განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003304938
საქმე №1ბ/180-20წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----–-----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ-------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 07 მაისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №4----------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის ქ. თბილისი, დაბა კოჯორი, ი----------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, მ------–---–---------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:
გ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) თვე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
გ-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი).
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
დ--–-------–-–---–ი და გ-------------–---–ი 22 წლის მანძილზე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ-------------–---–მა ქ. თბილისში, დაბა კოჯორში, გ---------–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, დ--–-------–-–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე მუშტი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც დ--–-------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი).
2019 წლის ივლისის შუა რიცხვებში, ქ. თბილისში, დაბა კოჯორში, გ---------–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ-------------–---–მა დ--–-------–-–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტი დაარტყა ორჯერ, გულმკერდისა და სახის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი (2019 წლის ივლისის ეპიზოდი).
2019 წლის 14 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, დაბა კოჯორში, გ---------–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ-------------–---–მა დ--–-------–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავისა და სახის არეში დაარტყა მარჯვენა ხელის მუშტი, რა დროსაც დ--–-------–-–---–ი წაიქცა, ხოლო დაცემის შემდეგ გ-------------–---–მა მეუღლის მიმართ გააგრძელა ფეხების დარტყმა ტანის არეში. აღნიშნულის შედეგად დ--–-------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები, რაც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთანავე, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ--–-------–-–---–ის მიმართ გ-------------–---–ის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ გამოიწვია ამ უკანასკნელის ფსიქოლოგიური ტანჯვა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ----–-----მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ-------------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის ზომის გამოყენება, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლომ ზედმიწევნით სწორად შეაფასა, რაც აისახა კიდეც განაჩენში, თუმცა, მსჯავრდებულ გ-------------–---–ის მიმართ არ არსებობს შემამსუბუქებელი ხასიათის გარემოებები, ამასთან მის მიერ ჩადენილია სხვისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რომელსაც ადგილი ჰქონდა მეუღლის მიმართ არაერთხელ, რაც გრძელდებოდა წლების მანძილზე. ამასთან, გ-------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სპეციფიკისა და ინტენსივობის, ასევე, მისი პიროვნების გათვალისწინებით, აპელანტმა მიიჩნია, რომ დანიშნული სასჯელი სრულად ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდებულ გ-------------–---–ის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ალკოტესტით შემოწმების თაობაზე ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ გ-------------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა საჩივარი წარადგინა გ-------------–---–ისათვის სასჯელის დამძიმების კუთხით, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებებზე, რაც საფუძვლად დაუდო პირველი ინსტანციის სასამართლომ გ-------------–---–ისათვის სასჯელის დანიშვნას, კერძოდ, მან გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა, უფრო კონკრეტულად კი, ძალადობის ხასიათი და მისი ინტენსიურობა, ასევე, გ-------------–---–ის მხრიდან მომავალში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის რისკები. ამ მიმართებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გ-------------–---–ის მხრიდან მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ფაქტებს ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი და თითოეულ შემთხვევაში გამოიხატა მრავალჯერად დარტყმაში, რითაც სასამართლო დარწმუნდა მის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენების მიზანშეწონილობაში. გ-------------–---–ის მხრიდან დანაშაულის განმეორების რისკებთან მიმართებით, გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულია დაზარალებულის გამოკითხვის ოქმზე, რომლის მიხედვით, მას გ-------------–---–თან 10 წელია აქვს ხშირი კონფლიქტი, ვინაიდან ხშირად სვამს, რის შემდეგაც იგი ხდება აგრესიული და აყენებს მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. დაზარალებულ დ--–-------–-–---–ის ამგვარი განმარტების შემდეგ, სასამართლო დარწმუნდა, რომ დანაშაულის განმეორების რისკების არსებობაში, რაც აღკვეთილი ვერ იქნებოდა არასაპატიმრო სასჯელის პირობებში. ამასთან, მიუხედავად დაზარალებულის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებისა, რომლითაც იგი ადასტურეს შემრიგებლურ პოზიციას და ითხოვს გ-------------–---–ის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეთი შეღავათის გაწევის სურვილი ეფუძნებოდა მატერიალურ ინტერესს ოჯახის ერთადერთი მარჩენალის მიმართ და არა კონფლიქტის რეალურად ამოწურვას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით სასამართლოს მიერ გ-------------–---–ისათვის სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული გარემოებებისაგან რაიმე განსხვავებული და ახალი, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა ან მხედველობიდან გამორჩა, არ დაუსახელებია აპელანტს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში. იგი არ შეიცავს რაიმე სახის მითითებას იმის თაობაზე, თუ რატომ უნდა გამკაცრდეს სასჯელი გ-------------–---–ის მიმართ ან რაში გამოიხატება უკვე დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა მის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებთან. გასათვალისწინებელია, რომ გ-------------–---–ს დანიშნული აქვს სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მისთვის მსჯავრად შერაცხული მუხლი ალტერნატივის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომასაც.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა აღნიშნული საშეღავათო დანაწესით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა.
აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ გ-------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, არ ეფუძნება არგუმენტირებულ მსჯელობას. პალატა ამ მიმართებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამ მიზნების რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენი გ-------------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----–-----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
გ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
გ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 14 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
გ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2019 წლის 15 ოქტომბრიდან. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი მას უკვე მოხდილი აქვს.
მსჯავრდებულ გ-------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი, საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდგომ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ-------------–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე