განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2020
საქმის ნომერი
330100119002965629
ინსტანცია
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100119002965629, №1/ბ-1945-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ვეფხია ლომიძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ---- გ-------–--ე;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - გ------- ა------–---–ი, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ------–------------------------------–----------------------;

 

ადვოკატი - მ----- წ------–-–---–ი.

 

კვალიფიკაცია:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობის მცდელობა).

 

განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლი (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით).

 

სასჯელი:

 

1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---- გ-------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, გ------- ა------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ა------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რაც წინააღმდეგობაშია ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებთან. შემთხვევის დღეს ჩხუბი განვითარდა ორ ეტაპად, კერძოდ, ს-------–---–ის გამზირზე მდებარე შპს „ა---------ის“ ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელშიც გ------- ა------–---–ი არ მონაწილეობდა და ს-------–---–ის გამზირ N2-ში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ვ-----–ის“ ტერიტორიაზე, რა დროსაც ჩხუბში ჩაერთო გ------- ა------–---–იც;

▪ გამოძიებაში გამოკითხვისას ზ------ ჩ-------ამ და თ-------- თ------მა განმარტეს, რომ ვ----– კ---–---–ი დაჭრა გ------- ა------–---–მა და აღწერეს დაზარალებულის დაჭრის მომენტი და ბრალდებულის ამოსაცნობი ნიშნები. ამის შემდეგ ჩატარებული ამოცნობისას მათ ამოიცნეს გ------- ა------–---–ი და განმარტეს, რომ სწორედ ამ პირმა დაჭრა ვ----– კ---–---–ი. ამოცნობის შემდეგ კვლავ დაადასტურეს მათ მიერ მანამდე მიწოდებული ინფორმაცია. მათი მონაწილეობით დათვალიერდა საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერები, რა დროსაც დაადასტურეს გამოკითხვისას გაჟღერებული ინფორმაცია, თუმცა აღნიშნულმა პირებმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას შეცვალეს გამოძიებაში მათ მიერ მიცემული ჩვენებები და განმარტეს, რომ მათ დაზარალებულის დაჭრის ფაქტი არ დაუნახავთ და ამოცნობისას გ------- ა------–---–ზე მიუთითეს, როგორც ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთ პირზე. მათ სასამართლოს მიაწოდეს არალოგიკური და არათანმიმდევრული ინფორმაცია, რაც წინააღმდეგობაშია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან, რის გამოც სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა თ-------- თ------ის და ზ------ ჩ-------ას გამოკითხვის და სხვა საგამოძიებო მოქმედების ოქმებით;

▪ ბრალდების მხარემ წარადგინა გ------- ა------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები, კერძოდ, ამოღებული დანაშაულის იარაღი და მასზე ჩატარებული გენეტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები, რომლითაც დადგენილია, რომ გ------- ა------–---–ის ბინიდან ამოღებულ დანაზე აღმოჩნდა დაზარალებულის სისხლი და გ------- ა------–---–ის გენეტიკური პროფილის კვალი;

▪ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერში სრულად ჩანს ადგილზე განვითარებული მოვლენები. პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ასახა ,,ვ-----–ის“ ბენზინგასამართი სადგურის მხოლოდ ერთ მხარეს დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერი, რომელშიც ჩანან დაზარალებული მხარის წარმომადგენლები. აღნიშნულ ტერიტორიაზე დგას დაზარალებული ვ----– კ---–---–ი, რომელთანაც მირბის გ--–- გ---------ე და იწყებს მის ცემას. ბენზინგასამართი სადგურის მეორე მხარეს დამონტაჟებულ ვიდეოკამერების ჩანაწერებში კი დეტალურად ჩანს, რომ ,,ვ-----–ის“ მიმართულებით მირბიან დაზარალებული და მისი მეგობრები, დაახლოებით ხუთი პირი, რომლებსაც მისდევენ ჯერ დ----- ა------–---–ი და ძმები გ---------ეები, შემდეგ კი - გ------- ა------–---–ი, რაც ადასტურებს, რომ ამ ნაწილში ჩხუბის დაწყების ინიციატორი იყო გ------- ა------–---–ის მხარე;

▪ ჩხუბში მონაწილეობს ცხრა ადამიანი. გ------- ა------–---–ი მისი ძმის ინიციატივით დაწყებულ ხელჩართულ ჩხუბში თავიდანვე შედის დანით ხელში და დაუყოვნებლივ იწყებს მის გამოყენებას, კერძოდ, 19:43:14 საათზე დაფიქსირებულია გ------- ა------–---–ის მიერ დანის ამოღების და გახსნის მსგავსი მოძრაობა. ჩხუბის დროს ოთხჯერ ჩანს გ------- ა------–---–ის მიერ დანის მოქნევის ფაქტი - 19:43:16 საათზე, 19:43:17 საათზე, 19:43:22 საათზე და 19:44:23 საათზე. 19:43:22 საათზე დაიჭრა დაზარალებული. გ------- ა------–---–ს ხელს უშლიდნენ იქ მყოფები, რის გამოც მან ვერ მოახერხა დაზარალებულისთვის სხვა დაზიანების მიყენება;

▪ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ------- ა------–---–მა ვ----– კ---–---–ს დანა დაარტყა მუცელში და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება;

▪ გ------- ა------–---–ი მოქმედებდა არაპირდაპირი განზრახვით, კერძოდ, იგი შეგნებულად უშვებდა და გულგრილად ეკიდებოდა ვ----– კ---–---–ის მიმართ ფატალური შედეგის დადგომას;

▪ ჩანაწერებში ჩანს, რომ ჩხუბის დროს გ------- ა------–---–ი გამოვიდა ჩხუბიდან და შემდეგ ისევ შევიდა უკან. იგი ჩხუბში შესავარდნად ეძებდა შესაფერის მომენტს (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);

 

მსჯავრდებულ გ------- ა------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ----- წ------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ გ------- ა------–---–ის უდანაშაულოდ ცნობა. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:

▪ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად;

▪ სასამართლომ არასწორად შეაფასა ,,ვ-----–ის“ ბენზინგასამართი სადგურის ვიდეოჩანაწერები და კატეგორიულად გამორიცხა ჩხუბის დროს გ------- ა------–---–ის მიერ დანის აღების ფაქტი. ის გარემოება, რომ ძირს დაგდებული დანა არ ჩანს, კატეგორიულად არ გამორიცხავს გ------- ა------–---–ის მიერ ჩვენებაში დაფიქსირებული ინფორმაციის ნამდვილობას;

▪ საფუძველს არ არის მოკლებული, რომ ჩხუბის ერთ-ერთ მონაწილეს დაეგდო ცივი იარაღი ძირს ან შემთხვევით გავარდნოდა ხელიდან. ვიდეოჩანაწერებში ელვის სისწრაფით იცვლება გამოსახულებები, ამიტომ ხელიდან 20 სმ. დანის დავარდნის გარჩევა რთულია. ადგილზე ირევა ათამდე ადამიანი, რის გამოც ამოღებულ დანაზე გ------- ა------–---–ის ბიოლოგიური პროფილის გარდა აღმოჩნდა მამრობითი სქესის ადამიანის დნმ-ის პროფილის მაჟორული წილი, რომელიც ეკუთვნის სხვა პირს და არა გ------- ა------–---–ს და დაზარალებულს.

▪ დ----- ა------–---–ი არ ყოფილა კონფლიქტის ერთ-ერთი ინიციატორი, რადგან საქმის მასალებით დადგინდა, რომ დაზარალებული და მისი მეგობრები თავად მივიდნენ მის სამუშაო ადგილზე საქმის გასარჩევად.

▪ პროკურორმა ჩხუბი დაჰყო ორ ფაზად, თუმცა ჩხუბი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვითარებულ ორ სხვადასხვა ეპიზოდს არ წარმოადგენს;

▪ გ------- ა------–---–ს ვინმეს მოკვლის მცდელობა და აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ვინმესთვის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების განზრახვას ადგილი არ ჰქონია. დანა მის ხელში აღმოჩნდა ჩხუბის დასრულებისას. მან ჩხუბის ადგილზე დაგდებული დანა აიღო იმ მიზნით, რომ მისთვის ან მისი ძმისთვის ვინმეს არ მიეყენებინა დაზიანება (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო საჩივარის შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- ა------–---–ს ბრალი წარედგინა განზრახ მკვლეობის მცდელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე ქ.თბილისში, დ----- ს-------–---–----------------ში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ვ-----–ის“ ტერიტორიაზე გ------- ა------–---–მა შელაპარაკებისა და კონფლიქტის დროს, ვ----– კ---–---–ს მოკვლის განზრახვით დანა დაარტყა გულ-მკერდის არეში, რითაც მიაყენა გულ-მკერდის მიდამოში შემავალი სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ა------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია:

 

2019 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე ქ.თბილისში, დ----- ს-------–---–----------------ში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ვ-----–ის“ ტერიტორიაზე გ------- ა------–---–მა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით - დანის გამოყენებით ვ----– კ---–---–ს გულ-მკერდის მიდამოში მიაყენა ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენით, გ------- ა------–---–ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლზე.

 

გ------- ა------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ------- ა------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 2 იანვრიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული დაზარალებულ ვ----– კ---–---–ის გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ 2019 წლის 1 იანვარს მეგობრებთან: თ-------- თ------თან, ი-----–- გ-----–--სთან, ზ------ ჩ-------ასთან და ი-----–- ე----–---–თან ერთად აღნიშნავდა ახალ წელს და მიირთმევდა ალკოჰოლურ სასმელს. რამდენიმე ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ, სუფრაზე მყოფები გ--–- გ---------ესთან სასაუბროდ მივიდნენ ქ.თბილისი, ს-------–---–ის გამზირზე მდებარე ავტოსამრეცხაოში, სადაც გ--–-სთან ერთად იმყოფებოდა მათთვის უცნობი პირი, რომლებთანაც სამრეცხაოს მოსაცდელ ოთახში მოუვიდათ შეკამათება. კამათი გაგრძელდა ეზოში და მალევე გადაიზარდა ჩხუბში. მოწმის ჩვენებით, შემთხვევის ადგილი არ იყო განათებული, ვერ დაინახა ვინ ვის ურტყამდა და მის მიერ მოქნეული ხელი მოხვდა თუ არა კონფლიქტში მონაწილე რომელიმე პირს. ის და მისი მეგობრები კონფლიქტისგან თავის დაღწევის მიზნით წავიდნენ „ვ-----–ის“ ბენზინგასამართი სადგურისკენ. მათ დაეწია გ--–- გ---------ე მეგობრებთან ერთად და დაიწყეს ხელჩართული ჩხუბი, რა დროსაც წააქციეს და სცემეს თავდამსხმელებმა. ჩხუბის დროს ვერ არჩევდა ვინ ვის ურტყამდა. მისთვის ცნობილი არ არის მის მიერ თავდამსხმელთა მოგერიების მიზნით მოქნეული ხელი მოხვდა თუ არა ვინმეს. ჩხუბი დასრულდა რამდენიმე წუთში, რის შემდეგაც მან მეგობრებთან ერთად გააჩერა ტაქსი და წავიდა. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ შეუძლოდ იგრძნო თავი და შენიშნა, რომ გულ-მკერდის არედან მოსდიოდა სისხლი. მეგობრებმა ტაქსის მძღოლს თხოვეს მისი საავადმყოფოში გადაყვანა. აღნიშნულის შემდეგ არაფერი ახსოვს, რადგან გონზე საავადმყოფოს რეანიმაციაში მოვიდა. მისივე განმარტებით, ჩხუბის დროს ჩხუბში მონაწილეთა ხელში დანა არ შეუნიშნავს. იყო აღელვებული და სიცივისგან გაყინული ჰქონდა მთელი სხეული, რის გამოც ვერ იგრძნო დანის დარტყმა.

 

სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე ზ------ ჩ-------ამ განმარტა, რომ თ-------- თ------თან, ი-----–- გ-----–--სთან და ვ----– კ---–---–თან ერთად ქეიფობდა და აღნიშნავდა ახალ წელს. შემდეგ ტელეფონით შეიტყვეს, რომ ი-----–- ე----–---–ს სხვა პირებთან მოუვიდა ჩხუბი და წავიდნენ მის დასახმარებლად. ადგილზე დახვდათ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე პირი, რომლებსაც გაესაუბრნენ, რაც გადაიზარდა კამათში. მოწმის განმარტებით, კონფლიქტი დაიწყო ნაძვნარში, რა დროსაც ხელის კვრასაც ჰქონდა ადგილი, თუმცა მალევე დაიშალნენ და წავიდნენ „ვ-----–ის“ ბენზინგასამართი სადგურისკენ. მათ წამოეწიენ კონფლიქტის მონაწილეები და განახლდა ჩხუბი, რაც რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ჩხუბის დასრულების შემდეგ მან და მისმა მეგობრებმა გააჩერეს ტაქსი და წავიდნენ. დაახლოებით ასი მეტრის გავლის შემდეგ შენიშნეს, რომ ვ----– კ---–---–ი იყო დაჭრილი. ამიტომ მძღოლს თხოვეს დაჭრილის საავადმყოფოში მიყვანა. მათ ვ----– კ---–---–ი დატოვეს საავადმყოფოს კართან და დაიშალნენ. რა დროს ან ვის მიერ დაიჭრა ვ----– კ---–---–ი მისთვის ცნობილი არ არის. მოგვიანებით გამოკითხეს პოლიციის განყოფილებაში და აჩვენეს ჩხუბის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. გამოკითხვის ოქმში კი დააფიქსირა ის ინფორმაცია, რაც ნახა ჩანაწერში. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ის პირი, რომელიც დაფიქსირებული იყო ვიდეოჩანაწერში, თუმცა მისი სახელი და გვარი არ ახსოვს. მას ჩხუბის დროს დანა არავის ხელში არ დაუნახავს. ი-----–- გ-----–--ს ხელში ეჭირა ჯოხი, რომლითაც იცავდა თავს. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ გამოკითხვის და ამოცნობის ოქმებში მითითებული ინფორმაცია მთლიანად ეფუძნება ვიდეოჩანაწერში ნანახ კადრებს.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა მოწმე ი-----–- გ-----–--, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 1 იანვარს, საღამოს საათებში, მეგობრებთან: ი-----–- ე----–---–თან, ვ----– კ---–---–თან, თ-------- თ------თან და ზ------ ჩ-------ასთან ერთად იმყოფებოდა ქ.თბილისში, ს-------–---–ის გამზირზე, სადაც მათ შელაპარაკება მოუვიდათ რამდენიმე პირთან, რომელთა სახელები და გვარები არ იცის. კონფლიქტი უკავშირდებოდა წინა დღეს მომხდარ მცირე შელაპარაკებას. მოწმემ განმარტა, რომ დეტალურად არ ახსოვს თუ რა მოხდა 2018 წლის 31 დეკემბერს და 2019 წლის პირველ იანვარს, რა სახის შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, როგორ გადაიზარდა ჩხუბში და დაიჭრა თუ არა ვინმე, მათ შორის - ვ----– კ---–---–ი. გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული სიტყვები მას არ ეკუთვნის და არ ადასტურებს ოქმის შინაარსს, რადგან მას ჩხუბში მონაწილეები დეტალურად არ აღუწერია გამომძიებლისთვის. მოწმის განმარტებით, ვ----– კ---–---–ი ტაქსში თავს გრძნობდა შეუძლოდ, იყო დაჭრილი, თუმცა რატომ გახდა ცუდად და როგორ დაიჭრა არ იცის. „ვ-----–ის“ ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ ჩხუბში ყველა მათგანი იღებდა მონაწილეობას, თუმცა ვინ ვის ურტყამდა არ იცის.

 

მოწმე თ-------- თ------მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის 1 იანვარს ზ------ ჩ-------ასთან, ი-----–- ე----–---–თან და ვ----– კ---–---–თან ერთად მივიდა ქ.თბილისი, ს-------–---–ის გამზირზე მდებარე ავტოსამრეცხაოში, სადაც მისთვის უცნობ პირებთან მოუვიდათ შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. მოწმის განმარტებით, საუბრის დასრულების შემდეგ ის და მისი მეგობრები აჩერებდნენ ტაქსს, რა დროსაც მათ მიუახლოვდნენ ის პირები, ვისთანაც მოუვიდათ შელაპარაკება და ვ----– კ---–---–ი დააგდეს ძირს. ჩხუბი განახლდა „ვ-----–ის“ ბენზინგასამართ სადგურზე, თუმცა მალევე დაიშალნენ და ჩასხდნენ ტაქსში, რა დროსაც ვ----– კ---–---–მა თქვა, რომ მუცლიდან მოსდიოდა სისხლი. სწორედ ამ დროს გაიგეს, რომ დაზარალებული იყო დაჭრილი. მათ დაჭრილი მიიყვანეს და დატოვეს საავადმყოფოსთან, შემდეგ კი ვ----– კ---–---–ი საკუთარი ფეხით შევიდა საავადმყოფოს ეზოში. მას პოლიციის განყოფილებაში აჩვენეს ჩხუბის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანდა ძირს დავარდნილი ვ----– კ---–---–ი, რომელსაც ურტყამდა ორი-სამი პირი. ასევე აჩვენეს პირი, რომელიც იქნევდა დანას. მან გამომძიებლის თხოვნით ვიდეოში ნანახი გარემოებები დააფიქსირა გამოკითხვის ოქმში, შემდეგ კი წაკითხვის გარეშე მოაწერა ხელი ოქმს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მან ასევე მონაწილეობა მიიღო პირის ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პირი. ჩხუბი მიმდინარეობდა დაახლოებით 15 წუთი, თუმცა მას მოჩხუბრების ხელში რაიმე საგანი არ დაუნახავს. როდის დაიჭრა ვ----– კ---–---–ი მისთვის ცნობილი არ არის.

 

პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 2 იანვარს, 17:50 საათიდან 18:20 საათამდე პერიოდში ჩატარდა პირის ამოცნობა, რა დროსაც ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან მოწმე თ-------- თ------მა სახის მოყვანილობით, აღნაგობით, თვალის ფერით და ცხვირით ამოიცნო მარჯვნიდან პირველი მამაკაცი - გ------- ა------–---–ი.

 

მოწმე ბ---- გ---------ის ჩვენებით, 2019 წლის 1 იანვარს, მეგობრებთან ერთად მიირთმევდა ლუდს ქ.თბილისი, ს-------–---–ის გამზირზე მდებარე სამრეცხაოში, სადაც მივიდა დ----- ა------–---–ზე განაწყენებული რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი და მათ შორის წარიმართა ხმამაღალი საუბარი, რაც დაბალი, წვერიანი პირის ინიციატივით გაგრძელდა სამრეცხაოს მოსაცდელი ოთახის გარეთ, ვინაიდან აღნიშნულმა პირმა შენიშნა ოთახში დამონტაჟებული ვიდეოკამერა. საუბრისას ამ პირმა დ----- ა------–---–ს ტუჩებში დაარტყა ხელი, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია. ყველა მათგანი ეჩხუბებოდა და ხელს ურტყამდა დ----- ა------–---–ს. იგი შეეცადა გაეშველებინა კონფლიქტის მონაწილეები, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან დ----- ა------–---–ი დავარდა ძირს, თავდამსხმელები კი კვლავ ურტყამდნენ. იგი გადაეფარა ძირს დავარდნილ დ----- ა------–---–ს, რა დროსაც თავადაც მოხვდა ხელი. ცოტა ხნის შემდეგ მოჩხუბრები დაიშალნენ და ოდნავ გაცილდნენ კონფლიქტის ადგილს. შემდეგ კვლავ დაიწყეს გინება, ყვირილი და ხმამაღალი საუბარი. ამ დროს შემთხვევის ადგილზე მივიდა გ------- ა------–---–ი და განახლდა ჩხუბი, რომელშიც ჩაერთო გ------- ა------–---–იც, რომელსაც დაარტყეს და წაიქცა. ამ დროს მან შენიშნა, რომ ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთ მამაკაცს ხელში ეჭირა რკინის ნაჭერი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ იგი კონფლიქტის დასრულებიდან მალევე გამოკითხეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც შეიტყო, რომ ჩხუბში გამოყენებული იყო დანა. მისთვის დაზარალებულის და მისი თანმხლები პირების ვინაობა არ არის ცნობილი და ვერც კონფლიქტის მონაწილეთა დამახასიათებელ ნიშნებს იხსენებს. მისივე განმარტებით, პირველი დარტყმა განხორციელდა დ----- ა------–---–ის მიმართ. გ------- ა------–---–ი კი თავიდან აშველებდა მათ, შემდეგ კი „ვ-----–ის“ ბენზინგასამართ სადგურზე თავადაც ჩაერთო ჩხუბში. რკინის ნაჭერი, რომელიც მან დაინახა ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის ხელში, ჩხუბის დასრულების შემდეგ იმ პირებმა ისროლეს ტაქსიდან. ჩხუბის დროს მას გ------- ა------–---–ის ხელში დანა ან სხვა ბასრი საგანი არ დაუნახავს.

 

ჩვენების მიცემისას მოწმე დ----- ა------–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით საღამოს რვა საათზე, ბ---- გ---------ის თხოვნით მივიდა სამსახურში - ავტოსამრეცხაოში, სადაც იმყოფებოდნენ მისთვის უცნობი პირები - ბ---- გ---------ის ახლობლები, რომლებთანაც მოუვიდა შეკამათება, თუმცა მათი საუბარი ჩხუბში არ გადაზრდილა და მშვიდად დაიშალნენ. მეორე დღეს, დილის საათებში დაურეკა გ--–- გ---------ემ და თხოვა საქეიფოდ სამრეცხაოში მისვლა. იგი მალე მივიდა სამსახურში და გ--–- და ბ---- გ---------ესთან ერთად დალია რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლური სასმელი. ქეიფის დასრულებამდე სამრეცხაოში მივიდა ხუთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებთანაც წინა დღეს მოუვიდა შეკამათება. მათ შორის საუბარი დაიწყო ავტოსამრეცხაოს მოსაცდელ ოთახში, შემდეგ გადაინაცვლეს იქვე მდებარე პატარა სკვერში, რა დროსაც ტუჩის არეში მოულოდნელად იგრძნო დარტყმა და დაეცა ძირს. ამ დროს მას გადაეფარა ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მამაკაცი. მან ხელის მოქნევა და დარტყმა ვერ მოასწრო. მოწმის განმარტებით, დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში ურტყამდნენ ძირს დავარდნილს, კონფლიქტის დასრულების შემდეგ კი წამოაყენეს ფეხზე. რამდენიმე წუთში კვლავ განახლდა ჩხუბი, რა დროსაც შემთხვევის ადგილზე გამოჩნდა გ------- ა------–---–ი, რომელსაც ეცვა ჯინსის შარვალი და უმკლავო დუტის ქურთუკი. ისინი ბენზინგასამართ სადგურამდე მივიდნენ ჩხუბით, რა დროსაც დაინახა, რომ სცემდნენ გ--–- გ---------ეს, რომელიც ჩხუბობდა თითქმის წაქცეულ მდგომაროებაში და შეეცადა მის დახმარებას, მაგრამ წაიქცა, ამის შემდეგ ვინ და რამდენჯერ დაარტყა მას არ ახსოვს. მისთვის ცნობილია, რომ გ--–- გ---------ეს თავის არეში ჰქონდა დაზიანება მიყენებული. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ გ------- ა------–---–ი ჩხუბში ჩაერთო ბენზინგასამართ სადგურთან, თუმცა ისიც წააქციეს და ცემეს თავდამსხმელებმა. ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით 2-3 წუთი. როგორც ახსოვს, ერთ-ერთმა პირმა აიღო ცეცხლმაქრი და გაემართა მათკენ. გამოძიებაში გამოკითხვისას გამომძიებელმა ოქმში შეიტანა არასწორი ინფორმაცია. მან გამოკითხვის ოქმს ისე მოაწერა ხელი, არ წაუკითხავს. მას გ------- ა------–---–ის ხელში ბასრი პირის მქონე საგანი არ დაუნახავს.

 

მოწმე დ-------- ქ---------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 1 იანვარს, დაახლოებით რვის ნახევარზე, ქ.თბილისში, ს-------–---–ის გამზირზე მდებარე ავტოსამრეცხაოში დ----- ა------–---–თან მიიყვანა გ------- ა------–---–ი. ამ დროს სამრეცხაოდან ისმოდა ყვირილი. გ------- ა------–---–ი შევიდა შიგნით, თუმცა მალევე გამოიქცა უკან. სამრეცხაოსთან მისულმა დაინახა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე, სიბნელეში, ჩხუბობდა რამდენიმე პირი, რომლებმაც მალევე გადაინაცვლეს „ვ-----–ის“ ბენზინგასამართი სადგურისკენ, სადაც კვლავ განაგრძეს ფიზიკური დაპირისპირება. გ------- ა------–---–ი, დ----- ა------–---–ი და ორი ქობულეთელი ბიჭი ჩხუბობდნენ ერთ მხარეს. რამდენიმე წუთის შემდეგ თავდამსხმელები ჩასხდნენ ტაქსში და გაიქცნენ. მან გ------- ა------–---–ს მიაწოდა ძირს დაგდებული „დუტის“ ჟილეტი, შემდეგ თავადაც ჩასხდნენ ავტომანქანაში და მან მისთვის უცნობი ორი ქობულეთელი ბიჭი მიიყვანა „ღ------–-----ის სახელობის საავადმყოფოში“. შემდეგ მივიდნენ ეზოში, სადაც დალიეს რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლური სასმელი და დაიშალნენ. მოწმის განმარტებით, თავდამსხმელ პირთა ვინაობა და რაოდენობა მისთვის ცნობილი არ არის. „ვ-----–ის“ ბენზინგასამართ სადგურზე ვინ ვისთან ჩხუბობდა არ დაუნახავს, დაინახა, რომ ყველა მათგანი იქნევდა ხელს, მაგრამ დეტალები არ იცის. მოწმემ აღნიშნა, რომ დ----- ა------–---–ის თანმხლებ ერთ პირს მოსდიოდა სისხლი, მაგრამ ჩხუბის დროს ვინმეს ხელში რაიმე მჩხვლეტავი პირის მქონე საგანი არ შეუნიშნავს. ჩხუბი გრძელდებოდა რამდენიმე წამი. ჩხუბის დასრულების შემდეგ თავდამსხმელებმა ტაქსიდან ისროლეს რკინის ნაჭერი. მოწმის ჩვენებით, გ------- ა------–---–ი იყო ნაცემი, დ----- ა------–---–ს კი გასიებული ჰქონდა ტუჩი.

 

მოწმე შ----- შ--–--ს ჩვენებით, მუშაობს ქ.თბილისში, ს-------–---–----------------ში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ვ-----–ში“ ოპერატორის პოზიციაზე. 2019 წლის 1 იანვარს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა ოფისში, რა დროსაც გაიგო ხმაური და გავიდა გარეთ, რა დროსაც დაინახა, რომ ბენზინის ჩასასხმელ აპარატებთან რამდენიმე ადამიანი ურტყამდა ერთმანეთს, თუმცა რამდენი ადამიანი ჩხუბობდა ზუსტად არ იცის. მან დაინახა, რომ ერთ-ერთი მოჩხუბარს ხელში ეჭირა ცეცხლმაქრი, რომელიც გააგდებინა ხელიდან. ამის შემდეგ მოჩხუბრები დაიშალნენ. მანვე შენიშნა, რომ მოგლეჯილი იყო რეკლამის განსათავსებელი რამდენიმე სანტიმეტრიანი რკინა, მაგრამ აღნიშნული რკინის ნაჭერის გამოყენება არ დაუნახავს, თუმცა ერთ მოჩხუბარს გატეხილი ჰქონდა თავი და მოსდიოდა სისხლი, ამიტომ ფიქრობს, რომ მას რკინა ჩაარტყეს. ჩხუბის დროს ვინმეს დანა რომ გამოეყენებინა არ დაუნახავს და კონფლიქტში მონაწილე პირთა პიროვნული მახასიათებლები და ჩაცმულობა არ ახსოვს.

 

მოწმე გ------- გ---–---------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის ტაქსის მძღოლი. 2019 წლის 1 იანვარს, საღამოს 8-9 საათზე, დაახლოებით ხუთმა ახალგაზრდამ გააჩერა ს-------–---–ის გამზირზე მდებარე „ვ-----–ის“ ბენზინგასამართ სადგურთან და თხოვეს ავჭალის მიმართულებით წაყვანა, რაზეც დათანხმდა. ავტომანქანის დაძვრიდან დაახლოებით 50 მეტრში შემოესმა ხმა, თითქოს რაღაც გადავარდა ავტომანქანიდან. გაიხედა უკან მსხდომებისკენ, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული არ შეუნიშნავს. მეტროსადგურ „ს-------–---–თან“ უკანა სავარძელში მჯდომმა ერთმა ახალგაზრდამ თხოვა გაეჩერებინა მანქანა, რადგან ცუდად გრძნობდა თავს, თუმცა რა სჭირდა არ იცის. მან ახალგაზრდები მიიყვანა მე-5 საავადმყოფოს ჭიშკართან, სადაც ეს ახალგაზრდა თავად შევიდა საავადმყოფოს ეზოში. იგი გამოკითხა გამომძიებელმა, რის შემდეგაც იმ ადგილიდან, სადაც გაიგო გადავარდნის ხმა, ამოიღეს დაახლოებით 50-60 სმ. ზომის რკინის საგანი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2019 წლის 1 იანვრის 22:59 საათიდან 2019 წლის 2 იანვრის 01:10 საათამდე პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისი, ს-------–---–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. დათვალიერების მიმდინარეობისას გ------- გ---–---------მ მიუთითა ადგილზე, სადაც ახალგაზრდებმა გააჩერეს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა - ტაქსი და ჩასხდნენ. N96 ელ.განათების ბოძიდან დაახლოებით 10 მეტრში, ბეტონის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა მუქი ფერის რკინის მილი.

 

შემთხვევის ადგილის და ავტომანქანის დათვალიერების ოქმების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა-–-----------------–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კანონმდებლობის სრული დაცვით და შენიშვნა ან პრეტენზია არ დაფიქსირებულა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალეირების ოქმით, 2019 წლის 2 იანვარს 09:30 საათიდან 10:45 საათამდე პერიოდში დათვალიერდა ქ.თბილისი, ს-------–---–----------------ის მიმდებარე ტერიტორია, სადაც განთავსებულია ავტოსამრეცხაო, დიდი ზომის შესასვლელი რკინის ჭიშკრით, მარცხენა მხარეს განთავსებულია ხუთი „ბოქსი“, მარჯვნივ კი - ექვსი იზოლირებული სამრეცხაო, რომელთა შუაში განლაგებულია ვიზიტორთა მოსაცდელი ოთახი. მეორე „ბოქსთან“ განთავსებულია ჯიხური, რომლის კარის სახელურზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქა. ექსპერტების მიერ მოსაცდელი ოთახის შესასვლელი კარის სახელურიდან აღებულ იქნა მოწითალო ფერის ლაქები, სამრეცხაოს შესასვლელი ჭიშკრის კედლებზე დამონტაჟებულია ორი სამეთვალყურეო ვიდეოკამერა, ასევე მე-2, მე-3 და მე-5 „ბოქსების“ შესასვლელი კარის ზემოთ და მე-5 „ბოქსის“ ზედა კუთხეში დამონტაჟებულია სამეთვალყურეო კამერები.

 

ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით, ამოღების ოქმით, მოწმეების - გ--–- ხ--–--–-სა და შ--–-----------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ „ვ-----–-----------–----------------ს“ სათაო ოფისიდან და შპს „ა---------ის“ ოფისიდან ვიდეოჩანაწერები გამოთხოვილი იქნა კანონმდებლობის სრული დაცვით, ხოლო N----–--------- საავადმყოფოდან ამოღებული იქნა ვ----– კ---–---–ის ავადმყოფობის ისტორია.

 

ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, ასევე მიღებული ოპერატიული ინფორმაციის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა - თ--------------------------------------------------–---–მა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 2 ივლისის ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის და დოკუმენტაციის მონაცემების თანახმად, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე ვ----– კ---–---–ი შპს „მ------–-------- საავადმყოფოში“ მოთავსებულ იქნა 2019 წლის 1 იანვარს, 20:00 საათზე, სადაც გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას და გაეწერა 2019 წლის 11 იანვარს, 14:00 საათზე. დაუდგინდა დიაგნოზი: გულ-მკერდის ღრუში ღია (შემავალი) ნაკვეთი ჭრილობა მარცხნივ, მარცხენა პლევრის დაზიანებით, მარცხენა ფილტვის დაზიანებით, დიაფრაგმის დაზიანებით მარცხნივ, მარცხენა მე-7 ნეკნის დაზიანება ცდომით, ელენთის დაზიანება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტრავმული ჰემოპნევმოთერაქსი - დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, ჭრილობის არხის მიმართულებით ზემოდან-ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს. დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ზ------ გ-------–-–---–მა და გ------- ც--–--ემ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 4 ივლისის ექსპერტიზის N--------- დასკვნით, გ--–- გ---------ეს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით კლინიკისთვის მიუმართავს 2019 წლის 1 იანვარს, 20:40 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დიაგნოზით: ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, მარცხნივ მცირე ზომის ჭრილობა, მარცხნივ ყვრიმალის არეში. დაზიანება თავის ტვინის შერყევის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 თებერვლის ექსპერტიზის N--------- დასკვნით გ------- ა------–---–ს 2019 წლის 3 იანვარს, პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 2 იანვარს 01:30 საათიდან 02:22 საათამდე პერიოდში ჩატარდა ქ------–------------–-----------------------ში მდებარე გ------- ა------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ერთი ცალი შავი ფერის დასაკეცი დანა და შავი ფერის ე.წ. „კაპიშონიანი“ ჟილეტი, რომელიც მარჯვენა მხარეს, იღლიის ქვემოთ არის დაზიანებული.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 ივლისის ექსპერტიზის N--------- დასკვნით პაკეტში, წარწერით: „გ------- ა------–---–ის დანა...“ მოთავსებული დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ----– კ---–---–ს. დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ.N3) შერეული გენეტიკური პროფილის მინორული წილი და გ------- ა------–---–ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.N3-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ვ----– კ---–---–ისა და გ------- ა------–---–ის გენეტიკური პროფილებისაგან.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ------------–-----ემ, რომელმაც განმარტა, რომ გენეტიკური ექსპერტიზა კატეგორიულია, ხოლო შეცდომის ალბათობა გამორიცხული.

 

ბრალდებულმა გ------- ა------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2019 წლის 1 იანვარს, დაახლოებით საღამოს 7-8 საათზე, ქ.თბილისში, ს-------–---–ის გამზირზე მდებარე ავტოსამრეცხაოში მეგობარ დ-------- ქ---------ესთან ერთად მიაკითხა ძმას - დ----- ა------–---–ს, თუმცა იმ ობიექტზე არავინ დახვდა. ამ დროს შენობის უკანა მხრიდან გაიგო ხმაური და იცნო დ----- ა------–---–ის ხმა, შემოუარა სამრეცხაოს და დაინახა, რომ დ----- ა------–---–ი იყო წაქცეული და სცემდნენ. იგი ძმის გამო ჩაერთო ჩხუბში, რომელიც დაახლოებით 1-2 წუთი გაგრძელდა. იმის გამო, რომ ვიღაცამ ახსენა პოლიცია, მოჩხუბრები დროებით გაიფანტნენ. იგი წავიდა მანქანისკენ და იწმენდდა ტანსაცმელს, რა დროსაც კვლავ შემოესმა გინების ხმა და დაინახა, რომ ჩხუბი ამჯერად მიმდინარეობდა „ვ-----–ის“ ბენზინგასამართ სადგურთან. ვინაიდან იყო დაღლილი, იგი ნელი ნაბიჯებით გაემართა კონფლიქტის მონაწილეებისკენ. მიუახლოვდა ბენზინგასამართ სადგურს და დაინახა, რომ დ----- ა------–---–ი ეგდო ძირს და ურტყამდნენ, ამ უკანასკნელთან ერთად მყოფ პირს კი, თავი ჰქონდა დაზიანებული. თავადაც ჩაერთო ჩხუბში, მაგრამ ვინაიდან იყო დაღლილი - ნაცემი, გაურკვევლად იქნევდა ხელ-ფეხს. შემდეგ ჩხუბის დროს წაიქცა და დაინახა, რომ დაზარალებულთან ახლოს, ძირს ეგდო დანა, რომელიც აიღო ხელში. წამოდგა ფეხზე, ძირს ნაპოვნი დანა ბენზინგასამართი სადგურის გასასვლელთან დაკეცა და ჩაიდო ჯიბეში, მოგვიანებით, სახლში მისვლისას კი ჩააგდო ყუთში და მისი გადაგდება არ უცდია. რამდენიმე წუთში კონფლიქტის მონაწილეები დაიშალნენ და წავიდნენ სხვადასხვა მიმართულებით. მის მიერ მოქნეული ხელი ჩხუბის დროს ხვდებოდათ მოწინააღმდეგეებს, თუმცა თავადაც მიიღო არაერთი დარტყმა და შემოახიეს ტანსაცმელი. მან არ იცის როდის დაიჭრა ვ----– კ---–---–ი. ბრალდებულის განამრტებით, ჟილეტიანი მამაკაცი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვლით, არის თავად. მას ჩხუბში შესვლისას ხელში დანა არ ეჭირა და არც დარტყმის დროს ჰქონია მარჯვენა ხელში რაიმე საგანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა სს „ვ-----– პ--------–---------------დან“ და შპს „ა---------იდან“ გამოთხოვილი სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერები. შპს ,,ა---------ის“ შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერში ასახულია დაზარალებულ ვ----– კ---–---–ისა და მისი მეგობრების დ----- ა------–---–თან მისვლის და საუბრის ფაქტი, რა დროსაც შეინიშნება დაძაბულობა და იქ მყოფი პირები გადიან გარეთ. სს „ვ-----– პ--------–---------------ს“ 2019 წლის 1 იანვრის ვიდეოჩანაწერში 19:42:41 საათზე კადრში ჩნდება ოთხი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთი მათგანი ჩქარი ნაბიჯით მიემართება გზისკენ, ხოლო სამი გადაადგილდება „ვ-----–ის“ ბენზინგასამართი სადგურის საწვავის ჩასასხმელ მოედანზე. 19:42:55 საათზე კადრში რჩება ლურჯ ჯინსის შარვალში, მუქი ფერის ქურთუკში (ღია ფერის კაპიშონით) ჩაცმული მამაკაცი - ვ----– კ---–---–ი, რომელსაც ქურთუკის შიგნით აცვია ზოლიანი სვიტერი და ახურავს შავი ფერის ქუდი. მისი თანმხლები სამი პირი გადის ვიდეოკამერის ხედვის არედან. 19:43:03 საათზე, ვ----– კ---–---–ს უახლოვდება ნაცრისფერ სპორტულ შარვალს და კაპიშონიან ზედა მოსაცმელში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი, მარჯვენა ხელს ჰკიდებს ტანსაცმელში, რა დროსაც დაზარალებული მისი მიმართულებით, სახის არეში ახორციელებს დარტყმას. აღნიშნული მამაკაცი ვ----– კ---–---–ს საპასუხოდ ურტყამს ხელს. 19:43:06 საათზე ვ----– კ---–---–ს სირბილით უახლოვდება დ----- ა------–---–ი, რომელსაც აცვია კაპიშონიანი დუტის ქურთუკი და მოლურჯო ფერის შარვალი და მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალსა და მოყავისფრო ქურთუკში ჩაცმული პიროვნება. ამ დროს დ----- ა------–---–ს აგდებენ ძირს. კადრში შემოდის ვ----– კ---–---–ის მხარეს მოჩხუბარი კიდევ ორი პირი და დ----- ა------–---–ის მხარეს მოჩხუბარი ერთი პირი. ძირს დავარდნილ დ----- ა------–---–ს სამი ადამიანი სხეულის სხვადასხვა მიდამოში გამეტებით ურტყამს ფეხებს. ვ----– კ---–---–ი კი, გაშლილ ფეხს ძლიერად ურტყამს სახეში დ----- ა------–---–ს. ამ დროს კადრში ჩნდება გ------- ა------–---–ი (19:43:13 საათი, მელოტი, მუქი ფერის დუტის ჟილეტში ჩაცმული პირი) და მირბის მოჩხუბრებისკენ. ამ დროს ვ----– კ---–---–ს მოქნეულ ფეხს ხელით უჭერს წაქცეული დ----- ა------–---–ი და დაზარალებულიც ეცემა ძირს. გ------- ა------–---–ი ვ----– კ---–---–ის მიმართულებით ერთხელ იქნევს ხელს. სასამართლოს შეფასებით, ამ დროს დაზარალებულის დაჭრა გამოირიცხება, ვინაიდან ვ----– კ---–---–ს ქვემოდან გაშლილი აქვს ფეხი გ------- ა------–---–ის მიმართულებით და ბრალდებულის/დაზარალებულის განლაგების გათვალისწინებით გ------- ა------–---–ი მოქნეულ ხელს ვერ მიაწვდენდა ვ----– კ---–---–ის გულმკერდამდე, რის შემდეგაც სამი ახალგაზრდა ინტენსიურ დარტყმებს ახორციელებს გ------- ა------–---–ის მიმართ. 19:43:17 საათზე დ----- ა------–---–ი დგება ფეხზე და გამოეყოფა მოჩხუბარ ახალგაზრდებს. აღნიშნულის შემდეგ გ------- ა------–---–იც გამოეყოფა მოჩხუბრებს და ჩერდება რამდენიმე მეტრის მოშორებით, არ იწევს მოწინააღმდეგე მხარეზე დასარტყმელად. 19:43:19 საათზე, ვ----– კ---–---–ი სწრაფად დგება ფეხზე. ამ მომენტში არ შეინიშნება, რომ დაზარალებულს აქვს ჯანმრთელობის რამე პრობლემა, ან შეზღუდული აქვს გადაადგილება, პირიქით, კვლავ იწევს დ----- ა------–---–ისკენ, მიდის დ----- ა------–---–თან და ძლიერად ურტყამს ხელს სახის არეში. სწორედ ამ მომენტში ერთვება ჩხუბში განმეორებით გ------- ა------–---–ი. 19:43:22 საათზე, ბრალდებული მარჯვენა ხელს ურტყამს ვ----– კ---–---–ს ძლიერად მუცლის მიმართულებით (სხეულის იმ მიდამოში, სადაც დაზარალებულს აქვს ჭრილობა. მათ შორის ბრალდების მხარის ვერსიითაც, ვ----– კ---–---–ს ბრალდებულმა სწორედ ამ დროს მიაყენა დაზიანება). ვ----– კ---–---–ი ამ დროს ეცემა ძირს და მოძრაობაში ჟილეტს ხდის გ------- ა------–---–ს. ვ----– კ---–---–ი დგება ფეხზე, ისვრის ჟილეტს და მოხრილ მდგომარეობაში მეგობარს გაჰყავს კონფლიქტის ადგილიდან. ჟილეტის გახდის შემდეგ გ------- ა------–---–ი გამოდის კონფლიქტის ადგილიდან და ჩერდება განცალკევებით რამდენიმე მეტრის მოშორებით. გ------- ა------–---–ი არ იწევს და არ მირბის მოწინააღმდეგე მხარისაკენ ჩხუბის გასაგრძელებლად, რაშიც მას ხელს არავინ უშლის. ამ დროს კადრში ჩანს გ------- ა------–---–ის ხელში დანისმაგვარი საგანი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 27 აგვისტოს ექსპერტიზის N----- დასკვნით:

▪ სს N------------ საქმეზე, გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკზე, არსებულ ვიდეოგრამებზე და გამოკვლევაზე წარდგენილ N5 პაკეტში არსებულ ლაზერულ დისკზე, ჩაწერილ გ------- მ-------ის ძე ა------–---–ის ფოტოსურათებზე დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება;

▪ გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკზე, არსებულ ვიდეოგრამებზე და გამოკვლევაზე წარდგენილ N10 პაკეტში არსებულ ლაზერულ დისკზე, ჩაწერილ ვ----– შ-----ს ძე კ---–---–ის ფოტოსურათებზე დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება;

▪ გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკზე, არსებულ ვიდეოგრამებზე და გამოკვლევაზე წარდგენილ N6 პაკეტში არსებულ ლაზერულ დისკზე, ჩაწერილ თ-------- გ-------ს ძე თ------ის ფოტოსურათებზე დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება;

▪ გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკზე, არსებულ ვიდეოგრამებზე და ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 2--------- წელს დაბადებული გ--–- ზ-----ის ძე გ---------ის ფოტოსურათზე დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება;

▪ გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკზე, არსებულ ვიდეოგრამებზე და ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 0--------- წელს დაბადებული დ----- მ-------ის ძე ა------–---–ის ფოტოსურათზე დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება;

▪ გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკზე, არსებულ ვიდეოგრამებზე და ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 1--------- წელს დაბადებული ბ---- ზ-----ის ძე გ---------ის ფოტოსურათზე დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება;

▪ გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკზე, არსებულ ვიდეოგრამებზე და გამოკვლევაზე წარმოდგენილ N9 პაკეტში არსებულ ლაზერულ დისკზე, ჩაწერილ ზ------ ლ-------- ჩ-------ას ფოტოსურათზე დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება;

▪ გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკზე, არსებულ I ვიდეოგრამებზე და გამოკვლევაზე წარდგენილ N8 პაკეტში არსებულ ლაზერულ დისკზე, ჩაწერილ ი-----–- ვალ-------- გ-----–--ს ფოტოსურათზე დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება;

▪ გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკზე, არსებულ ვიდეოგრამებზე და გამოკვლევაზე წარდგენილ N7 პაკეტში არსებულ ლაზერულ დისკზე, ჩაწერილ ი-----–- გ--–-ს ძე ე----–---–ის ფოტოსურათზე დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება;

▪ გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: „ch02_20190101192005“ დაწყებიდან 00:23:22 სთ-ზე, ამოღებული და გადიდებული იქნა გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნების ფოტოსურათი რომელსაც, მარჯვენა ხელში უჭირავს გაურკვეველი საგანი.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვახტანგ ბურჯანაძემ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მტკიცებულებად მიღებული და გამოკვლეული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 იანვრის განაჩენი, რომლის მიხედვითაც თ-------- თ------ი და ზ------ ჩ-------ა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2019 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.თბილისში, დ----- ს-------–---–----------------ში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ვ-----–ის“ ტერიტორიაზე მომხდარი კონფლიქტის დროს, ვ----– კ---–---–ი დაიჭრა და მას აღენიშნებოდა გულმკერდის მიდამოში შემავალი სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატის გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს:

1. მიაყენა თუ არა ვ----– კ---–---–ს დაზიანება გ------- ა------–---–მა, რასაც სადავოდ ხდის დაცვის მხარე და

2. გ------- ა------–---–ის მიერ დაზიანების მიყენების დადასტურების შემთხვევაში მოქმედებდა თუ არა ის ვ----– კ---–---–ის მოკვლის განზრახვით.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ქ.თბილისში, დ----- ს-------–---–----------------ში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „ვ-----–ის“ ტერიტორიაზე მომხდარ ჩხუბში ჩართული იყო გ------- ა------–---–ი, რაც ასევე დაადასტურა ამ უკანასკნელმა. შესაბამისად, დადგენილია ის გარემოება, რომ გ------- ა------–---–ი ვ----– კ---–---–ის დაჭრის დროს იქ იმყოფებოდა.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია სს „ვ-----– პ--------–---------------ს“ 2019 წლის 1 იანვრის ვიდეოჩანაწერი, რაც სწორად აქვს აღწერილი პირველი ინსტანციის სასამართლოს. კონკრეტულ პირთა ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 27 აგვისტოს ექსპერტიზის N----- დასკვნაში, ვიდეოგრამიდან ამოღებულ და გადიდებულ ფოტოსურათზე ასახულ პირი, რომელსაც მარჯვენა ხელში უჭირავს გაურკვეველი საგანი, არის გ------- ა------–---–ი.

 

გარდა ჩანაწერისა, სადაც კარგად ჩანს გ------- ა------–---–ის მოძრაობა და ქმედებები, მათ შორის ვ----– კ---–---–თან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია გ------- ა------–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ დანა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 ივლისის ექსპერტიზის N--------- დასკვნა. დასკვნით დადგინდა, რომ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ----– კ---–---–ს, ხოლო დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ.N3) შერეული გენეტიკური პროფილის მინორული წილი და გ------- ა------–---–ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. რაც შეეხება დანაზე დაფიქსირებულ კიდევ ერთ გენეტიკურ პროფილს, რომელიც განსხვავდება ვ----– კ---–---–ისა და გ------- ა------–---–ის გენეტიკური პროფილებისაგან, პალატა ვერ მიიჩნევს გ------- ა------–---–ის გამამართლებელ მტკიცებულებად. თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ გარკვეულ საგანზე შესაძლოა დარჩეს სხვა პირის ან პირების გენეტიკური პროფილი, რაც უპირობოდ არ მიუთითებს მათ მიერ დანაშაულის ჩადენაზე. მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ აღნიშნული დასკვნა არ ედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს და დასკვნა ვიდეოჩანაწერთან და სხვა მტკიცებულებებთან ერთად ადასტურებს სწორედ გ------- ა------–---–ის მიერ დანის გამოყენების და ვ----– კ---–---–ისთვის ჭრილობის მიყენებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და არგუმენტები, რომ თითქოს გ------- ა------–---–მა ძირს დაგდებული დანა აიღო, ჩაიდო ჯიბეში და ა.შ., უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, პალატა ასევე ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტებს და აღნიშნავს, რომ არ დასტურდება გ------- ა------–---–ის განზრახი ქმედება, მიმართული ვ----– კ---–---–ის სიცოცხლის მოსპობისაკენ და ხაზს უსვამს როგორც დაზარალებულის, ისე ბრალდებულის ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დანაშაულის დამთავრებამდე.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ თავდაპირველად, ჩხუბი დაიწყო ს-------–---–ის გამზირზე მდებარე შპს „ა---------ის“ ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც შემდეგ გაგრძელდა „ვ-----–ის“ ბენზინგასამართ სადგურზე. არც პირველ და არც მეორე ადგილზე გ------- ა------–---–ი ჩხუბის ინიციატორი არ ყოფილა. ის ფაქტი, რომ „ვ-----–ის“ ბენზინგასამართ სადგურზე თავდაპირველად გამოჩნდნენ ვ----– კ---–---–ი და მისი მეგობრები და ჩხუბი განახლდა გ--–- გ---------ის მიახლოვებით, არ შეიძლება გამოყენებული იყოს გ------- ა------–---–ის საწინააღმდეგოდ, რომელიც მოგვიანებით შეუერთდა დაწყებულ ჩხუბს, მაშინ, როდესაც რამდენიმე პირი ძირს დაგდებულ მის ძმას ურტყამდა ფეხებს.

 

მოწმეებს არ დაუდასტურებიათ, რომ გ------- ა------–---–ი შემთხვევის დროს მოქმედებდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვით, კერძოდ, დაზარალებულ ვ----– კ---–---–ის გამოკითხვის ოქმით და მოწმეების ზ------ ჩ-------ას, თ-------- თ------ის და ი-----–- გ-----–--ს ჩვენებებით ვერ იქნა დადგენილი ჩხუბის დაწყების ინიციატორი და დანის ან დანის მაგვარი საგნის გამოყენების და დაზარალებულის დაჭრის დეტალები. მათ ზოგადად აღწერეს შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები და განმარტეს, რომ ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული ჩხუბი გაგრძელდა „ვ-----–ის“ ბენზინგასამართ სადგურზე, რა დროსაც დ----- ა------–---–ი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ ტაქსის გასაჩერებლად წასულ ვ----– კ---–---–ს და მის მეგობრებს. მოწმე შ----- შ--–--მ დაადასტურა, რომ ბენზინგასამართი სადგურის ე.წ. „პლატცზე“ დაინახა ჩხუბი და კონფლიქტის მონაწილეთაგან ერთ-ერთის ხელში შენიშნა ცეცხლმაქრი. მანვე დაინახა, რომ სარეკლამო სტენდიდან მოგლეჯილი იყო რკინის ნაჭერი და ერთ პირს თავიდან მოსდიოდა სისხლი. გ------- გ---–---------ს ჩვენებით კი დადგენილ იქნა, რომ შემთხვევის დროს, მის ტაქსში ჩაჯდა რამდენიმე ახალგაზრდა, რომელთაგან ერთი მიიყვანა საავადმყოფოსთან, რადგან ცუდად გრძნობდა თავს.

 

მიუხედავად მოწმეთა ჩვენებებისა, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელმაც დადგენილად მიიჩნია გ------- ა------–---–ის მიერ ვ----– კ---–---–ისთვის დაზიანების მიყენების ფაქტი, რასაც კარგად ასახავს ჩანაწერი. ჩანაწერში, ერთის მხრივ ჩანს ვ----– კ---–---–ის მხარეს მოჩხუბარი ერთ-ერთი პირის მიერ „ვ-----–ის“ ბენზინგასამართ სადგურზე სარეკლამო ბანერის დასამაგრებელი რკინის მილის მოგლეჯვის და ამ რკინის მილით ჩხუბში ჩარევის, ხოლო მეორეს მხრივ გ------- ა------–---–ის მოგვიანებით გამოჩენის ფაქტი.

 

პალატა არ უარყოფს ჭრილობის ლოკალიზაციის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჭრილობის მიმართულება, სიღრმე, მდებარეობა მნიშვნელოვანია განზრახვის დასადგენად, თუმცა, მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებების და უფრო მეტად ჩანაწერის შეფასების საფუძველზე, გ------- ა------–---–ი არ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით.

 

აღნიშნულ არგუმენტებს განამტკიცებს ის გარემოება, რომ მიუხედავად რამდენიმე დარტყმის მიყენების შესაძლებლობისა, გ------- ა------–---–ს ვ----– კ---–---–ისთვის სხვა დაზიანება არ მიუყენებია და დარტყმის შემდეგ რამდენიმე მეტრის მოშორებით გაჩერდა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა, რომ მას ვინმემ ან რამემ შეუშალა ხელი, დაუჭირა დანიანი ხელი ან დააშორა ვ----– კ---–---–ს, როგორც ამას ბრალდების მხარე აღნიშნავს. წარმოდგენილი ჩანაწერით ასევე შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ გ------- ა------–---–მა არაერთხელ ცადა დანის გამოყენება, თუმცა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

 

ბრალდების მხარის არგუმენტების გათვალისწინებით, ნებისმიერი დაზიანების მიყენების შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილ მკვლელობის მცდელობას. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალდების პოზიციას და განმარტავს, რომ მხოლოდ დანის დარტყმის ფაქტი და დაზიანების ლოკალიზაცია, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით შეფასდა როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო, უპირობოდ ვერ გახდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით მსჯავრდების საფუძველი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 თავით დადგენილია მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები. კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების შესაფასებლად, მოქმედებდა თუ არა პირი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, უნდა დადგინდეს შემდეგი:

1. ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო;

2. ხელყოფა იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს;

3. ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი;

4. თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას).

 

ანუ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობისათვის აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი რამდენიმე გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა, როგორც ხელმყოფის საშიშროებასთან, ისე ინტენსივობასთან. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.

 

სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით განზრახი ძალადობრივი დანაშაულია, რომლისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა ადგილი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელმყოფთა რაოდენობა, მათი შეიარაღება, სქესი, ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, შემთხვევის დრო, ადგილი და ა.შ. იმის დასადგენად გადასცილდა თუ არა პირის ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, უნდა დადგინდეს, იმყოფებოდა თუ არა იგი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და შემდეგ უნდა განისაზღვროს დაცვის მართლზომიერების ფარგლები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 1 იანვარს, საღამოს საათებში დ----- ა------–---–ს და დაზარალებულ ვ----– კ---–---–ს შორის ს-------–---–ის გამზირზე მდებარე სამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ამ დროს აღნიშნულ პირებს ახლდნენ მეგობრები. ჩხუბი გაგრძელდა იმავე ქუჩაზე მდებარე „ვ-----–ის“ ბენზინგასამართი სადგურის ბაქანზე, რა დროსაც დ----- ა------–---–ის ჯანმრთელობას შეექმნა საფრთხე, ვინაიდან იგი იყო წაქცეული და ურტყამდნენ ფეხებს. ამის გამო ჩხუბში ჩაერია გ------- ა------–---–ი. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერში, რაც ასევე ერთვის საქმეს, ჩანს, რომ გ------- ა------–---–ი ორივე შემთხვევაში ჩხუბში ჩაერთო ძმაზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო, შესაბამისად, გ------- ა------–---–ის მიერ დაზარალებულისთვის დანის დარტყმა გამოწვეული იყო ძმის დაცვის სურვილით. მას სურდა თავდამსხმელთა მოგერიება და არა ვ----– კ---–---–ის მოკვლა ან ჯანმრთელობის დაზიანება. მას შემდეგ კი, რაც განიმუხტა სიტუაცია, გ------- ა------–---–ი გაჩერდა მოჩხუბრებისგან რამდენიმე მეტრში და დანა დაზარალებულისთვის ან სხვა პირისთვის აღარ დაურტყამს.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 20 მაისის №593აპ-15 განაჩენში განმარტა, რომ თუ შედარებით უფრო მსუბუქი საშუალებით შესაძლებელია ხელყოფის აღკვეთა იმავე ეფექტურობით, ასეთ შემთხვევაში უფრო მძიმე საშუალების გამოყენებით პირი სცდება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, რაც სსკ-ით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. იმავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, ვინაიდან დ.ც-ვის მიყენებული დაზიანებისა და ასევე, იმის გათვალისწინებით რომ ლ.ფ არ იყო შეიარაღებული რაიმე საგნით, არ იყო აუცილებელი ლითონის მილის არაერთხელ ჩარტყმა თავისა და სხეულის სხვა მიდამოებში, რამაც გამოიწვია კიდეც ლ.ფ-ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენდა სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით.

 

მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ადგილი ჰქონდა ორმხრივ ჩხუბს და დაზიანებები მიღებული აქვს დ----- ა------–---–ს, არ შეიძლება გახდეს გ------- ა------–---–ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ყოფნის დადასტურების საფუძველი, მით უფრო მაშინ, როდესაც დგინდება, რომ რკინის მილი, რაც ასევე გამოყენებული იყო ჩხუბში, მისთვის არ ჩაურტყამთ. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ გ------- ა------–---–ის ქმედება - დანის დარტყმა, არ არის შესაბამისი და პროპორციული დაზარალებულის ქმედებასთან და ცდება აუცილებელ მოგერიებას, რის გამოც დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გ------- ა------–---–ის ქმედების აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით დაკვალიფიცირების თაობაზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სასამართლოებმა უნდა იხელმძღვანელონ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის და ბრალდების მხარის ძირითად არგუმენტებზე, პალატამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ გ------- ა------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. მსჯავრდება ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა სტანდარტს, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, რის გამოც განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---- გ-------–--ის და მსჯავრდებულ გ------- ა------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ----- წ------–-–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი.

 

გ------- ა------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლზე.

 

გ------- ა------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ------- ა------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 2 იანვრიდან და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებულია კალენდარულად, სასჯელის მოხდით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

§ ელექტრონული დისკები, გ------- ა------–---–ის ფოტო ნიმუში, ვ----– კ---–---–ის ფოტო ნიმუში, ი-----–- გ-----–--ს ფოტო ნიმუში, თ-------- თ------ის ფოტო ნიმუში, ი-----–- ე----–---–ის ფოტო ნიმუში, ზ------ ჩ-------ას ფოტო ნიმუში, გ--–- გ---------ის ფოტო ნიმუში, ბ---- გ---------ის ფოტო ნიმუში, დ----- ა------–---–ის ფოტო ნიმუში - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

§ 1 მეტალის მილი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს;

§ მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები საკონტროლო ნიმუშთან ერთად, მოწითალო ფერის ლაქები საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად, ნერწყვის ნიმუშები, ვ----– კ---–---–ისგან აღებული ნიმუშები - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

§ გ------- ა------–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთი დანა - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

§ გ------- ა------–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული 1 ცალი კაპიშონიანი ჟილეტი, გ------- ა------–---–ის ტანსაცმელი, ვ----– კ---–---–ის ტანსაცმელი, ვ----– კ---–---–ის პირადი ნივთები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მესაკუთრეებს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

 

ვეფხია ლომიძე