განაჩენი

სისხლის სამართლის 18.02.2020
საქმის ნომერი
110100118002626639
ინსტანცია
თარიღი
18.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110100118002626639

საქმე №1/ბ-97-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 თებერვალი, 2020 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---- ჩ--------–---–ის მიმართ, დაბადებული 1---------წ. პირადი №5----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ხარაგაულის რაიონი, სოფელი ფ---–----–ი; ფაქტობრივად მცხოვრები დ/ხარაგაული, გ--–--------ის მე-2 ჩიხი, N4;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ---- ჩ--------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 18:30 საათზე, დაბა ხარაგაულში, გ--–--------ის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენით, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ლ---- ჩ--------–---–მა, განაწყენების ნიადაგზე, ფეხი დაარტყა მარცხენა ბარძაყის არეში მეუღლეს - თ----- ჩ--------–---–ს, რის შედეგადაც თ----- ჩ--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენით ლ---- ჩ--------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი :

 

აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ------გ ნ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი ლ---- ჩ--------–---–ის მიმართ და გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და განესაზღვროს მკაცრი სასჯელი, რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით. ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი ლ---- ჩ--------–---–ის მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არსებობს უტყუარი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ---- ჩ--------–---–ის ბრალეულობას. ბრალდების მხარე მიუთითებს საქართველოს საკონტიტიციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის საქმეში შესაძლოა არსებობდეს ირიბი ჩვენება, რომელიც განსხვავებული გარემოების დასამტკიცებლად იქნება წარმოდგენილი და რომელიც სხვა რელევანტურ ინფორმაციასთან ერთად შექმნის მტკიცებულებათა ერთობლიობას. იმ ფაქტს, რომ დაზარალებულმა თ. ჩ--------–---–ის ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი ადასტურებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. თ. ჩ--------–---–ი არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და არ არსებობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი. 2018 წლის 1 აგვისტოს განვითარებული მოვლენების ლოგიკური ანალიზი ადასტურებს შემდეგს: რომ არა ლ. ჩ--------–---–ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება, ადგილი არ ექნებოდა თ----- ჩ--------–---–ის მიერ პოლიციის მუშაკებისთვის მომხდარის განმარტებას. ასევე თ----- ჩ--------–---–ი ექსპერტს არ განუმარტავდა დაზიანებების მიღების ვითარებას.

 

გამართლებულ ლ---- ჩ--------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი თ----- ო-----------ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს უცვლელი დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენი ლ---- ჩ--------–---–ის მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ---- ჩ--------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ----- ჩ--------–---–მა, მოწმეებმა: ნ---- ჩ--------–---–მა, ნ--- ჩ--------–---–მა და ნ-----–---- ჩ--------–---–მა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის, ლ---- ჩექეზიშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ასევე უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე ლ---- ჩ--------–---–მა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ქ------- ა-----ემ განაცხადა, რომ ინტერნეტის საშუალებით გაიცნო თ----- ჩ--------–---–ი და მასთან ჩამოუყალიბდა კარგი დამოკიდებულება. ჩასული იყო ხარაგაულში, გაიცნო თ-----ის მეუღლე და შვილები. 2018 წლის აგვისტოს თვეში, ინტერნეტის საშუალებით მას მიწერა თ----- ჩ--------–---–მა და სთხოვა დახმარება, უთხრა, რომ მეუღლე ლ----ი დაკავებული იყო, რომ მოუვიდათ სიტყვიერი კონფლიქტი და ლევანმა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაარტყა. თუცა სად და რა დაარტყა, არ განუმარტავს. აღნიშნულის თაობაზე, ასევე, მისი თანხმობით მოხდა „ფეისბუქზე“ არსებული მიმოწერის ამოღება გამომძიებლის მიერ. მოწმის განმარტებით, ის არასდროს შესწრებია ლ----ის მიერ თ-----ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. თ-----ის მიმართ ლ----ის მხრიდან ძალადობაზე, იცის თ-----ისგან და დეტალები მისთვის უცნობია.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ მოწმე მ---- გ--–----–---–ის გამოკითხვის ოქმით მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წლის 25 ივლისს ჩავიდა ქ.თბილისიდან დ. ხარაგაულში, სადაც ცხოვრობენ მისი შვილები - თ----- ჩ--------–---–ი და ე---------- ბ------ე. შვილები ცხოვრობენ ერთმანეთის მეზობლად დ.ხარაგაულში, გ--–---------ს ჩიხი N4-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში. დარჩა ე---------- ბ------ესთან. დღისით გადადიოდა ხოლმე მეორე შვილთან თ----- ჩ--------–---–თან და ეხმარებოდა ბავშვების გაზრდაში. 2018 წლის 01 აგვისტოს საღამოს საათებში, გადავიდა თ----- ჩ--------–---–თან ეზოში. ეზოში რომ შევიდა გაიგონა სახლიდან მისი სიძის და ქალიშვილის ხმა. მიხვდა, რომ ცოლ-ქმარს შორის იყო კონფლიქტი, ერთმანეთში ხმამაღლა კამათობდნენ, თუ რა საკითხზე ვერ გაარკვია. სახლში არ შესულა, შეატყობინა მაშინვე მისი სიძის დას ნ---- ჩ--------–---–ს, რომელიც ჩამოვიდა მათთან ოჯახში და დააწყნარა ლ----ი, ამის შემდეგ არანაირი ხმაური აღარ გაუგონია. მეორე დღეს 02 აგვისტოს, იქნებოდა დაახლოებით 12:00 საათზე, ისევ მივიდა შვილთან თ----- ჩ--------–---–თან ოჯახში, რა დროსაც თ-----ი იმყოფებოდა სახლში ბავშვებთან ერთად, ხოლო მეუღლე ლ----ი წასული იყო სამუშაოდ. შვილს ეცვა შორტები და დაინახა, რომ მარცხენა ფეხზე მუხლს ზემოთ ჰქონდა ჩალურჯებული, ჰკითხა, თუ რა მოუვიდა, რაზედაც უპასუხა, გუშინ ლ----ი გაბრაზდა, რა დროსაც ფეხი ამომიქნია და მომხვდა, ამიტომ მაქვს დალურჯებულიო. რაც შეეხება ფეხის ტკივილს, არც მას უკითხავს და არც თ-----ს უთქვამს რამე. მოძრაობის დროს არაფერი ეტყობოდა. ამის შემდეგ პირადად ნახა სიძე, ლ---- ჩ--------–---–ი, მაგრამ მისთვის არაფერი უთქვამს.

 

2018 წლის 03 აგვისტოს ისევ იმყოფებოდა შვილთან თ----- ჩ--------–---–თან ოჯახში. საღამოს იქნებოდა დაახლოებით შვიდის ნახევარი, რომ ლ---- ჩ--------–---–ი მოვიდა საცხოვრებელ სახლში ნასვამ მდგომარეობაში. ის იყო განერვიულებული და რაღაცას შარობდა, მასთან საუბარი არ შეიძლებოდა. გაერიდა და წავიდა მის დასთან ნ---- ჩ--------–---–თან სახლში და უთხარა, რომ ლ----ი არის ნასვამი და იქნებ ჩამოხვიდე მასთან ოჯახში კონფლიქტი არ მოხდესო. ნ---- მაშინვე წამოვიდა და შევიდა მათთან ოჯახში, ხოლო თვითონ გავჩერდა ეზოში, საცხოვრებელი სახლიდან ესმოდა, რომ ლ----ი ეუბნებოდა თავის დას ნ---- ჩ--------–---–ს, რომ ვინ დაგირეკა, აქ რატომ მოხვედიო, ესმოდა ლ---- ჩ--------–---–ის ხმამაღალი საუბარი, თუმცა გინება ან ვინმეს შეურაცხყოფა ფიზიკური ან სიტყვიერი, რომ ყოფილიყო არ დაუნახავს და არც გაუგონია. შემდეგ გაიგონა ბავშვების ყვირილის ხმა - „გაუშვი ხელიო“, რა დროსაც ვეღარ მოითმინა, დარეკა 112-ის ოპერატორთან და შეატყობინა ოჯახური ძალადობის შესახებ. გამოძახებიდან მალევე მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და მათ მოახდინეს ლ---- ჩ--------–---–ის დაკავება. მოწმის განმარტებით, პირადად ლ---- ჩ--------–---–ის მხრიდან ოჯახური ძალადობის ფაქტს არ შესწრებია, მის შვილს, თ----- ჩ--------–---–ს არაფერი უთქვამს ოჯახური ძალადობის შესახებ და არც არავისგან სმენია გარდა იმ ფაქტისა, რომ ლ----ი გაბრაზდა კამათის დროს, მომიქნია ფეხი და მომარტყა მუხლის არეშიო, რაც ჰქონდა ჩალურჯებული, როგორც თ----- ჩ--------–---–მა უთხრა, მათ შორის კონფლიქტის მიზეზი ყოფილა ნასესხები ფული არ მიუტანია თ-----ს მაღაზიაში, სადაც ვალი ჰქონიათ გადასახდელი, მას აღნიშნული თანხა 200 (ორასი) ლარი სხვა დანიშნულებით გამოუყენებია. სწორედ აღნიშნული ფაქტი გამხდარა მათ შორის კონფლიქტის მიზეზი. რაც შეეხება მათ სოციალურ მდგომარეობას ცხოვრობენ ძალიან ხელმოკლედ, ჰყავთ ოთხი მცირეწლოვანი შვილი და სწორედ აღნიშნული არის მათ შორის კონფლიქტის მიზეზი, ასევე ლ---- ჩ--------–---–ის მიერ ალკოჰოლური სასმელის მიღება.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ზ-----–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 3 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ოჯახური კონფლიქტის თაობაზე, თანამშრომლებთან ნ.მ---------ესთან, შ.ც-–--–---–თან და ი.ა------ესთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდათ ბრალდებული ლ.ჩ--------–---–ი და დაზარალებული თ.ჩ--------–---–ი. თ.ჩ--------–---–მა განუმარტა, რომ მეუღლესთან ვეღარ იცხოვრებდა, კონფლიქტი ჰქონდათ, 2018 წლის 1 აგვისტოს ფეხი მიარტყა. თ.ჩ--------–---–მა აიწია კაბა და აჩვენა დაზიანება. დაზარალებულს ემჩნეოდა ჩალურჯება.

 

მოწმის სახით დაკითხულმა შ------- ც-–--–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 3 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიღებული იქნა შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის შესახებ, გ--–--------ის ქუჩაზე. თანამშრომლებთან, ნ.მ---------ესთან, გ.ზ-----–---–თან და ი.ა------ესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდათ ლ---- და თ----- ჩ--------–---–ები. თ.ჩ--------–---–მა განუმარტა, რომ 2018 წლის 1 აგვისტოს, ლ---- ჩ--------–---–მა ფეხი დაარტყა და მიაყენა დაზიანება ბარძაყზე. აიწია კაბა და აჩვენა დაზიანება. აღნიშნულის შესახებ აცნობეს ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც მიიღეს დავალება ლ.ჩ--------–---–ის დაკავების შესახებ და დააკავეს ადგილზე. ასევე, ექიმის თანდასწრებით, მოახდინა თ.ჩ--------–---–ის გარეგნული დათვალიერება, რაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა ხელის მოწერით.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ნ------- მ---------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 3 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა მოვალეობას. სამმართველოში მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, ლ.ჩ--------–---–ის ოჯახში არსებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, თანამშრომლებთან შ.ც-–--–---–თან, გ.ზ-----–---–თან და ი.ა------ესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. ადგილზე, თ----- ჩ--------–---–მა მათ განუცხადა მომხდარი ძალადობის შესახებ, აიწია კაბა და აჩვენა დაზიანება.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- ა------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. 2018 წლის 3 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, თანამშრომლებთან ნ------- მ---------ესთან, გ------- ზ-----–---–თან და შ------- ც-–--–---–თან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდათ თ----- ჩ--------–---–ი. თ.ჩ--------–---–ის განმარტებით, მეუღლემ, ლ---- ჩ--------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ფეხის არეში. აღნიშნულის საფუძველზე, ადგილზე დააკავეს ლ.ჩ--------–---–ი და გადაიყვანეს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში. ასევე, აღნიშნულ საქმეზე გამოკითხა დაზარალებული და მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, აიღო ბრალდებულის სისხლის ნიმუში, ქ.ა-----ის თანხმობით დაათვალიერა მისი „ფეისბუქ“ გვერდი. ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო ლ.ჩ--------–---–ს და გამოკითხა ბრალდებულის სახით.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ლ-------- ნ-----–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაში. 2018 წლის 3 აგვისტოს, შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, სადაც დახვდა პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანება ბარძაყის ლატერალურ მიდამოში. განაცხადა, რომ მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი. საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პროკურორის მიერ გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში (ტომი I, ს.ფ. 160-161) მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „თ----- ჩ--------–---–ის თანხმობით მოვახდინე მისი სხეულის ვიზუალური, გარეგნული დათვალიერება. თ----- ჩ--------–---–ს, მარცხენა ქვედა კიდურის ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე აღენიშნებოდა ჰემატომა. მას ჰკითხა შ------- ც-–--–---–მა როდის და რის შედეგად მიიღო მან აღნიშნული დაზიანება, რაზეც თ----- ჩ--------–---–მა უპასუხა, რომ მას მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი და 2018 წლის 1 აგვისტოს კონფლიქტის დროს მეუღლემ ფეხის დარტყმით მიაყენა აღნიშნული დაზიანება“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ვ------- ლ------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 4 აგვისტოს, ლ---- ჩ--------–---–ის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რაც გააცნო მხარეებს და დაადასტურეს ხელის მოწერით.

 

მოწმის სახით დაკითხულმა დ----- კ--–-------მა განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ხარაგაულის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2018 წლის 3 აგვისტოს, სამმართველოში გაესაუბრა დაზარალებულს, რა დროსაც, თ----- ჩ--------–---–მა მასთან საუბრისას განმარტა, რომ მეუღლემ, ლ---- ჩ--------–---–მა, მიაყენა დაზიანება ფეხის არეში.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გ------- კ-------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლად. ლ---- ჩ--------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმეები ი-----–- ა------ე და დ----- კ--–-------ი, ასევე, შეადგინა დათვალიერების, გირაოს გაფრთხილების და ქონებაზე ყადაღის დადების ოქმები.

 

საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმეების ლ--–--–-------ის, გ------- კ-------–---–ის, ვ-–--------------–---–ის, გ--------------–---–ის, ბ-------------ის, ვ----------------ის, მ------------------ის და გ--------------–--ის დაკითხვა.

 

2018 წლის 3 აგვისტოს გარეგნული დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ხარაგაულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ შ------- ც-–--–---–ის მიერ, ექიმ ლ-------- ნ-----–---–ის და დაზარალებულ თ----- ჩ--------–---–ის მონაწილოებით, განხორციელდა დაზარალებულ თ----- ჩ--------–---–ის სხეულის ვიზუალური დათვალიერება. თ----- ჩ--------–---–ს, მარცხენა ქვედა კიდურის, ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე აღენიშნება ჰემატომა. დაზარალებულის განმარტებით, დაზიანება მიაყენა მეუღლემ, ლ---- ჩ--------–---–მა 2018 წლის 1 აგვისტოს.

 

ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 04.08.2018წ. 02:53-03:05 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. თ----- ჩ--------–---–ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით (ჩივილებს ტკივილზე არ წარმოადგენს. მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 6,2X3,8სმ.). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი- ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- გრიგოლაშვილმა.

 

ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ- ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ,,ლ---- ჩ--------–---–ის სისხლის ნიმუშში’’ აღმოჩენილი 1,33% ეთილის სპირტი შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მსუბუქ ხარისხს.

 

2018 წლის 4 სექტემბრის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ გამომძიებელ ი-----–- ა------ის მიერ, მოწმე ქ------- ა-----ის მონაწილეობითა და თანხმობით განხორციელდა ქ------- ა-----ის „ფეისბუქ“ გვერდის დათვალიერება, რა დროსაც დათვალიერებული იქნა 2018 წლის 3 აგვისტოს თ----- ჩ--------–---–სა და ქ------- ა-----ეს შორის განხორციელებული მოკლეტექსტური შეტყობინებები. მოკლეტექსტურ შეტყობინებებში თ----- ჩ--------–---–ი ქ------- ა-----ეს წერს ლ---- ჩ--------–---–ის დაკავების შესახებ. უყვება, რომ ლ----მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, გაარტყა. ემჩნევა დაზიანება სილურჯის სახით, რომლის დამალვაც ვერ მოასწრო და გამომძიებლებმა ნახეს დაზიანება.

 

საქმეში წარმოდგენილი იმერეთის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 6 აგვისტოს MOC 1 18 00718030 მიმართვით დასტურდება, რომ ლ---- რ-----ის ძე ჩ--------–---–ი (დაბ: 1--------- წელს, პ/ნ 5----------) აღრიცხვაზე იმყოფება და მასზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს იმერეთის პრობაციის ბიურო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენის საფუძველზე.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენით დასტურდება, რომ ლ---- ჩ--------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ლ---- ჩ--------–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა თ----- ჩ--------–---–მა ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის, ლ---- ჩ--------–---–ის წინააღმდეგ. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ლ---- ჩ--------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ლ.ჩ--------–---–ის მიერ თ.ჩ--------–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ირიბი მოწმეების - ნ.მ---------ის, შ. ც-–--–---–ის, გ. ზ-----–---–ის, დ.კ--–-------ის, ი. ა------ის, ლ. ნ-----–---–ის, ქ. ა-----ის, მ. გ--–----–---–ის ჩვენებები. მართალია, აღნიშნული მტკიცებულებები მიუთითებენ ლ.ჩ--------–---–ის მხრიდან თ. ჩ--------–---–ის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობაზე, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ----- ჩ--------–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ, შესაბამისად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ირიბი მოწმეების მიერ მითითებული ინფორმაციის სისწორეზე, რამდენადაც ვერ ხდება ირიბი მოწმეების მიერ მიცემული ჩვენების გადამოწმება ინფორმაციის გამავრცელებელ პირველწყაროსთან - დაზარალებულ თ----- ჩ--------–---–თან. ასევე, საქმეში წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (რომლის სისწორეც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა) მართალია დგინდება თ. ჩ--------–---–ის სხეულზე დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებულია თუ არა ლ. ჩ--------–---–ის მიერ, მით უფრო, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, არ არსებობს დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.

 

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულების (ექსპერტიზის დასკვნა) არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სტანდარტს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, შესაბამისად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ლ---- ჩ--------–---–ის ბრალდების დადასტურება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---- ჩ--------–---–ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------გ ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენი ლ---- ჩ--------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

ლ---- ჩ--------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ლ---- ჩ--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის N1/204-2018 განჩინებით ლ---- ჩ--------–---–ის (პ/ნ 5----------), ჟ---- ჩ--------–---–ის (პ/ნ 5----------), რ----- ჩ--------–---–ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: ხარაგაულის რაიონი სოფელი ფ---–----–ი, ს/კ 3-----------);

 

გამართლებულ ლ---- ჩ--------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები: სსიპ 112-ის აუდიო ჩანაწერის დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე