფლობას, მიღებულ დივიდენდს და გასხვისებული აქციების ფასს, ასევე აუნაზღაურებდა ფ----- „კ--------–ს“ ერთი წლის განმავლობაში. ადვოკატის მეშვეობით გაეცნო საპროცესო შეთანხმების არსს და ყოველგვარი იძულების, დაშინების ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების გარეშე, ნებით, გამოხატა სურვილი საპროცესო შეთანხმება გააფორმოს პროკურორთან. მოითხოვა სასაჯელის სახით ჯარიმის შეფარდება;

 

2.19. 2012 წლის 23 მარტს ანალოგიური შინაარსის განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას ა-–-- გ---------მ, ხოლო 2012 წლის 21 მარტს - პ----- წ--–------მ, მ--–---- ძ-----მ და დ----- ბ------–---მა;

 

2.20. დადგენილი იქნა, რომ:

- 2012 წლის 24 მარტს, ბრალზე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, საქმის არსებითი განხილვის გარეშე ა-–-- გ---------ს მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ფ-----ი ,,კ--------–ს“ დაუბრუნა 129971 აქცია;

- 2012 წლის 22 მარტს, ბრალზე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, მ--–---- ძ-----ს, პ----- წ--–------ს და დ----- ბ------–---ის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ფ-----ი ,,კ--------–ს“ სრულად დაუბრუნეს მათზე გადაცემული აქციები;

- 2012 წლის 02 მაისს, ბრალზე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, საქმის არსებითი განხილვის გარეშე ა-----– ბ--------ის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ფ-----ი ,,კ--------–ს“ დაუბრუნა 451165.00 აქცია;

 

2.21. მოსარჩელის ინიციატივით მოწმედ დაკითხულმა ნ-----–---- ლ---–--ემ განმარტა, რომ არის სს ,,კ--------–ი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს უფროსის მოადგილე. ხელისუფლება აიძულებდა იძულებით შენატანებს. ბიზნესს ავიწროვებდნენ ,,წველიდნენ“. განადგურდა ,,კ-----------“, მაგრამ ,,კ--------–ი“ იყო კარგად ორგანიზებული. 2011 წლიდან ფინანსურმა პოლიციამ დაიწყო გამოძიება, გამოითხოვეს აქციონერების პირადი ინფორმაცია. პროკურატურიდან დაურეკეს ა-----– ბ---------ს და მოითხოვეს 2004 წლის დოკუმენტები, საჯარო რეესტრიდან სესხების შესახებ ინფორმაცია. კორუფცია ვერ დადგინდა, მაგრამ 2007 წლის კომპანიის ტრანსფორმაციის და აქციათა უსასყიდლოდ გადაცემის გამო, ა-----– ბ--------- და ა-–-- გ--------- დააკავეს და ეს იყო ბიზნესზე ზეწოლის გამო;

 

2.22. მოწმედ დაკითხულმა ა---ი კ------–----ემ განმარტა, რომ იყო მისო ,,კ--------–ი“-ს კრედიტ ოფიცერი ჩხოროწყუში. დაიბარეს პროკურატურაში დაკითხვაზე და ეკითხებოდნენ მისო ,,კ--------–ი“-ს უკანონო საქმიანობის შესახებ, კერძოდ, როგორ ათეთრებდნენ ფულს, პროცენტზე ზევით, დამატებით რამდენს ახდევინებდნენ მომხმარებელს. იძულების გამო თქვა ტყუილი და აჩვენა, რომ მ--–---- ძ-----ს გადასცა 5000 ლარი;

 

2.23. მოწმედ დაკითხულმა ჯ----– ბ-----ამ განმარტა, რომ იყო მისო ,,კ--------–ი“-ს მომხმარებელი. 2012 წლის გაზაფხულზე დაიბარეს პროკურატურაში ქუთაისში, ჰკითხეს, ა-----– ბ---------ს როდის და რამდენი მისცა ქრთამი. უპასუხა, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ქონია და არც ზეწოლა განუცდია;

 

2.24. მოწმედ დაკითხულმა გ--- შ----–----ემ განმარტა, რომ არის საკრედიტო რისკების უფროსი. 2012 წელს მიაკითხა თანამშრომელმა და უთხრა, რომ დაიბარეს დაკითხვაზე. კითხვები ეხებოდა სესხის აღების პროცედურებს და იპოთეკას, ყალბი სესხის გაცემას. ითხოვდნენ მათთვის სასარგებლო პასუხის გაცემას. ჩვენება არ იყო ოფიციალური;

 

2.25. მოწმედ დაკითხულმა ნ---- ჯ-----ემ განმარტა, რომ არის სესხის ოფიცერი. 2012 წლის გაზაფხულზე პოლიციამ წაიყვანა ქალაქის პროკურატურაში. ედავებოდნენ, რომ იღებდა ქრთამს, ჰქონდათ ხელშეკრულების ასლები და აღნიშნულის შესახებ ეკითხებოდნენ. შემდეგ დაუსახელეს ვიღაც ქალი, რომელსაც სესხი არ მიუღია და აინტერესებდათ ვის გადაეცა თანხა. დატოვეს ოთახში მარტო, რომ უთხრეს ფარულად მიეტანა მათთვის საბუთები, რასაც შემდეგ ეტყოდნენ, ამ სახის თანამშრომლობაზე განაცხადა უარი;

 

2.26. მოწმედ დაკითხულმა თ----- გ---------იანმა განმარტა, რომ არის რისკების ექსპერტი. 2102 წლის გაზაფხულზე გაიყვანეს სახლიდან ღამის 12 საათზე და წაიყვანეს პროკურატურაში. მოითხოვეს ინფორმაცია აღმასრულებელი საბჭოს წევრების შესახებ, უთხრეს, რომ იღებდა ქრთამს და უნაწილებდა ხელმძღვანელობას, შემდეგ გადაიყვანეს კ--- ს-----ესთან და გ--–--ესთან. შემდეგ შემოიყვანეს პროვოკატორი ქალი, რომელმაც იყვირა ამან დამღუპაო. შემდეგ გაუშვეს და გააფრთხილეს სამსახურში არაფერი ეთქვა დაკითხვის შესახებ;

 

2.27. მოწმედ დაკითხულმა (სკაიპი. აშშ) ა-–-- რ-------–ამ განმარტა, რომ არის მეწარმე, ბიზნესმენი. იგი იცნობდა მოსარჩელეებს. 2011 წელს სს ,,კ--------–ში“ მოახდინა ინვესტირება, იგი არის სს ,,კ--------–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. იცის, რომ მოსარჩელეებს ედავებოდნენ აქციების უკანონოდ გადაცემას, რაც არასწორი იყო, რადგან აქციების გადაცემის კანონიერება დადგინა საერთაშორისო იურიდიულმა კომპანიამ. ა-----– ბ--------ის და ა-–-- გ-------ის დაკავების გამო შეხვდა პრემიერ მინისტრ ნ--- გ--–------, ამერიკის ელჩს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს თ--- ბ--------–იანს. დაპირდნენ, რომ გამოიძიებდნენ საქმეს, მაგრამ მაინც უარყოფითი შედეგი დადგა, რადგან მიაჩნია, რომ მოსარჩელეებს დანაშაული არ ჩაუდენიათ;

 

2.28. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენდა იმის დადგენა, მესამე პირისგან, საქართველოს პროკურატურა, მომდინარე ქმედება შეიძლება თუ არა განხილული ყოფილიყო, როგორც იძულება, რაც შეიძლება საფუძვლად დადებოდა საპროცესო შეთანხმებით აღიარებული ფაქტის ბათილად ცნობას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.29. სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის დავის საგანს წარმოადგენდა იძულებით დადებული ხელშეკრულებების (აქციების გადაცემა) ბათილად ცნობა. სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. ამავე კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ამავე კოდექსის 87-ე მუხლის თანახმად, იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა იგი მიმართულია გარიგების ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ;

 

2.30. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები უთითებდნენ მესამე პირის, საქართველოს პროკურატურის მუშაკების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ მუქარაზე, რის გამოც შეექმნათ ქონების რეალური დაკარგვის შიში და იძულებით დადეს საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზედაც მათ მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზი ვერ ქმნიდა ლოგიკურ ჯაჭვს, რაც სასამართლოს მისცემდა დასკვნის საშუალებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეების მიერ აქციების ფ-----ი ,,კ--------–ისათვის“ დაბრუნება მათზე რაიმე ფორმით განხორციელებული იძულების შედეგი იყო;

 

2.31. პირველ ყოვლისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ წარმოადგენს მოსარჩელეთა მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის მცდელობას, თუმცა ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე (განაჩენი მტკიცებულებად ერთვის საქმეს), სასამართლო ვალდებულია ნაწილობრივ კვლავ დაადგინოს სამოქალაქო დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის საფუძველზე, სისხლის სამართლის წესით დადგენილ განაჩენს არ აქვს პრეიუდიციული მნიშვნელობა სამოქალაქო დავის გადაწყვეტისას. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელთა განმარტება მათზე სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში, პროკურატურის მუშაკების მხრიდან იძულების და მუქარის განხორციელების თაობაზე;

 

2.32. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ ს-----–---------- ჰ--------------–ი ც------ი ,,ა---------ი“-ს მიერ 1998 წლის 07 დეკემბერს ოქმი N1 დამტკიცდა ფ-----ი (შემდეგში ფ-----ი) ს-----–---------- ჰ--------------–ი ც------ი ,,ა---------ი“-ს წესდება, რომლითაც განისაზღვრა ფ-----ის მიზნები და ამოცანები. კერძოდ, წესდების მე-4 მუხლის 4.4 პუნქტით - ფ-----ს აქვს უფლება გასცეს სესხები, აწარმოოს მიკრო-სასესხო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის სრული დაცვით, ამისათვის მას ასევე შეუძლია დააფუძნოს სამეწარმეო და არასამეწარმეო ტიპის იურიდიული პირები და მიღებული შემოსავალი გამოიყენოს ფ-----ის საერთო მიზნების განსახორციელებლად. დადგენილია, რომ 2004 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე, განხორციელდა ფ-----ი ა---------ის რეორგანიზაცია და მას გამოეყო არასამოწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ფ-----ი კ--------–ი“. ფ-----ი კ--------–ის წესდების მე-2 მუხლის (ფ-----ის მიზნები) 2.3.1. პუნქტით, ფ-----ი თავისი მიზნების განსახორციელებლად კანონით დადგენილი წესით: გასცემს უნაცვალგებო ფინანსურ დახმარებას (გრანტებს) ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის კერძო ინიციატივის განვითარების ხელშეწყობისა და წახალისებისათვის ფ-----ის მიზნების შესაბამისად; 2.3.2. აქვს უფლება გასცეს სეხები, აწარმოოს მიკრო-საფინანსო საქმინაობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის სრული დაცვით, ამისათვის მას ასევე შეუძლია დააფუძნოს სამეწარმეო და არასამეწარმეო ტიპის იურიდიული პირები და მიღებული შემოსავალი გამოიყენოს ფ-----ის საერთო მიზნების განსახორციელებლად;

 

2.33. დადგენილია, რომ 2007 წლის 21 აგვისტოს ფ-----ი კ--------–ის გადაწყვეტილებით, ,,მიკროსაფინასო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ფ-----მა დააფუძნა სააქციო საზოგადოება, მიკროსაფინანო ორგანიზაცია „კ--------–ი“. სასამართლო ფ-----ის რეორგანიზაციის ამ ეტაპამდე სრულად ეთანხმება მოსარჩელის წარმომადგენელს იმის შესახებ, რომ მიკროსაფინანო ორგანიზაცია „კ--------–ი“-ს დაფუძნებით კანონი არ დარღვეულა, რასაც ვერ ვიტყვით მიკროსაფინანო ორგანიზაცია ფ-----ი „კ--------–ი“-ს 2007 წლის 12 სექტემბრის გამგეობის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ფ-----ი კ--------–ის 1,238,788 აქცია მისო კ--------–ში უსასყიდლოდ გადაეცად შემდეგ პირებს: ა-----– ბ---------ს - 505,270 აქცია, მისო კ--------–ის საწესდებო კაპიტალის 33.005%; მ--–---- ძ-----ს - 319,269 აქცია, მისო კ--------–ის საწესდებო კაპიტალის 20.855%; დ----- ბ------–---ს 189,958 აქცია, მისო კ--------–ის საწესდებო კაპიტალის 12.408 %; ა-–-- გ---------ს 129,971 აქცია, მისო კ--------–ის საწესდებო კაპიტალის 8.490%; პ----- წ--–------ს-94, 320 აქცია, მისო კ--------–ის საწესდებო კაპიტალის 6.161 %;

 

2.34. სასამართლომ აღნიშნა, რომ ფ-----ი ,,კ--------–ის“ აქციების უსასყიდლო გადაცემა არსებითად ეწინააღმდეგებოდა ფ-----ის მიზნებს, რადგან ფ-----ი ,,კ--------–ი“-ს წესდების მე-2 მუხლის (ფ-----ის მიზნები) 2.3.1. პუნქტით დადგენილია, რომ ფ-----ი თავისი მიზნების განსახორციელებლად კანონით დადგენილი წესით: გასცემს უნაცვალგებო ფინანსურ დახმარებას (გრანტებს) ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის კერძო ი--–------ის განვითარების ხელშეწყობისა და წახალისებისათვის ფ-----ის მიზნების შესაბამისად; 2.3.2. ფ-----ს აქვს უფლება გასცეს სეხები, აწარმოოს მიკრო-საფინანსო საქმინაობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის სრული დაცვით, ამისათვის მას ასევე შეუძლია დააფუძნოს სამეწარმეო და არასამეწარმეო ტიპის იურიდიული პირები და მიღებული შემოსავალი გამოიყენოს ფ-----ის საერთო მიზნების განსახორციელებლად. სწორედ, ფ-----ის საერთო მიზნების (წესდების მე-2 მუხლი) ხელყოფად იქნა მიჩნეული და 2012 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტი-კორუფციული სამსახურის მიერ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე (სს კოდექსის 2---- მუხლი; 1---- მუხლი) ხუთი აქციონერის - დ----- ბ------–---ის, მ--–---- ძ-----ს, პ----- წ--–------ს, ა-----– ბ--------ის და ა-–-- გ---------ს წინააღმდეგ. სისხლის სამართლის საქმის არსი მდგომარეობდა 2007 წელს აქციათა უსასყიდლოდ გადაცემით, გამგეობის წევრების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შედეგად ფ-----ი კ--------–ისთვის მიყენებული ზიანის ფაქტში. დადგენილია, რომ ფაქტის გამო, 2012 წლის 19 მარტის დადგენილებით, საქმეში დაზარალებულად ცნობილი იქნა ააიპ ფ-----ი ,,კ--------–ი“;

 

2.35. სისხლის სამართლის საქმე დასრულდა 2012 წლის მარტში ბრალის აღიარების თაობაზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებით, რასაც წინ უსწრებდა აქციონერების მიერ ფ-----ი კ--------–ისთვის აქციების დაბრუნება მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით. მოსარჩელეების განმარტებით, მათზე, როგორც მეწარმეებზე, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდა ზეწოლა ინვესტიციების უკანონო დასაკუთრების მიზნით, მაგრამ ვინაიდან მათ მოახდინეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება, იძულებული გახდნენ ცრუ ბრალდებით, პასუხისგებაში მიეცათ მოსარჩელეები და შემდეგ საპროცესო შეთანხმების ბოროტად გამოყენებით, მოახდინეს მოსარჩელეების ბრალდება, დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მოსარჩელეებს იძულებით დაათმობინეს აქციები მოპასუხის სასარგებლოდ, თუმცა მოსარჩელეებმა წარმოდგენილ სარჩელში და ვერც მოწვეულმა მოწმეებმა სასამართლო პროცესზე, ვერ მიუთითეს თუ კონკრეტულად ვისი მხრიდან განხორციელდა მუქარა და რა იყო მუქარის მიზანი და ობიექტი. მოწმეთა მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ დაიბარეს პროკურატურაში და გამოკითხეს სს მისო ,,კ--------–ი“-ს საქმიანობის შესახებ, სასამართლოს რწმენით არ იძლეოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 85-86-ე მუხლების შემადგენლობას, გარდა ამისა, არ არსებობდა გარიგების ბათილობის საფუძველი არც მართლსაწინააღმდეგობისა და ამორალურობის საფუძვლით, რადგან გარიგების იძულებით დადებულად მიჩნევის მიზნებისათვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს იძულების ფაქტი;

 

2.36. სასამართლომ მიიჩნია, რომ იძულების ფაქტი მოიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ იძულებასაც. სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ სამართალდამცავ ორგამოებათან მოქალაქის ურთიერთობა (პროკურტურაში გამოკითხვაზე დაბარება, გამოკითხვის პროცედურა და ა.შ) ცხადია იწვევს ცალკეული პიროვნებების დისკომფორტს, თუმცა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტის კვლევა წარმოადგენს პროკურატურის პრეროგატივას და წინამდებარე შემთხვევაშიც, წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომ პროკურატურის თანამშრომლები, რაიმე ფორმით გასცდნენ უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც გამოსაკითხი პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია. საყურადღებოა, რომ გამოძიების პროცესში არ დაფიქსირებულა პროკურატურის გენერალურ ინსპექციისადმი მიმართვა რაიმე ფორმით უფლების დარღვევის თაობაზე. ამასთან, საპროცესო შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს საქართველოს პროკურატურის დისკრეციულ უფლებას და კანონი არ ავალდებულებს პროკურორს რომელიმე ბრალდებულთან გააფორმოს ასეთი შეთანხმება;

 

2.37. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, მოსარჩელე დ----- ბ------–---ის და სხვა მოსარჩელეების განმარტება იმის შესახებ, რომ ვინაიდან ა-----– ბ--------- და ა-–-- გ--------- სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, მათ აღნიშნული აღიქვეს ზეწოლად და დაკავების შიშით აღიარეს დანაშაული, რადგან აღსანიშნავია, რომ ა-----– ბ--------- და ა-–-- გ--------- დაკავებული იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით და ერთადერთი, რაც მათ ემუქრებოდა, იყო ის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, წარსდგებოდა სასამართლოს წინაშე და მათ მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენი, რაც სრულიად კანონიერი მოქმედებაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობდა იძულების შემადგენელი ნაწილი - რეალური საფრთხე, რომელიც მოსარჩელეების პიროვნებას, ქონებას ან/და მათი ოჯახის წევრებს ემუქრებოდა. მოსარჩელის მიერ მოპასუხის მხრიდან იძულების საფუძვლად მითითებული ფაქტები, წარმოადგენდა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის საკმარისი არ იყო;

 

2.38. მოცემულ შემთხვევაში, ააიპ ფ-----ი ,,კ--------–ი“-ს აქციათა უსასყიდლოდ გასხვისება არანაირად არ შედიოდა ფ-----ის მიზნებში, რადგან აქციათა გასხვისებით, ფ-----ს არ მიუღია სარგებელი და ცხადია შემცირდა მისი მიზნების (იხ.ტ.1. ს.ფ 85) განხორციელების შესაძლებლობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქმედებაში შეინიშნებოდა ააიპ პირის სამეწარმეო საქმიანობაზე არსებითად გადასვლის ნიშნები, რაც დასაშვებია (სს კოდექსის 33-ე მუხლი), მაგრამ პროცესი უნდა იყოს გამჭირვალე და კანონის ფარგლებში. ამდენად, ვინიდან ააიპ ფ-----ი ,,კ--------–ი“-ს საქმიანობის სფერო ასევე იყო მიკრო და მცირე სესხების გაცემა, უსასყიდლოდ ქონების (აქციების) გადაცემა მოსარჩელეების საკუთრებაში წარმოადგენდა კანონსაწინაარმდეგო გარიგებას, ქმედების გამო ააიპ ფ-----ი ,,კ--------–ი“ ცნობილი იქნა დაზარალებულად, სისხლის სამართლის საქმეში გამოდიოდა დაზარალებულის სტატუსით, ფ-----ის წარმომადგენელმა აჩვენა, რომ აქციათა უსასყიდლო გადაცემით ფ-----მა განიცადა ზიანი და ამ მიზნით დაწყებული სისხლის სამართლის წარმოების პროცესში, უფლებამოსილი პირის მიერ (გამომძიებელი) მოწმის და შესაძლო სამართალდამრრვევის გამოკითხვა ვერ ჩაითვლებოდა იძულებად;

 

2.39. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები მოსარჩელეებმა სასამართლოს ვერ დაუდასტურეს.

 

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს დ----- ბ------–---მა, მ--–---- ძ-----მ, პ----- წ--–------მ, ა-----– ბ---------მ, ა-–-- გ---------მ

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტების განმარტებით, სასამართლო მიუთითებს მოწმედ დაკითხული ნ-----–---- ლ---–--ის ჩვენებაზე. მოწმის ჩვენებიდან ამონარიდი სასამართლოს მიერ მოცემულია კონტექსტისა და იმ არსებითი გარემოებების მოხსენების გარეშე, რასაც საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. კერძოდ, სასამართლომ სრული იგნორირება გაუკეთა ნ-----–---- ლ---–--ის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც მან ახსნა სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ--------–ის" საქმიანობის არსი და მისი განსაკუთრებული მოწყვლადობა ხელმძღვანელი პირების მიერ დაწყებული და მიმდინარე დევნის მიმართ. ნ-----–---- ლ---–--ემ დაადასტურა, რომ აპელანტების მიერ არარსებული დანაშაულის აღიარების ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია იყო კომპანიის საქმიანობისთვის არსებითი, გამოუსწორებელი ზიანის თავიდან აცილება;

 

3.2. სასამართლომ არასწორად წარმოადგინა მოწმედ დაკითხული ა---ი კ------–--აძის, გ--- შ----–----ის, ნ---- ჯ-----ის და თ----- გ---------იანის ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს გამოძიების მხრიდან დამაშინებელი, დამამცირებელი და ძალადობრივი ქმედებები აპელანტების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მისაღებად;

 

3.3. გადაწყვეტილებაში არსებითად მცდარია 2012 წელს პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალის წარმოდგენა. კერძოდ, გადაწყვეტილებაში ნახსენებია, რომ ბრალის წაყენება მოხდა ფ-----ი "კ--------–ის" მიზნებთან შეუსაბამო ქმედებების გამო. 2012 წელს წაყენებული ბრალის ფორმალური საფუძველი იყო საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 36-ე მუხლით დადგენილი აკრძალვის პირობებში აქციების გასხვისება;

 

3.4. გადაწყვეტილებაში ნახსენებია, რომ „სისხლის სამართლის საქმის არსი მდგომარეობდა 2007 წელს აქციათა უსასყიდლოდ გადაცემით, გამგეობის წევრების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შედეგად ფ-----ი კ--------–ისთვის მიყენებული ზიანის ფაქტში". გადაწყვეტილება იმდენად ზერელედ არის მომზადებული, რომ სასამართლომ იმ მარტივი ფაქტის გააზრებაც ვერ მოახერხა, რომ აპელანტებისთვის წაყენებული ბრალი არსებითად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რადგანაც 5 პირიდან მხოლოდ 3 პირი (ა-----– ბ---------, პ----- წ--–------ და ა-–-- გ---------) იყო ფ-----ი "კ--------–ის" გამგეობის წევრი, რის გამოც მათი ბრალდება უკავშირდებოდა სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, ხოლო დ----- ბ------–---სა და მ--–---- ძ-----ს, რომლებიც არ იყვნენ ფ-----ი "კ--------–ის" გამგეობის წევრები, ბრალი დაედოთ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ფლობა და სარგებლობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმე დასრულდა 2012 წლის მარტში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ა-----– ბ--------ის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმება და მისი დამნაშავედ ცნობა განხორციელდა 2012 წლის 2 მაისს;

 

3.5. სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ "მოსარჩელეებმა წარმოდგენილ სარჩელში და ვერც მოწვეულმა მოწმეებმა სასამართლო პროცესზე, ვერ მიუთითეს თუ კონკრეტულად ვისი მხრიდან განხორციელდა მუქრა და რა იყო მუქარის მიზანი". სასამართლოს ამგვარი შეფასება სამწუხაროდ მოულოდნელი აღარ არის გადაწყვეტილებაში ცალსახად გამოკვეთილი ზერელე დამოკიდებულებიდან გამომდინარე, თუმცა, სრულიად აღმაშფოთებელია, რადგან აღნიშნული ადასტურებს, რომ სასამართლომ არც კი წაიკითხა თუნდაც წარდგენილი სარჩელი ან უარეს შემთხვევაში, განზრახ უგულებელყო სარჩელში არაერთხელ პირდაპირ დასახელებული გამომძიებელი ა-–---------- მ---–--ე, რომელიც წარმოადგენდა მუქარის კომუნიკაციის მთავარ წყაროს. როგორც წარდგენილ სარჩელში, ისე საქმის განხილვის დროს აპელანტებმა არა ერთხელ ნათლად განმარტეს თუ რა იყო მუქარის მიზანი და ობიექტი. მუქარის მიზანი იყო აპელანტების მიერ შექმნილი ქონებრივი სიკეთის მითვისება, რომელმაც საერთაშორისო წნეხის შემდეგ განიცადა ტრანსფორმაცია და მიზნად დაისახა სახელმწიფოს შელახული რეპუტაციის გადარჩენა და აპელანტების დასჯა. მუქარის ობიექტს წარმოადგენდა აპელანტების ქონებრივი სიკეთე, "მისო კ--------–ი", მათი პირადი და ოჯახის წევრების თავისუფლება და კეთილდღეობა;

 

3.6. ფაქტობრივ გარემობაში სასამართლო აღნიშნავს, რომ ფ-----ი კ--------–ის მოღვაწეობა საქართველოში დაიწყო 1990 წლის 3 ოქტომბერს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც ფ-----ი კ--------–ი რეორგანიზაციის შედეგად 2004 წლის 24 აპრილს წარმოიშვა;

 

3.7. აპელანტთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს 2012 წელს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული იძულება, რაც გამოიხატა სახელმწიფოს არა ერთი კონკრეტული ორგანოს ცალკე აღებულ ქმედებაში, არამედ სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოთა მიერ განხორციელებულ ქმედებებათა ერთობლიობაში, რასაც კომპლექსური და ძალადობრივი ხასიათი ჰქონდა. აპელანტებმა საკუთრება დათმეს იძულებით, საკუთარი, ოჯახის წევრებისა და ქონების, არსებითი ინტერესების მიმართ რეალური მუქარის და ძალადობის გამო, რასაც სახელმწიფოს მხრიდან 2011-2012 წლებში სისტემატური ხასიათი ჰქონდა. აპელანტების მოთხოვნა ემყარება სახელმწიფოს მხრიდან მომდინარე იძულებას, რომელსაც განსაკუთრებული სპეციფიკა ახასიათებს და სპეციალურ მიდგომას საჭიროებს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მხრიდან მოხდა უგულებელყოფა იმ ფაქტისა, რომ სახელმწიფოს, როგორც იძულების განმახორციელებელ სუბიექტს, თავის მხრივ გააჩნია უპირატესობა ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, რაც ართულებს დაზარალებულის მხრიდან მსგავსი იძულების ფაქტების მტკიცებას და სასამართლოს წინაშე მას არათანაბარ პირობებში აყენებს. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას და მტკიცების ტვირთის დაკისრებისას, სავალდებულოდ გასათვალისწინებელი იყო ის ობიექტური თუ სუბიექტური უთანასწორობა, რომლის მსხვერპლნიც აპელანტები იყვნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში;

 

3.8. 2007 წელს ფ-----ი "კ--------–ის" მიერ აპელანტებისთვის აქციების გადაცემა განხორციელდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, ფ-----ი "კ--------–ის" მიზნების შესაბამისად, გამჭვირვალედ და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც სადაოდ არ გაუხდია მოწინააღმდეგე მხარეს 2007 წლიდან დღემდე, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს. 2007 წელს აპელანტებისთვის აქციების გადაცემის კანონიერებას ადასტურებს მოწინააღმდეგე მხარე, რაც წარმოადგენს მხარის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული პროცესუალურ აღიარებას და უნდა გამხდარიყო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების საფუძველი;

 

3.9. 2019 წლის 15 თებერვლის სხდომაზე კითხვა-პასუხის დროს მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მიერ მოყვანილი განცხადებები, წარმოადგენს იმ არსებითი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას, რომელზეც აპელანტები მოთხოვნას ამყარებენ. შეკითხვების ეტაპის შემდეგ, მხარეთა პაექრობის ეტაპზე, აპელანტების წარმომადგენელმა სასამართლოს დეტალურად მიუთითეს აღნიშნული საპროცესო აღიარების შესახებ და სთხოვეს, საქმის გადაწყვეტის დროს აღიარების გათვალისწინება;

 

3.10. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლო არასწორად აფასებს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, მტკიცების ტვირთის დადგენილ სტანდარტებს და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილების 2.1-2.8. პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს შემდეგს:

 

4.2. დადგენილია, რომ 2012 წლის 09 მარტს, ა-----– ბ---------ს და ა-–-- გ---------ს, ხოლო 2012 წლის 13 მარტს, პ----- წ--–------ს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 2---- მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსულების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოიწვია.

(იხ. დადგენილებები, ტომი 1, ს/ფ 129-140).

 

4.3. დადგენილია, რომ 2012 წლის 13 მარტს, მ--–---- ძ-----ს და დ----- ბ------–---ს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 1---- მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით ქონების ფლობას და სარგებლობას.

(იხ. დადგენილებები, ტომი 1, ს/ფ 141-149).

 

4.4. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელით სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს:

1) ბათილად იქნეს ცნობილი:

_ 2012 წლის 22 მარტის გარიგება, რომლითაც დ----- ბ------–---მა მოპასუხე ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ს“ საკუთრებაში გადასცა 191,158 აქცია;

_ 2012 წლის 22 მარტის გარიგება, რომლითაც მ--–---- ძ-----მ მოპასუხე ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ს“ საკუთრებაში გადასცა 320,469 აქცია;

_ 2012 წლის 22 მარტის გარიგება, რომლითაც პ----- წ--–------მ მოპასუხე ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ს“ საკუთრებაში გადასცა 95,520 აქცია;

_ 2012 წლის 22 მარტის გარიგება, რომლითაც ა-–-- გ---------მ მოპასუხეს საკუთრებაში გადასცა 120,371 აქცია;

_ 2012 წლის 02 მაისის გარიგება, რომლითაც ა-----– ბ---------მ მოპასუხე ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ს“ საკუთრებაში გადასცა 451,165 აქცია;

2) გარიგების ბათილობიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს; დ----- ბ------–---ს, მ--–---- ძ-----ს, პ----- წ--–------ს, ა-----– ბ---------ს და ა-–-- გ---------ს საკუთრებაში გადაეცეს მოპასუხე ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ის“ საკუთრებაში არსებული მისო ,,კ--------–ის“ აქციები - დ----- ბ------–---ს - 191,158 აქცია; მ--–---- ძ-----ს - 320,469 აქცია; პ----- წ--–------ს - 95,520 აქცია; ა-–-- გ---------ს - 120, 371 აქცია და ა-----– ბ---------ს - 451,165 აქცია;

3) დაეკისროს მოპასუხე ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ს“:

_ მოსარჩელე დ----- ბ------–---ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ 2012 წელს გადაცემული დივიდენდის ოდენობის 15,321.00 ლარის გადახდა;

_ მოსარჩელე მ--–---- ძ-----ს სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ 2012 წელს გადაცემული დივიდენდის ოდენობის 20,018.00 ლარის გადახდა;

_ მოსარჩელე პ----- წ--–------ს სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ მიერ 2012 წელს გადაცემული დივიდენდის ოდენობის 7.607.00 ლარის გადახდა;

_ მოსარჩელე ა-–-- გ---------ს სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ მიერ 2012 წელს გადაცემული დივიდენდის ოდენობის 10,484.00 ლარის გადახდა;

_ მოსარჩელე ა-----– ბ--------ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ მიერ 2012 წელს გადაცემული დივიდენდის და აქციათა ნაწილის გასხვისების შედეგად მიღებული ოდენობის - 96,058.00 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელეების მითითებით: 2012 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე (სს კოდექსის 2---- მუხლი; 1---- მუხლი) ხუთი აქციონერის - დ----- ბ------–---ის, მ--–---- ძ-----ს, პ----- წ--–------ს, ა-----– ბ--------ის და ა-–-- გ---------ს წინააღმდეგ. სისხლის სამართლის საქმის არსი მდგომარეობდა 2007 წელს აქციათა გადაცემით, გამგეობის წევრების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შედეგად ფ-----ი კ--------–ისთვის მიყენებული ზიანის ფაქტში;

_ სისხლის სამართლის საქმე დასრულდა 2012 წლის მარტში ბრალის აღიარების თაობაზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებით, რასაც წინ უსწრებდა აქციონერების მიერ ფ-----ი კ--------–ისთვის აქციების დაბრუნება თითქოსდა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით;

_ მათზე, როგორც მეწარმეებზე სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდა ზეწოლა ინვესტიციების უკანონო დასაკუთრების მიზნით, მაგრამ ვინაიდან მათ მოახდინეს ფაქტის შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება, იძულებული გახდნენ ცრუ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცათ მოსარჩელეები და შემდეგ საპროცესო შეთანხმების ბოროტად გამოყენებით, მოახდინეს მოსარჩელეების ბრალდება, დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მოსარჩელეებს იძულებით დაათმობინეს აქციები მოპასუხის სასარგებლოდ.

 

4.5. დადგენილია, რომ აქციების დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში, კერძოდ, 2012 წლის 26 დეკემბერს, მოსარჩელეებმა წერილობითი პრეტენზიით მიმართეს მოპასუხეს და დააფიქსირეს აქციათა დაბრუნების იძულებითი განხორციელება და გარიგებათა მართლსაწინააღმდეგო ხასიათზე. მათ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მათზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზემოქმედების გამო და ხელისუფლების მხრიდან შემდგომი შურისძიების თავიდან აცილების მიზნით აქციონერებმა აღიარეს ვითომდა ჩადენილი დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის საფუძველზე აქციონერებმა ფ----- ,,კ--------–ს” გადასცეს მათ საკუთრებაში არსებული აქციები და მიღებული დივიდენდები: ა-----– ბ---------მ - 451,165 აქცია; ა-–-- გ---------მ - 120, 371 აქცია; მ--–---- ძ-----მ - 320,469 აქცია; დ----- ბ------–---მა - 191,158 აქცია; პ----- წ--–------მ - 95,520 აქცია; ხოლო დაბრუნებული დივიდენდის სახით ფ-----მა მათგან მიიღო 149,488 ლარი.

(იხ. მიმართვა, ტომი 1, ს/ფ 376).

 

4.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 15.11.2019წ. სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის/დირექტორის ნ-----–---- გ---–--ის მიერ წერილობით წარმოდგენილი განცხადების თანახმად: მოცემულ საქმეზე ა(ა)იპ ,,-------ი კ--------–მა“ მოახდინა იმ ფაქტობრივი გარემოებების საპროცესო აღიარება, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფოს მხრიდან აპელანტებზე იძულებასთან. მოპასუხე მხარემ აღიარა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტებმა (მოსარჩელეებმა) დაშინებისა და მუქარის საფუძველზე გააფორმეს საპროცესო გარიგება და აქციების დაბრუნების შესახებ გარიგება. შესაბამისად, საპროცესო გარიგებები და აქციების ფ----- კ--------–ზე გადაცემის გარიგებები დაიდო თვით დ----- ბ------–---ის, მ--–---- ძ-----ს, პ----- წ--–------ს, ა-----– ბ--------ის და ა-–-- გ---------ს ნამდვილი ნების საწინააღმდეგოდ. ამასთან, ცალსახად განაცხადა, რომ ა(ა)იპ ,,-------ი კ--------–ი“ არ ცნობს სარჩელს ან სააპელაციო საჩივარს, რადგან სასამართლომ იძულების ფაქტის საპროცესო აღიარების პირობებში თავად უნდა იმსჯელოს დასაბუთებულია თუ არა სარჩელი და სააპელაციო საჩივარი.

(იხ. 14.11.2019წ. განცხადება).

 

4.7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 15.11.2019წ. სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის/დირექტორის ნ-----–---- გ---–--ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, ა(ა)იპ ,,-------ი კ--------–მა“ აღიარა მოსარჩელეების მიერ სარჩელში მითითებული იძულებით დადებული გარიგების საფუძვლები, ასევე აღიარა დივიდენდების განაწილების ფაქტი.

(იხ. 15.11.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.8. მოსარჩელეები სარჩელში სადავო გარიგებების ბათილობის საფუძვლად უთითებენ სსკ-ის 85-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან;

 

4.9. გარიგების იძულებით დადების ფაქტთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 85-ე-87-ე მუხლები, საცილო გარიგების ნაირსახეობას აწესრიგებენ და ამავე კოდექსის 55.1 მუხლისაგან განსხვავებულ მტკიცების საგანს ადგენენ, შესაბამისად, უნდა შემოწმდეს, სახეზე არის თუ არა იძულების მარეგულირებელი ნორმათა წინაპირობები. სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუ გარიგება დადებულია მხოლოდ იძულების წყალობით. იძულებით დადებული გარიგების შემთხვევაში საქმე გვაქვს ნების ნაკლის საფუძველზე დადებულ გარიგებასთან, სადაც ნების თავისუფლება აშკარად არის ხელყოფილი. ამ დროს ადგილი აქვს დაზარალებულის თავისუფალი ნების აშკარა მოდრეკას;

 

4.10. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მოსარჩელეები მათზე განხორციელებულ მესამე პირის - სახელმწიფოს მიერ ზემოქმედებაზე (იძულებაზე) აპელირებენ, რასაც ა(ა)იპ ,,-------ი კ--------–ი“-ს სასარგებლოდ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დათმობის მოტივად მიიჩნევენ. ამდენად, ზემოქმედების დადასტურების შემთხვევაში, მესაკუთრის მიერ გამოვლენილი ნება ვერ ჩაითვლება ნამდვილად;

 

4.11. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტების დროს, იძულების დადასტურება პირდაპირი მტკიცებულებებით ძალიან რთულია და ამ დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს მხარის ობიექტური შესაძლებლობა, წარმოუდგინოს სასამართლოს იძულების მამტკიცებელი პირდაპირი მტკიცებულებები, მით უმეტეს, ისეთ ვითარებაში, როდესაც, მოსარჩელის განმარტებით, იძულება ხორციელდებოდა პროკურატურის მხრიდან, რომელთაც გააჩნდათ დიდი ბერკეტი მოსარჩელის სისხლის სამართლებრივი დევნის მიმდინარე პროცესში. ცხოვრებისეული გამოცდილება აჩვენებს, რომ იძულების განმახორციელებელი პირები ყოველთვის იკავებენ თავს მათ მიერ გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების დაფიქსირებისა და გამხელისაგან, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც შესაძლებელია მათი ქცევა აღიქმებოდეს დანაშაულის ჩადენად, დანაშაულის ფაქტის დაფარვად. იძულების განმახორციელებელი პირი ყოველთვის მოქმედებს გააზრებულად და ფრთხილად მისთვის საინტერესო მიზნის მიღწევის პროცესში, რის გამოც, ძალიან რთული ხდება საჭირო მტკიცებულებების მოპოვება. ამიტომ, მნიშვნელოვანია მტკიცებულებები შეფასდეს გონივრულობის, ჯეროვანების პრინციპიდან გამომდინარე;

 

4.12. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ მოსარჩელეების მიერ ა(ა)იპ ,,-------ი კ--------–ი“-სათვის მათი წილის საკუთრებაში გადაცემის შესახებ სადავო გარიგებების დადებას წინ უსწრებდა მათ მიმართ საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპატამენტის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ფ-----ი კ--------–ისთვის მიყენებული ზიანის თაობაზე, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ აქციების დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში, კერძოდ, 2012 წლის 26 დეკემბერს, მოსარჩელეებმა წერილობითი პრეტენზიით მიმართეს მოპასუხეს და დააფიქსირეს აქციათა დაბრუნების იძულებითი განხორციელება და გარიგებათა მართლსაწინააღმდეგო ხასიათზე;

 

4.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას;

 

4.14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო სხდომაზე, მოწინააღმდეგე მხარემ/მოპასუხემ აღიარა და სადავოდ არ გაუხდია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იძულებასთან დაკავშირებით;

 

4.15. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მოწინააღმდეგე მხარის/მოპასუხის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემობებების აღიარების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატას ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეების მიერ გამოვლენილი ნება ა(ა)იპ ,,-------ი კ--------–ი“-სათვის მათი კუთვნილი აქციების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე ბათილია;

 

4.16. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ამავე კოდექსის 978-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე. ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით;

 

4.17. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმების მიზნებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს, მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ, მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას), შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე;

 

4.18. სააპელაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული სადავო ხელშეკრულება (წილის დათმობა) წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლით - „ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით“ გათვალისწინებულ ჩუქების სამართლებრივ ურთიერთობას. აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში გამჩუქებელი ვალდებულია, ყოველგვარი სასყიდლის გარეშე, საკუთრებაში გადასცეს დასაჩუქრებულს ქონება, ამ უკანასკნელის თანხმობით. დასახელებულ შემთხვევაში, დადებული გარიგებისათვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, ნების ნამდვილობა, ანუ ქონების განკარგვა, უნდა მოხდეს მხარეთა ნების თავისუფალი და ნამდვილი გამოვლენის საფუძველზე (აღნიშნულ საკითხზე დავის წარმოშობისას, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილება დამოკიდებულია დავის საფუძვლებზე, სუბიექტებზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და სხვ.);

 

4.19. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგების ნამდვილობა ეჭვქვეშ დგას იმ საფუძვლით, რომ გამჩუქებელი, საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გამო, იძულებული გახდა, მიეღო წილის უსასყიდლოდ დათმობის გადაწყვეტილება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან დასაჩუქრებული (მოპასუხე) სააპელაციო სასამართლოში დაეთანხმა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც მითითებულია სარჩელში და სააპელაციო საჩივარში მოსარჩელის (აპელანტის) იძულებასთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ფაქტობრივ მოცემულობაში მოსარჩელეს (აპელანტს) არც არაფერი დარჩა სამტკიცებელი მასზე განხორციელებული იძულების თაობაზე, რაც გამჩუქებლის მიერ დადებული გარიგების ბათილობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა;

 

4.20. ზემოთ მითითებული მსჯელობისა და დასკვნების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მიუხედავად, მოსარჩელის (აპელანტების) მიერ გარიგების ბათილობის საფუძვლებზე მითითება, გარიგების დადების პერიოდისათვის, მოსარჩელეებსა და მათ მიერ დაფუძნებულ კომპანიასთან დაკავშირებულ მოვლენათა ჯაჭვისა და იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე დაეთანხმა გარიგების დადებისას მოსარჩელის (აპელანტის) იძულებასთან დაკავშირებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, გარიგების დადების დროს გამჩუქებლის ნების ნამდვილობაზე, ქმნის პრეზუმფციას, რომ გარიგების დადებისას გამჩუქებელი საკუთარი ინტერესებისა და ნების ავტონომიურობის პრინციპის დაცვით არ მოქმედებდა;

 

4.21. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81);

 

4.22. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ი“-სათვის მოსარჩელეების მიერ მათი კუთვნილი აქციების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, ბათილად ცნობისა და მათზე საკუთრების უფლების დაბრუნების, ასევე 2012 წელს გადაცემული დივიდენდის და აქციათა ნაწილის გასხვისების შედეგად მიღებული ოდენობის გადახდის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

4.23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

4.24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;

 

4.25. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. დ----- ბ------–---ის, მ--–---- ძ-----ს, პ----- წ--–------ს, ა-----– ბ--------ის და ა-–-- გ---------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; დ----- ბ------–---ის, მ--–---- ძ-----ს, პ----- წ--–------ს, ა-----– ბ--------ის და ა-–-- გ---------ს სარჩერლი უნდა დაკმაყოფილდეს: ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2012 წლის 22 მარტის გარიგება, დ----- ბ------–---ის მიერ ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ი“-ს საკუთრებაში 191,158 აქციის გადაცემის თაობაზე; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2012 წლის 22 მარტის გარიგება მ--–---- ძ-----ს მიერ ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ი“-ს საკუთრებაში 320,469 აქციის გადაცემის თაობაზე; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2012 წლის 22 მარტის გარიგება, პ----- წ--–------ს მიერ ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ი“-ს საკუთრებაში 95,520 აქციის გადაცემის თაობაზე; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2012 წლის 22 მარტის გარიგება, ა-–-- გ---------ს მიერ ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ი“-ს საკუთრებაში 120,371 აქციის გადასცემის თაობაზე; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2012 წლის 02 მაისის გარიგება, ა-----– ბ--------ის მიერ ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ი“-ს საკუთრებაში 451,165 აქციის გადაცემის თაობაზე; მოსარჩელეებს - დ----- ბ------–---ს, მ--–---- ძ-----ს, პ----- წ--–------ს, ა-----– ბ---------ს და ა-–-- გ---------ს საკუთრებაში უნდა გადაეცეს მოპასუხე - ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ი“-ს საკუთრებაში არსებული მისო ,,კ--------–ი“-ს აქციები შემდეგი ოდენობით: დ----- ბ------–---ს - 191,158 აქცია; მ--–---- ძ-----ს - 320,469 აქცია; პ----- წ--–------ს - 95,520 აქცია; ა-–-- გ---------ს - 120, 371 აქცია; ა-----– ბ---------ს- 451,165 აქცია; უნდა დაეკისროს მოპასუხე - ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ს“, მოსარჩელე დ----- ბ------–---ის სასარგებლოდ, 2012 წლის დივიდენდის გადახდა - 15,321.00 ლარის ოდენობით; უნდა დაეკისროს მოპასუხე - ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ს“, მოსარჩელე მ--–---- ძ-----ს სასარგებლოდ, 2012 წლის დივიდენდის - 20,018.00 ლარის გადახდა; უნდა დაეკისროს მოპასუხე - ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ს“, მოსარჩელე პ----- წ--–------ს სასარგებლოდ 2012 წლის დივიდენდის - 7.607.00 ლარის გადახდა; უნდა დაეკისროს მოპასუხე - ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ს“, მოსარჩელე ა-–-- გ---------ს სასარგებლოდ 2012 წლის დივიდენდის -10,484.00 ლარის გადახდა; უნდა დაეკისროს მოპასუხე - ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ს“, მოსარჩელე ა-----– ბ--------ის სასარგებლოდ 2012 წლის დივიდენდის და აქციათა ნაწილის გასხვისების შედეგად მიღებული თანხის - 96,058.00 ლარის გადახდა.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა;

 

6.2. დადგენილია, რომ დ----- ბ------–---ის, მ--–---- ძ-----ს, პ----- წ--–------ს, ა-----– ბ--------ის, ა-–------------- სააპელაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, ა(ა)იპ ,,-------ი კ--------–ს“ მათ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მათ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა ჯამში - 8 000 (3000+5000=8000) ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დ----- ბ------–---ის, მ--–---- ძ-----ს, პ----- წ--–------ს, ა-----– ბ--------ის და ა-–-- გ---------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. დ----- ბ------–---ის, მ--–---- ძ-----ს, პ----- წ--–------ს, ა-----– ბ--------ის და ა-–-- გ---------ს სარჩერლი დაკმაყოფილდეს:

 

3.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2012 წლის 22 მარტის გარიგება, დ----- ბ------–---ის მიერ ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ი“-ს საკუთრებაში 191,158 აქციის გადაცემის თაობაზე;

 

3.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2012 წლის 22 მარტის გარიგება მ--–---- ძ-----ს მიერ ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ი“-ს საკუთრებაში 320,469 აქციის გადაცემის თაობაზე;

 

3.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2012 წლის 22 მარტის გარიგება, პ----- წ--–------ს მიერ ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ი“-ს საკუთრებაში 95,520 აქციის გადაცემის თაობაზე;

 

3.4. ბათილად იქნეს ცნობილი 2012 წლის 22 მარტის გარიგება, ა-–-- გ---------ს მიერ ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ი“-ს საკუთრებაში 120,371 აქციის გადასცემის თაობაზე;

 

3.5. ბათილად იქნეს ცნობილი 2012 წლის 02 მაისის გარიგება, ა-----– ბ--------ის მიერ ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ი“-ს საკუთრებაში 451,165 აქციის გადაცემის თაობაზე.

 

3.6. მოსარჩელეებს - დ----- ბ------–---ს, მ--–---- ძ-----ს, პ----- წ--–------ს, ა-----– ბ---------ს და ა-–-- გ---------ს საკუთრებაში გადაეცეს მოპასუხე - ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ი“-ს საკუთრებაში არსებული მისო ,,კ--------–ი“-ს აქციები შემდეგი ოდენობით:

 

3.6.1. დ----- ბ------–---ს - 191,158 აქცია;

3.6.2 .მ--–---- ძ-----ს - 320,469 აქცია;

3.6.3. პ----- წ--–------ს - 95,520 აქცია;

3.6.4. ა-–-- გ---------ს - 120, 371 აქცია;

3.6.5. ა-----– ბ---------ს- 451,165 აქცია.

 

3.7. დაეკისროს მოპასუხე - ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ს“, მოსარჩელე დ----- ბ------–---ის სასარგებლოდ, 2012 წლის დივიდენდის გადახდა - 15,321.00 ლარის ოდენობით;

 

3.8. დაეკისროს მოპასუხე - ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ს“, მოსარჩელე მ--–---- ძ-----ს სასარგებლოდ, 2012 წლის დივიდენდის - 20,018.00 ლარის გადახდა;

 

3.9. დაეკისროს მოპასუხე - ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ს“, მოსარჩელე პ----- წ--–------ს სასარგებლოდ 2012 წლის დივიდენდის - 7.607.00 ლარის გადახდა;

 

3.10. დაეკისროს მოპასუხე - ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ს“, მოსარჩელე ა-–-- გ---------ს სასარგებლოდ 2012 წლის დივიდენდის -10,484.00 ლარის გადახდა;

 

3.11. დაეკისროს მოპასუხე - ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ს“, მოსარჩელე ა-----– ბ--------ის სასარგებლოდ 2012 წლის დივიდენდის და აქციათა ნაწილის გასხვისების შედეგად მიღებული თანხის - 96,058.00 ლარის გადახდა.

 

4. ა(ა)იპ „ფ-----ი კ--------–ს“ დ----- ბ------–---ის, მ--–---- ძ-----ს, პ----- წ--–------ს, ა-----– ბ--------ის და ა-–-- გ---------ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელეთა მიერ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ლაურა მიქავა

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ინდირა მაშანეიშვილი