განაჩენი

სისხლის სამართლის 16.03.2020
საქმის ნომერი
330100119003118646
ინსტანცია
თარიღი
16.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003118646

საქმე №1ბ/308-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ს----------–---ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 18 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №1----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების გარდაბნის რაიონის სოფელ ქ----–--ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 03 ივნისის და 2019 წლის 06 ივნისის ეპიზოდები).

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენით:

ს----------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 03 ივნისის და 2019 წლის 06 ივნისის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 03 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 06 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 06 ივნისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 03 ივნისის ეპიზოდი) და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს----------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

სახავად ალიევს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 03 ივნისის და 2019 წლის 06 ივნისის ეპიზოდები).

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 03 ივნისს, საღამო საათებში ქ. თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე, N1------–----------–-----------------------ში, გ--------------ას, საფუძვლის გარეშე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა - ს----------–---მა, კერძოდ, მუშტები დაარტყა დაზარალებულს თავის და მხრების არეში. ზემოაღნიშნულის შედეგად გ--------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 06 ივნისს, ქ. თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე, N1------–----------–-----------------------ში, გ--------------ას, ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ - ს----------–---მა, კერძოდ, მუშტები დაარტყა დაზარალებულს თავის არეში, მათ შორის სახეშიც, ასევე მკერდზე და ზურგშიც. ამის შემდეგ გააგრძელა გ--------------ას ცემა ფეხებით. საბოლოოდ, დაზარალებულმა თავს სახლიდან გაქცევით უშველა. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, გ--------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2019 წლის 06 ივნისს ძალადობის ფაქტი ჩადენილია არა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, არამედ ს----------–---ის მიერ დანაშაული ჩადენილია ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას წარმოშობილი კონფლიქტის შედეგად. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს სახავად ალიევის მიერ მეუღლის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ძალადობის ჩადენას.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-–----------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ს----------–---ის დამნაშავედ ცნობა 2019 წლის 6 ივნისს გ--------------ას მიმართ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით განხორციელებული დანაშაულის ჩადენისათვის, აგრეთვე მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს შეფასებას 2019 წლის 06 ივნისის ეპიზოდში გენდერული დისკრიმინაციის ნიშანთან დაკავშირებით, ასევე მიაჩნია, რომ ს----------–---ის მიმართ გამოყენებული სასჯელის ზომა არის ლმობიერი და მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან მიმართებით დისპროპორციული. აპელანტის განმარტებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულმა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით განახორციელა ფიზიკური ძალადობა მეუღლის - გ--------------ას მიმართ. ბრალდების მხარის აზრით, ყურადღებაა გასამახვილებელი ს----------–---ის პიროვნებაზე, ჩადენილი დანაშაულის ხასიათზე, კერძოდ, მან მეუღლის მიმართ დროის მოკლე პერიოდში ორჯერ განახორციელა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, რაც მომეტებული საფრთხის შემცველია როგორც დაზარალებულის, ისე მისი ოჯახის წევრებისათვის. ცხადია, რომ ს----------–---ისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შიში არ არის შემაკავებელი და შესაძლოა განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა. ამასვე მოწმობს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, სისტემატურობა და ინტენსივობა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შეაფასა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ს----------–---ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ საჩივარი წარადგინა ს----------–---ის მხრიდან მეუღლის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობის განხორციელებისა და მისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების ნაწილში და ამ მიმართებით დაუსაბუთებლად მიიჩნია გასაჩივრებული განაჩენი. სააპელაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო.

 

უპირველეს ყოვლისა, პალატა მიიჩნევს, რომ ს----------–---ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები, გარდა მისივე აღიარებისა, დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების ი---------------ისა და ს--------------ის ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. მიუხედავად დაზარალებულ გ--------------ას მიერ მისთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობისა, არ მიეცა მამხილებელი ჩვენება მისი მეუღლის მიმართ, საქმეზე წარმოდგენილი, უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ს----------–---ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენის ფაქტი.

 

სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ს----------–---ის მიერ 2019 წლის 06 ივნისს განხორციელებული ძალადობისას გენდერული დისკრიმინაციის მოტივის დადგენა, თუმცა აღნიშნულის დასტურად ბრალდების მხარე არც ერთ მყარ არგუმენტზე არ მიუთითებს. ამ კონტექსტში პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს შემდეგი:

დისკრიმინაცია განიმარტება, როგორც ქმედება, რომელიც უფლებებს ართმევს ან უზღუდავს გარკვეული ნიშნით გამოყოფილ ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას. ის მოიცავს პიროვნებისადმი სხვა ადამიანებისაგან განსხვავებულად ცუდ მოპყრობას მხოლოდ იმიტომ, რომ ის გარკვეულ ჯგუფს მიეკუთვენა. დისკრიმინაცია შესაძლოა განხორციელდეს გენდერის, რასის, ეროვნების, რელიგიის, სექსუალობის და სხვა ნიშნებით. გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს პიროვნების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქცევას მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთი გენდერის წარმომადგენელია და არა - მეორის. ის ძირითადად მომდინარეობს იმ სტრერეოტიპებიდან, რომელთა მიხედვითაც ერთი სქესის ადამიანი მეორე სქესის ადამიანზე უფრო მაღლა დგას.

 

თანასწორობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მესამე მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში; ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით კი გულისხმობს, ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას იმის გამო, რომ ის ქალია ან რომელიც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე.

 

მოტივი წარმოადგენს მოთხოვნილებითა და ინტერესით განპირობებულ ქმედით ძალას, რომელიც ადამიანის მიერ დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილების მიზეზი ხდება. მოტივის განსაზღვრა შესაძლებელია ძირითადად მაშინ, თუ დანაშაულის ჩადენამდე, ჩადენის პროცესში ან მის შემდეგ შესაძლო დამნაშავის ნება გამჟღავნდა საზოგადოებაში რაიმე ფორმით და ობიექტურად შეცნობადი გახდა სხვებისათვის, როგორც დაზარალებულის, ისე გარშემომყოფებისათვის. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავის მხრიდან შეუწყნარებლობის დემონსტრაცია არ არის მოტივის იდენტიფიცირების ერთადერთი საშუალება. დიდ გავლენას ახდენს ინფორმაცია მისი წარსული ქცევების შესახებ, როგორიც შეიძლება იყოს რადიკალური, სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის გავრცელება და სხვა.

 

აღნიშნული განმარტებების ჭრილში განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი ვერ ადასტურებს 2019 წლის 06 ივნისს ს----------–---ის მიერ მეუღლის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობის განხორციელების ფაქტს, სახეზე არ გვაქვს ამ ნიშნით ქმედების კვალიფიკაციის არც ერთი ნიშანი, რის გამოც, პალატას მართებულად მიაჩნია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ს----------–---ისათვის 2019 წლის 06 ივნისის ეპიზოდიდან გენდერული დისკრიმინაციის მოტივის ამორიცხვის თაობაზე.

 

რაც შეეხება აპელანტის მეორე მოთხოვნას მსჯავრდებულ ს----------–---ისათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ის, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია მტკიცებულებების დიდი ნაწილი, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია, ს----------–---ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას სასჯელის მიზნებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დანაშაულის ფაქტის არსებობისას მნიშვნელოვანია დამნაშავის არა მკაცრად დასჯა, არამედ დანაშაულებრივ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება. პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მითითება ს----------–---ის მიერ განხორციელებული ქმედებების ხასიათსა და ინტენსივობაზე, ასევე მისი მხრიდან მომდინარე მომავალ საფრთხეებზე, არასაკმარისია მოცემულ დანაშაულზე სასჯელის უფრო მკაცრი ზომის გამოყენების მოთხოვნისათვის, აპელანტს არ მიუთითებია, თუ რა კონკრეტული გარემოებების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი, რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა ს----------–---ის ქმედების ხასიათთან. ამდენად, სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ არის საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად.

 

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, ს----------–---ის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

 

ამდენად, ს----------–---ისათვის სასჯელის ზომის განსაზღვრისას, პალატა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და სასჯელის თანაზომიერების პრინციპებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის განსაზღვრული სასჯელი სავსებით სამართლიანია და არ არსებობს მისი დამძიმების აუცილებლობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენი ს----------–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ს----------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 03 ივნისის და 2019 წლის 06 ივნისის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 03 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 06 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 06 ივნისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 03 ივნისის ეპიზოდი) და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს----------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

მსჯავრდებულ ს----------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 17 ივნისიდან - 2019 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ ს----------–---ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე