განაჩენი

სისხლის სამართლის 02.03.2020
საქმის ნომერი
210100119003119091
ინსტანცია
თარიღი
02.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119003119091

1ბ/1869-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 მარტი 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე

სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გოჩა ჯანყარაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: გ--------ი ჩ--------ი

მსჯავრდებული: ზ------ მ--–-–---–ი, დაბადებული - 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: თ---–------------------------------–-------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ს---------------–----–----------------–------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

მხარეთა პოზიციები:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 01 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა და მოითხოვა, ზ------ მ--–-–---–ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ზ------ მ--–-–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებიდან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, გარდა ამისა სასჯელის დანიშვნის დროს სასამარლო ითვალისწინებს შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათა და ზომას ქმედების განხორციელების სახეს, რომელთა მხედველობაში მიღებითაც უნდა დაენიშნა უფრო მკაცრი სამართლიანი სასჯელი. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით აპელანტს მიაჩნია რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ------ მ--–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები, ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში და დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 01 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ------ მ--–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--------ი ჩ--------მა და მოითხოვა, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ზ------ მ--–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ ზ------ მ--–-–---–მა დანაშაულის ჩადენის მომენტიდან სრულად აღიარა და მოინანია დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო სწრაფი და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება და სრულად ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, არ არის ადრე ნასამართლევი პირი, წარსულში მას არ ერაცხება არავითარი ადმინისტრაციული თუ დისციპლინარული სახდელი, ხასიათდება როგორ დადებითი პიროვნება და კანონმორჩილი მოქალაქე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტები ითხოვენ ზ------ მ--–-–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის შემცირებას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა, მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 01 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება და ზ------ მ--–-–---–ის დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, დაცვის მხარემ, მსჯავრდებულმა ზ------ მ--–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--------ი ჩ--------მა მხარი არ დაუჭირეს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარს, ზ------ მ--–-–---–მა განმარტა, რომ ის ნანობს და განიცდის მომხდარ ფაქტს, ბ--- ჭ---–---–ი იყო მისი მეგობარი და მის მიერ ჩადენილი ქმედება უფრო დიდი სასჯელია, რომელიც მუდმივად ექნება სატარებელი, შვებად რჩება გარდაცვლილი მეგობრის შვილებზე ფიქრი და ზრუნვა. შესაბამისად დაცვის მხარემ ითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და ზ------ მ--–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

ზ------ მ--–-–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 04 ივნისს, ღამის საათებში, ს---------------–----–----------------–------------ში მდებარე შიდა საუბნო გზაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ------ მ--–-–---–მა თავსა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელის არაერთი დარტყმით სცემა და სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა თავის მეგობარს ბ--- ჭ---–---–ს, რომელიც სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გადაყვანილ იქნა შპს „არქიმედეს კლინიკა სიღნაღში“, სადაც მიღებული დაზიანებების შედეგად მოგვიანებით გარდაიცვალა.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ოქტომბრის განაჩენით ზ------ მ--–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზ------ მ--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 04 ივნისიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ზ------ მ--–-–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ზ------ მ--–-–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების ჟ--–---- ზ-------–---–ის, გ------- გ----–--–---–ის, ვ----– ჯ--–--–---–ის, შ--–-- ზ-------–---–ის, გ------- ჭ-------–---–ის, დ----- ჩ------–---–ის, ზ------ მ--–-–---–ის, თ----- ზ-----–-–---–ის, ი----- ქ–-----–---–ის, გ------- მ--–-–---–ის და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ს------- ყ-----–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილს დათვალიერების ოქმით, ბ--- ჭ---–---–ის ტანსაცმლის ამოღების ოქმით, ზ------ მ--–-–---–ის ტანსაცმლის ამოღების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და თავად ზ------ მ--–-–---–ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ ზ------ მ--–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ზ------ მ--–-–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

მსჯავრდებულ ზ------ მ--–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და მისი მონანიება გულწრფელია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა - დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლური თრობის ქვეშ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე. რაც შეეხება ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატას დასაბუთებულად მიაჩნია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია - თავისუფლების აღკვეთა ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. შესაბამისად, პირის აღნიშნული კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში სასჯელი შეიძლება დაინიშნოს სხვადასხვა ვადით, თავისუფლების აღკვეთა 4 წლიდან მაქსიმუმ 7 წლამდე. სასჯელის ზომის განსაზღვრა კი დამოკიდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე, მათ შორის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებზე და მსჯავრდებულის პიროვნებაზე.

 

პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ქმედების ხასიათი, მის ჩადენისას გამოვლენილი სისასტიკე, დამდგარი შედეგი და დაზარალებულის პოზიცია. პალატა განმარტავს, რომ დამდგარი შედეგი მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს და თავისთავად ამძიმებს სასჯელს, დაზარალებულზე შერიგებასთან მიმართებაში კი დაცვის მხარემ არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, როგორც ზ------ მ--–-–---–ის ოჯახის წევრების, ასევე მსჯავრდებულის მცდელობების და მზაობის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც საჩივრის განხილვისას ბრალდების მხარეს საწინააღმდეგო არგუმენტაცია, რომ მსჯავრდებულს არ გააჩნია მისწრაფება შერიგების თაობაზე არ წარმოუდგენია და ასევე არ დაუსაბუთებია რაიმე სხვა კონკრეტული გარემოება, რაც გახდებოდა საფუძველი დანიშნული სასჯელის დამძიმების. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს, პალატას მიაჩნია რომ საჩივრის მოთხოვნა დასაბუთებულია, მათ შორის პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის ზომის განსაზღვრისას არ უმსჯელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ რიგ გარემოებებზე, რომ მსჯავრდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხასიათდება დადებითად, ხოლო დამამძიმებელ გარემოებად მიუთითა ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშანი, შედეგი - დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაულის შემადგენლობის ნიშანი კი თავისთავად ამძიმებს დანაშაულის კვალიფიკაციასა და სასჯელის ზომას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება. შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების და წარსულის, დამამძიმებელი გარემოების - დანაშაულის ჩადენის ალკოჰოლური თრობის ქვეშ, შემამსუბუქებელი გარემოებების - აღიარების და გულწრფელი სინანულის, დაზარალებულთან შერიგების მისწრაფების და გარდაცვლილის შვილებზე ზრუნვის მზაობის, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობის გათვალისწინებით, პალატა მივიდა დასკვნამდე, დაცვის მხარის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მსჯავრდებულ ზ------ მ--–-–---–ს დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს. კერძოდ, ზ------ მ--–-–---–ი ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სრულიად საკმარისი იქნება მსჯავრდებულზე ზემოქმედების მოსახდენად, რომ მას გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა და უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ოქტომბრის განაჩენში მსჯავრდებულ ზ------ მ--–-–---–ის მიმართ შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 297-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ზ------ მ--–-–---–ის ინტერესების დამცველის ადვოკატის გ--------ი ჩ--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2019 წლის 01 ნოემბრის განაჩენში ზ------ მ--–-–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება.

 

ზ------ მ--–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ზ------ მ--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 4 ივნისიდან.

 

მსჯავრდებულ ზ------ მ--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე არსებული საგნები და ნივთები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

მსჯავრდებულ ზ------ მ--–-–---–ის ტანსაცმელი და ხურდა ფული, ბ--- ჭ---–---–ის ტანსაცმელი, მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა – დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოლურჯო ფერის პერანგის ნაწილები, მონაცრისფრო ფერის მასიურის ნაწილები, სისხლის მაგვარი ლაქები, ბ--- ჭ---–---–ის ფრჩხილის ნიმუში, ბ--- ჭ---–---–ის სისხლის ნიმუში და ზ------ მ--–-–---–ის ნერწყვის ნიმუში – განადგურდეს, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე