განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100119002819916
№1ბ/1670-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - ნადეჟდა მარანელი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ--------------–--ე;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ს---–-----------–---–ი, დაბადებული - 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----------------------–----------.
დანაშაულის კვალიფიკაცია (დისპოზიცია) - 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია); 2) საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით); 3) საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
ადვოკატი - თ-----------ე;
სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 12 დეკემბერს, ს---–-----------–---–ი ქ. თ---–--–---–-------–------–---ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მშენებარე ქარხანა შპს „ნ---------იდან“, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 7 ცალ, დაახლოებით 5 მეტრი სიგრძის სპილენძის მილს, რითაც შპს „ნ---------ს“ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2018 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ს---–-----------–---–ი მივიდა ქ. თ---–--–---–-------–------–---ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ა---------–-–----–-–---–ის კუთვნილ და შპს „ნ---------ის“ მფლობელობაში არსებულ ა/მანქანასთან (სახ. ნომრით D------) და მოხსნა ორივე აკუმულატორი. აღნიშნული ფაქტი შენიშნა შპს „ნ---------ის“ დაცვის თანამშრომელმა გ----------------მ, რომელმაც ს---–-----------–---–ს ხელი დაუჭირა და შეეცადა მის შეპყრობას. ამ დროს ს---–-----------–---–მა ამოიღო დანა და გ----------------ს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა გაშვება. გაშვების შემდგომ ს---–-----------–---–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2018 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 08:00 საათზე ს---–-----------–---–ი მივიდა ქ. თ---–--–---–-------–------–---ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ა---------–-–----–-–---–ის კუთვნილ და შპს „ნ---------ის“ მფლობელობაში არსებული ა/მანქანის (სახ. ნომრით D------) მიმდებარედ განთავსებულ და თავისივე მოხსნილ აკუმულატორთან, რომელსაც შპს „ნ---------ის“ დაცვის თანამშრომლის - გ--------–--------–ის მოთხოვნის მიუხედავად „თავი დაენებებინა“ აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა. ს---–-----------–---–ის ქმედების შედეგად ა---------–-–----–-–---–ს მიადგა 315 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენით ს---–-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.
ს---–-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 6 თვის ვადით.
ს---–-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 6 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს---–-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 6 თვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს---–-----------–---–ის ადვოკატმა თ-----------ემ.
3. მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 სექტებმრის განაჩენი იმ ნაწილში, სადაც მსჯავრდებული ს---–-----------–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უნდა გაუქმდეს და ს---–-----------–---–ის მიმართ აღნიშნულ ნაწილში გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც სრულად დასტურდებოდა, რომ ს---–-----------–---–ის მიერ განხორციელებული ინკრიმინირებული ქმედება იყო ქურდობა და არა განაჩენით დადგენილი ყაჩაღობა და ძარცვა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ, ს---–-----------–---–ის განზრახვას წარმოადგენდა სხვისი მოძრავი ნივთების ფარული დაუფლება და მას არ ჰქონია ნივთების აშკარად და ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების განზრახვა . ამასთან, მოწმეები გ---------------- და გ--------–--------–ი არ იყვნენ დაზარალებულად ცნობილები, რაც დაცვის მხარის პოზიციით ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას საქართველოს სსკ-ის 179-ე და 178-ე მუხლებით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
ბრალდების მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 სექტებმრის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა შეაფასებს მტკიცებულებებს, იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და აერთობლიობაში.
ქურდობის ეპიზოდი
დაზარალებულ ს--------–-------ს ჩვენებით დგინდება, რომ არის შპს „ნ---------ის“ მიერ დაკვეთილი ახალი ქარხნის მშენებლობის დირექტორი. ბრალდებული ს---–-----------–---–ი მის საწარმოში ასრულებდა მთავარი მემონტაჟის თანაშემწის მოვალეობას, რომელიც სხვა თანამშრომლებთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბ--–--–---–-------ში. მოწმემ მას შემდეგ, რაც მიიღო მშენებლობის ნებართვა, შემოღობა ტერიტორია, რაც უცხო პირებს არ აძლევდა შპს „ნ---------ის“ ტერიტორიაზე შესვლის უფლებას. 2018 წლის 12 დეკემბერს, საღამოს საათებში იგი მივიდა სამსახურში, რა დროსაც თანამშრომლისგან შეიტყო სპილენძის მილების ქურდობის შესახებ. მოწმის განმარტებით, მოპარული მილების ღირებულების სანაცვლოდ კომპენსაციის სახით მიიღო 2 400 ლარი, რის გამოც ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია.
მოწმე ჯ-----------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლიდან მუშაობდა ს---–-----------–---–თან ერთად, თავდაპირველად ქ------–---ში, ხოლო შემდეგ - შპს „ნ---------ში“ (მდებარე: ქ. თ---–-----–-------ი), თუმცა ბოლო პერიოდში, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა სამსახურიდან მისი დროებით გათავისუფლების საფუძველი. სამუშაო ადგილთან ახლოს სამსახურის მიერ ნაქირავები ჰქონდათ სახლი, სადაც ერთად ცხოვრობდნენ თანამშრომლები. იგი 2018 წლის 12 დეკემბერს იმყოფებოდა მ---------------–---–თან ერთად, რა დროსაც მათთან მივიდა ს---–-----------–---–ი, რომელმაც შესთავაზა შპს „ნ---------იდან“ მილების მოპარვა. მოწმემ განმარტა, რომ ის, ისევე როგორც მ---------------–---–ი შეეცადნენ მის გადარწმუნებას, თუმცა ს---–-----------–---–მა მალევე დატოვა მათი ადგილსამყოფელი. ამის შემდეგ, მოწმე მ---------------–---–თან ერთად მივიდა შპს „ნ---------ის“ დაცვის თანამშრომელთან - ა------------სთან, რომელიც გააფრთხილა მოსალოდნელი ქურდობის თაობაზე და უთხრა ყურადღებით ყოფილიყო, თუმცა სავარაუდო ქურდის ვინაობა მისთვის არ გაუმხელია. ამის შემდეგ, დათვალეს 9 ცალი მილი, რომლებიც განთავსებული იყო შპს „ნ---------ის“ შიდა ტერიტორიაზე (მოწმემ დაადასტურა, რომ შპს „ნ---------ის“ ტერიტორია იყო შემოღობილი), დაცვის ოთახიდან 10 მეტრში და წავიდნენ სახლში. იმავე დილის 05:00 საათზე, დამნაშავის ვინაობის დადგენის მიზნით მასთან მივიდა შპს „ნ---------ის“ დაცვის წევრი. მოწმის განმარტებით, მას მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის შემდგომ არ უსაუბრია ს---–-----------–---–თან, შესაბამისად, დანამდვილებით იმის თქმა, რომ შპს „ნ---------იდან“ მან მოიპარა მილები, არ შეუძლია.
მოწმე ა------------ს ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს შპს „ნ---------ში“ დაცვის თანამშრომლად. 2018 წლის 12 დეკემბერს, მეწყვილე უ–------------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, ღამის საათებში მასთან მივიდა მისივე თანამშრომელი ჯ-----------ე, რომელმაც უთხრა სავარაუდოდ მოსალოდნელი სპილენძის მილების ქურდობის შესახებ. ამის შემდეგ მან და ჯ-----------ემ დათვალეს მილები, რომლებიც განთავსებული იყო შპს „ნ---------ის“ შიდა ტერიტორიაზე. მორიგეობის დასასრულს, გარეთ გამოსულმა დაცვის თანამშრომლებმა ნახეს, რომ ეზოში არსებული მილები მოპარული იყო. მოწმემ მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ აცნობა ოპერატიულ სამსახურს, ამ უკანასკნელებმა კი - საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს. აღნიშნული პირების შემთხვევის ადგილზე მისვლამდე მოწმემ საკუთარი ა/მანქანით მიაკითხა ჯ-----------ეს, რომელმაც კითხვაზე, თუ ვინ მოიპარა მილები, მიუთითა ს---–-----------–---–ზე.
მოწმე დ------------–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ტაქსისტად. შემთხვევის დღეს, საკუთარი ა/მანქანით გადაადგილდებოდა ქ. თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე, რა დროსაც გააჩერა ბრალდებულმა ს---–-----------–---–მა. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ წ-------ში უნდოდა წასვლა, საიდანაც უნდა წამოეღო ტვირთი. მოწმემ დაადასტურა, რომ მგზავრმა ის მიიყვანა მისთვის უცნობ ადგილას, საიდანაც გამოიტანა სპილენძის მილები, რომლებიც, იმ მიზეზით, რომ ა/მანქანაში არ ეტეოდა, გაღუნეს და ისე ჩაალაგეს. ამის შემდეგ, გზა განაგრძეს ს---–-----------–---–ის მიერ მითითებული მარშრუტით. მოწმის განმარტებით, ფერადი ლითონები მიიტანეს ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირზე არსებულ შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში, სადაც ს---–-----------–---–მა საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ჩააბარა ის. შემდეგ ბრალდებული წაიყვანა მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიიღო მომსახურების საფასური და დაშორდნენ ერთმანეთს. აღნიშნული ფაქტიდან ორი დღის შემდეგ, მას დაუკავშირდნენ პოლიციის განყოფილებიდან და უთხრეს, რომ აღნიშნულ საქმეში მისი ა/მანქანა ფიგურირებდა, რის გამოც დაიბარეს საგამოძიებო ორგანოში, სადაც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში. ასევე გამომძიებელმა დაათვალიერა მისი ტელეფონი, რადგან ს---–-----------–---–მა მგზავრობის პერიოდში მისი მობილური ტელეფონიდან განახორციელა რამდენიმე ზარი.
პირის ამოცნობის ოქმით (17.12.2018) დგინდება, რომ დ------------–-–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ს---–-----------–---–ი, როგორც ის პირი, ვისაც 2018 წლის 12 დეკემბერს, ქ. თბილისში, წინუბნიდან მოსკოვის გამზირზე არსებულ შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში, საკუთარი ტაქსით წააღებინა მილები. ამომცნობმა ამოსაცნობი პირი ამოიცნო: ასაკით, სიმაღლით, აღნაგობით, ცხვირით, ტუჩებით და სახის საერთო მოყვანილობით.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (13.12.2018) დგინდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე დ------------–-–---–მა მიუთითა ის ადგილი, სადაც 2018 წლის 12 დეკემბერს დაახლოებით 04:30 საათზე გადაადგილდებოდა კუთვნილი ტაქსით და სადაც ჩაისვა მგზავრი - ს---–-----------–---–ი. შემდეგ მიუთითა, რომ ამ უკანასკნელის მოთხოვნით, წავიდა ქ. თბ--–--–---–-------ში. მოწმემ დეტალურად აღწერა და საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს მიუთითა ის გზა, რომლის გავლითაც მივიდა დანიშნულების ადგილზე. მგზავრის მიერ მითითებულ ადგილზე მისვლის შემდეგ, ს---–-----------–---–ი გადავიდა ა/მანქანიდან და დაახლოებით 15 წუთში მოიტანა სპილენძის მილები, რომლებიც ერთად ჩაალაგეს ა/მანქანის საბარგულში. ამის შემდეგ, მოწმე დ------------–-–---–ის მითითებით გადაინაცვლეს, ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე „შავი და ფერადი ლითონების ცენტრის ბაზაში“, სადაც ს---–-----------–---–მა ჩააბარა სპილენძის მილები.
დათვალიერების ოქმით (13.12.2018) დგინდება, რომ მოწმე დ------------–-–---–ის მონაწილეობით დათვალიერდა მის მიერ წარმოდგენილი “NOKIA”-ს ფირმის მობილური ტელეფონი. ტელეფონი არის მოშავო, წინა ზედა მხარეს წარწერით “NOKIA”. მობილური ტელეფონი არის ერთბარათიანი. მასში გააქტიურებულია სიმ-ბარათი ნომრით 5--------. მობილური ტელეფონის ჩართვის შემდეგ, ეკრანის ზედა მხარეს ჩნდება სამი ფაილი წარწერის გარეშე. მომწვანო ფაილზე დაწოლისას ეკრანზე ჩნდება სხვადასხვა ფაილების ჩამონათვალი ინგლისურ ენაზე. მომწვანო ფაილ “PHONE”-ის გახსნისას ეკრანზე ჩანს ხუთი შემოსული ზარი, საიდანაც ორი ზარი შემოსულია ნომრიდან “TIKO” და სამი ზარი - ნომრებიდან 5--------, 5-------- და 5--------; აგრეთვე, ორი გასული ზარი ნომრებზე: 5-------- და “GIO TAQSI”. შემოსულ ნომერზე 5-------- დაწოლისას ეკრანზე ჩანს სამი შემოსული ზარი. აქედან პირველი შემოსულია 13 დეკემბერს 12:08 საათზე. სხვა რაიმე სახის შემოსული/გასული ზარი ან მოკლე ტექსტური შეტყობინება მობილურ ტელეფონში არ ინახება.
მოწმე დ-----------------–ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე შპს „ჯ----------–ი“ მენეჯერის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედის შავი და ფერადი ლითონების მიღება-ჩაბარება. 2018 წლის 12 დეკემბერს, მასთან „ტოიოტას“ ფირმის ა/მანქანით მივიდა პირი, რომელმაც უთხრა, რომ სურდა ფერადი ლითონის ჩაბარება. მან კლიენტს ჟურნალში აღრიცხვის მიზნით მოსთხოვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პირი, რომელსაც 45 კილოგრამი სპილენძის სანაცვლოდ გადასცა 562 ლარი, იყო ს---–-----------–---–ი. მოწმემ დაადასტურა, რომ მეორე დღეს მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შედეგად ამოიღეს კომპანიის აღრიცხვის ჟურნალი, სადაც დაფიქსირებული იყო ს---–-----------–---–ის მიერ ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების ფაქტი.
ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალის დათვალიერების ოქმით (13.12.2018) დგინდება, რომ დათვალიერების ობიექტია მოწმე დ-----------------–ის მიერ წარმოდგენილი ჟურნალი. ჟურნალი დალუქულია საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს ბეჭდით. პირველ ფურცელზე მითითებულია შპს „ჯ----------“, შუა ნაწილში მითითებულია, ფერადი ლითონის მიღება ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი, ასევე - მისამართი (ქ. თ---–-----------------------------). ჟურნალში მეორე გვერდზე, მე-13 ჩანაწერად ჩამბარებლის ვინაობაში მითითებულია „ს---–-----------–---–ი“, მისამართის გრაფაში - ქ------–---ი, პირადი დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემებში - პირადი ნომერი 6----------, ლითონის სახეობაში - სპილენძი, წონის გრაფაში - 45, ჩაბარების თარიღში კი - 12.12.2018. ფასის გრაფა ცარიელია, ხოლო ხელმოწერის გრაფაში არის გაურკვეველი ხელმოწერა.
ამოღების ოქმით (13.12.2018) დგინდება, რომ დ-----------------–ისგან ამოღებულ იქნა: სპილენძისფერი ლითონის 3,5 სმ დიამეტრის მილის 5 ნაჭერი, ზომებით 179 სმ; 115 სმ; 149 სმ; 44 სმ და 8 სმ სიგრძის. 5,5 სმ დიამეტრის მილის 15 ნაჭერი, ზომებით: 1) 171 სმ; 2) 157 სმ; 3) 186 სმ; 4) 142 სმ; 5) 179 სმ; 6) 135 სმ; 7) 77 სმ; 8) 96 სმ; 9) 110 სმ; 10) 6 სმ; 11) 9 სმ; 12) 48 სმ; 13) 50 სმ; 14) 46 სმ; 15) 27 სმ სიგრძის. ამოღებული მილების (ნაჭრების) წონა, საერთო ჯამში შეადგენს 44,7 კილოგრამს.
საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №------ დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 5,0 მ. სიგრძის 55 მმ. (კედლის სისქით- 2,1 მმ) სპილენძის მილის ღირებულებამ შეადგინა 547,05 ლარი (ხუთას ორმოცდაშვიდი ლარი და ხუთი თეთრი). ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 5,0 მ. სიგრძის 35 მმ. (კედლის სისქით - 1,5 მმ.) სპილენძის მილის ღირებულებამ შეადგინა 247,40 ლარი (ორას ორმოცდაშვიდი ლარი და ორმოცი თეთრი).
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა - ზ------------–--ემ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (12.12.2018) დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თ---–--–---–-------–------–---ს ქუჩის მიმდებარედ, მშენებარე ქარხანა შპს „ნ---------ში“. აღნიშნული ქარხანა განლაგებულია გზის მარჯვენა მხარეს. ქარხნის ტერიტორია შემოღობილია რკინის ჩარჩოში ჩასმული მავთულებით. ტერიტორიაზე განლაგებულია სამი ცალკე მდგომი მშენებარე რკინის კონსტრუქციები. ტერიტორიაზე შესასვლელიდან მარჯვნივ, დაახლოებით 15 მეტრში არის ჯიხური. შესასვლელიდან მარცხნივ, დაახლოებით 10 მეტრში არის ერთსართულიანი კონტეინერი, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ყუთები სხვადასხვა მოწყობილობებით. შესასვლელიდან პირდაპირ, დაახლოებით 15 მეტრში არის ერთსართულიანი კონტეინერი. კონტეინერის გვერდით დევს ხის ყუთები, სამშენებლო ბლოკის ნარჩენები. ყუთებთან ყრია ფიცრის ნაჭრები და ლითონის მილები (სპილენძის ფერი 2 ცალი წვრილი დიამეტრის მილი). ტერიტორიაზე ასევე არის სხვა კონტეინერებიც, აწყვია სამშენებლო მასალები და სხვა ნივთები.
მოწმის სახით დაიკითხნენ ბ------------------–---–-, მ------------------ი, ნ------–-------------------------–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა და მათი მონაწილეობით შედგენილ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ამსახველი ოქმების სისწორე.
ბრალდებულმა ს---–-----------–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს „სლოტ კლუბში“ დიდი თანხის წაგების გამო, გადაწყვიტა ფარულად დაუფლებოდა შპს „ნ---------ის“ ტერიტორიაზე არსებულ მილებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ტაქსით მივიდა შპს „ნ---------ის“ ქარხანასთან და იქიდან ფარულად მოპარული სპილენძის მილები, იმავე ტაქსით (ისე, რომ ტაქსის მძღოლისთვის არ გაუნდია საკუთარი დანაშაულებრივი გეგმა) წაიღო და ჩააბარა შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში. ამის შემდეგ ტაქსის მძღოლს გადაუხადა მომსახურების საფასური, თავად კი წავიდა ქ------–---ში. ქ------–---ში ყოფნისას მას დაუკავშირდა ძმა და უთხრა, რომ პოლიციაში იყო დაბარებული. იგი ბრალის აღიარებით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და ითანამშრომლა გამოძიებასთან.
სააპელაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ არც თავად ს---–-----------–---–ი უარყოფს და სასამართლოსაც ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია რომ სწორედ ს---–-----------–---–ი დაეუფლა შპს „ნ---------ის“ კუთვნილ მილებს. მსჯავრდებულის ჩვნება, რომლის თანახმად მან მოპარული სპილენძის მილები ტაქსის მეშვეობით წაიღო და ჩააბარა ლითონების მიმღებ პუნქტში, ასევე დადასტურებულია ტაქსის მძღოლის - დ------------–-–---–ისა და ფერადი ლითონის ჩამბარებელი პირის - დ-----------------–ის ჩვენებებით, პირის ამოცნობის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალის დათვალიერების ოქმითა და ამოღების ოქმით. მოწმე ჯ-----------ის ჩვენებით დადასტურებულია ს---–-----------–---–ის განზრახვა - მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა შპს „ნ---------ის“ კუთვნილი მილები, რომელიც ამ უკანასკნელმა დანასაულის ცადენამდე გაანდო მას და შესთავაზა მონაწილეობა მიეღო საკუთარი გეგმის აღსრულებაში. მოწმე ა------------ს ჩვენებით კი, დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს მასთან მართლაც მივიდა ჯ-----------ე და გაანდო შესაძლო ქურდობის შესახებ და გააფრთხილა ყურადღებით ყოფილიყო.
ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად დადასტურდა, რომ ს---–-----------–---–ი მშენებარე ქარხანა შპს „ნ---------იდან“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 7 ცალ, დაახლოებით 5 მეტრი სიგრძის, სპილენძის მილს, რომლის კავლიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
ძარცვის ეპიზოდი
დაზარალებულმა ს--------–-------მ განმარტა, რომ 2018 წლის 17 დეკემბერს, ს---–-----------–---–ის მიერ აკუმულატორების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების შესახებ შეიტყო თავისი თანამშრომლისგან, თავად ფაქტის უშუალო შემსწრე არ ყოფილა.
მოწმე გ--------–--------–ის ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს, აკუმულატორების ქურდობის შემდეგ აკონტროლებდა შპს „ნ---------ის“ ტერიტორიას, რათა ნანახი აკუმულატორები საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ მის ამოღებამდე უყურადღებოდ არ ყოფილიყო. მოწმემ დილის საათებში, დაინახა, თუ როგორ გაჩერდა იმ ტერიტორიაზე „ოპელ ვექტრას“ ფირმის ა/მანქანა, საიდანაც გადმოვიდა ბრალდებული ს---–-----------–---–ი და აიღო აკუმულატორი. მოწმემ დაუძახა „რას აკეთებო“ და გაიქცა მისი მიმართულებით. დამნაშავე მიხვდა, რომ დაცვის თანამშრომელი მისკენ მიდიოდა, რის გამოც სწრაფად ჩადო აკუმულატორი ა/მანქანაში და გზა პირდაპირ მისკენ განაგრძო. მოწმემ დაადასტურა, რომ თავად რომ არ გაწეულიყო დამნაშავე ა/მანქანით დაეჯახებოდა. ამის შემდეგ ბრალდებულმა დატოვა შემთხვევის ადგილი, თავად კი დაურეკა ოპერატიულ სამსახურს. მოწმეს შემთხვევის დღეს ეცვა დაცვის თანამშრომლის ოფიციალური ფორმა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (17.12.2018) დგინდება, რომ ქ. თ---–--–---–-------–------–---ს ქუჩაზე არსებული მშენებარე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა აკუმულატორი.
