განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2020
საქმის ნომერი
120100119003151191
ინსტანცია
თარიღი
13.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119003151191

საქმე №1ბ/306 -20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 მარტი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ლ-------–--–---–ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–---------–--------------------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ----------------------–-----------------------------–---------------------------------------------

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სასჯელი:

თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ-------–--–---–ის ადვოკატმა კ---------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა ლ-------–--–---–ის მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას, კერძოდ განაჩენში მითითებულია, რომ თითქოს ლ-------–--–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ე.წ. დაზარალებულ ნ----–-------ეს, რა დროსაც ნ----–-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მითითებული გარემოებები არც დაზარალებულს და არც მოწმეებს არ დაუდასტურებიათ, ვინაიდან დაზარალებულმა, ნ----–-------ემ, მოწმეებმა-ო------------------ ე-–--–---–ებმა, ისარგებლეს მათთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე. სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებეულებების და ვარაუდის საფუძველზე მოახდინა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ეფუძნება სასამართლოში დაკითხულ ირიბი მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც აღნიშნულ ფაქტს არ შესწრებიან და აფიქსირებენ სხვისგან გაგონილ ინფორმაციას. აპელანტს მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას და მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე იქნა სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მსჯავრდებულის მიმართ.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

ლ-------–--–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 20:10 საათზე, ქ-----------–------------------------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში დაბრუნებულმა ლ-------–--–---–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ნ----–-------ეს, ეჭვიანობის ნიადაგზე დაუწყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რა დროსაც თავი ჩაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ნ----–-------ემ მიიღო ცხვირის ძვლის მოტეხილობა, აღნიშნულის შემდეგ ლ-------–--–---–მა ხელების დარტყმით სახისა და ტანის არეში ნ----–-------ეს სხეულზე მიაყენა მრავლობითი დაზიანებები და კედელზე მიჯახებით გაუტეხა თავი.

ლ-------–--–---–ის ძალადობრივი ქმედების შედეგად დაზარალებულმა ნ----–-------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

ბრალდებულმა ლ-------–--–---–მა ისარგებლა დუმილის უფლებით.

 

დაზარალებულმა ნ----–-------ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

არასრულწლოვანმა მოწმეებმა - ო----- ე-–--–---–მა, თ----- ე-–--–---–მა ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს თავისი ახლო ნათესავის (მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

მოწმე ი-----–- ე-–--–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (ძმის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმე თ---------–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არასრულწლოვანი მოწმეების - ო----- ე-–--–---–ის და თ----- ე-–--–---–ის კანონიერი წარმომადგენელია და მათ მიმართ, გამოძიების ეტაპზე, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების დროს დაცული იყო არასრულწლოვანთა უფლებები.

 

მოწმე ა---------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, 2019 წლის 05 ივლისს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ,,112-დან“ მიიღო შეტყობინება, სადაც შეტყობინების ინიციატორი იტყობინებოდა, რომ ,,--------------------–---–------------------------“-ში მოხდა ოჯახური ძალადობა, კერძოდ, ლ-------–--–---–ი ძალადობდა მის მეუღლეზე - ნ----–-------ეზე. ამ შეტყობინებაზე მოახდინა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. ადგილზე მივიდნენ, საღამოს 18-დან 20 სთ-მდე პერიოდში. მისვლისას დაადგინეს შეტყობინების ინიციატორი და მისი საცხოვრებელი ადგილი. იყო კერძო სახლი, სადაც ლ-------–--–---–ი იმყოფებოდა თავის ორ არასრულწლოვან შვილთან და მეუღლესთან, ნ----–-------ესთან, ერთად. ნ----–-------ე იყო შეშინებული, სახეზე ეტყობოდა, რომ იყო ნამტირალევი. აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, თავი ჰქონდა გატეხილი, სისხლი მოსდიოდა შუბლიდან და თავიდან, მაჯები დალურჯებული ჰქონდა და ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული, იგი განმარტავდა, რომ მას ეს დაზიანებები მეუღლემ, ლ-------–--–---–მა, მიაყენა და ამის გამო პოლიციელებისგან ითხოვდა დახმარებას. ნ----–-------ესთან საუბრის დროს ლ-------–--–---–იც იქვე იმყოფებოდა, მას მეუღლის ნათქვამთან დაკავშირებით არაფერი განუმარტავს. ლ-------–--–---–საც აღენიშნებოდა კისრის არეში დაზიანებები, ნაკაწრები ჰქონდა, რომელთან დაკავშირებითაც განმარტავდა, რომ დაზიანებები მიიღო იმავე დღეს მეუღლესთან ჩხუბის (კონფლიქტის) დროს - იმ შემთხვევის დროს, რის გამოც პოლიციელები იყვნენ მისულები. გასაუბრების შემდეგ მათ შესაბამისი დახმარება გაუწიეს ნ----–-------ეს, ხოლო სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, ვინაიდან თავზე არსებული ჭრილობა გასაკერი იყო. მოწმე ეთანხმება გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებას და მის მიერ შესრულებული დოკუმენტებისა და საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს. დამატებით განმარტავს, რომ დაკავებისას ლ-------–--–---–ს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს დაკავების საფუძველზე და იმ გარემოებაზე რომ ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით იყო დაკავებული. მათ წინააღმდეგობას არ უწევდა და განმარტავდა, რომ: ,,მან იჩხუბა მეუღლესთან, რომელსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა“.

მოწმე გ------- მ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი. ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება შემთხვევის ადგილის დათვალიერება ექსპერტ ვ-–- გ--–-–---–თან ერთად. დათვალიერებას ესწრებოდა ლ-------–--–---–ის ძმა ი-----–- ე-–--–---–ი. შემთხვევის ადგილი მდებარეობს: ქ-----------–--------------------------–-. სახლის შესასვლელის ეზოში, მარჯვენა მხარეს ძირს ეგდო დანა, რომელიც ამოღებული და დალუქული იქნა ექსპერტის მიერ სათანადო წესით, სახლის დათვალიერებისას სასადილო ოთახის შესასვლელში მარჯვენა და მარცხენა მხარეს შეინიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, რომელიც ასევე ამოიღო და დალუქა ექსპერტმა, სასადილო ოთახში განთავსებული იყო სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის ტელევიზორი, რომლის ეკრანიც გაბზარული იყო, საცხოვრებელი ბინის პირველი სართული საცხოვრებლად არ იყო განკუთვნილი, მეორე სართულზე ასვლისას, შესასვლელ ოთახში შეინიშნებოდა არეულობის კვალი, ძირს ეყარა სხვადასხვა ნივთების მინის ნამსხვრევები, რაც ასევე ამოღებული და დალუქული იქნა ექსპერტის მიერ სათანადო წესით. საძინებელ ოთახში შესვლისას განთავსებული იყო ასევე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ხის საწოლი იყო დამტვრეული, მომდევნო საძინებელ ოთახშიც შეინიშნებოდა არეულობის კვალი, ტანსაცმელი ძირს ეყარა, ტანსაცმლის კარადა დამტვრეული იყო. ექსპერტმა გადაიღო ფოტოსურათები, რომელიც ერთვის ოქმს. მოწმე დაეთანხმა გამოძიების დროს მისი ჩვენების სისწორეს და მის მიერ შესრულებული დოკუმენტებისა და საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს.

მოწმე ლ--–-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმი. 2019 წლის 5 ივლისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, ,,112-დან“ მიიღეს შეტყობინება, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, ქ-----------–---------------------ში. გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. საღამოს საათები იყო. ადგილზე მისვლისას პოლიციის თანამშრომლები უკვე ადგილზე იყვნენ და თავიანთ სამუშაოს ასრულებდნენ. დაზარალებული ნ----–-------ე გარეთ იყო და მათ ელოდებოდა. დაზარალებული ჩასვეს სასწრაფო დახმარების მანქანაში, გასინჯვის მიზნით. დაზარალებულს სხეულზე აღენიშნებოდა სხვადასხვა დაზიანებები, დაჟეჟილობები, სილურჯეები, დაზიანებები ჰქონდა ხელებზე და ცხვირზეც, შედარებით სერიოზული დაზიანება თავზე ჰქონდა, კეფის არეში ჰქონდა სისხლმდენი ჭრილობა, მას გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება. როდესაც მას ჰკითხეს დაზიანებების გამომწვევი მიზეზი, ნ----–-------ემ განმარტა, რომ მას ეს დაზიანებები კონფლიქტის დროს მეუღლემ მიაყენა. შესთავაზა საავადმყოფოში გადაყვანა, რაზეც დაზარალებული თავიდან ჭოჭმანობდა, თუმცა შემდეგ მათ დათანხმდა. რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმები დაეხმარნენ, რადგან სჭირდებოდა ქირურგიული ჩარევა. მოწმე დაეთანხმა გამოძიების დროს მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორეს.

მოწმე რ------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ექიმი. 2019 წლის 5 ივლისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. საღამოს საათებში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მიიყვანა პაციენტი - ნ----–-------ე, რომელსაც ჰქონდა თავის ღია ჭრილობები, ზედაპირული ტრავმა და დაზიანებები, რომელიც მისი განმარტებით მიაყენა ქმარმა. ასევე აღენიშნებოდა შეშუპება და სისხლნაჟღენთები. მან გამოიძახა ქირურგი და აღნიშნული პაციენტი მას გადააბარა. გადაუღეს რენდგენოგრაფია, სადაც აღმოჩნდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა. პაციენტს ეცვა დახეული მაისური სისხლისმაგვარი ლაქებით. მიღებული ინფორმაცია და ჩატარებული გამოკვლევების შესახებ ინფორმაცია დააფიქსირა ავადმყოფობის ისტორიაში სრულყოფილად. მოწმე დაეთანხმა გამოძიების დროს მის მიერ მიცემული ჩვენებისა და მის მიერ შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის სისწორეს.

მოწმე ვ-–- გ--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ექსპერტი, რომელიც მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად გამომძიებელთან ერთად მივიდა ღამის საათებში, ქ-----------–----------------------ში. დათვალიერებას ესწრებოდა ლ-------–--–---–ის ძმა. სახლის შესასვლელი ეზო მოპირკეთებული იყო ბეტონის საფარით, რომელზეც შეინიშნებოდა მოწითალო ფერის, სისხლისმაგვარი ლაქები, იქვე ეგდო დანა რომლებიც ამოღებული და დალუქული იქნა სათანადო წესით, სახლში აღინიშნებოდა არეულობის კვალი, ტელევიზორი გატეხილი იყო, სხვადასხვა სახის ჭურჭელი იყო დამტვრეული, რომლებიც ასევე ამოღებული და დალუქული იქნა სათანადო წესით. მოწმე ეთანხმება გამოძიების დროს მის მიერ შედგენილი დოკუმენტებისა და შესრულებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს.

მოწმე თ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ექსპერტი, ესწრებოდა ინსპექტორ-გამომძიებლის გ------- ბ-–---ის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს, რომლითაც ადგილზე შემოწმდა ნ----–-------ის მიერ მოწმისა და დაზარალებულის სახით მიცემული ინფორმაცია. დაზარალებული ნ----–-------ე მიუთითებდა მათ იმ ადგილებს, სადაც მისმა მეუღლემ-ლ-------–--–---–მა მასზე განახორციელა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეს იყო ეზოს ტერიტორია და სახლის მეორე სართული. ნ----–-------ეს სახეზე ეტყობოდა ძალადობის კვალი - ჰქონდა დაზიანებები. მოწმე დაეთანხმა გამოძიების დროს მის მიერ შედგენილი დოკუმენტებისა და შესრულებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს.

მოწმე ხ------- ვ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ნ----–-------ის და. 2019 წლის 5 ივლისს, საღამოს, მას ტელეფონზე დაურეკა მისმა დამ - ნ----–-------ემ, იყო აღელვებული, ტიროდა და უთხრა, რომ თავი ჰქონდა გატეხილი და სთხოვა მისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება, ჭრილობები სტკიოდა და ესაჭიროებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. როდესაც მან ჰკითხა თავის გატეხვის მიზეზი, ნ----–-------ემ უპასუხა, რომ მეუღლესთან - ლ-------–--–---–თან ჩხუბი მოუვიდა და თავი გაუტეხა, მას სხვა დაზიანებები აღარ უხსენებია. მოწმემ განმარტა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლ-------–--–---–სა და ნ----–-------ეს ხშირი დაპირისპირება, კონფლიქტი და ჩხუბი ჰქონდათ. ლ-------–--–---–ი მეუღლეს შორდებოდა, ნ----–-------ე როდესაც წავიდოდა თავის მშობლებთან, ლ-------–--–---–ი ურეკავდა და სთხოვდა დაერწმუნებინა ნ----–-------ე, რომ შერიგებოდა მეუღლეს. მოწმე ცდილობდა დაერწმუნებინა თავისი და, რომ ოჯახი არ დაენგრია და შერიგებოდა ლ-------–--–---–ს, ისიც უჯერებდა. საბოლოოდ, ამ შედეგამდე მივიდნენ. მოწმემ შეასრულა დის თხოვნა და გამოიძახა სასწრაფო დახმარება ნ----–-------ის მისამართზე. მოწმე ეთანხმება გამოძიების დროს მის მიერ მიცემულ ჩვენებას სრულად.

შეტყობინება N--------ის თანახმად, 2019 წლის 5 ივლისს, შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოს სამორიგეოს დაუკავშირდა ,,ჯეო ჰოსპიტალსის" მორიგე ექიმი რ------------------ე რომელმაც განაცხადა, რომ საავადმყოში დახმარების აღმოჩენის მიზნით მიიყვანეს 1986 წელს დაბადებული- ნ----–- კ----- ასული ვ----ე, დიაგნოზით თავის ღია ჭრილობები და ზედაპირული ტრამვა, რომელიც მისი განმარტებით მიაყენა მისმა მეუღლემ, ლ-------–--–---–მა.

2019 წლის 6 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს, ბ---------–-------------------------ში და წარმოადგენს ლ-------–--–---–ის და მისი ოჯახის ეზოს და საცხოვრებელ სახლს. დათვალიერებით დადგინდა, რომ საცხოვრებელ სახლში იყო არეულობა, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა და ავეჯი იყო დამტვრეული. დათვალიერებისას ამოღებული იქნა, მოწითალო ფერის ლაქები სტერილური ჩხირებით, დამტვრეული მინის ჭურჭელის ნატეხები, რომლებიც დაილუქა შესაბამისი ლუქით. ექსპერტის მიერ გადაღებულია ფოტოსურათები, რომელიც თან ერთვის ოქმს.

სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათით N------- დადგენილია, რომ პაციენტის გასინჯვის ფურცელში ჩანაწერით ირკვევა, რომ ნ----–-------ე უჩივის ჭრილობის არსებობას კეფის მიდამოში, ტკივილს ცხვირის მიდამოში, 1 საათის წინ ოჯახური კონფლიქტის დროს დაზიანება მიაყენა ქმარმა. ტრამვის მომენტში გონება არ დაუკარგავს, გულისრევა და ღებინება არ ჰქონია. კეფის მიდამოში აღენიშნება ჭრილობა უსწორო დაჟეჟილი კიდეებით, ინტენსიური სისხლდენით, ცხვირის მიდამოში აღენიშნება ჰემოტომა. ჭრილობა დამუშავდა, დაედო კვანძოვანი ნაკერები.

ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N---------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს’’ ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N--------ისა და პირადი გასინჯვის მონაცემების მიხედვით, ნ----–-------ეს აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობა კეფის არეში, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულზე, აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

ექსპერტმა დ----- მ------–---–მა დაადასტურა ბორჯომის რაიონული სამმართველოს 2019 წლის 6 ივლისის დადგენილებების საფუძველზე 2019 წლის 6 ივლისს მის მიერ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს - 2019 წლის 5 ივლისს.

2019 წლის 6 ივლისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ნ----–-------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2019 წლის 6 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ნ----–-------ემ შემთხვევის ადგილზე მდებარე, ბ---------–-------------------------ში, მიუთითა და დაადასტურა დაზარალებული და მოწმის სახით გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაცია. ექსპერტის მიერ გადაღებულია ფოტოსურათები, რომელიც თან ერთვის ოქმს.

გამომძიებლებმა გ------- ბ-–---ემ, დ----- ბ-–---ემ, ლ-–- გ------–--ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ ლ-------–--–---–ის ადვოკატის კ---------------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ლ-------–--–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა და პასუხისმგებლობა დაწესებულია ისეთი განზრახი ქმედებისათვის, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. ობიექტური მხრივ, იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული შედეგის, როგორიცაა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამნაშავის ქმედებასთან. სუბიექტური მხრივ, ეს დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. მოტივსა და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ამ დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ყოველი შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენცია მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან, მათ შორის, კონვენცია მოუწოდებს მხარეებს მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს ისეთი წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც ადამიანზე სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს იძულების ან მუქარის გამოყენებით. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

 

როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, ისე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, ოჯახის წევრს ასევე წარმოადგენს მეუღლე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსხვერპლი - ნ----–-------ე არის ლ-------–--–---–ის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე, შესაბამისად, ქმედების დამატებითი კვალიფიკაცია 111 მუხლით - პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, არის სწორი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

უსაფუძვლოა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მას შემდეგ რაც დაზარალებულმა ნ----–-------ემ და მოწმეებმა: თ----- ე-–--–---–მა, ო----- ე-–--–---–მა და ი-----–- ე-–--–---–მა სასამართლოში უარი განაცხადეს ლ-------–--–---–ის მიმართ ჩვენების მიცემაზე, მსჯავრდებულის მიმართ შერაცხული მსჯავრდება არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

,,საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №527აპ-17).

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა არათუ შეცვალა, არამედ ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება, რაც უპირობოდ არ გულისხმობს გამოძიების მიმდინარეობისას საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის გამორიცხვას და დაუდასტურებლობას, როგორც ეს აღნიშნა დაცვის მხარემ. დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის დროს ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებსაც, რაც, როგორც წესი, განპირობებულია ოჯახური დანაშაულის ხასიათით, მოძალადისადმი დამოკიდებულებით და სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენით.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“ (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №766აპ-19).

 

სააპელაციო პალატამ, გააანალიზა რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებამ წარმოადგინა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ლ-------–--–---–მა ჩაიდინა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, ნ----–-------ის, მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ლ-------–--–---–ის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ლ-------–--–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ, ლ-------–--–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას ადასურებს შემდეგი მტკიცებულებები: სტაციონალური პაციენტის სამედიცინო N------- ბარათი, რომლითაც ირკვევა რომ ნ----–-------ე უჩივის ჭრილობის არსებობას კეფის მიდამოში, ტკივილს ცხვირის მიდამოში, 1 საათის წინ ოჯახური კონფლიქტის დროს დაზიანება მიაყენა ქმარმა. კეფის მიდამოში აღენიშნება ჭრილობა უსწორო დაჟეჟილი კიდეებით, ინტენსიური სისხლდენით, ცხვირის მიდამოში აღენიშნება ჰემოტომა. ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N---------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს’’ ბორჯომის მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N--------ისა და პირადი გასინჯვის მონაცემების მიხედვით, ნ----–-------ეს აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობა კეფის არეში, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულზე, აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ამ დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----- მ------–---–მა. მოწმე ხ------- ვ----ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არის დაზარალებულის და და ნ----–-------ემ შემთხვევიდან უმალვე სატელეფონო ზარით შეატყობინა მას მომხდარი ფაქტის შესახებ, კერძოდ, ის რომ მეუღლემ, ლ-------–--–---–მა, მიაყენა ჭრილობა თავის არეში და სთხოვა სასწრაფო დახმარების გამოძახება, რადგან მას სტკიოდა და ესაჭიროებოდა სამედიცინო დახმარება. მოწმე ა---------------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი დაუყონებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე და ადასტურებს ინფორმაციას დაზარალებულის ფსიქო-ემოციური და ვიზუალური მდგომარეობის თაობაზე, ასევე ლ-------–--–---–ის შესახებ, რაც პალატის შეფასებით, ცალსახად მიუთითებდა მცირე ხნით ადრე მათ შორის განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის შესახებ. მან ნ----–-------ესთან გაარკვია, რომ სხეულზე არსებული მრავლობითი დაზიანებები მიაყენა იქვე მასთან ერთად მყოფმა ლ-------–--–---–მა. აღნიშნულზე არც ლ-------–--–---–ს გამოუთქვამს წინააღმდეგობა. დანაშაულის ფაქტი მომხდარი იყო დროის უკანასკნელი მოკლე პერიოდის განმავლობაში - დაზარალებულს აღენიშნებოდა სისხლდენა ჭრილობებიდან, იყო ნამტირალევი, ითხოვდა დახმარებას, ტანთ ეცვა დახეული მაისური სისხლისმაგვარი ლაქებით. ამასთან, სახლში არსებული ვითარება - დამტვრეული ჭურჭელი, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა მიუთითებდა სწორედ დროის მოკლე უკანასკნელ პერიოდში მომხდარ კონფლიქტზე. ასევე თავად ლ-------–--–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც კონფლიქტში სწორედ მის მონაწილეობაზე მიუთითებდა. ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმს დაზარალებულმა განუცხადა, რომ დაზიანება მიაყენა მეუღლემ ლ-------–--–---–მა და იგივე ინფორმაცია დააფიქსირა სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის შემდეგ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის ლ--–-----------ის ჩვენებით დადგენილია, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა დაზარალებული შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, დაზარალებულს სხეულზე აღენიშნებოდა სხვადასხვა დაზიანებები, დაჟეჟილობები, სილურჯეები, დაზიანებები ჰქონდა ხელებზე და ცხვირზეც, შედარებით სერიოზული დაზიანება ჰქონდა თავზე, კეფის არეში ჰქონდა სისხლმდენი ჭრილობა, მას გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება. როდესაც მას ჰკითხეს დაზიანებების გამომწვევი მიზეზი, ნ----–-------ემ განმარტა, რომ მას ეს დაზიანებები კონფლიქტის დროს მეუღლემ მიაყენა. დაზარალებულის მიმართ არსებულ დაზიანებებსა და პირველად გაწეულ სამედიცინო დახმარებას ადსურებს შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ექიმის რ------------------ის ჩვენება. შემთხვევის ადგილზე დათვალიერების ოქმით დასტურდება, თუ რა ვითარება იყო შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, საცხოვრებელ სახლში იყო არეულობა, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა და ავეჯი იყო დამტვრეული. სახლის შესასვლელის ეზოში, მარჯვენა მხარეს ძირს ეგდო დანა, რომელიც ამოღებული და დალუქული იქნა ექსპერტის მიერ სათანადო წესით. დათვალიერებისას ამოღებული იქნა, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები სტერილური ჩხირებით, დამტვრეული მინის ჭურჭელის ნატეხები, რომლებიც დაილუქა შესაბამისი ლუქით. შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარება ასევე დადასტურებულია აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მოწმეების გ------- მ------–---–ის და ვ-–- გ--–-–---–ის ჩვენებებით. შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარება კი ადასტურებს დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის მომხდარ კონფლიქტის არსებობის ფაქტს.

მსჯავრდებულ ლ-------–--–---–ის ბრალეულობა დადასტურებულია დაზარალებულ ნ----–-------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმეტის ოქმით, აღნიშნულ ოქმში ასახული ინფორმაციის ავთენტუროაბა კი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ბ-–---ემ და ექსპერტმა თ----------------ემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის...... დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი #424აპ-16).

 

დაცვის მხარის განმარტება, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი არ აქვს არათუ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, ვერ იქნება გაზიარებული. თავდაპირველად უნდა განიმარტოს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ავტომატურად არ აბათილებს აღნიშნული პირის მონაწილეობით შედგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ საგამოძიებო მოქმედების სისწორეს და ოქმებში არსებულ გარემოებებს. რასაკვირველია, პოლიციის თანამშრომლები და ექიმები ვერ იქნებოდნენ ლ-------–--–---–ის და ნ----–-------ის ოჯახში არსებული კონფლიქტის უშუალო შემსწრე პირები და დაკითხვისას არც განუცხადებიათ რაიმე ფაქტზე წასწრების შემთხვევაზე. თავდაპირველად უნდა გაიმიჯნოს, თუ რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ უნდა შეფასდეს, გამოყენებული იყოს თუ არა ეს მტკიცებულება ბრალდების დასადასტურებლად. შესაძლებელია, რომ მხოლოდ ჩვენების ნაწილი ეხებოდეს გარემოებას (რასაც მოცემულ შემთხვევაშიც აქვს ადგილი), რომელიც სხვა პირისგან გახდა ცნობილი. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეების: ა---------------–--ის ჩვენებით დასტურდება ნ----–-------ის ეზოში დახვედრის, მისი მითითების საფუძველზე ლ-------–--–---–ის დაკავების ფაქტი, დაზარალებულ ნ----–-------ის ემოციურ და ფიზკურ მდგომარეობა, მოწმეების: ლ--–-----------ის და რ------------------ის ჩვენებებით დასტურდება დაზარალებულზე არსებული დაზიანებების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის ფაქტი, ასევე მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, კონფლიქტიდან უახლოეს პერიოდში, რაც არ შეიძლება შეფასდეს ირიბ ჩვენებად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც მათში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, ხოლო სხვა მტკიცებულება, რაც საკმარისი იქნებოდა მათი გაუზიარებლობისთვის, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სააპელაციო პალატა შეფასებას აძლევს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის განმარტება, იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ სამართალწარმოების პროცესში არასწორად შეფასებულმა ირიბმა მტკიცებულებებმა გამოიწვია მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა, ვერ იქნება გაზიარებული. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ლ-------–--–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ, ასევე საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ-ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთიმეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს, რომ ლ-------–--–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 იანვრის განაჩენი ლ-------–--–---–ის მიმართ არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული. საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა საფუძველი გახდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ლ-------–--–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ლ-------–--–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

ლ-------–--–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მის მიერ დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის (არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის) მიმართ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით. კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.

 

პალატა მსჯავრდებულ ლ-------–--–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის თანაზომიერების შეფასებისას ყურადღებას გაამახვიებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს (სტამბოლის კონვენციის) კონვენციის 45-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთას.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის დამამძიმებელ გარემოებაზე, კერძოდ, დანაშაულის მოტივზე (სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ჩადენილი ქალის მიმართ), ქმედების ინტენსივობაზე და ხასიათზე, რამაც პალატის შეფასებით გამოიწვია მოვალეობათა დარღვევის მაღალი ხარისხი, რისი გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ლ-------–--–---–ის ქმედება წარმოადგენს საზოგადოებისთვის მომეტებული საფრთხის შემცველს, რისი გათვალისწინებითაც მხოლოდ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, უზრუნველყოფს დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას.

 

ამასთან, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, ცალსახად წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს. სააპელაციო პალატა ასევე აცხადებს, რომ 2018 წლის 30 ნოემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 28 დეკემბრიდან, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლს დაემატა მე-3 და მე-4 ნაწილები. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლი) პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ლ-------–--–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სააპელაციო პლატა აღნიშნავას, რომ მართალია, მსჯავრდებულ ლ-------–--–---–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას არ არის დაცული საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, მაგრამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“, ხოლო ამავე კოდექსის 298-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება არა აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან მიიღოს მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის საჩივრის საფუძველზე და ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საასმართლოში წარმოდგენილია მხოლოდ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი, ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარი არ წარმოუდგინა, შესაგებელში კი ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვერ დაამძიმებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ ლ-------–--–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ლ-------–--–---–ის ადვოკატის კ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ-------–--–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ლ-------–--–---–ის ადვოკატის კ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ ლ-------–--–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

ლ-------–--–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ლ-------–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 6 ივლისიდან.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ლ-------–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: ნ----–-------ის კუთვნილი ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს ნ----–-------ეს. ერთი ცალი დანა, ნ----–-------ის სისხლის ნიმუში, სისხლისმაგვარი ლაქები, მინის ჭურჭლის ნამტვრევები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი