განაჩენი

სისხლის სამართლის 28.02.2020
საქმის ნომერი
120100119003055737
ინსტანცია
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119003055737

№1ბ/219-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ნ---- ნ----–---–ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–------------ს, პირადი ნომერი 0----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-------–------------------------------------------ში.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

მხარეთა პოზიციები:

ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კახაბერ ლეკიშვილმა და მოითხოვა, ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ---- ნ----–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ლმობიერი, ვერ იქნება შემაკავებელი და ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ არ გაითვალისწინა დაზარალებულის მდგომარეობა და მისთვის საზოგადოების წინაშე მიყენებული დამამცირებელი მოპყრობა, ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც მსჯავრდებულს შეუქმნის დაუსჯელობის სინდრომს და იქნება მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელი. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს, ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და ნ---- ნ----–---–ის მიმართ კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენებას.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ---- ნ----–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი----- ხ-------–---–მაც და მოითხოვა, ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა. აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, სრულიად გამორიცხავს ნ---- ნ----–---–ის ბრალეულობას. მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება დაზარალებულის ჩვენება. კერძოდ: დაზარალებულ თ------ გ-----ეს კონფლიქტის დროს ტუჩი არ დაზიანებია, რასაც ადასტურებენ მოწმეები ვ-–-------- ა------–---–ი და ა------- მ---------ე. ა------- მ---------ემ ასევე გამორიცხა ფიზიკური დაპირისპირების არსებობა, ხოლო მოწმეებმა გ------- კ--–--ემ, გ--------------ემ და დ----- ბ--------ემ დაადასტურეს, რომ ნ---- ნ----–---–სა და თ------ გ-----ეს შორის იყო სიტყვიერი დაპირისპირება და ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. განაჩენი არ ეფუძნება სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს და ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ---- ნ----–---–ზე ბრალად შერაცხული ქმედება. შესაბამისად, აპელანტს ითხოვს გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენი და ნ---- ნ----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

ნ---- ნ----–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 21 თებერვალს დაახლოებით 13:30 საათზე ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანში ,,დიდველის“ სათხილამურო ტრასაზე წინა დღის შელაპარაკების გამო გაღიზიანებულმა, ნ---- ნ----–---–მა ხელებისა და ფეხის რამოდენიმეჯერ დარტყმით სახისა და ტანის არეში თ------ გ-----ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა, ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

ნ---- ნ----–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ნ---- ნ----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულმა თ------ გ-----ემ განმარტა, რომ 2019 წლის 19 თებერვალს მივიდა ბაკურიანში, თხილამურების გასაქირავებელ პუნქტთან დასახელებით „S------------”, ზომის გარკვევის შემდეგ მას გამოუტანეს და მოარგეს თხილამურები, იმ დროისათვის მისთვის უცნობი ნ---- ნ----–---–ი, იჯდა მიმღებში და მასთან ხდებოდა თხილამურების დაქირავების საფასურის გადახდა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაცია. ნ---- ნ----–---–მა თხილამურების მისაღებად მას მოსთხოვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რა დროსაც მან განუმარტა, რომ თან არ ჰქონდა პირადობის მოწმობა და შესთავაზა თხილამურების უკან დაბრუნების დროს პირადობის მოწმობის წარდგენა და ქირავნობის სრული საფასურის წინასწარ გადახდა, რაზეც ნ---- ნ----–---–ისგან უარი მიიღო. მან განუმარტა ნ---- ნ----–---–ს, რომ იქვე ახლოს ცხოვრობდა სასტუმრო ,,დიდველში“, შეეძლო ქირის სრული საფასურისა და დამატებით თანხის გადახდა, ასევე შესთავაზა მისი მონაცემების ჩაწერა, რათა საჭიროების შემთხვევაში მისი მოძებნა არ გასჭირვებოდათ. უცებ ნ---- ნ----–---–მა მას ყვირილი დაუწყო და უთხრა, რომ ,,თუ პირადობა არ გაქვს დაახვიე აქედანო“, რაზედაც თავადაც გასცა პასუხი, რის შემდეგაც ნ----–---–მა კიდევ ერთხელ, ყვირილით, რუსულ ენაზე მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით.

 

მოგვიანებით მან გაარკვია ნ---- ნ----–---–ის ტელეფონის ნომერი, დაურეკა, აუხსნა ვინც იყო და სთხოვა განემარტა თუ რატომ მოხდა აღნიშნული ფაქტი, რაზეც ნ---- ნ----–---–მა კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა რუსულ ენაზე და ტელეფონი გაუთიშა. 2019 წლის 21 თებერვალს მან თხილამურები დაიქირავა ნ---- ნ----–---–ის ობიექტის მოპირდაპირე მხარეს, შეხვდა ინსტრუქტორს - სახელად ა-------ს, რომელიც დაახლოებით სამ მეტრში მიდიოდა მისგან, ხოლო თავად მეგობარს ესაუბრებოდა ტელეფონზე. საუბრის დასრულების შემდეგ, მოულოდნელად უკნიდან იგრძნო დარტყმა, რა დროსაც ეგონა, რომ მისი მეგობრები უხეშად ეხუმრებოდნენ, თუმცა შემდეგ იგრძნო, რომ ზურგზე ვიღაც მიახტა და ხელიდან მობილური გამოგლიჯა, რის შედეგადაც ძირს დაეცა, ტუჩი გაუსკდა და სისხლი მოსდიოდა, იმავდროულად გრძნობდა ფეხით დარტყმებს. შემდეგ თავდამსხმელმა მას მაჯაში ხელი მოჰკიდა და გადმოაბრუნა, რა დროსაც დაინახა თავდამსხმელი იყო ნ---- ნ----–---–ი, ის ხმამაღლა უყვიროდა მას - აბა თუ მაგარი ხარ ეხლა მითხარი რა გინდაო და ფეხით სცემდა, რა დროსაც განიცდიდა ტკივილს. ასევე ათრევდა ძირს და სახეში ჩაარტყა ხელი. საბოლოოდ, ნ---- ნ----–---–ი ნაცნობმა ბიჭმა გაიყვანა გვერდზე, რის შემდეგაც მან დაურეკა დედას და მოუყვა მომხდარ ფაქტზე, მას თხილამურების გასაქირავებელ პუნქტში მას აღმოუჩინეს დახმარება და მიაცილეს სასტუმროში.

 

მოწმე ა------- მ---------ემ განმარტა, რომ არის სათხილამურო სპორტის ინსტრუქტორი და დაახლოებით სამი დღის განმავლობაში თ------ გ-----ეს ასწავლიდა თხილამურებით სრიალს. 2019 წლის 21 თებერვალსაც მას თ------ გ-----ისთვის მორიგი სწავლება უნდა ჩაეტარებინა, ის და თ------ მიდიოდნენ საბაგიროსკენ, აღმართში. თ------ გ-----ე მის წინ მიდიოდა და ტელეფონზე საუბრობდა, ხოლო თავად უკან მიჰყვებოდა 2-3 მეტრში და მიჰქონდა თხილამურები. ამ დროს მასთან მივიდა ნ---- ნ----–---–ი, დააზუსტა მასთან იყო თუ არა მის წინ მიმავალი გოგონა მისი მოსწავლე, თანხმობის მიღების შემდეგ კი თ------ გ-----ეს ზურგის მხრიდან ხელი მოჰკიდა და ძირს წააქცია თოვლზე. მანვე განმარტა, რომ ნ---- ნ----–---–ის მიერ თ------ გ-----ისათვის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს და დაინახა მხოლოდ წაქცევის მომენტი, ვინაიდან თოვლზე ფეხი უცურავდა და ყურადღება გადატანილი ჰქონდა წონასწორობის დაცვაზე. მას თ------ გ-----ისთვის არ შეუმჩნევია რაიმე დაზიანება.

 

მოწმე ე-–--------- ე--------–---–მა განმარტა, რომ მიმდინარე წლის თებერვლის თვეში ბაკურიანში იმყოფებოდა დასასვენებლად შვილთან - თ------ გ-----ესთან და შვილიშვილთან ერთად. ერთ საღამოს სასტუმროში დაბრუნებულმა თ------ გ-----ემ მას უამბო, რომ თხილამურების გამქირავებელთან შელაპარაკება მოუვიდა პირადობის მოწმობის არ ქონის გამო. რამდენიმე დღის შემდეგ თ------ გ-----ე მარტო წავიდა სასრიალოდ, თვითონ სასტუმროში დარჩა. დაახლოებით 13:30 საათიდან 14:00 საათამდე შუალედში, მას ტელეფონზე დაურეკა თ------ გ-----ემ, ჰქონდა აღელვებული ხმა, ტიროდა და უთხრა, რომ თხილამურების გამქირავებელი, ვისთანაც რამდენიმე დღის წინ შელაპარაკება მოუვიდა, უკნიდან, მოულოდნელად დაესხა თავს, წააქცია, თავში ურტყა, მობილური ტელეფონი გადაუგდო და ტუჩი ჰქონდა გახეთქილი. სასტუმროში დაბრუნებულ თ------ გ-----ეს ზედა ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, თავბრუ ეხვეოდა, ჰქონდა ღებინების შეგრძნება და იყო აღელვებული. რის გამოც გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო დახმარება, რომლებმაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს თ------ გ-----ეს.

 

მოწმე ვ-–-------- ა------–---–მა განმარტა, რომ არის ნ---- ნ----–---–ის მახლობლად არსებული თხილამურების გაქირავების პუნქტის მფლობელი. თ------ გ-----ე მისი ჯიხურიდან რამდენიმე დღის განმავლობაში რეგულარულად ქირაობდა თხილამურებს, ასევე იქირავა 2019 წლის 21 თებერვალსაც და პუნქტიდან გავიდა. მისი გასაქირავებელი პუნქტიდან დაახლოებით 5 მეტრში მუშაობენ საბაგიროს თანამშრომლები და თვალთახედვის არე იზღუდება და ხმაც არ ისმის. მალევე, დაახლოებით 10-15 წუთში თ------ გ-----ე უკან დაბრუნდა იყო აღელვებული და იძახდა ,,როგორ დამეჯახა“, რაზეც მან ივარაუდა, რომ ვიღაც თხილამურებით დაეჯახა, მას თ------ გ-----ის სხეულზე რაიმე დაზიანების კვალი არ შეუმჩნევია, საქმით იყო დაკავებული და არ დაჰკვირებია.

 

ნ---- ნ----–---–მა განმარტა, რომ მეუღლესთან ერთად აქვს საოჯახო ბიზნესი, გახსნილი აქვს თხილამურების გაქირავების პუნქტი დიდველის სათხილამურო ტრასასთან. 2019 წლის 19 თებერვალს თ------ გ-----ე შევიდა თხილამურების გაქირავების პუნქტში და სურდა თხილამურების დაქირავება, მან თ------ გ-----ეს მოსთხოვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თხილამურების დაკარგვისგან დაზღვევის მიზნით, რაზეც თ------ გ-----ემ განუცხადა, რომ პირადობის მოწმობა თან არ ჰქონდა, იქვე ახლოს ცხოვრობდა და მოგვიანებით მიიტანდა პირადობის მოწმობას. მან შესთავაზა რაიმე ღირებული ნივთის დატოვება თხილამურების დაბრუნებამდე, რაზეც თ------ გ-----ე გაღიზიანდა და ყვიროდა, რის გამოც მან მოსთხოვა დაეტოვებინა პუნქტი და სხვაგან ექირავებინა თხილამურები. თ------ გ-----ემ გაიხადა აღჭურვილობა, ჩხუბით დატოვა პუნქტი და იმ დღეს ამით ამოიწურა ყველაფერი.

 

20 თებერვალს, ტელეფონზე დაურეკა უცნობმა ქალბატონმა, რომელიც თავიდან კორექტულად ესაუბრებოდა, ხოლო მას შემდეგ რაც გაარკვია, რომ მას ესაუბრებოდა, ხმამაღალი ტონით განუცხადა, რომ იყო თ------ გ-----ე და დაუწყო ლანძღვა. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ მან გაუთიშა ტელეფონი და მისწერა, რომ ,,ძალიან ეცოდებოდა“, რაზეც მიიღო შეურაცხმყოფელი ტექსტი, მათ შორის ,,შე ქათამო გოგო, ჩემი შეგეშინდა და იმიტომ გახვედი გარეთ, თორემ უნდა მეცემე“ და ემუქრებოდა მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლებით. თ------ გ-----ემ მსგავსი შინაარსის ტექსტი მისწერა სოციალურ ქსელშიც, თუმცა მას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია და ყურადღება არ მიუქცევია ასევე 20 თებერვალს როდესაც მეზობელ პუნქტთან დაინახა იგი. 21 თებერვალს დილის 8 საათზე, მან თავის მობილურ ტელეფონში ნახა თ------ გ-----ისგან მიწერილი შეურაცმხყოფელი ტექსტი, რის გამოც გაღიზიანებული იყო და აპირებდა ვითარებაში გარკვევას. იმავე დღეს, სამსახურში ყოფნისას, მოპირდაპირე მხარეს არსებულ თხილამურების გასაქირავებელ პუნქტთან დაინახა თ------ გ-----ე, რომელიც ინსტრუქტორთან ერთად იმყოფებოდა და სასრიალოდ ემზადებოდა. მან შორიდანვე დაუძახა თ------ გ-----ეს, რომ სურდა საუბარი და მისკენ გაიქცა, როდესაც მიუახლოვდა თ------ გ-----ეს 1-2 მეტრში და აპირებდა საუბრის დაწყებას, მასთან მივიდა მისი მეუღლის მეგობარი - გ------- კ--–--ე და მოშორებით გაიყვანა იგი, ისე რომ არაფრის თქმა არ აცალა. მასა და თ------ გ-----ეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, ასევე არ დაუნახავს თ------ გ-----ის ძირს დაცემის და ტელეფონის ძირს დავარდნის ფაქტი.

 

2019 წლის 21 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შესაბამისად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ბორჯომის რაიონ დაბა ბაკურიანში მდებარე ,,დიდველის’’ სათხილამურო ტრასაზე. დათვალიერებისას საქმისათვის მნიშვნელოვანი ნივთი, ნივთიერება ან საგანი ნანახი და ამოღებული არ ყოფილა. ექსპერტის მიერ გადაღებულია ფოტოსურათები, რომელიც თან ერთვის ოქმს.

 

ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N1--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს’’ ბორჯომის მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N----ის მიხედვით თ------ გ-----ეს აღენიშნებოდა ექსკორაციები ზედა ტუჩისა და მარცხენა მტევნის მე-5 თითის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ექსპერტმა დ----- მ------–---–მა დაადასტურა 2019 წლის 28 თებერვალს მის მიერ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს - 2019 წლის 21 თებერვალს.

 

დაცვის მხარის მტკიცებულებები:

მოწმე გ------- კ--–--ემ განმარტა, რომ მუშაობს ინსტრუქტორად, ნ---- ნ----–---–ის მეუღლის - ვ---------------–---–ის, თხილამურების გაქირავების პუნქტში. შემთხვევის დღეს, დაახლოებით პირველ საათზე, იმყოფებოდა გასაქირავებელი პუნქტის წინ, რა დროსაც შემოესმა ხმამაღალი საუბარი და იცნო ნ---- ნ----–---–ის ხმა. ნ---- ნ----–---–ს უთანხმოება ჰქონდა მისთვის უცნობ გოგოსთან და ხმამაღლა საუბრობდნენ, რა დროსაც დაპირისპირებულებს შორის მანძილი იყო ორი-სამი მეტრი. იგი მივიდა ნ---- ნ----–---–თან, ჰკითხა თუ რა ხდებოდა და რადგან ნ---- ნ----–---–ი განერვიულებული იყო, სიტუაციას გამოარიდა. მას თ------ გ-----ისთვის, სახეზე რაიმე დაზიანება ან სისხლის კვალი არ შეუნიშნავს. მანვე განმარტა, რომ ადგილზე მისულს არ დაუნახავს მოხდა თუ არა ფიზიკური დაპირისპირება ნ---- ნ----–---–სა და თ------ გ-----ეს შორის და თუ მანამდე იქნებოდა რაიმე სახის დაპირისპირება, ვერ დაინახავდა, რადგან მათი მიმართულებით ყურადღება არ ჰქონდა გამახვილებული.

 

მოწმე დ----- ბ--------ემ განმარტა, რომ მუშაობს ნ---- ნ----–---–ის თხილამურების გაქირავების პუნქტში, 2019 წლის 21 თებერვალს იმყოფებოდა ნ---- ნ----–---–ის კუთვნილ თხილამურების გაქირავების პუნქტთან, რა დროსაც შემოესმა ხმაური, მისგან დაახლოებით 20-25 მეტრში დაინახა ორი პიროვნება, რომლებიც ფეხზე იდგნენ და ერთმანეთს ხმამაღლა ესაუბრებოდნენ - მათგან ერთი იყო ნ---- ნ----–---–ი, რომელიც ხმაზე იცნო, ხოლო მეორე ქალბატონი ერთხელ იყო ნ---- ნ----–---–ის ჯიხურში თხილამურების დასაქირავებლად და მას მეტჯერ არ უნახავს. ისინი საუბრობდნენ ხმამაღლა, რამაც მისი ყურადღება მიიქცია. მანვე განმარტა, რომ ნ---- ნ----–---–ი და თ------ გ-----ე ერთმანეთს ფიზიკურად არ დაპირისპირებიან, ხელით არ შეხებიან, იყო მხოლოდ ხმამაღალი საუბარი და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევაში იგი ამ ფაქტს აუცილებლად დააფიქსირებდა.

 

მოწმე გ--------------ემ განმარტა, რომ მუშაობს ინსტრუქტორად ნ---- ნ----–---–ის ჯიხურში. შემთხვევის დღეს, 21 თებერვალს დაახლოებით 30 მეტრის მანძილიდან შემოესმა ნ---- ნ----–---–ის ხმამაღალი საუბარი. საუბრის მიმართულებით გახედვისას დაინახა ნ---- ნ----–---–ი და გ------- კ--–--ე, რომელიც იქვე იდგა, კ--–--ემ ნ---- ნ----–---–ი საუბრისას გვერდზე გამოიყვანა, იქ სხვა დაპირისპირება-ჩხუბი არ მომხდარა და არც მანამდე შეუნიშნავს ნ---- ნ----–---–ისა და თ------ გ-----ის საუბარი ან დაპირისპირება თუნდაც კამათის სახით. მას არ დაუნახავს ძირს წაქცეული ან დასვრილი თ------ გ-----ე და მისთვის რაიმე დაზიანება არ შეუნიშნავს.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდების და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ნ---- ნ----–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ---- ნ----–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი “.

 

სააპელაციო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ვერ გაიზიარებს აპელანტის - მსჯავრდებულ ნ---- ნ----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი----- ხ-------–---–ის პოზიციას, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ---- ნ----–---–ზე ბრალად შერაცხული ქმედება, შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულ თ------ გ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 21 თებერვალს ნ---- ნ----–---–მა მოულოდნელად უკნიდან დარტყა და წააქცია, რა დროსაც ტუჩი გაუსკდა და სისხლი მოსდიოდა, ნ---- ნ----–---–ი კი განაგრძობდა მის ცემას ფეხებით, რა დროსაც განიცდიდა ტკივილს. დაზარალებულის ჩვენებას, ნ---- ნ----–---–ის მიერ ძალის გამოყენებით წაქცევის ნაწილში ადასტურებს მოწმე ა------- მ---------ე, ნ---- ნ----–---–ის მიერ თ------ გ-----ის ცემის ფაქტს, მის სახეზე არსებული დაზიანების და ჩივილების ფაქტს ადასტურებს მოწმე ე-–--------- ე--------–---–ი. დაზარალებულის ჩვენება ასევე დადასტურებულია ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N1--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომ თ------ გ-----ეს აღენიშნებოდა ექსკორაციები ზედა ტუჩისა და მარცხენა მტევნის მე-5 თითის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით კი აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები, რომ წარმოადგენს ნ---- ნ----–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგს, გარდა იმისა რომ დასტურდება ექსპერტის მიერ მათი ხანდაზმულობის დადგენით, ასევე მათი წარმომავლობა სრულადაა დასაბუთებული დაზარალებულის ჩვენებით, წაქცევის, მარცხენა ხელით თრევის და ფეხების დარტყმით. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიიჩნიოს სასამართლომ, რომ ნ---- ნ----–---–მა არაერჯერადი დარტყმა განახორციელა თ------ გ-----ის მიმართ, რომლებმაც გამოიწვია დაზიანებები და ფიზიკური ტკივილი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის (დაცვის მხარის) პოზიციას, რომ მოწმეებმა გ------- კ--–--ემ, გ--------------ემ და დ----- ბ--------ემ დაადასტურეს, ნ---- ნ----–---–სა და თ------ გ-----ეს შორის იყო სიტყვიერი დაპირისპირება და ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან აღნიშნული მოწმეების ჩვენებებით, ისინი მომხდარი ფაქტის თვითმხილველები გახდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემოესმათ ხმამაღალი კამათის ხმა და იცნეს ნ---- ნ----–---–ის ხმა. რაც ადასტურებს დაზარალებულ თ------ გ-----ის ჩვენებას, რომ ნ---- ნ----–---–ი მას მიეპარა ჩუმად, წააქცია და ურტყამდა, ის დაბნეული იყო და მათი კამათი დაიწყო მობილური ტელეფონის წართმევის და გადაგდების შემდეგ, რა დროსაც ფიზიკური ძალადობა ფაქტიურად დასრულებული იყო. გ------- კ--–--ის, გ--------------ის და დ----- ბ--------ის ჩვენებების ანალიზით ცხადია, რომ ისინი იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, არ უყურებდნენ კონფლიქტის დასაწყისს და მათთვის უცნობია რა მოხდა ხმამაღალი კამათის დაწყებამდე. თავად დაცვის მოწმე გ------- კ--–--ეც განმარტავს, რომ თუ მანამდე იქნებოდა რაიმე სახის დაპირისპირება, ვერ დაინახავდა, რადგან მათი მიმართულებით ყურადღება არ ჰქონდა გამახვილებული. შესაბამისად, მათი ჩვენებები არანაირად არ ეწინააღმდეგება დაზარალებულის ჩვენებას და არ უარყოფს ფიზიკური ძალადობის ფაქტის არსებობას.

 

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ დაზარალებულ თ------ გ-----ეს კონფლიქტის დროს ტუჩი არ დაზიანებია და აღნიშნული დადასტურებულია მოწმეების ვ-–-------- ა------–---–ის და ა------- მ---------ის ჩვენებებით. ვინაიდან, დაზარალებულ თ------ გ-----ის მიერ ტუჩზე დაზიანების მიღების დრო დადასტურებულია თავად დაზარალებულის, მოწმე ე-–--------- ე--------–---–ის ჩვენებებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. ამასთან მოწმე ა------- მ---------ეს არ განუცხადებია, რომ თ------ გ-----ეს სახეზე არ ჰქონია დაზიანება, მან განმარტა, რომ დაზიანება არ შეუმჩნევია. ის კონფლიქტს აკვირდებოდა 2-3 მეტრიდან, თოვლზე ფეხი უცურავდა, ძირითადი ყურადღება საკუთარი წონასწორობის დაცვაზე ჰქონდა გადატანილი და მიმდინარე მოვლენებს ნაკლებად აკვირდებოდა, თავიდან მათკენ მიბრუნდა, თუმცა შემდეგ მათ ზურგი შეაქცია, თხილამურების გასაქირავებელი პუნქტისკენ წავიდა, თხილამურები ჩააბარა და სახლში წავიდა. შესაბამისად, მოწმის განმარტება, რომ თ------ გ-----ის სახეზე დაზიანება არ შეუმჩნევია, მოწმესა და თ------ გ-----ეს შორის მანძილის და მოწმის მიერ მომხდარი ფაქტის დეტალებისადმი ნაკლები ყურადღების გათვალისწინებით, არათუ გამორიცხავს დაზარალებულის ტუჩზე არსებულ დაზიანებას, საეჭვოდაც კი არ ხდის მას. ანალოგიურად, დაზარალებულის ტუჩზე არსებულ დაზიანებას არ უარყოფს მოწმე ვ-–-------- ა------–---–ის ჩვენებაც, რომელმაც განმარტა, რომ სხეულზე დაზიანება არ შეუმჩნევია, საქმით იყო დაკავებული და არ დაკვირებია.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს ნ---- ნ----–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნ---- ნ----–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ნ---- ნ----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სააპელაციო პალატას მიაჩნია, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩიავარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნ---- ნ----–---–ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი და აღნიშნულ ნაწილშიც განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ნ---- ნ----–---–ის, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას, ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ნ---- ნ----–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე მსჯავრდებულის პიროვნება, ნასამართლობის არქონა, მისი ქონებრივი მდგომარეობა და დაუნიშნა სასჯელი, რომელიც სრულიად საკმარისია მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენი, ნ---- ნ----–---–ის მიმართ არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კახაბერ ლეკიშვილის და მსჯავრდებულ ნ---- ნ----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი----- ხ-------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენი, ნ---- ნ----–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კახაბერ ლეკიშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ნ---- ნ----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი----- ხ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენი, ნ---- ნ----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ნ---- ნ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ ნ---- ნ----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ჯორბენაძე