მოწმე ა---------–-–----–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ შპს „ნ---------ს“ უწევს სატრანსპორტო მომსახურებას. შემთხვევის დღეს მისი კუთვნილი ა/მანქანა, რომელიც რეგისტრირებული იყო მეგობრის - მ--–-------------–---–ის სახელზე, გაჩერებული ჰყავდა ქ. თ---–--–---–-------–------–---ს ქუჩაზე. მომდევნო დილით, მან თანამშრომლისგან შეიტყო დანაშაულებრივი ქმედების შედეგად აკუმულატორების ქურდობის შესახებ. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა დაათვალიერეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც შემთხვევიდან რამდენიმე მეტრში ამოიღეს ერთი ცალი აკუმულატორი. მოწმემ დაადასტურა, რომ მის ა/მანქანას ჰქონდა ორი აკუმულატორი, რომელთა ერთეულის ფასი შეადგენდა 315 ლარს. მომხდარი ფაქტის მიუხედავად მას ბრალდებულთან პრეტენზია არ აქვს.
მოწმე მ--–-------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ „ვოლვოს“ ფირმის ა/მანქანა (სახ. ნომრით D------) ერთი წლის წინ გაასხვისა ა---------–-–----–-–---–ზე, თუმცა, ამჟამად კვლავ მის სახელზეა რეგისტრირებული. შესაბამისად, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალდა არა თავად, არამედ ა---------–-–----–-–---–ი.
მოწმის სახით დაიკითხნენ ვ-–--------------–--------------------------------–----ე, ნ------–-------------------------–---–ი, რომელთაც დაადასტურეს მათი მონაწილეობით შედგენილ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ამსახველი ოქმების სისწორე.
ბრალდებულმა ს---–-----------–---–მა ნაწილობრივ დაადასტურა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, აკუმულატორების მოპარვის განზრახვით მივიდა შპს „ნ---------ის“ ტერიტორიაზე, სადაც გაჩერებული ა/მანქანიდან გადმოიღო ორი ცალი აკუმულატორი. ერთი მათგანი ა/მანქანიდან დაახლოებით 15-20 მეტრის დაშორებით გადააადგილა, რათა ტაქსთან, რომლის მეშვეობითაც უნდა წაიღო ის, ახლოს ყოფილიყო. როდესაც მეორე აკუმულატორისთვის უკან დაბრუნდა, იგი შეამჩნია დაცვის თანამშრომელმა და აკუმულატორის დაუფლება ვეღარ შეძლო, რის გამოც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამის შემდეგ მივიდა თავის ბიძაშვილთან, რომელსაც სთხოვა ა/მანქანა. აღნიშნული ა/მანქანით დაბრუნდა შპს „ნ---------ის“ ტერიტორიაზე, რათა დანაშაულებრივი გეგმა მოეყვანა სისრულეში. მოწმის განმარტებით, მას შემთხვევის ადგილზე არავინ დახვედრია, რის გამოც, მის მიერვე მოხსნილი ა/მანქანის აკუმულატორი მოათავსა თავის მფლობელობაში არსებულ ა/მანქანაში და დატოვა ტერიტორია.
სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №--------- დასკვნით დგინდება, რომ ს---–-----------–---–ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ს---–-----------–---–ს რაიმე ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნებოდა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ს---–-----------–---–ს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ს---–-----------–---–ს გაცნობიერებული აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის. ს---–-----------–---–ი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა - თ------------–-----–---–მა.
სააპელაციო პალატამ შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ს---–-----------–---–ის მიერ ა---------–-–----–-–---–ის კუთვნილი და შპს „ნ---------ის“ მფლობელობაში არსებული ა/მანქანიდან აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 315 ლარად ღირებული აკუმულატორის დაუფლების ფაქტი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რო არც დაცვის მხარე უარყოფს იმ გარემოებას, რომ შემთხვევის დღეს ს---–-----------–---–ი ნამდვილად იმყოფებოდა შპს „ნ---------ის“ კუთვნილ ტერიტორიაზე, საიდანაც დაეუფლა აკუმულატორს. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა სხვისი ნივთის დაუფლება მოხდა აშკარად თუ მალულად, როგორც ამას აპელანტი ამტკიცებს. შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას უდავოდ გადამწყვეტია თვითმხილველი მოწმის - გ--------–------ლის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ გ----------------ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღობის შემდეგ, აკონტროლებდა შპს „ნ---------ის“ ტერიტორიას, რათა მათ მიერ ნანახი აკუმულატორები საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ მის ამოღებამდე უყურადღებოდ არ ყოფილიყო, რა დროსაც დილის საათებში, დაინახა, თუ როგორ გაჩერდა იმ ტერიტორიაზე „ოპელ ვექტრას“ ფირმის ა/მანქანა, საიდანაც გადმოვიდა ს---–-----------–---–ი და აიღო აკუმულატორი. მან დაუძახა „რას აკეთებო“ და გაიქცა მისი მიმართულებით. დამნაშავე მიხვდა, რომ დაცვის თანამშრომელი მისკენ მიდიოდა, რის გამოც სწრაფად ჩადო აკუმულატორი ა/მანქანაში და გზა პირდაპირ მისკენ განაგრძო და თავად რომ არ გაწეულიყო, დაეჯახებოდა. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ობიექტირად შუძლებელია მსჯავრდებულს ეფიქრა, რომ მისი ქმედებები იყო ფარული. მოწმე გ--------–--------–ი დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერს შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით რაიმე სახის გარემოება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მის მიუკერძოებლობას, არ დადგენილა.
რაც შეეხება ს---–-----------–---–ის მიერ დაზარალებულისთვის მიყენებულ ზიანს, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომელიც ემთხვევა ამ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის №736აპ-10 გადაწყვეტილება) რომლის მიხედვით, მართალია საქმეში წარმოდგენილი არ არის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რაც ზუსტად განსაზღვრავდა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას, თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ექსპერტიზის დასკვნის არ არსებობის ობიექტური მიზეზი - ნივთიერ მტკიცებულებათა ნაწილის აღმოუჩენლობა, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დაზარალებულის ჩვენება, რომლის მიხედვით ს---–-----------–---–ის ქმედების შედეგად, მიადგა 315 ლარის მატერიალური ზიანი.
ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად დადასტურდა, რომ ს---–-----------–---–ი ა---------–-–----–-–---–ის კუთვნილი და შპს „ნ---------ის“ მფლობელობაში არსებული ა/მანქანიდან აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა აკუმულატორს, რითაც ა---------–-–----–-–---–ს მიადგა 315 ლარის ზიანი, რომლის კავლიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
ყაჩაღობის ეპიზოდი
დაზარალებულ გ----------------ს ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს შპს „ნ---------ში“ დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე. შემთხვევის დღეს, 24 საათიან ცვლაში გ--------–--------–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 03:00 საათზე, ეზოდან შემოესმა ძაღლების ყეფა. თავდაპირველად მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, თუმცა შემდეგ, როდესაც განმეორდა ძაღლების ყეფა, მოწმემ გაიხედა გზაზე, სადაც მოთავსებულია წყლის ცისტერნიანი ა/მანქანა. იქვე იყო ა/მანქანის აკუმულატორებიც. მოწმის განმარტებით, გარეთ გასვლისას შენიშნა მისი ყოფილი თანამშრომელი - ბრალდებული ს---–-----------–---–ი, რომელიც ეუბნებოდა, რომ აკუმულატორები მას ეკუთვნოდა და სურდა მათი წაღება, თუმცა მან ამის საშუალება არ მისცა. იგი შეეცადა ს---–-----------–---–ი შეეყვანა დაცვის ოთახში, პასუხად ბრალდებულმა პატარა დანა ამოიღო ჯიბიდან და დაემუქრა - თუ არ გაუშვებდა დაარტყამდა. აღნიშნული გარემოების გამო, მოწმე იძულებული გახდა გაეშვა ბრალდებული. ამის შემდეგ, იგი შევიდა ოთახში, გააღვიძა მეწყვილე, რომელსაც ჩასძინებოდა და ერთად გამოვიდნენ გარეთ. გარეთ გამოსვლისას ნახა, რომ ერთი აკუმულატორი წაღებული იყო, რის გამოც დარეკა ოპერატიულ სამსახურში, რომლებმაც თავის მხრივ დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ შეატყობინეს პოლიციას. მოწმემ დაადასტურა, რომ იმ მომენტში, როდესაც ბრალდებული დანის გამოყენებით ემუქრებოდა, დაინახა, რომ მათკენ მიემართებოდა ტაქსი.
დაზარალებულმა ს--------–-------მ განმარტა, რომ 2018 წლის 17 დეკემბერს, ს---–-----------–---–ის მიერ აკუმულატორების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების შესახებ შეიტყო თავისი თანამშრომლისგან, თავად ფაქტის უშუალო შემსწრე არ ყოფილა.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (13.12.2018) დგინდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე გ----------------მ მიუთითა ის ადგილი, საიდანაც ს---–-----------–---–ი ცდილობდა აკუმულატორების მოპარვას. მისი მისვლის და ძიძგილაობის შემდეგ, ს---–-----------–---–მა ამოიღო დანა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, გ----------------მ აგრეთვე მიუთითა, თუ რა მიმართულებით მიჰქონდა ს---–-----------–---–ს ერთი ცალი აკუმულატორი; აგრეთვე ადგილი, სადაც აღმოაჩინა გადაადგილებული ნივთი.
მოწმე გ--------–--------–ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს შპს „ნ---------ში“ დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე. შემთხვევის დღეს, 24 საათიან ცვლაში გ----------------სთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ღამის საათებში, შესვენებით სარგებლობისას წამოწოლილი იყო დაცვის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ მოსასვენებელ ოთახში, რა დროსაც მასთან მივიდა გ---------------- სიტყვებით „მიშველე“. ამ უკანასკნელმა მოუყვა მას, თუ როგორ დაემუქრა დანის გამოყენებით პირი, რომელიც ცდილობდა აკუმულატორების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას. იგი სასწრაფოდ გაჰყვა მეწყვილეს ქარხნის ეზოში, რა დროსაც იქვე მდგარი სატვირთო ა/მანქანის წინ შენიშნა აკუმულატორი, ხოლო პირი, რომელიც გ----------------ს დანის გამოყენებით დაემუქრა, იქ აღარ დახვდათ. ამის შემდეგ, მათ დანაშაულებრივი ქმედების ფაქტი შეატყობინეს ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. მოწმემ დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 30-35 მეტრის მოშორებით აღმოაჩინეს მეორე აკუმულატორიც.
მოწმე ა---------–-–----–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ შპს „ნ---------ს“ უწევს სატრანსპორტო მომსახურებას. შემთხვევის დღეს მისი კუთვნილი ა/მანქანა, რომელიც რეგისტრირებული იყო მეგობრის - მ--–-------------–---–ის სახელზე, გაჩერებული ჰყავდა ქ. თ---–--–---–-------–------–---ს ქუჩაზე. მომდევნო დილით, მან თანამშრომლისგან შეიტყო დანაშაულებრივი ქმედების შედეგად აკუმულატორების ქურდობის შესახებ. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა დაათვალიერეს მისი ა/მანქანა, აგრეთვე შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც შემთხვევიდან რამდენიმე მეტრში ამოღებულ იქნა ერთი ცალი აკუმულატორი. მოწმეს მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის მიუხედავად ბრალდებულთან პრეტენზია არ აქვს.
მოწმე მ--–-------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ „ვოლვოს“ ფირმის ა/მანქანა (სახ. ნომრით D------) ერთი წლის წინ გაასხვისა ა---------–-–----–-–---–ზე, თუმცა ამჟამად კვლავ მის სახელზეა რეგისტრირებული. შესაბამისად, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალდა არა თავად, არამედ ა---------–-–----–-–---–ი.
მოწმის სახით დაიკითხვენ ვ-–--------------–--------------------------------–----ე, ნ------–-------------------------–---–ი, რომელთაც დაადასტურეს მათი მონაწილეობით შედგენილ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ამსახველი ოქმების სისწორე.
ბრალდებულმა ს---–-----------–---–მა თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, აკუმულატორების მოპარვის განზრახვით მივიდა შპს „ნ---------ის“ ტერიტორიაზე, სადაც გაჩერებული ა/მანქანიდან გადმოიღო ორი ცალი აკუმულატორი. ერთი მათგანი ა/მანქანიდან დაახლოებით 15-20 მეტრის დაშორებით გადააადგილა, რათა ტაქსთან, რომლის მეშვეობითაც უნდა წაეღო ის, ახლოს ყოფილიყო. როდესაც მეორე აკუმულატორისთვის უკან დაბრუნდა, იგი შეაჩერა დაცვის თანამშრომელმა, რომელიც ცდილობდა მის შეყვანას სამორიგეო ოთახში. ამ დროს მათ შორის მოხდა შელაპარაკება, თუმცა რაიმე კანონსაწინააღმდეგო იარაღი, მაგალითად დანა, შემთხვევის დროს თან არ ჰქონია. შელაპარაკებისას იგი ხელიდან დაუსხლტა დაცვის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №--------- დასკვნით დგინდება, რომ ს---–-----------–---–ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ს---–-----------–---–ს რაიმე ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნებოდა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ს---–-----------–---–ს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ს---–-----------–---–ს გაცნობიერებული აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის. ს---–-----------–---–ი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა - თ------------–-----–---–მა.
სააპელაციო პალატამ შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ს---–-----------–---–ის მიერ ა---------–-–----–-–---–ის კუთვნილი და შპს „ნ---------ის“ მფლობელობაში არსებული ა/მანქანიდან ორი აკუმულატორის აშკარა გატაცების ფაქტი, გ----------------სთვის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით. შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რო არც დაცვის მხარე უარყოფს იმ გარემოებას, რომ შემთხვევის დღეს ს---–-----------–---–ი ნამდვილად იმყოფებოდა შპს „ნ---------ის“ კუთვნილ ტერიტორიაზე, საიდანაც დაეუფლა აკუმულატორს. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა სხვისი ნივთის დაუფლების ხერხი, რადგან დაცვის მხარის მტკიცებით ს---–-----------–---–ი აკუმულატორების ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მივიდა შპს „ნ---------ის“ ტერიტორიაზე, სადაც ნივთის დაუფლების პროცესში შემჩნეულ იქნა დაცვის თანამშრომლის მიერ. შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების უტყუარად დასადგენად უმნიშვნელოვანესია თვითმხილველი მოწმის - გ----------------ს ჩვენება, რომელმაც დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერა მოვლენათა განვითარება მას შემდეგ, რაც დაინახა შპს „ნ---------ის“ ტერიტორიაზე მყოფი ს---–-----------–---–ი, რომელიც ცდილობდა კომპანიის ტერიტორიაზე არსებული ა/მანქანიდან აკუმულატორების დაუფლებას, რისი უფლებაც მან არ მისცა, მიუხედავად იმისა, რომ ს---–-----------–---–ი ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ აკუმულატორები მას ეკუთვნოდა. იგი შეეცადა დამნასავის დაცვის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში შეყვანას, რა დროსაც ს---–-----------–---–მა ამოიღო პატარა დანა და დაემუქრა - თუ არ გაუშვებდა დაარტყამდა. თავდამსხმელისგან მომდინარე საფრთხიდან გამომდინარე, იგი იძულებული შეიქნა გაეშვა იგი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ რაიმე სახის გარემოება, რაც ეჭვს გააჩენდა მოწმის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, სასამართლოშ მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა. რაც შეეხება გ----------------ს მეწყვილის - გ--------–--------–ის ჩვენებას, იგი სრუსლ თანხვედრაშია გ----------------ს ჩვენებასთან, კერძოდ, იგი იყო მოსასვენებელ ოთახში, როდესაც მასთან მივიდა გ----------------, რომელიც შველას სთხოვდა და უამბო, როგორ დაემუქრა დანის გამოყენებით პირი, რომელიც ცდილობდა აკუმულატორების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას. იგი სასწრაფოდ გაჰყვა მეწყვილეს ქარხნის ეზოში, რა დროსაც იქვე მდგარი სატვირთო ა/მანქანის წინ შენიშნა აკუმულატორი, ხოლო პირი, რომელიც გ----------------ს დანის გამოყენებით დაემუქრა, იქ აღარ დახვდათ.
რაც შეეხება აპელანტის მტკიცებას, თითქოს ს---–-----------–---–ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება შეიცავს არა ყაჩაღობის, არამედ ქურდობის შემადგენლობის ნიშნებს, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს რგუმენტირებულ მსჯელობას, რომლის თანახმად ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანი მისი ფარული ხასიათია, რომელიც ქმედების სხვა პირთაგან შეუმჩნევლად ჩადენას გულისხმობს. რაც შეეხება ყაჩაღობას, მისი ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია დანაშაულის აშკარად, სხვა პირთათვის ხილულად ჩადენა. უფრო მეტიც, ყაჩაღობის დროს დამნაშავე მსხვერპლის მიმართ ახორციელებს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარას. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ქმედების შემადგენლობის განხორციელება სულხან მამინაიშვილის თავდაპირველი განზრახვით მხოლოდ ქურდობას მოიცავდა, თუმცა ქმედების შემადგენლობის დასრულებამდე, მისი ქმედება ყაჩაღობაში გადაიზარდა.
ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად დადასტურდა, რომ ს---–-----------–---–მა მოხსნა ა---------–-–----–-–---–ის კუთვნილ და შპს „ნ---------ის“ მფლობელობაში არსებულ ა/მანქანას ორივე აკუმულატორი, რაც შენიშნა შპს „ნ---------ის“ დაცვის თანამშრომელმა გ----------------მ, რომელმაც ს---–-----------–---–ს ხელი დაუჭირა და შეეცადა მის შეპყრობას. ს---–-----------–---–მა ამოიღო დანა და გ----------------ს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა გაშვება, რომლის კავლიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
რაც შეეხება აპელანტის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმეები გ---------------- და გ--------–--------–ი არ იყვნენ დაზარალებულად ცნობილები, რაც თითქოსდა ამტკიცებდა მსჯავრდებულის უდანაშაულობას საქართველოს სსკ-ის 179-ე და 178-ე მუხლებით გათვალისწინებულ ბრალდებაში, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული არგუმენტი დაცვის მხარის მიერ გაჟღერებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშ, რაზეც სასამართლომ არგუმენტირებული პასუხი გასცა შმაჯამებელ გადაწყვეტილებაში, რასაც სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს, კერძოდ, ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ დაზარალებულის სტატუსი დანაშაულის შედეგად დაზარალებულ ყველა პირს არ მინიჭებია, რაც ექსკლუზიურად ბრალდების მხარის პრეროგატივაა, თუმცა აღნიშნული სრულებით არ გამორიცხავს ს---–-----------–---–ის ბრალეულობას.
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაშითბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ ს---–-----------–---–ის მსჯავრდებისა და კვალიფიკაციის ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს.
რაც შეეხება ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას - მნიშვნელოვან ზიანს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს, ს---–-----------–---–ი შპს „ნ---------იდან“, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 7 ცალ, დაახლოებით 5 მეტრი სიგრძის სპილენძის მილს, რომლის ღირებულება აღემატება მნიშვნელოვანი ზიანის ნიშნულს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც ს---–-----------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ძარცვისთვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამ დანაშაულისგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები და ასევე დამატებითი ობიექტია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა, ვინაიდან ძარცვას შეიძლება ახლდეს ისეთი ძალადობა, რაც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ძარცვის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს აშკარად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, დანაშაულის აშკარა ხასიათი გულისხმობს, რომ ნივთის დაუფლება ხდება თვალნათლივ, როგორც მესაკუთრისათვის/მფლობელისათვის/მოსარგებლისათვის, ასევე სხვა ადამიანებისთვისაც. ამასთან, აუცილებელია, რომ დამნაშავეს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ სხვა პირებს გააზრებული აქვთ მისი მოქმედების დანაშაულებრიობა.
რაც შეეხება ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას - მნიშვნელოვან ზიანს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში (რაშიც შედის 178-ე მუხლიც) მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 17 დეკემბერს, ს---–-----------–---–ი ა---------–-–----–-–---–ის კუთვნილ და შპს „ნ---------ის“ მფლობელობაში არსებული ა/მანქანიდან აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა აკუმულატორს, რითაც ა---------–-–----–-–---–ს მიადგა 315 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რაც აღემატება მნიშვნელოვანი ზიანის ნიშნულს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ძარცვა ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც ს---–-----------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ყაჩაღობისთვის. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ანდა ასეთი ძალადობის მუქარა, რომელიც უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. ამასთან დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან საფუძვლიანი ეჭვი უნდა გაუჩნდეს, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მუქარა რეალიზებული იქნება. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს საკუთრების უფლებას და ადამიანის ჯანმრთელობას, შესაბამისად ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია, როგორც საკუთრების უფლება, ისე ადამიანის ჯანმრთელობა.
ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 17 დეკემბერს, ს---–-----------–---–მა ა---------–-–----–-–---–ის კუთვნილ და შპს „ნ---------ის“ მფლობელობაში არსებულ ა/მანქანასთან მოხსნა ორივე აკუმულატორი, რაც შენიშნა შპს „ნ---------ის“ დაცვის თანამშრომელმა გ----------------მ და შეეცადა მის შეჩერებას, რაზეც ს---–-----------–---–მა ამოიღო დანა და გ----------------ს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა გაშვება, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც ს---–-----------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ს---–-----------–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, ხოლო
სააპელაციო პალატამ იმსჯელა და შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნება და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 სექტებმრის განაჩენი უნდა შიცვალოს სასჯელის ნაწილში. შმდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ს---–-----------–---–მა ქურდობის ნაწილში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ანგარება/სხვისი ნივთების დაუფლება), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულები), მსჯავრდებულის პიროვნებას/მის წარსულ ცხოვრებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი პიროვნების/წარსული ცხოვრების უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა), ოჯახურ მდგომარეობას (ჰყავს მცირეწლოვანი შვილები), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს (სანოტარო წესით დამოწმებული აქტებით დგინდება, რომ ს---–-----------–---–მა დაზარალებულებს აუნაზღაურა ზიანი და დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ აქვთ) და მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ამასთან, ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, ს---–-----------–---–ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რა დროსაც საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები.
6. ნივთმტკიცებების ბედის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: ამოღებული მილები უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, ხოლო ერთი ცალი დისკი შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ს---–-----------–---–ის ადვოკატ თ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის განაჩენში;
ს---–-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.
ს---–-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით.
ს---–-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს---–-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.
ს---–-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 4 იანვრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩათვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 17 დეკემბრიდან 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ს---–-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება - ამოღებული მილები დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, ხოლო ერთი ცალი დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი