განაჩენი

სისხლის სამართლის 16.03.2020
საქმის ნომერი
330100119003270864
ინსტანცია
თარიღი
16.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003270864

1ბ/325-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 მარტი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ნ--- ი------ი, დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---–-----------–----–----------------–-----–-----ში.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად).

 

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებული - ნ-------ა ჰ----------–--, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. ბ-----------------–------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ-----------------–-------------------------ში.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ჯგუფურად).

 

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა, ნუგზარ ჭიტაძემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულების ნ--- ი------ისა და ნ-------ა ჰ----------–--ს მიმართ დანიშნული სასჯელების დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ მსჯავრდებულებს განუსაზღვრა შეუსაბამოდ მსუბუქი უსამართლო და დაუსაბუთებელი სასჯელი. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულების პიროვნება და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი. სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ნ--- ი------ის და ნ-------ა ჰ----------–--ს ქმედებისთვის დანიშნული სასჯელი არის ჩადენილი ქმედების შეუსაბამო, დაუსაბუთებელი და განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ მოცემულ ეპიზოდში სიღრმისეულად და განიხილა და სათანადოდ რა შეაფასა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და ნ--- ი------სა და ნ-------ა ჰ----------–--ს უნდა დაენიშნოთ ადეკვატურად მკაცრი სასჯელი.

 

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინეს მსჯავრდებულებმა ნ--- ი------მა, ნ-------ა ჰ----------–--მ და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ-----–--–------–-–---–მა და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

ნ--- ი------მა ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

ნ-------ა ჰ----------–--მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ჯგუფურად.

 

ნ--- ი------ის და ნ-------ა ჰ----------–--ს მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2019წლის 25 სექტემბერს, ნ--- ი------მა და ნ-------ა ჰ----------–--მ, ჯგუფურად იძალადეს ნ-------ა ჰ----------–--ს შვილზე – ა------ მ--------ზე. კერძოდ: ბოლნისის რაიონში, ნათიგ კურბანოვის კუთვნილ „ოპელ კორსას“ მარკის ავტომობილში სარეგისტრაციო ნომრით F------, ნ-------ა ჰ----------–--მ შვილს – ა------ მ--------ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში, დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის მ----------------–უს თანდასწრებით. ძალადობის გამო ა------ მ--------ი გადახტა მოძრავი ავტომანქანიდან. მასთან მივიდა ნ--- ი------ი, მოქაჩა თმებში და თავის არეში ძლიერად დაარტყა მუშტი, რა დროსაც ა------ მ--------ამ განიცხადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ ნ--- ი------მა ა------ მ--------ი ძალის გამოყენებით ჩასვა ავტომანქანაში ნ-------ა ჰ----------–--მ ა------ მ--------ის მუშტებითა და გაშლილი ხელით რამდენჯერმე დაარტყა სახისა და თავის არეში. სოფელ თ--–-----ში ჩასვლის შემდეგ, იმის გამო, რომ ა------ მ--------მა უცხო პირს სთხოვა გამოეძახებინა პოლიცია, ნ-------ა ჰ----------–--მ ა------ მ--------ს დაუჭირა ხელები, ხოლო ნ--- ი------მა ძალით მიიყვანა ავტომანქანასთან, შეაჯახა ავტომანქანის გვერდითი ხედვის სარკეს, გაშლილი ხელი დაარტყა თავში და ძალით ჩასვა ავტომანქანაში, რა დროსაც ა------ მ--------მა კვლავ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ავტომანქანის დაძვრის შემედგ, ნ-------ა ჰ----------–--მ თავისა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ა------ მ--------ს, ა------ მ--------მა დაკარგა გონება. ნ--- ი------ის და ნ-------ა ჰ----------–--ს მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად, ა------ მ--------მა სხეულზე მიიღო დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:

 

ნ--- ი------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ნ-------ა ჰ----------–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი მხარეთა მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნ--- ი------ის და ნ-------ა ჰ----------–--ს ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების ნ--- ი------ის და ნ-------ა ჰ----------–--ს ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ა------ მ--------ის, მოწმეების: გ--–-------–--ისა და ს--–---- გ------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, ა------ მ--------ის სამედიცინო დოკუმენტაციით და თავად ნ--- ი------ისა და ნ-------ა ჰ----------–--ს აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ნ--- ი------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო მსჯავრდებულ ნ-------ა ჰ----------–--ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ--- ი------მა ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; ნ-------ა ჰ----------–--მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ჯგუფურად. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ” ქვეპუნქტებით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ნ--- ი------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით.

 

ნ-------ა ჰ----------–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა - ძალადობის ინტენსიურობა.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ნ-------ა ჰ----------–--ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო ნ--- ი------ის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

პალატა ვერ გაიზაირებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ მსჯავრდებულების ნ--- ი------ისა და ნ-------ა ჰ----------–--ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და განაჩენში არაა გათვალისწინებული მსჯავრდებულთა პიროვნება და ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას, სრულად გაითვალისწინა: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების ადგილი, სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულების ოჯახური მდგომარეობა, პიროვნება, დაზარალებულის მიმართ გამოვლენილი ძალადობის ინტენსივობა, არასრულწლოვნის თანდასწრება და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულებისათვის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ზომა. რის გამოც აპელანტის მოთხოვნა დანიშნული სასჯელის უფრო გამკაცრების თაობაზე დაუსაბუთებელია, ამასთან არ შეესაბამება სანქციის ფარგლებს. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას, პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარში არაა დასაბუთებული, დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლისას, განაჩენში გამოყენებული დებულებების და დასკვნების მცდარობა, არაა დასაბუთებული რატომ არის აუცილებელი მსჯავრდებულების იზოლირება საზოგადოებისგან და რატომ ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავეთა რესოციალიზაციას, მსჯავრდებულების ნ--- ი------ისა და ნ-------ა ჰ----------–--ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება. მაშინ როდესაც განაჩენით და საქმის მასალებით დადგენილია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიც - მსჯავრდებულები აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადეს მტკიცებულებები და ხელი შეუწყეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდნენ დაზარალებულს, არ არიან ნასამართლევნი და ჩადენილი აქვთ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებს ნ--- ი------სა და ნ-------ა ჰ----------–--ს დანიშნული აქვთ სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულიად საკმარისია მსჯავრდებულებს გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის, პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ნუგზარ ჭიტაძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის, პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ნუგზარ ჭიტაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის განაჩენი ნ--- ი------ის და ნ-------ა ჰ----------–--ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ნ--- ი------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ნ--- ი------ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 26 სექტემბრიდან, 2019 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ ნ--- ი------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

ნ-------ა ჰ----------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ნ-------ა ჰ----------–--ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 26 სექტემბრიდან, 2019 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი.

 

მსჯავრდებულ ნ-------ა ჰ----------–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

მსჯავრდებულები ნ--- ი------ი და ნ-------ა ჰ----------–-- საქართველოს სსკ–ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებულნი არიან, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი. საქართველოს სსკ–ის 66-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულების - ნ--- ი------ის და ნ-------ა ჰ----------–--ს მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: ნ-------ა ჰ----------–--ს პირადი ნივთები და ავტომანქანა „ოპელ კორსა“, სახელმწიფო ნომრით F-------- – დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ჯორბენაძე