განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002904525
საქმე №1/ბ-1928-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
ბესიკ ბუგიანიშვილი
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - მ---------------–---–ის,ადვოკატ - გ---–---------------–--ის,მსჯავრდებულ - ა-–--------------–---ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ა-–--------------–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ა-–--------------–---ის მიმართ - დაბადებული 1----–-–--------------ს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული მისამართზე: ი----------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით:
ა-–--------------–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ალექსანდრე კ--–----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 5 თებერვლიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ა-–--------------–---მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის;
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განაჩენით, ა-–--------------–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და 3 წელი პირობითი მსჯავრი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის განაჩენით, ა-–--------------–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი.
სხვისი ნივთის მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრებისთვის ნასამართლევი ა-–--------------–---ე 2019 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 21:40 საათზე, თბილისში, ი-–--------------------------------ში მდებარე სუპერმარკეტ ,,თორდში“, დანის გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, თავს დაესხა ქ-----------------------------------ს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 30 ლარად ღირებულ ,,მარენგოს“ ფირმის ერთ ცალ შამპანურს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა-–--------------–---ემ და მისმა ადვოკატებმა, რომელმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, ყაჩაღობის ნაწილში გამამართლებელი განაჩენის დადგენა და ა-–--------------–---ის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მიცემა.
აპელანტის განმარტებით, არ ეთანხმება მსჯავრდებას ყაჩაღობით კვალიფიკაციის ნაწილში, ვინაიდან ქ-----------------------------------ის მიმართ ადგილი არ ქონია დანის მუქარით თავდასხმას; აპელანტების განმარტებით, მსჯავრდებული მათთან მივიდა როგორც კლიენტი და კარგი ნაცნობი და ვინაიდან მანამდეც ხშირად წაუღია მათგან საქონელი ,,ნისიად“, აიღო ერთი ბოთლი შამპანიური, რაზედაც დებს განუცხადა, რომ თანხას მოგვიანებით მიუტანდა. საჩივარში ასევე მითითებულია, რომ გამოძიების პროცესში დაირღვა ბრალდებულის უფლებები, ვინაიდან, როგორც ფსიქიკური ნაკლის მქონე პირს, დაკავებისთანავე არ დაუნიშნეს ადვოკატი. სასამართლომ კი დაუსაბუთებლად გაიზიარა ორი მოწმის - თ----------------------------------ის ცრუ ჩვენებები და უკანონოდ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი ყაჩაღობის კვალიფიკაციით.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ა-–--------------–---ემ და მისმა დამცველმა გ---–---------------–--ემ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
პროკურორმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თა------------------ამ განმარტა, რომ დასთან - ქ-------------------------ან ერთად ჭავჭავაძის გამზირზე გახსნა სუპერმარკეტი ,,თორდი“, რომელსაც 6 წელია ერთად ამუშავებენ. ა-–--------------–---ეს იცნობდა შემთხვევამდეც, როგორც მისი მაღაზიის კლიენტს. 2019 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 21:40 საათზე, ქ----------------------თან ერთად იმყოფებოდა მარკეტში, რა დროსაც მაღაზიაში შევიდა ა-–--------------–---ე, რომელსაც ორივე ხელში ეჭირა დანა და გაემართა ალკოჰოლური სასმელებისკენ. თავად ამ დროს იჯდა სალაროსთან. შიშის გამო ყვირილი არ დაუწყია, რადგან არ სურდა დას - ქ---------------------- დაენახა და სიტუაცია დაძაბულიყო. ა-–--------------–---ემ ხელი მოკიდა შამპანურის ბოთლს და გარეთ გადიოდა, თუმცა მანამდე თვითონ გავიდა გარეთ. ა-–--------------–---ე დაინახა მისმა დამ - ქ-------მ და მოუწოდა, რომ დაეტოვებინა შამპანური, რა დროსაც ა-–--------------–---ემ მას უთხრა, რომ ,,არავინ გამოეძახებინა, თორემ იქვე აჩეხავდა“, რის შემდეგაც წაიღო შამპანური და წავიდა. ალექსანდრეს ამ დროს ორივე ხელში ეჭირა დანა. აღნიშნულის შემდეგ შევიდნენ მაღაზიაში და ქ------- თორდინავამ დარეკა პოლიციაში. დაზარალებულის განმარტებით, გამოძიების ეტაპზე ამოიცნო ა-–--------------–---ე.
დაზარალებულმა ქ------- თორდინავამ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ა-–--------------–---ე არის მისი უბნელი. შემთხვევის დღეს, 2019 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 21:30 საათზე, როდესაც დასთან - თა------------------ასთან ერთად იმყოფებოდა თავის სუპერმარკეტში, იქ შევარდა ა-–--------------–---ე. ამ დროს სალაროსთან იმყოფებოდა თა------------------ა, ხოლო თვითონ გასული იყო უფრო შიგნით. ხმაურზე გამოვიდა სალაროსკენ და დაინახა, რომ თა------------------ა ჩადიოდა ქვევით, მას მიყვებოდა ა-–--------------–---ე, რომელსაც ხელებში ეჭირა ,,მარენგოს“ ფირმის შამპანური და ორი დანა. კ--–----მ მას უთხრა, რომ არ გაებედა და ვინმე არ გამოეძახა. კ--–----მ წაიღო შამპანური, ხოლო საით წავიდა, არ დაუნახავს. მან დაუყოვნებლივ დარეკა პოლიციაში, სამართალდამცავებმა მოსვლისთანავე ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების ეტაპზე ამოიცნო ა-–--------------–---ე.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ი------------------------------“ კორპუსში მდებარე მარკეტ ,,თორდი“-ში თ----------------------------------ის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ ა-–--------------------------------–------ან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მანუჩარ ჩიხრაძემ.
2019 წლის 4 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ-------–-----------------------------------“-ში მდებარე სუპერმარკეტი ,,თორდი“, რის შედეგად ამოღებული იქნა სუნის კვლების ნიმუში, ბოთლი და ქილა, მასში მოთავსებული სითხით, ანაწმენდები სტერილურ ჩხირებზე და 15 ცალი დ/ფირი ხელის კვლებით (ს.ფ. 5-31).
2019 წლის 5 თებერვლის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ქ------- თორდინავამ ამოიცნო ა-–--------------–---ე, რომელიც 2019 წლის 4 თებერვალს მათ მაღაზიაში დანებით მომარჯვებული შევიდა და წაიღო ერთი ბოთლი შამპანური (ს.ფ. 47-53).
2019 წლის 5 თებერვლის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ თა------------------ამ ამოიცნო ა-–--------------–---ე, რომელმაც 2019 წლის 4 თებერვალს დანების მუქარით მათი მაღაზიიდან წაიღო ერთი ბოთლი შამპანური (ს.ფ.55-61).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განაჩენით დასტურდება, რომ ა-–--------------–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით (ს.ფ. 95-100).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის განაჩენით დასტურდება, რომ ა-–--------------–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით (ს.ფ. 101-102).
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა გ-------------–---–მა დაადასტურა სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება და ავთენტურობა.
პირველი ინსტანციის სასამართო სხდომაზე ბრალდებულმა ა-–--------------–---ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.
მოცემულ შემთხვევაში პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ, ს------ და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ა-–--------------–---ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.
სააპელაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ს------ობაზე, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე ეჭვის ქვეშ აყენებს ბრალდების მოწმეების - ქ---------------------- და თა------------------ას ჩვენებებს და განმარტავს, რომ ისინი არიან საქმის შედეგით დაინტერესებული პირები, რომლებიც სასამართლოს აწვდიან ცრუ და ამასთანავე, ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. ნეიტრალური მომწეების ჩვენებები კი სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი.
პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივარში განვითარებულ აღნიშნულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის პოზიცია აშკარად უსაფუძვლოა, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული. პალატა ვერ ხედავს სათანადო საფუძველს, რომ ეჭვი შეიტანოს დები თორდინავების მიერ მიცემულ ჩვენებებში და მიიჩნიოს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებენ ს------ობის შესაბამის სტანდარტს. თ----------------------------------ნა საკმაოდ დამაჯერებლად და ნათლად განმარტეს, რომ 2019 წლის 4 თებერვალს ორივე იმყოფებოდა სუპერმარკეტში, სადაც შევიდა ორი დანით შეიარაღებული, მანამდე მათთვის ნაცნობი მაღაზიის კლიენტი ა-–--------------–---ე, რომელიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ,,მარენგოს“ ფირმის ერთცალ შამპანურს და დებს განუცხადა, რომ არავინ გამოეძახებინათ, თორემ იქვე აჩეხავდა. მათვე განმარტეს, რომ თავდამსხმელის წასვლის შემდეგ გამოიძახეს პოლიცია, ხოლო გამოძიების პროცესში ამოიცნეს ა-–--------------–---ე.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თა------------------ას და ქ---------------------- ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. მართალია სხვა - ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებები ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი და ვერც იქნებოდა, ვინაიდან, როგორც დებმა თორდინავებმა განმარტეს, მაღაზიაში მათ გარდა სხვა არავინ არ იმყოფებოდა, თუმცა პალატა მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეთა სიმრავლის არარსებობა დაუშვებელია უპირობოდ გახდეს დაზარალებულების ობიექტური და დამაჯერებელი ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი.
ამასთან, ა-–--------------–---ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი არ ემყარება მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებებს და ისინი გამყარებულნი არიან სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არაერთი წერილობითი მტკიცებულებით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა ქ-------–-----------------------------------“-ში მდებარე სუპერმარკეტი ,,თორდი“, რის შედეგად ამოღებული იქნა სუნის კვლების ნიმუში, ბოთლი და ქილა, მასში მოთავსებული სითხით, ანაწმენდები სტერილურ ჩხირებზე და 15 ცალი დ/ფირი ხელის კვლებით;
საქმეზე დანიშნული და ჩატარებული იქნა ოდოროლოგიური ექსპერტიზა, რომლის №4-------- დასკვნით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ი--------------------------------“ კორპუსში მდებარე მარკეტ ,,თორდი“-ში თ----------------------------------ის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ა-–--------------------------------–------ან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა;
გარდა ამისა, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით - ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით დასტურდება, რომ დაზარალებულებმა ამოიცნეს ა-–--------------–---ე, რომელიც 2019 წლის 4 თებერვალს დანებით შეიარაღებული შევიდა სუპერმარკეტ ,,თორდი“-ში და დაეუფლა ერთ ბოთლ შამპანურს.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ, ს------ და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა-–--------------–---ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
რაც შეეხება ა-–--------------–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას არაერთგზის, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში“.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული, რომელიმე დანაშაულის ჩადენა. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განაჩენით ა-–--------------–---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და 3 წელი პირობითი მსჯავრი; ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ ა-–--------------–---ემ დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას ა-–--------------–---ის, როგორც ფსიქიკური ნაკლის მქონე პირის მიმართ, დაცვის უფლების დარღვევასთან დაკავშირებითაც, შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებში მართლაც არის წარმოდგენილი 2019 წლის 23 მაისის #0-------- სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ა-–--------------–---ეს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც არ გამორიცხავს მის შერაცხადობას. თუმცა აღნიშნული ფაქტი ვერ იქნება დაცვის უფლების დარღვევის თაობაზე მსჯავრდებულის განმარტების დადასტურებულად მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალების თანახმად, ა-–--------------–---ე დაკავებული იქნა 2019 წლის 5 თებერვალს, 03 საათსა და 37 წუთზე. დაკავებულს, კანონით დადგენილი წესის თანახმად, განემარტა ყველა უფლება, მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლება. დაკავების ოქმის ჩაბარებაზე ა-–--------------–---ემ, გაურკვეველი მიზეზით განაცხადა უარი, თუმცა სხვა რაიმე სახის შენიშვნა ოქმზე არ დაუფიქსირებია. საქმის მასალებში მოთავსებულია იმავე დღის - 2019 წლის 5 თებერვლის თარიღით დათარიღებული დაცვის ორდერი #10, რომლის თანახმადაც ა-–--------------–---ის ინტერესების დაცვა დაევალა ადვოკატს. მომდევნო დღეს - 2019 წლის 6 თებერვალს კი ა-–--------------–--- ცნობილი იქნა ბრალდებულად და ბრალის დადგენილებას გაეცნო ადვოკატთან ერთად. საქმის მასალების თანახმად, ა-–--------------–---ესთან მიმართებაში არცერთი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა ადვოკატის მონაწილეობის გარეშე და არც დაცვის მხარეს მიუთითებია აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ რომელიმე მტკიცებულებაზე, რაც პალატას მისცემდა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ბრალდებულის მიმართ დაირღვა დაცვის უფლება, ან კანონით დადგენილი სხვა მოთხოვნები. რაც შეეხება მის შეზღუდულ შერაცხადობას, აღნიშნული სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა სასჯელის განსაზღვრის დროს.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც ა-–--------------–---ეს წარედგინა ბრალი. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა, რომ ა-–--------------–---ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ა-–--------------–---ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა სამართლიანი, ჩადენილი დანაშაულების სიძიმისა და მისი პიროვნების შესაბამისი (მინიმალური) სასჯელი, რას სრულიად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავის რესოციალიზაცია და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება.
ამდენად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა-–--------------–---ის და მისი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი;
ა-–--------------–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;
ა-–--------------–---ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 5 თებერვლიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის ნიმუში, მინის ბოთლი და ქილა სითხით, ანაწმენდები და ხელის კვლები, ასევე ა-–--------------–---ის ნერწყვის და სუნის ნიმუში, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
ბესიკ ბუგიანიშვილი