განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002950595
№1/ბ-875-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - ა-- ბ------–---–ის
მსჯავრდებულ - მ--------მ ქ------–ის
ადვოკატების - დ---თ ჯ--------ის, ზ----- მ--------ის
თარჯიმნის - თ----- შ-----–-ას მონაწილეობით
მსჯავრდებულების - მ----- ი------ის და მ----- ი-–-----ას მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე გა--ხილა სისხლის სამართლის საქმე მ----- მ----ს ძე ი------ის, მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პ/ნ 5----------; საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, სასუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ქ.ბათუმი, ფ---------ის ქუჩა №18-ში.
მ----- ქ----–--ს ძე ი-–-----ას მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პ/ნ 6----------, თურქეთს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, დასუოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: თურქეთის რესპუბლიკა, ქ. სტამბული, აქსარაის ქუჩა N18, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ლ-------------ძის N110.
მ--------- ს-------ის ძე ქ------–ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პ/ნ 2----------, თურქეთს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაუოჯახებელი, რეგისტრირებული: თურქეთის რესპუბლიკა; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ბათუმი, ვ---–---ძის ქ.N 261.
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ----- ი------ეს, მ----- ი-–-----ას და მ--------- ქ------–ს ბრალი ედებათ მასში, რომ ჩაიდინეს გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 08 თებერვალს, 0100 საათიდან 0500 საათამდე დროის პერიოდში, ქ.ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი N1-- რესტორან „ფ-–-“-ს თანამშრომლებმა მ---------- ქ------–მა, მ----- ი-–-----ამ და მ----- ი------ემ ჯგუფურად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ჰ------ ე-–------ის და ჯ------ კ-------ის მიმართ ფულის გადაცემის მოთხოვნით განახორციელეს ძალადობის გამოყენების მუქარა და ძალადობა. კერძოდ, აღნიშნული პირები სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ითხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი არარსებული მენიუს საზღაურის - 3200 ლარის გადახდას, ამავდროულად ამ მუქარის განხორციელების მომენტში მ----- ი------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჯ------ კ-------ს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 ოქტომბრის განაჩენით მ--------მ ქ------–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
მ--------მ ქ------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მ----- ი------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
მ----- ი------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრ თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განაჩენით და--შნული პირობითი მსჯავრი - 01 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად ბოლო განაჩენით და--შნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განაჩენით და--შნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მ----- ი------ეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მ----- ი-–-----ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
მ----- ი-–-----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა: მსჯავრდებულების მ----- ი------ის, მ----- ი-–-----ას და მ--------- ქ------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ---თ ჯ--------ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი და მსჯავრდებულები ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ, ვინაიდან სასამართლო განაჩენის გამოტა--ს დროს მთლიანად დაეყრდნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლით დაკითხულ დაზარალებულად ცნობილი პირების - ჯ------ კაიაჰუნის და ჰ------ ე-–------ის ჩვენებებს, რომელთა დაკითხვაშიც დაცვის მხარე არ მონაწილეობდა. ადვოკატი დ---თ ჯ--------ე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე და114-ე მუხლების საფუძველზე, დაცვის მხარის მონაწილეობის გარეშე გამოძიების სტადიაზე დაკითხულ დაზარალებულთა ჩვენებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა დაუშვებელია, ვინაიდან დაცვის მხარეს ეზღუდება ჯვარედინი დაკითხვის უფლება. ადვოკატი, ასევე, არ ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის იმ მონაკვეთს, სადაც მოსამართლე უთითებს ვიდეო მასალის უდავო მტკიცებულებად ცნობაზე, ვინაიდან როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მხარეებს ვიდეო მასალა უდავოდ არ გაუხდიათ, ისინი შეთანხმდნენ, რომ ვიდეო მასალა გამოკვლეულად ჩათვლილიყო მისი დიდი მოცულობის გამო. რადგან ვიდეო მასალა უხმოა, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მოწმეთა ჩვენებებით და გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც ადასტურებენ, რომ არამარტო სიცოცხლის მოსპობის მუქარას ან ფსიქოლოგიურ ზეწოლას, არამედ რაიმე სახის შეურაცხყოფასაც კი ადგილი არ ჰქონია.
აპელანტი - მსჯავრდებულების: მ----- ი-–-----ას, მ---------- კ------–ის და მ----- ი------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი დ---თ ჯ--------ე მიიჩნევს, რომ საქმეში არსებობს 6 პირდაპირი გამამართლებელი მტკიცებულება, რომელიც მსჯავრდებულების უდანაშაულობას ამტკიცებს. აგრეთვე, მსჯავრდებულების უდანაშაულობას ამტკიცებს ბრალდების მხარის მოწმეების ირიბი ჩვენებებიც, ხოლო დაზარალებულების ჩვენებები წინააღმდეგობაშია არამხოლოდ ერთმანეთთან და ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებებთან, არამედ საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთანაც.
ასევე მსჯავრდებულ მ----- ი------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ----- მ--------ის მიერ წარმოდგენილ იქნა სააპელაციო საჩივარი, რომლებმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ მ----- ი------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვა, თვლის, რომ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა--სას უხმო ვიდეომასალას დაეყრდნო. ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო გვერდს ვერ აუვლის იმ ფაქტს, რომ სასამართლოში დაკითხული და მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით დასტურდება მხოლოდ და მხოლოდ მსჯავრდებულთა უდანაშაულობა, ხოლო გამოძიების დროს მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხულ დაზარალებულთა ოქმებით კონკრეტულად არაფერი დგინდება. დაზარალებულების მიერ გამომძიებლებთან და შემდგომში სასამართლოში მიცემული ჩვენებები ერთმანეთთან არის აცდენილი და ურთიერთსაწინააღმდეგო. ადვოკატი აღნიშნავს, რომ მოწმეებმა: ნ-------- თ----------–--ემ, ნ---- დ------ემ,მ------- ჭ----–---–მა, ე-–-----ა დ-------ემ და ა-–-----ა ვ---–---ძემ დაადასტურეს, რომ მსჯავრდებულების - მ----- ი-–-----ას და მ---------- კ------–ის მხრიდან იყო მხოლოდ და მხოლოდ მომსახურების საფასურის გადახდის სიტყვიერი მოთხოვნა და რაიმე სახის ძალადობას, მუქარას და შანტაჟს ადგილი არ ჰქონია. ხოლო ვინაიდან საქმეში ცნობილი დაზარალებული პირები ქართველ ხალხს აუგად იხსენიებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, აღნიშნულით შეურაცხყოფილმა მ----- ი------ემ რესტორნის დატოვების მიზნით ხელზე მოკიდა ხელი ერთ-ერთ დაზარალებულს, რომელმაც არ ისურვა რესტორნის დატოვება, რის შემდეგაც ყოველგვარი ძალადობის გარეშე მ----- ი------ე განერიდა მათ. ვიდეო კამერებზე ასახული ინფორმაცია კი უპირობოდ გამორიცხავს რესტორანში დაზარალებულთა მიმართ მ----- ი------ის მხრიდან იძულების განხორციელების ფაქტს. ვინაიდან ვიდეო კადრები არის უხმო, ის გამორიცხავს იქ არსებული ვერბალური ურთიერთობის შინაარსის შეფასების შესაძლებლობას, ხოლო მასში ასახული მოძრაობები და ჟესტიკულაციები უპირობოდ არ ადასტურებს რაიმე სხის იძულების ფაქტს.
სააპელაციო საჩივარი ასევე წარმოდგენილ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-- ბ------–---–ის მიერ, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულების მ----- ი------ის, მ----- ი-–-----ას და მ--------- ქ------–ის საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დამნაშავეებად ცნობა და მსჯავრდებულთა მიმართ უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდება მოითხოვა, ვინაიდან ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მსჯავრდებულების - მ----- ი------ის, მ----- ი-–-----ას და მ---------- კ------–ის მიმართ როგორც კვალიფიკაციის ნაწილში, ასევე და--შნული სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარის მოსაზრებით, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულე-ბის - ჰ------ ე-–-------ისა და ჯ------ კ-------ის მიერ მიცემული ჩვენებები, ვიდეოჩანაწერი, მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა, რომ ბრალად წარდგენილი კვალიფიკაცია იყო აბსოლუტურად სწორი და შეესაბამებოდა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს.
მხარეებს სააპელაციო საჩივრებზე შესაგებლები არ წარმოუდგენიათ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტებს, მსჯავრდებულების - მ----- ი------ის, მ----- ი-–-----ას და მ--------- ქ------–ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - დ---თ ჯ--------ეს, ასევე მსჯავრდებულ მ----- ი------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - ზ----- მ--------ეს რომლებიც პროკურორის სააპელაციო საჩივარს არ დაეთანხმნენ და თავიანთი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილება მოითხოვეს.
– ასევე აპელანტს: პროკურორ ა-- ბ------–---–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ჯ------ კ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ხუთშაბათს საკუთარი ავტომანქა--თ ღამის პირველ საათზე გადაკვეთა სარფის საზღვარი მეგობარ ჰ------ ე-–------თან ერთად და შემოვიდა თურქეთიდან საქართველოში. საზღვარზე გაიცნო ორი ქალბატონი, რომელთაც სთხოვეს ბათუმამდე გაყვანა, რაზედაც დათანხმდნენ. ქალბატონებმა აუხსნეს, რომ იყვნენ ადგილობრივები და რადგან პატივი სცეს, დაეხმარებოდნენ, მიიყვანდნენ ისეთ სასტუმროში, სადაც მოისვენებდნენ და კარგად გაუმასპინძლდებოდნენ. ქალბატონებმა ასევე უთხრეს რომ, სასტუმრო საპრობლემო არ იყო და შეეძლოთ, რომ ბოლომდე ნდობოდნენ ყველანაირად და კარგი პიროვნებებიც მუშაობდნენ. მანდილოსნების მითითებით მივიდნენ სასტუმროში სადაც წინასწარ გადაიხადეს ფული, რის შემდეგაც ერთერთმა გოგონამ უთხრა, რომ წაყოლოდნენ იქვე ახლოს მდებარე რესტორანში (კაფეში) სადაც ღორის ხორცი არ იყო მენიუში. ისინი ფეხით მივიდნენ დათქმულ ადგილას და როდესაც შევიდნენ რესტორანში იქ დახვდათ ორი მანდილოსა-- და კიდევ ერთი პირი. შესვლისთანავე მიხვდა, რომ იყო ჩვეულებრივი სასადილო. დისკო ან გასართობი ცენტრი, რომ ყოფილიყო შიგნით არ შევიდოდნენ, ვინაიდან საქმეზე იყვნენ ჩამოსულნი და მხოლოდ საჭმელი უნდოდათ, რადგან დაღლილები იყვნენ და დილით თბილისში უნდა წასულიყვნენ. ჯ------ კ-------მა და მისმა მეგობარმა ჰ------ ე-–------მა გუფთა და თურქული ალკოჰოლური სასმელი პატარა ბოთლით რახი მოითხოვეს. მიუხედავ მათ მიერ შეკვეთილი გუფთის და რახისა სუფრაზე მიიტანეს ხილის ასორტი, დიდი ლიტრია-- ბოთლი რახი, სადაც მცირედი იყო დარჩენილი ალკოჰოლი და ალკოჰოლური სასმელი ვისკი. მას ძალიან გაუკვირდა იკითხა რომ დასახელებული სასმელი და საჭმელი არ შეუკვეთავს და რატომ მოჰქონდათ მაგრამ მისმა თანმხლებმა გოგონამ განუმარტა პრობლემა არ არის, შენ რაც შეუკვეთე ის გადაიხადე დანარჩენზე არ იდარდოო. გოგონამ ასევე აუხსნა, რომ ეს რესტორა-- დეიდამისის იყო და პრობლემა არ იქნებოდა. საჭმლის ჭამის შემდეგ მოითხოვა ანგარიში რათა გადაეხდა ფული და წასულიყო დასაძინებლად. როცა ანგარიში მოითხოვა, მათთან მივიდა მამაკაცი გაეცნო, როგორც მზარეული (მოარამი) და მიუტანა ანგარიში სადაც 3020 ლარი ეწერა. ჯ------ კ-------ს და ჰ------ ე-–------ს გაუკვირდათ ეგონათ 30 ლარი იყო გადასახდელი და ტექნიკური შეცდომასთან ქონდათ საქმე. ამ დროს ის ქერათმია-- მანდილოსა--, რომელმაც თქვა დეიდამისის იყო სასადილოო, ადგილზე აღარ იყო. პირს, რომელიც წარუდგა მზარეულად, კულტურულად მიმართეს და ჰკითხეს სახელი, მაგრამ ეს უკანასკნელი აგრესიული გახდა და უპასუხა რაში გაინტერესებთო, აქ წერია რომ 3020 ლარი გაქვთ გადასახდელი, ეს თქვენს მაგიდაზე მოსული ანგარიშია და უნდა გადაიხადოთო. თან დაემუქრა თუ არ გადაიხდიდა ცოცხალები ვერ გავიდოდნენ გარეთ და მხოლოდ მათ ძვლებს გაიტანენ იქიდან. ჯ------ კ-------მა უკან არ დაიხია და კითხა მზარეულს აეხსნა მისთვის რატომ უნდა გადაეხადა ამ ოდენობის თანხა. ეს ორი თეფში გუფთა 3020 ლარი, როგორ შეიძლებოდა ღირებულიყო. სწორედ ამ დროს სხვებიც მივიდნენ მათ მაგიდასთან, სულ ხუთნი იყვნენ, ერთერთი ქართველი იყო, რომელსაც თვალი ქონდა დაზიანებული, (ეს პირი გაეცნო როგორც რესტორნის დირექტორი) მეორეც ქართველი იყო, ორი მათგა-- თურქი ეროვნების იყვნენ. ერთერთი მათგანს მოამერი ერქვა სწორედ ის პირი ვინც მზარეულად გაეცნო. ისინი ყველა ცდილობდნენ შეეშინებინათ ჯ------ი და ჰ------ი. ერთერთმა მათგანმა, რომელიც ქართველი იყო მაგიდაზე ხელი დაარტყა და დაიწყო გინება ლანძღვა, პირადად მას ხელითაც შეეხო. ყოველივე ამის გამო მისი მეგობარს ჰ------ ე-–------ი შეშინდა და უთხრა: კარგი ძმაო გად---ხადოთ გადასახდელი და წავიდეთ აქედან ცოცხლებიო, მაგრამ ჯ------ი მეგობარს არ დათანხმდა, მოითხოვა პოლიციის გამოძახება და რასაც პოლიცია გადაწყვეტდა ისე მოიქცეოდა. პირები ვინც ფულის გადახდა აიძულებდნენ სულ ხუთნი იყვნენ. ეს პირები წავიდნენ და მათ მაგიდას მოცილდნენ, რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ მივიდნენ მაგიდასთან, უთხრეს შეღავათს გიკეთებთ, ვაკლებთ ოდენობას და ამჯერად 2500 ლარი გადაიხადეთო. მაგრამ ჯ------სგან ისევ ის პასუხი მიღეს, მან კატეგორიულად უთხრა, რომ თანხას არ გადაიხდიდა. შექმნილი ვითარებით გამო შეშინებულმა მისმა მეგობარმა ჰ------ ე-–------მა, რომელსაც ჯიბეში 1500 თურქული ლირა ედო გადაწყვიტა ამოეღო. ეს თურქული ლირა სქლად ჩანდა ჯიბეში, რომ ჩაიყო ხელი ამოღებისთვის ხელი მოკიდა მოჰამერიმ დაექაჩა ხელზე და უთხრა ხელი არ დაიტოვო ჯიბეში და ფული რაც გაქვს ამოიღეო. ჰ------ს ფული ძალით ამოაღებინეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში რესტორნის თანამშრომლები ყველანაირი უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. მისი მეგობარი გაიყვანეს გვერდით პატარა ოთახში. შეიყვანეს ისეთ ადგილას ოთახში სადაც კამერა არ ფუნქციონირებს. იქ დაუწყეს დამუქრება გაუპატიურებით. რესტორნის თანამშრომლები მიდიოდნენ და რიგრიგობით ემუქრებოდნენ. ამ მომენტში შუქები გათიშეს. ამის მერე ჯ------ს ერთერთმა მათგანმა ზემოდან მოქაჩა, დაუწყო ყვირილი ადექი გამოეთრიეო და სად მიყავდათ არ იცოდა. სწორედ ამ დროს ოთახიდან გავიდა მისი მეგობარი, რადგან უკვე შეშინებული იყო, თანახმა იყო გადაეხადა ფული. ჯ------საც უკვე ძალიან შეეშინდა. შენიშნა რომ რესტორანში არსებული ვიდეო კამერა მუშაობდა და გადაწყვიტა კამერას არ მოშორებოდა. თავის მეგობარსაც უთხრა, რაც არ უნდა დაჯდომოდა კამერას არ მოშორებოდა და ფეხი არ მოეცვალა. სწორედ ამ დროს ინტერნეტით ისარგებლა, გუგლში შევიდა და ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად იპოვა 112, მაგრამ ტელეფონი გამოართვეს და ძირს დაახეთქეს. მაინც მოახერხა და დარეკა 112 დასახმარებლად და ინგლისურად ითხოვა დახმარება, იცოდა, რომ იყო რესტორან ფ-–-ში. როდესაც რესტორნის თანამშრომლები მიხვდნენ რომ პოლიციას შეატყობინა, შეეცადნენ გარეთ გაეყვანათ და ისიც და თავის მეგობარიც. მაგრამ არც ჯ------ი და არც ჰ------ი აღარ გადოიოდნენ კაფედან და ელოდებოდნენ როდესაც პოლიცია მივიდოდა. პოლიცია მართლაც მივიდა და ყველა-- პოლიციაში წაიყვანა. პოლიციაში ჩატარდა ფოტოსურათზე ამოცნობა, რა დროსაც ამოიცნო ყველა, ვინც მას ფულს სძალავდა.
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ჰ------ ე-–------ის ჩვენებით, რომელმაც დაზარალებულ ჯ------ კა-------ის ჩვენება დაადასტურა, დადგენილია, რომ ხუთშაბათს ავტომანქა--თ ღამით გადაკვეთა სარფის საზღვარი მეგობარ ჯ------ კ-------თან ერთად და შემოვიდა თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე. საზღვარზე გაიცნო ორი ქალბატონი, რომელთაც სთხოვეს ბათუმამდე გაყვანა, რაზედაც დათანხმდნენ. ქალბატონებმა აუხსნეს, რომ იყვნენ ადგილობრივები და რადგან პატივი სცეს, დაეხმარებოდნენ, მიიყვანდნენ ისეთ სასტუმროში, სადაც მოისვენებდნენ და თანაც კარგად გაუმასპინძლდებოდნენ. ქალბატონებმა ასევე უთხრეს რომ, სასტუმრო საპრობლემო არ იყო და შეეძლოთ, რომ ბოლომდე ნდობოდნენ ყველანაირად და კარგი პიროვნებებიც მუშაობდნენ. მანდილოსნების მითითებით მივიდნენ სასტუმროში სადაც წინასწარ გადაიხადეს ფული, რის შემდეგაც ერთერთმა გოგონამ უთხრა, რომ წაყოლოდნენ იქვე ახლოს მდებარე რესტორანში (კაფეში) სადაც კარგადაც დანაყრდებოდნენ. მათ ყველამ ფეხით გადაინაცვლეს 150 მეტრში და მივიდნენ დათქმულ ადგილას. როდესაც შევიდნენ რესტორანში იქ იყო ორი მანდილოსა-- და კიდევ ერთი მამაკაცი. ერთ-ერთ გოგონას ერქვა ნანა, რომელმაც რესტორანში მყოფი ქალბატონიდან ერთერთზე მიუთითა და გააცნო როგორც მისი დეიდა. ჰ------ი შესვლისთანავე, მიხვდა რომ იქ არ იყო დისკო, იქ არ იყო გასართობი ცენტრები არამედ იყო ჩვეულებრივი სასადილო. მომსახურე ქალბატონმა უთხრა, რომ კარგ გუფთას შესთავაზებდა. ჰ------ ე-–------მა და მისმა მეგობარმა გუფთასთან ერთად თურქული ალკოჰოლური სასმელი პატარა ბოთლით რახი მოითხოვეს. მიუხედავ მათ მიერ შეკვეთილი გუფთის და რახისა სუფრაზე მიიტანეს ხილის ასორტი, დიდი ლიტრია-- ბოთლი რახი სადაც მცირედი იყო დარჩენილი ალკოჰოლი ასევე ალკოჰოლური სასმელი ვისკი. სუფრაზე ყოფნის დროს მაგიდაზე მჯდომი გოგონები რესტორანში მყოფ პირებს თვალით რაღაცას ა--შნებდნენ. მას ძალიან გაუკვირდა და ეჭვი შეეპარა რაღაც ხდებოდა. იკითხა, რომ დასახელებული სასმელი და საჭმელი არ შეუკვეთავს და რატომ მოჰქონდათ მაგრამ მისმა თანმხლებმა გოგონამ განუმარტა პრობლემა არ არის, შენ რაც შეუკვეთე ის გადაიხადე დანარჩენზე არ იდარდოო. იმ ქალბატონმა, რომელიც მათი თანმხდები მანდილოსნის დეიდად გაეცნო, მათ უთხრა, რომ არანაირი პრობლემა არ იყო, ეჭამათ საჭმელ და ბოლოს თუ რაიმეს აჩუქებდნენ მას მადლობელი დარჩებოდა. გოგონამ ასევე აუხსნა, რომ ეს რესტორა-- დეიდამისის იყო და პრობლემა არ იქნებოდა. საჭმლის ჭამის შემდეგ მოითხოვა ანგარიში რათა გადაეხდა ფული და წასულიყო დასაძინებლად. როცა ანგარიში მოითხოვა, უკვე რამდენიმე მამაკაცი მოგროვდა მათ მაგიდასთან. მათთან მივიდა ერთერთი მამაკაცი გაეცნო, როგორც მზარეული და მიუტანა ანგარიში სადაც 3020 ლარი ეწერა. ჯ------ კ-------ს და ჰ------ ე-–------ს გაუკვირდათ ეგონათ ტექნიკური შეცდომა იყო. ამ დროს ის ქერათმია-- მანდილოსა--, რომელმაც თქვა დეიდამისის იყო სასადილოო, ადგილზე აღარ იყო. ხოლო ქალზე რომელიც დეიდად გაეცნო უთხრეს არანაირი დეიდა არ იყო არავის და რესტორანში მომუშავე პერსონალი იყო მხოლოდ და მხოლოდ. პირს, რომელიც წარუდგა მზარეულად, აგრესიული გახდა და მოითხოვა 3200 ლარი გაქვთ გადასახდელი და უნდა გადაიხადოთო. დაემუქრა თუ არ გადაიხდით აქედან ცოცხალი ვერ გახვალთო. ჯ------ კ-------მა უკან არ დაიხია კითხა მზარეულს აეხსნა მისთვის რისთვის გადაეხადა ამ ოდენობის თანხა. სულ ხუთნი იყვნენ, ერთერთი ქართველი იყო, რომელსაც თვალი ქონდა დაზიანებული, ერთიც გაეცნო, როგორც სამსუნელი, ერთიც აზერბაიჯანელი და ერთიც ქართველი დაცვის მუშაკი. სულ ხუთნი იყვნენ. ისინი ყველა ცდილობდნენ შეეშინებინათ ჯ------ი და ჰ------ი, მათ აგინებდნენ ოჯახის ცოლის და შვილების მისამართით, ემუქრებოდნენ მის სამი წლის ბავშვის გაუპატიურებით. ყოველივე ამის გამო მას ძალიან შეეშინდა და უთხრა ჯ------ მიეცათ რასაც ითხოვდნენ და წასულიყვნენ მაგრამ ჯ------ი უარს აცხადებდა და ამიტომაც ჯ------ის მიმართ უფრო მეტ აგრესიას იჩენდნენ. ჯ------მა მოითხოვა პოლიციის გამოძახება და რასაც პოლიცია გადაწყვეტდა ისე მოიქცეოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, მოძალადეებმა ისევ უთხრეს შეღავათს გიკეთებთ, ვაკლებთ ოდენობას და ამჯერად 2500 ლარი გადაიხადეთო. მაგრამ ჯ------ისგან ისევ ის პასუხი მიიღეს, მან კატეგორიულად უთხრა, რომ თანხას არ გადაიხდიდა. შექმნილი ვითარების გამო შეშინებულმა ჰ------ ე-–------მა, რომელსაც ჯიბეში 1500 თურქული ლირა ედო გადაწყვიტა ამოეღო და ჯიბეში ხელი ჩაიყო, ამ დროს მას უთხრეს რაც გაქვს ამოიღეო. მას ფული ძალით ამოაღებინეს და მასვე დაათვლევინეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში რესტორნის თანამშრომლები ყველანაირი უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ჰ------ი გაიყვანეს გვერდით პატარა ოთახში, შეიყვანეს ისეთ ადგილას ოთახში სადაც კამერა არ ფუნქციონირებს და იქაც დაუწყეს დამუქრება. რესტორნის თანამშრომლები რიგრიგობით ემუქრებოდნენ და შუქს ხან აქრობდნენ და ხანაც ანთებდნენ. შემდგომ უკვე პოლიცია მივიდა და ყველა-- წაიყვანეს პოლიციაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ასახულია რესტორან „ფ-–-“-ში არსებული ვიდეოკამერების 2019 წლის 08 თებერვალს, 0100 საათიდან 0500 საათამდე დროის პერიოდში განვითარებული მოვლენები.
გამომძიებელ ზ----- თ---------ის მიერ, მოწმე ჯ--- ხ--–--–---–ის მონაწილეობით დათვალიერებულ ვიდეო ფაილებზე შედგა შესაბამის ოქმი, რაც დაცვის მხარის მიერ უდაო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული.
დანაშაულის შესახებ შეტყობინებით დადგენილია, რომ 2019 წლის 02 თებერვალს ბათუმში „გრანდ ჯორჯიას“ სასტუმროდან დაახლოებით 100 მეტრის მოცილებით - რესტორან „ფ-–-ში“ ორ თურქ მამაკაცს, სცემეს, ჩაკეტეს და არ უშვებენ, წაართვეს თანხა და სთხოვენ 5000 ლარს. შეტყობინების თარიღია 2019 წლის 02 თებერვალი ინციდენტის თარიღი 04:46 საათი.
2019 წლის 08 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის ა---------– გ-----–---–ის მიერ დაზარალებულ ჰ------ ე-–------ის მონაწილეობით ჩატარდა ფოტო სურათით ამოცნობა (მ--------მ ქ------–მა უარი განაცხადა პირი ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე) რა დროსაც ჰ------ ე-–------მა ამოიცნო მ--------მ ქ------–ი და განაცხადა, რომ ფოტოსურათზე ამოცნობილი პირი არის სწორედ ის პირი ვინც აიძულა და გადაახდევინა სხვა პირებთან ერთად იმაზე მეტი თანხა ვიდრე შეკვეთილი იყო.
2019 წლის 08 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ - გამომძიებლის ა---------– გ-----–---–ის მიერ დაზარალებულ ჰ------ ე-–------ის მონაწილეობით ჩატარდა ფოტო-სურათით ამოცნობა (მ----- ი-–-----ამ უარი განაცხადა პირის ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე) რა დროსაც ჰ------ ე-–------მა ამოიცნო მ----- ი-–-----ა და განაცხადა, რომ ფოტოსურათზე ამოცნობილი პირი არის სწორედ ის ვინც აიძულა და გადაახდევინა სხვა პირებთან ერთად იმაზე მეტი თანხა ვიდრე შეკვეთილი იყო.
2019 წლის 08 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ - გამომძიებლის ა---------– გ-----–---–ის მიერ დაზარალებულ ჯ------ კ-------ის მონაწილეობით ჩატარდა ფოტო სურათით ამოცნობა (მ----- ი-–-----ამ უარი განაცხადა პირი ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე) რა დროსაც ჯ------ კ-------მა ამოიცნო მ----- ი-–-----ა და განაცხადა, რომ ფოტოსურათზე ამოცნობილი პირი არის სწორედ ის ვინც აიძულა და გადაახდევინა სხვა პირებთან ერთად იმაზე მეტი თანხა ვიდრე შეკვეთილი იყო.
2019 წლის 08 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ - გამომძიებელ ა---------– გ-----–---–ის მიერ დაზარალებულ ჯ------ კ-------ის მონაწილეობით ჩატარდა ფოტო-სურათით ამოცნობა (მ--------მ ქ------–მა უარი განაცხადა პირი ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე) რა დროსაც ჯ------ კ-------მა ამოიცნო მ-------- ქ------–ი და განაცხადა, რომ ფოტოსურათზე ამოცნობილი პირი არის ის ვინც იგი აიძულა და გადაახდევინა სხვა პირებთან ერთად იმაზე მეტი თანხა ვიდრე შეკვეთილი იყო.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა შინაარსი და შედეგები დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა გამომძიებელმა ა---------– გ-----–---–მა და დაზარალებულებმა: ჯ------ კ-------მა და ჰ------ ე-–------მა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერება ჩატარდა 2019 წლის 08 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელ მარად კეკელიძის მიერ. დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდნენ ექსპერტი მინდია სურმა--ძე და ნ-------- თ----------–--ე. (პირი, რომლის სარგებლობაშიც იმყოფებოდა რესტორა--). დათვალიერებისას გაირკვა, რომ რესტორა-- მდებარეობს, ქ.ბათუმში აეროპორტის გზატკეცილი N1---ში. რესტორნის სახელია „ფ-–-“. შენობა ერთ სართულია--ა, საავტომობილო ეზოდან რესტორა-- არის განთავსებული ხელმარჯვნივ. ხელმარცხნივ განთავსებულია კოტეჯები. რესტორანში შესასვლელი კარი მეტალოპლატმასისაა. კარებიდან ხელმარჯვნივ განთავსებული მაგიდა სავარძლით, მაგიდაზე დგას კომპიუტერი, რომელშიც მიმდინარეობს ვიდეო კამერების ჩაწერა. რესტორანში განთავსებული სამი ცალი ვიდეო კამერა. კამერები მუშა მდგომარეობაშია. რესტორანში განთავსებულია 8 (რვა) მაგიდა, თავისი სკამებით. რესტორნის დარბაზის მაჯვენა მხარეს განთავსებულია დახლ მაცივარი, ხოლო მის უკან სამზარეულო ოთახი. დათვალიერების დროს ამოღებული იქნა მენიუ - შეკვეთის დასახელების ფურცელი.
მოწმის სახით დაკითხულ გ------- კ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში უბნის უმცროს ინსპექტორ გამომძიებლად. 2019 წლის 08 თებერვალს პოლიციაში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ბათუმში აეროპორტის N 1-- დახმარებას ითხოვდნენ უცხოელი მოქალაქეები. ხელმძღვანელის დავალებით პოლიციელებთან ბესო ნ---–--ესთან და გია ბოლქვაძესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე სადაც რესტორან ფ-–-ში დახვდათ რესტორნის მეპატრონე, ორი უცხოელი მოქალაქე და უცხო ქალბატონი. პოლიციელმა გია ბოლქვაძემ იცის თურქული ენა და მისი დახმარებით შეიტყვეს, რომ უცხოელი მოქალაქეებს რესტორანში გაუწიეს მომსახურება და ქვითარში მითითებული გადასახდელი თანხა 3200 ლარი არ შეესაბამებოდა იმ თანხას, რაც რეალურად იყო გადასახდელი - ძვირი იყო. პოლიციელებმა უცხოელი მოქალაქეები წარადგინეს პოლიციის განყოფილებაში გამომძიებელთან. უცხოელი მოქალაქეები პოლიციაში მიუთითებდნენ რომ რესტორნის მუშაკები აიძულედნენ მუქარით გადაეხადათ იმაზე მეტი თანხა ვიდრე რეალურად უნდა გაეხადათ და არ უშვებდნენ რესტორნიდან.
მოწმის სახით დაკითხულ ბ---- ნ---–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ბათუმი საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში უბნის უმცროს ინსპექტორ გამომძიებლად. 2019 წლის 08 თებერვალს პოლიციაში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ბათუმში აეროპორტის N1---ში დახმარებას ითხოვდნენ უცხოელი მოქალაქეები. ხელმძღვანელის დავალებით პოლიციელებთან გ------- კვესეიშვილთან და გია ბოლქვაძესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც რესტორან ფ-–-ში დახვდათ რესტორნის მეპატრონე და ორი თურქეთის მოქალაქე. თურქმა მოქალაქეებმა მიუთითეს იქვე დადებულ გადახდის ქვითარზე და განაცხადეს რომ იყო გადახდასთან პრობლემა რადგან რესტორანში გაუწიეს მომსახურება და ქვითარში მითითებული გადასახდელი თანხა არ შეესაბამებოდა იმ თანხას, რაც რეალურად იყო გადასახდელი.
პოლიციის გამომძიებლებმა ზ----- თ---------ემ, ა---------– გ-----–---–მა, ბ--- თ----------–--ემ და ზ---- ი----ემ სასამართლოში დაკითხვისას განმარტეს, რომ მონაწილეობა მიიღეს წინამდებარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში, გამოძიებისას მათ მიერ შედგენილი საგამოძიებო მოქმედების ამსახველი დოკუმენტები ზუსტად ასახავენ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას შინაარს და შედეგებს. ოქმში აღნიშნული ხელმოწერები ეკუთვნის სწორედ იმ პირებს ვინც მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მ----- ი------ეს, მ----- ი-–-----ას და მ--------- ქ------–ს არ ჩაუდენიათ ადამია--სათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავებაც მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე გა--ცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი ჯგუფურად. ასევე არ ეთანხმება ბრალდების მხარის პრეტენზიას, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად.
პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ პირველმა ინსტანციის სასამართლომ მხოლოდ დაზარალებულთა მაგისტრატ მოსამართლესთან მიცემულ ჩვენებათა საფუძველზე დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი, ვინაიდან პალატა თვლის, რომ არსებულ საქმეში არის ასევე სხვა გადამწყვეტი და პირდაპირი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, კერძოდ: ქ.ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი N1-- რესტორან „ფ-–-“-ს დარბაზში არსებული ვიდეოკამერების 2019 წლის 08 თებერვალს, 0100 საათიდან 0500 საათამდე დროის პერიოდში განხორციელებული ჩანაწერები, სადაც ასახულია რესტორან ,,ფ-–-“-ში განვითარებული მოვლენების თანამიმდევრობა. ჩანს, რომ შესვლისთანავე ჯ------ კ-------ი და ჰ------ ე-–------ი ორ გოგონასთან ერთად შედიან სასადილოში სადაც შეეგებება ორი ქალბატონი. შესულები ჯდებიან მოშორებით მაგიდაზე, სადაც ემსახურებიან ისევ ის ქალბატონები. როდესაც თანხის გადახდის დრო მოდის ინიციატივას იღებენ მამაკაცები. ერთი მამაკაცი ზის იმ მაგიდასთან ახლოს სადაც ზიან ჯ------ კ-------ი და ჰ------ ე-–------ი. ერთი მამაკაცი გამუდმებით ახლოს დაახლოებით 1-2 მეტრის მოშორებით მოძრაობს მათ მაგიდასთან და არ შორდება მათ, (ნ-------- თ----------–--ე), ხოლო ორ მამაკაცი, (მ-----ინ ი-------- და მ----- ი------ე), რომლებიც ასევე იმყოფებიან ჯ------ კ-------ის და ჰ------ ე-–------ის მაგიდასთან, ერთად მიდიან სხვა კუთხეში მდგომ მაგიდასთან, სადაც განთავსებულია კომპიუტერი და სადაც ზის მამაკაცი და არა ქალბატონი (მანამდე ამ ადგილს ქალბატონი იკავებდა). ერთერთი მამაკაცი (მ-----ინ ი--------) წარუდგენს ფურცელს კომპიუტერთან მჯდომ მამაკაცს, რომელიც წერს ფურცელზე კალმით და დაწერილს გადასცემ ისევ იმას ვინც მანამდე გადასცა ფურცელი. მ-----ინ ი-------- ბრუნდება მაგიდასთან და ანახებს დაწერილს ჯ------ კ-------ს. ამის შემდეგ მ----- ი------ეც უერთდება მათ, სადაც აშკარაა ქცევაში, სხეულის მოძრაობაში და სახის მოძრაობაში გამოხატული აგრესია, რომელიც ადვილი შესამჩნევია მ----- ი------ის მ--------- კ------–ის და მერეთ ი--------ს სახეზე. შემდეგ კარგად ჩანს ბრალდებულების მიერ აგრესია და დაზარალებულის მხრიდან თავშეკავებული მოქმედებები. ჩანს, როგორ გაყავთ მაგიდიდან ჰ------ ე-–------ი იქ სადაც კამერები არ დგას. ჩანს როგორ ძალადობს ფიზიკურად მ----- ი------ე ჯ------ კ-------ზე. ჩანს როგორ იღებს ჰ------ ე-–------ი ფულს და დებს მაგიდაზე. კარგად ჩანს გარკვეული დროის გასვლის მერე მსჯავრდებულთა უკვე თავშეკავებული მოქმედებები, მათი ქმედებები არა გამოირჩევა აგრესიით. მოგვიანებით ჰ------ ე-–------ი გადააწავდის მობილურ ტელეფონს ჯ------ კაიჰუაუნს, იგი სწრაფად ართმევს ტელეფონს და იწყებს საუბარს ტელეფონზე. ამის შემდეგ კი ფიქსირდება პოლიციელთა შესვლა რესტორანში. ასევე ვიდეო ფაილის დათვალიერების ოქმთან დანაშაულის შესახებ შეტყობინება, ფოტო-სურათით ამოცნობის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მოწმეების გ------- კ-----–---–ის, ბ---- ნ---–--ის ჩვენებები, რომლებიც მთლიანობაში ურთიერთთავსებადი და შეთანხმებულია. მათ შორის არსებობს ისეთი ლოგიკური კავშირი, რომ იძლევა სრულყოფილ სურათს მომხდარი ფაქტის შესახებ, რაც დაზარალებულების ჯ------ კა-------ისა და ჰ------ ე-–------ის ჩვენებების უტყუარობას და სანდოობას ზრდის იმ დონეზე, რომ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს მათ, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გაზიარებისათვის დაცვის მხარის შეხედულებათა საწინააღმდეგოდ.
პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, ერთ-ერთი წონადი მტკიცებულებაა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც თანხვედრაშია დაზარალებულების ჩვენებებთან აღნიშნული ინციდენტის არსებობაზე: კერძოდ, მოცემული ჩანაწერით დადასტურებულია, არსებული კამათი და სასამართლოში საქმის განხილვისას დადგენილ იქნა კამათის საფუძველი; თავად მსჯავრდებულებიც ადასტურებენ, რომ კლუბში მყოფი სტუმრები არ ეთანხმებოდნენ წარდგენილ ანგარიშს; მსჯავრდებულმა მ----- ი--------მ და მ-------- ქ------–მა თავიანთ ჩვენებებში განმარტეს, რომ მ----- ი--------ს დაუძახეს და თხოვეს აეხსნა მენიუდან გამომდინარე რატომ იყო ანგრაიში ასეთი გაზრდილი ფასებით და გაეკეთებინათ ფასდაკლება, რაზედაც მ----- ი--------მ და მ-------- ქ------–მაც მოსთხოვს გადაეხადათ უფრო დაბალი თანხა 2500 ლარი, ხოლო მოწმეების ნ---- დ------ის, ნ-------- თ----------–--ის და მსჯავრდებულების მ-------- ქ------–ის, მ----- ი-–-----ას და მ----- ი------ის ჩვენების იმ ნაწილში, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ 2019 წლის 08 თებერვალს ქ.ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N1-- რესტორან ,,ფ-–-ში“ განვითარებული მოვლენების დროს მსჯავრდებულებს დაზარალებულთა მიმართ არ განუხორციელებიათ არანაირი იძულება, რის გამოც დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულთა გამართლებას. პალატის შეხედულებით დაცვის მხარის გაცხადებული არგუმენტაცია დამაჯერებლობას მოკლებულია იმ თვალსაზრისით, რომ ნ---- დ------ე, ნ-------- თ----------–--ე, მ-------- ქ------–ი, მ----- ი-–-----ა და მ----- ი------ე იყვნენ რესტორან ,,ფ-–-“-ში მომუშავე პერსონალი, სადაც უშუალოდ აღნიშნული ინციდენტი მოხდა და მათი მიუკერძოებლობა მოცემული ფაქტის შეფასების დროს ბადებს ეჭვს. ამასთან მ-------- ქ------–ი, მ----- ი-–-----ა და მ----- ი------ე ამ საქმეზე მსჯავრდებულები არიან და ცხადია ისინი ცდილობენ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, მაგრამ არსებულ საქმეზე არა მარტო ხსენებული გარემოებაა ნიშანდობლივი, არამედ ისიც, რომ მათი ჩვენების ნაწილი საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამოა, რაც შეეხება კიდევ ერთი მოწმის - მ------- ჭ----–---–ის გამოკითხვის ოქმს, რომელსაც დაცვის მხარე ასევე მათი პოზიციის დასადასტურებლად მიიჩნევს, პალატის აზრით აღნიშნული მოწმე არსებულ ჩვენებაში ფაქტობრივად ადასტურებს იმას, რომ მსჯავრდებულთა და დაზარალებულთა შორის რესტორან ,,ფ-–-“-ში ამ უკანასკნელთა მხრიდან გადასახდელი თანხის თაობაზე მოხდა კამათი და ამის გამო დაზარალებულები ცდილობდნენ პოლიციასთან დამაკავშირებელი ნომრის მოძიება. იმავე მოწმის მითითებით იგი მომხდარი ფაქტის შემდეგ მალევე გავიდა რესტორნიდან და თუ როგორ განვითარდა იქ მოვლენები მისთვის უცნობია.
სააპელაციო სასამართლოს სწორად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება, რომ მსჯავრდებულებმა - მ----- ი------ემ, მ----- ი-–-----ამ და მ--------- ქ------–მა მათ მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ჩაიდინეს - ადამია--სათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მათი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულონ ან არ შეასრულონ მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მათი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე გა--ცადონ თავიანთი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი ჯგუფურად - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იძულება არის ადამია--ს ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე გა--ცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქმედების იძულებად დაკვალიფიცირების შემთხვევაში: დასჯად ქმედებას წარმოადგენს ადამია--სათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე გა--ცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ფსიქიკური იძულება შეიძლება გამოიხატოს მუქარაში, ხოლო ამ დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა, თუ პირს აიძულებენ, შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება მისი უფლებაა და კანონით მისი გადასაწყვეტია ამ მოქმედებას განახორციელებს თუ არა. ამდენად, ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ შეზღუდვა იყოს უკანონო, ხოლო ქმედება - მსხვერპლის ნება-სურვილის საწინააღმდეგო. განსახილველ საქმეში მსჯავრდებულების ქმედებები წარმოადგენდა და უშუალოდ მიმართული იყო დაზარალებულთა ფსიქიკური იძულებისაკენ, შეესრულებინათ მოქმედებები (გადაეხადათ რესტორან ,,ფ-–-“-ს თანამშრომლების მიერ მოთხოვნილი თანხა).
ამდენად, პალატის აზრით ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ მ----- ი------ემ, მ----- ი-–-----ამ და მ--------- ქ------–მა ჩაიდინეს გამოძალვა - დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. ბრალდების მხარის ეს ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
საქმის განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
ამასთან, ,,ადამია--ს უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა“ დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამია-- აღჭურვილია საქმის სამართლია-- განხილვის უფლებით. ადამია--ს ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
რაც შეეხება დანაშაულის ჯგუფის მიერ ჩადენას, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
ის ფაქტი, რომ აღნიშნულ დანაშაულში ჯგუფურად მონაწილეობდნენ მ----- ი------ე, მ-------- კ------–ი და მ----- ი-–-----ა დადასტურებულია, როგორც დაზარალებულთა ჩვენებებით ისე ვიდეო ჩანაწერით, ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმით და ასევე საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამავე მუხლის 24-ე ნაწილის მიხედვით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
ამდენად, კანონი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ა--ჭებს მოწმის მიერ სწორედ სასამართლოსთვის მიცემულ ინფორმაციას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ მიცემულს, როგორც მტკიცებულებითი ძალის მქონეს.
საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა.
საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებითა და მე-15 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის მოწმედ დაკითხვა მხარეთა მონაწილეობით მიმდინარეობს. დაკითხვის ინიციატორი მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოწმე არ დაიკითხება. მეორე მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს დაკითხვის წარმოებას. მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე ან/და სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების, პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით, მხარის დასაბუთებული შუამდგომლობითა და მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოწმის დაკითხვა ჩატარდეს მეორე მხარის წინასწარი ინფორმირებისა და დასწრების გარეშე. ამ შემთხვევაში მოწმის მიერ მიცემული ჩვენება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ შესაძლებელია მისი ხელახალი დაკითხვა.
ამ კოდექსის 114-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად დაცვის მხარე უფლებამოსილია წინასასამართლო სხდომაზე დააყენოს შუამდგომლობა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ დაკითხული პირის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, თუ მიიჩნევს, რომ პირი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ კანონის არსებითი დარღვევით დაიკითხა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში უსაფუძვლოა და სამართლებრივ ლოგიკას მოკლებული დაცვის მხარის აპელირება იმის თაობაზე, რომ დაზარალებულთა ჯ------ კა-------ის და ჰ------ ე-–------ის ჩვენებები, რომელთა დაკითხვაშიც მაგისტრატ მოსამართლესთან დაცვის მხარეს მონაწილეობა არ მიუღია, არ უნდა იქნეს გაზიარებული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლია--. განაჩენი დასაბუთებულია თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ამდენად ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრებში, ასევე ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილებების შეტა--სა და მათი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ა-- ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულების მ----- ი------ის, მ----- ი-–-----ას და მ--------- ქ------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ---თ ჯ--------ის, ასევე მსჯავრდებულ მ----- ი------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ----- მ--------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 ოქტომბრის განაჩენი მ----- ი------ის, მ----- ი-–-----ას და მ--------- ქ------–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
მ--------მ ქ------–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
მ--------მ ქ------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ მ--------მ ქ------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 13 მარტიდან.
მ----- ი------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
მ----- ი------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განაჩენით და--შნული პირობითი მსჯავრი - 01 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად ბოლო განაჩენით და--შნულმა სასჯელმა შთანთქას წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განაჩენით და--შნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მ----- ი------ეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ მ----- ი------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 13 მარტიდან.
მ----- ი------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მ----- ი-–-----ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
მ----- ი-–-----ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.
მსჯავრდებულ მ----- ი-–-----ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 13 მარტიდან
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე