განაჩენი

სისხლის სამართლის 11.02.2020
საქმის ნომერი
170100119003227725
ინსტანცია
თარიღი
11.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 170100119003227725

საქმე №1ბ/1966-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მაკა გველესიანი

სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გ-------------–---–ი.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: რ-–---- გ------–--ე, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–---------------------------------------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: წ--–---------------------–--------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით, 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, რ-–---- გ------–--ეს ჩამოერთვა სანადირო თოფი და 2 ვაზნა, ხოლო ამავე კოდექსის 521 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 3 წლით აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა გ-------------–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, რ-–---- გ------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, შემდეგ გარემოებათა გამო: მოცემულ შემთხვევაში, რ-–---- გ------–--ის მიერ ჩადენილია ორი განზრახი, მათ შორის ძალადობრივი დანაშაული. მის მიერ დანაშაული ჩადენილია რამდენიმე პირის მიმართ, რა დროსაც გამოყენებული იქნა ცეცხლსასაროლი იარაღი. ზ/აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული ლმობიერი და მსუბუქი სასჯელი ვერ შეასრულებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასაჯელის მიზნებს. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს უნდა დანიშნოს სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელი.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ შესაგებელი არ წარმოადგინა.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტმა გ-------------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, კერძოდ, ითხოვა მსჯავრდებულ რ-–---- გ------–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა რ-–---- გ------–--ემ ითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით, რ-–---- გ------–--ე ცნობილ იქნა დამანაშავედ, მასში რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; მანვე ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, წ--–---------------------–------------–------------–---------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ვალის გამო, რ-–---- გ------–--ე თოფის დემონსტრირებით და სიტყვებით „უნდა დაგხოცოთ“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა- ჯ--------------------------–---------------–--–---------- რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2019 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, წ--–---------------------–------------–------------–---------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ვალის გამო, რ-–---- გ------–--ემ თოფის ლულის მარჯვენა ფეხის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა ზ-------–-----ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით, რ-–---- გ------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, რ-–---- გ------–--ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ქონების - სანადირო თოფისა და 2 ვაზნის ჩამორთმევა. მასვე, სსკ-ის 521 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 3 წლით აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

რ-–---- გ------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 6 თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპით, რ-–---- გ------–--ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობით მსჯავრად, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე რ-–---- გ------–--ეს ჩამოერთვა სანადირო თოფი და 2 ვაზნა, ხოლო ამავე კოდექსის 521 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 3 წლით აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები რ-–---- გ------–--ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ რ-–---- გ------–--ის ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების - ი-----------------–---------------–--–---------- გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით და საქმის სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ რ-–---- გ------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ-–---- გ------–--ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; მანვე ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

რ-–---- გ------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

რ-–---- გ------–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენებით და იარაღის გამოყენების მუქარით.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატას მიაჩნია, რომ მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი რ-–---- გ------–--ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს ძირითად სასჯელად დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახით განუსაზღვრა- თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაუთვალა პირობით.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ რ-–---- გ------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ორი ეპიზოდი, მათ შორის ძალადობრივი დანაშაული, რამდენიმე პირის მიმართ, ცეცხლსასაროლი იარაღის გამოყენებით, რის გამოც სასამართლოს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა გამოყენებინა. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, ცალსახად წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს. სააპელაციო პალატა ასევე აცხადებს, რომ 2018 წლის 30 ნოემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 28 დეკემბრიდან, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლს დაემატა მე-3 და მე-4 ნაწილები. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლი) პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. პალატა მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ რ-–---- გ------–--ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, კერძოდ, იგი თოფის დემონსტრირებით და სიტყვებით „უნდა დაგხოცოთ“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა - ჯ--------------------------–---------------–--–---------- რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. რ-–---- გ------–--ემ თოფის ლულის მარჯვენა ფეხის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა ზ-------–-----ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2019 წლის 18 სექტემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით კი, ექსპერტიზაზე წარდგენილი #P----- იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული 16 კალიბრის, ერთლულიანი, გლუვლულიანი სანადირო თოფი, მიეკუთვნება გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ასევე სამი ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 16 კალიბრის გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა და ვარგისია გამოსაყენებლად. შესაბამისად, რ-–---- გ------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის პასუხისმგებლობის დამამძიემებელ გარემოებას წარმოადნეს დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენებით და იარაღის გამოყენების მუქარით და რ-–---- გ------–--ეს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით. კერძოდ, რ-–---- გ------–--ის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გათვალისწინებით, რომლებიც განხორციელდა სანადირო თოფის დემონსტრირებითა და დარტყმის გზით, რ-–---- გ------–--ეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის უნდა განესაზღვროს ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმუმი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან მან სანადირო თოფის გამოყენებით მეზობლების, 5 პირის, მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, 200 ლარის გამო, ხოლო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით კი მის მიმართ შინაპატიმრობის გამოყენება იქნება პროპორციული ღონისძიება. პალატის შეფასებით, მსჯავრდებულ რ-–---- გ------–--ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზაღვრა იქნება უკეთესი გარანტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის უზრუნველსაყოფად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს რ-–---- გ------–--ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ და ითვალისწინებს რა რ-–---- გ------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, რ-–---- გ------–--ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედებების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულებს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას რ-–---- გ------–--ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან სახეზეა პირობითი მსჯავრის გამოყენების საფუძვლები და შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა რ-–---- გ------–--ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულებისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ-–---- გ------–--ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა. ამასთან, რ-–---- გ------–--ის მიმართ, საქართელოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად ქონების ჩამორთმევის, კერძოდ, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთების - სანადირო თოფისა და ვაზნების ჩამორთმევა და სსკ-ის 521 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ასევე დამატებითი სასჯელის სახით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ, 3 წლით - იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების აკრძალვა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და რ-–---- გ------–--ის სათანადო ქცევას. აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ცვლილება შევიდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში შვიდეს ცვლილება.

 

რ-–---- გ------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით -1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, რ-–---- გ------–--ეს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ქონების - სანადირო თოფისა და 2 ვაზნის ჩამორთმევა.

მასვე, სსკ-ის 521 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 3 წლით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით -შინაპატიმრობა 6(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, რ-–---- გ------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, რ-–---- გ------–--ეს ჩამოერთვას სანადირო თოფი და 2 ვაზნა, ხოლო ამავე კოდექსის 521 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 3 წლით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

 

მსჯავრდებულ რ-–---- გ------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ რ-–---- გ------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო -2019 წლის 6 სექტემბრიდან 2019 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლი და მისი დახმარებას განაახორციელოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი