განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100119002804609
საქმე №1/ბ-11-2020წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-------- რ-------ს ძე ჩ-------ის მიმართ, დაბადებული: 198- წლის 23 ს----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 1----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ზესტაფონის რაიონი, სოფელი შ----–ა.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ე-------- ჩ-------ემ ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 27 მარტს, ზესტაფონის რაიონის სოფელ შ----–აში, სატყეო უბნის საწაბლის სატყეოს კვარტალ N--ში, ე-------- ჩ-------ემ უკანონოდ მოჭრა სამი ძირი წაბლის ჯიშის ხე, რის შედეგადაც გარემოსათვის მიყენებულმა მნიშვნელოვანმა ზიანმა შეადგინა 1849.44 ლარი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ე-------- ჩ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ე-------- ჩ-------ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა - ბენზო-ხერხი და ოთხი ცალი ხის მორი;
ე-------- ჩ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ---- ს-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და ე-------- ჩ-------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოომ სასჯელის დანიშვნისა არ გაითვალისწინა ე-------- ჩ-------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასითი და გამოწვეული ზიანი, რაც ანაზღაურებული არ არის. დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მჯიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელის დანიშვნით ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის დაუსაბუთებელი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეულ ზიანს - განსაკუთრებით მის მისწრაფებას აენაზღაურებინა ზიანი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორცილებას.
აპელანტი - მსჯავრდებულ ე-------- ჩ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ფ------ ა---------ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გაარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარის მიერ ე. ჩ-------ის სს საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა 2018 წლის 27 მარტს მის მიერ ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ფაქტი. მოწმის სახით დაკითხული გ------- ბ------ის და მ--–---- კ--------–---–ის ჩვენებები, ვერანაირად ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან არ არის დადგენილი, როდის მოხდა ხე ტყის ჭრა, ბრალდება მხოლოდ მოწმის სახით გამოკითხული ე-------- ჩ-------ის ჩვენებას დაეყრდნო, რაც არ იქნა გამოკვლეული სასამართლო სხდომაზე, რადგან ე.ჩ-------ემ სასამართლო სხდომაზე თავი არცნო დანმნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სსსკ-ის 247-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებად ვერ იქნება გამოყენებული, რადგან ბრალდებული იყო წინააღმდეგი და მისი მტკიცებულებად გამოყენება არის დაუშვებელი. საგამოძიებო ექსპერიმენტი ვერ ჩაითვლება ჩ-------ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან თითქმის 04 თვე იყო გასული მოწმის სახით ე. ჩ-------ის გამოკითხვიდან. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიზანია მიღებული ინფორმაციის და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შემოწმება. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს ე-------- ჩ-------ე უკვე იყო სავარაუდო ბრალდებული, მას არ ჰყავდა ადვოკატი და არ იცოდა თავისი უფლებების შესახებ. ასევე დაუშვებელია მტკიცებულებად უნდა იქნეს ცნობილი ნივთმტკიცების სახით დართული ბენზოხერხი, ასევე შუამდგომლობა და სასამართლო განჩინება, რადგან დარღვეულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის (დაზარალებულის წარმომადგენლის) სახით დაკითხულ თ------ კ---------ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში, ზესტაფონის სატყეო უბნის უფროსის თანამდებობაზე. როგორც იცის, სატყეოს თანამშრომლების გ.ბ------ისა და მ.კ--------–---–ის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების დროს, აღმოჩენილი იქნა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი. მათ მიერვე დადგინდა რომ ხე-ტყე მოჭრა ე-------- ჩ-------ემ. შედგენილი იქნა შესაბამისი აქტი, რაც ხელის მოწერით დაადასტურეს სატყეოს თანამშრომლებმა და ე-------- ჩ-------ემ. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა კი შეადგინა 1849.44 ლარი. მოწმის განმარტებით, მან აპრილის თვეში, ადგილზე ნახა მოჭრილი ხეები, რომლებიც იქვე ეყარა, დაკოტრილი სახით.
მოწმის სახით დაკითხულ გ------- ბ------ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში, ტყის მცველის თანამდებობაზე. 2018 წლის 2 აპრილს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და აწარმოებდა გეგმიურ შემოწმებას საწაბლის სატყეოში, კვარტალ N--ში, რა დროსაც ნახა, რომ მოჭრილი იყო სამი ძირი წაბლის ჯიშის ხე. დაიწყეს მოძიება თუ ვის შეეძლო ეს გაკეთებინა. ე-------- ჩ-------ე ჭრის ადგილიდან, დაახლოებით 100 მეტრში ცხოვრობს. ამიტომ მივიდნენ მასთან და გამოკითხეს. საუბრისას, ე--------მ უთხრა, რომ მან მოჭრა ხეები, ვინაიდან სახლში წყალი ჩამოდიოდა და ჭირდებოდა. მოწმის განმარტებით, გეგმიურ შემოწმებას ახორციელებენ ორ კვირაში ერთხელ და წინა შემოწმების დროს, ხეები მოჭრილი არ ყოფილა. ხშირი პერიოდულობით ადგილების შემოწმება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ აღნიშნული ადგილი მისადგომად ადვილია და ხშირია ხეების გაჩეხვის ფაქტი. ე-------- ჩ-------ის განმარტებითვე დაადგინა, რომ მან ხეები რამდენიმე დღით ადრე მოჭრა, დაახლოებით 27 მარტს. სამართალდარღვევის გამოვლენისა და გასაუბრების შემდეგ, შეადგინა აქტი, რაც დაადასტურეს ხელის მოწერით.
მოწმის სახით დაკითხულ მ--–---- კ--------–---–ის ჩვენები8ს თანახმად, ის მუშაობს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში, ტყის მცველად. 2018 წლის 2 აპრილს, თანამშრომელ გ.ბ------ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ახდენდა ტყის გეგმიურ შემოწმებას, რა დროსაც საწაბლის სატყეოში, მე-6 კვარტალში აღმოჩენილი იქნა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი. გატარებული ღონისძიებების შედეგად დაადგინეს, რომ ხე-ტყე მოჭრილი იყო ე-------- ჩ-------ის მიერ. აღნიშნული გარემოება, თავად ე-------- ჩ-------ემ დაუდასტურა გასაუბრების დროს და უთხრა, რომ ხე-ტყე მოჭრა 27 მარტს. მოწმის განმარტებით, ხე იყო წაბლის ჯიშის დიამატრებით: D0-80სმ, D0-62სმ და D0-64სმ, თანრიგით მე-4.
მოწმის სახით დაკითხულ გ------- ლ--------ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში, მეტყევედ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინა გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრა, რომელმაც შეადგინა 1849.44 ლარი. ზიანის განსაზღვრა მოხდა სატყეოს თანამშრომლების მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე.
მოწმის სახით დაკითხულ ა-----– ა---–------ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2018 წლის აგვისტოს თვეში, მონაწილოება მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებასა და საგამოძიებო ექსპერიმენტში. მოახდინა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ე-------- ჩ-------ემ უარი განაცხადა ფოტოგადაღებაზე. შედგენილი იქნა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. მოწმის განმარტებით, ორივე საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული იქნა ერთ დღეს და როგორც ახსოვს, თავდაპირველად შემთხვევის ადგილი დათვალიერდა.
მოწმის სახით დაკითხულ ე-–--- გ--–--ის ჩვენების თანახმად, მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო ე-------- ჩ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო ე.ჩ-------ეს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, ამოიღო ბენზოხერხი. მოწმის განმარტებით, მას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე დაშვებული აქვს ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტის თარიღად მითითებულია 16 მარტი, ნაცვლად 16 აგვისტოს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ე-------- ჩ-------ემ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება.
2018 წლის 2 აპრილის აქტით დასტურდება, რომ სატყეო სააგენტოს თანამშრომლების გ------- ბ------ისა და მ--–---- კ--------–---–ის მიერ, ე-------- ჩ-------ის მონაწილოებით შედგენილი იქნა აქტი, მასზედ, რომ ე-------- ჩ-------ემ 2018 წლის 27 მარტს ზესტაფონის სატყეო უბნის საწაბლის სატყეოს კვარტალ N--ში უკანონოდ მოჭრა სამი ძირი წაბლის ჯიშის, სიმაღლით მე-4 თანრიგის ხე, რომლის ფესვების დიამეტრებია: 1) D0-80სმ, 2) D0-62სმ და 3) D0-64სმ - პირველი ხარისხი. აღნიშნული აქტი ხელის მოწერით აქვს დადასტურებული გ------- ბ------ეს, მ--–---- კ--------–---–ს და ე-------- ჩ-------ეს.
უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყით გარემოზე მიყენებული ზიანის გაანგარიშებით და სატყეო სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის N12/7380 მიმართვით დასტურდება, რომ გარემოზე მიყენებულმა ზიანმა, სულ, ჯამში შეადგინა 1849.44 ლარი.
2018 წლის 16 აპრილის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ ე-–--- გ--–--ის მიერ, ე-------- ჩ-------ისგან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის, შავი ფერის ჩანართებით, შავი ფერის დასაქოქი ღილაკით ბენზო ხერხი, რომელზეც ლათინური ასოებით იკითხება წარწერა „K-PAX 5820“.
2019 წლის 16 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ იმავე დღეს, 11:25 საათიდან, 12:30 საათამდე პერიოდში, გამომძიებელ ე-–--- გ--–--ის მიერ, ექსპერტ ა-----– ა---–------ის და ტყის მცველ მ--–---- კ--------–---–ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა შეთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ზესტაფონის რაიონის სოფელ შ----–აში, საწაბლის უბანში და წარმოადგენს საწაბლის სატყეოს კვარტალ N--ს...... ტყე არის ფართოფოთლოვანი და ძირითადად განაშენიანებულია წაბლის ჯიშის ხეები. აღნიშნულ ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილებზე არის სამი ცალი წაბლის ჯიშის ხის გადაჭრილი ძირკვები. ერთი ფესვის ყელის დიამეტრი შეადგენს 62 სმ.... მეორე ფესვის ყელის დიამეტრი შეადგენს 64სმ....... მესამე ფესვის ყელის დიამეტრი შეადგენს 80სმ....... ძირკვები არ არის დანომრილი და მონიშნული. ამავე ადგილზე აწყვია ოთხი ცალი მორი. ერთის სიგრძე არის 2.30 მ. ერთი მხარის დიამეტრია 60X56 სმ., მეორე მხარის 80X80 სმ.; მეორის სიგრძეა 2.50 მ. ერთი მხარის დიამეტრია 52X56სმ., მეორე მხარის 56X53სმ.; მესამე მორის სიგრძეა 2.70 მ. რომლის ერთი მხარის დიამეტრია 57X52სმ., მეორე მხარის 46X48სმ; მეოთხე მორის სიგრძეა 2.80 მეტრი, რომლიც ერთი მხარის დიამეტრია 36X49სმ., ხოლო მეორე მხარის 48X46სმ.
2018 წლის 16 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ იმავე დღეს, 10:15 საათიდან, 11:10 საათამდე პერიოდში, გამომძიებელ ე-–--- გ--–--ის მიერ, ექსპერტ ა-----– ა---–------ის, ტყის მცველ მ--–---- კ--------–---–ის, სტაჟიორ-პროკურორ გ--- დ--------–--ის და ე-------- ჩ-------ის მონაწილეობით, ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე, ე-------- ჩ-------ეს წაეკითხა მის მიერ 2018 წლის 13 აპრილს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი. მან სიტყვიერად სრულად დაადასტურა გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაცია და თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები მოთავსდნენ ავტომანქანაში და ე-------- ჩ-------ის მითითებით, ზესტაფონის რაიონული სამმართველოდან გაემართნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ შ----–ის მიმართულებით. ე-------- ჩ-------ემ თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე, მაგრამ ფოტოგადაღებაზე განაცხადა უარი. ე-------- ჩ-------ის მითითებით მსვლელობა გაგრძელდა სოფელ შ----–ის, საწაბლის უბნის მიმართულებით. ე-------- ჩ-------ის მითითებით, მსვლელობა გაგრძელდა საავტომობილო გზის ჩრდილოეთ მხარეს, საწაბლის სატყეო კვარტალ N--ის მიმართულებით. ე-------- ჩ-------ემ აღნიშნა, რომ მან 2018 წლის 27 მარტს აღნიშნულ ტყეში ბენზო-ხერხის გამოყენებით მოჭრა სამი ძირი წაბლის ჯიშის ხე და მისგან დაამზადა ოთხი ცალი მორი. ე-------- ჩ-------ემ, საწაბლის სატყეო კვარტალ N--ში მიუთითა სამ წაბლის ჯიშის ხის გადაჭრილ ძირკვზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული სამი ძირი წაბლის ჯიშის ხე მოჭრა ბენზო-ხერხის გამოყენებით 2018 წლის 27 მარტს. ამის შემდეგ, ე-------- ჩ-------ემ მიუთითა ოთხ ცალ მორზე და განმარტა, რომ სამი ძირი წაბლის ჯიშის ხის მოჭრის შემდეგ, დაამზადა აღნიშნული ოთხი ცალი მორი.
2018 წლის 25 ოქტომბრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ იმავე დღეს, 15:05 საათიდან, 15:35 საათამდე პერიოდში, გამომძიებელ ე-–--- გ--–--ის მიერ, იმერეთის სატყეო სამსახურის ტყის მცველ მ--–---- კ--------–---–ისგან, ზესტაფონის რაიონის სოფელ შ----–აში ამოღებული იქნა ე-------- ჩ-------ის მიერ უკანონოდ მოჭრილი სამი ძირი წაბლის ჯიშის ხისგან დამზადებული ოთხი ცალი მორი, ზომებით: 1) სიგრძე 2.30 მ. დიამეტრი 60X56 სმ., მეორე მხარის 80X80 სმ.; 2) სიგრძე 2.50 მ. დიამეტრი 52X56სმ., მეორე მხარის 56X53სმ.; 3) სიგრძე 2.70 მ. დიამეტრი 57X52სმ., მეორე მხარის 46X48სმ; 4) სიგრძე 2.80 მეტრი, დიამეტრი 36X49სმ., მეორე მხარის 48X46სმ.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების მოპოვებისას, საპროცესო კანონმდებლობის ისეთ დარღვევებს, რაც გავლენას იქონიებდა საქმის საბოლოო შედეგზე, ადგილი არ ჰქონია. ისინი რელევანტურია, უტყუარია და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ე-------- ჩ-------ის მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი სხვა მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებებიც, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარეს ე-------- ჩ-------ის უდანაშაულობის დამადასტურებელი რაიმე დამატებითი მტკიცებულება, რაზეც სასამართლო იმსჯელებდა, წარმოდგენილი არ არის.
ამდენად, ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე-------- ჩ-------ემ ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და გასაჩივრებული განაჩენით მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და ე-------- ჩ-------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი არ არსებობს.
მსჯავრდებულ ე-------- ჩ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, კი სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ე-------- ჩ-------ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ე-------- ჩ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ფ------ ა---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ე-------- ჩ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ე-------- ჩ-------ეს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას - ბენზო-ხერხი და ოთხი ცალი ხის მორი;
ე-------- ჩ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები: დისკი, მასზე ჩაწერილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალით, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე