განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100119003276772
№1ბ/148-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - ა-–---------- მ-------ე, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–--------–--ს, პ/ნ 0----------, რეგისტრირებული: ა---––----------–----–----------------–---------–ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ა-------------–----–----------------–------–----ში.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათის ოდენობით. სსკ-ის 44-ე და 62-ე მუხლების საფუძველზე დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2019 წლის 27 სექტემბრიდან - 2019 წლის 01 ოქტომბრის) გათვალისწინებით, შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 215 საათის ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ--–- მ-------ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარის მოსაზრებით მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არ იქნება შემაკავებელი ხასიათის. იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, რადგან ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული არასრულწლოვნის თანდასწრებით, უხეშად, ძალის გამოყენებით მეუღლის მიმართ. დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება შემაკავებელი და ხელისშემშლელი იმისა, რომ მსჯავრდებულმა მომავალშიც კვლავ ჩაიდინოს ანალოგიური ხასიათის განზრახი დანაშაული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და ა-–---------- მ-------ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ა-–---------- მ-------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ------- ჩ--–-------–---–მა და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
ა-–---------- მ-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-მე-2 ნაწილის ,,ბ" ქ/პუნქტით. რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 27 სექტემბერს დაახლოებით 13:00 საათზე, ას-------------–----–----------------–------–----ში, შვილებთან ურთიერთობის თაობაზე ურთიერთშელაპარაკებისას, ა-–---------- მ-------ემ, არასრულწლოვანი შვილის, 2012 წლის 12 ივლისს დაბადებული ნ--- მ-------ის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ,,ლექსუსის’’ ჯიპის ავტომანქანის, სახელმწიფო N B--------, საჭესთან მჯდომ მეუღლეს თ----- მ-------ეს, რა დროსაც მან ორჯერ დაარტყა ხელი მას მარჯვენა ხელზე, რამაც გამოიწვია თ----- მ-------ის ფიზიკური ტკივილი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენით, ა-–---------- მ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 44-ე და 62-ე მუხლების საფუძველზე დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2019 წლის 27 სექტემბრიდან 2019 წლის 01 ოქტომბრის) ჩათვლით, შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ა-–---------- მ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 215 საათის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა-–---------- მ-------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა-–---------- მ-------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების თ----- მ-------ის და ნ--- მ-------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმების: ც------ მ--------ის, ა------ მ--------ის, ე------ მ-------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, ა-–---------- მ-------ის და თ----- მ-------ის ქორწინების მოწმობით, არასრულწლოვანი ნ--- მ-------ის დაბადების მოწმობით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმით დაზარალებულ თ----- მ-------ესთან, 2019 წლის 27 სექტემბრის შემაკავებელი ორდერით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ა-–---------- მ-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა-–---------- მ-------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა-–---------- მ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ა-–---------- მ-------ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა, მატ შორის საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა
სააპელაციო პალატა, ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ ა-–---------- მ-------ის პასუხისმგებლობის დამაძიმებელი გარემოებაა, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით, ვინაიდან დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, არის თავად წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელი -აუცილებელი ელემენტი, ხოლო არასრულწლოვანის თანდასწრება - მაკვალიფიცირებელი ნიშანი. სააპელაციო პალატა, ასევე ვერ დაეთანხმება აპელანტს, რომ დანიშნული სასჯელი ,,უკანონო და დაუსაბუთებელია“ და განმარტავს, პირველი ისტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას სრულად იქნა გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, მათ შორის ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ ა-–---------- მ-------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; არ არის ნასამართლევი, მეუღლეები არ ცხოვრობენ ერთად და დაუნიშნა სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც სრულიად საკმარისია მსჯავრდებულზე ზემოქმედების მოსახდენად, რომ მას, საზოგადოებისგან იზოლირების გარეშეც გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა-–---------- მ-------ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი და ჩადენილი დანაშაულის ადეკვატური სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--–- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ--–- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი ა-–---------- მ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ა-–---------- მ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ა-–---------- მ-------ეს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2019 წლის 27 სექტემბრიდან - 2019 წლის 01 ოქტომბრის) გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 215 (ორას თხუთმეტი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ა-–---------- მ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
გაუქმდეს, ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ასპინძის მუნიციპალიტეტში 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, გ--–--------- მ-------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ა-------------–----–---------------------–-----, ს.კ. 6----------- და ს.კ. 6-----------. გირაოს 15000 ლარის უზრუნველსაყოფად, დადებული ყადაღა.
განაჩენის აღსრულებაზე, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე