განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110100118002387544
საქმე №1/ბ-664-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2020 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე
მარინე იმერლიშვილი
სხდომის მდივნები - თეონა ქიმერიძე, გივი კაპანაძე
პროკურორი - კ---- ს-----ე,ადვოკატები - შ--–-- ხ----------ე, ი-–-- ლ-----, ნ------ ბ-------–--, ი-----–- მ-------ე, მ------- ა----------ე,მსჯავრდებულები - ლ-–- გ--–-–---–ი, ო----- მ-------ე;
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილის სისხლის სამართლის საქმე:
ლ-–- გ-------ს ძე გ--–-–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ზესტაფონის რაიონი სოფელი ძ------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, ა----–-----–------------;
ო----- ვ--–------ის ძე მ-------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, გ-------–---–------------
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1 გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ლ-–- გ--–-–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ი----- კ--------–---–-, კუთვნილი „ოპელ ფრონტერას“ მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა ზესტაფონში, ა----–-----–ის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც, თანხის გადახდის სანაცვლოდ, ეწეოდა მგზავრთა გადაყვანას. აღნიშნულ დროს, მასთან, მივიდა ლ-–- გ--–-–---–ი და ო----- მ-------ე. ლ-–- გ--–-–---–მა, ანაზღაურების გარეშე ითხოვა ზესტაფონის N3 საჯარო სკოლასთან მიყვანა, ხოლო მანამდე ა----–-----–ის ქუჩაზე უნდა ენახათ მეგობარი. ადგილზე მისულებმა, ვერ ნახეს მისი მეგობარი, რის გამოც ი----- კ--------–---–- დაბრუნდა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, უარი განუცხადა მათ შემდგომი მომსახურების გაწევაზე და ჩამოვიდა ავტომანქანიდან. აღნიშნულზე განაწყენებულმა ლ-–- გ--–-–---–მა და ო----- მ-------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ი----- კ--------–---–ს. მომხდარის გამო, ლ-–- გ--–-–---–მა, შურისძიების მოტივით განიზრახა ი----- კ--------–---–-ს განზრახ მკვლელობა. ამ მიზნით, თან ნაქონი დანით, ი----- კ--------–---–ს, განზრახ მოკვლის მიზნით, მუცლის წინა კედლის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი შემავალი ჭრილობის სახით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. ასევე, კისრის უკანა ზედაპირზე, მეშვიდე მალის დონეზე არსებული ნაჩხვლეტი ჭრილობის, მარჯვენა იდაყვის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა დუნდულის, მარჯვენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე ნაკვეთი სწორკიდეებიანი ჭრილობების სახით მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. ი----- კ--------–---–მა, თავდამსხმელის მოგერიების მიზნით, მისი ავტომანქანის საბარგულიდან ამოიღო საბურავის ქანჩის გასაღები და რამდენჯერმე მოიქნია მათი მიმართულებით. შეკრებილი ტაქსის მძღოლების და მოქალაქეების აქტი----- ჩარევის გამო, ლ-–- გ--–-–---–მა ვერ შეძლო განზრახვის ბოლომდე მიყვანა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ი----- კ--------–---–- დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
1.2 გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, ო----- მ-------ემ ჩაიდინა ძალადობა - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ი----- კ--------–---–-, კუთვნილი „ოპელ ფრონტერას“ მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა ზესტაფონში, ა----–-----–ის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თანხის გადახდის სანაცვლოდ, ეწეოდა მგზავრთა გადაყვანას. აღნიშნულ დროს, მასთან მივიდა ო-----ი მ-------ე და ლ-–- გ--–-–---–ი. ლ-–- გ--–-–---–მა, ანაზღაურების გარეშე ითხოვა ზესტაფონის N3 საჯარო სკოლასთან მიყვანა, ხოლო მანამდე ა----–-----–ის ქუჩაზე უნდა ენახათ მეგობარი. ადგილზე მისულებმა, ვერ ნახეს მათი მეგობარი, რის გამოც ი----- კ--------–---–- დაბრუნდა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, უარი განუცხადა მათ შემდგომი მომსახურების გაწევაზე და ჩამოვიდა ავტომანქანიდან. აღნიშნულზე განაწყენებულმა ო----- მ-------ემ, ი----- კ--------–---–ს ორჯერ დაარტყა ხელი თავის არეში. ამის შემდეგ, კონფლიქტი გაგრძელდა ი----- კ--------–---–ს და ლ-–- გ--–-–---–ს შორის, რა დროსაც ლ-–- გ--–-–---–მა ი----- კ--------–---–ს დანით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მიაყენა დაზიანებები. კონფლიქტში კვლავ ჩაერთო ო----- მ-------ე, რომელმაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი ი----- კ--------–---–ს სხეულის სხვადასხვა ადგილზე. ო----- მ-------ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ი----- კ--------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის განაჩენით:
ლ-–- გ--–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა 09 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის განაჩენით ლ-–- გ--–-–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით); საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქას წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით და საბოლოოდ ლ-–- გ--–-–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით; ლ-–- გ--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 24 დეკემბრიდან;
ო----- მ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ასსამოცი) საათის ვადით; საქართველოს სსკ 42-ე მუხლის საფუძველზე, ო----- მ-------ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
2.1 აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ---- ს-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის განაჩენში და მსჯავრდებულებს ლ-–- გ--–-–---–ს და ო----- მ-------ეს, პიროვნების, მათი მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათის და საშიშროების გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროთ მკაცრი სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, არ შეესაბამება მათ პიროვნებას და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, ასევე სასჯელის მიზნებს.
2.2. აპელანტი - მსჯავრდებულ ლ-–- გ--–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატები შ--–-- ხ----------ე და ი-–-- ლ----- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას ლ-–- გ--–-–---–ის მიმართ და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას. ლ-–- გ--–-–---–ის მსჯავრდების ნაწილში განაჩენი აპელანტებს მიაჩნიათ უკანონოდ და დაუსაბუთებლად. სასამართლომ მიუხედავად კანონის იმპერ----ული მოთხოვნისა, ეჭვი არ განმარტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ. საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმბული, აშკარა და დამაჯარებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ-–- გ--–-–---–ის ბრალეულობას, ლ-–- გ--–-–---–ის არის უდანაშაულო და მის მიმართ განაჩენი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე, ბრალდების მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები არასარწმუნოა და არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით. განაჩენში საერთოდ არ არის ასახული დაცვის მხარის პოზიციები, რითაც მხარეებს შეექმნათ არათანაბარი პირობები.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტს - მსჯავრდებულ ლ-–- გ--–-–---–ის ინტერესების დამცველ ადვოკატებს, ნ------ ბ-------–--ს და ი-----–- მ-------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს ლ-–- გ--–-–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით;
მსჯავრდებულ ო----- მ-------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს მ------- ა----------ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა ო----- მ-------ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნა წ ი ლ ი:
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ-–- გ--–-–---–ის და ო----- მ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ, სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:
მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულ ი----- კ--------–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს, იმყოფებოდა ქ.ზესტაფონში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯიხურთან, „სატაქსაოდ“. დაახლოებით შვიდის წუთებზე, მასთან მივიდა ორი ახალგაზრდა - ლ-–- გ--–-–---–ი და ო----- მ-------ე და სთხოვეს მე-3 სკოლასთან გაყვანა, უთხრეს, რომ ფული არ ჰქონდათ. ლ-–- გ--–-–---–ი დაჯდა წინ, მძღოლის გვერდით, ხოლო ო----- მ-------ე ლ.გ--–-–---–ის უკან. გზაში ო.მ-------ე გამოელაპარაკა, სახელი და გვარი ჰკითხა, რაზეც მიუგო, რომ იყო ი----- კ--------–---–-. აღნიშნულზე, ო-----მა ჰკითხა თუ იცნობდა ვალერი კ--------–---–ს და გაუბა საუბარი. ლ.გ--–-–---–მა უყვირა ო.მ-------ეს, „ხომ ხედავ არ იცნობს, რა გაუწყალე კაცს საქმე, ჩადი მანქანიდანო“. აღნიშნულზე, ო-----ი ჩავიდა მანქანიდან, მივიდა ლ-–-სთან, რა დროსაც ლ-–-მაც გააღო კარები, გადავიდა და გადაეხვია ო-----ს, ხელი ყელზე შემოხვია. ო-----მა უთხრა წვიმდა და ნუ დატოვებდა, დასველდებოდა. ამ დროს, იდგნენ შუქნიშანზე, წითელი ენთო. როდესაც მწვანე აინთო, უკვე ორივე მანქანაში ისხდნენ და წავიდნენ. ადგილზე მისულებმა, ვერ იპოვეს მეგობარი, ჩამოწეული ფანჯრიდან ლ-–- გ--–-–---–ი ეძახდა მეგობარს „ჰეი, ჰეი სად ხარ, ჰეი, ბიჭო სად ხარ“. აღნიშნული ი.კ--------–---–მა მიიჩნია საეჭვოდ და შესთავაზა ლ.გ--–-–---–სა და ო.მ-------ეს მანქანიდან ჩასვლა, მეგობრის მოძებნა და შემდეგ დაბრუნება. ვინაიდან არ ჩავიდნენ მანქანიდან, გაბრაზებულმა, მოატრიალა მანქანა და მივიდა იმ ადგილზე, სადაც იდგა. აღნიშნულზე ლ.გ--–-–---–ი გაბრაზდა და უთხრა, თუ რატომ დაბრუნდა უკან, წასულიყო, ფული ჰქონდა და გადაუხდიდა. ი.კ--------–---–მა მანქანას ჩაურთო „სეკრეტი“ და გადმოვიდა ძირს, დადგა უკანა მხარეს, მანქანის საბარგულთან. რამდენიმე წამში, მანქანიდან გადმოვიდა ჯერ ო----- მ-------ე, ხოლო შემდეგ ლ-–- გ--–-–---–ი. ო.მ-------ე წავიდა მისკენ და ორჯერ დაარტყა მუშტი თავის არეში. როდესაც მესამედაც უნდა დაერტყა, საპასუხოდ მან დაარტყა, რა დროსაც წაბარბაცდა უკან და დაეჯახა ლ-–- გ--–-–---–ს. დაინახა, რომ ლ-–- გ--–-–---–მა ჯიბიდან ამოიღო ვერცხლისფერი დანა. აღნიშნულის დანახვაზე, გააღო საბარგულის კარები, გადაეყუდა „კლუჩის“ ამოსაღებად. ამ დროს, უკანა მხარეს, ბარძაყის არეში იგრძნო დანის დარტყმა, შემდეგ დუნდულოში, შემდეგ მე-7 მალაზე, იდაყვში, როდესაც მობრუნდა „კლუჩის“ ჩასარტყმელად, მუცლის არეში დაარტყა დანა მას ლ-–- გ--–-–---–მა.
დაზარალებულის განმარტებით, ჩხუბის ხმა გაიგო ჯიხურში მყოფმა ნ---- პ--------ემ, გააღო ჯიხურის კარი, გამოვიდა გარეთ და საშველად მოიხმო ხალხი. მისივე განმარტებით, გამოძიების პროცესში, მის მიერ ჯერ ფოტოსურათებით, ხოლო შემდეგ პირადად ამოცნობილი იქნა ლ-–- გ--–-–---–ი, პირი რომელიც იჯდა მის მანქანაში, მის გვერდით, წინა მხარეს. ასევე, ამოცნობილი იქნა ო----- მ-------ე, რომელიც იჯდა მის მანქანაში, უკანა მხარეს. ლ.გ--–-–---–ი ამოცნობილი იქნა სახის მოყვანილობით, მუქი შავი წვერით და წარბებით, წვრილი სწორი ცხვირით, როდესაც დაინახა, იქვე იცნო. პიროვნული ამოცნობის დროს, ლ-–- გ--–-–---–ის გვერდებზე მდგომ პირებს მიმართა, რა უნდოდათ იქ, დამნაშავე ლ.გ--–-–---–ი იყო, მათ შუაში მდგომი პირი. დაზარალებულის განმარტებითვე, წარდგენილი სამი პირიდან გ.ლ--–--ე რადიკალურად განსახვავებული პირი იყო დანარჩენი ორისგან. ის იყო ოდნავ მაღალი და გამხმარი პიროვნება. მეორე კი ვიზუალურად ჰგავდა ლ.გ--–-–---–ს. მისივე განმარტებით, სათვალეს შემთხვევამდე იშვიათად ხმარობდა, იყენებდა მხოლოდ საკითხავად, ხოლო შემთხვევის შემდეგ, სულ უკეთია. ადვოკატ ლ.ლ--–--ის მიერ დაზარალებულს წარედგინა 2017 წლის 23 დეკემბრის გამოკითხვის ოქმი და დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, რა დროსაც დაზარალებულმა დაადასტურა მისი ხელისმოწერის სინამდვილე აღნიშნულ დოკუმენტებზე.
მოწმის სახით დაკითხულ ნ---- პ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს, იმყოფებოდა სამსახურში. დაახლოებით 17:45 საათზე, გამოვიდა ჯიხურიდან ჟალუზების ჩამოსახურად. როდესაც გამოვიდა, დაინახა ი-----ს მანქანა. მანქანიდან გადმოვიდა მძღოლი - ი----- კ--------–---–-, ასევე გადმოვიდა ორი მგზავრი, ერთი წინა მარჯვენა მხრიდან, ხოლო მეორე უკანა მარჯვენა მხრიდან. სამივე, დადგნენ მანქანის უკანა მხარეს, საბარგულთან. უკანა, მარჯვენა მხრიდან გადმოსულმა ბიჭმა გაიწია ი-----სკენ და დაიწყო ჩხუბი. ჩხუბში, ასევე, ჩაერთო წინა მარჯვენა მხრიდან გადმოსული ბიჭი. ი-----მ უცებ გააღო საბარგული და ამოიღო რაღაც რკინა. ინსტიქტურად, შიშით, შევიდა ჯიხურში, რაიმე რომ არ დაზიანებოდა. ესმოდა ჩხუბის ხმა. დაახლოებით 2-3 წუთში, ჯიხურთან მივიდა ი-----, რომელსაც თავიდან სისხლი მოსდიოდა. შებრუნდა ჯიხურში, სპირტის და ბამბის გამოსატანად. როდესაც გამოვიდა, დაინახა, რომ ი-----ს მაისური ჰქონდა აწეული და სისხლი მოსდიოდა მუცლის არედან. ასევე ი-----ს, მარჯვენა ფეხი, ჯინსის შარვალი სულ სისხლიანი ჰქონდა. ი-----მ, კუთვნილი ტელეფონით დაურეკა შვილს. აღნიშნულის შემდეგ, ადგილზე მივიდა სასწრაფო და წაიყვანეს ი-----. მოწმის განმარტებით, უკანა მხრიდან ჩამოსული ბიჭი იყო, საშუალოზე ცოტა დაბალი, ცოტა მსუქანი, დაბალი თმით, მრგვალი პირსახით, მას წვერი არ ჰქონია. წინა მარჯვენა კარიდან ჩამოსული იყო - დიდი წვერით, გრძელი სახით, თავზე კაპიშონი ეფარა, საშუალოზე ცოტა მაღალი. მოწმის განმარტებით, უკანა მარჯვენა მხრიდან გადმოსული პიროვნება არის ო----- მ-------ე, ხოლო წინა მარჯვენა მხრიდან გადმოსული პიროვნება არის ლ-–- გ--–-–---–ი. მისივე განმარტებით, შემთხვევის ადგილი კარგი განათებული იყო, ვინაიდან იქვეა განათების ბოძი, ასევე განათებული იყო მისი ჯიხური. როდესაც კარი გააღო და გამოდიოდა, ჯიხურიდან შუქი კარგად ანათებდა. შესაბამისად, მან კარგად დაინახა როგორც ორივე ახალგაზრდის, ასევე ი-----ს სახე. მოწმის განმარტებით, გამოძიების პროცესში, გამომძიებელ თ.შ------–--ის მიერ მასთან ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც წარდგენილი ოთხი სურათიდან ამოიცნო ლ-–- გ--–-–---–ი, ხოლო შემდეგ, ასევე, ო----- მ-------ე.
მოწმის სახით დაკითხულ მ------ ო-----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით, 17:30 საათზე, იდგა რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე და მანქანაში, ალ.გ------–--ესთან ერთად, უყურებდა კლიპებს. წინ მდებარე ლოტოს ჯიხურთან შენიშნეს ხმაური. მანქანიდან გადმოვიდნენ ის და ა-–----------, წავიდნენ გასაშველებლად. ი----- კ--------–---–ს ეჩხუბებოდა ორი პიროვნება. გაშველების დროს, ი-----ს მოქნეული „კლუჩი“ მოხვდა ალ.გ------–--ეს შუბლში და წამოუვიდა სისხლი. ალ.გ------–--ე გაიყვანა გვერდზე და ამ დროს, ორი პირი გაიქცა ირინეს პარკის მიმართულებით. ი-----მ უთხრა, რომ დაჭრილი იყო მარჯვენა ფეხის არეში და დაინახა, რომ მოსდიოდა სისხლი. მოწმის განმარტებით, როდესაც ადგილზე მივიდნენ, ჩხუბი იყო. ორი პიროვნება ეჩხუბებოდა ი----- კ--------–---–ს. ფიზიკურად მიმდინარეობდა ჩხუბი ორ პირსა და ი-----ს შორის. ი----- იძახდა, რომ დაჭრეს, თუმცა ვინ დაჭრა, მისთვის უცნობია. ლოტოს ჯიხურიდან დაახლოებით 10 მეტრში იდგა თვითონ მანქანით, ხოლო ი-----, დაახლოებით მეტრნახევარში იდგა ჯიხურთან. როდესაც მივიდა გასაშველებლად, დაახლოებით 15-20 წამში გაიქცა ორი პირი ირინეს პარკის მიმართულებით. მისივე განმარტებით, ადგილი სადაც ფაქტი მოხდა განათებულია, ჩაყოლებით ლამპიონებია განთავსებული.
მოწმის სახით დაკითხულ ა-–---------- გ------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს, საღამოს საათებში ჩამოვიდა ქალაქში „სატაქსაოდ“. იდგა ქალაქის ცენტრში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. იჯდა მ------ ო-----–--ის მანქანაში და უყურებდნენ ვიდეოებს. ი----- კ--------–---–-ს მანქანასთან იყო ჩოჩქოლი, დაპირისპირება და ჩხუბი. გადავიდნენ მანქანიდან, გაშველებისა და დახმარების მიზნით. ადგილზე როცა მივიდნენ, ი-----ს ხელში ეჭირა ე.წ. „კლუჩი“, რომელიც გაშველების დროს მას მოხვდა თავში. აღნიშნულის გამო, მ------მ გაიყვანა გვერდით და როცა დაბრუნდნენ, ჩხუბი დამთავრებული იყო და ი----- კ--------–---–- იძახდა, რომ დაჭრილი იყო, შარვლის ტოტიდან მოსდიოდა სისხლი. მოწმის განმარტებით ჩხუბში სამი პიროვნება იყო ჩართული, ი----- კ--------–---–- და ორი, მისთვის უცხო პირი. ის ორი პიროვნება, რომელიც ი-----ს ეჩხუბებოდა არ დაუნახავს, ვინაიდან არ დაკვირვებია. ორივე გაიქცა პარკის მიმართულებით.
მოწმის სახით დაკითხულ რ----- გ------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს, იდგა თეატრის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ტაქსაობდა“. საღამოს საათებში, როდესაც იდგა ადგილზე და იმყოფებოდა მანქანაში, ჩაირბინა ორმა ახალგაზრდა პიროვნებამ, რომლებიც სახეზე არ დაუნახავს, თუმცა დაინახა, რომ ეცვათ ქუდიანი ქურთუკები, „კაბოკები“ და სახეზე ჰქონდათ ჩამოფარებული. მათთვის ყურადღება არ მიუქცევია. როდესაც მანქანიდან გადმოვიდა, დაინახა ხალხმრავლობა, რის გამოც მივიდა ადგილზე და ნახა, რომ ი----- კ--------–---–- იყო დაჭრილი, მარჯვენა ფეხიდან, უკან მხრიდან სდიოდა სისხლი. ასევე, ადგილზე დაინახა ლექსო (ა-–---------- გ------–--ე), რომელსაც წარბი ჰქონდა გახეთქილი, მის კითხვაზე უთხრა, რომ ჩხუბი იყო, მივიდა გასაშველებლად და მას მოხვდა თავში.
მოწმის სახით დაკითხულმა გ---- ჯ-------მა განაცხადა, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, რომელიც მდებარეობს მოედანთან, სადაც მუშაობდა მუსიკოსად. დაახლოებით 18:00 საათზე, ღონისძიების დამთავრების შემდეგ, როდესაც ხალხი იშლებოდა, გარეთ გავიდა და გაიგო ქალების ჩოჩქოლის ხმა, „პოლიციას გამოუძახეთ“. შებრუნდა უკან, აიღო კუთვნილი მობილური ტელეფონი, ხელფასი და გავიდა გარეთ. როდესაც მივიდა ხალხმრავალ ადგილზე, დაინახა ი----- კ--------–---–-, რომელსაც ფეხის არედან და მუცლიდან სდიოდა სისხლი. ი-----მ თქვა, რომ მისთვის ორ უცნობ პირთან მოუვიდა ჩხუბი. მოწმის განმარტებით, როდესაც ი-----სთან მივიდა, დაინახა ორი პირი, რომლებიც გარბოდნენ პარკის მიმართულებით და ი----- ყვიროდა მათი მისამართით „შენს სახეს რა დამავიწყებსო“.
სასამართლო სხდომაზე, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გამოქვეყნებული იქნა მოწმე დ------ კ--------–---–-ს გამოკითხვის ოქმები, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 23 დეკემბერს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც, საღამოს საათებში, მას დაუკავშირდა მამა, ი----- კ--------–---–- და უთხრა, რომ იყო დაჭრილი და მოთავსებული „ფ---------ის“ საავადმყოფოში. მივიდა საავადმყოფოში, სადაც ი.კ--------–---–მა მას მოუყვა მომხდარის შესახებ, რომ ორი პირი ჩაუჯდა მანქანაში და წაიყვანა მე-3 საჯარო სკოლასთან, საიდანაც უნდა წამოჰყოლოდათ მესამე პირი. ვინაიდან, მგზავრებმა მესამე პირი ვერ ნახეს, ი.კ--------–---–- დაბრუნდა უკან, რამაც გამოიწვია მანქანაში მჯდომი ორი პირის გაბრაზება. ერთ-ერთმა, რომელსაც ჰქონდა გრძელი წვერი, დაჭრა ი.კ--------–---–-, ხოლო მეორე აკავებდა მას. მოწმის განმარტებითვე, მისი თანხმობით მოხდა ა/მანქანის დათვალიერება, ანაწმენდებისა და მიკრონაწილაკების აღება. მოგვიანებით კი, მის მიერ იქნა გადაყვანილი ი.კ--------–---–-ს მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა სამმართველოს ეზოში; 2017 წლის 23 დეკემბერს, მონაწილეობა მიიღო ი.კ--------–---–-ს ა/მანქანის დათვალიერებაში. როგორც შემდგომ მამისგან, ი.კ--------–---–-სგან გაიგო, ის, ბოროტმოქმედებისგან თავს იცავდა ქანჩის გასაღებით, რომელიც მოათავსა მანქანის საბარგულში. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის 24 დეკემბერს, მონაწილეობა მიიღო ი.კ--------–---–-ს კუთვნილი ა/მანქანის დათვალიერებაში, რა დროსაც მანქანის საბარგულში აღმოჩენილი იქნა ქანჩის გასაღები, რომელიც ამოღებული იქნა და დაილუქა სპეციალურ პაკეტში. დათვალიერების დასრულების შემდეგ, ასევე, დაილუქა მანქანა.
მოწმის სახით დაკითხულმა ზ----- დ---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ქ.ზესტაფონში, „ფ---------ის“ საავადმყოფოში, მედდად. 2017 წლის 23 დეკემბერს, იმყოფებოდა სამსახურში, იყო მორიგე. საღამოს საათებში, საავადმყოფოში შეყვანილი იქნა მოქალაქე ი----- კ--------–---–-, რომელიც დაჭრილი იყო მუცლისა და ფეხის არეში. პაციენტი მოთავსებული იქნა პალატაში და გამზადდა საოპერაციოდ. მასთან ინახებოდა მისი კუთვნილი ტანსაცმელი, რაც ამოღებული იქნა გამომძიებლის მიერ. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედების ოქმი შედგენილი იქნა ადგილზე, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ადგილზე იქნა დალუქული ტანსაცმელი, რაც ასევე, დაადასტურა ხელის მოწერით.
მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- ა-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს ქ.ზესტაფონში, „ფ---------ის“ საავადმყოფოში, ექიმად. 2017 წლის 23 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, დაახლოებით 18:06 საათზე შეყვანილი იქნა პაციენტი, ჭრილობებით, რომელიც აცხადებდა, რომ რკინიგზის სადგურთან დაჭრა უცნობმა პიროვნებამ. პაციენტს აღენიშნებოდა მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მუცლის წინა კედელზე, თხემის, ბარძაყის, დუნდულოს, კისრის და მარჯვენა იდაყვის არეში. პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია და რაიმე გართულებას ადგილი არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, მუცლის არეში შემავალი ჭრილობა იყო სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზიანებული იყო ბადე ქონი, მსხვილი ნაწლავი (განივი კოლინჯი).
მოწმის სახით დაკითხულმა ს--–---- ფ--–------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს „ფ---------ის“ საავადმყოფოში. 2017 წლის 25 დეკემბერს, სამუშაო საათებში, როდესაც იმყოფებოდა სამსახურში, გამომძიებლის მიერ, მისი მონაწილეობით მოხდა შპს „ფ---------ის“ პაციენტების მიღება-გაწერის რეგისტრაციის ჟურნალის დათვალიერება, რა დროსაც, ასევე, გადაღებული იქნა სურათები და გაკეთდა ჟურნალის გვერდების ასლები.
მოწმის სახით დაკითხულმა მ---- ბ--------–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 25 დეკემბერს, იმყოფებოდა ქ.ზესტაფონში, თეატრის ტერიტორიაზე, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა სთხოვეს ამოცნობაში მონაწილეობა, რასაც იგი დასთანხმდა ნებაყოფლობით. მონაწილეობა მიიღო ლ-–- გ--–-–---–ის ამოცნობაში, რა დროსაც ი----- კ--------–---–-ს მიერ, ამოცნობილი იქნა ლ-–- გ--–-–---–ი. მოწმის განმარტებით ამოცნობის დაწყებამდე, ლ-–- გ--–-–---–ი ნებაყოფლობით დადგა მის მიერ არჩეულ ადგილზე. ამოცნობის დროს, დაზარალებულმა მას უთხრა ბეჭებში გასწორებულიყო, გ---- ლ--–--ეს მიმართა შენ აქ ვინ მოგიყვანაო, ხოლო ლ-–- გ--–-–---–ს კი უთხრა „რას მერჩოდი, რა დაგიშავეო“. მისივე განმარტებით, დაზარალებულმა ამოცნობა სახის მიმიკებით, სახის ვიზუალით მოახდინა.
მოწმის სახით დაკითხულმა გ---- ლ--–--ემ განაცხადა, რომ მონაწილეობა მიიღო დაზარალებულის მიერ ლ-–- გ--–-–---–ის ამოცნობაში, პოლიციის თხოვნით, ნებაყოფლობით. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე, ლ-–- გ--–-–---–ი თავისით, ნებაყოფლობით დადგა მის მიერ არჩეულ ადგილზე, ჩადგა მასსა და მ---- ბ--------–---–ს შორის. ამოცნობის დროს, ი----- კ--------–---–-ს მიერ ამოცნობილი იქნა ლ-–- გ--–-–---–ი. მოწმის განმარტებით, დაზარალებულმა ლ.გ--–-–---–ი ამოიცნო წარბებით, სახის მოყვანილობით (დაზარალებული ამბობდა ამ ნიშნებით ამოვიცანიო), ასევე უთხრა „სად მოასწარი წვერის გაპარსვაო“.
მოწმის სახით დაკითხულმა ა---------– ვ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 23 დეკემბერს, იმყოფებოდა სამსახურში, სადაც გაიგო, რომ მოხდა მოქალაქე ი.კ--------–---–-ს მკვლელობის მცდელობა. იმავე დღეს, მის მიერ მიღებული იქნა ოპერ----ული ინფორმაცია, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილი უნდა ჰქონოდა ლ.გ--–-–---–ს, რომელმაც გამოიცვალა ტანსაცმელი, დატოვა სახლში და წავიდა თბილისში. აპირებდა საზღვრის გადაკვეთას. აღნიშნული ოპერ----ული ინფორმაცია, პატაკის სახით მოახსენა ხელმძღვანელობას. მოწმის განმარტებით, მას ლ-–- გ--–-–---–ის დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–---- ნ--------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ- გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა აქვს მიღებული „ფეისბუქის“ დათვალიერებაში, რა დროსაც გამომძიებელ კ-------–- ბ--------–---–თან ერთად დაათვალიერა ლ-–- გ--–-–---–ის „ფეისბუქის“ გვერდი და გადმოწერეს ლ-–- გ--–-–---–ის სურათი, საგამოძიებო მოქმედება ამოცნობის ჩატარების მიზნით. მოწმის განმარტებით მოხდა რამდენიმე პირის „ფეისბუქ“ გვერდის დათვალიერება და სურათების გადმოწერა და არა მხოლოდ კონკრეტულად ბრალდებულ ლ-–- გ--–-–---–ის „ფეისბუქ“ გვერდის დათვალიერება.
მოწმის სახით დაკითხულმა კ-------–- ბ--------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, თანამშრომელ ნ-----–---- ნ--------ესთან ერთად, მოახდინა ლ-–- გ--–-–---–ის „ფეისბუქ“ გვერდის დათვალიერება. დათვალიერების შედეგად გადმოწერილი იქნა ლ.გ--–-–---–ის ფოტო-სურათი, ამოცნობის ჩატარების მიზნით. მოწმის განმარტებით, „ფეისბუქ“ გვერდის დათვალიერებას დაასწრო ნ-----–---- ნ--------ე, ვინაიდან ის არის უბნის ინსპექტორი, მას შეხება ჰქონდა ლ.გ--–-–---–თან და ცნობდა კარგად. შესაბამისად, „ფეისბუქ“ გერდზე, ლ-–- გ--–-–---–ის მოძიების შემდეგ, მან იცნო კონკრეტულად ლ-–- გ--–-–---–ი. მისივე განმარტებით, ვინაიდან სურდათ ლ-–- გ--–-–---–ის ახალი სურათის მოპოვება, სწორედ ამიტომ მოხდა „ფეისბუქ“ გვერდის დათვალიერება. ე.წ. „პოლჯიზე“ იყო ლ-–- გ--–-–---–ის ძველი ფოტოსურათი, რომელსაც ვერ გამოიყენებდნენ.
მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტის თანამდებობაზე. კონკრეტულად კი ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, ექსპერტად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მონაწილეობა აქვს მიღებული 2017 წლის 23 დეკემბერს, ავტომანქანის დათვალიერებაში, გამომძიებელ თ------ შ------–--ესთან და დ------ კ--------–---–თან ერთად. ა/მანქანის დათვალიერებისას მის მიერ ამოღებული იქნა მიკრონაწილაკები და ანაწმენდები. ადგილზე შედგა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ადგილზე დალუქული იქნა ამოღებული ნიმუშები, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. 2017 წლის 24 დეკემბერს, ასევე, მონაწილეობა მიიღო ა/მანქანის დამატებით დათვალიერებაში, რა დროსაც საბარგულიდან, ამოღებული იქნა ქანჩის დამჭერი. ადგილზე შედგენილი იქნა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ადგილზე დალუქული იქნა ამოღებული ნივთი. 2017 წლის 24 დეკემბერს, ასევე, „ფ---------ის“ საავადმყოფოში, დაზარალებულისგან, მის მიერ აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში. შესაბამისი ოქმი შედგენილი იქნა ადგილზე, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, აღებული ნიმუში დალუქა ადგილზე.
მოწმის სახით დაკითხულმა ფ--–--- ა----–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივების განყოფილების უფროსად (სამმართველოს უფროსის მოადგილედ). ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, ი----- კ--------–---–-ს განზრახ მკვლელობის საქმეზე, რა დროსაც შეიქმნა ოპერ----ული ჯგუფი. ოპერ----ული ინფორმაციის საფუძველზე, დადგენილი იქნა, რომ ი.კ--------–---–- დაჭრა და სხეულის დაზიანება მიაყენა ლ-–- გ--–-–---–მა, რის გამოც მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობდა სამძებრო ღონისძიებები. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მონაწილეობა აქვს მიღებული პიროვნულ ამოცნობაში, რა დროსაც დაზარალებულ ი----- კ--------–---–-ს მიერ ამოცნობილი იქნა ლ-–- გ--–-–---–ი.
მოწმის სახით დაკითხულმა რ---- კ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 24 დეკემბერს, მონაწილეობა მიიღო გამომძიებელ კ--- ღ------ის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში, ლ-–- გ--–-–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. საგამოძიებო მოქმედებაში, ასევე, მონაწილეობდა ლ.გ--–-–---–ის დეიდა - შ------- ბ--–--ე. ადგილზე მისულებს, გამომძიებელმა, შ.ბ--–--ეს გააცნო დადგენილება, უფლება- მოვალეობები და ამ უკანასკნელმა თანხმობა განაცხადა ჩხრეკაზე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ამოღებული იქნა აივანზე ნანახი, გაფენილი, ლ-–- გ--–-–---–ის კუთვნილი ჯინსის შარვალი. ადგილზე იქნა შედგენილი საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ადგილზე იქნა დალუქული ამოღებული შარვალი. მოწმის განმარტებით, ჩხრეკის დასრულების შემდეგ, შ.ბ--–--ე გადაყვანილი იქნა სამმართველოში, გამოკითხვის მიზნით.
მოწმის სახით დაკითხულმა კ--- ღ------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2017 წლის 24 დეკემბერს, თანამშრომელ რ---- კ-------ესთან ერთად ჩხრეკა ჩაატარა ლ-–- გ--–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ამოღებული იქნა ლ.გ--–-–---–ის კუთვნილი ჯინსის შარვალი. ჩხრეკაზე მისულებს, ადგილზე დახვდათ ლ.გ--–-–---–ის დეიდა - შ------- ბ--–--ე, რომელსაც მან გააცნო დადგენილება, განუმარტა უფლებები, რაზეც შ.ბ--–--ემ თანხმობა განაცხადა. მოწმის განმარტებით, ასევე მის მიერ იქნა ჩატარებული შემთხვევის ადგილის - ადგილმდებარეობის დათვალიერება, ვიდეო კამერების აღმოჩენის მიზნით.
მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- პ------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა რეგისტრაციის ჟურნალი, დანიშნა ექსპერტიზები, დაათვალიერა დამატებით ა/მანქანა. ასევე, განახორციელა სხვა საპროცესო მოქმედებები. მოწმის განმარტებით, ა/მანქანის დამატებით დათვალიერების საფუძველი გახდა დაზარალებულის მიერ მითითებული გარემოება, ქანჩის გასაღების გამოყენების შემდეგ, მისი მოთავსება საბარგულში. შესაბამისად, ა/მანქანის დამატებითი დათვალიერების შედეგად, საბარგულიდან, ამოღებული იქნა ქანჩის გასაღები.
მოწმის სახით დაკითხულმა ა-----– ა---–------მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2017 წლის 24 დეკემბერს, მის მიერ მოხდა ქ.თბილისში ლ-–- გ--–-–---–ის დაკავება, რა დროსაც მას განემარტა უფლებები და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. პ/ჩხრეკის შედეგად, ლ.გ--–-–---–ის ხელიდან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი. მოწმის განმარტებით, დაკავების ადგილზე, ასევე, იყვნენ ზესტაფონის რაიონული სამმართველოსა და თბილისის პოლიციის თანამშრომლები. ადგილზე იქნა შედგენილი დაკავებისა და პ/ჩხრეკის ოქმი და დაკავებული გადაყვანილი იქნა უახლოეს პოლიციის განყოფილებაში, ოქმის დადასტურების მიზნით. აღნიშნულის შემდეგ კი მოხდა მისი გადაყვანა ზესტაფონში.
მოწმის სახით დაკითხულმა თ------ შ------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო ლ-–- გ--–-–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა დაზარალებული და მოწმეები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დანიშნა ექსპერტიზები, გამოითხოვა ინფორმაცია „ს----------–---------დან“, „თ----- ბანკიდან“, შპს „ჯ------–-დან“, „მ----------დან“ და „მ--------–-დან“. ჩაატარა როგორც ფოტოსურათებით, ასევე, პიროვნული ამოცნობები. ასევე, განახორციელა სხვადასხვა საპროცესო მოქმედებები და გამოითხოვა სხვადასხვა დოკუმენტაცია, ასევე, ინფორმაცია ლ-–- გ--–-–---–ის და ო----- მ-------ის მიმართ. მოწმის განმარტებით, ავტომანქანის დამატებითი დათვალიერება აუცილებელი გახდა დაზარალებულ ი.კ--------–---–-ს 24 დეკემბრის, დამატებითი დაკითხვის შემდეგ, რა დროსაც მან მიუთითა, რომ თავდამსხმელის მოსაგერიებლად გამოიყენა ქანჩის გასაღები, რომელიც შემდეგ მოათავსა მანქანის საბარგულში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოხდა ა/მანქანის დამატებითი დათვალიერება და ამოღებული იქნა ქანჩის გასაღები. მისივე განმარტებით, შემთხვევიდან მალევე, მის მიერ, „ფ---------ის“ საავადმყოფოში, 2017 წლის 23 დეკემბერს მოხდა ი----- კ--------–---–-ს გამოკითხვა. გამოკითხვის დასრულებისთანავე, ი.კ--------–---–- გაყვანილი იქნა საოპერაციოდ. ასევე, მის მიერ იქნა მეორე დღეს, 24 დეკემბერს, დამატებით გამოკითხული ი----- კ--------–---–-. მოწმის განმარტებით, ექიმის თანხმობით, დაუყოვნებლივ, ოპერაციამდე, განახორციელა ი.კ--------–---–-ს დაკითხვა, მაგრამ ვინაიდან პიროვნება უკვე საჭიროებდა ექიმების გადაწყვეტილებით სამედიცინო ჩარევას, ოპერაციული გზით, ამიტომ დეტალურად დაზარალებულის დაკითხვა, ექიმების თანხმობით განახორციელა მეორე დღეს, 24 დეკემბერს. ადვოკატ რ.ლ--–--ის შეკითხვაზე, მოწმემ განმარტა, რომ შეტყობინების მიღებისთანავე, პირველად შპს „ფ---------ში“ მოახდინა დაზარალებულის გამოკითხვა ოპერაციამდე, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერება განხორციელდა დაზარალებულის დაკითხვის შემდგომ.
მოწმის სახით დაკითხულმა ო-–--- ს-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის 26 დეკემბერს, გამომძიებელ თ.შ------–--ესთან ერთად, ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორში, მის მიერ იქნა აღებული ნერწყვის ნიმუში ლ.გ--–-–---–ისგან. ადგილზე შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ადგილზე დალუქული იქნა აღებული ნიმუში, რაც გადასცა გამომძიებელს. მოწმის განმარტებით, მოქმედებას, ასევე, ესწრებოდა ადვოკატი, ქალბატონი (რომლის სახელი და გვარი არ ახსოვს).
მოწმის სახით დაკითხულმა გ---- ფ-----ემ განაცხადა, რომ მუშაობდა „ს----------–--------ში“ უსაფრთხოების სამსახურში. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მის მიერ იქნა გაცემული 2017 წლის 23 დეკემბრის ვიდეო ჩანაწერი.
მოწმის სახით დაკითხულმა შ------- ბ--–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 24 დეკემბერს, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული იქნა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ლ-–- გ--–-–---–ის ჯინსის შარვალი, რომელიც გაკიდებული იყო აივანზე გასაშრობად. ლ-–-, ბოლოს ნახა 2017 წლის 22 დეკემბერს, მის საცხოვრებელ სახლში, ქ.ზესტაფონში. მოწმის განმარტებით, 2017 წლის 23 დეკემბერს, ის ტელეფონზე დაუკავშირდა ლ-–-ს, რომელმაც უთხრა, რომ იმყოფებოდა ქალაქ ზესტაფონში. 23-ში შუადღეს, დაახლოებით 13:00 საათზე ელაპარაკა ლ-–-ს, რომელმაც უთხრა რომ ქალაქში იყო, ზესტაფონში და აპირებდა თბილისში წასვლას, მეგობრის დაბადების დღეზე და დაბრუნდებოდა სამშაბათს. შუადღის მერე, საღამოს ესაუბრა ლ-–-ს, დაახლოებით თორმეტ საათზე, რომელმაც უთხრა, რომ თბილისში იყო. 2017 წლის 22 დეკემბერს, როცა მივიდა ლ-–-, მიიტანა ჯინსის შარვალი და იმავე დღეს გაურეცხა. ლ-–- სარგებლობდა „ბ--–----ს“ ქსელში ჩართული მობილური ტელეფონით. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში, 2017 წლის 24 დეკემბერს მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „ამის შემდეგ მე მას (იგულისხმება ლ-–- გ--–-–---–ს) დავუკავშირდი 2017 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 17 საათზე, რა დროსაც მან მითხრა, რომ იმყოფებოდა ქ.ზესტაფონის ტერიტორიაზე“. „კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჩემი დისშვილი ლ-–- გ--–-–---–ი ბოლო, დაახლოებით 2 წელია ატარებს დიდი ზომის წვერს. აღნიშნული, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში მას არასდროს წვერი სრულად არ გაუპარსავს“. პროკურორის შეკითხვაზე მოწმემ დაადასტურა აღნიშნული გარემოებები და მიუთითა, რომ ლ-–-, წვერს, მანქანით იღებდა, ბოლომდე გაპარსული არ ჰქონდა, თუმცა არც შესამჩნევი იყო.
მოწმის სახით დაკითხულმა დ----- დ-----–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 24 დეკემბერს იმყოფებოდა ქ.თბილისში, მეგობრებთან ერთად, გროზნოს ქუჩაზე, ნ----–- კ-–-----ესთან, ლუდის დასალევად. იქ მივიდა ლ-–- გ--–-–---–ი, რომელმაც სთხოვა ტელეფონზე დარეკვა. მიაწოდა მისი კუთვნილი ტელეფონი, რა დროსაც ლ-–- გარეთ გავიდა და აღნიშნულის შემდეგ აღარ უნახავს. ლ-–-ს გადასცა მისი კუთვნილი „აიფონ 6“ მოდელის ტელეფონი, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა გ------- ს---------ის სახელზე რეგისტრირებული სიმბარათი ნომრით 5-----------, რომელსაც ის ფლობდა ათი წელი. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ რაც ლ.გ--–-–---–ის დაკავება პოლიციელებმა მოახდინეს საცხოვრებელი სახლის ეზოში, ავიდნენ მათთან სახლში და უთხრეს, რომ ლ-–- იყო დაკავებული. ასევე, რამდენიმე ხანში პოლიციელებმა წაიყვანეს ო----- მ-------ეც.
საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, ასევე, უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმეების მიხ---–-----–---------------–-----------------------------–---ს დაკითხვა.
2017 წლის 23 დეკემბრის, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ქ.ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩა N1ა-ში განთავსებულ ზესტაფონის რაიონული სამმართველოს წინამდებარე ტერიტორიაზე, წინა ნაწილით დასავლეთ მხარეს, დგას შავი ფერის ,,OPEL FRONTERA”-ს მარკის, სახელმწიფო ნომერი H------ ავტომანქანა. აღნიშნულ ავტომანქანას, ვიზუალურად, გარე მხრიდან, დაზიანება აღენიშნება წინა მარცხენა მხარეს, ფარის გაბზარვის სახით. სხვა რაიმე სახის დაზიანება ავტომანქანის გარე მხრიდან არ ფიქსირდება........ ექსპერტის მიერ ,,OPEL FRONTERA”-ს მარკის სახელმწიფო ნომერი H------ ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის ქვედა ნაწილიდან, წებოვანი ლენტის საშუალებით, აღებული იქნა მიკრონაწილაკები, რომელიც გადატანილი იქნა თეთრი ფერის დაქტილოფირზე და დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის NFCD 865318 პაკეტში (პაკ. N1). ექსპერტის მიერ, ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარის სავარძლის საზურგიდან, წებოვანი ლენტის საშუალებით, აღებული იქნა მიკრონაწილაკები, რომელიც გადატანილი იქნა თეთრი ფერის დაქტილოფირზე და დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის NFCD 865317 პაკეტში (პაკ. N2). ექსპერტის მიერ ავტომანქანის უკან მარჯვენა მხრის სავარძლის ძირა ნაწილიდან, წებოვანი ლენტის საშუალებით, ამოღებული იქნა მიკრონაწილაკები, რომელიც გადატანილი იქნა თეთრი ფერის დაქტილოფირზე და დაილუქა საექსპერტო- კრიმინალისტიკური დეპარტამენტის NFCD 865316 პაკეტში (პაკ. N3). ამის შემდეგ, ,,OPEL FRONTERA”-ს მარკის ავტომანქანის უკან, მარჯვენა სავარძლის საზურგიდან, წებოვანი ლენტის გამოყენებით, აღებული იქნა მიკრონაწილაკები, რომელიც გადატანილი იქნა თეთრი ფერის დაქტილოფირზე და დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის NFCD 865315 პაკეტში (პაკ. N4). ექსპერტის მიერ, ავტომანქანის უკან მარცხენა სავარძლის ქვედა ნაწილიდან, წებოვანი ლენტის საშუალებით ამოღებული იქნა მიკრონაწილაკები, რომელიც გადატანილი იქნა თეთრი ფერის დაქტილოფირზე და დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის NFCD 865314 პაკეტში (პაკ. 5). ექსპერტის მიერ, ავტომანქანის უკან მარცხენა სავარძლის საზურგიდან, წებოვანი ლენტის გამოყენებით, აღებული იქნა მიკრონაწილაკები, რომელიც გადატანილი იქნა თეთრი ფერის დაქტილოფირზე და დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის NFCD 865313 პაკეტში (პაკ. 6). ექსპერტის მიერ, ,,OPEL FRONTERA”-ს მარკის სახელმწიფო ნომერი H------ ავტომანქანის წინა მარჯვენა კარების შიდა მხრიდან, გასაღები სახელურის ზედაპირიდან, სტერილური ბამბის გამოყენებით, აღებული იქნა ანაწმენდი, რომელიც საკონტროლო ბამბასთან ერთად დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის NFCD 865308 პაკეტში (პაკ. 7). ავტომანქანის უკან, მარჯვენა კარების შიდა მხრიდან, გასაღები სახელურის ზედაპირიდან, სტერილური ბამბის გამოყენებით, აღებული იქნა ანაწმენდი, რომელიც საკონტროლო სტერილურ ბამბასთან ერთად დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის NFCD 865306 პაკეტში (პაკ. 8).,,OPEL FRONTERA”-ს მარკის სახელმწიფო ნომერი H------ ავტომანქანის უკან მარცხენა კარების შიდა მხრიდან, გასაღები სახელურის ზედაპირიდან, სტერილური ბამბის გამოყენებით, აღებული იქნა ანაწმენდი, რომელიც საკონტროლი სტერილურ ბამბასთან ერთად დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის NFCD 865307 პაკეტში (პაკ. N9).
2017 წლის 24 დეკემბრის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზესტაფონში, ა----–-----–ის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ა----–-----–ის ქუჩის ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს რკინიგზის სადგურის შენობა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს განლაგებულია ა----–-----–ის ქუჩის N19 საცხოვრებელი კორპუსი, რომლის პირველ სართულზე განლაგებულია ბავშვთა დაბადების დღის სადღესასწაულო ცენტრი. აღნიშნული კორპუსის დასავლეთ მხარეს განლაგებულია ბეტონის ფილებით მოპირკეთებული ტროტუარი. ა----–-----–ის ქუჩის გასწვრივ მდებარეობს ერთსართულიანი შენობა წარწერით: ,,ა----------------.“ აღნიშნული შენობის დასავლეთ მხარეს მდებარეობს სავაჭრო ჯიხური, წარწერით ,,PRESS”. ჯიხურის სამხრეთ მხარეს განლაგებულია მგზავრთა მოსაცდელი. ტერიტორიის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულია ასფალტის საფარით მოპირკეთებული ა----–-----–ის ქუჩის მოედანი, რომლის სამხრეთით განლაგებულია ზესტაფონის თეატრის შენობა. ტროტუარის დასავლეთ მხარეს განლაგებულია ლითონის ბოძი, 6 ღამის განათების ნათურით, საიდანაც ჩართულ მდგომარეობაში ფიქსირდება 5 გარე განათების ნათურა. აღნიშნული ბოძის გასწვრივ განლაგებულია სხვადასხვა სახეობის და სიმაღლის ხეები, რომლებზეც დამონტაჟებულია საახალწლო განათების ლამპიონები, ჩართულ მდგომარეობაში. ტერიტორიაზე განლაგებულ შენობებზე ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემები არ ფიქსირდება. შემთხვევის ადგილზე რაიმე სახის კვალი ან ნივთი არ ფიქსირდება. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს რაიმე შესაძლო მტკიცებულება არ ამოღებულა.
2017 წლის 24 დეკემბრის, ამოღების ოქმით დასტურდება, რომ მედდა ზ----- დ---–ისაგან ამოღებული იქნა: 1) ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, სამარკო ნიშნით ,,URBNDIST’’, რომელსაც უკან მარჯვენა ზედა ნაწილში ჯიბეზე 2 ადგილზე აღენიშნება გაჭრის კვალი. შარვალზე აღენიშნება სისხლის მაგვარი ლაქები; 2) ნაცრიფერი პულოვერი, რომელსაც გაჭრის კვალი აღენიშნება: წინა მხარეს, ქვედა ნაწილში; უკან ზედა ნაწილში და მარჯვენა მკლავის არეში; პულოვერზე აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქები; 3) ლურჯი ფერის, წითელი ჩანართებით სპორტულ ელვაშესაკრავიანი მოსაცმელი, სამარკო ნიშნით ,,ADIDAS’’, რომელსაც გაჭრის კვალი აღენიშნება, წინა მხარეს ქვედა ნაწილში, უკან ზედა ნაწილში და მარჯვენა მკლავის არეში; სპორტულ მოსაცმელზე აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქები; 4) თეთრი ფერის მაისური სახელოების გარეშე, რომელსაც გაჭრის კვალი აღენიშნება წინა მხარეს ქვედა ნაწილში და უკან ზედა ნაწილში, მაისურზე აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქები; 5) მუქი ფერის ტყავის მოკლე ქურთუკი, სამარკო ნიშნით ,,CHENXI’’, რომლსაც გაჭრის კვალი აღენიშნება მარჯვენა მკლავის არეში და უკან ზედა ნაწილში; 6) მუქი ფერის ცხვირსახოცი. ამოღებული ტანსაცმელი დაილუქა ,,1’’ პაკეტად ზესტაფონის რაიონული სამმართველოს N33/10 ლუქის ბეჭდით, პოლიეთინელის პარკში.
2017 წლის 24 დეკემბრის, დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს სოციალურ ქსელ „FACEBOOK“-ში განთავსებული ინფორმაცია. იმის გათვალისწინებით, რომ სოციალურ ქსელ „FACEBOOK“-ში განთავსებული ინფორმაცია არის საჯარო და დამრეგისტრირებელი პირის გადაწყვეტილებით, მის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის ნახვა შეუძლია „FACEBOOK“-ში დარეგისტრირებულ ყველა პირს, განხორციელდა „FACEBOOK“-ში დარეგისტრირებული ლ-–- გ--–-–---–ის გვერდის დათვალიერება. აღნიშნული გვერდის დასათვალიერებლად, სამსახურებრივი კომპიუტერით განხორციელდა კ-------–- ბ--------–---–ის ,,FACEBOOK“-ის გვერდზე შესვლა, სადაც დარეგისტრირებული არის სახელით და გვარით „K--------------------”. ამის შემდეგ, პიროვნების ძებნის ველში, ჩაწერილი იქნა ლათინური ასოებით სახელი და გვარი l----------------, სადაც ჩამონათვალში აღმოჩნდა რამდენიმე პიროვნება. ნ-----–---- ნ--------ის განმარტებით, ჩამონათვალში, პირველ ადგილზე არსებული გვერდი ეკუთვნის ქ.ზესტაფონი, დ----- ა----–-----–------------/11-ში მცხოვრებ, 2--------- წელს დაბადებულ ლ-–- გ--–-–---–ს, რომელსაც მთავარ ფოტოზე დადებული აქვს მეგობართან ერთად გადაღებული სურათი. აღნიშნულ ფოტოში, ლ-–- გ--–-–---–ი იმყოფება მისი მეგობრის უკან, რომელსაც აქვს მოშვებული წვერი, თვალებზე უკეთია შავი ფერის სათვალე და თავზე ახურას შავი ფერის ქუდი. მობილური ტელეფონით, მოხდა ეკრანზე ჩამოშლილი მონაცემების ფოტოგადაღება, რაც გადაწერილი იქნა კომპიუტერში და ამობეჭდილი იქნა ფერად პრინტერზე, დათვალიერების ოქმზე დართვის მიზნით. ლ-–- გ--–-–---–ის გვერდზე განთავსებული ფოტოები, ნ-----–---- ნ--------ის განმარტებით ეკუთვნის ქ.ზესტაფონში, დ----- ა----–-----–------------/11-ში მცხოვრებ, 2--------- წელს დაბადებულ ლ-–- გ--–-–---–ს, რომელსაც ფოტოების ნაწილი გადაღებული აქვს მარტო, ხოლო უმრავლესი ფოტო გადაღებული აქვს მეგობრებთან ერთად. ერთ-ერთ ფოტოში ლ-–- გ--–-–---–ი ზის სავარძელში, მას აცვია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, ტანზე აცვია შავი ფერის კაპიშონიანი მოსაცმელი და თავზე ახურავს კაპიშონი, მას ფოტოში მოშვებული აქვს წვერი. დაზარალებულთან ფოტო-სურათებით ამოცნობის ჩატარების მიზნით, სამსახურის კომპიუტერში გადაწერილი იქნა აღნიშნული ფოტო, რაც ამოიბეჭდა ფერად პრინტერზე და დაერთო დათვალიერების ოქმს.
2017 წლის 24 დეკემბრის, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ი----- კ--------–---–-ს კუთვნილი „ოპელ ფრონტერას“ მარკის ავტომანქანა სახ. NH------, რომელიც დათვალიერების დაწყებამდე დალუქული იყო N33/10 ლუქის ბეჭდით. დათვალიერებისას, ავტომანქანის საბარგულში აღმოჩენილი იქნა ლითონის, საბურავის მოსახსნელი ქანჩის გასაღები. აღნიშნული ქანჩის გასაღები ამოღებული იქნა და დაილუქა პაკეტში NFCD 865322 „1“ პაკეტად. დათვალიერების შემდეგ ავტომანქანა დაილუქა N33/10 ლუქის ბეჭდით. დათვალიერების დროს მიმდინარეობდა ფოტოგადაღება.
2017 წლის 24 დეკემბრის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან, დაზარალებულმა ი----- კ--------–---–მა კატეგორიულად ამოიცნო N3 ფოტოსურათზე გამოსახული მამაკაცი, სწორედ აღნიშნულმა მამაკაცმა მიაყენა დანის გამოყენებით ჭრილობები, 2017 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ.ზესტაფონში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაზარალებულ ი----- კ--------–---–-ს მიერ ამოცნობილი იქნა 2--------- წელს დაბადებული ლ-–- გ-------ს ძე გ--–-–---–ი, პ.ნ. 1----------.
2017 წლის 24 დეკემბრის, ლ-–- გ--–-–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, საცხოვრებელი ბინის აივანზე, თოკზე ჩამოკიდებული იყო ჯინსისფერი შარვალი, რომელზედაც შ------- ბ--–--ემ განმარტა, რომ იყო ლ-–- გ--–-–---–ის კუთვნილი და ეს შარვალი გარეცხა მან 2017 წლის 22 დეკემბერს, რის შემდეგაც გადაკიდებული არის თოკზე გასაშრობად. ჯინსის შარვალი ამოღებული იქნა და დაილუქა ერთ პაკეტში.
2017 წლის 25 დეკემბრის, სარეგისტრაციო ჟურნალის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა შპს ,,ფ---------ის" საავადმყოფოს პაციენტთა მიღებისა და გაწერის რეგისტრაციის ჟურნალი N38, რომელიც გადანომრი-–-- 98 ფურცლად, ზონარგაყრი-–-- და დალუქული შპს ,,ფ---------ის" ბეჭდით. ჟურნალში, 77-ე გვერდზე რიგითი ნომრით 15248, 2--------- წელს 18:05 საათზე რეგისტრირებულია მოქ. ი----- კ--------–---–- პ/ნ 1----------, ასაკი 64 წელი, მცხ. ზესტაფონის რ-ნის სოფ. კლდეეთი. მობ. 5--------, უმუშევარი. პაციენტი მოყვანი-–-- სასწრაფო დახმარების მიერ. მოთავსდა ქირურგიულ განყოფილებაში დიაგნოზი - მუცლის წინა კედელზე ნაკვეთ- ნაჩხვლეტი ჭრილობა. დათვალიერების შემდეგ, გადაღებული იქნა ჩანაწერის ქსეროასლი, რომელიც 2 ფურცლად დაერთო სისხლის სამართლის N------------ საქმეს.
2017 წლის 26 დეკემბრის, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების ოქმით დასტურდება, დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს ქალაქ ზესტაფონში, ა----–-----–ის ქუჩაზე, შემთხვევის ადგილის აღმოსავლეთ მხარეს, ა----–-----–ის ქუჩა N17-ში განთავსებული ს----------–---------ს N----ე სერვის ცენტრი, რომლის წინა მხარეს, ტროტუარის მხრიდან დამონტაჟებულია ვიდეო-მეთვალყურეობის კამერები, ერთი კამერა მიმართულია სერვის ცენტრის წინამდებარე ტერიტორიაზე, აღმოსავლეთის მხრიდან, ხოლო მეორე კამერა მიმართულია სერვისცენტრის წინამდებარე ტერიტორიაზე, დასავლეთის მხრიდან. შემთხვევის ადგილის დასავლეთ მხარეს, ა----–-----–ის ქუჩა N27-ში განთავსებულია თ----- ბანკის N1 ფი-–--ლი, რომლის წინა მხარეს, შესასვლელი კარის ზემოთ, ტროტუარის მხარეს დამონტაჟებულია ერთი ვიდეო- მეთვალყურეობის კამერა, რომელიც მიმართულია ფი-–--ლის შესასვლელი კარის წინ ჩრდილოეთ მხარეს.
2017 წლის 26 დეკემბრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ლ-–- გ--–-–---–ისგან, ამოღებული იქნა: 1) შავი ფერის კაპიშონიანი სვიტერი, სამარკო ნიშნით ,,BERSHKA’’; 2) მუქი ფერის როლინგი, სამარკო ნიშნით ,,WILUSA’’; 3) შავი ფერის სპორტული შარვალი, სამარკო ნიშნით ,,ADIDAS’’, რომლის ზემოთაც არის თეთრი ფერის ხაზები, ხოლო ხაზების ზემოთ სამი ფოთლის გამოსახულება.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 27.12.2017წ-ს 18:20-18:35 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას: მოქ. ლ-–- გ--–-–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით (თხემ-კეფის საზღვარზე მარცხნივ აღენიშნება გასწვრივად მდებარე, უსწორო-ოვალური ფორმის, მოლურჯო-მომწვანო ფერის, პერიფერიაზე მოყვითალო ელფერით სისხლნაჟღენთები ზომით: 3.0x0.5სმ.). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილება მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ.
2017 წლის 29 დეკემბრის, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დგინდება, რომ სს „ს----------–---------ს“ N41 საერთო სერვისცენტრის კომპიუტერული სისტემიდან, ამოღებული იქნა სს „ს----------–---------ს“ ზესტაფონის N--- სერვისცენტრის, აღმოსავლეთ და დასავლეთი მიმართულების, გარე მეთვალყურეობის კამერაზე, 2017 წლის 23 დეკემბრის 17:30 საათიდან, 18:30 საათამდე დროის მონაკვეთში დაფიქსირებული ჩანაწერი.
2018 წლის 9 იანვრის, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დგინდება, რომ სს „თ----- ბანკის“ ზესტაფონის N1 სერვის ცენტრის კომპიუტერული სისტემიდან, ამოღებული იქნა გარე მეთვალყურეობის ერთ კამერაზე, 2017 წლის 23 დეკემბრის 17:30 საათიდან, 18:30 საათამდე დროის მონაკვეთში დაფიქსირებული ჩანაწერი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგი----- (გენეტიკური და სეროლოგი-----) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ სეროლოგი-----, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა: - პაკეტში, წარწერით: ,,...ავტომანქანა ოპელი სახ.ნომრით H-------ის დათვალიერების დროს წინა მარჯვენა კარის შიგნითა მხრიდან, გასაღები სახელურიდან ამოღებული ანაწმენდი...’’ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიოლოგური მასალის (ობ.N1) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთ-ერთ წილი ო----- მ-------ის (ობ.N18; პაკეტი, წარწერით: ,,...ოტარი მ-------ის ნერწყვის ნიმუში...’’) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N1-ის გენეტიკურ პროფილში არ ვლინდება დანარჩენ შესადარებელ პირთა გენეტიკური თანამონაწილება;
- პაკეტებში, წარწერით: ,,...ოპელი სახ.ნომრით H-------ის დათვალიერების დროს უკანა მარცხენა კარის შიგნით მხრიდან გასაღები სახელურიდან აღებული ანაწმენდი...’’ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებულ ბიოლოგი----- მასალის (ობ.N2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს. ობ.N2-ის გენეტიკურ პროფილში არ ვლინდება შესადარებელ პირთა გენეტიკური თანამონაწილეობა;
- პაკეტებში, წარწერით: ,,....ავტომანქანა ოპელი სახ.ნომრით H-------ის დათვალიერების დროს უკანა მარჯვენა კარის შიგნითა მხრიდან გასაღები სახელურიდან ამოღებული ანაწმენდი...’’ და ,,...ავტომანქანა ოპელი სახ.ნომრით H-------ის დათვალიერების დროს ამოღებული საბურავის ქანჩის გასაღები...’’ მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ.N3) და მეტალის საგანზე (ობ.N4) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: ,,...ლ-–- გ--–-–---–ის საცხ.ბინიდან ამოღებული მისი კუთვნილი ჯინსის შარვალი...’’ მოთავსებულ ჯინსის შარვალზე არსებული მოყავისფროს ლაქები (ობ N5-7) სისხლს არ წარმოადგენს;
- პაკეტში, წარწერით: ,,...ლ-–- გ--–-–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი...’’ მოთავსებულ სპორტულ შარვალზე არსებული მბზინავი ზედაპირის მქონე ლაქა (ობ.N8) სისხლს არ წარმოადგენს. ამავე პაკეტში მოთავსებულ კაპიშონიან ჯემპრზე არსებული მოთეთრო ფერის დანაშრევის (ობ.N9) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ-–- გ--–-–---–ს (ობ.N17; პაკეტი, წარწერით: ,,...ლ-–- გ--–-–---–ისაგან ამოღებული ნერწყვის ნიმუში...’’). ამავე პაკეტში მოთავსებულ გრძელსახელოებიან მაისურზე და ქურთუკზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: ,,...ი----- კ--------–---–-ს ტანსაცმელი...’’ მოთავსებულ ქურთუკზე (ობ.N11), მონაცრისფრო ჯემპრზე (ობ.N12,13), ჯინსის შარვალზე (ობ.N14), სპორტულ ქურთუკზე (ობ.N15) და მოკლესახელოებიან მაისურზე (ობ.N16) არსებული მოწითალო- მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი----- კ--------–---–ს (ობ.N19;პაკეტი, წარწერით: ,,...ი----- კ--------–---–-ს ნერწყვის...’’). აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ---- ო--------მ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 1) „ი----- კ--------–---–-ს“ წარმოდგენილ ტანსაცმელზე (ქურთუკი, მოსაცმელი, ჯემპრი, მაისური, შარვალი) დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში აღინიშნება ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით განვითარებული დაზიანებები; 2) ,,ლ-–- გ--–-–---–ისგან ამოღებულ" ჯემპრს, სვიტერს, შარვალსა და ,,ლ-–- გ--–-–---–ის კუთვნილ" ჯინსის შარვალს დაზიანება არ აღენიშნება;
3) ,,ო----- მ-------ისგან ამოღებული" ტანსაცმლიდან (ქურთუკი, მაისური, შარვალი) შარვალს აღენიშნება მექანიკური ზემოქმედების შედეგად უკანა მარჯვენა საქამრე თასმის ამოგლეჯვით განვითარებული დაზიანება, ხოლო ქურთუკზე მექანიკური ზემოქმედებით ზემოდან მეორე და მეოთხე შესაკრავი ღილი აწყვეტი-–--. მაისურზე დაზიანება არ აღენიშნება.
ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევაში კი (ი----- კ--------–---–-ს ტანსაცმელზე) მითითებულია, რომ შემდგომი კვლევისას დგინდება, რომ მოსაცმელს ექსპლუატაცი----- წარმოშობისათვის დამახასიათებელ კვალთა ფონზე, წინა მხარეს მარჯვენა კალთაზე, დაახლოებით მუცლის შესაბამის მიდამოში, ქვედა კიდიდან ზევით 15.5 სმ-ზე და მარჯვენა კალთის შესაკრავი კიდიდან მარჯვნივ 6.5 სმ-ზე, აღენიშნება გამჭოლი დაზიანება, სიგრძით 1.5 სმ. უკანა მხარეს ზედა მიდამოში, თითქმის შუაში, საყელოს მინაკერიდან ქვევით 15 სმ-ზე, აღენიშნება გამჭოლი დაზიანება, სიგრძით: 0.8სმ და მარჯვენა სახელოზე უკანა მხარეს, დაახლოებით იდაყვის შესაბამისი მიდამოს ქვევით, სახელოს ქვედა კიდიდან ზევით 25 სმ-ზე და სახელოს ვერტიკალური ნაკერიდან უკან 12 სმ-ზე, აღენიშნება გამჭოლი დაზიანება, სიგრძით: 1.4 სმ. მიკროსკოპიული კვლევისას დგინდება, რომ აღნიშნული დაზიანებები პირა-პირების ხასიათიდან და მორფოლოგი----- თავისებურებებიდან გამომდინარე განვითარებულნი არიან ჭრით, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად.
ქურთუკის, ჯემპრის და მაისურის ანალოგიური გამოკვლევით დადგინდა, რომ მათზე არსებული დაზიანებანი ლოკალიზაციით და წარმოშობის ხასიათით შეესაბამება მოსაცმელზე შესაბამის მიდამოში არსებულ ანალოგიური ხასიათის დაზიანებებს და ფორმით, განლაგებით, პირა-პირების ხასიათით, მორფოლოგიით მსგავსია ერთმანეთისა, რაც მიუთითებს ცალ-ცალკე მათ ერთდროულად წარმოშობაზე, ერთი დამაზიანებელი ობიექტის ზემოქმედების შედეგად. ამასთან, მაისურზე უკანა მხარეს არსებული დაზიანების ქვედა დაბოლოების სიახლოვეს იკვეთება მცირე ზომის დაზიანება, რომლებიც ურთიერთმდებარეობიდან, განლაგებიდან, ფორმიდან გამომდინარე უნდა იყოს ძირითად დაზიანებასთან ერთდროული წარმოშობის, ქსოვილის მონაკვეთის კეცვით მდგომარეობაში ყოფნისას. რაც შეეხება მოსაცმელზე, ჯემპრზე და მაისურზე წინა მარჯვენა მხარეს დაახლოებით მუცლის შესაბამის მიდამოში არსებული დაზიანების არ ასახვას ქურთუკზე, შეიძლება ახსნილი იყოს, დაზიანების განვითარების მომენტში ქურთუკის გახსნილ მდგომარეობაში ყოფნით, ხოლო მარჯვენა სახელოზე უკანა მხარეს, დაახლოებით იდაყვის შესაბამისი მიდამოს ქვევით არსებული დაზიანების არ ასახვა მაისურზე აიხსნება მისი ფასონით - მოკლესახელოებიანია.
შემდგომი კვლევისას დგინდება, რომ შარვალს უკანა მარჯვენა ჯიბეზე - ზედა მიდამოში მარჯვნივ და ჯიბის კიდიდან ქვევით 2.7 სმ-ზე; ხოლო ქვედა მიდამოში მარცხნივ და ჯიბის კიდიდან ქვევით 12.5 სმ-ზე, აღენიშნება გამჭოლი დაზიანებები, შესაბამისად ზომებით: 1.3 სმ და 2.3 სმ. მიკროსკოპიული კვლევისას დგინდება, რომ აღნიშნული დაზიანებები პირა-პირების ხასიათიდან და მორფოლოგი----- თავისებურებებიდან გამომდინარე განვითარებულნი არიან ჭრით, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---- ო---ემ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,ფ---------ი"-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N15248-ის ასლი და ასევე საავადმყოფოს ცნობა N-------- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული არ არის)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მოქ. ი----- კ--------–---–მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2---------წ- ს 18:06 სთ-ზე საიდანაც გაეწერა 29.12.2017 წ-ს 16:00 სთ-ზე დიაგნოზით: მუცლის წინა კედლის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი შემავალი ჭრილობა. განივი კოლინჯის, ბადექონის დაზიანებით. თხემის, კისრის, მარჯვენა იდაყვის, მარჯვენა დუნდულოს, მარჯვენა ბარძაყის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები.
მუცლის წინა კედლის ნაჩხვლეთ-ნაკვეთი შემავალი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
თხემის არეში მარცხნივ არსებული ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია დაზიანების ურთიერგამომრიცხავი მორფოლოგიური სურათის გამო. კისრის უკანა ზედაპირზე მე-7 მალის დონეზე არსებული ნაჩხვლეტი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო მარჯვენა იდაყვის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა დუნდულოს, მარჯვენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე არსებული ნაკვეთი სწორკიდეებიანი ჭრილობები განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ----------ემ.
2018 წლის 11 იანვრის, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დგინდება, რომ სს ,,ს----------–---------ს’’ ქ.ქუთაისის სათაო სერვისცენტრის კომპიუტერული სისტემიდან, ამოღებული იქნა სს ,,საქართველოს ბანკის’’ ზესტაფონის N--- სერვისცენტრის, აღმოსავლეთ და დასავლეთი მიმართულების, გარე მეთვალყურეობის კამერაზე, 2017 წლის 23 დეკემბრის 17:30 საათიდან, 18:30 საათამდე დროის მონაკვეთში დაფიქსირებული ჩანაწერი.
2018 წლის 3 თებერვლის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, დალუქული, შესაძლო ნივთიერი მტკიცებულებები. პოლიეთილენის პარკი დალუქულია ზესტაფონის რაიონული სამმართველოს N33/10 ლუქის ბეჭდით, რომელზეც შესრულებულია ხელმოწერები ლ.გ--–-–---–ის, მ.ბერაძის და ა.ა---–------ის მიერ. მეორე მხარეს იკითხება შემდეგი: ,,სისხლის სამართლის N------------ საქმეზე ლ.გ--–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი მობილური ტელეფონი „აიფონის“ და „ნოკიას“ ფირმის". გახსნისას მასში აღმოჩნდა: 1) ერთი ცალი მოვერცხლისფრო ფერის ,,აიფონის" ფირმის მობილური ტელეფონი. კორპუსის უკან მხარეს, გარე ნაწილზე არსებული იმეი- კოდით 3--------------. აღნიშნული ტელეფონში გააქტიურებული სიმბარათის ნომრის დადგენა ვერ მოხერხდა, რადგან ადევს ბლოკი; 2) ერთი ცალი მოშავო ფერის ,,ნოკიას" ფირმის მობილური ტელეფონი, რომლის ჩართვა განხორციელდა 18:05 სთ-ზე. მასში არსებული სიმბარათის ნომრის დადგენის მიზნით იცადა დაკავშირება გამომძიებლის (თ.შ------–--ის) კუთვნილ 5----------- ნომრის მქონე ტელეფონზე, მაგრამ ტექნიკურად დაკავშირება ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ #*06* სისტემით დადგენილ იქნა იმე-კოდი 3--------------. ამით დათვალიერება დასრულდა. „აიფონის“ და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონები ძველ ლუქთან ერთად დაილუქა პოლიეთილენის პარკში, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს N33/10 ლუქის ბეჭდით პაკეტებისთვის.
შპს „ჯ------–-ს“ 2018 წლის 9 მარტის N18/03-315 მიმართვით, გამომძიებელ თ.შ------–--ეს გადაეგზავნა იმეი-კოდების 5-------------------------------- მქონე ტელეფონებში არსებული სიმ-ბარათების მფლობელების დემოგრაფიული მონაცემები - გ--–--- მ-------ე, დაბადებული 2--------- წელს, მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, გ-------–---–---- (ტელეფონის ნომერი - 5----------); გ------- ს---------ე, დაბადებული 1--------- წელს, მცხოვრები: ქ.თბილისი, ბ------------------------------5 (ტელეფონის ნომერი - 55---------).
2018 წლის 20 მარტის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან, მოწმე ნ---- პ--------ემ ამოიცნო N2 ფოტოსურათზე გამოსახული მამაკაცი. 2017 წლის 23 დეკემბერს, ქ.ზესტაფონში, ა----–-----–ის ქუჩაზე, სწორედ აღნიშნული მამაკაცი ჩამოვიდა ი----- კ--------–---–-ს ავტომანქანის წინა მარჯვენა ადგილიდან და თანმხლებ მამაკაცთან ერთად სცემა ი----- კ--------–---–ს. მოწმე ნ---- პ--------ის მიერ, N2 ფოტოსურათზე ამოცნობილი პირი არის 2--------- წელს დაბადებული ლ-–- გ-------ს ძე გ--–-–---–ი, პ.ნ. 1----------.
2018 წლის 26 მარტის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით დგინდება, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს N08-2018 განჩინების საფუძველზე, შპს „ჯ------–-დან“ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია განთავსებული ერთ თაბახის ფურცელზე და ერთ ცალ CD დისკზე.
2018 წლის 29 მარტის ოქმით, CD დისკზე არსებული ინფორმაციის დართვის შესახებ დგნდება, რომ გამომძიებელ თ------ შ------–--ის მიერ, გახსნილი იქნა CD დისკი, რომელზეც დატანილი იყო შპს „ჯ------–-დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია დაერთო სისხლის სამართლის საქმეს „9“ ფურცლად.
2018 წლის 1 აპრილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ სს „თ----- ბანკის“ ზესტაფონის N1 სერვისცენტრის კომპიუტერულის სისტემიდან ამოღებული, გარე ვიდეო- მეთვალყურეობის კამერაზე, 2017 წლის 23 დეკემბრის 17:30 საათიდან, 18:30 საათამდე დროის მონაკვეთში „ვერბატიმის“ ფირმის DVD დისკზე დაფიქსირებული ჩანაწერის დათვალიერების მიზნით, გახსნილი იქნა კონვერტი, რომელიც დალუქულია ზესტაფონის რაიონული სამმართველოს N33/10 ლუქის ბეჭდით. ლუქზე დაფიქსირებულია ხელმოწერები თ------ შ------–--ის და თ-------- გ-----–--ის მიერ. ჩანაწერში ფიქსირდება, რომ ქ.ზესტაფონში, ა----–-----–ის ქუჩა N27-ში განთავსებული სს „თ----- ბანკის“ ზესტაფონის N1 სერვისცენტრის კამერის დაფარვის ზონა არის ბანკის წინამდებარე ტერიტორია, ა----–-----–ის ქუჩა და ნაწილობრივ სამხრეთის (თეატრის წინამდებარე ტერიტორია) მხრიდან ა----–-----–ის ქუჩაზე გასასვლელი მონაკვეთი. კადრში ფიქსირდება, რომ 17:37:20 სთ-ზე ა----–-----–ის ქუჩაზე გასასვლელ მონაკვეთზე, შუქნიშნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩერდება მუქი ფერის ავტომანქანა. მის მახლობლად ფიქსირდება ერთი მოძრავი პიროვნება. აღნიშნული პიროვნება ავტომანქანას უახლოვდება მარჯვენა მხრიდან. 17:37:52 სთ-ზე მითითებული ავტომანქანა მოძრაობს აღმოსავლეთის მიმართულებით. 17:39:25 სთ-ზე კადრში ფიქსირდება, რომ ა----–-----–ის ქუჩიდან სამხრეთის (თეატრის მიმართულებით) მხარეს სწრაფად მოძრაობს მუქი ფერის მაღალი გამავლობის ავტომანქანა. ამის შემდეგ ავტომანქანა კადრში აღარ ფიქსირდება. 18:01:10 სთ-ზე კადრში ფიქსირდება, რომ ა----–-----–ის ქუჩაზე გასასვლელ მონაკვეთთან მიდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც დასავლეთ მხარეს ბრუნდება 18:02:00 სთ-ზე. დათვალიერების შემდეგ სს „თ----- ბანკის“ ზესტაფონის N1 სერვისცენტრის „ვერბატიმის“ ფირმის DVD დისკზე არსებული ჩანაწერი ძველ ლუქთან ერთად დაილუქა თეთრი ფერის კონვერტში ზესტაფონის რაიონული სამართველოს N33/10 ლუქის ბეჭდით.
2018 წლის 1 აპრილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ სს „ს----------–---------ს“ N41 სათაო სერვისცენტრის კომპიუტერული სისტემიდან ამოღებული სს „ს----------–---------ს“ ზესტაფონის N--- სერვისცენტრის, გარე ვიდეო- მეთვალყურეობის კამერაზე 2017 წლის 23 დეკემბერის 17:30 საათიდან, 18:30 საათამდე დროის მონაკვეთში ,,SONY”-ის ფირმის DVD დისკზე დაფიქსირებული ჩანაწერის დათვალიერების მიზნით, გახსნილი იქნა კონვერტი, რომელიც დალუქულია ზესტაფონის რაიონული სამმართველოს N33/10 ლუქის ბეჭდით. ლუქზე დაფიქსირებულია ხელმოწერები კ-------–- ბ--------–---–ის და გ---- ფ-----ის მიერ. ჩანაწერში ფიქსირდება, რომ სს „ს----------–---------ს“ ზესტაფონის N--- სერვისცენტრის დასავლეთის მხარის კამერის დაფარვის ზონა არის უშუალოდ ბანკის დასავლეთი მხარის წინამდებარე ტერიტორია, ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი. ჩანაწერში გამოძიებისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია არ ფიქსირდება. ამის შემდეგ დათვალიერებული იქნა სს „ს----------–---------ს“ ზესტაფონის N--- სერვისცენტრის აღმოსავლეთის მხარის კამერის ჩანაწერი. აღნიშნული კამერის დაფარვის ზონა არის ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი, ა----–-----–ის ქუჩის ავტომანქანით სამოძრაო ზოლი და ბანკის მიმდებარე ტერიტორია აღმოსავლეთ მხარეს. კადრში ფიქსირდება, რომ 17:37:33 სთ-ზე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობს შავი ფერის „ოპელ- ფრონტერას“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც ზედა მხრიდან აქვს ტაქსის ფირნიში. 17:37:38 სთ-ზე ავტომანქანა გაჩერდა თავის სამოძრაო ზოლში მარჯვენა მხარეს. ჩანაწერში ფიქსირდება, რომ 17:37:56 სთ-ზე შავი ფერის ,,ოპელ-ფრონტერას“ მარკის ავტომანქანა მარცხენა მაშუქით მოძრაობას იწყებს მარცხენა მხარეს, კვეთს სამოძრაო ზოლს და სწრაფი სვლით მიდის დასავლეთის მიმართულებით. შავი ფერის ,,ოპელ-ფრონტერას“ მარკის ავტომანქანა 17:38:05 სთ-ზე კადრში აღარ ფიქსირდება. დათვალიერების შემდეგ სს „ს----------–---------ს“ ზესტაფონის N--- სერვისცენტრის, ,,SONY”-ის ფირმის DVD დისკზე არსებული ჩანაწერი ძველ ლუქთან ერთად დაილუქა თეთრი ფერის კონვერტში ზესტაფონის რაიონული სამმართველოს N33/10 ლუქის ბეჭდით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N------ დასკვნით დასტურდება, რომ ა/მანქანა ,,opel frontera’’ სახ. NH-------ის წინა მარჯვენა და უკანა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომი ადგილებიდან დაქტილოფირებით ამოღებული ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის აღმოჩენილ მონაცრისფრო/მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და ო----- მ-------ის შარვლის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ მონაცრისფრო/მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება.
ა/მანქანა ,,opel frontera’’ სახ. NH-------ის წინა და უკანა სავარძლებიდან დაქტილოფირებით ამოღებული ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის ლ-–- გ--–-–---–ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოს მსგავსი მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა.
ა/მანქანა ,,opel frontera’’ სახ. NH-------ის წინა და უკანა სავარძლებიდან დაქტილოფირებით ამოღებული ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის არსებულ ლურჯი ფერის ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკები კონკრეტულად დატოვებულია თუა არა ლ-–- გ--–-–---–ის ჯინსის შარვლის ქსოვილიდან, დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან ჯინსის ქსოვილის ნაწარმი ფართოდ არის გავრცელებული, სერიული წარმოებისაა და ქსოვილში შემავალი ბოჭკოები ხასიათდებიან ერთნაირი გვაროვნული ნიშნებით. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმის სახით ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტის თეა მიქაძის დაკითხვა.
მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- გ--–-–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს დილის საათებში წავიდა ქალაქ თბილისში და იმყოფება იქ, მეგობრებთან. ტანზე ეცვა სპორტული შარვალი, კაპიშონიანი ზედა ტანი და ფეხზე ბოტასები. დაზარალებულ ი----- კ--------–---–ს არ იცნობდა და პირველად ნახა ამოცნობის დროს. მისთვის უცნობია თუ რატომ ადებს დაზარალებული ხელს მას, ვინაიდან არ უნახავს 23 დეკემბერს და დაზიანებები მისთვის არ მიუყენებია. მისივე განმარტებით, 24 დეკემბერს, პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ტელეფონები მას არ ეკუთვნის, იყო მეგობრების საკუთრება და ითხოვა დარეკვის მიზნით, ვინაიდან საკუთარი ტელეფონი დალომბარდებული ჰქონდა. ასევე, არ ახსოვს თუ რა ნომრებით სარგებლობდა 22 და 23 დეკემბერს. ასევე, ლ.გ--–-–---–ის განმარტებით, თავზე დაზიანება მიიღო მეგობრის სახლში, თბილისში, მიარტყა გამოსვლის დროს. 3 დეკემბერს ჰქონდა დაბალი წვერი, მანქანით აღებული. მეგობრის ვინაობის დასახელებისგან, ვისთანაც იმყოფებოდა 2017 წლის 23 დეკემბერს, ლ. გ--–-–---–მა თავი შეიკავა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განაჩენით, ლ-–- გ--–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; ლ-–- გ--–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და სსკ 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ემუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ლ-–- გ--–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 3 წელი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის განაჩენით, ლ-–- გ--–-–---–ი მიმართ საქართველოს სსკ 273-ე მუხლით (2017 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე; ლ-–- გ--–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით დანიშნულმა, უფრო მკაცრმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, შთანთქა ამ განაჩენით დანიშნული, ნაკლებად მკაცრი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ 273-ე მუხლით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით და საბოლოოდ ლ-–- გ--–-–---–ს, მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
იმერეთის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 3 იანვრის N MOC 3 18 00001721 წერილით დასტურდება, რომ ლ-–- გ-------ს ძე გ--–-–---–ი (დაბადებული 2--------- წელს, პ/ნ 1----------) იმერეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის განაჩენის საფუძველზე.
მოწმის სახით დაკითხულმა ო----- მ-------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს აპირებდა თბილისში წასვლას. დაახლოებით 16:00-17:00 საათზე გამოვიდა სახლიდან და წავიდა ქალაქის მიმართულებით, პატარა ბაზრისკენ. ირინეს პარკთან იჯდა ორი პიროვნება, სთხოვეს სიგარეტი, მ------ და დათო, რომლებიც სვამდნენ ლუდს. გაესაუბრა მათ და უთხრა, რომ თბილისში მიდიოდა. მ------მ უთხრა, რომ ისიც მიდიოდა. ცოტა ხანი ლუდს სვამდნენ, ხოლო შემდეგ დაიშალნენ და დათო წავიდა. მ------მ დაპატიჟა თბილისში ტაქსით წასულიყვნენ, რაზეც დასთანხმდა. მივიდნენ, ჩასხდნენ მანქანაში, უკანა მხარეს. ვინაიდან მანქანა წყენდა, გადაჯდა წინ. როდესაც ი-----მ დაძრა მანქანა, იკითხა სად მივდივართო, მ------მ უთხრა თბილისშიო, ბენზინის ფული არ მაქვსო, მ------მ კი უთხრა თბილისში დაგვახვედრებენო. ი-----მ თქვა „სად მაქვს მე თქვენი საბოდიალო ბენზინიო“ და მიბრუნდა უკან. ამაზე, შეკამათდნენ ი----- და მ------, გადავიდნენ მანქანიდან და ჩხუბი დაიწყეს. გაშველების მიზნით გადავიდა მანქანიდან, რა დროსაც ი-----მ „კლუჩი“ ჩაარტყა თავში. თვალებში დაუბნელდა და ცუდად გახდა. როდესაც გამოიხედა დაინახა, რომ მ------ გარბოდა. თავადაც გაიქცა. მივიდა სახლში, თავი მოიწესრიგა და წავიდა თბილისში. შემდეგ, თბილისში ყოფნის დროს, როდესაც მეგობართან იყო, დააკავეს ის და ლ-–- გ--–-–---–ი. როდესაც ჩამოიყვანეს ზესტაფონში, შემდეგ გაიგო, რომ ი----- დაჭრილი იყო.
სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ლ-–- გ--–-–---–მა ჩაიდინა განზრახი ქმედება, რომელიც მიმართული იყო ი----- კ--------–---–-ს სიცოცხლის მოსპობისკენ, თუმცა მსჯავრდებულისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო შედეგი, ი. კ--------–---–-ს გარდაცვალება დროული სამედიცინო დახმარების შედეგად თავიდან იქნა აცილებული. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ემყარება საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, ექსპერტიზის დასკვნებს და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას. ო----- მ-------ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ლ-–- გ--–-–---–ი უდანაშაულოა, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვის დროს არ ყოფილა მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ლ. გ--–-–---–ის ბრალეულობას; ბრალდების მოწმეების მიერ ლ-–- გ--–-–---–ის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები არასარწმუნოა, არც სხვა მტკიცებულებებითაა გამყარებული და შესაბამისად, უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა. აღნიშნულ მოსაზრებებს პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, ლ. გ--–-–---–ის მიერ ი. კ--------–---–-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა დადასტურებულია დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით. დაზარალებულ ი. კ--------–---–-ს ჩვენება სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია, ვინაიდან მის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული სხვა როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი მტკიცებულებებით. სასამართლოს არ აქვს დაზარალებულ ი. კ--------–---–-ს და მოწმეების: ნ---- პ--------ის, ალ. გ------–--ის, რ----- გ------–--ის, მ------ ო-----–--ის, გ---- ჯ------ს ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან ისინი თანმიმდევრულად და ერთნაირად აღწერენ ლ-–- გ--–-–---–ს და ი----- კ--------–---–ს შორის მომხდარი ინციდენტის დროს განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, დაზარალებულ ი. კ--------–---–-ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ ო. მ-------ემ ორჯერ დაარტყა მუშტი თავის არეში მას, როდესაც მესამედაც უნდა დაერტყა, საპასუხოდ მანაც დაარტყა, რა დროსაც წაბარბაცდა უკან და დაეჯახა ლ-–- გ--–-–---–ს. დაინახა, რომ ლ. გ--–-–---–მა ჯიბიდან ამოიღო ვერცხლისფერი დანა. აღნიშნულის დანახვაზე გააღო საბარგულის კარები, გადაეყუდა ,,კლუჩის’’ ამოსაღებად, ამ დროს უკანა მხარეს ბარძაყის არეში იგრძნო დანის დარტყმა, შემდეგ დუნდულოში, შემდეგ მე-7 მალაზე, იდაყვში, როდესაც მობრუნდა ,,კლუჩის’’ ჩასარტყმელად, მას მუცლის არეში დაარტყა დანა ლ-–- გ--–-–---–მა. ი. კ--------–---–მა ჯერ ფოტოსურათებით, ხოლო შემდეგ პირადად ამოიცნო ლ. გ--–-–---–ი, პირი, რომელიც იჯდა მის მანქანაში მის გვერდით, წინა მხარეს. ასევე ამოცნობილ იქნა ო----- მ-------ე.
მოწმე ნ---- პ--------ის ჩვენებით, რომელიც უშუალოდ ფაქტის შემსწრე პირია, ცალსახადაა დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 23 დეკემბერს, როდესაც გამოვიდა ჯიხურზე ჟალუზების ჩამოსახურად, დაინახა ი-----ს მანქანა, საიდანაც მძღოლის მხრიდან გადმოვიდა ი----- კ--------–---–-, უკანა მარჯვენა მხრიდან ო----- მ-------ე, ხოლო წინა მარცხენა მხრიდან - ლ-–- გ--–-–---–ი. სამივე იდგა მანქანის უკანა მხარეს საბარგულთან, რა დროსაც მათ შორის დაიწყო ჩხუბი და ლ-–- გ--–-–---–მა და ო----- მ-------ემ სცემეს ი. კ--------–---–-. ასევე მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ მან დაინახა, თუ როგორ დაიხარა საბარგულისკენ ი. კ--------–---–- და ამოიღო რაღაც რკინა. საქმეში წარმოდგენილი ამოცნობის ოქმით (2018 წ. 20 მარტი) დასტურდება, რომ წარმოდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან, მოწმე ნ---- პ--------ემ ამოიცნო N2 ფოტოსურათზე გამოსახული მამაკაცი. 2017 წლის 23 დეკემბერს, ქ. ზესტაფონში, ა----–-----–ის ქუჩაზე სწორედ აღნიშნული მამაკაცი ჩამოვიდა ი----- კ--------–---–-ს ავტომანქანის წინა მარჯვენა ადგილიდან და თანმხლებ მამაკაცთან ერთად სცემა ი.კვატრიშვილი. მოწმე ნ---- პ--------ის მიერ N2 ფოტოსუართზე ამოცნობილი პირი არის 2---------წ. დაბადებული ლ-–- გ--–-–---–ი.
მოწმე ალ. გ------–--ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ დაინახა ი-----ს მანქანასთან ჩოჩქოლი, დაპირისპირება და ჩხუბი. გასაშველებლად როცა მივიდა, ი-----ს მიერ მოქნეული ,,კლუჩი’’ მოხვდა თავში და წამოუვიდა სისხლი, რის გამოც მ------ ო-----–--ემ გვერდზე გაიყვანა, როდესაც უკან დაბრუნდნენ, ორი პიროვნება გარბოდა პარკის მიმართულებით. ანალოგი----- გარემოებები დაადასტურეს მ------ ო-----–--ემ და რ----- გ------–--ემ, კერძოდ, რომ დაინახეს ორი ახალგაზრდა თავზე ,კაპიშონებით’’, როგორ გარბოდა პარკის მიმართულებით; მოწმე გ. ჯ------ს ჩვენებით დადგენი-–--, რომ დაინახა ორი პიროვნება, რომლებიც გარბოდნენ ირინეს პარკის მიმართულებით, ხოლო ი----- კ--------–---–- მათ ეძახდა ,,რა დამავიწყებს შენს სახესო’’.
აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებიც თანხვედრაშია ერთმანეთთან და ასევე დაზარალებულის ჩვენებასთან, რომელიც აღწერს ლ-–- გ--–-–---–ის მხრიდან დანის დარტყმის და დაზიანების ადგილმდებარეობას. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ი----- კ--------–---–ს დაესვა დიაგნოზი: მუცლის წინა კედლის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი შემავალი ჭრილობა. განივი კოლინჯის, ბადექონის დაზიანებით. თხემის, კისრის, მარჯვენა იდაყვის, მარჯვენა დუნდულოს, მარჯვენა ბარძაყის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები. მუცლის წინა კედლის ნაჩხვლეთ-ნაკვეთი შემავალი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. თხემის არეში მარცხნივ არსებული ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია დაზიანების ურთიერგამომრიცხავი მორფოლოგი----- სურათის გამო. კისრის უკანა ზედაპირზე მე-7 მალის დონეზე არსებული ნაჩხვლეტი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო მარჯვენა იდაყვის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა დუნდულოს, მარჯვენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე არსებული ნაკვეთი სწორკიდეებიანი ჭრილობები განვითარებულნი არიან რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ი----- კ--------–---–-ს წარმოდგენილ ტანსაცმელზე დასკვნით კვლებით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში აღინიშნება ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედებების შედეგად, ჭრით განვითარებული დაზიანებები.
პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები ობიექტურად და სწორად შეაფასა. დაზარალებული და მოწმეები საკმაოდ სარწმუნოდ და დეტალურად წარმოაჩენენ მომხდარის რეალურ სურათს, ასევე განზრახ მკვლელობის მცდელობის ლ-–- გ--–-–---–ის მიერ ჩადენას. საგულისხმოა, რომ ლ. გ--–-–---–ი დანაშაულის ადგილას იყო დანით შეიარაღებული და ი.კ--------–---–ს მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის სიცოცხლისთვის სახიფათო. კერძოდ, მსჯავრდებულმა დაზარალებულს მიაყენა ექვსი დაზიანება ბარძაყის, დუნდულოს, კისრის, მარჯვენა იდაყვის და მუცლის წინა კედელზე. დადგენი-–-- ასევე, რომ დუნდულოს, ბარძაყის, მარჯვენა იდაყვის და კისრის არეში დაზიანებები მიყენებულია მაშინ, როდესაც დაზარალებული ზურგით იდგა, ხოლო როდესაც შემობრუნდა და ცდილობდა მის მოგერიებას ე.წ. ქანჩის გასაღებით, ამ დროს წინა მხარეს მუცლის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. თვითმხილველ პირთა აქტი----- მოქმედებებით და თვით დაზარალებულის მოქმედებით, რომელიც ქანჩის გასაღებით ცდილობდა თავი დაეცვა, ლ. გ--–-–---–ის მხრიდან განზრახვა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. ასევე დაზარალებულისათვის აღმოჩენილი იქნა დროული სამედიცინო დახმარება.
ამდენად, პალატა არ იზიარებს ლ. გ--–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების არგუმენტებს ლ. გ--–-–---–ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან არსებით წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის პოზიცია გაცხადებულია მხოლოდ ერთი მიზნით - მოხდეს ლ. გ--–-–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის არიდება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ლ-–- გ--–-–---–ის ქმედებას განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში, რა დროსაც შეაფასა არა მარტო მიყენებული დაზიანებების ლოკალიზაცია და სიმძიმე, არამედ, მათი რაოდენობა და დამნაშავის მოქმედება უშუალოდ დანაშაულის ჩადენის შემდეგ.
ამდენად, გასაჩივრებული განაჩენით ლ-–- გ--–-–---–ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი ი-----დიული კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით.
რაც შეეხება ო----- მ-------ის მიმართ შერაცხულ მსჯავრს, დანაშაულს გათვალისწინებულს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - აღნიშნული პალატას დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ო----- მ-------ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარს, მსჯავრდებულების - ლ-–- გ--–-–---–ის და ო----- მ-------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებს - ლ-–- გ--–-–---–ს და ო----- მ-------ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მათ მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულების პიროვნება, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, დანაშაულთა ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილ ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება;
ლ-–- გ--–-–---–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და რომ მის მიმართ ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს, შესაბამისად, სასჯელი განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის მე-17, 58-ე, 59-ე და 67-ე მუხლების შესაბამისად; ხოლო ო----- მ-------ის მიმართ გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებები, რომ იგი ნასამართლობის არმქონე პირია, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ცხოვრობს პენსიონერ ბებიასთან და ბაბუასთან ერთად და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაუნიშნა სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით, ასევე, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა, რაც პალატას სამართლიანად მიაჩნია. შესაბამისად, პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულების მიმართ საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ლ-–- გ--–-–---–ის და ო----- მ-------ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ლ-–- გ--–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების შ--–-- ხ----------ის და ი-–-- ლ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ლ-–- გ--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის განაჩენით ლ-–- გ--–-–---–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქოს წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით და საბოლოოდ ლ-–- გ--–-–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით;
ლ-–- გ--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 24 დეკემბრიდან.
ო----- მ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ასსამოცი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ 42-ე მუხლის საფუძველზე, ო----- მ-------ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ავტომანქანის დათვალიერების დროს, ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის ქვედა ნაწილიდან აღებული მიკრონაწილაკები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შედეგ;
ავტომანქანის დათვალიერების დროს, ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის საზურგიდან აღებული მიკრონაწილაკები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შედეგ;
ავტომანქანის დათვალიერების დროს, ავტომანქანის უკანა მარჯვენა სავარძლის ქვედა ნაწილიდან აღებული მიკრონაწილაკები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შედეგ;
ავტომანქანის დათვალიერების დროს, ავტომანქანის უკანა მარჯვენა სავარძლის საზურგიდან აღებული მიკრონაწილაკები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შედეგ;
ავტომანქანის დათვალიერების დროს, ავტომანქანის უკანა მარცხენა სავარძლის ქვედა ნაწილიდან აღებული მიკრონაწილაკები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შედეგ;
ავტომანქანის დათვალიერების დროს, ავტომანქანის უკანა მარცხენა სავარძლის საზურგიდან აღებული მიკრონაწილაკები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შედეგ;
ავტომანქანის დათვალიერების დროს, ავტომანქანის წინა მარჯვენა კარების შიდა მხრიდან, გასაღების სახელურის ზედაპირიდან აღებული ანაწმენდი, საკონტროლო ბამბასთან ერთად, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ავტომანქანის დათვალიერების დროს, ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარების შიდა მხრიდან, გასაღების სახელურის ზედაპირიდან აღებული ანაწმენდი, საკონტროლო ბამბასთან ერთად, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შედეგ;
ავტომანქანის დათვალიერების დროს, ავტომანქანის უკანა მარცხენა კარების შიდა მხრიდან, გასაღების სახელურის ზედაპირიდან აღებული ანაწმენდი, საკონტროლო ბამბასთან ერთად, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ი----- კ--------–---–-საგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზ----- დ---–თან ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული - ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, ნაცრისფერი პულოვერი, ლურჯი ფერის წითელი ჩანართებით სპორტული ელვაშესაკრავიანი მოსაცმელი, თეთრი ფერის მაისური სახელოების გარეშე, მუქი ფერის ტყავის მოკლე ქურთუკი, მუქი ფერის ცხვირსახოცი, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ავტომანქანის დათვალიერების დროს ამოღებული საბურავის მოსახსნელი ქანჩის გასაღები, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD-R დისკზე, რომელიც ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ლ-–- გ--–-–---–ის დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული - მოვერცხლისფრო ფერის „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით და მოშავო ფერის „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ლ-–- გ--–-–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შარვალი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
გადაუდებელი აუცილებლობის გამო ო----- მ-------ისაგან ამოღებული - ერთი ცალი შავი ფერის ქურთუკი, ერთი ცალი ნაცრისფერი მაისური, ერთი ცალი მოშავო ფერის შარვალი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ლ-–- გ--–-–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
გადაუდებელი აუცილებლობის გამო ლ-–- გ--–-–---–ისაგან ამოღებული - შავი ფერის კაპიშონიანი სვიტერი, მუქი ფერის როლინგი, შავი ფერის სპორტული შარვალი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
„საქართველოს ბანკის“ ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემის ჩანაწერი (გამოთხოვილი 29.12.2017) DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
„თ----- ბანკის“ ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემის ჩანაწერი DVD დისკზე, რომელიც ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ო-----ი მ-------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
„ს----------–---------ს“ ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემის ჩანაწერი DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
შპს „ჯ------–-დან“ ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე ამოღებული ინფორმაცია CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ლ-–- გ--–-–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუშის დალუქული პაკეტის ფოტოსურათები CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე
მარინე იმერლიშვილი