განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2020
საქმის ნომერი
330100118002711387
ინსტანცია
თარიღი
26.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002711387

საქმე N 1ბ/1478-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26.02.2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი - მერი ლაბარტყავა

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე: დ----------------–---–------------------–-–-----------------ა.

 

დაცვის მხარე: ნ----------------------------------------------------------------------–------–-----------–---.

 

მსჯავრდებული: მ------ ჯ----–ის ძე დ------ე, პ/ნ 6----------, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ხულოს რაიონის სოფელ უ----–-, ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–-ის რაიონი, შ------------------–-ს ქ. №105.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილი.

 

გამართლებული: თ---------- თ-----ის ძე ვ---–---ი, პ/ნ 5----------, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: წ--–-ის რაიონი, მ.ჭ--–---- ქ. №102-ში, ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–-ის რაიონი, თ-----------ს ქ. N91ა.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლი.

 

გამართლებული: ლ------- კ----–--- ძე გ-------ი, პ/ნ 1----------, დაბადებული 1--- წლის 9 მაისს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ზუგდიდი, სოფელი ზ------–------------------ ქ. №25, ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–-ის რაიონი, კ-–--------- ქ. №80.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილი.

 

გამართლებული: ზ------ ა-–----------ს ძე კ--------, პ/ნ 3----------, დაბადებული 1--- წლის 22 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–-ის რაიონის სოფელ ბ------ი.

 

კვალიფიკაცია: საქართველის სსკ-ის 2233 მუხლის მე-2 ნაწილი.

 

გამართლებული: ბ------ ლ---ს ძე რ-------ე, პ/ნ 6----------, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე,ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გულრიფშის რაიონის, სოფელ წ----–---–-, ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–-ის რაიონი, ი--------- ქ. №28, ბინა №1.

 

კვალიფიკაცია: საქართველის სსკ-ის 2233 მუხლის მე-2 ნაწილი.

 

გამართლებული: გ------- ჩ-------- ძე ო------ი, პ/ნ 1----------, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ------- რაიონი, 9--------------–-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველის სსკ-ის 2233 მუხლის მე-2 ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის სქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით:

 

მ------ დ------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

მ------ დ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 26 სექტემბრიდან 2019 წლის 18 ივნისის ჩათვლით) გათვალისწინებით, მ------ დ------ე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან.

 

მ------ დ------ეს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

თ---------- ვ---–---ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ლ------- გ-------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

გ------- ო------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ზ------ კ-------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ბ------ რ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის სქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა და ითხოვა:

 

მ------ დ------ის დამნაშავედ ცნობა საქართველის სსკ-ის 2231 მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 2232 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და კანონით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნა.

 

თ---------- ვ---–---ის დამნაშავედ ცნობა საქართველის სსკ-ის 2231 მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 2232 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და კანონით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნა.

 

ლ------- გ-------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და კანონით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნა.

 

გ------- ო------ის დამნაშავედ ცნობა საქართველის სსკ-ის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და კანონით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნა.

 

ზ------ კ--------ს დამნაშავედ ცნობა საქართველის სსკ-ის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და კანონით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნა.

 

ბ------ რ-------ის დამნაშავედ ცნობა საქართველის სსკ-ის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და კანონით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნა.

 

ბარლდების მხარის სააპელაციო საჩივრის მიხედვით განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.

 

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს გამართლების ნაწილში, ვინაიდან იგი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, შესაბამისად უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით, ინფორმაციის გამოთხოვს შესახებ ოქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, საინფორმაციო ცენტრის, სასაზღვრო მონიტორინგისა და რისკების შეფასების განყოფილების წერილით, დაკავების და ჩრეკის ოქმებით, ასევე საქმეში არსებული გამოკითხვის ოქმებით, საქართველოს შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N2600/სქ-2991/ქრ და N55/ფ დასკვნით დადასტურდება:

 

მ------ დ------ის მიერ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილ---ბა, კერძოდ: მ------ დ------ე აღიარებს ქურდულ სამყაროს, სისტემატური კავშირი აქვს საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას, ქურდულ სამყაროს საქმიანობაში მონაწილ---ბისათვის, ასევე აქტიურად მონაწილ---ბს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. 2018 წლის მაისის თვეში, მ------ დ------ეს საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების მიერ, ქურდული სამყაროს კრიმინალური იერარქიაში მიენიჭა ე.წ. „მაყურებლის სტატუსი“. მ------ დ------ის, თ---------- ვ---–---ის და ლ------- გ-------ის ხელმძღვანელობით წ--–-ის რაიონის მაცხოვრებლებისაგან ქურდული სამყაროს წევრებისა და მხარდამჭერების დახმარებით, 2018 წლის ივნისი-აგვისტოს თვეში შეგროვებული იქნა ე.წ. „ქურდული საერთოს“ თანხა, საიდანაც 1300 ლარი, კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით, 2018 წლის 16 აგვისტოს, გადაერიცხა ერთ-ერთი კანონიერი ქურდის ოჯახის წევრს.

 

თ---------- ვ---–---მა ჩაიდნა „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილ---ბა, კერძოდ: თ---------- ვ---–---ი აღიარებს ქურდულ სამყაროს, სისტემატური კავშირი აქვს საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას, ქურდულ სამყაროს საქმიანობაში მონაწილ---ბისათვის, ასევე აქტიურად მონაწილ---ბს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. 2018 წლის მაისის თვეში, თ---------- ვ---–---ს საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების მიერ, ქურდული სამყაროს კრიმინალური იერარქიაში მიენიჭა ე.წ. „მაყურებლის სტატუსი“.

 

ლ------- გ-------მა ჩაიდინა „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილ---ბა, კერძოდ: იგი აღიარებს ქურდულ სამყაროს, სისტემატური კავშირი აქვს საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას, ქურდულ სამყაროს საქმიანობაში მონაწილ---ბისათვის. ლ------- გ-------ი, ქურდული სამყაროს წევრებთან მ------ დ------ესთან და თ---------- ვ---–---თან ერთად, ასევე ქურდული სამყაროს მხარდამჭერების ბ------ რ-------ის, ზ------ კ--------ს, გ------- ო------ის და სხვების დახმარებით და საკტარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, 2018 წლის მაისი-აგვისტოს თვეშო რგანიზებას უწევდა წ--–-ის მუნიციპალიტეტში და სოფლებში ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას, ქურდული სამყაროს მიზნებისათვის. იგი სისტემატურად უკავშირდებოდა მ------ დ------ეს და თ---------- ვ---–---ს, ინტერესდებოდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებით.

 

ზ------ კ------ნმა ჩაიდინა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, კერძოდ: მისთვის ცნობილი იყო, რომ საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების დავალებით, ქურდული სამყაროს წევრი თ---------- ვ---–---ი, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ორგანიზებას უწევდა ე.წ „ქურდული საერთოს“ შეგროვებას. ზ------ კ-------- დათანხმდა თ---------- ვ---–---ის შემოთავაზებას, რომ მონაწილ---ბა მიეღო ე.წ. „ქურული საერთოს“ შეგროვებისორგანიზებაში და შეეტანა საკუთარი თანხა, რაც მან განახორციელა.

 

ბ------ რ-------ემ ჩაიდინა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს” საქმიანობის შესახებ და აქტიური მოქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, რაც გამოიხატა შემდეგში: მისთვის ცნობილი იყო საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების დავალებით, ქურდული სამყაროს წევრი თ---------- ვ---–---ი, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ორგანიზებას უწევდა ე.წ „ქურდული საერთოს“ შეგროვებას. ბ------ რ-------ე დათანხმდა თ---------- ვ---–---ის შემოთავაზებას, რომ მონაწილ---ბა მიეღო ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებაში და შეეტანა საკუთარი თანხა, რაც მან განახორციელა. ბ------ რ-------ე გამოხატავდა პატივისცემას, როგორც თ---------- ვ---–---ის კრიმინალური ავტორიტეტისადმი, ასევე მთლიანად „ქურდული სამყაროსადმი“.

 

გ------- ო------მა ჩაიდინა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და აქტიური მოქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, რაც გამოიხატა შემდეგში: მისთვის ცნობილი იყო საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების დავალებით, ქურდული სამყაროს წევრი თ---------- ვ---–---ი, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ორგანიზებას უწევდა ე.წ „ქურდული საერთოს“ შეგროვებას. გ------- ო------ი დათანხმდა თ---------- ვ---–---ის შემოთავაზებას, რომ მონაწილ---ბა მიეღო ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებაში და შეეტანა საკუთარი თანხა, რაც მან განახორციელა. ბ------ რ-------ე გამოხატავდა პატივისცემას, როგორც თ---------- ვ---–---ის კრიმინალური ავტორიტეტისადმი, ასევე მთლიანად „ქურდული სამყაროსადმი“.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

 

მ------ დ------ეს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილ---ბა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

მ------ დ------ე აღიარებს ქურდულ სამყაროს, სისტემატიური კავშირი აქვს საზღვრგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას, ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილ---ბისათვის, ასევე აქტიურად მონაწილ---ბს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.

 

2018 წლის მაისის თვეში, მ------ დ------ეს საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების მიერ ქურდული სამყაროს კრიმინალურ იერარქიაში მიენიჭა ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსი. მას კანონიერი ქურდების დავალებით, თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით წ--–-ის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორგანიზება უნდა გაეკეთებინა ე.წ. „ქურდული საერთოს“, შეგროვებისათვის, ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. აღნიშნული დავალების შესაბამისად, 2018 წლის მაისის თვის ბოლოს, მ------ დ------ე დაუკავშირდა ქურდული სამყაროს აქტიურ წევრს, თ---------- ვ---–---ს და ლ------- გ-------ს, ასევე ქურდული სამყაროს სხვა წევრებსა და მხარდამჭერებს, რომელთაც შეატყობინა, რომ საზღვარაგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით იგი დაინიშნა ე.წ. „მაყურებლად“ წ--–-ის რაიონში და შეუთანხმდა მათ კანონიერი ქურდების გადაწყვეტილების შესაბამისად ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებისთვის. კერძოდ, ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას ორგანიზებული ხასიათი რომ ჰქონოდა, მ------ დ------ემ და თ---------- ვ---–---მა მოაწყეს ე.წ. „ქურდული შეკრება“, სადაც განიხილეს და დაადგინეს, რომ ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შესატანი თანხა, წ--–-ის რაიონის მაცხოვრებლებს უნდა გადაეხადათ ყოველი თვის 10 რიცხვში, ხოლო იმ პირებს, ვისაც ხელფასი ერიცხებოდათ ბანკში, თანხის ჩარიცხვის მომდევნო დღეს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მ. დ------ემ და თ. ვ---–---მა შეატყობინეს ქურდული სამყაროს მხარდამჭერებს, რომლებსაც მონაწილ---ბა უნდა მიეღოთ ქურდული საერთოს შეგროვებაში.

 

მ------ დ------ის, თ---------- ვ---–---ისა და ლ------- გ-------ის ხელმძღვანელობით წ--–-ის რაიონის მაცხოვრებლებისგან ქურდული სამყაროს წევრებისა და მხარდამჭერების დახმარებით, 2018 წლის ივნისი-აგვისტოს თვეში შეგროვებულ იქნა ე.წ. „ქურდული საერთოს“ თანხა, საიდანაც 1300 ლარი, კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით, 2018 წლის 16 აგვისტოს, გადაერიცხა ერთ-ერთი კანონიერი ქურდის ოჯახის წევრს.

 

მ------ დ------ეს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანას უკანონოდ შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

მ------ დ------ემ , გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა 5,89 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, რასაც უკანონოდ ინახავდა მის საცხოვრებელ სახლში და რაც 2018 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა, წ--–-ა, რ---------–-- ქუჩა №105-ში მდებარე მ------ დ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.

 

თ---------- ვ---–---ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილ---ბა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თ---------- ვ---–---ი აღიარებს ქურდულ სამყაროს, სისტემატიური კავშირი აქვს საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას, ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილ---ბისათვის, ასევე აქტიურად მონაწილ---ბს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.

 

2018 წლის მაისის თვეში, მ------ დ------ეს საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების მიერ ,ქურდული სამყაროს კრიმინალურ იერარქიაში მიენიჭა ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსი. მას კანონიერი ქურდების დავალებით, თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით წ--–-ის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორგანიზება უნდა გაეკეთებინა ე.წ. „ქურდული საერთოს“, შეგროვებისათვის, ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. აღნიშნული დავალების შესაბამისად, 2018 წლის მაისის თვის ბოლოს, მ------ დ------ე დაუკავშირდა ქურდული სამყაროს აქტიურ წევრს, თ---------- ვ---–---ს და ლ------- გ-------ს, ასევე ქურდული სამყაროს სხვა წევრებსა და მხარდამჭერებს, რომელთაც შეატყობინა, რომ საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით იგი დაინიშნა ე.წ. „მაყურებლად“ წ--–-ის რაიონში და შეუთანხმდა მათ კანონიერი ქურდების გადაწყვეტილების შესაბამისად ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებისთვის. კერძოდ, ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას ორგანიზებული ხასიათი რომ ჰქონოდა, მ------ დ------ემ და თ---------- ვ---–---მა მოაწყეს ე.წ. „ქურდული შეკრება,“ სადაც განიხილეს და დაადგინეს, რომ ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შესატანი თანხა, წ--–-ის რაიონის მაცხოვრებლებს უნდა გადაეხადათ ყოველი თვის 10 რიცხვში, ხოლო იმ პირებს ვისაც ხელფასი ერიცხებოდათ ბანკში, თანხის ჩარიცხვის

 

მომდევნო დღეს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მ. დ------ემ და თ. ვ---–---მა შეატყობინეს ქურდული სამყაროს მხარდამჭერებს, რომლებსაც მონაწილ---ბა უნდა მიეღოთ ქურდული საერთოს შეგროვებაში. - ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების მიზნით თ. ვ---–---ი დაუკავშირდა წ--–-ის რაიონში მაცხოვრებელ ქურდული სამყაროს მხარდამჭერებს ბ----- რ-------ეს, ზ------ კ------ნს, გ------- ო------ს და სხვებს ,რომელთა მეშვეობით იგი მ------ დ------ესთან და ლ------- გ-------თან ერთად ორგანიზებას უწევდა ე.წ. ქურდული საერთოს შეგროვებას. თ---------- ვ---–---ი, პერიოდულად უკავშირდებოდა მ------ დ------ეს და ლ------- გ-------ს, ისინი აწვდიდნენ ერთმანეთს ინფორმაციას ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების მიმდინარეობის შესახებ და განიხილავდნენ კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით, შეგროვებული ე.წ. „ქურდული საერთოს“ თანხის ქურდული სამყაროს მიზნებისთვის წარმართვის საკითხს. მ------ დ------ის, თ---------- ვ---–---ისა და ლ------- გ-------ის ხელმძღვანელობით, წ--–-ის რაიონის მაცხოვრებლებისგან ქურდული სამყაროს წევრებისა და მხარდამჭერების დახმარებით, 2018 წლის ივნისი-აგვისტოს თვეში შეგროვებულ იქნა ე.წ. „ქურდული საერთოს“ თანხა, საიდანაც 1300 ლარი, კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით 2018 წლის 06 აგვისტოს, გადაერიცხა ერთ-ერთი კანონიერი ქურდის ოჯახის წევრს.

 

ლ------- გ-------ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა „ქურდული სამყაროს“ წევრობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ლ------- გ-------ი აღიარებს ქურდულ სამყაროს, სისტემატიური კავშირი აქვს ქურდული სამყაროს აქტიურ წევრებთან მ------ დ------ესთან, თ---------- ვ---–---თან და სხვებთან, თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას, ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილ---ბისათვის, ასევე აქტიურად მონაწილებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორიცელებლად.

 

ლ------- გ-------ი, ქურდული სამყაროს წევრებთან, მ------ დ------ესთან და თ---------- ვ---–---თად ერთად, ასევე ქურდული სამყაროს მხარდამჭერების ბ------ რ-------ის, ზ------ კ--------ს, გ------- ო------ის და სხვების დახმარებით და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, 2018 წლის მაისი-აგვისტოს თვეში ორგანიზებას უწევდა წ--–-ის მუნიციპალიტეტში და სოფლებში ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას, ქურდული სამყაროს მიზნებისათვის. იგი სისტემატიურად უკავშირდებოდა მ------ დ------ეს და თ---------- ვ---–---ს, ინტერესდებოდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებით და მათთან ერთად განიხილავდა, კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით, შეგროვებული ე.წ. ”ქურდული საერთოს“ თანხის ქურდული სამყაროს მიზნებისთვის წარმართვის საკითხს. მ------ დ------ის, თ---------- ვ---–---ისა და ლ------- გ-------ის ხელმძღვანელობით, წ--–-ის რაიონის ქურდული სამყაროს წევრებისა და მხარდამჭერების დახმარებით, 2018 წლის ივნისი-აგვისტოს თვეში შეგროვებულ იქნა ე.წ. „ქურდული საერთოს“ თანხა, საიდანაც 1300 ლარი, კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით 2018 წლის 06 აგვისტოს, გადაერიცხა ერთ-ერთი კანონიერი ქურდის ოჯახის წევრს.

 

ზ------ კ------ნს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ზ------ კ--------სთვის ცნობილი იყო, რომ საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების დავალებით, ქურდული სამყაროს წევრი თ---------- ვ---–---ი, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ორგანიზებას უწევდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას. ზ------ კ-------- დათანხმდა თ---------- ვ---–---ის შემოთავაზებას, რომ მონაწილ---ბა მიეღო ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებაში და ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შეეტანა საკუთარი თანხა. გამოხატავდა რა პატივისცემას, როგორც თ---------- ვ---–---ის კრიმინალური ავტორიტეტისადმი, ასევე მთლიანად „ქურდული სამყაროსადმი“, ზ------ კ-------- აქტიურად მონაწილ---ბდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებაში და თავადაც უშუალოდ შეიტანა საკუთარი თანხა ე.წ. „ქურდულ საერთოში“.

 

ბ------ რ-------ეს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ბ------ რ-------ესთვის ცნობილი იყო, რომ საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების დავალებით, ქურდული სამყაროს წევრი თ---------- ვ---–---ი, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ორგანიზებას უწევდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას. ბ------ რ-------ე დათანხმდა თ---------- ვ---–---ის შემოთავაზებას, რომ მონაწილ---ბა მიეღო ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებაში და ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შეეტანა საკუთარი თანხა. გამოხატავდა რა პატივისცემას, როგორც თ---------- ვ---–---ის კრიმინალური ავტორიტეტისადმი, ასევე მთლიანად „ქურდული სამყაროსადმი“, ბ------ რ-------ე აქტიურად მონაწილ---ბდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებაში და თავადაც უშუალოდ შეიტანა საკუთარი თანხა ე.წ. „ქურდულ საერთოში“.

 

გ------- ო------ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ------- ო------ისთვის ცნობილი იყო, რომ საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების დავალებით, ქურდული სამყაროს წევრი თ---------- ვ---–---ი, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ორგანიზებას უწევდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას. გ------- ო------ი დათანხმდა თ---------- ვ---–---ის შემოთავაზებას, რომ მონაწილ---ბა მიეღო ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებაში და ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შეეტანა საკუთარი თანხა. გამოხატავდა რა პატივისცემას, როგორც თ---------- ვ---–---ის კრიმინალური ავტორიტეტისადმი, ასევე მთლიანად „ქურდული სამყაროსადმი“, გ------- ო------ი აქტიურად მონაწილ---ბდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებაში და თავადაც უშუალოდ შეიტანა საკუთარი თანხა ე.წ. „ქურდულ საერთოში“.

 

სამართლომ დაადგინა:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის სქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

პალატამ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით დაადგინა:

 

მ------ დ------ის მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და ,,ქურდულ შეკრებაში“ მონაწილ---ბის ჩადენა, შესაბამისად, მ------ დ------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ მ------ დ------ემ უკანონოდ შეიძინა 5,89 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რასაც უკანონოდ ინახავდა მის საცხოვრებელ სახლში - წ--–-ა, რ---------–-- ქუჩა N105-ში, საიდანაც ამოღებული იქნა 2018 წლის 26 სექტემბერს, ჩატარებული ჩხრეკისას.

 

მ------ დ------ე ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

თ---------- ვ---–---ის მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და ,,ქურდულ შეკრებაში“ მონაწილ---ბის ჩადენა, შესაბამისად, თ---------- ვ---–---ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ლ------- გ-------ის მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის ჩადენა, შესაბამისად, ლ------- გ-------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გ------- ო------ის მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, შესაბამისად გ------- ო------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ზ------ კ--------ს მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, შესაბამისად ზ------ კ-------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლეს.

 

ბ------ რ-------ის მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, შესაბამისად ბ------ რ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლეს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად; შესაბამისად სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის ვახტანგ ცალუღელაშვილის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის განაჩენი მსჯავრდებულ მ------ დ------ის და გამართლებულების თ---------- ვ---–---ის, ლ------- გ-------ის, გ------- ო------ის, ზ------ კ--------ს და ბ------ რ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა------------–---ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, წ--–-აში ჰყავს მშობლები და აქვს სახლი. მისი ოჯახი წ--–-ის რაიონში ფლობს საშაურმეს. მისთვის ცნობილია, რომ ბრალდებულები ბ------ რ-------ე, თ------ ვ---–---ი, გ------- ო------ი მუშაობენ უცხოურ კომპანიაში, ხოლო მ------ დ------ეს აქვს ოჯახური ბიზნესები, მათ შორის ავტოსამრეცხაო, სადაც ერთმანეთს შეხვედრიან. ბრალდებულების კრიმინალური სტატუსის შესახებ, არაფერი სმენია. 2018 წლის ზაფხულში იყო წ--–-აში, ოჯახს ეხმარებოდა მეურნეობაში. ამ პერიოდში შესაძლებელია გ------- ო------ის მანქანით მოძრაობდა. შესაძლებელია ბრალდებულებთან ერთად საქეიფოდ ან გასართობად ტყეშიც წასულა, თუმცა მისთვის არაფერია ცნობილი იმის შესახებ, რომ ბრალდებულები რაიმე ფულს აგროვებდნენ. მას წარსულში ბ------ რ-------ისთვის ფული უსესხებია, რომელიც, როგორც წესი, უკან უბრუნებდა ხოლმე ვალს. 2018 წლის ზაფხულში ბ------ რ-------ისთვის თ---------- ვ---–---ზე გადასაცემი თანხა არ გადაუცია. წ--–-ის ,,მაყურებელთან“ ან ,,ქურდულ საერთოსთან“ დაკავშირებით არაფერი იცის. მისთვის არაფერია ცნობილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მ------ დ------ის კავშირებზე. იგი მანქანით ტყეში არავის წაუყვანია. მისი მობილურის ნომერი იყო 571826211. 2018 წლის ზაფხულში თ---------- ვ---–---თან საქმიანი საუბარი, არც ტელეფონით და არც პირადად, არ ჰქონია. წ--–-ის რაიონში ხშირად ხდება გაჭირვებული ხალხის, მათ შორის ბავშვების დასახმარებლად თანხის აგროვება. მისთვის ცნობილია, რომ 2017 ან 2018 წელს, მ------ დ------ის ოჯახს წ--–-აში დაეწვა სახლი და სოფლის მაცხოვრებლებმა თანხა შეუგროვეს დასახმარებლად. შემწირველთა შორის იყო მამამისიც. მისთვის ასევე ცნობილია, რომ წ--–-აში ხ--------ნების ოჯახს დაეღუპა შვილი და მათ დასახმარებლად ასევე აგროვდა მოსახლ---ბაში ფული. მისთვის არაფერი იყო ცნობილი იმის თაობაზე, რომ წ--–-აში ე.წ. ,,ქურდული საერთო“ გროვდებოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-----–- კ--–---ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ცხოვრობს და მუშაობს წ--–-ის რაიონში, იცნობს ბრალდებულებს ზ------ კ------ნს, მ------ დ------ეს, ბ------ რ-------ეს და თ---------- ვ---–---ს. მისთვის ცნობილია, რომ ზ------ კ-------- დასაქმებული იყო კერძო კომპანია ,-----–--- სხვა ბრალდებულები რას საქმიანობდნენ, არ იცის. დაახლოებით სამი წელია სარგებლობს მობილური ტელეფონის ნომრით 5--------. დაახლოებით 2018 წლის გაზაფხულ-ზაფხულში, სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა თ---------- ვ---–---თან. მათ შორის იყო საუბარი, რომ თანხას აგროვებდნენ გაჭირვებულების დასახმარებლად და თუ ჰქონდა რამის საშუალება, დახმარებოდა, რაზეც მან უპასუხა, რომ შესაძლებლობა არ ჰქონდა. მათ სოფელში მიღებული წესია, რომ გაჭირვებულებისთვის თანხა გროვდება ხოლმე, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ამასთან, თ---------- ვ---–---ის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას, იძულებას, ადგილი არ ჰქონია. მათ შორის საუბარი იყო შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებაზე. სხვა პირების მიერ თანხის დადებაზე ან თანხის აგროვებაში ჩართულობაზე, თ---------- ვ---–---თან მას არ უსაუბრია. საუბარში ზ------ კ-------- არ უხსენებიათ. იგი ყოველ დღე დადიოდა სოფლიდან რაიონში და თ---------- ვ---–---მა უთხრა, რომ შესაძლებელია ასლან გ----–---ი შემხმიანებოდა და გაეტანებინა თანხა თ---------- ვ---–---ისთვის გადასაცემად, თუმცა არც არავინ შეხმიანებია და არც თანხა მიუტანია მისთვის. რაიმე სახის ინფორმაცია წ--–-ის რაიონში ,,ქურდული საერთოს“ აგროვებასთან დაკავშირებით, არ გააჩნია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გუ-----------–----ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, იგი არის მძღოლი. ბრალდებულებიდან იცნობს მ------ დ------ეს, რომელიც წარმოშობით არის მისი სოფლიდან და ეკუთვნის შორეულ ნათესავად. აქვთ იშვიათი კონტაქტი. 2018 წლის ივლისის თვეში, ესაუბრა მ------ დ------ეს, ვინაიდან ჰქონდა ტენდერი მოგებული, რომლის ფარგლებში კარტოფილით ამარაგებდა ობიექტს. თუმცა, როდესაც უნდა მიეღო ანაზღაურება 4000 ლარი ზ--------------–--ისაგან , ეს უკანასკნელი ტელეფონზე აღარ პასუხობდა. მისთვის ცნობილი იყო, რომ მ------ დ------ე ცხოვრობდა მღვდელეთის მონასტერში, რომელიც ასევე აწარმოებდა კარტოფილს და დაუკავშირდა მას, რათა გაერკვია, ხომ არ იცნობდა ზ--------------–--ეს. მ------ დ------ემ უპასუხა, რომ არ ეცალა, გაარკვევდა იცნობდა თუ არა და თუ იცნობდა, მოგვიანებით დაეხმარებოდა მის მოძიებაში. ამის შემდეგ მ------ დ------ეს აღარ შეხმიანებია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------ ქ--------ს მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს წ--–-აში და არის სასწრაფო დახმარების მძღოლი. თ----- მ-----ეს იცნობს. ისიც სასწრაფოს მძღოლია. 2018 წლის ივლისში ფულის აგროვების პროცესში მონაწილ---ბა არ მიუღია. მას და თ----- მ-----ეს წარსულში ერთმანეთისთვის ფული უსესხებიათ ხოლმე, თუმცა 2018 წლის ივლისის თვეში თ----- მ-----ეს რაიმე თანხა, ვინმეზე გადასაცემად, მისთვის არ მოუთხოვია. გამოძიებაში გამოკითხვისას მან გამომძიებელს უთხრა, რომ მ------ დ------ეს არ იცნობდა და არც ფული გადაუცია მისთვის. დაახლოებით სამი წელია, რაც სარგებლობს მობილური ტელეფონის ნომრით 5--------.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----- მ-----ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ცხოვრობს წ--–-აში და არის სასწრაფო დახმარების მძღოლი. 5-6 წელია, რაც იცნობს მ------ დ------ეს, თუმცა ახლო ურთიერთობა არ ჰქონიათ. სარგებლობს ტელეფონის ნომრით 5--------. იგი აშენებდა სახლს, რა დროსაც სამშენებლო ცემენტი გამოართვა მ------ დ------ეს და ჰქონდა მისი ვალი - 50 ლარი. 2018 წლის ზაფხულში, მას დაურეკა მ------ დ------ემ, აინტერესებდა, რას შვებოდა, რის შემდეგ მან დაუბრუნა ვალი ამ უკანასკნელს. მათ შორის საუბარი არ დაძაბულა. თ------ ქათამაძე არის მასავით სასწრაფოს მძღოლი და მათ ერთმანეთის ვალი ხშირად აქვთ. 2018 წლის ზაფხულში, თ------ ქათამაძემ მას გადასცა მამამისზე გადასაცემი თანხა. მ------ დ------ესთან საუბარში ახსენეს თ------ ქათამაძე, რადგან თანხა, რომელიც თ------ ქათამაძემ გაატანა მამამისთან, მას უნდა გამოეყენებინა მ------ დ------ის ვალის გასასტუმრებლად. მ------ დ------ის ვალი ჰქონდა 60 ლარი, თუმცა მაინც ვერ შეძლო ვალის სრულად დაფარვა და მისცა მხოლოდ 50 ლარი. მისთვის არაფერი იყო ცნობილი წ--–-აში ,,ქურდული საერთოს“ შეგროვებასთან დაკავშირებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ----- გ------ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, თ---------- ვ---–---ი და ლ------- გ-------ი არიან მისი ნათესავები, დანარჩენ ბრალდებულებთანაც ახლობლობს. ბრალდებულების რაიმე კავშირზე ,,ქურდულ სამყაროსთან“ არაფერი იცის. წ--–-ის რაიონში ,,ქურდული საერთოს“ აკრეფაზე არაფერი სმენია. 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში სარგებლობდა მობილური ტელეფონის ნომრით 5--------. წ--–-ა პატარა რაიონია, სადაც ბევრი გაჭირვებულია. სვანებს ხატზე აქვთ დაფიცებული, რომ გაჭირვებულებს გვერდით უნდა დაუდგნენ. რაიონში ხალხის დასახმარებლად ფულის შეგროვება, მათი ტრადიციაა, რითაც ბევრ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნეს და ბევრს გაუხანგძლივეს. ამ კეთილ საქმეში არა მარტო თ---------- ვ---–---ი, არამედ წ--–-ის ყველა მაცხოვრებელი იყო ჩართული. თ---------- ვ---–---თან საუბარი, კონკრეტულად ვინმესთვის ფულის შეგროვებაზე, არ ჰქონია. მისთვის ცნობილია, რომ წარსულში გ------- ხ--------ნს, სიცოცხლე გაუხანგრძლივეს რაიონში შეგროვილი თანხით, ასევე მ------ დ------ეს დაეწვა სახლი და მასაც დაეხმარნენ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----- გ----–---ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, განმარტა, რომ ზ------ კ------ნს, თ---------- ვ---–---ს, ბ------ რ-------ეს და გ------- ო------ს იცნობს დაახლოებით სამი წელია, ერთად მუშაობდნენ კომპანია ,-----–--- მ------ დ------ეს და ლ------- გ-------ს იცნობს შორიდან, როგორც წ--–-ის მაცხოვრებლებს. თავადაც ცხოვრობს წ--–-ის რაიონის სოფელ ტბეთში, რომელსაც ადრე ერქვა „ხადიკი“. იგი სარგებლობს მობილური ტელეფონის ნომრით 5--------. ბ---- თ---–---მა უთხრა მას, რომ ავადმყოფისთვის აგროვებდნენ თანხას. ადამიანი, ვისაც ესაჭიროებოდა დახმარება იყო გ------- ხ--------ნი. გაჭირვებულებისთვის თანხის აგროვება წარსულშიც არაერთხელ მომხდარა, რაც მათ რაიონში ჩვეულებრივი მოვლენაა. თანხის აგროვებას ორგანიზებას ვინ უკეთებდა, არ ახსოვს. თანხა, ღიად გროვდებოდა. თავად მგონი ბ---- თ---–---ს მისცა თანხა, რომლის ოდენობა არ ახსოვს. მისთვის უცნობია თანხის შეგროვებასთან დაკავშირებით რაიმე სია დგებოდა თუ არა. მისთვის ცნობილია, რომ მ------ დ------ის ოჯახს დაეწვა სახლი, სოფელმა ფული შეაგროვა და გადასცა დ------ეების ოჯახს. მას არასდროს ჰქონია შეხება ,,ქურდულ საერთოსთან“. 2018 წლის ივლისში, მასსა და თ---------- ვ---–---ს შორის სატელეფონო საუბარს ადგილი ჰქონდა თუ არა, არ ახსოვს. თ---------- ვ---–---ს თანხის აგროვებასთან დაკავშირებით მისთვის არაფერი უთქვამს. გენად ქედერიძეს მისთვის არანაირი თანხა არ მიუცია. ის და ბ---- თ---–---ი 2018 წლის ივლისის თვეში ,,თიბისი ბანკთან“ არ შეხვედრიან თ---------- ვ---–---ს. ,,კუთხის სახლი“ რა არის, არ იცის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ---- თ---–---ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს წ--–-ის რაიონის სოფელ ტბეთში, რომელსაც ადრე ერქვა „ხადიკი“ და იცნობს ყველა ბრალდებულს, რომლებიც ასევე არიან წ--–-ის მაცხოვრებლები. ამასთან, თ---------- ვ---–---ი იყო მისი თანამშრომელი, ბ------ რ-------ე არის მისი შორეული ნათესავი. 2018 წლის ივლისის თვეში სარგებლობდა ტელეფონის ნომრით 5--------. 2018 წელს, წ--–-ის რაიონში შეგროვდა ფული გაჭირვებული ადამიანისთვის - გ------- ხ--------ნისთვის, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. ფულის შეგროვებისთვის ორგანიზება არავის გაუწევია. სამსახურში ითქვა, რომ ადამიანს ოპერაცია ესჭიროებოდა. არ ახსენდება, რომ თ---------- ვ---–---ი თანხის აგროვების პროცესით დაინტერესებული ყოფილიყო ან ორგანიზება გაეწია. თ----- გ----–---მა მისცა თანხა და გ------- ხ--------ნის ნათესავს ან ახლობელს გადასცა მან ერთობლივი თანხა, სულ 50 ლარი, საიდანაც მისი კუთვნილი იყო 30 ლარი. გ----------------ეს მისთვის არანაირი თანხა არ მიუცია. არც ერთი ბრალდებულისთვის მას თანხა არ გადაუცია. გაჭირვებული ადამიანისთვის თანხის აგროვება შენიღბულ ხასიათს არ ატარებდა.

 

2018 წლის ივლისში, იგი დაახლოებით ორი კვირა იყო სვანეთში, თუმცა ზუსტი რიცხვი არ ახსოვს. თანხის აგროვებაზე თ---------- ვ---–---თან საუბარი არ ჰქონია. თ---------- ვ---–---მა სატელეფონო საუბრისას შესაძლებელია უთხრა, რომ შეხვდებოდა პარკისკენ, რადგან ხშირად თამაშობდნენ ხოლმე ფეხბურთს და ფრენბურთს. მას თ---------- ვ---–---ისთვის არ უთქვამს, რომ აპირებდა სვანეთში წასვლას და ადგილზე რჩებოდა თაზო, რომელიც მოაგვარებდა ფულის აკრეფის საკითხს. თ---------- ვ---–---ს მისთვის არ უთხოვია, რომ დახმარებოდა ბ----ს ბიჭების მოძებნაში, რომლებიც ფულს შეაგროვებდნენ. ბრალდებულები მშრომელი ადამიანები არიან და მათზე ცუდი არაფერი სმენია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-–----- ხ--------ნის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, იგი იცნობს ყველა ბრალდებულს, გარდა მ------ დ------ისა და ლ------- გ-------ისა. ცხოვრობს წ--–-ის რაიონის სოფელ სამებაში, რომელსაც ადრე ერქვა „გუნიაკალა“. დაახლოებით 7-8 თვეა სარგებლობს ტელეფონის ნომრით 5--------. წარსულში ასევე სარგებლობდა ტელეფონის ნომრით 5--------. გამოძიებაში დაიკითხა ,,ქურდული საერთოს“ შეგროვებასთან დაკავშირებით. ,,ქურდულ საერთოსთან“ მას არანაირი კავშირი არ ჰქონია და არც ფულის შეტანა შეუთავაზებია ვინმეს. 2018 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში, თ---------- ვ---–---თან თანხის შეგროვებაზე სატელეფონო საუბარი არ ჰქონია. მას თ---------- ვ---–---ისთვის არ უთქვამს, რომ მათი სოფელი ცალკე ააგროვებდა თანხას, რადგან თანხა საერთოდ არ აგროვებულა. გ--- გ--------ნი და მ--–---- თ---–---ი მისი თანასოფლელები არიან. მას, გ--- გ--------ნთან და მ--–---- თ---–---თან ერთად არ სურდა ცალკე აეგროვებინათ თანხა და თ---------- ვ---–---ს მისთვის ამ პირების მონაცემების. მას, გ--- გ--------ნთან და მ--–---- თ---–---თან ერთად არ სურდა ცალკე აეგროვებინათ თანხა და თ---------- ვ---–---ს მისთვის ამ პირების მონაცემების გადაგზავნა არ უთხოვია, რადგან ისინი მისგან დამოუკიდებლადაც იცნობდნენ ერთმანეთს. მას და ზ------ კ------ნს აქვთ ვალი სოფელ გარეჯში, რადგან კვების ობიექტში მიირთვეს თევზი და იმის ფული დარჩათ გასასტუმრებელი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--–---- თ---–---ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს წ--–-აში და ბრალდებულებთან თ---------- ვ---–---თან, გ------- ო------თან, ბ----- რ-------ესთან და ზ------ კ------ნთან აკავშირებს დაახლოებით ერთწლიანი მეგობრობა. გ--- გ--------ნს იცნობს და მასთან ტელეფონით საუბრობს ხოლმე. წ--–-აში ,,ქურდული საერთოს“ შეგროვებასთან დაკავშირებით, არაფერი იცის. 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, წ--–-აში რაიმე თანხის შეგროვების პროცესი არ მიმდინარეობდა და მას ბრალდებულებთან თანხის შეგოვებაზე არანაირი საუბარი არ ჰქონია. იგი გამოძიებაში გამოკითხეს, სადაც მხოლოდ ის მიუთითა, რომ ბრალდებულებს იცნობდა. მისი ტელეფონის ნომრით სხვას არ უსარგებლია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-----------ას მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ბ----- გ------ი არის მისი მეზობელი. მას წ--–-აში აქვს სახლი, თუმცა უკანასკნელი 10 წელია იშვიათად სტუმრობს იქაურობას. იგი დაიბარეს გამოძიებაში გამოკითხვაზე, სადაც გაიგო, რომ მისი ტელეფონიდან იყო განხორციელებული ზარი, თუმცა ვინ დარეკა და რა თემაზე ისაუბრა, მისთვის უცნობია. 2018 წლის ზაფხულში იგი შვებულებას ატარებდა წ--–-აში, მასთან იყვნენ ახლობლები, მიირთვეს სასმელი და შესაძლებელია რომელიმე სტუმარმა ისარგებლა მისი ტელეფონით, რომელიც იდო მაგდაზე. მას ბრალდებულებთან 2018 წლის ზაფხულში რაიმე სახის სატელეფონო ან პირადი კომუნიკაცია არ ჰქონია. მას წარმოდგენა არ აქვს წ--–-აში ,,ქურდული საერთოს“ შეგროვებაზე. ბრალდებულებზე არ სმენია, რომ ისინი კრიმინალური ავტორიტეტები არიან. მისთვის ცნობილია, რომ 2017 წელს მ------ დ------ის ოჯახს სახლი დაეწვა და შესაძლებელია სოფელში ფული აგროვდა, რადგან ეს მიღებული წესია. მას დისშვილი ყავდა ავად, სამკურნალოდ იყო გერმანიაში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, რა დროსაც აგროვდა თანხა და სოფელი დაეხმარათ მათ მატერიალურად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------------ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს თბილისში. მისი ვაჟი გ------- ფ---–----–---–ი 14-15 წელია, რაც საფრანგეთშია, თუმცა რას საქმიანობს მისთვის უცნობია. მან დაახლოებით ერთი წლის წინ ტელევიზიიდან გაიგო, რომ მისი ვაჟი - გ------- იყო ,,კანონიერი ქურდი“ და იყო დაკავებული საფრანგეთში. მისი მეუღლე არის მეორე ჯგუფის ინვალიდი და მუდმივად ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, მედიკამენტები. მეუღლის ავადმყოფობის გამო, მას საზღარგარეთიდან ხშირად ეხმარებიან მისი შვილის - გ-------ს ახლობლები. გ-------ს დაბადებიდან აქვს მეტსახელი, ეძახიან ,,ს-------ს“. გ-------ს ჰყავს ერთი ქალიშვილი. იცის, რომ ჯ------- არის მისი შვილიშვილის ნათლია, თუმცა მას პირადად არ იცნობს. 2018 წლის ზაფხულში, მას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თურქეთიდან შვილიშვილის ნათლიას უნდა გადმოერიცხა მეუღლის მკურნალობისთვის აუცილებელი თანხა. მან მიუთითა ანგარიშის ნომერი, სადაც ჩაურიცხეს თანხა - 1300 ლარი.

 

ოქმით, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ (12.09.2018), ირკვევა, რომ ,,საქართველოს ბანკიდან“ გამოთხოვილი იქნა ნ-------------ის მიმდინარე საბარათე და სადეპოზიტო ანგარიშებისა და შესრულებული საბანკო ტრანზაქციების და სწრაფი ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია, რომლის თანახმად, ნ-------------ის ანგარიშზე 2018 წლის 6 აგვისტოს წ--–-ა, კოსტავას ქ. N71 მდებარე ფილიალიდან, მ------ დ------ის მიერ გადარიცხული იქნა 1300 ლარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კო-----------------------–---–ის (გამომძიებელის) მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, რომ მუშაობს შსს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტში. ბრალდებულებს იცნობს განსახილველი სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე და მათ მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ გააჩნია. 2018 წლის მაისში, მან პირადი კონტაქტისგან მიიღო ინფორმაცია ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასთან დაკავშირებით, რომ მათ შორის, მ------ დ------ე იყო ,,კანონიერ ქურდებთან“ კონტაქტზე, ხშირად ჰქონდა მათთან შეხვედრები, გადადიოდა თურქეთში, მონაწილ---ბდა სხვადასხვა კრიმინალური ხასიათის დავებში, რაზეც გამომძიებელმა გ---------------–-ამ დაიწყო გამოძიება. გამოძიების ფარგლებში აწარმოებდნენ ფარულ მიყურადებას, რა დროსაც გამოიკვეთა სხვადასხვა დანაშაული, მათ შორის ,,ქურდული საერთოს“ შეკრება, რაზეც, ბრალდებულები იქნენ პასუხისგებაში მიცემული. იგი პირადად იყო ჩართული ფარულ მიყურადებაში. მისთვის ცნობილია, რომ მ------ დ------ე იყო გადასული თურქეთში, სადაც შეხვდა ,,კანონიერ ქურდს“ - ჯ----------–-----–---–ს და მოხდა მისი დანიშვნა წ--–-ის მაყურებლად. ერთ-ერთ საუბარში, როდესაც მ------ დ------ე თურქეთიდან გადმოვიდა, საქართველოში შეტყობინება გაუგზავნა მეუღლეს და ამცნო, რომ ,,წ--–-ა ჩააბარეს“, ასევე სხვადასხვა პირებს უყვებოდა, რომ იგი არის ყველაფერი და მას უნდა წარემართა იქ კრიმინალური ამინდი. მ------ დ------ე დაუკავშირდა თ---------- ვ---–---ს და დაიგეგმა შეხვედრა, სადაც მოხდა მ------ დ------ის გაცნობა, როგორც ,,კრიმინალური ავტორიტეტის“. სატელეფონო საუბრებში ჩანს, რომ სწორედ ჯ----------–-----–---–ის გადაწყვეტილებით მოხდა შეგროვილი თანხის ერთ-ერთი კანონიერი ქურდის დედისთვის გადაცემა, რომელსაც მ------ დ------ემ ტელეფონით უთხრა, რომ მისი ნომერი ჯეირანმა მისცა, თურქეთიდან უფროსმა ძმამ. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ სატელეფონო საუბრებში, როგორც წესი, ავტორიტეტების სახელებს არ ახსენებენ, არამედ ახსენებენ ,,ჯ“-ს, ,,თურქეთში ჩოხიანი ძმას“, ,,უფროს ძმა“, ,,სპორტსმენ ძმას“ და ა.შ. შესაბამისად სატელეფონოს საუბრებში არსად არის ნახსენები ,,ქურდული სამყარო“, ,,კანონიერი ქურდი“ ან ,,კრიმინალური ავტორიტეტი“. კრიმინალურ სამყაროში ,,მაყურებელი“ არის პირი, რომელმაც უნდა გააკონტროლოს ,,კრიმინალური სამყარო“ იმ რაიონში, სადაც მას ნიშნავს ,,კანონიერი ქურდი“. იგი არის კრიმინალურ სამყაროში იერარქიულად ყველაზე მაღალ პოზიციაზე მდგომი პირი, აქვს მოსამართლის როლი მორგებული და სასამართლოს გვერდის ავლით წყვეტს გარკვეულ ფინანსურ დავებს. ბრალდებულები, რომ ,,ქურდული წესებით“ ცხოვრობდნენ, იყვნენ ,,ქურდული სამყაროს“ წევრები და ხელს უწყობდნენ ,,ქურდული წესების“ გავრცელებას, დასტურდებოდა იმით, რომ ისინი აგროვებდნენ ,,ქურდულ საერთოს“, ასევე იყო შემთხვევა, როდესაც ფინანსური დავების გადაწყვეტა ხდებოდა ,,კრიმინალური“ გზებით. ასევე, მ------ დ------ის და თ---------- ვ---–---ის საუბარში ჩანდა, რომ გაიკიცხა ადამიანი, რომელმაც დარეკა პოლიციაში და განიხილებოდა, როგორ უნდა დახმარებოდნენ და ემეგობრათ პირთან, რომელმაც მიმართა სამართალდამცავებს. მან ასევე მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვით თ---------- ვ---–---ი და ლ------- გ-------ი მონაწილ---ბდნენ თანხის აგროვებაში, იყვნენ კავშირში მ------ დ------ესთან, რომლის მიზანი იყო თანხის შეგროვება და ,,კანონიერი ქურდებისთვის“ პატივისცემა, ვინც მოგვიანებით გადაწყვეტდა თანხის მიზნობრიობას. რაც შეეხება გ------- ო------ს, ზ------ კ------ნს, ბ------ რ-------ეს, ისინი ახდენდნენ მ------ დ------ის, თ---------- ვ---–---ის და ლ------- გ-------ის საქმიანობაში მხარდაჭერას, ასევე საკუთარი ფული აქვთ შეტანილი ,,ქურდულ საერთოში“.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---------------–-ას (გამომძიებელის) მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მუშაობს შსს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტში. ბრალდებულებს იცნობს საქმიდან გამომდინარე და მათ მიმართ რაიმე სახის პირადი ინტერესი არ გააჩნია. 2018 წლის მაისის თვეში, კო-----------------------–---–ის პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე. სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ მ------ დ------ე, თურქეთში მყოფმა ქართველმა ,,კანონიერმა ქურდმა“ - ჯ----------–-----–---–მა დანიშნა წ--–-ის ,,მაყურებლად“ და მას ჰქონდა მითითება, წ--–-ის რაიონში აეღორძინებინა ,,ქურდული ტრადიციები“, შეეგროვებინა ,,ქურდული საერთო“, რომლის აგროვებას ორგანიზებას უწევდნენ მ------ დ------ე, თ---------- ვ---–---ი და ლ------- გ-------ი, ხოლო ზ------ კ--------, ბ------ რ-------ე, გ------- ო------ი იყვნენ მათი მხარდამჭერები და თავად შეიტანეს ფული ,,ქურდულ საერთოში“. ,,ქურდული საერთოს“ ნაწილი 1300 ლარი, ,,კანონიერი ქურდის“ - ჯ----------–-----–---–ისვე მითითებით, მ------ დ------ემ ,,საქართველოს ბანკის“ მეშვეობით გადაურიცხა საფრანგეთში მყოფი ქართველი კანონიერი ქურდის - გია ფოლადაშვილის, მეტსახელად ,,ს-------ს“, დედას - ნ-------------ს. ძირითადად თ---------- ვ---–---ი ახორციელებდა სატელეფონო ზარებს წ--–-ის რაიონის მაცხოვრებლებთან და თხოვდა მათგან ,,ქურდულ საერთოში“ შესაწირს. დათქმა იყო, რომ საჯარო მოხელეებს ყოველი თვის 10 რიცხვამდე უნდა შეეტანათ თანხა, ხოლო ვისაც ხელფასი არ ერიცხებოდა, ყოველი თვის 15 რიცხვამდე. ასევე ფარული მიყურადების დროს კარგად ჩანდა, რომ მ------ დ------ე წყვეტდა პრობლემურ საკითხებს, მაგალითად ვინმეს ვალის ამოღებას, ,,ქურდული გარჩევის“ გზით. გამოითხოვეს საზღვრის კვეთის დამადასტურებელი ინფორმაცია, სადაც ჩანდა მ------ დ------ის მიერ თურქეთში გადასვლა. საუბრებში ,,კანონიერი ქურდებს“, ,,ქურდული სამყაროს“ მიმდევრები მოიხსენიებენ, როგორც ,,სპორტსმენს“, ,,ჩვენს უფროს ძმას“, შესაძლოა ინიციალებით, მაგალითად ჯ----------–-----–---–ი - ,,ჯ.კ.“ და ა.შ. მ------ დ------ის სახლიდან ამოღებული იქნა სია, რომელიც არის ,,ქურდული ტყავი“, სადაც როგორც წესი იწერება მარტო სახელები და თანხა, გვარები - არა, ხოლო ლ------- გ-------ის სახლიდან ამოღებულ სიაში მითითებული იყო გვარები. მოწმემ დაადასტურა საქმეზე მისი მონაწილ---ბით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების სისწორე. მან გამოკითხა საქმეზე მოწმეები, რომელთა ნაწილმა სასამართლოში ჩვენება შეცვალა, რისი მიზეზი მისთვის უცნობია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ----------–-----ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, დაახლოებით 15 წელია, რაც იცნობს და მეგობრობს ზ------ კ------ნთან. 2018 წლის ივლისში ან სხვა დროს ზ------ კ------ნს მისთვის ,,ქურდული საერთოსთვის“ რაიმე თანხის გადახდა არ შეუთავაზებია. სოფელში ზ------ კ------ნს ახასიათებენ, როგორც დადებით და შრომისმოყვარე ადამიანს. ზ------ კ-------- მას არასდროს შესთავაზებდა ქურდულ საერთოში თანხის შეტანას და არც ის დადებდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------ ბ---–----ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს წ--–-ის მუნიციპალიტეტში, იცნობს მ------ დ------ეს, რომელიც არის მისი რაიონის მკვიდრი. მ------ დ------ეს იცნობს, როგორც პატიოსან და შრომისმოყვარე ადამიანს. მისი მამა არის წ--–-ის მთავარი ვეტერინარი და რაიონის ყველა ოჯახთან აქვს შეხება, სარგებლობს ავტორიტეტით. მ------ დ------ის დედა იყო დასაქმებული მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში. 2016 წლის ზამთარში მ------ დ------ეს დაეწვა სახლი წ--–-აში, რის შემდეგ, დაახლოებით 2017 წელს, მან მოახდინა სოფელში დახმარების ორგანიზება. მან შეადგინა სახელობითი სია, სადაც მითითებული იყო სოფლის მაცხოვრებლების სახელები, შესაძლებელია გვარებიც, თანხები და ეს სია, აგროვილ თანხასთან ერთად გადასცა დ------ეების ოჯახს. ზოგადად, მათ სოფელში მიღებულია წესია, რომ ადგენენ სიას, აგროვებენ ფულს და გაჭირვებულ ოჯახს ეხმარებიან. მ------ დ------ის ნასამართლობის შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი. მ------ დ------ე ან რომელიმე ბრალდებული მასთან არასდროს მისულა და ,,ქურდულ საერთოსთვის“ ფულის შეგროვებაში მონაწილ---ბა არ შეუთავაზებია და არც ასეთის შესახებ სმენია რამე. ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, იგი მიმართავდა სამართალდამცავებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ეკა ჩიკვაიძის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს წ--–-აში და იცნობს მ------ დ------ეს და მის ოჯახს. ისინი არიან მეზობლები. დ------ეების ოჯახი სამეგობროში და სამეზობლოში ხასიათდება დადებითად. 2016 წელს, მ------ დ------ის ოჯახს ხანძრის შედეგად წ--–-აში დაეწვა სახლი. რის შემდეგ, მალევე, მეზობლებმა და სრულიად რეგიონმა დახმარების ხელი გაუწოდა მათ. შეგროვდა ფული შესაძლებლობის ფარგლებში, შედგა სია, სახელების და თანხების მითითებით და გადაეცა დ------ეების ოჯახს. ამავე ფორმით, იმ პერიოდში მის ოჯახსაც დაეხმარა რაიონი, როდესაც მისმა მეუღლემ დაკარგა ფეხი. შეგროვდა ფული და მას გადასცეს მსგავსი სია. წ--–-ის რაიონი ძალიან პატარაა და გაჭირვების დროს ყველა ერთმანეთს ეხმარება შეძლებისდაგვარად. როდესაც მან შეიტყო, რომ მ------ დ------ე იყო დაკავებული, ძალიან გაუკვირდა. სოფელში გაჭირვების შემთხვევაში, ჩამოივლიან და იკრიბება თანხა, დგება სია, რაც დამალულად არ ხდება. მ------ დ------ე მასთან არასდროს მისულა და არ შეუთავაზებია ქურდულ საერთოში თანხის შეტანა, ვერც წარმოუდგენია ასეთი რამ მომხდარიყო და ვინც არ უნდა მისულიყო მასთან ასეთი წინადადებით, ყველა შემთხვევაში მიმართავდა სამართალდამცავებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ-----------------ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2017 წლიდან იცნობს ზ------ კ------ნს, ერთად მუშაობდნენ კომპანია ,-----–--- ისინი დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდე იყვნენ ერთად. ზ------ კ------ნს მისთვის ან სხვა თანამშრომლებისთვის რაიმე თანხის შეგროვება არ შეუთავაზებია. ზ------ კ------ნს ,,ქურდული საერთოსთვის“ თანხის შეგროვება რომ შეეთავაზებინა მისთვის, მიმართავდა პოლიციას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ--–----------ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ბავშვობიდან იცნობს გ------- ო------ს, რადგან ისიც დმანისიდან არის წარმოშობით და ერთ უბანში აქვთ სახლი. საკუთარ თავს უფრო წარმოიდგენდა განსასჯელის სკამზე, ვიდრე გ-------ს ო------ს, რადგან ეს უკანასკნელი არის პატიოსანი ადამიანი. გ------- ო------ი დაკავებამდე მუშაობდა, ჰყავს არაჩვეულებრივი ოჯახი და არაფერი სმენია, მისი არაკანონიერი საქმიანობის შესახებ, რაიონში აქვს ძალიან კარგი სახელი. 2014 წელს მას შეექმნა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე, ესაჭიროებოდა ძვლის ტვინის გადანერგვა, რაც ძალიან ძვირი ღირდა. იგი სოციალური ქსელების მეშვეობით ითხოვდა დახმარებას, გ-------სთვის პირადად არაფერი უთხოვია. გ-------მ როგორც კი გაიგო მისი ამბავი, ორი კონცერტი ჩაატარა მეგობრებთან ერთად და შემოსული თანხით დაეხმარა მას. გ-------ს მისთვის არასდროს შეუთავაზებია ,,ქურდულ საერთოში“ ფულის შეტანა. ასეთ ფაქტს იგი გამორიცხავს, თუმცა ასეთის შემთხვევაში, მიმართავდა პოლიციას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ხ----------------ს მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს წ--–-აში, საიდანაც იცნობს ყველა ბრალდებულს. ამასთან, ლ------- გ-------ი არის მისი შორეული ნათესავი. ბრალდებულების შესახებ რაიმე უარყოფითი არ სმენია, არც მათი კავშირის შესახებ გაუგია რამე ,,ქურდულ სამყაროსთან“. როდესაც გაიგო, რომ ბრალდებულები ამ ბრალდებით იყვნენ დაკავებული, ძალიან გაუკვირდა. მას ჰყავდა შვილი - გ------- ხ--------ნი ,რომელიც დაავადებული იყო სიმსივნით, რა დროსაც მთელი რაიონი ეხმარებოდა ფინანსურად, როგორც გერმანიაში ყოფნისას, ასევე საქართველოში დაბრუნების შემდეგ. 2018 წლის ივნის-ივლისში მას აუგროვეს თანხა და დაეხმარნენ. მთელმა რაიონმა მიიღო მის დახმარებაში მონაწილ---ბა. 2018 წლის ივლისში მისი ვაჟი გარდაიცვალა. მისთვის ცნობილია, რომ ბრალდებულები მონაწილ---ბდნენ მის დასახმარებლად თანხის შეგროვებაში. იგი არის კანონმორჩილი მოქალაქე და რამე რომ შეეტყო უკანონოდ ფულის შეგროვების შესახებ, შეატყობინებდა პოლიციას, თუმცა ასეთს ადგილი არ ჰქონია. ბრალდებულების ნასამართლობის შესახებ, არაფერი სმენია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---–--------–---ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს წ--–-აში და იცნობს ბრალდებულებს. ამასთან, თ---------- ვ---–---ი არის მისი შორეული ნათესავი. ბრალდებულებს დადებითად ახასიათებს. მას ძალიან გაუკვირდა, როდესაც გაიგო ბრალდებულების დაკავების თაობაზე, რაც უკავშირდებოდა თანხის აკრეფას. სვანეთში მიღებული წესია, გაჭირვებულებისთვის თანხის შეგროვება. მაგალითად, ხ----------------სთვის შეგროვდა თანხა, რომელსაც ჰყავდა სიმსივნით დაავადებული შვილი, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა გერმანიაში. თანხა შეიკრიბა მთელს რაიონში და ყველამ გაიღო ფული შესაძლებლობის ფარგლებში. მას არაფერი სმენია ბრალდებულების ,,კრიმინალურ კავშირების“ ან მათი ნასამართლობის შესახებ. რომელიმე ბრალდებულს რომ შეეთავაზებინა ,,ქურდული საერთოსთვის“ ფულის დადება, შეატყობინებდა პოლიციას.

 

ბრალდებულებმა მ------ დ------ემ, თ---------- ვ---–---მა, ლ------- გ-------მა, გ------- ო------მა, ბ------ რ-------ემ და ზ------ კ------ნმა გამოიყენეს დუმილის უფლება და პირველი ინსტანციის სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები.

 

ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების მიხედვით:

 

მ------ დ------ე ესაუბრება თ---------- ვ---–---ს:

მ------ დ------ე: მაქით? რავი ეხლა, რაღაც დარეკვა მინდა იქით კიდე რა და.

მ------ დ------ე: თუ ვერ გავედი, "სვიაზზე" უნდა გადავიდე კიდე იქით და თუ გავედი, მე მგონი აქედან მოვგვარდები რა და ხვალ.

მ------ დ------ე: ჰოდა, მაგაზე თუ აქედან მოვგვარდი, მოვგვარდი, თუ არა და - აქ, ახლოში არიან და გადავალ და ვნახავ რა და მოვგვარდები.

თ---------- ვ---–---ი: გადასვლას აპირებ საზღვარზე? თუ ვერ დარეკე?

მ------ დ------ე: ჰო, ეხლა აი, თუ "სვიაზზე" გავედი და "პო ტელეფონუ", ანუ, სკაიპით თუ მოგვარდით, მოვგვარდით, თუ არა და გადავალ, რა და იქ, მოვგვარდები.

მ------ დ------ე ესაუბრება მამაკაცს:

მ------ დ------ე: თ----- , ხვალე მე მივდივარ "ბრატ" იმაში. თურქეთში რა. მამაკაცი: ხო. მ------ დ------ე: ერთი 200 ლარი მაქ და 200 ლარი კიდე მინდა, რო დავამთავრო მაგი თემა რა. მმამაკაცი: წ--–-აში ხარ ეხლა? მ------ დ------ე: არა, ბათუმში ვარ და ხვალ უნდა გადავიდე თურქეთში, დაბარებული ვარ, უნდა გადავიდე ხვალე თურქეთში და ეგ თემა უნდა მოვაგვარო "ბრატ". ხოდა ეხლა ერთი 200 ლარი გავჩითე მე და ერთი 200 ლარი კიდე მინდა, რო, ისე არ მინდა, რო ჩავიდე რა. მამაკაცი: ხო, გასაგებია. მ------ დ------ე: ხვალე ასე 12-კენ სავარაუდოთ, წავალ რა. მამაკაცი: დღისით ხვალე? მ------ დ------ე: ხო, მელოდებიან იქა რა, ნალაპარაკები მაქ და ჩემ გადასვლას ელოდებიან რა. ჩამოსული ვარ.

მ------ დ------ის და მისი ცოლის - მარინა ძირკვაძის მიმოწერა:

მარინა ძირკვაძე: მოაგვარე შენი საქმეები? მ------ დ------ე: თურქეთში მივდივარ ხვალე და მთლად მოგვარდება. მ------ დ------ე: მესიჯები წაშალე, წ--–-ა ჩამაბარეს. მ------ დ------ე ესაუბრება მამაკაცს:

მ------ დ------ე: ხო, გადმოიო და ვილაპარაკოთო, რა როგორ იქნებაო. რანაირად იქნებაო და გადავალ, ტელეფონზე კი გვქონდა ლაპარაკი, ის ვაცაპია თუ რაღაცა, გადავალ და ვნახავ. ისაა ბიჭო რა ქვია, იმასთან ერთად რო იყო შოთიკოსთან ერთად საბერძნეთში. მამაკაცი: ხო. მ------ დ------ე: მაგასთან მივდივარ. მამაკაცი: აჰა. საბერძნეთში, თუ ბულგარეთში. მ------ დ------ე: თუ ბულგარეთში იყვნენ ერთად. ბულგარეთში იყო? მამაკაცი: ჰო, ჯორჯ მაიკლი ხო? მ------ დ------ე: ხო, ხო.

მ------ დ------ე ესაუბრება მამაკაცს:

მ------ დ------ე: ალო. მამაკაცი: ხო, ახლა დამირეკა, გვიანობამდე ვიყავითო, დედამისი და მისები იყვნენ ჩამოსული და კაროჩე ახლა გავახილე თვალებიო და ეგრევე ვნახე შენი დანარეკი და გადმოგირეკეო, დღესო ისინი მაქო შეხვედრები და ისინიო და თავისთავადო, შენიანია და ბაჩოს ნათლულიაო და პირველად მაგას შევხვდებიო, წამოვიდესო მაშინო. მ------ დ------ე: აჰა. მამაკაცი:- არქიმუს? ხიდი ხო იცი ხოფაში? მ------ დ------ე: რის ხიდი? მამაკაცი: არქიმუს, არქიმუს.

მ------ დ------ე: ხო. მამაკაცი: არქიმუს? ხიდთან იყოსო 2 საათშიო, 2 საათში კი მიხვალ შენ? მ------ დ------ე: მე ეხლა წავალ და პირდაპირ და ჩავალ გზაში რაც დამჭირდება ეგაა. მამაკაცი: ან ვინმეს კაროჩე გაუშვებ და მოვაყვანინებ ჩემ ბაითამდეო, მ------ დ------ე: აჰა, "ხარაშო" ძმაო, გაიხარე.

მ------ დ------ე ესაუბრება მამაკაცს:

მამაკაცი: საით ხარ? მ------ დ------ე: წ--–-აში ვარ. მამაკაცი: ჰა? მ------ დ------ე: წ--–-აში ბრატ. მამაკაცი: რა არის, ვერ გაჩერდი? წახვედი და ვსიო. იმენა ვერ გაჩერდი ერთი 3-4 დღე აქეთ? მ------ დ------ე: ბიჭო, იქეთ რომ ვიყავი აქეთ კაროჩე მითხრეს რა მიხედეო იტოგში აქაურობს წამოვედი. მამაკაცი: ახლა შენ ხარ მაქანე ყველაფერს ყურადღება დვიჟენია? მ------ დ------ე: ჰო. მამაკაცი: იქეთ რა ქენი? მ------ დ------ე: იქეთ დავალაგე "ბრატ" ყველაფერი ხუთიანზე. მამაკაცი: მშვენიერია ძაან. მ------ დ------ე: ჰო, იქედან რომ წამოვედი, იმის იმით წამოვედი რომ, "დავაი" შეუბერეო, რა! მაგით წამოვედი, რა.

მ------ დ------ე ესაუბრება თ---------- ვ---–---ს:

მ------ დ------ე: "კაროჩე" 10-კენ გავაკეთოთ რა მუხბერ. 10 რიცხვისკენ. თ---------- ვ---–---ი: ხო რა. მ------ დ------ე: ესე ჯობია. 10-კენ მერე შევეხნიანებით იქეთ,. რავი დავჯდებით, დავურეკავთ, შევეხმიანები და მერე მივცემ მიმართულებას, როგორც უნდა ისე.

თ---------- ვ---–---ი ესაუბრება მამაკაცს:

მამაკაცი: ჰო! თ---------- ვ---–---ი: ირა, მომისმინე, შენ იქით დარჩები, ხომ? შენ იმას იქ იმას იზავ, არა? მამაკაცი: ჰო, აქ დავდებ ბარემ. მამაკაცი: "ხარაშო". მამაკაცი:- დაურეკე? თ---------- ვ---–---ი: ვისა? მამაკაცი: დაურეკე იმას, ნომრები რომ მოგეცი? თ---------- ვ---–---ი: გ---ს ველაპარაკე, ჰო. გ---სთანაც ადრეც ნასაუბრები, მქონდა რამოდენიმეჯერ. ერთი ../?/ მქონდა ნასაუბრები, მერე პარკში ვესაუბრე. მამაკაცი: მერე მაშინ რა გითხრეს? თ---------- ვ---–---ი: მაშინ რა მითხრეს და კაი იქნებაო გაღვიძებაო რა. მამაკაცი: მეც ესე იმის მომხრე ვიყავი, რომ ყველა ერთად რომ ვყოფილიყავით. რა ვიცი, ამათმა ასე თქვეს. თ---------- ვ---–---ი: ამათმა ეხლა მახომ და გ---მ გადაწყვიტეს ეგ, ხომ? მამაკაცი: ამათგან წამოვიდა და რავი, "კაროჩე". თ---------- ვ---–---ი: ჰო, შესაბამისად მიმართულებასაც მაგენი მისცემენ, "იასნია". იცით, სად აძლევთ?“ მამაკაცი: ნუ, იტყვიან "კაროჩე", ის არ უთქვიათ ჯერჯერობით, მარა "გაიასნდება". თ---------- ვ---–---ი: ჰო, ეგ არ ვიცითო, საღამოს ვიბაზრებთო, რა. ეგეთი რაღაცა თქვა. "ხარშო, დაგესვიაზებით" კიდო, რა. მამაკაცი: კაი, დავაი.

თ---------- ვ---–---ი ესაუბრება მამაკაცს:

მამაკაცი: "იტოგში" რაც იქნება, მოვალ შენთან და მოგაწვდი იმიტომ, რომ მე ხვალე მივდივარ და, რავი ეხლა, ყველას ხომ არ ეშლება/?/ დღე, შეიძლება არ ჰქონდეს, მაგას ვიძახი და თუ არ იქნება და თაზო აგერაა, რავი, რა, თაზო მოგაწვდის ან თვითონ ბიჭებს ვეტყვი. თ---------- ვ---–---ი: ჰო, ბაზარი არაა, ბაზარი არაა.

თ---------- ვ---–---ი ესაუბრება მამაკაცს:

მამაკაცი: ნუ, კაროჩე, ამ კვირაში უნდა შეიკრიბოს, რა, შეიკრას.

თ---------- ვ---–---ი: "პა ჟიზნინიებში" მიდის თუ სად მიდის? მამაკაცი: როგორ? თ---------- ვ---–---ი: სად მიდის? მამაკაცი: იმას დავადგენთ მერე, არ ვიცი რა. თ---------- ვ---–---ი: აა, ჯერ არ იცით? მამაკაცი: ჰო. თ---------- ვ---–---ი: კაი, კაი. მამაკაცი: თქვენკენ რა ხდება? თ---------- ვ---–---ი: ჩვენკენ, რა ვი, ნორმალურად, რა. ველოდები ხადიკის ნაწილს ველოდები. აქაც დარჩა რამოდენიმე კაცი და ნუ, არიან კიდო, რა. მამაკაცი: ეგრეა .. თ---------- ვ---–---ი: ჰო, რა ვი, ჩვენ ათისთვის გვინდა. მე ლიჩნად ათისთვის მამაკაცი: ათისთვის? თ---------- ვ---–---ი: ჰო, მინდა, რომ ათისთვის დავასრულო და ასეთი სურვილი ვართ ყველა, რა. მამაკაცი: დღეს რომ არ იყო, .. ათისთვის ჩვენც ვეცდებით, რომ კაროჩე, შევკრიბოთი თ---------- ვ---–---ი: ჰო, მარა ეს გამოყოფა რა პონტი იყო, ვერ მივხვდი რა. გამოყოფა ისეთი თემაა, ჩვენ რასაც რომ ვაკეთებდით და ჩვენ ვაკეთებთ, მარტო ჩვენ კი არა, აი, რასაც ჩვენ რომ ვაკეთებთ, მამაკაცი: ბაზარი არაა, თემო, მე "ზა" ვიყავი მთლიანობისთვის, მარა. თ---------- ვ---–---ი: კი, კი, ბაზარი არაა.დღესაც იმენნა მე და აგერ ბიჭებიც ისეთი განწყობით ვართ, რომ ვაკეთებთ რაიონის სახელით. გამიგე? გესმის? მამაკაცი: მესმის, კაცო.

მ------ დ------ე ესაუბრება თ---------- ვ---–---ს:

მ------ დ------ე: ააჰო არ დამატებულა რამე მეტი? თ---------- ვ---–---ი: გუშინ დაემატა 40 ლარი. მ------ დ------ე: აჰა, შენთან დევს ჰო მაგი? თ---------- ვ---–---ი: ჰო. მ------ დ------ე: ძალიან კარგი. სათოფლებში/?/ უნდა ავიდე რა, ეხლა ჩამოსავლელი ვარ მე, მანქანა გავჩითე აგერ და დღეს საღამოს კი შეგხვდები რა. თ---------- ვ---–---ი: ხარაშო, შენთან არის რამე? მ------ დ------ე: კაი, კი აქ ეხლა მე რასაც უკვე ერთი 700-800-მდე იქნება რა. თ---------- ვ---–---ი: მომისმინე, მე ეხლა აქ ბიჭებსაც ველოდები ადგილზე. მ------ დ------ე: ჰო, თ---------- ვ---–---ი: - და ვასიკოსაც ველოდები, გამიგე? მ------ დ------ე: ჰო, აი ყველა ერთად რო იქნება და გვეცოდინება, მერე ავდგეთ დოვურეკოთ, იგერ დავითაც დევისწროთ კაროჩე და თ---------- ვ---–---ი: ჰო. მ------ დ------ე: დოვურეკოთ და მერე ისენი იტყვიან როგორ და რა უნდა ვქნათ კაროჩე რა და კი ვიზამთ რა. თ---------- ვ---–---ი: ხარაშო, კარგი, დავაი. მ------ დ------ე: რადგან თავი-ბოლო ისინი არიან და საქმის კურსში არიან, ყველა ვარიანტში უნდა ვკითხოთ მაგათ და "სვიაზზე" არიან, გუშინაც ველაპარაკე და. თ---------- ვ---–---ი: რომელს ელაპარაკე გუშინ? მ------ დ------ე: იქეთ იმას, "ჯ"-ზე რო იწყება, "ჯ"-ზე. თ---------- ვ---–---ი: ჰო. მ------ დ------ე: პროსტო მოვიკითხე რა ისე არაფერი, მეთქი ყველაფერი კარგად არის-მეთქი რა და შეძლების დაგვარად-მეთქი და რავი, შემეხმიანეთ, "სვიაზზე" ვარო და. თ---------- ვ---–---ი: ხარაშო, ხარაშო, ხარაშო. მ------ დ------ე: "სვიაზზეა" რა.

მ------ დ------ე ესაუბრება თ---------- ვ---–---ს:

თ---------- ვ---–---ი: ჰო, მ------. მ------ დ------ე: მუხბერ! თ---------- ვ---–---ი: ჰო. მ------ დ------ე: 1300 არის, რა, "კაროჩე" და ახლა ვართ ბანკში და ვაგზავნი რა. თ---------- ვ---–---ი: "ხარაშო".

მ------ დ------ე ესაუბრება ქალს

ქალი: ალო! მ------ დ------ე: გამარჯობათ, გესმით ჩემი ხმა? ქალი: კი, კი, გამარჯობათ. მ------ დ------ე: ჯ-------მ მომცა თქვენი ნომერი. ქალი: ბატონო? მ------ დ------ე: ქალბატონი ნანა ბრძანდებით? ქალი: კი, კი, კი, მე ვარ, კი.

მ------ დ------ე: ჰო, ჩემმა ძმამ მომცა თურქეთიდან თქვენი ნომერი, რა და. ქალი: კი. მ------ დ------ე: თქვენ თბილისში ბრძანდებით, თუ? ქალი: კი, თბილისში ვარ. მ------ დ------ე:თბილისში ხარ, ხომ? ქალი: დიახ. მ------ დ------ე: თუ აი, ვაპირებ ეხლა წამოსვლას და თუ რაღაცა ისეთი, ხელისშემშლელი მომიხდა, რომ ვერ წამოვედი, ანგარიშზე რომ დაგირიცხოთ, შეგიძლიათ, ისეთი რაღაცა რომ მოხდეს? ქალი: ისე, კი, შემიძლია, მაგრამ იცით, რა, ისე არ შეიძლიათ, რომ ვთქვათ,იმითი, ბანკით, ისე? მ------ დ------ე: თუ ვერ წამოვედი, რა. შეიძლება, წამოვიდე და პირადად გადმოგცეთ და თუ ვერ წამოვედი, მასე გავაკეთებ.

მ------ დ------ე ესაუბრება ქალს:

მ------ დ------ე: აი, დეიდა, ეხლა მივედი ბანკში, "საქართვველოს ბანკში". ქალი: ისა, თქვენ ანგარიშის ნომერი გინდათ, ხომ? მ------ დ------ე:ჰო, აი, რომ, თუ გინდა, პირად ნომერზე ჩაგირიცხეავთ, თუ გინდა, ანგარიშის ნომერზე, რა ვიცი, რომელზეც თქვენ გაწყობთ, იმაზე. ქალი: ჰო, ისა, მესიჯად რომ გამოგიგზავნოთ, შვილო, ამ ნომერზე? მ------ დ------ე: კი, კი, უკეთესი იქნება, კი.

მ------ დ------ის და ნ-------------ის მიმოწერა:

ნ-------------ი: GE19BG0000000047662000. Nani chanadiri@

მ------ დ------ე ესაუბრება ქალს:

ქალი: ალო, მე ვარ, ნანა დეიდა. მ------ დ------ე: დიახ. ქალი: ისა, 1300 ლარი არის, ჩაირიცხა. თქვენ ჩარიცხეთ? მ------ დ------ე: კი, კი, მე ჩავრიცხე ეხლა 1300 ლარი. ქალი: მადლობა.

არად დ------ე ესაუბრება თ---------- ვ---–---ს

თ---------- ვ---–---ი: ბიჭო, იმ თემაზე ამაღამ შევიკრიბოთ თუ ხვალე? მ------ დ------ე: რავი თუ გინდა ამაღამ, თუ გინდა ხვალე, რა ვიცი. თ---------- ვ---–---ი: რავი ბიჭო, თ---–---იც რომ აქეთ იყოს რა. /ტელ. მიღ:- - დათო, უეჭველი მიდის ხვალე? თ---–---იც რომ აქეთ იყოს. ... თ---------- ვ---–---ი: ხო და მაშინ კაროჩე სადმე იქითკენ, ზემოთ რა. ხო აზრზე ხარ? მ------ დ------ე: კი კაცო, კი, კი შეიძლება "ბრატ", ტყეში ეგერ, იმაში გავალთ. თ---------- ვ---–---ი: ხო, ერთ საღამოს რაც უფრო მეტი ვიქნებით ძმაო და რაც უფრო მეტი მოისმენს, მით უკეთესი ძმაო. მ------ დ------ე: კი, კი "ბრატ", კი, მართალი ხარ. მართალი ხარ ძმაო და ასე გავაკეთოთ. თ---------- ვ---–---ი: და რაც უფრო მეტი მოისმენს, აი დამიჯერე რომ ეგრე ჯობია რა ტო. ეგრე არა ჯობია ახლა, კი, 3-4, ბაზარი არაა აი ვისაუბრებთ მარა აი, მეტი თუ დაესწრება და მეტი თუ მოისმენს. მ------ დ------ე: კი, კარგი იქნება, რა თქმა უნდა. თ---------- ვ---–---ი: ხო, მეტმა რომ გაიგოს და მეტი რომ იყოს კაროჩე კურსში რა. მ------ დ------ე: კი, კი, რა თქმა უნდა უკეთესი იქნება. თ---------- ვ---–---ი: ცოტა რაღაცას ჩვენც მოვაბათ თავი, გამიგე. მ------ დ------ე: ყველაფერი კარგად იქნება "ბრატ". თ---------- ვ---–---ი: უკვე სირცხვილია მართლა რა ბიჭო, ეგ მერე მოგიყვები მე. აქედან კი კეთდებოდა და წ--–-ას ითხოვს "ბრატ" ყველა რა. ახლა ისე თუ ასე იცნობენ აქედან არის იქეთ რაღაცები გაკეთებული, მარა. მ------ დ------ე: პროსტო ახლა ხო, ამხელა რაიონია რო მითხრეს 45. ხო მე ვუთხარი 45 სოფლამდე არის მეთქი, ზუსტად არ მახსოვს მეთქი და გაგიჟდა, 25 სოფელში ბიჭო, ამხელა რაიონი ყოფილაო.

რაფერ არავინ არ არისო და რაფერ...მე ვუთხარი, ჩავალ ახლა და. თ---------- ვ---–---ი: ხო, მარა ერთი ვინც რო ვართ და ვისაც რომ შეგნება გვაქვს და რო გვესმის, ეგ ერთი "კუხნა" ხალხი ვართ. ძაან ბევრიც არა ვართ მაგ პონტშიც. მ------ დ------ე:კი, კი ბარატ. ყოფნის მერე მაგი. თ---------- ვ---–---ი: ის მასაც საჭიროა რა, ის მასაც საჭიროა გამიგე. მ------ დ------ე: კი ბრატ, კი. მარა ეგ ერთი "კუხნაც" ყოფნის "ბრატ". თ---------- ვ---–---ი: მთავარია გვერდში დგომა და ყველაფრად ყოფნის კაცო.

მ------ დ------ე ესაუბრება თ---------- ვ---–---ს:

თ---------- ვ---–---ი: ხო. ნინიაკა და ხადიკი, "კაროჩე" ასე თუ ისეა, მოიქოქა რა. და ბაშქოვი /?/ დარჩა და ბაშქოვშიც იმას ვიზავ. მ------ დ------ე: კაი, მერე რავი თუ რამე ასასვლელი იქნება, რაღაცა იქნება მანქანა და ბენზინი ეხლა პრობლემა არ არი. რო წასვლა მოსვლა. თ---------- ვ---–---ი: ჯერ-ჯერობით ასვლა არა და პროსტა ხელფასების თემაზე მრა. ხელფასებამდე რა. მ------ დ------ე: ხო, არა. კიდე რაღაცეები კეთდება კაცო. არი ეხლა მერე დავითას ვნახავ. მე ბათუმში ვიყავი წასული ეხლა, ხო ჩამოვედი და ახლა კიდე არი რაღაცეები, აქ/?/ კეთდება რა. თ---------- ვ---–---ი: ხო რა ვიცი, დალშე წ--–-აში ეხლა, წ--–-ა ხო თავისთავად "კაროჩე" რა. მ------ დ------ე: მთავარი წ--–-აა ბრატ, მთავარი რაიონია და რაიონში, რო ყველაფერი კარგად იქნება, მერე სოფლებშიც კარგად იქნება. თ---------- ვ---–---ი: ხო, მოკლედ "პაკალენიაა" რა. მე ვისზეც რო ვბაზრობ, ისინი ასეა თუ ისეა მოიქოქნენ გამიგე და ჯერ-ჯერობით ყველა დაბროზე მოდის, სოფლებში .. მ------ დ------ე: ხო მერე კონკრეტული დღე ვთქვათ, რო იცოდნენ რო ამ დღეს უნდა იყვნენ. გამიგე? თორე მაი ასე გაშლილად რო იქნება, რო ხო ვქნათ და რაღაცა. თ---------- ვილიანი: ხელფასების მეორე დღე იქნება "კაროჩე" გამიგე. მ------ დ------ე: ხო რა,. რომელიმე დღე, რომელიც შეიძლება, რო ითქვას. ვისაც ხელფასი აქვს, ხელფასი აქვს. ვისაც არა აქვს ხელფასი და სურვილი აქვს, მიხვდება ის, რო ამ დროს უნდა ქონდეს. თ---------- ვ---–---ი: ხო, ხო, არიან სოფლებში ეხლა, ბიჭებს ვუთხარი რამოდენიმეს. თითო- თითო სოფელში და ვინც, რო იმას იზავს მოგვაწვდიან, გამიგე?

 

შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, საინფორმაციო ცენტრის, სასაზღვრო მონიტორინგისა და რისკების შეფასების განყოფილების წერილით (24.09.208) ირკვევა, რომ მ------ დ------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრს კვეთის ფაქტები დაფიქსირებულია ს.ს.კ.გ. ,,სარფის“ გავლით - 30.05.2018 12:20 გასვლა; 30.05.2018 19:35 შემოსვლა; 31.05.2018 15:38 გასვლა; 31.05.2018 21:12 შემოსვლა; 30.07.2018 13:36 გასვლა; 30.07.2018 19:59 შემოსვლა; 13.08.2018 19:48 გასვლა; 14.08.2018 1:25 შემოსვლა; 14.08.2018 16:30 გასვლა; 14.08.2018 19:05 შემოსვლა; 02.09.2018 14:31 გასვლა; 06.09.2018 4:04 შემოსვლა; 18.09.2018 17:15 გასვლა; 18.09.2018 19:30 შემოსვლა; 20.09.2018 18:20 გასვლა; 20.09.2018 20:00 შემოსვლა; რაც შეეხება თ---------- ვ---–---ს, ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი 2018 წლის 4 მაისიდან 2018 წლის სექტემბრამდე, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით არ დაფიქსირებულა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა გ------- ჩ----ემ (გამომძიებელი), ზ------------------მ (გამომძიებელი) და გ---------------–-ამ (გამომძიებელი) დაადასტურეს, რომ მუშაობენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. 2018 წლის 26 სექტემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წ--–-ის რაიონის სოფელ კუშში დააკავეს მ------ დ------ე, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს მობილური ტელეფონი. სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. მ------ დ------ეს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოწმეებმა ი--------------–------------------–---------------------------------------–---------------–---------–---–-- (გამომძიებელი) დაადატურეს, რომ მუშაობენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. 2018 წლის 26 სექტემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ქ.წ--–-ა, რ---------–-- ქ. N105-ში მდებარე მ------ დ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. მ------ დ------ის მამამ მიუთითათ მისი ვაჟის - მ------ დ------ის საძინებელზე, სადაც კარადიდან ამოიღეს ჯინსის ქურთუკის ჯიბეში მოთავსებული ქაღალდის ორი ფურცელი (სავარაუდოდ ე.წ. ,,ქურდული ტყავი“), სადაც მითითებული იყო სახელები და თანხები (ციფრობრივად), შავი ქურთუკის ჯიბეში მოთავსებული - თეთრ ქაღალდში გახვეული მომწვანო-მოყავისფრო მცენარეული მასა. ასევე მისაღები ოთახის მაგიდიდან ამოიღეს მობილური ტელეფონი. ბინის ჩხრეკას ესწრებოდა მ------ დ------ის მამა, რომელსაც რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის (26.09.2018) მიხედვით, 2018 წლის 26 სექტემბერს, 19:15 საათზე, დაკავებული იქნა მ------ დ------ე.

 

პირადი ჩხრეკის ოქმის (26.09.2018) მიხედვით, 2018 წლის 26 სექტემბერს, 19:45-20:00 საათზე, ჩატარდა მ------ დ------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ,,სამსუნგის“ მოდელის მობილური ტელეფონი.

 

სახლის ჩხრეკის ოქმის (26.09.2018) მიხედვით, 2018 წლის 26 სექტემბერს, 20:05-21:10 საათზე, ჩატარდა წ--–-აში, შოთა რ---------–-- ქ. N105-ში მდებარე მ------ დ------ის სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ჯ----– დ------ემ მიუთითა მისი ვაჟის მ------ დ------ის საძინებელ ოთახზე, საიდანაც, კარადიდან ამოღებული იქნა ჯინსის ქურთუკის ჯიბეში მოთავსებული ორი ფურცელი, სადაც მითითებულია სახელები და თანხის ოდენობები, ასევე შავი ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული იქნა თეთრი ფეის ქაღალდში გახვეული მომწვანო-მოყავისფრო მცენარეული ნივთიერება. ასევე, მისაღები ოთახიდან ამოღებული იქნა ,,სამსუნგის“ მოდელის მობილური ტელეფონი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა მ--–---- ბ-----------------------–---------–---------------------------–------------------------მ (გამომძიებელი) დაადასტურეს, რომ მუშაობენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. 2018 წლის 26 სექტემბერს, საღამოს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქ.წ--–-აში, დააკავეს თ---------- ვ---–---ის, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს მობილური ტელეფონი. სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. თ---------- ვ---–---ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. 2018 წლის 26 სექტემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქ.წ--–-ა, თ-----------ს ქ. N9-ში ჩატარდა თ---------- ვ---–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის (26.09.2018) მიხედვით, 2018 წლის 26 სექტემბერს, 19:25 საათზე, დაკავებული იქნა თ---------- ვ---–---ი.

 

პირადი ჩხრეკის ოქმის (26.09.2018) მიხედვით, 2018 წლის 26 სექტემბერს, 19:55-20:05 საათზე, ჩატარდა თ---------- ვ---–---ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ,,აიფონ 5“ მოდელის მობილური ტელეფონი.

 

სახლის ჩხრეკის ოქმის (26.09.2018) მიხედვით, 2018 წლის 26 სექტემბერს, 19:40-20:20 საათზე, ჩატარდა წ--–-აში, თ-----------ს ქ. N9-ში მდებარე თეიურაზ ვ---–---ის სახლის ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ----– კ-----------------------–------------------------------------–---------------------- (გამომძიებელი) დაადასტურეს, რომ მუშაობენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. 2018 წლის 26 სექტემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქ.თბილისში, ,,კოლმეურნეობის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ლ------- გ-------ის, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს მობილური ტელეფონი. სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. ლ------- გ-------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. 2018 წლის 26 სექტემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქ.წ--–-აში, კ-–--------- ქ. N80-ში ჩატარდა ლ------- გ-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ჩხრეკას ესწრებოდა ლ------- გ-------ის დედა , რომელმაც მიუთითათ ლ------- გ-------ის საძინებელზე, სადაც მისი საწოლის ლეიბის ქვეშ ნანახი იქნა ფურცლები, სადაც მითითებული იყო სახელი, გვარები, თანხები და ტელეფონის ნომრები, რაც შესაძლებელია ყოფილიყო ე.წ. ,,ქურდული საერთოს“ სია, რაც ამოიღეს. ერთ-ერთ ფურცელზე იყო რუსულენოვანი ჩანაწერები.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის (26.09.2018) მიხედვით, 2018 წლის 26 სექტემბერს, 19:30 საათზე, დაკავებული იქნა ლ------- გ-------ი.

 

პირადი ჩხრეკის ოქმის (26.09.2018) მიხედვით, 2018 წლის 26 სექტემბერს, 20:00-20:15 საათზე, ჩატარდა ლ------- გ-------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს მობილური ტელეფონი, დაზიანებული ეკრანით.

 

სახლის ჩხრეკის ოქმის (26.09.2018) მიხედვით, 2018 წლის 26 სექტემბერს, 20:05-21:05 საათზე, ჩატარდა წ--–-აში, კ-–--------- ქ. N80-ში მდებარე ლ------- გ-------ის სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ლ------- გ-------ის საწოლის ლეიბის ქვემოდან ამოღებული იქნა თაბახის ფურცელი, რომელზეც ჩაწერილია სახელი და გვარები და თითოეულ მათგანს მიწერილი აქვს თანხის ოდენობა. ასევე საძინებელში კარადიდან ამოღებული იქნა ორი ფურცელი, რომელზეც წერია სახელი და გვარები, მიწერილი აქვს ტელეფონის ნომრები. ასევე კომოდიდან ამოღებული იქნა პატარა ფურცელი, რუსულენოვანი ჩანაწერებით.

 

2018 წლის 26 სექტემბერს, ქ.წ--–-აში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავეს გ------- ო------ი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს ორი მობილური ტელეფონი. სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. გ------- ო------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. 2018 წლის 26 სექტემბერს ჩატარდა გ------- ო------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის (26.09.2018) მიხედვით, 2018 წლის 26 სექტემბერს, 21:05 საათზე, დაკავებული იქნა გ------- ო------ი.

 

პირადი ჩხრეკის ოქმის (26.09.2018) მიხედვით, 2018 წლის 26 სექტემბერს, 19:35-19:50 საათზე, ჩატარდა გ------- ო------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ,,ნოკია“ და ,,ესენშალის“ მოდელის მობილური ტელეფონები.

 

სახლის ჩხრეკის ოქმის (26.09.2018) მიხედვით, 2018 წლის 26 სექტემბერს, 19:40-20:20 საათზე, ჩატარდა გ------- ო------ის სახლის ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.

 

. 2018 წლის 26 სექტემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქ. წ--–-ში, კოსტავას ქ. N50-ს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ზ------ კ--------, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს მობილური ტელეფონი, ყურსასმენი და პლასტიკური ბარათი. სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. ზ------ კ------ნს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის (26.09.2018) მიხედვით, 2018 წლის 26 სექტემბერს, 19:36 საათზე, დაკავებული იქნა ზ------ კ--------.

 

პირადი ჩხრეკის ოქმის (26.09.2018) მიხედვით, 2018 წლის 26 სექტემბერს, 19:55- 20:15 საათზე, ჩატარდა ზ------ კ--------ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ,,ჰუავეის“ მოდელის მობილური ტელეფონი, ყურსასმენი და პლასტიკური ბარათი.

 

სახლის ჩხრეკის ოქმის (26.09.2018) მიხედვით, 2018 წლის 26 სექტემბერს, 21:00-21:50 საათზე, ჩატარდა წ--–-ის რაიონის სოფელ ბ------ში მდებარე ზ------ კ--------ს სახლის ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-–--------------------------–-----–---------–----–---–----------------–--------------------–---–მა (გამომძიებელი) დაადასტურეს, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავეს ბ----- რ-------ე, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს მობილური ტელეფონი. სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. ბ----- რ-------ეს წინააღმდეგობა არ გაუწევია. 2018 წლის 26 სექტემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქ.წ--–-ა, ი--------- ქ. N28-ში ჩატარდა ბ----- რ-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის (26.09.2018) მიხედვით, 2018 წლის 26 სექტემბერს, 19:30 საათზე, დაკავებული იქნა ბ------ რ-------ე.

 

პირადი ჩხრეკის ოქმის (26.09.2018) მიხედვით, 2018 წლის 26 სექტემბერს, 19:55-20:15 საათზე, ჩატარდა ბ------ რ-------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ,,აიფონის“ მოდელის მობილური ტელეფონები. სახლის ჩხრეკის ოქმის (26.09.2018) მიხედვით, 2018 წლის 26 სექტემბერს, 19:40-20:15 საათზე, ჩატარდა წ--–-ის რაიონში, ი--------- ქ. N28-ში მდებარე ბ------ რ-------ის სახლის ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.

 

პირველი ინტსანციის სასამართლო სხდომაზე სადავოდ არ იქნა მიჩნეული, და მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე: მოწმეების - ა--–--------–--------------------–---------------------–---------------------–-----ის გამოკითხვის ოქმები; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N2600/სქ-2991/ქრ დასკვნა (02.10.2018), საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N55/ფ დასკვნა (21.03.2019); ვებ.გვერდ მონაცემები.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სააპელაციო პალატამ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა - მ------ დ------ის და თ---------- ვ---–---ის მიერ „ქურდული სამყაროს წევრობა“ და „ქურდულ შეკრებაში მონაწილ---ბა“, ლ------- გ-------ის მიერ „ქურდული სამყაროს წევრობა“, ხოლო ზ------ კ--------ს, ბ------ რ-------ის და გ------- ო------ის მიერ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა.

 

სააპელაციო პალატა სრული მოცულობით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მ------ დ------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით წარდგენილ ბრალდებებში გამართლების, ხოლო მ------ დ------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის. ასევე თ---------- ვ---–---ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით წარდგენილ ბრალდებებში გამართლების თაობაზე. ლ------- გ-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე. გ------- ო------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე. ზ------ კ--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე. ბ------ რ-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე. განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისას პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის არგუმენტაციას, იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს - მ------ დ------ის,თ---------- ვ---–---ის,ლ------- გ-------ის, გ------- ო------ის, ზ------ კ--------ს და ბ------ რ-------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

რაც შეეხება მ------ დ------ის სახლის ჩხრეკის ოქმს (26.09.2018); საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N2600/სქ-2991/ქრ დასკვნას (02.10.2018) და მოწმეთა ჩვენებებს (საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობასთან, ამოღებულ ნივთების ადგილსამყოფელთან და საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან მიმართებით) სააპელაციო პალატა დადასტურებლად მიიჩნევს მ------ დ------ის მიერ ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალი მარიხუანის, შეძენა და შენახვის ფაქტს, კერძოდ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ მ------ დ------ემ უკანონოდ შეიძინა 5,89 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა, რასაც უკანონოდ ინახავდა მის საცხოვრებელ სახლში - წ--–-ა, რ---------–-- ქუჩა N105-ში, საიდანაც ამოღებული იქნა 2018 წლის 26 სექტემბერს, ჩატარებული ჩხრეკისას. ამდენად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ყველა სავალდებულო ნიშანი, რისთვისაც მ------ დ------ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოში მიიჩნევა გამოკვლეულად, ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების დაშვების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებასაც გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი […] მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისთვის რელევანტური ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც, საბოლოო ჯამში, პირის ბრალეულობაზე მიუთითებს […] მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს იმას, რომ საეჭვო, მცდარი ან სავარაუდოდ გაყალბებული მტკიცებულებები გამოირიცხოს სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებიდან. გამორიცხული უნდა იყოს გონივრული ეჭვი წარდგენილი მტკიცებულების ნამდვილობასთან და სანდოობასთან დაკავშირებით. სათანადო პროცესუალური სტანდარტების შემცველი, არაორაზროვანი ნორმების საფუძველზე, სასამართლოს, კონკრეტული საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით, უნდა შეეძლოს წარმოდგენილი მტკიცებულებების რელევანტურობის, მათი მნიშვნელობისა და უტყუარობის შეფასება. შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, აღჭურვოს სასამართლო სახელმძღვანელო პრინციპებით, რომელიც მას ირიბი ჩვენების დასაშვებობის საკითხის ან, ასეთ ჩვენებაზე დაყრდნობით, განაჩენის მიღებაში დაეხმარება.

 

ევროპულმა კომისიამ საქმეში Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v Greece (The Greek case), ”გონივრულ ეჭვს მიღმა” სტანდარტი განმარტა, როგორც ”არა ისეთი ეჭვი, რომელიც მხოლოდ დაფუძნებულია თეორიულ შესაძლებლობაზე ან წარმოშობილია რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი დასკვნები, არამედ ეჭვი, რომლის მიზეზები გამომდინარეობს წარდგენილი ფაქტებიდან”.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდობა“ ასახავს კარგად ცნობილ ორგანიზებულ დანაშაულს, რომლის მიმართაც საქართველოს პარლამენტის მიერ, 2005 წლის 20 დეკემბერს მიღებულ იქნა ფართო საკანონმდებლო პაკეტი, რათა გაძლიერებულიყო ბრძოლა ამგვარი დანაშაულებრივი სინდიკატების წინააღმდეგ... ეს დანაშაულებრივი ფენომენი იმდენად ღრმად იყო საზოგადოებაში გამჯდარი და „კანონიერი ქურდების“ სოციალური ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო, რომ საზოგადოების ჩვეულებრივი წევრებისთვის ცნებები - „ქურდული სამყარო“, „კანონიერი ქურდი“, „დავების გადაწყვეტა კანონიერი ქურდის ავტორიტეტის გამოყენებით“, „ობშიაკი“ და ა.შ. იყო საყოველთაოდ ცნობილი და გაგებული... შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წლის 20 დეკემბერს ორი ახალი დანაშაულის წარდგინებით, კერძოდ, „ქურდული სამყაროს წევრობა“ და „კანონიერი ქურდობა“, საქართველოს კანონმდებლობამ მხოლოდ ამ ცნებების და დანაშაულებრივ („ქურდულ“) სუბკულტურასთან დაკავშირებული ქმედებების კრიმინალიზაცია მოახდინა...(იხ. აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ (Ashlarba v. Georgia), განაცხადი №45554/08, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის განჩინება)

 

”ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ” გაეროს კონვენცია, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2006 წლის 7 ივნისის დადგენილებით, დეტალურად განსაზღვრავს ორგანიზებული ჯგუფის ცნებას, კერძოდ, კონვენციაში, ორგანიზებული ჯგუფისათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ სავალდებულო ნიშნად დასახელებულია პირდაპირ, ან არაპირდაპირ ფინანსური, ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზანი.

 

,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში ამომწურავად არის ჩამოთვლილი ქურდული სამყაროს ობიექტური შემადგენლობის ცალკეული ელემენტები, კერძოდ, კანონმდებლის მიერ ტერმინი ,,ქურდული სამყარო” იმგვარი სოციალური ჯგუფის დასახასიათებლად არის გამოყენებული, რომელიც მოქმედებს მათ მიერვე დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომელთა მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, ან დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ქურდული სამყაროს წევრია ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქურდული გარჩევა გულისხმობს ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან ორზე მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტას, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება, დაშინება ან სხვა უკანონო ქმედება, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, კანონიერი ქურდი ქურდული სამყაროს წევრია, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს.

 

კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე, კანონიერი ქურდობა, ერთის მხრივ, გულისხმობს ქურდული სამყაროსადმი, როგორც ორგანიზებული ჯგუფისადმი კუთვნილებას, ქურდული სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფის მართვას და ორგანიზებას, ხოლო მეორე მხრივ, ქურდული სამყაროს მიზნების მისაღწევად გარკვეული უკანონო ქმედებების განხორციელებას. ამასთან, ქურდულ სამყაროს, როგორც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთ ნაირსახეობას, აქვს კონკრეტულად განსაზღვრული მიზანი - სარგებლის მიღება, რომლის გარეშეც პირთა გაერთიანება ქურდულ სამყაროდ ვერ ჩაითვლება. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ‘’სარგებლის მიღება’’ არ უკავშირდება მხოლოდ მატერიალურ გამორჩენას. ‘’სარგებლის მიღება’’ გარკვეული უპირატესობის მიღებას გულისხმობს თავად ქურდული სამყაროსათვის და მისი წევრებისათვის. ქურდული ტრადიციებისადმი ერთგულების შედეგად მოპოვებულმა ანტისოციალურმა სტატუსმა დანაშაულის სუბიექტებს საშუალება უნდა მისცეს გარკვეული გავლენა მოახდინონ საზოგადოების წევრებზე, რაც მართალია, შესაძლოა განხორციელდეს ქურდული გარჩევების გზით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, რაც სავალდებულოა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არსებობს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდული სამყაროს წევრობისთვის. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. ქურდული სამყაროს ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია, ანუ იგი არ ადგენს ქცევის წესს, იგი კრძალავს ქმედებას, რომლის შინაარსი ჩამოყალიბებულია სხვა ნორმატიულ აქტში. კერძოდ, `ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ~ 2005 წლის 20 დეკემბრის საქართველოს კანონში. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ,,ქურდული სამყაროს წევრის” სამართლებრივ დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ ქურდული სამყაროს წევრი არის ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ამდენად, ქურდული სამყაროს ობიექტური შემადგენლობის დროს, აუცილებელია 1) პირი აღიარებდეს ქურდულ სამყაროს და 2) აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ქურდული სამყაროს აღიარებისთვის აუცილებელია ამ სამყაროს მიერ დადგენილი სპეციალური წესებითა და მიზნებით ცხოვრება, ხოლო ქურდული სამყაროს მიზნებისთვის აქტიური მოქმედება, შეიძლება გამოიხატოს ამ სამყაროს სასარგებლოდ პირთა დაშინებაში, მუქარაში, იძულებაში, ქურდულ გარჩევაში, დანაშაულის ჩადენაში და ა.შ. ქურდული სამყაროს წევრობა დამთავრებულია ქურდული სამყაროს აღიარებასთან ერთად ერთ-ერთი ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენისთანავე. სუბიექტურად განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით კრიმინალიზებულია ,,ქურდულ შეკრებაში“ მონაწილ---ბა, რომლის მიზანია „ქურდულ სამყაროში“ პირთა გაწევრიანების ან წევრობის შეწყვეტის ან სტატუსის შეცვლის, ფინანსური/მატერიალური რესურსების განკარგვის ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვა/გადაწყვეტა. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლით კრიმინალიზებულია - „ქურდული სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მხარდაჭერა, თუ ეს ქმნის „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დასჯადია ნებისმიერი ქმედება (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით, როგორიც შეიძლება იყოს ,,ქურდული საერთოს“ შეგროვებაში ჩართულობა ან საკუთარი თანხის შეწირვა, რითაც ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლი ბლანკეტური ხასიათის ნორმაა და მისი შინაარსის სწორად დასადგენად საჭიროა ”ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ” გაეროს კონვენციითა და ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინება, რამდენადაც ე.წ. ,,ქურდული სამყარო’’ განიხილება, როგორც თანამედროვე ორგანიზებული დანაშაულის სტრუქტურის ხერხემალი. შესაბამისად, იმისათვის, რათა ე.წ. კანონიერმა ქურდობამ სისხლისსამართლებრივად რელევანტური ხასიათი შეიძინოს, საჭიროა არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის შეფასება, არამედ კანონით და კონვენციით სადავო საკითხთან მიმართებით დადგენილი წესრიგის გაანალიზებაც.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლ---ბის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამ დადანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის დაუფლებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში, სხეულში ან სხვაგვარად.

 

ბრალდების მხარე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს, მისი პოზიციით იგი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, შესაბამისად უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, საინფორმაციო ცენტრის, სასაზღვრო მონიტორინგისა და რისკების შეფასების განყოფილების წერილით, დაკავების და ჩხრეკის ოქმებით, ასევე საქმეში არსებული გამოკითხვის ოქმებით, საქართველოს შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N2600/სქ-2991/ქრ და N55/ფ დასკვნით დადასტურდება მსჯავრდებულ მ------ დ------ის და გამართლებულების თ---------- ვ---–---ის, ლ------- გ-------ის, გ------- ო------ის, ზ------ კ--------ს და ბ------ რ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება. ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა: მოწმეების ა------------–---ის, ე-----–- კ--–---ის, გ------ ბ---–----ის, თ------ ქ--------ს, თ----- მ-----ის, ბ----- გ------ის, თ----- გ----–---ის, ბ---- თ---–---ის, ი-–----- ხ--------ნის, ასევე კო-----------------------–---–ის და გ---------------–-ას ჩვენებები, ფარული აუდიო ჩანაწერები და მათი გაშიფრული ტექსტები, მ------ დ------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ჩანაწერები, ვებ გვერდ ,,პრაიმ კრაიმის“ მონაცემები, საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტები, მოწმე ნ-------------ის ჩვენება და ,,საქართველოს ბანკიდან“ თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

პირველ ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, უტყუარად ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ 2018 წლის ივნისი-აგვისტოს თვეში წ--–-ის რაიონში გროვდებოდა ,,ქურდული საერთოსთვის“ თანხები. იმ ვითარებაში, თუ ვერ დასტურება ე.წ. „ქურდული საერთოსთვის თანხების შეგროვება, აღნიშნულ პროცესში - გ------- ო------ის, ბ------ რ-------ის და ზ------ კ--------ს ჩართულობაზე მსჯელობა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. ამასთან ე.წ ,,ქურდული შეკრების“ ორგანიზების საკითხი (სადაც თითქოსდა დაწესდა ,,ქურდული საერთოს“ შეკრების გრაფიკი) პალატისთვის არის ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებიდან და არც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებიდან.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებებში მითითებულია, რომ: ,,წ--–-ის რაიონის მაცხოვრებლებისგან ,,ქურდული სამყაროს“ წევრებისა და მხარდამჭერების დახმარებით 2018 წლის ივნისი-აგვისტოს თვეში შეგროვებულ იქნა ე.წ. „ქურდული საერთოს“ თანხა, საიდანაც 1300 ლარი, კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით 2018 წლის 16 აგვისტოს, გადაერიცხა ერთ-ერთი კანონიერი ქურდის ოჯახის წევრს“. მოწმე ნ-------------მა დაადასტურა, რომ ვინმე, ვისი სახელითაც მას გადაურიცხეს თანხა, მართლაც არის მისი შვილიშვილის ნათლია, თუმცა მოწმის ამ განცხადების საფუძველზე იმის ცალსახად მტკიცება, რომ საუბარში ნახსენები ,,ჯ-------“, რომელსაც ნათესაური კავშირი აქვს ნ-------------ის ოჯახთან და რომლისგანაც ელოდებოდა მეუღლის მკურნალობისთვის აუცილებელ თანხას, ნამდვილად არის ,,კანონიერი ქურდი“ ჯ----------–-----–---–ი. როგორც პირველი ინსტანციისათვის, ასევე სააპელაციო პალატისთვის ის მოცემულობა, რომ ნ-------------ს ჯ----------–-----–---–ის მითითებით გადაერიცხა თანხა არარსებული ,,ქურდული საერთოდან“ არ დასტურდება უტყუარი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობით, პირველი ინსტანციის სასამართლოში საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმეების - ა------------–---ის, ე-----–- კ--–---ის, გ------ ბ---–----ის, თ------ ქ------ის, თ----- მ-----ის, თ----- გ----–---ის, ბ---- თ---–---ის, ი-–----- ხ--------ნის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია.

 

მოწმე ა--------------–---მა არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ გამომძიებელს მისთვის უფლებები არ გაუცნია. მას აქვს მხედველობის პრობლემა, კითხვისას ესაჭიროება სათვალე, რომელიც გამოკითხვისას თან არ ჰქონია, ენდო გამომძიებელს, რომელმაც დაბეჭდა ჩვენება, რომელსაც მან ისე მოაწერა ხელი და გააკეთა მინაწერი - ,,ჩვენება დაბეჭდილია ჩემი კარნახით, ვეთანხმები, სწორია და ვაწერ ხელს“, რომ არ წაუკითხავს.

 

მოწმე ე-----–- კ--–---მა განმარტა, რომ არ იცის რატომ წერია სიცრუე მისი გამოკითხვის ოქმში, რადგან არანაირი შეხვედრა რაიმე კონკრეტულ საკითხზე ზ------ კ------ნთან არ ჰქონია.

 

მოწმე გ------ ბ---–----ე არ დაეთანხმა გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციას და განმარტა, რომ გამომძიებელს მან ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც სასამართლოს. გამომძიებელმა დაბეჭდა გამოკითხვის ოქმი, რომელიც მას არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი.

 

მოწმე თ------ ქ------ემ განმარტა, რომ გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია მას არ მიუწოდებია. გამოკითხვის ოქმში მხოლოდ ორი ხაზი წაიკითხა, დანარჩენის წაკითხვა ვეღარ შეძლო, ისე მოაწერა ხელი. გამომძიებელმა საიდან მოიტანა, რომ მან მ------ დ------ეს ფული გადასცა, არ იცის. მოგვიანებით, პროკურორმა დაიბარა და უთხრა, რომ თუკი გამოკითხვის ოქმს არ დაადასტურებდა, თავისუფლების აღკვეთა ელოდა, ასევე პრობლემები შეექმნებოდა მის შვილებს, რის გამოც მიმართა გენერალურ ინსპექციას და სახალხო დამცველს.

 

მოწმე თ----- მ-----ე არ დაეთანხმა გამოძიებაში მისი გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციას და განმარტა, რომ გამომძიებლისთვის მას არ მოუყოლია, რომ ,,ქურდული საერთოსთვის“ ფული შეწირა. გამომძიებელს უთხრა, რომ მ------ დ------ეს ვალი დაუბრუნა. მან ისე მოაწერა გამოკითხვის ოქმს ხელი, რომ არ წაუკითხავს. არც იცოდა, რომ ოქმი უნდა წაეკითხა. მოგვიანებით პროკურორმა დაიბარა, წაუკითხა მისი გამოკითხვის ოქმი და განუმარტა, რა შედეგები შეიძლება მოყოლოდა ცრუ ჩვენებას, დაემუქრა, რომ დაიჭერდნენ და მას პრობლემები შეექმნებოდა. მას აიძულებდნენ სასამართლოში ეთქვა ტყუილი, რაზეც მიმართა გენერალურ ინსპექციას და სახალხო დამცველს.

 

მოწმე თ----- გ----–---მა განმარტა, რომ გამომძიებელმა თავდაპირველად, რომ წაუკითხა გამოკითხვის ოქმი, მან აუხსნა, რომ იქ ეწერა ტყუილი ,,ქურდულ საერთოსთან“ დაკავშირებით. გამომძიებელმა მის თვალწინ დახია გამოკითხვის ოქმი და თავიდან ამობეჭდა, რაც, არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი. მოგვიანებით, პროკურორმა დაიბარა და გაიგო, რომ მის გამოკითხვის ოქმში იყო მითითებული არასწორი ინფორმაცია, რის გამოც, განცხადებით მიმართა სახალხო დამცველს და გენერალურ ინსპექციას. პროკურორმა მიანიშნა, რომ თუ გამოკითხვის ოქმს არ დაადასტურებდა სასამართლოში, ვერაფერს უშველიდა და მოწმე საღლიანის ბედს გაიზიარებდა, რომელიც დააპატიმრეს.

 

მოწმე ბ---- თ---–---მა განმარტა, რომ გამოძიებაში მისთვის უფლებები არავის განუმარტავს. გამომძიებელს მან აუხსნა, რომ არავითარ ,,ქურდულ საერთოზე“ საუბარი არ ჰქონია და ფულს აწ გარდაცვლილი გ------- ხ--------ნის დასახმარებლად აგროვებდნენ. 2018 წლის 29 სექტემბერს იგი პოლიციელებმა წაიყვანეს პროკურატურაში, სადაც წაუკითხეს გამოკითხვის ოქმი და პროკურორი დაემუქრათ მას და თ----- გ----–---ს, თუ გამოკითხვის ოქმებს არ დაადასტურებდნენ სასამართლოში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ელოდათ. ასევე აჩვენეს კადრები, როგორ აკავებდნენ ამ საქმის სხვა მოწმეებს. გამოძიებაში გამოკითხვისას მას გამოკითხვის ოქმი არ წაუკითხავს, ისე მოაწერა გულუბრყვილოდ ხელი, რადგან პირველად იყო გამოკითხვაზე და გამომძიებელს ენდო. გამოკითხვის ოქმზე არსებული მინაწერი, ,,ჩვენება დაბეჭდილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს“, მისი შესრულებულია, თუმცა გამოკითხვის ოქმის შინაარსს არ ადასტურებს.

 

მოწმე ი-–----- ხ--------ნმა განმარტა, რომ იგი გამოკითხა გამომძიებელმა, რომელსაც სიმართლე უთხრა, თუმცა მოგვიანებით გაეცნო გამოკითხვის ოქმს და იქ რაც ეწერა, მას გამომძიებლისთვის არ უთქვამს. მინაწერი - ,,ჩვენება დაბეჭდილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს“, მისი შესრულებულია, თუმცა გამოკითხვის ოქმი არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი. იგი შეცდა, როდესაც მისი გამოუცდელობით არ წაიკითხა გამოკითხვის ოქმი და ისე მოაწერა ხელი. გამოკითხვის ოქმში იგი თითქოს ადასტურებდა, რომ მ------ დ------ე და თ---------- ვ---–---ი იყვნენ ,,კრიმინალური ავტორიტეტები“ და აიძულებდნენ მას თანხის დადებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გამოკითხვიდან ერთ თვეში იგი წაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც აიძულებდნენ დაედასტურებინა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია.

 

სააპელაციო პალატა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენებისა და მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა და შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მკაცრად გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაგ.: თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; 2) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში ჩვენების მისაცემად ანუ სასამართლოს აძლევს ჩვენებას და მხარე მოითხოვოს გამოკითხვის ოქმის ან მოწმის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვას, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენას (დემონსტრირებას).

 

სააპელაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან და ეროვნული კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასამართლო მტკიცებულებად ვერ მიიღებს გამოკითხვის ოქმებში მითითებულ ინფორმაციას, რომელიც სასამართლოში დაკითხულმა არც ერთმა მოწმემ არ დაადასტურა, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვერ დაადგენს უტყუარად ფაქტებს და მითუფრო ვერ დაუდებს მათ საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. საქმის მასალებიდან ირკვევა - სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოწმეების ამირან საღლიანის, ე-----–- კ--–---ის, გ------ ბ---–----ის, თ------ ქ--------ს, თ----- მ-----ის, ბ----- გ------ის, თ----- გ----–---ის, ბ---- თ---–---ის, ი-–----- ხ--------ნის გამოკითხვის ოქმების სასამართლოში საჯაროდ წაკითხვასთან დაკავშირებით, რომელსაც უკლებლივ ყველა მოწმე უარყოფს სასამართლოში ჩვენების მიცემისას. ამასთან აღნიშნული მოწმეების მიერ გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაცია, რადიკალურად განსხვავდება მოწმეების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებისაგან, რომლებიც თავის მხრივ ასევე აცდენილია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებს. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეებს - კო-----------------------–---–ს და გ---------------–-ას ჩვენებებს, ისინი არ არიან ბრალად წარდგენილი ქმედებების უშუალო შემსწრეები. მათი ჩვენებები დაფუძნებულია ან სხვა პირთა მონათხრობს, ან ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების მათეულ ანალიზს. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მათი ჩვენებებით დაადგინოს ფაქტები უშუალოდ ბრალად წარდგენილი ქმედებების არსებობა/არარსებობასთან დაკავშირებით.

 

განსახილველ საქმეში არსებული მასალებით - თ---------- ვ---–---ის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი 2018 წლის 4 მაისიდან 2018 წლის სექტემბრამდე (სადავო პერიოდში), სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით არ დაფიქსირებულა და არც რაიმე სხვა მტკიცებულება ყოფილა წარმოდგენილი, რაც ირიბად მაინც მიანიშნებდა, რომ თ---------- ვ---–---ს რაიმე სახის უშუალო ან დისტანციური კომუნიკაცია ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ ,,კანონიერ ქურდებთან“ და ,,ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. რაც შეეხება მ------ დ------ის შესაძლო კავშირებს თურქეთში მყოფ ,,კანონიერ ქურდთან“ - ჯ----------–-----–---–თან, რომლის ხელდასმით, თითქოს, მიენიჭა ამ უკანასკნელს წ--–-აში ,,მაყურებლის“ სტატუსი და რომელთან უშუალო შეთანხებით ხდებოდა, როგორც ,,ქურდული საერთოს“ შეგროვება წ--–-ის რაიონში, ასევე მისი შემდგომი განკარგვა. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მ------ დ------ის საზღვარგარეთ მყოფ აბსტრაქტულ ,,კანონიერ ქურდებთან“ და ,,ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან კავშირის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.

 

სადაო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მ------ დ------ეს ს.ს.კ.გ. ,,სარფის“ გავლით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არაერთხელ აქვს გადაკვეთილი, სასამართლოში კი წარმოდგენილი არ არის არც ერთი უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ თურქეთში ყოფნისას იგი სწორედ ,,კანონიერ ქურდ“ - ჯ----------–-----–---–ს შეხვდა. ბრალდების მხარის მტკიცება, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალებში, ერთ შემთხვევაში, ნახსენები - ,,ჯორჯ მაიკლი“, ხოლო, მეორე შემთხვევაში - ,,იქეთ იმას, "ჯ"-ზე რომ იწყება, "ჯ"-ზე“, არის სწორედ კანონიერი ქურდი“ ჯ----------–-----–---–ი, რომლისგანაც იღებდა დირექტივებს მ------ დ------ე, ასევე დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობით. პალატა ითვალისიწნებს იმ გარემოებას, რომ ორგანიზებული დანაშაულის სპეციფიკას და იმ გარემოებას, რომ შესაძლებელია სატელეფონო საუბრები პირდაპირ არ იკითხებოდეს და ღიად არავინ ახსენებდეს ,,კანონიერ ქურდს“, ,,ქურდულ სამყაროს“, ,,ქურდულ საერთოს“ და სხვა სპეციფიურ ტერმინებს, თუმცა, იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლოში დაიკითხა ამ საუბრების მონაწილე არაერთი პირი და ყველა მათგანმა უარყო რაიმე სახის ,,საერთოს“ შეგროვების ფაქტი, ამასთან დაადასტურეს, რომ ქველმოქმედების ან სხვა კეთილი მიზნებისთვის ფულის შეგროვება მათი ტრადიციაა და ამას აქვს არაერთჯერადი ხასიათი, ბრალდების მხარის შესაძლო საფუძვლიანი ეჭვები და ვარაუდები (რომ 2018 წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში წ--–-ის რაიონში გროვდებოდა თანხები ,,ქურდული საერთოსათვის“), დარჩა ეჭვად და ვარაუდად, და ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

სააპელაციო პალატა სრული მოცულობით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მ------ დ------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ ფურცელზე, ჩანაწერებზე, სადაც აღნიშნულია სახელები და თანხები, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებით არის ,,ქურდული ტყავი“ ანუ ,,ქურდული საერთოს“ სია, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამდაგვარი ფურცლები, გვარ-სახელებისა და თანხების მითითებით იქნა ამოღებული ლ------- გ-------ის საცხოვრებელი სახლიდან, თუმცა, ბრალდების მხარის არგუმენტაციით, ეს არ იყო ,,ქურდული ტყავი“, რადგან საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ,,ქურდულ ტყავში“ გვარები არ იწერება, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, პირველი ინსტანციისსასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა თ------ ბ---–----ემ, ეკა ჩიკვაიძემ და გია კორძაიამ დაადასტურეს, რომ მ------ დ------ის ოჯახს წ--–-აში დაეწვა სახლი და მათ დასახმარებლად რაიონში აგროვდა თანხები, რომელიც შემწირველთა სიასთან ერთად გადაეცა მ------ დ------ის ოჯახს. ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი, რომ სწორედ მ------ დ------ის სახლიდან ამოღებული სია წარმოადგენდა ,,ქურდულ ტყავს“, დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურებულა სასამართლოში გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებებით.

 

ქურდული სამყაროს მიზნების განხორციელებაში აქტიურ მონაწილ---ბას, რაც ერთ-ერთი ძირითადი და სავალდებულო ნიშანია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის დასადასტურებლად, არ დადასტურებულა ე.წ. ქურდულ გარჩევებში, სხვადასხვა პირებისათვის ფულის გამოძალვაში, სპეციალური წესების მიღებაში მონაწილ---ბა, რასაც მოიცავდა წარდგენილი ბრალდება. სასამართლო სხდომაზე არ წარმოდგენილა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება ან პრეიუდიციულად დადგენილი რაიმე ინფორმაცია.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა ერთმანეთთან შეთანხმებულ და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა არსებობა. მოცემულ შემთხვევაში პალატა ვერ გაიზიარებს სასამართლოსთვის უცნობ ინფორმაციას, რომელიც უშუალოდ არ ეფუძნება მოწმეთა ჩვენებებს (და მათ უშუალოდ ნანახს), ოპერატიული თუ სხვა წყაროებიდან მოძიებულ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს. შესაბამისად ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

პალატამ ზემოთ ისაუბრა განსახილველი მუხლით პირის დამნაშავედ ცნობის წინაპირობებზე, შესაბამისად თუ არ იარსებებს იმ ნიშნების ერთობლიობა, რაც კანონის განმარტებისას პალატამ მიუთითა და რომლის დადასტურებაც წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ მომხდარა, გამოირიცხება აღნიშნული კვალიფიკაციით პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კი პალატის მოსაზრებით ვერ პასუხობენ მტკიცებულების უტყუარობის ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ სტანდარტს, რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ http://www.primecrime.ru საიტის დათვალიერების შედეგად მიღებული ინფორმაცია არ წარმოადგენს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე მტკიცებითი სახის ინფორმაციას. მტკიცებულების უტყუარობას - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციის სანდოობას განაპირობებს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უზრუნველყოფილი მისი შემოწმება. მოცემულ შემთხვევაში დაუშვებელია ზემოაღნიშნულ ინტერნეტგვერდზე განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ------ დ------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით; თ---------- ვ---–---ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით; ლ------- გ-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით; გ------- ო------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით; ბ------ რ-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით და ზ------ კ--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რასაც სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

 

რაც შეეხება მ------ დ------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, პალატას დადასტურებულად მიაჩნია აღნიშნულ ნაწილში წარდგენილი ბრალდება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მიუთითებს, რომ მ------ დ------ის პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით, არ დადგენილა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მ------ დ------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით; თ---------- ვ---–---ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით; ლ------- გ-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით; გ------- ო------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით; ბ------ რ-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით და ზ------ კ--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

 

რაც შეეხება მ------ დ------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, პალატას დადასტურებულად მიაჩნია აღნიშნულ ნაწილში წარდგენილი ბრალდება.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის ვახტანგ ცალუღელაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის სქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ მ------ დ------ის და გამართლებულების თ---------- ვ---–---ის, ლ------- გ-------ის, გ------- ო------ის, ზ------ კ--------ს და ბ------ რ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთმტკიცებების ბედი. კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული 7 ცალი დისკი; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული 22 ცალი დისკი; სხდომის ოქმის აუდიო ვერსია ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, მ------ დ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი ფურცელი წარწერებით, ლ------- გ-------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფურცლები წარწერებით, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; ბრალდებულების მ------ დ------ის, გ------- ო------ის, ბ------ რ-------ის და ზ------ კ--------ს ხმის ნიმუშები; მ------ დ------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს; ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონები, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალ---ბათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გელა კალანდიას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილის, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს მ------ დ------ეს ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე.

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს - ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობას და ოდენობას - 5,89 გრამი გამომშრალი მარიხუანა, ასევე მ------ დ------ის კანონშესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლოში და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვროს ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს. ამასთან, ვინაიდან მ------ დ------ე 2018 წლის 26 სექტემბრიდან იმყოფებოდა პატიმრობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით იგი უნდა გათავისუფლდეს ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისგან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად - ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი არის პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი), 261-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მიზანი), 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 267-ე, 268-ე, 271-ე, 272-ე ან 2731 (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან მარიხუანის − გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

 

მ------ დ------ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 5 წლით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის ვახტანგ ცალუღელაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის სქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ მ------ დ------ის და გამართლებულების თ---------- ვ---–---ის, ლ------- გ-------ის, გ------- ო------ის, ზ------ კ--------ს და ბ------ რ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;

 

მ------ დ------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

მ------ დ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 26 სექტემბრიდან 2019 წლის 18 ივნისის ჩათვლით) გათვალისწინებით, მ------ დ------ე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.

 

მ------ დ------ეს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ცნობად იქნეს მიღებული მ------ დ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

თ---------- ვ---–---ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2232 მუხლით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

თ---------- ვ---–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ლ------- გ-------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ლ------- გ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გ------- ო------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გ------- ო------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ზ------ კ-------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ზ------ კ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ბ------ რ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ბ------ რ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გამართლებულებს უფლება აქვთ მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული 7 ცალი დისკი; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული 22 ცალი დისკი; სხდომის ოქმის აუდიო ვერსია ჩაწერილი 1 ცალ დისკზე, მ------ დ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი ფურცელი წარწერებით, ლ------- გ-------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფურცლები წარწერებით, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ბრალდებულების მ------ დ------ის, გ------- ო------ის, ბ------ რ-------ის და ზ------ კ--------ს ხმის ნიმუშები; მ------ დ------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონები, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლეები:

 

ხვიჩა კიკილაშვილი

 

მაია თეთრაული

 

გოჩა ჯეირანაშვილი