განაჩენი

სისხლის სამართლის 17.03.2020
საქმის ნომერი
330100119002850462
ინსტანცია
თარიღი
17.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002850462

საქმე №1ბ/1508-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

მანუჩარ კაპანაძე

 

სხდომის მდივანი - ნადეჟდა მარანელი

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლევან ვეფხვაძე;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - კარლო ჩ--------ე, დაბადებული 1989 წლის 21 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N13001046395, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მ/რაიონი, კორპუსი N9, ბინა N9; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისში, ვაზისუბნის 1-ლი მ/რაიონი, კორპუსი N11, ბინა N18.

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტები (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით);

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა)

 

ადვოკატები - ნ-------------–---ი, მუხრან ღურწკაია, გიორგი ლაცაბიძე;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 20 დეკემბერს დაახლოებით 18:15 საათზე, კარლო ჩ--------ე ცეცხლსასროლი იარაღითა და ცულებით შეიარაღებულ გამოძიებით დაუდგენელ სამ პიროვნებასთან ერთად, ჯგუფურად თავს დაესხა და უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, ვაზისუბანი მე-4 მ/რაიონი, 1-ლი კვარტლის მიმდებარედ არსებული სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უსაფრთხოების თანამშრომელ ვანო მახარაშვილს და მოლარე ოპერატორ ნანა მელიქიძეს, იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრნენ მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელ სალომე გაბაშვილს, უსაფრთხოების თანამშრომელ ვანო მახარაშვილს, მოლარე ოპერატორ ნანა მელიქიძეს და სალაროდან გაიტაცეს დიდი ოდენობით თანხა - 31 301.21 ლარის ოდენობით და ე.წ. ,,ცხელი ფული“ (ფულის კუპიურების შეკვრის იმიტაცია-მულაჟი) ღირებული 1 400.1 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად სს ,,საქართველოს ბანკს“ მიადგა 32 701,31 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი, ვანო მახარაშვილს და ნანა მელიქიძეს ფიზიკური და მორალური სახის ზიანი, ხოლო სალომე გაბაშვილს მორალური ზიანი;

 

კარლო ჩ--------ემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა - ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტის საშტატო ნიმუში ,,ПМ“ (საიდენტიფიკაციო ნომრით HC3057) და აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი 13 (ცამეტი) ცალი 9 მმ კალიბრის ვაზნა, რომელთაც 2018 წლის 27 დეკემბერს ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქ. თბილისში, ვაზისუბანი 1 მ/რაიონის კორპუსი N11, ბინა N18-ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენით კარლო ჩ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.

 

კარლო ჩ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქთა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კარლო ჩ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა კარლო ჩ--------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 27(ოცდაშვიდი) დღით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კარლო ჩ--------ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 27(ოცდაშვიდი) დღით.

 

საბოლოოდ, კარლო ჩ--------ეს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა კარლო ჩ--------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-------------–---მა, რომლებმაც ითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და კარლო ჩ--------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის პოზიციით: პირველი ინსტანციის სასამართლოს განანჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლომ მცდარი შეფასება მისცა გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, რომლებიც ასევე წინააღმდეგობაში მოდის საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან. კარლო ჩ--------ეს ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია. კარლო ჩ--------ემ თორნიკე ლოლაძისგან ერთი დღით იქირავა ავტობომილი. გამოძიების დროს ზეწოლა მოხდა მოწმე თორნიკე ლოლაძეზე, რომელმაც განაცხადა, რომ როდესაც კარლო ჩ--------ემ მას დაუბრუნა ავტომანქანა, სალონი მოწითალო ფერის ლაქებით იყო დასვრილი. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს არ დაუკითხავს ავტომობილის მრეცხავი, რომელიც აუცილებლად შეამჩნევდა წითელი ლაქების არსებობას. აღნიშნული მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ მანქანა დასვრილი არ ყოფილა და გამოძიების მხრიდან მოხდა მტკიცებულების გაყალბება. სს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილილიდან წაღებული იქნა თანხა სხვადასხვა კუპიურაში, თუმცა, სასამართლო არ დაინტერესდა იმ გარემოების დადგენით თუ ფულადი თანხის რა კუპირები იქნა ბანკიდან გატანილი. ამ ნაწილში მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. 2018 წლის 27 დეკემბერს 03:00 საათის შემდეგ პოლიციელების მიერ მოხდა კარლო ჩ--------ის ბინის ჩხრეკა, რომელსაც ესწრებოდნენ კარლო ჩ--------ის მეუღლე და მისი დედა. მოწმე ზვიად უგრეხელიძის ჩვენებით, კი დგინდება, რომ მან 2018 წლის 27 დეკემბერს 01:30 საათზე კარლო ჩ--------ის ბინაში, სადაც შუქი ანთებული იყო დადიაოდნენ ვიღაც პიროვნებები. სასამართლომ არ გაიზიარა მოწმე ა-----–----–---–ის და კარლო ჩაკვეტძის საცხოვრებელი ბინის მეპატრონის ჩვენება, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ბინის ერთი გასაღები ჰქონდა კარლო ჩ--------ეს, მეორე კი ბინის მეპატრონეს. სწორედ კარლო ჩ--------ის პირადი ჩხრეკისას მოხდა პოლიციელების მხრიდან გასაღების ამოღება, ხოლო შემდეგ მათ მიერ მოხდა ბინაში ფულისა და იარაღის განთავსება. გარდა ამისა, არ მომხდარა მაღაზიებიდან ამოღებული 20 ლარიანი კუპიურების ადგილზე დათვალიერება, რომლებიც ვითომდა წითელი ლაქებით იყო დასვრილი, ასევე, ამის თაობაზე მაღაზიის არც ერთი გამყიდველისთვის არ დაუსვამთ კითხვა, რომლებიც შეამჩნევდნენ წითელი ლაქების არსებობას.

 

ბრალდების მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა შეაფასებს მტკიცებულებებს, იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.

 

დაზარალებულის წარმომადგენლის დავით გოგსაძის ჩვენების თანახმად, კარლო ჩ--------ის და მისი თანხმლები პირების ყაჩაღური თავდასხმის შედეგად ჯამში სს ,,საქართველოს ბანკს“ მიადგა 33 092.42 ლარის ზიანი. მისი განცხადებით, კარლო ჩ--------ემ და მისმა თანხმლებმა პირებმა სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალიდან ფულადი თანხა წაიღეს, კერძოდ: 13 012.2 ლარი, 3 380 ევრო და 3 010 აშშ დოლარი, დააზიანეს ასევე ბანკის შემოსასვლელი კარი, რომლის ღირებულება არის 391 ლარი, ასევე თავდამსხმელებმა წაიღეს ე.წ. ,,ცხელი ფული“, რომლის ღირებულება შეადგენს 1400.10 ლარს.

 

დაზარალებულ ვანო მახარაშვილის განცხადებით ის მუშაობს სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში, დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისი, ვაზისუბანი მე-4 მ/რაიონი, 1-ლი კვარტალში. 2018 წლის 20 დეკემბერს დაახლოებით 18:00 საათზე ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, ფილიალის მენეჯერმა სალომე გაბაშვილმა დაასრულა სამუშაო, რომელსაც თანხა უნდა გადაებარებინა მოლარეს - ნანა მელიქიძისთვის. სალომე გაბაშვილმა მას სთხოვა შიდა მინის კარის დაკეტვა, რომელიც გააღო, როდესაც თანხის გადაბარება დასრულდა. ვანო მახარაშვილის განცხადებით, რამდენიმე წამში გაიგონა მტვრევის ხმა, ჩაიმტვრა ბანკის ფილიალში შემოსასვლელი კარის მინა, რა დროსაც ბანკში შევარდა ოთხი თავდამსხმელი, რომლებიც იყვნენ მუქ ტანისამოსებში შემოსილი, სახეზე ეკეთათ ნიღბები, ხელში მომარჯვებული ჰქონდათ ნაჯახები და ცეცხლსასროლი იარაღები, კერძოდ, ორი პიროვნება შეიარაღებული იყო პისტოლეტით და ერთი ავტომატით, ასევე თავდამსხმელებს ჰქონდათ ორი სპორტული ჩანთა, ერთი შავი ფერის ელვა შესაკრავით, ხოლო მეორე ლურჯი ფერის მართკუთხედი ფორმის. ვანო მახარაშვილის განმარტებით, მან დააჭირა ხელი დაცვის სამსახურის საგანგებო ღილაკს, რა დროსაც მასთან მივარდა ორი თავდამსხმელი, რომლიდანაც ერთ-ერთმა ბლაგვი რკინის საგანი ჩაარტყა სახეში და მოუწოდა ძირს დაწოლისკენ. ერთ-ერთი თავდამსხმელი დარჩა მასთან, ხოლო მეორე მივიდა ნანა მელიქიძესთან. ვანო მახარაშვილს ვიზუალური კონტაქტი დაკარგული ჰქონდა, ვინაიდან ის ჩაიმუხლა და ვერ ხედავდა თუ რა ხდებოდა დარბაზში, მას მხოლოდ თავდამსხმელების მოწოდებები ესმოდა, რომლებიც ითხოვდნენ ფულს. თავდამსხმელებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი სალომე გაბაშვილი, რა დროსაც გარეთ მყოფმა თავდამსხმელმა დაიყვირა ,,დროზე, მოდიან“, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ნანა მელიქიძეს ხელი დაარტყა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილი თავდამსხმელებმა დატოვეს. ვანო მახარაშვილის განმარტებით, როგორც შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა თავდამსხმელებმა შეძლეს თანხის წაღება. ვანო მახარაშვილის განმარტებით, ბანკზე განხორციელებული ყაჩაღობისას მას მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

დაზარალებულმა სალომე გაბაშვილმა განაცხადა, რომ მუშაობს ქ. თბილისი, ვაზისუბანი მე-4 მ/რაიონი, 1-ლი კვარტალში მდებარე სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე. 2018 წლის 20 დეკემბერს 18 საათზე ემზადებოდა სამსახურიდან წასასვლელად და თანხა უნდა გადაებარებინა მოლარისთვის, რა დროსაც დაცვის თანამშრომელმა ვანო მახარაშვილმა დაკეტა სალაროს სივრცის მინის კარები, რომელიც გახსნა თანხის გადაბარების შემდეგ. სალომე გაბაშვილი გავიდა გამოსაცვლელ ოთახში რა დროსაც გაიგონა მინის მსხვრევის ხმა, გამოვიდა გარეთ და დაინახა ფილიალში ოთხი პირი იყო შემოსული, სახეზე ნიღბებით, ხელზე ხელთათმნებით, თავზე კაპიშონით, ერთს ხელში ეკავა ცული, ერთს ავტომატი, მხარზე გადაკიდებული ქონდათ სპორტული ჩანთებით, მოლარე ნანა მელიქიძესთან იდგა ორი პირი, ერთი პირი იდგა ვანო მახარაშვილან, რომელიც ძირს დააწვინეს, ერთი პირი იდგა ფილიალის სივრცეში და ხელში ეკავა პისტოლეტი. ისინი ითხოვდნენ ფულს, თავად გამოაღეს სალარო და წაიღეს ბანკის კუთვნილი თანხა, ასევე წაიღეს სალაროში დადებული ე.წ. ცხელი ფული, ე.წ. ფულის შეკვრის იმიტაცია, რომელიც ბანკის გარეთ ტერიტორიაზე იხსნება და ღებავს ფულის კუპიურებს. თანხის ჩალაგების შემდეგ ამ პირებმა დატოვეს ბანკის ტერიტორია. აღნიშნული ქმედებით სალომე გაბაშვილმა მიიღო მორალური ზიანი.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენებები მისცეს სასამართლოს სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალის კონსულტანტმა მოწმე მარიამ ძირკველიშვილმა.

 

მოწმე ნინო ქოზაშვილმა განაცხადა, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს, როგორც სს ,,საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი იმყოფებოდა ვაზისუბნის ექსპრეს ფილიალში, როდესაც დაცვის თანამშრომელმა განაცხადა, რომ გადაბარება დამთავრებული იყო, გაიგონა კარის შემტვრევის ხმა, რა დროსაც ბანკში შეიჭრნენ თავდამსხმელები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ და ბანკის თანამშრომლებისგან მოითხოვდნენ ფულს. თავდამსხმელები შეიარაღებული იყვნენ იარაღებით და ნაჯახებით, მათ ასევე ჰქონდათ სპორტული სტილის მუქი ფერის ჩანთა. ნინო ქოზაშვილმა დაინახა, რომ დაცვის თანამშრომელი ეგდო ძირს და თავის არედან მოსდიოდა სისხლი.

 

მოწმეებმა ც----------------–---–------------------------–---–მა დაადასტურეს, რომ ისინი დაუკავშირდნენ საპატრულო პოლიციას, რომელსაც შეატყობინეს მომხდარი ყაჩაღობის შესახებ.

 

მოწმე ზ--------------მ დაადასტურა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, იმის თაობაზე, თუ რა ა/მანქანით იყვნენ დამნაშავეები მისულნი სს ,,საქართველოს ბანკის“ ვაზისუბნის ექსპრეს ფილიალთან და რომელი ა/მანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი. ინფორმაციის თანახმად, დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ ა/მანქანა ,,ტოიოტა აქვათი“, რომელიც ეკუთვნოდა თორნიკე ლოლაძეს.

 

მოწმე გ--------–--–-–---–მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 25 დეკემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სს ,,საქართველოს ბანკის“ ვაზისუბნის ექსპრეს ფილიალის დამყაჩაღებელი კარლო ჩ--------ე, 2018 წლის 20 დეკემბერს დანაშაულის ჩადენის შემდეგ ა/მანქანა ,,ტოიოტა აქვათი“ გადაადგილდებოდა მუხიანის მე-4 მ/რაიონის, 1-ლი კვარტალის ალუბლების ქუჩის გზაზე, შემდეგ გაემართა ჯუმბერ ლეჟავას ქუჩისკენ, საიდანაც გზა განაგრძო მუხიანის მე-3 მ/რაიონის, მე-5 კვარტალში და გაიარა რესტორნის მიმდებარედ. გ--------–--–-–---–მა ასევე დაადასტურა, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ კარლო ჩ--------ე იმყოფებოდა ჯავახეთის ქუჩაზე და კალაუბნის ქუჩაზე, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ყაჩაღური გზით დაუფლებული ფულადი თანხა. ინფორმაციის თანახმად, კარლო ჩ--------ე საცხოვრებელ ბინაში ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და ყაჩაღური გზით დაუფლებულ ფულად თანხას, ასევე ფულად თანხას ინახავდა მისი მეუღლის მშობლების საცხოვრებელ სახლში და მისი მეგობრის ნ-----------–--ის სახლში. მან მიღებული ოპერატიული ინფორმაციები პატაკის საფუძველზე აცნობა ხელმძღვანელობას.

 

მოწმე თორნიკე ლოლაძემ განაცხადა, რომ საკუთრებაში ყავს ს ა/მანქანა ,,ტოიოტა აქვა“, რომელსაც დღიურად აქირავებს. 2018 წლის 20 დეკემბერს დაუკავშირდა კარლო ჩ--------ე, რომელსაც სურდა ა/მანქანის დაქირავება ერთი დღით. ერთმანეთს შეხვდნენ დაახლოებით 13:00-14:00 საათზე, მუხიანის გადასახვევთან, პოლიციის შენობასთან, კარლო ჩ--------ესთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე ა-----–----–---–ი. თორნიკე ლოლაძე ა/მანქანის გაქირავებისას კლიენტს სთხოვდა პირადობის დამადასტურებელ მოწმობას. ვინაიდან კარლო ჩ--------ეს არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მისი მეუღლის ა-----–----–---–ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აჩვენა, რომელსაც თ----------–---–-–---–მა მობილური ტელეფონის მეშვეობით ფოტო გადაუღო. შემდეგ კარლო ჩ--------ემ თორნიკე ლოლაძეს გადასცა 60 ლარის ოდენობის თანხა, სანაცვლოდ კი თორნიკე ლოლაძემ სუფთა მდგომარეობაში მყოფი ,,ტოიოტა აქვა“ ერთი დღით მიაქირავა კარლო ჩ--------ეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს იმავე დროს შეხვდებოდნენ ერთმანეთს და ა/მანქანას გადასცემდა. მეორე დღეს დაუკავშირდა კარლო ჩ--------ე, რომელსაც თავდაპირველად სურდა კვლავ ერთი დღით ა/მანქანის ქირაობის გაგრძელება, მაგრამ შემდეგ უარი განაცხადა, ისინი ერთანეთს შეხვდნენ მუხიანის დასახლებაში, მაღაზია ,,ნიკორასთან“. თორნიკე ლოლაძის განცხადებით, როდესაც კარლო ჩ--------ემ ა/მანქანა მიუყვანა, ა/მანქანა იყო დასვრილი, როგორც გარედან ასევე სალონიც. სალონი დასვრილი იყო მოწითალო ფერის ლაქებით. მას კარლო ჩ--------ემ განუცხადა, რომ ვერ მოასწრო ა/მანქანის გარეცხვა და სანაცვლოდ დაუმატა 10 ლარი. როდესაც თორნიკე ლოლაძე დაშორდა კარლო ჩ--------ეს, ავტო სამრეცხაოში მიიყვანა ა/მანქანა, სადაც მრეცხავმა განუცხადა, რომ სალონში არსებული წითელი ფერის ლაქები არ შორდებოდა და საჭიროებდა ქიმწმენდას. ასევე, მრეცხავმა ა/მანქანის დასუფთავების დროს ნახა ორი ცალი ჩანთა, მუქი ფერის, სპორტული სტილის, ოთხკუთხედი ფორმის, რომლებსაც აღენიშნებოდა წითელი ფერის ლაქები. თორნიკე ლოლაძე დაუკავშირდა კარლო ჩ--------ეს და განუცხადა, რომ ა/მანქანაში დარჩა ჩანთები, შემდეგ კარლო ჩ--------ე მივიდა ავტო სამრეცხაოსთან, საიდანაც წაიღო ჩანთები. 2018 წლის 22 დეკემბერს დაუკავშირდნენ სამართალდამცველები, რომლებსაც გადასცა კუთვნილი მობილური ტელეფონი, ასევე ჩატარდა ა/მანქანის დათვალიერება, რის შემდეგ დაილუქა ა/მანქანა და გადაყვანილი იქნა შესაბამის ადგილზე.

 

მოწმე ბ----–--–----–-----მა განმარტა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია კარლო ჩ--------ის თაობაზე, რომელიც სარგებლობდა ორი მობილური ტელეფონის ნომრით.

 

მოწეებმა მ----------------–-–---–------------------–------–----------–----–---–----------------–-–---–---------------------------------–---–--მ დაადასტურეს, რომ მათ გამომძიებლებს გადასცეს იმ ობიექტების სათვალთვალო კამერების ვიდეო ჩანაწერი, სადაც ისინი მუშაობდნენ.

 

მოწმე ზ-------–---–-----მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 23 დეკემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, ვაზისუბანში სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების გზით მოპოვებული თანხის ნაწილი გახარჯული უნდა ყოფილიყო სავაჭრო ცენტრ ,,ისთ ფოინთში“ განთავსებულ მაღაზიებში ,,ფლოში“ და ,,ბამბინოში“. ფულად თანხაზე უნდა ყოფილიყო სითხის კვალი. ზ-------–---–-----მა მიღებული ოპერატიული ინფორმაცია პატაკის საფუძველზე აცნობა ხელმძღვანელობას.

 

მოწმე ა---------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს მაღაზია ,,ფლო ჯორჯიაში’’, რომელიც მდებარეობს სავაჭრო ცენტრ ,,ისთ პოინტის“’ ტერიტორიზე. მაღაზია აღჭირვილია სათვალთვალო კამერებით. 23 დეკემბერს გამომძიებლის მიერ მაღაზიიდან ამოღებულ და წაღებულ იქნა 20 ლარიანი ქაღალდის კუპიურები.

 

მოწმე მ------------მ განაცხადა, რომ მუშაობს მაღაზია ,,აი-სი-არ თრეიდში“, მაღაზია მდებარეობს სავაჭრო ცენტრ ,,ისთ პოინტის“’ ტერიტორიზე. იცნობს ბრალდებულს, რომელმაც მაღაზიაში იყიდება საბავშვო ფეხსაცმელები. 23 დეკემბერს გამომძიებლის მიერ მაღაზიიდან ამოღებულ და წაღებულ იქნა 20 ლარიანი ქაღალდის კუპიურები. მაღაზიას აქვს ვიდეო სათვალთვალო კამერები, რომლის ჩანაწერები ამოიღო გამომძიებელმა.

 

მოწმე ნ------------მ განაცხადა, რომ ვა--------------–------------------------------------------ში ჰქონდა ბინა, რომელიც გაქირავებული ჰქონდა ა-----–----–---–ზე და კარლო ჩ--------ის ოჯახზე. მას ყოველთვიურად თანხას უხდიდა ა-----–----–---–ი, ხოლო ბოლო ორი თვის განმავლობაში თანხა კარლო ჩ--------ემ გადაუხადა. ნ------------ს განცხადებით, მის ბინას ჰქონდა ორი გასაღები, რომლიდან ერთი გასაღები ჰქონდა ა-----–----–---–ს და კარლო ჩ--------ეს, ხოლო ერთი თავად მასთან ინახებოდა.

 

მოწმეებმა ზ--------------–---–-----------–------------–-----------–---–-------------------–---–---------------------------------------–----ემ განაცხადეს, რომ მათ მიიღეს მონაწილეობა კარლო ჩ--------ის ბინის ჩხრეკაში, საიდანაც ამოიღეს თანხა, იარაღი და ვაზნები. აღნიშნული ბინის კარები მათ გაუღო კარლო ჩ--------ის მეუღლემ - ა-----–----–---–მა.

 

მოწმე ა-----–----–---–მა განაცხადა, რომ არის კარლო ჩ--------ის მეუღლე. ორი თვის წინ გადავიდა და ცხოვრობდა დედასთან - ვ------------------------ში, ხოლო კარლო ჩ--------ე ცხოვრობდა ვა--------------–------------------------------------------ში. მომხდარი დანაშაულის თაობაზე ინფორმაცია არა აქვს. ა-----–----–---–მა დაადასტურა, რომ 20 დეკემბერს მან და კარლო ჩ--------ემ იქირავეს თორნიკე ლოლაძისგან ა/მანქანა ,,ტოიოტა აქვა“. მისთვის კარლო ჩ--------ეს არ განუცხადებია თუ რისთვის ესაჭიროებოდა მანქანა. მეორე დღეს, იმავე დროს, მან და კარლო ჩ--------ემ თორნიკე ლოლაძეს დაუბრუნეს ა/მანქანა, შემდეგ ტაქსით მიიყვანა კარლო ჩ--------ემ სახლში. მას საეჭვო არაფერი შეუნიშნავს ა/მანქანისთვის. ღამის 03:00 საათზე დედამისის სახლში მივიდნენ პოლიციელები, რომლებმაც ჩაატარეს ბინის ჩხრეკა. პოლიციის თანამშრომლებმა შემდეგ მოსთხოვეს გაყოლოდა კარლო ჩ--------ის სახლში, რაზედაც ა-----–----–---–მა განაცხადა, რომ ბინის გასაღები არ ჰქონდა, საპასუხოდ კი პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა, რომ თავად ჰქონდა ბინის გასაღები. ის და დედამისი პოლიციის თანამშრომლებს გაყვნენ კარლო ჩ--------ის საცხოვრებელ ბინაში - მდებარე ვა--------------–------------------------------------------ში. პოლიციის თანამშრომელმა გადასცა გასაღები, რის შემდეგაც ა-----–----–---–მა გააღო ბინის კარი, აანთო ნათურა და დაინახა, რომ სახლში ტანსაცმელი იყო გადმოყრილი. შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს ბინის ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა იარაღი და ფულადი თანხა. მისთვის უცნობი იყო თუ რის გამო ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, მან მხოლოდ პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ შეიტყო თუ რას ედავებოდნენ კარლო ჩ--------ეს. ა-----–----–---–ის განმარტებით, კარლო ჩ--------ეს არასოდეს არ უმუშავია, მას ფინანსურად ეხმარებოდა საზღვარგარეთ მყოფი მშობელი, რომელიც ყოველთვიურად 100, 200 ან 300 ევროს უგზავნიდა.

 

სს ,,საქართველოს ბანკის“ ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მომართვის თანახმად, 2018 წლის 20 დეკემბერს, ქ-------–--–-------------------------------------–-----------–-ს მიმდებარედ არსებული სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს სერვის ცენტრის დაყაჩაღების ფაქტის შედეგად წაღებული იქნა 13012.2 ლარი, 3010 აშშ დოლარი და 3380 ევრო (2018 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით ეროვნული კურსით ჯამში 31301.21 ლარი). ასევე, წაღებული იქნა ე.წ. ,,ცხელი ფული’’, რომლის ღირებულება შეადგენს 1400.1 ლარს. დაზიანებული იქნა შესასვლელი შუშის კარი, რომლის აღდგენის ღირებულება შეადგენს 391.20 ლარს. ჯამში, ყაჩაღობის ფაქტის შედეგად ბანკისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 33092.42 ლარს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-------–--–------------------------------------–-----------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპერეს ფილიალში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა: სუნის კვალის ნიმუშები; ხელის კვლები; ფულის ჩასყრელი ყუთი; პარკის ნაჭერი; პლასტმასის დეტალი; გასაღებები რგოლზე; კვალი მწებავ ლენტზე.

 

შეთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ი--------------–-–---–მა და შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირებმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა დ------–-----–-–---–-----–-–---------–---–---------–-----------------–---–მა.

 

ამოღების ოქმის თანახმად, მოწმე თორნიკე ლოლაძისგან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი შავი ფერის ,,ჰუავეი ჰ9 ლაითის“ ფირმის მობილური ტელეფონი, შიგ მოთავსებული მისი კუთვნილი ,,ბილაინის“ ქსელში ჩართული 5----------- სიმ ბარათით. ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ი-----–--–-------ემ.

 

დეტალური ამონაბეჭდის და მისი დათვალიერების ოქმის თანახმად, ირკვევა, რომ მოწმე თორნიკე ლოლაძის მიერ წარდგენილი იქნა ბილაინის ქსელში ჩართული 5----------- ნომრის შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ამონაბეჭდი, რომლის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის 20-21 ივნისს თორნიკე ლოლაძეს კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომერზე 5----------- უკავშირდებოდა კარლო ჩ--------ე, მის მფლობელობაში მქონე მობილური ტელეფონის ნომრებიდან 5----------- და 5-----------.დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი-----–--–-------ემ.

 

ა/მანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ------–--–------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერებული იქნა თორნიკე ლოლაძის კუთვნილი რუხი ფერის (ვერცხლისფერი) 2012 წლის გამოშვებული ,,ტოიოტა აქვას“ ფირმის ა/მანქანა, სახელმწიფო ნომრით W--------. დათვალიერებისას დადგინდა, რომ ა/მანქანის სალონში აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ნივთიერების ლაქები. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, ნაჭრის ამონაჭრელები, სუნის ნიმუში, სარეგისტრაციო მოწმობა და გასაღები.

 

დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ი-----–--–-------ემ და დათვალიერებაში მონაწილე პირებმა კა--------------------------------–---------------–-------–----მ.

 

ამოღების ოქმის თანახმად, მოწმე თორნიკე ლოლაძისგან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი რუხი ფერის (ვერცხლისფერი) 2012 წელს გამოშვებული ,,ტოიოტა აქვას“ ფირმის ა/მანქანა, სახელმწიფო ნომრით W--------.ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ი-----–--–-------ემ.

 

პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, თორნიკე ლოლაძემ წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველი და მარცხნიდან მესამე ადგილზე მდგომი მამაკაცი (კარლო ჩ--------ე) და განმარტა, რომ ის პიროვნება არის სწორედ, რომელმაც 2018 წლის 20 დეკემბერს გოგონასთან ერთად მისგან იქირავა მისი ა/მანქანა ,,ტოიოტა აქვა“. თორნიკე ლოლაძემ კარლო ჩ--------ე ამოიცნო სიმაღლით, ვარცხნილობით, თმის ფერით, სახის ფერით, წარბებით. პირის ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ი---------–-–---–მა.

 

პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 26 დეკემბერს 22:46-23:10 საათზე ქ.თბილისში, ჯავახეთის ქუჩისა და კალაუბნის ქუჩის კვეთის ტერიტორიაზე პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა კარლო ჩ--------ეს. პირადი ჩხრეკის შედეგად კარლო ჩ--------ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, შიგ მოთავსებული ,,ლაი-ლაის“ ფირმის 5----------- სიმ ბარათი. მისი შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 8 ცალი ასლარიანი კუპიურა. პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ე-------------–-–---–მა.

 

ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 27 დეკემბერს 03:05-04:03 საათზე ჩატარდა ქ-------–--–------------------------------------------------–-------------------- ბინის ჩხრეკა ( ა-----–----–---–ის მშობლების ბინა). ბინის ჩხრეკისას - მისაღებ ოთახში არსებული შავი ფერის ხელჩანთიდან ამოღებული იქნა 12 (თორმეტი) ცალი 100 (ასი) ლარიანი კუპიურა; 10 (ათი) ცალი 50 (ორმოცდაათი) ლარიანი კუპიურა; 19 (ცხრამეტი) ცალი 20 (ოცი) ლარიანი კუპიურა და 11 (თერთმეტი) ცალი 100 (ასი) აშშ დოლარიანი კუპიურა. ბინის ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი--------------–-–---–მა, ჩხრეკაში მონაწილეობდნენ გ-------------------–-–----------------–----–----–---–--

 

ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 27 დეკემბერს 03:20-05:10 საათზე ჩატარდა ქ-------–--–-------------------–------------------------------------ში მდებარე კარლო ჩ--------ის ბინის ჩხრეკა, ჩხრეკას ესწრებოდა ა-----–----–---–ი. ბინის ჩხრეკისას - ე.წ. ლოჯში შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ, განთავსებული ხის კარადიდან რაფაზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 28 (ოცდარვა) ცალი - 5 (ხუთი) ევროიანი კუპიურა. საძინებელ ოთახში ხელმარჯვნივ განთავსებულ კომოდის ბოლო უჯრაში აღმოჩენილი იქნა პისტოლეტი ნომრით H------- რომელშიც მოთავსებული იყო მჭიდი და 7 (შვიდი) ცალი ვაზნა. აღნიშნულ ადგილას აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ,,Supreme”-ს წარწერით არსებული წელის ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო 3 ცალი 200 ლარიანი, 01 ცალი 50 (ორმოცდაათი) ლარიანი, 04 (ოთხი) ცალი 20 (ოცი) ევროიანი; 02 (ორი) ცალი, 05 (ხუთი) ევროიანი, 01 (ერთი) ცალი 10 (ათი) ევროიანი, 02 (ორი) ცალი 50 (ორმოცდაათი) ევროიანი, 30 (ოცდაათი) ცალი 1 აშშ დოლარიანი, 30 (ოცდაათი) ცალი 05 (ხუთი) აშშ დოლარიანი, 03 (სამი) ცალი 20 (ოცი) აშშ დოლარიანი, 05 (ხუთი) ცალი 50 (ორმოცდაათი)აშშ დოლარიანი, 01 (ერთი) ცალი 100 (ასი) აშშ დოლარიანი, 49 (ორმოცდაცხრა) ცალი 10 (ათი) აშშ დოლარიანი, 130 (ასოცდაათი) ცალი 05 (ხუთი) აშშ ლარიანი კუპიურები. საძინებელ ოთახში განთავსებულ ტანსაცმლის კარადიდან აღმოჩენილი და ამოღებული იქნა მოშავო ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 06 (ექვსი) ცალი ვაზნა. საცხოვრებელი ბინის შემოსასვლელში განთავსებული ხის კარადიდან აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 01 (ერთი) ცალი 20 (ოცი) ლარიანი კუპიურა. საცხოვრებელი ბინიდან ჩხრეკის დროს აღმოჩენილი და ამოღებული კუპიურებს აღენიშნებოდათ მოწითალო ფერის შეფერილობა. ჩხრეკის ოქმის სისწორე და ბინის ჩხრეკაში მონაწილეობა დაადასტურეს გამომძიებელმა ქ------------------ემ და მონაწილე პირებმა ზ--------------–---–---------------–--------------–------------–-----------–---–---------------------–---–მა.

 

ქიმიური ექსპერტიზის N------------- დასკვნის თანახმად, პაკეტში წარწერით: 28 (ოცდარვა) 5 (ხუთი) ევროიანი კუპიურა ამოღებული ე.წ. ლოჯში“ შესასვლელიდან მარცხენა კედელზე არსებული თაროს ზედაპირიდან, მოთავსებულ 28 ცალ 5 ევროიან კუპიურების კიდეებზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება და ნიმუშის სახით წარმოდგენილ ე.წ. ,,ცხელი ფულის“ მოწყობილობაზე არსებული მუქი ფერის წითელი ფერის ნივთიერება ხასიათდება ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით და წარმოადგენს 1-მეთილამინოანთრაქინონს. საძინებელი ოთახის კომოდის ქვედა უჯრიდან ამოღებულ ჩანთაში მოთავსებულ ფულადი კუპიურების ზედაპირზე არსებული მუქი წითელი ფერის, ნივთიერების დანაშრევი და ნიმუშის სახით წარმოდგენილ ე.წ. ,,ცხელი ფულის“ მოწყობილობაზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება ხასიათდება ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით და წარმოადგენს 1-მეთილამინოანთრაქინონს. შპს ,,ფლო-ჯორჯიადან“ ამოღებულ 2 ც 20 ლარიან კუპიურაზე: AA26206571; AA15390008 არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერების კვალი, შპს ,,აი-სი-არ თრეიდის“ მაღაზია ,,ბამბინოდან“ ამოღებულ 2 ც 20 ლარიანი კუპიურაზე AA39958098; AA18959794 არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერების კვალი, ასევე ავტომობილის NW-------- წინა მარცხენა და მარჯვენა სავარძლის საზურგედან ამოღებულ შალითების ქსოვილის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო ნივთიერების კვალი და ნიმუშის სახით წარმოდგენილ ე.წ. ,,ცხელი ფულის“ მოწყობილობაზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება ხასიათდება ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით და წარმოადგენს 1-მეთილამინოანთრაქინონს. დოლარზე და 55 ევროზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება, 28 ც 5 ევროიან კუპიურების კიდეებზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება, 1 ცალ 20 ლარიანი კუპიურის კიდეებზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება, საძინებელი ოთახის კომოდის ქვედა უჯრიდან ამოღებულ ჩანთაში მოთავსებულ ფულადი კუპიურების ზედაპირზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება, შპს ,,ფლო-ჯორჯიადან“ ამოღებულ 2 ც 20 ლარიან კუპიურაზე: AA26206571; AA15390008 არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება, შპს ,,აი-სი-არ თრეიდის“ მაღაზია ,,ბამბინოდან“ ამოღებულ 2 ც 20 ლარიან კუპიურაზე: AA39958098; AA18959794 არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება, ასევე ავტომობილის N W-------- წინა მარცხენა და მარჯვენა სავარძლის საზურგედან ამოღებულ შალითების ქსოვილის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო ნივთიერების კვალი და ნიმუშის სახით წარმოდგენილ ე.წ. ,,ცხელი ფულის“ მოწყობილობაზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება ხასიათდება ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით და წარმოადგენს 1-მეთილამინოანთრაქინონს. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნა-------------------–---------------------ემ.

 

ქიმიური ექსპერტიზის N--------------- დასკვნის თანახმად, საძინებელი ოთახის კომოდის ქვედა უჯრიდან ამოღებულ ჩანთაში მოთავსებულ ფულად კუპიურების ზედაპირზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერების დანაშრევი და ნიმუშის სახით წარმოდგენილ ე.წ. ,,ცხელი ფულის“ მოწყობილობაზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება, ასევე, ა/მანქანის სავარძელზე არსებული ნივთიერება, შპს ,,ფლო-ჯორჯიადან“ ფულად კუპიურებზე AA26206571; AA15390008 და AA39958098; AA18959794 არსებული ნივთიერებები ხასიათდება ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით და წარმოადგენს 1-მეთილამინოანთრაქინონს.ნაღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნა-------------------–---------------------ემ.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა შპს ,,აი-სი-არ თრეიდის“ მაღაზიის ,,ბამბინოდან“ ამოღებული ვიდეო ჩანაწერი. პირველი ვიდეო ფაილის გახსნისას ვხედავთ, რომ ზედა მარცხენა მხარეს აღნიშნულია თარიღი ,,2018-12-23“. 16:17:54 საათზე მაღაზიაში შედის მამაკაცი რომელსაც ტანთ აცვია ნაცრისფერი შარვალი, სპორტული თეთრ ფერებში გაწყობილი ფეხსაცმელი და მუქი ფერის ზედა. ასევე მამაკაცს აქვს მოკლედ შეჭრილი მუქი თმა. აღნიშნულ მამაკაცს თან ჰყავს ორი მცირეწლოვანი ბავშვი-გოგონა. ისინი შედიან თუ არა იწყებენ მაღაზიაში არსებული ფეხსაცმელების დათვალიერებას და გასინჯვას. ამ დროს აღნიშნულ მაღაზიაში შედიან სხვა მოქალაქეები ბავშვებთან ერთად. ზ/აღნიშნული მამაკაცი მასთან მყოფ ერთ ბავშვს-გოგონას კონსულტანტის დახმარებით ასინჯებს ფეხსაცმელს, რის შემდეგაც ყიდულობს მას და 16:27:56 საათზე მაღაზიის სალაროში იხდის შეძენილი ფეხსაცმლის თანხას და მაღაზიას ტოვებს 16:28:49 საათზე ბავშვებთან ერთად.

 

ამოღების ოქმის თანახმად, მოწმე მანანა ჩიტაისგან (მაღაზია ,,ბამბინოს“ შპს ,,აი-სი-არ თრეიდის“ კონსულტანტი) ამოღებული იქნა 5 ცალი 20 ლარიანი ქაღალდის კუპიურა, სულ 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ი---------–-–---–მა.

 

ამოღების ოქმის თანახმად, მოწმე ა---------–-–---–ისგან (მაღაზია შპს ,,ფლო-ჯორჯიას“ კონსულტანტი) ამოღებული იქნა 31 ცალი 20 ლარიანი ქაღალდის კუპიურა, სულ 620 (ექვსას ოცი) ლარის ოდენობით. ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ი---------–-–---–მა.

 

ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნის თანახმად, შპს ,,ფლო-ჯორჯიადან“ ამოღებულ 2 ცალ 20 ლარიან კუპიურაზე: AA26206571; AA15390008 არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერების კვალი, შპს ,,აი-სი-არ თრეიდის“ მაღაზია ,,ბამბინოდან“ ამოღებულ 2 ცალი 20 ლარიან კუპიურაზე AA39958098; AA18959794 არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერების კვალი, ასევე ავტომობილის NW-------- წინა მარცხენა და მარჯვენა სავარძლის საზურგედან ამოღებულ შალითების ქსოვილის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო ნივთიერების კვალი და ნიმუშის სახით წარმოდგენილ ე.წ. ,,ცხელი ფულის“ მოწყობილობაზე არსებული მუქი წითელი ფერის ნივთიერება ხასიათდება ერთნაირი ქიმიური შემადგენლობით და წარმოადგენს 1- მეთილამინოანთრაქინონს. აღნიშნული დასკვნ ის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ა-–---------------------------------------მა.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული იქნა ,,ფარმადეპოდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები. მეორე დისკის მეხუთე ვიდეო ფაილის გახსნისას ვხედავთ, რომ ზედა მარცხენა მხარეს აღნიშნულია თარიღი ,,12-20-2018“. 18:14:57 საათზე ვიდეოში მოსჩანს, რომ აფთიაქის მარჯვენა მხრიდან მოდის ოთხი პიროვნება, კერძოდ, პირველი პიროვნებას ტანც აცვია მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის ფეხსაცმელი, მუქი ფერის ქურთუკი თავზე წამოფარებული კაპიშონით, ქურთუკზე მიმაგრებული აქვს მოწითალო ფერის ნაჭერი, ხელებზე კი აცვია მუქი ხელთათმანები, ხელში უკავია მუქი ფერის ავტომატი. მეორე პიროვნებას ტანთ აცვია მომწვანო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, ხოლო თავზე კი აქვს წამოფარებული ქურთუკის შიგნით არსებული ზედის მუქი ფერის კაპიშონი. ხელებზე გაკეთებული აქვს მუქი ფერის ხელთათმანები, მარჯვენა ხელში კი უკავია ცულის მაგვარი საგანი. მას ზურგზე უკანა მხარეს გადაკიდებული აქვს შავი ფერის ჩანთა. მესამე პიროვნებას ტანთ აცვია მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის ჟილეტი, ხოლო ჟილეტის შიგნით მუქი ფერის ზედა და თავზე წამოფარებული აქვს ჟილეტის შიგნით ნაცვამი ზედის მუქი ფერის კაპიშონი. მას მარცხენა ხელში უჭირავს მუქი ფერის ჩანთა. მეოთხე პიროვნებას ტანთ აცვია მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, რომლის კაპიშონიც აქვს თავზე წამოფარებული, ხელებზე კი უკეთია ხელთათმანები, ხოლო მარჯვენა მხარზე კი გადაკიდებული აქვს მოლურჯო მუქი ფერის ჩანთა. ბანკის ფილიალის კართან მისვლისას, მეორე - ხელში ცულიანმა პიროვნებამ ბანკის ფილიალის შესასვლელ კარს რამოდენიმეჯერ ჩაარტყა ხელში არსებული ცულის მაგვარი საგანი, რის შემდეგაც 18:15:06 საათზე შედიან ბანკის ფილიალში. აღნიშნულის შემდეგ ბანკის ფილიალიდან გამორბიან სწრაფად მოქალქეები, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე შეინიშნება ბანკის ფილიალის მიმდებარედ არსებული ობიექტებიდან გამოსული მოქალაქეთა დაბნეული და სწრაფი მოძრაობები. 18:16:58 საათზე ბანკის ფილიალიდან გამოდიან პირველი წითელ ნაჭრიანი ხელში ავტომატიანი პიროვნება, ხოლო შემდეგ კი დანარჩენები, რომლებსაც ხელში უკავიათ ჩანთები და სირბილით მიემართებიან ისევ ბანკის მარჯვენა მხარეს და 18:17:03 საათზე სუყველანი სცდებიან ვიდეო სათვალთვალო კამერის თვალთახედვის არეს. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი-----–--–-------ემ.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული იქნა სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალის ვიდეოჩანაწერები. მეორე დისკის მეექვსე ვიდეო ფაილის გახსნისას ვხედავთ, რომ ზედა მარცხენა მხარეს აღნიშნულია თარიღი ,,12-20-2018“ და დრო, რომელიც იწყება 17:58:29 საათზე. ფირზე აღბეჭდილია სს ,,საქართველოს ბანკის“ ფილიალის შიდა ტერიტორია, სადაც განთავსებულია ბანკომატები და სწრაფი ჩარიცხვის აპარატები. ასევე მოსჩანს სალარო განყოფილება, რომელიც მოქალაქეთა დარბაზიდან გაყოფილია მინის კარებებით. სალარო სივრცეში არსებულ სალარო მაგიდებთან სხედან ფილიალის მოლარე ოპერატორი თანამშრომლები, ხოლო მოქალაქეთა სივრცეში კი დგას კონსულტანტი თანამშრომელი, რომელიც ასევე ემსახურება მოქალაქეებს. ასევე, დარბაზში მოძრაობს მუქ ტანსაცმელში ჩაცმული დაცვის თანამშრომელი მამაკაცი. ამავე დროს ბანკის ფილიალში დროდადრო შემოდიან და გადიან მოქალაქეები, თუმცა მუდმივად სალარო სივრცეში არის მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობა და სარგებლობენ ბანკომატით თუ სწრაფი ჩარიცხვის აპარატით. 18:15:09 საათზე ვიდეოში ჩანს, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან არიან მოქალაქეები - ერთი ქალბატონი, ორი მამაკაცი და კონსულტანტი გოგონა. სალარო სივრცეში შედის ღია ლურჯ ქურთუკიანი ქალბატონი, ხოლო დაცვის თანამშრომელი ბიჭი კი დგას სალარო სივრცის მინის კარებთან. ამ დროს ვიდეოში ჩნდება მინის ნამსხვრევები და ფილიალში შემოდის ოთხი პიროვნება. კერძოდ, პირველ პიროვნებას ტანთ აცვია მუქი ფერის შარვალი მუქი ფერის ფეხსაცმელი, მუქი ფერის ქურთუკი თავზე წამოფარებული კაპიშონით, ქურთუკზე მიმაგრებული აქვს მოწითალო ფერის ნაჭერი, ხელებზე კი აცვია მუქი ფერის ხელთათმანები, ხელში უკავია მუქი ფერის ავტომატი; მეორე პიროვნებას ტანთ აცვია მომწვანო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, ხოლო თავზე კი აქვს წამოფარებული ქურთუკის შიგნით არსებული ზედის მუქი ფერის კაპიშონი. ხელებზე გაკეთებული აქვს მუქი ფერის ხელთათმანები, მარჯვენა ხელში კი უკავია ცულის მაგვარი საგანი. მას ზურგზე უკანა მხარეს გადაკიდებული აქვს შავი ფერის ჩანთა; მესამე პიროვნებას ტანთ აცვია მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, მუქ ფერის შარვალი, მუქი ფერის ჟილეტი, ხოლო ჟილეტს შიგნით მუქი ფერის ზედა და თავზე წამოფარებული აქვს ჟილეტის შიგნით ნაცვამი ზედა მუქი ფერის კაპიშონი. მას მარცხენა ხელში უჭირავს მუქი ფერის ჩანთა. მეოთხე პიროვნებას ტანთ აცვია მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, რომლის კაპიშონიც აქვს თავზე წამოფარებული, ხელებზე კი უკეთია ხელთათმანები, ხოლო მარჯვენა მხარზე კი გადაკიდებული აქვს მოლურჯო ფერის ჩანთა. ამ დროს დაცვის თანამშრომელი მივიდა შემოსასვლელიდან მარჯვენა მხარეს, რა დროსაც მასთან მიდის ორი ნიღბიანი, მათ შორის ერთი პიროვნება, რომელსაც ქურთუკზე აქვს გაკეთებული მოწითალო ფერის ნაჭერი. ერთ-ერთმა მასზედ მოახდინა ფიზიკური ზემოქმედება და დააწვინა იატაკზე. ამის შემდეგ დაცვის თანამშრომელთან რჩება ცულიანი პიროვნება. მოქალაქეთა დარბაზში კი რჩება მეოთხე პიროვნება, რომელსაც მხარზე გადაკიდებული აქვს მოლურჯო ფერის ჩანთა და ხელში უკავია პისტოლეტი. ამ დროს ფილიალში დარჩა მხოლოდ ღია ლურჯ ქურთუკიანი ქალბატონი, რომელიც დადგა კედელთან. სალარო სივრცეში შედის ორი ნიღბიანი, ერთ მათგანი არის წითელ ნაჭრიანი, რომელსაც ქონდა ხელში ავტომატი და ორივენი მოძრაობენ სალარო სივრცეში, სალარო მაგიდებს შიგნით და იწყებენ ჩანთებში რაღაცის ჩალაგებას. ამის შემდეგ წითელ ნაჭრიანი გამოდის მოქალაქეთა სივრცეში, რომელსაც პისტოლეტიანი პიროვნება აძლევს ჩანთას. სალარო სივრცეში მყოფ ნიღბიანებს ერთ-ერთი გოგონა ხელებით მოუწოდებს რაღაცას. ვიდეო ჩანაწერი მთავრდება 18:16:13 საათზე. მეორე დისკის მეშვიდე ფაილის გახსნისას ვხედავთ, რომ ზედა მარცხენა მხარეს აღნიშნულია თარიღი ,,12-20-2018“ და დრო, რომელიც იწყება 18:16:16 საათზე. ვიდეო ფირი არის მეექვსე ვიდეო ჩანაწერის გაგრძელება და მასზედ აღბეჭდილია ზ/აღნიშნული ნიღბიანი პირები თუ როგორ აყაჩაღებენ ბანკის ფილიალს. მოქალაქეთა სივრცეში პისტოლეტიანი პიროვნება რაღაცას მოუწოდებს სალარო სივრცეში მყოფ პირებს. ნიღბიანი სალარო სივრციდან გამოდიან 18:17:02 საათზე და ფილიალის ტერიტორიას ტოვებენ 18:17:07 საათზე და გადიან სათვალთვალო კამერის თვალთახედვის არედან. მეოთხე დისკის მეოთხე ვიდეო ფაილის გახსნისას ვხედავთ, რომ ზედა მარცხენა მხარეს აღნიშნულია თარიღი ,,12-20-2018“. 18:15:08 საათზე ვიდეოში მოსჩანს, რომ ბანკის ფილიალს მარჯვენა მხრიდან მოდის ოთხი პიროვნება, კერძოდ პირველი პიროვნებას ტანც აცვია მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის ფეხსაცმელი, მუქი ფერის ქურთუკი თავზე წამოფარებული კაპიშონით, ქურთუკზე მიმაგრებული აქვს მოწითალო ფერის ნაჭერი, ხელებზე კი აცვია მუქი ხელთათმანები, ხელში უკავია მუქი ფერის ავტომატი. მეორე პიროვნებას ტანც აცვია მომწვანო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, ხოლო თავზე კი აქვს წამოფარებული ქურთუკის შიგნით არსებული ზედის მუქი ფერის კაპიშონი. ხელებზე გაკეთებული აქვს მუქი ფერის ხელთათმანები, მარჯვენა ხელში კი უკავია ცულის მაგვარი საგანი. მას ზურგზე უკანა მხარეს გადაკიდებული აქვს შავი ფერის ჩანთა. მესამე პიროვნებას ტანთ აცვია მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის ჟილეტი, ხოლო ჟილეტის შიგნით მუქი ფერის ზედა და თავზე წამოფარებული აქვს ჟილეტის შიგნით ნაცვამი ზედის მუქი ფერის კაპიშონი. მას მარცხენა ხელში უჭირავს მუქი ფერის ჩანთა. მეოთხე პიროვნებას ტანთ აცვია მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, რომლის კაპიშონიც აქვს თავზე წამოფარებული, ხელებზე კი უკეთია ხელთათმანები, ხოლო მარჯვენა მხარზე კი გადაკიდებული აქვს მოლურჯო მუქი ფერის ჩანთა. ბანკის ფილიალის კართან მისვლისას, მეორე ხელში ცულიანმა პიროვნებამ ბანკის ფილიალის შესასვლელ კარს რამოდენიმეჯერ ჩაარტყა ხელში არსებული ცულის მაგვარი საგანი, რის შემდეგაც 18:15:12 საათზე ოთხივენი შედიან ბანკის ფილიალში. აღნიშნულის შემდეგ ბანკის ფილიალიდან გამორბიან სწრაფად მოქალქეები, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე შეინიშნება ბანკის ფიალიალის მიმდებარედ არსებული ობიექტებიდან გამოსული მოქალაქეთა დაბნეული და სწრაფი მოძრაობები. 18:17:04 საათზე ბანკის ფილიალიდან გამოდიან პირველი წითელ ნაჭრიანი ხელში ავტომატიანი პიროვნება, ხოლო შემდეგ კი დანარჩენები, რომლებსაც ხელში უკავიათ ჩანთები და სირბილით მიემართებიან ისევ ბანკის მარჯვენა მხარეს და 18:17:07 საათზე სუყველანი სცდებიან ვიდეო სათვალთვალო კამერის თვალთახედვის არეს.დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი-----–--–-------ემ.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული იქნა ქ. თბილისი ვაზისუბანი, ზურაბ პატარიძის ქუჩა #5-ში მდებარე შპს ,,სამშენებლო კომპანია ანაგის’’ მშენებარე ობიექტიდან გამოთხოვილი ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერი. ვიდეოს გახსნისას მითითებულია თარიღი 2018-12-20 და დრო, რომელიც იწყება 18:00:00 საათზე. ვიდეოს დაწყებიდან 18:18:46 საათზე გზაზე მოძრაობს მოვერცხლისფერო ფერის ,,ტოიოტა აქვას’’ ფირმის ა/მანქანა და მიემართება სს ,,ჰუალინგის’’ სავაჭრო ცენტრ ,,თბილისის ზღვის პლაზას’’ მიმართულებით. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი-----–--–-------ემ.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული იქნა ქ. თბილისი ვაზისუბანი, ზურაბ პატარიძის ქუჩა #5-ში მდებარე იეჰოვას მოწმეების დარბაზის შენობიდან გამოთხოვილი ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერი. ვიდეოს გახსნისას მითითებულია თარიღი 2018-12-20 და დრო, რომელიც იწყება 18:00:00 საათზე. ვიდეოს დაწყებიდან 18:18:28 საათზე ვაზისუბნის პირველი მიკრორაიონიდან ამომავალ ა/სამანქანო გზიდან ცენტრალურ სამანქანო გზაზე ამოდის სწრაფი მოძრაობით გზაზე მოძრაობს მოვერცხლისფერო ფერის ,,ტოიოტა აქვას’’ ფირმის ა/მანქანა და მიემართება სს ,,ჰუალინგის’’ სავაჭრო ცენტრ ,,თბილისის ზღვის პლაზას’’ მიმართულებით. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი-----–--–-------ემ.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული იქნა ქ. თბილისი, ვაზისუბანი მე-4 მ/რ მე-2 კვარტლის მდებარედ ს.ს. ,,ჰუალინგის’’ სავაჭრო ცენტრ ,,თბილისის ზღვის პლაზას“’ შენობიდან გამოთხოვილი ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერი. ვიდეოს გახსნისას ვხედავთ თარიღი 2018-12-20 და დრო, რომელიც იწყება 18:00:00 საათზე. ვიდეოს დაწყებიდან 18:19:21 საათზე გზაზე მოძრაობს მოვერცხლისფრო ფერის ,,ტოიოტა აქვას’’ ფირმის ა/მანქანა და მიემართება ახალი თბილისის ზღვის ქალაქის მიმართულებით. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი-----–--–-------ემ.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული იქნა ქ.თბილისი, თბილისის ზღვის ახალი ქალაქის პირველი საგუშაგოს შენობიდან გამოთხოვილი ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერი. ვიდეოს გახსნისას ვხედავთ თარიღი 2018-12-20 და დრო, რომელიც იწყება 18:00:00 საათზე. ვიდეოს დაწყებიდან 18:22:36 საათზე გზაზე მოძრაობს მოვერცხლისფრო ფერის ,,ტოიოტა აქვას’’ ფირმის ა/მანქანა და მიემართება ვარკეთილის დასახლების მიკრორაიონებისკენ. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი-----–--–-------ემ.

 

კომპიუტერული ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ტელეფონის მეხსიერებიდან ამოღებული 2018 წლის 20 დეკემბრით დათარიღებული ა-----–----–---–ის პირადობის მოწმობაზე გადაღებული ფოტო ფაილი გადატანილი იქნა საქაღალდეში სახელწოდებით: ,,Phone” და დაარქივებული იქნა პროგრამა ,,WinRar”-ის გამოყენებით ფაილად სახელწოდებით: ,,Phone.rar“ და გადატანილ იქნა ,,Verbatim”-ის წარმოების დისკზე.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ--------–-------ემ.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული იქნა ლ.სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა ორ ცალ პაკეტთან ერთად, მოხდა მე-2 პაკეტის გახსნა დათვალიერება. ფაილის გახსნისას მასში ჩაწერილია ინფორმაცია, რომელსაც ერთვის ფოტოსურათი, ფოტოსურათზე აღბეჭდილია ა-----–----–---–ის პ/ნ 0---------- პირადობის მოწმობა, ხოლო ქვემოთ კი მობილური ტელეფონის მონაცემები და ამ სურათის გადაღების თარიღი 20/12/2018 12:32:42 PM.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული ,,,ავერსიდან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი. ვიდეო დაწყებიდან 13:59:19 საათზე აფთიაქის მარცხენა მხრიდან ვიდეო სათვალთვალო კამერების თვალთახედვის არეში შემოდის ახალგაზრდა გოგო, რომელსაც ტანთ აცვია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მუქი ფერის ქურთუკი და გადაკიდებული აქვს ჩანთა, ასევე ფეხზე აცვია მოთეთრო ფერის სპორტული ფეხსაცმელები, ახალგაზრდა გოგო შედის აფთიაქში. 14:00:32 საათზე იმავე მარცხენა მხრიდან ვიდე სათვალთვალო კამერის თვალთახედვის არეში ჩნდება ახალგაზრდა მუქი ფერის მოკლედ შეჭრილი თმიანი მამაკაცი, რომელსაც ფეხზე აცვია თეთრი ძირიანი სპორტული ფეხსაცმელები, მუქი ფერის შარვალი და მუქი ფერის ქურთუკი და ისიც შედის აღნიშნულ აფთიაქში. 14:01:14 საათზე აფთიაქის წინ არსებულ გზაზე ჩამოივლის მოვერცხლისფრო ფერის ,,ტოიოტა აქვას“ ფირმის ა/მაქნანა, რომელიც უხვევს მარცხნივ და მიემართება ა/სამანქანო გზით ზემო მიმართულებით და სცდება სათვალთვალო კამერის თვალთახედვის არეს. 14:04:15 საათზე აღნიშნული აფთიაქიდან ერთად გამოდიან ზ/აღნიშნული ახალგაზრდა გოგო და ახალგაზრდა მამაკაცი, მიემართებიან აფთიაქის წინ არსებულ ა/სამანქანო გზისკენ.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული იქნა ,,პსპ“ აფთიაქიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები. ფირის დაწყებიდან 14:03:21 საათზე აფთიაქის მარცხნივ მდებარე ა/სამანქანო გზაზე მოდიან ერთად ახალგაზრდა გოგონა და ახალგაზრდა მამაკაცი. გოგონას ტანთ აცვია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მუქი ფერის ქურთუკი და გადაკიდებული აქვს ჩანთა, ასევე ფეხზე აცვია მოთეთრო ფერის სპორტული ფეხსაცმელები. მამაკაცს კი ფეხზე აცვია თეთრ ძირიანი სპორტული ფეხსაცმელები, მუქი ფერის შარვალი და მუქი ფერის ქურთუკი. ისინი ჩერდებიან გარკვეული ხანი ა/სამანქანო გზაზე.14:03:50 საათზე აჩერებენ მოვერცხლისფრო ფერის ა/მანქანა ,,მერსედეს“ ტაქსს და სხდებიან ა/მანქანის უკანა მხარეს. 14:00:00 საათზე აფთიაქის მარცხნივ მდებარე ა/სამანქანო გზაზე გამოდის მოვერცხლისფრო ფერის ,,ტოიოტა აქვა“ ფირმის ა/მანქანა, რომელსაც გარედან ემჩნევა დასვრის კვალი.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული იქნა ,,პრაიმიდან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი. დისკზე არსებული პირველი ვიდეო ფაილის გახსნისას ვხედავთ, რომ ზედა მარცხენა მხარეს აღნიშნულია თარიღი ,,12-21-2018“. 14:05:53 საათზე რესტორნის შენობის წინ ა/სამანქანო გზის პირას, ნახევრად გზაზე და ნახევრად ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე ჩერდება ვერცხლისფერი ა/მანქანა. აღნიშნული ა/მანქანის უკანა მარჯვენა კარიდან გადმოდის შავი ფერის თეთრი ძირიანი სპორტულ ფეხსაცმელში, მუქი ფერის მოყავისფრო ფერის და შავი ფერის ზედაში ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც თავზე აქვს მუქი ფერის მოკლედ შეჭრილი თმა და ფეხით მიემართება, ა/მანქანის უკანა მხრიდან ა/სამანქანო გზისკენ და სცდება ვიდეო სათვალთვალო კამერის თვალთახედვის არეს. აღნიშნული პიროვნება ისევ იმავე გზით ბრუნდება ა/მანქანის უკანა მხრიდან, მას ხელში უკავია მოლურჯო ფერის ჩანთა. უახლოვდება ა/მანქანის უკანა მარჯვენა კარს, აღებს მას და ჩანთითურთ ჯდება ა/მანქანაში, რის შემდეგაც ა/მანქანა იწყებს მოძრაობას თბილისის ზღვის მიმართულებით. დისკზე არსებული მეორე ვიდეო ფაილის გახსნისას ვხედავთ, რომ ზედა მარცხენა მხარეს აღნიშნულია თარიღი ,,12-21-2018“. 14:05:53 საათზე რესტორნის შენობის წინ ა/სამანქანო გზის პირას, ნახევრად გზაზე და ნახევრად ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე ჩერდება ვერცხლისფერი მერსედესის ფირმის ა/მანქანა, რომელსაც აქვს ტაქსის ნიშანი. ა/მანქანის უკანა მარჯვენა კარიდან გადმოდის მამაკაცი და ფეხით მიემართება. გადადის ფეხით აღნიშნულ სამანქანო გზაზე, ჩერდება სამრეცხაოს წინ და უახლოვდება მის წინ მდგომ მოთეთრო ფერის ფეხსაცმელებიან პიროვნებას. ხელების მოძრაობით ეკონტაქტებიან ერთმანეთს. მანქანიდან გადმოსული მამაკაცი შედის სამრეცხაოს შენობაში და მალევე გამოდის. ისევ ჩერდება აღნიშნული მოთეთრო ფერის ფეხსაცმელებიანი მამაკაცის წინ და შემდეგ ისევ ბრუნდება იმავე გზით ა/მანქანის უკანა მხრიდან, მას ხელში უკავია ჩანთა. უახლოვდება ა/მანქანას უკანა მარჯვენა კარს აღებს და ჩანთითურთ ჯდება ა/მანქანაში, რის შემდეგაც ა/მანქანა იწყებს მოძრაობას.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ქ-------–--–-------------------------------------–- კვარტლის მიმდებარედ შპს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შ/ადგილიდან და ა/მანქანა ,,ტოიოტა აქვას“ სახ. ნომერიW---------დან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები არაიდენტურია ბრალდებულ კარლო ჩ--------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-----------------მ.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: 1 (ერთი) ც. პისტოლეტი მჭიდით და 7 (შვიდი) ც ვაზნით ამოღებული საძინებელში კომოდის ქვედა უჯრიდან და 6 (ქვსი) ც. ვაზნა მოშავო ფერის პოლიეთილენის პარკში ამოღებული საძინებელში ტანსაცმლის კარადიდან“ მოთავსებულ: იარაღისმაგვარ საგანზე არსებული ბიომასალის (ობ. N1,2) შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი და კარლო ჩ--------ის (ობ. N35; პაკეტი, წარწერით: ,,ჩ--------ე კარლო ნერწყვის ნიმუში“) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ექვს ცალ ვაზნაზე არსებული ბიომასალის (ობ. N5) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და კარლო ჩ--------ის (ობ. N35) გენეტიკური პროფილი იდენტურია. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ-----------–------მ.

 

მოწმეებმა რო---–------–---–---------------------------------------------------–---–-------–---------–----–---–--------------------------------------–----------------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 27 დეკემბერს 03:20 საათზე ჩატარდა ქ-------–--–-------------------–----------------------------------- ბინის ჩხრეკა, რომელსაც ფლობდა და სარგებლობდა კარლო ჩ--------ე. ბინის ჩხრეკისას საძინებელ ოთახში ხელმარჯვნივ განთავსებულ კომოდის ბოლო უჯრაში აღმოჩენილი იქნა პისტოლეტი ნომრით H------- რომელშიც მოთავსებული იყო მჭიდი და 7 (შვიდი) ცალი ვაზნა. საძინებელ ოთახში განთავსებულ ტანსაცმლის კარადიდან აღმოჩენილი და ამოღებული იქნა მოშავო ფერის პოლიეთლენის პარკში მოთავსებული 06 (ექვსი) ცალი ვაზნა.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი N HC 3057 ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტის საშტატო ნიმუში ,,ПM”, იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. აღნიშნულ პისტოლეტზე რაიმე კონსტრუქციულად გადაკეთების კვალი არ აღინიშნება. ექსპერტიზაზე წარდგენილი პისტოლეტის მარცხენა მხარეს ჩარჩოზე და ჩამკეტის გარსაცმზე არსებული ნომრები ,, HC 3057“, მსგავსია დამამზადებელი საწარმოს მიერ შესრულებული მარკირებებისა. HC 3057 პისტოლეტზე რაიმე კონსტრუქციულად გადაკეთების კვალი არ აღინიშნება. 13 (ცამეტი) ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის ,,ПM”; სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის და სხვა (მათ შორის ექსპერტიზაზე წარდგენილი HC 3057 პისტოლეტისათვისაც). აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა პ--------------ემ.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: 1 (ერთი) ც. პისტოლეტი მჭიდით და 7 (შვიდი) ც ვაზნით ამოღებული საძინებელში კომოდის ქვედა უჯრიდან და 6 (ექვსი) ცალი ვაზნა მოშავო ფერის პოლიეთილენის პარკში (ამოღებული საძინებელში ტანსაცმლის კარადიდან) მოთავსებულ იარაღის მაგვარ საგანზე არსებული ბიომასალის (ობ. N1,2) შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი და კარლო ჩ--------ის (ობ. N35; პაკეტი, წარწერით: ,,ჩ--------ე კარლო ნერწყვის ნიმუში“) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ექვს ცალ ვაზნაზე არსებული ბიომასალის (ობ. N5) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და კარლო ჩ--------ის (ობ. N35) გენეტიკური პროფილი იდენტურია. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ-----------–------.

 

კარლო ჩ--------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მან განაცხადა, რომ 20 დეკემბერს თორნიკე ლოლაძისგან ერთი დღით, პირადი საჭიროებისთვის, იქირავა ა/მანქანა ,,ტოიოტა აქვა“, რომელიც დაუბრუნა მეორე დღეს. მანქანა შიგნიდან დასვრილი არ ყოფილა, მანქანაში ედო ლეპტოპი და არა რაიმე ჩანთა. კაზინოში მოიგო 1200 ლარი, რის შემდეგაც იმყოფებოდა სავაჭრო ცენტრ ,,ისთ ფოინთის“ მაღაზიებში, სადაც მოგებული თანხით შეიძინა ბავშვებისთვის ნივთები, ხოლო 800 ლარი ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკისას. კარლო ჩ--------ემ კატეგორიულად უარყო მისი მონაწილეობა სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღებაში. ასევე განაცხადა, რომ სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს ეს მანქანა და თვითონ მოიყვანეს დასვრილ მდგომარეობაში; ასევე, პოლიციის თანამშრომლებმა მისი დაკავების შემდეგ, ამოიღეს საცხოვრებელი ბინის გასაღები, სადაც წინასწარ შეიტანეს და ბინის სხვადასხვა ოთახებში დააწყვეს ფულადი კუპიურები, ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, რის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს ბინის ჩხრეკა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკთხა დაცვის მხარის მოწმე, ზვიად უგრეხელიძე, რომელმაც განმარტა, რომ ცხოვრობს კარლო ჩ--------ის მეზობლად. 27 დეკემბერს დაახლოებით 01:30 საათზე ჩამოვიდა კახეთიდან თბილისში და როდესაც ა/მანქანა გააჩერა, მოპირდაპირე მხარეს, სადაც კარლო ჩ--------ე ცხოვრობს, ბინაში დაინახა შუქი ანთებული, ასევე დაინახა აივანზე გამოსული ერთ ადამიანი, რომელიც სიგარეტს ეწეოდა, ხოლო ბინაში რამდენიმე ადამიანი გადაადგილდებოდა. ზვიად უგრეხელიძემ იფიქრა, რომ კარლო ჩ--------ესთან იყვნენ სტუმრები და ქეიფობდნენ. 2018 წლის 27 დეკემბერს დილის 10:00 საათზე დაურეკა კარლო ჩ--------ის მამამ და შეატყობინა, რომ მისი შვილი პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე დაიკითხა დაცვის მხარის მოწმე, ჯ--–--------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მას კარლო ჩ--------ესთან აკავშირებს ახლო მეგობრული ურთიერთობა. 26 დეკემბერს, იგი იმყოფებოდა კარლო ჩ--------ესთან ერთად, როდესაც ეს უკანასკნელი დააკავეს. მოწმის განმარტებით, მას კარლო ჩ--------ის დაკავების დღეს განვითარებული მოვლენები ზუსტად ახსოვს, ვინაიდან 26 დეკემბერს დაბადების დღე ჰქონდა და კარლო ჩ--------ესთან ერთად აპირებდა რესტორანში წავლას. საღამოს საათები იყო, როდესაც მივიდნენ ჩ--------ის სახლში. სახლში არავინ იყო, კარლო ჩ--------ეს მეუღლესთან პრობლემები ჰქონდა და მეუღლე დროებით მშობლებთან ცხოვრობდა. ის და კარლო ჩ--------ე სახლში მარტო იყვნენ. ტაქსი გამოიძახეს, სახლიდან რომ გამოვიდნენ, შუქი ჩააქრეს, კარლო ჩ--------ემ კარი ჩაკეტა გასაღებით, გასაღები ჯიბეში ჩაიდო და წავიდნენ. მათი დაკავება მოხდა კალაუბნის ქუჩაზე, როდესაც ტაქსში ისხდნენ და შუქნიშანზე იყვნენ გაჩარებული. ჯ--–--------------–---–ი წინა სავარძელზე იჯდა, კარლო ჩ--------ე კი უკანა სავარძელზე. ამ დროს პოლიციის თანამშრომლებმა ისინი ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს ავტომობილიდან. მოწმე გადაიყვანეს ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოში, შემდეგ კი ვაზისუბნის სამმართველოში, სადაც ის დაახლოებით 24 საათი გააჩერეს, თუმცა, მისი გამოკითხვა არ მომხდარა. მოწმის განმარტებით, პოლიციის განყოფილებაში მან შენიშნა ასაკოვანი ქალბატონი, რომელსაც როგორც ჩანს დანიშნული ფული უპოვია. ჯ--–-------------–---–ი მიხვდა, რომ ეს ქალბატონი კარლო ჩ--------ის საქმესთან დაკავშირებით იყო დაბარებული. პროკურორის კითხვაძე მოწმემ უპასუხა, რომ კარლო ჩ--------ის დაკავება 26 დეკემბერს საღამოს საათებში მოხდა. იგი დაახლოებით ერთი წლის მერე იქნა გამოკითხული ჩ--------ის ადვოკატების მიერ, საადვოკატო ბიუროში. მისი გამოკითხვა მოხდა დილის საათებში. მოწმემ განაცხადა, რომ სამართალდამცველების მხრიდან დაკავებისას განხორციელდა უკანონო ქმედებები, კერძოდ, მიუღებელი ფორმით მოხდა მათი მანქანიდან გადაყვანა, თუმცა, აღნიშნულის თაობაზე არავისთვის მიუმართავს, ასევე, არავისთვის მიუმართავს კარლო ჩ--------ის ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად, ვინაიდან თავად ელოდებოდა, რომ პოლიცია დაიბარებდა და დაკითხავდა.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, კერძოდ, 2019 წლის 26 ოქტომბრის დათვალიერების ოქმი და მასზე თანდართულ CD დისკზე არსებული ვიდეოჩანაწერი.

 

სააპელაციო პალატამ შეაფასა მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა აპელანტის საკვანძო არგუმენტები და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა წარმოდგენილი მტკიცებულებები და რატომ არ იზიარებს აპელანტის არგუმენტებს.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხედვას, რომელმაც არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს კარლო ჩ--------ეს მონაწილეობა არ მიუღია სს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღებაში და პოლიციამ თავად შეიტანა კარლო ჩ--------ის ბინაში ის ნივთები, რაც შემდეგში ამოიღეს, გამომდინარე იქედან, რომ საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების სასამართლოში გამოკვლევისას.

 

დაზარალებულების ვანო მახარაშვილის, ნანა მელიქიძის, სალომე გაბაშვილის, დაზარალებულის წარმომადგენელის დავით გოგსაძის, მოწმეების მარიამ ძირკველიშვილის, ნინო ქოზაშვილის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვებით და სხვა მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს დაახლოებით 18:15 საათზე, ქ-------–--–------------------------------------–-----------–-- მიმდებარედ არსებული სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში ოთხი პირის მიერ ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა ბანკის თანამშრომლებზე - უსაფრთხოების თანამშრომელ ვანო მახარაშვილზე, მოლარე ოპერატორ ნანა მელიქიძეზე, მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელ - სალომე გაბაშვილზე და სალაროდან გაიტაცეს დიდი ოდენობით თანხა - 31 301.21 ლარის ოდენობით და ე.წ. ,,ცხელი ფული“ ღირებული 1 400.1 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია შემედგი ფაქტობრივი გარეოებები, კერძოდ, 2018 წლის 20 დეკემბერს კარლო ჩ--------ემ თორნიკე ლოლაძისგან იქირავა ავტომანქანა ,,ტოიოტა აქვა’’, ამის შემდეგ მოხდა ბანკის ფილიალის დაყაჩაღება და აღნიშნული ავტომანქანით ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება, ავტომობილში (როგორც გარედან, ასევე სალონში), კარლო ჩ--------ის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ფულად კუპიურებზე, სავაჭრო ცენტრიდან ამოღებულ კარლო ჩ--------ის მიერ დახარჯულ კუპიურებზე აღბეჭდილია სს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების შედეგად წაღებული ე.წ ,,ცხელი ფულის’’ კვალი, კარლო ჩ--------ეს მანქანაში დარჩა დანაშაულის ადგილზე აღწერილი ჩანთები, რომლებზეც ასევე აღინიშნება ე.წ, ,,ცხელი ფულის’’ კვალი, კარლო ჩ--------ის ბინიდან ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი რომელზეც დადასტურდა კარლო ჩ--------ის გენეტიკური პროფილის იდენტურობა (რაც გამორიცხავს კარლო ჩ--------ის ბინაში იარაღის და თანხის დადების ვერსიას). აღნიშნული გარემოებები პირდაპირ და უტყუარად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ კარლო ჩ--------ემ განახორციელა თბილისი, ვაზისუბანი მე-4 მ/რაიონი, 1-ლი კვარტალის მიმდებარედ არსებული სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში ყაჩაღური თავდასხმა.

 

სააპელაციო პალატა ასევე მიმოიხილავს დაცვის მხარის არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ მოწმის სახით არ დაიკითხა ის პიროვნება, რომელმაც თორნიკე ლოლაძის ავტომობილი გარეცხა, ასევე არ მოხდა კარლო ჩ--------ის მეუღლის, ა-----–----–---–ის დედის დაკითხვა, და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების დაცვით და იმ ვითარებაში, როდესაც მხარე სასამართლოში ირჩევს მტკიცების ასეტ ფორმას, სააპელაციო პალატას უჩნდება იმის გონივრული მოლოდინი, რომ მხარე, როგორც მინიმუმ თავად შეეცდებოდა მისივე განმარტებით ასეთი წონადი მტკიცებულების მოპოვებას და წარმოდგენას და არ დარჩებოდა მხოლოდ საპროცესო მოწინააღმდეგის კეთილსინდისიერების იმედად, რაც არ იქნებოდა მტკიცების ტვირთის შეცვლა და რასაც, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კარლო ჩ--------ეს პირადი ჩხრეკისას ამოუღეს საცხოვრებელი ბინის გასაღები, რომლითაც პოლიციელების მიერ მოხდა კარის გაღება და კარლო ჩ--------ის საცხოვრებელ ბინაში ნივთების განთავსება. პალატა ყურადღევას გაამახვილებს კარლო ჩ--------ის პირადი ჩხრეკის ოქმზე, რომლიც მიხედვით, აღნიშნული გასაღების ამოღება არ მომხდარა, რაზეც აპელირებს დაცვის მხარე, პირველი ინტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბინის მეპტრონემ, ნ------------მ განმარტა, რომ ბინას ჰქონდა ორი გასაღები, რომელთაგან ერთს თავად ინახავდა, ხოლო მეორე - ა-----–----–---–ის და კარლო ჩ--------ეს ჰქონდა გადაცემული. მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანაშრომლების განმარტებით, ა-----–----–---–ს ჰქონდა ბინის გასაღები, რომელმაც ჩხრეკის დაწყებამდე გააღო კარები.

 

რაც შეეხება მოწმე ა-----–----–---–ის ჩვენებას, სააპელაციო პალატა მიიჩნევს მას, როგორც არასარწმუნოს, ვინაიდან წინააღმდეგობაში მოდის პოლიციის ჩვენებებსა და ჩხრეკის ოქმებთან. კერძოდ, ა-----–----–---–ის მშობლების ბინის ჩხრეკა ჩატარდა 27 დეკემბერს 03:05-04:03 საათზე, რომელსაც ესწრებოდა გელა ალაფიშვილი, ხოლო კარლო ჩ--------ის ბინის ჩხრეკა ჩატარდა 27 დეკემბერს 03:20-05:10 საათზე, რომელსაც ესწრებოდა ა-----–----–---–ი. ფაქტობრივად, ორივე ჩხრეკა მიმდინარეობდა პარალელურ რეჟიმში, მათში მონაწილეობდა სხვადასხვა პირები, რაც გამორიცხავს ა-----–----–---–ის ჩვენების სისწორეს იმის თაობაზე, რომ ,,ღამის 03:00 საათზე დედამისის სახლში მივიდნენ პოლიციელები, რომლებმაც ჩაატარეს ბინის ჩხრეკა. შემდეგ ის და დედამისი პოლიციის თანამშრომლებს გაყვნენ კარლო ჩ--------ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც პოლიციის თანამშრომელმა გადასცა გასაღები, რის შემდეგაც ა-----–----–---–მა გააღო ბინის კარი’’.

 

სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს დაცვის მხარის მოწმის, ზვიად უგრეხელიძის ჩვენებას, იმის გათვალიწინებით, რომ მოწმემ ვერ შეძლო ზუსტად მიეთითებინა ის დრო, როდესაც კარლო ჩ--------ის ბინაში ანთებული შუქი და ადამიანები შენიშნა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ 27 დეკემბერს კარლო ჩ--------ის საცხოვრებელ ბინაში მან შუქი შენიშნა, ვინაიდან 27 დეკემბერს ღამის საათებში აქ ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედება, ბინის ჩხრეკა, რომლის ოქმის შედგენა 03:20 საათზე დაიწყო,სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დავცის მხარის პოზიციას, რომ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა არ ეკუთვნოდა კარლო ჩ--------ეს და პოლიციამ განათავსა მის ბინაში, ვინაიდან აღნიშნული წინააღმდედგობაშია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, რომელიც ადასტურებს რომ პისტოლეტზე მჭიდით და 7 (შვიდი) ცალ ვაზნაზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი და კარლო ჩ--------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ექვს ცალ ვაზნაზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და კარლო ჩ--------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს პალატის სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, მოწმე ჯ--–--------------–---–ის ჩვენებასა და 2019 წლის 26 ოქტომბრის დათვალიერების ოქმზე და მასზე თანდართულ CD დისკზე არსებული ვიდეოჩანაწერზე.

 

სააპელაციო პალატა ვერ შეაფასებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდოეჩანაწერს, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი და მოწმის სახით დაკითხული აღნიშნული მასალის შემქმნელი პირი, ან პიროვენება, ვისთანაც ინახებოდა იგი, შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულების ავთენტურობა არ არის დადასტურებული, ამასთან, ვიდეოჩანაწერზე ასახული სიუჟეტი და კადრები არ არის რელევანტური განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან.

 

რაც შეეხება მოწმე ჯ--–--------------–---–ის ჩვენებას, პალატა ვერ მიიჩნევს მას სარწმუნოდ, ვინაიდან მისი ჩვენება არის არათანმიმდევრული და არ შეესაბამება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ამტკიცებს კარლო ჩკვეტაძის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. მოწმე ჯ--–--------------–---–ი იხსენებს ერთი წლის წინ მომხდარ მოვლენებს და დეტალურად აღწერს მათ, ამასთან, იგი გამოკთხვის ოქმსა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში განსხვავებულად უთითებს კარლო ჩ--------ის დაკავებისა და მისი გამოკითხვის დროზე. შესაბამისად, პალატის შეფასებით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის კარლო ჩ--------ის მსჯავრდების ნაწილში ეჭვის შეტანის საფუძველს და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს დაახლოებით 18:15 საათზე, ქ. თბილისი, ვაზისუბანი მე-4 მ/რაიონი, 1-ლი კვარტალის მიმდებარედ არსებული სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში კარლო ჩ--------ემ თანმხლებ პირებთან ერთად ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა ბანკის თანამშრომლებზე და სალაროდან გაიტაცა დიდი ოდენობით თანხა - 31 301.21 ლარის ოდენობით და ე.წ. ,,ცხელი ფული“ ღირებული 1 400.1 ლარის ოდენობით, ასევე, მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ კარლო ჩ--------ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ყაჩაღობისთვის. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ანდა ასეთი ძალადობის მუქარა, რომელიც უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. ამასთან დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან საფუძვლიანი ეჭვი უნდა გაუჩნდეს, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მუქარა რეალიზებული იქნება. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს საკუთრების უფლებას და ადამიანის ჯანმრთელობას, შესაბამისად ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია, როგორც საკუთრების უფლება, ისე ადამიანის ჯანმრთელობა. სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - სადგომში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, ხოლო 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

 

ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს დაახლოებით 18:15 საათზე, კარლო ჩ--------ემ ცეცხლსასროლი იარაღითა და ცულებით შეიარაღებულ გამოძიებით დაუდგენელ სამ პიროვნებასთან ერთად, უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, ვაზისუბანი მე-4 მ/რაიონი, 1-ლი კვარტლის მიმდებარედ არსებული სს ,,საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში, ჯგუფურად თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა უსაფრთხოების თანამშრომელ ვანო მახარაშვილს და მოლარე ოპერატორ ნანა მელიქიძეს, იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრა მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელ სალომე გაბაშვილს, უსაფრთხოების თანამშრომელ ვანო მახარაშვილს, მოლარე ოპერატორ ნანა მელიქიძეს და სალაროდან გაიტაცა დიდი ოდენობით თანხა - 31 301.21 ლარის ოდენობით და ე.წ. ,,ცხელი ფული“ (ფულის კუპიურების შეკვრის იმიტაცია-მულაჟი) ღირებული 1 400.1 ლარის ოდენობით, ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად სს ,,საქართველოს ბანკს“ მიადგა 32 701,31 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით, ჯგუფრად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და ამავე მუხლი მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც კარლო ჩ--------ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო ობიექტურ მხარეს წარმოადგენს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა. დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ისეთი საგანი ან მოწყობილობა, რომელიც კონსტრუქციულად შესაბამისი იარაღიდან გასროლისთვისაა განკუთვნილი და რომელიც ვარგისია გამოსაყენებლად. კონკრეტულ საქმეში, საექსპერტო-ბალისტიკური კვლევის შედეგად, უტყუარად დასტურდება ბრალად წარდგენილი ცეცხლსასროლო იარაღის და საბრძოლო მასალის ვარგისიანობა. რაც შეეხება უშუალოდ შეძენა-შენახვის დანაშაულებრივ შემადგენლობას - საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის ყიდვას და ქმედება დამთავრებულია, როდესაც პირს მიეცემა საბრძოლო მასალის განკარგვის უფლება, ხოლო მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს საბრძოლო მასალისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის უფლება არა აქვს. კონკრეტულ შემთხვევაში, უტყუარად არის დადგენილი ის ფაქტი, რომ კარლო ჩ--------ე თავის საცხოვრებელ ბინაში, საძინებელ ოთახში ინახავდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ პისტოლეტს ნომრით H------- რომელშიც მოთავსებული იყო მჭიდი და 7 (შვიდი) ცალი ვაზნა, ასევე ამოღებულ იქნა 06 (ექვსი) ცალი ვაზნა.

 

ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ კარლო ჩ--------ემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა - ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტის საშტატო ნიმუში ,,ПМ“ (საიდენტიფიკაციო ნომრით HC3057) და აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი 13 (ცამეტი) ცალი 9 მმ კალიბრის ვაზნა, რომელთაც 2018 წლის 27 დეკემბერს ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქ. თბილისში, ვაზისუბნის 1 მ/რაიონის კორპუსი N11, ბინა N18-ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში, სახეზეა დანაშაულის - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც კარლო ჩ--------ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაული), მის პიროვნებას და წარსულ ცხოვრებას (კარლო ჩ--------ე წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი, მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ, გამოსაცდელ ვადაში), ზიანის სახით დამდგარ შედეგს, მსჯავრდებულის პირად და ოჯახურ მდგომარეობას (ჰყავს მეუღლე და ორი შვილი) და მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის გამოყენებით, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ კარლო ჩ--------ეს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და პიროვნების ადეკვატური სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის (სასჯელის მიზნები) მიზნებს.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: 2018 წლის 20 დეკემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: ხელის კვლები, სუნის კვალის ნიმუშები, პარკის ნაგლეჯი, პლასტმასის დეტალი, კვალი მწებავ ლენტზე - განადგურდეს. ფულის ჩასაყრელი ყუთი და გასაღები რგოლზე - დაუბრუნდეს მესაკუთრეს. მოწმე თორნიკე ლოლაძისგან ამოღებული „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და სიმ ბარათი ნომრით 5----------- - დაუბრუნდეს მესაკუთრეს. აღნიშნული ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით. თორნიკე ლოლაძის კუთვნილი ა/მანქანის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები 8 ცალ ბ/ჩხირზე; ამოღებული ანაწმენდები 34 ცალ ბ/ჩხირზე; ამოღებული მიკრონაწილაკები საკონტროლო ნაჭრის ნიმუშთან ერთად; სუნის კვალის ნიმუშები 4 ქილად; ა/მანქანიდან ამოღებული სავარძლის საზურგეების ამონაჭრელები მოწითალო ფერის ლაქებით - განადგურდეს. ა/მანქანის სარეგისტრაციო მოწმობა და გასაღები; თორნიკე ლოლაძის კუთვნილი „ტოიოტა აქვას“ ფირმის ა/მანქანა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

2018 წლის 23 დეკემბერს მაღაზია „ფლო-ჯორჯიადან“ ამოღებული 31 ცალი 20 ლარიანი კუპიურა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

2018 წლის 23 დეკემბერს მაღაზია „ბამბინოდან“ ამოღებული 5 ცალი 20 ლარიანი კუპიურა - საქმეზე - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

2018 წლის 26 დეკემბერს მირანდა დუნდუას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი კუპიურები - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

2018 წლის 26 დეკემბერს კარლო ჩ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 8 ცალი 100 ლარიანი კუპიურა -დაუბრუნდეს მესაკუთრეს. 2018 წლის 26 დეკემბერს კარლო ჩ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი შიგ არსებულ სიმ ბარათით, - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან ნდობით აღჭურვილ პირს.

2018 წლის 27 დეკემბერს კარლო ჩ--------ის რეგისტრაციის მისამართიდან, გელა ალაფიშვილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 1100 აშშ დოლარი და 2080 ლარი (დალუქული), ამოღებული 1 ცალი 20 ლარიანი კუპიურა (დალუქული) - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

2018 წლის 27 დეკემბერს კარლო ჩ--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული: წელზე დასამაგრებელ ჩანთაში არსებული ფულის კუპიურები - დაუბრუნდეს მესაკუთრეს. ამოღებული 28 ცალი 5 ევროიანი კუპიურა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

ამოღებული პისტოლეტი ნომრით HC3057 მჭიდით და 7 ცალი ვაზნით და 6 ცალი ვაზნა, (საიდანაც საექსპერტო კვლევიდან დაბრუნებულია 7 ცალი ვაზნა) - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

2018 წლის 27 დეკემბერს კარლო ჩ--------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში; კარლო ჩ--------ისაგან აღებული სუნის ნიმუში - განადგურდეს.

 

2018 წლის 20 დეკემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ დისკად; 2018 წლის 23 დეკემბერს თორნიკე ლოლაძის ა/მანქანის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ერთ ცალ დისკად; 2018 წლის 27 დეკემბერს კარლო ჩ--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ დისკად; 2019 წლის 08 იანვარს სს „საქართველოს ბანკიდან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 10 ცალ დისკზე; 2018 წლის 30 დეკემბერს შპს „ერთობას“ სუპერმარკეტი „ბესტ მარკეტიდან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 4 ცალ დისკზე; 2019 წლის 08 იანვარს სს „გეფას“ აფთიაქი „ფარმადეპოდან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 4 ცალ დისკზე; 2018 წლის 30 დეკემბერს შპს „აი-სი-არ თრეიდის“ მაღაზია „ბამბინოდან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 16 იანვარს ქ.თბილისის მერიის ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის რაგბის მოედნიდან გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 16 იანვარს ინდ.მეწარმე შალვა ასანიშვილის სამშენებლო მასალების მაღაზია „1000 წვრილმანიდან’’ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 18 იანვარს შპს „ავერსი ფარმადან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი 2 ცალ დისკზე; 2019 წლის 18 იანვარს შპს „პსპ ფარმას“ აფთიაქი „პსპ“-დან გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი 2 ცალ დისკზე; 2019 წლის 20 იანვარს ინდ.მეწარმე თენგიზ ხუბლავას რესტორანი „პრაიმიდან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 19 იანვარს შპს სამშენებლო კომპანია „ანაგიდან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 24 იანვარს სს „ჰუალინგის“ სავაჭრო ცენტრი „თბილისის ზღვის პლაზადან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 24 იანვარს ორგანიზაცია იეჰოვას მოწმეების დარბაზის შენობიდან გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 24 იანვარს სს „ჰუალინგის“ თბილისის ზღვის ახალი ქალაქიდან გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ კარლო ჩ--------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-------------–---ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი;

 

კარლო ჩ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტის) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

კარლო ჩ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქთას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კარლო ჩ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს კარლო ჩ--------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 27(ოცდაშვიდი) დღით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კარლო ჩ--------ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 27(ოცდაშვიდი) დღით და საბოლოოდ, კარლო ჩ--------ეს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

კარლო ჩ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმებულია.

 

კარლო ჩ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 27 დეკემბრის 05:15 საათიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- 2018 წლის 20 დეკემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: ხელის კვლები, სუნის კვალის ნიმუშები, პარკის ნაგლეჯი, პლასტმასის დეტალი, კვალი მწებავ ლენტზე - განადგურდეს.

 

- ფულის ჩასაყრელი ყუთი და გასაღები რგოლზე - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

- მოწმე თორნიკე ლოლაძისგან ამოღებული „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და სიმ ბარათი ნომრით 5----------- - დაუბრუნდეს მესაკუთრეს. აღნიშნული ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

- თორნიკე ლოლაძის კუთვნილი ა/მანქანის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები 8 ცალ ბ/ჩხირზე; ამოღებული ანაწმენდები 34 ცალ ბ/ჩხირზე; ამოღებული მიკრონაწილაკები საკონტროლო ნაჭრის ნიმუშთან ერთად; სუნის კვალის ნიმუშები 4 ქილად; ა/მანქანიდან ამოღებული სავარძლის საზურგეების ამონაჭრელები მოწითალო ფერის ლაქებით - განადგურდეს. ა/მანქანის სარეგისტრაციო მოწმობა და გასაღები; თორნიკე ლოლაძის კუთვნილი „ტოიოტა აქვას“ ფირმის ა/მანქანა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

- 2018 წლის 23 დეკემბერს მაღაზია „ფლო-ჯორჯიადან“ ამოღებული 31 ცალი 20 ლარიანი კუპიურა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

- 2018 წლის 23 დეკემბერს მაღაზია „ბამბინოდან“ ამოღებული 5 ცალი 20 ლარიანი კუპიურა - საქმეზე - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

- 2018 წლის 26 დეკემბერს მირანდა დუნდუას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი კუპიურები - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

- 2018 წლის 26 დეკემბერს კარლო ჩ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 8 ცალი 100 ლარიანი კუპიურა -დაუბრუნდეს მესაკუთრეს. 2018 წლის 26 დეკემბერს კარლო ჩ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი შიგ არსებულ სიმ ბარათით, - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან ნდობით აღჭურვილ პირს.

 

- 2018 წლის 27 დეკემბერს კარლო ჩ--------ის რეგისტრაციის მისამართიდან, გელა ალაფიშვილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 1100 აშშ დოლარი და 2080 ლარი (დალუქული), ამოღებული 1 ცალი 20 ლარიანი კუპიურა (დალუქული) - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

- 2018 წლის 27 დეკემბერს კარლო ჩ--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული: წელზე დასამაგრებელ ჩანთაში არსებული ფულის კუპიურები - დაუბრუნდეს მესაკუთრეს. ამოღებული 28 ცალი 5 ევროიანი კუპიურა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

- ამოღებული პისტოლეტი ნომრით HC3057 მჭიდით და 7 ცალი ვაზნით და 6 ცალი ვაზნა, (საიდანაც საექსპერტო კვლევიდან დაბრუნებულია 7 ცალი ვაზნა) - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

- 2018 წლის 27 დეკემბერს კარლო ჩ--------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში; კარლო ჩ--------ისაგან აღებული სუნის ნიმუში - განადგურდეს.

 

- 2018 წლის 20 დეკემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ დისკად; 2018 წლის 23 დეკემბერს თორნიკე ლოლაძის ა/მანქანის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ერთ ცალ დისკად; 2018 წლის 27 დეკემბერს კარლო ჩ--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ დისკად; 2019 წლის 08 იანვარს სს „საქართველოს ბანკიდან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 10 ცალ დისკზე; 2018 წლის 30 დეკემბერს შპს „ერთობას“ სუპერმარკეტი „ბესტ მარკეტიდან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 4 ცალ დისკზე; 2019 წლის 08 იანვარს სს „გეფას“ აფთიაქი „ფარმადეპოდან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 4 ცალ დისკზე; 2018 წლის 30 დეკემბერს შპს „აი-სი-არ თრეიდის“ მაღაზია „ბამბინოდან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 16 იანვარს ქ.თბილისის მერიის ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის რაგბის მოედნიდან გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 16 იანვარს ინდ.მეწარმე შალვა ასანიშვილის სამშენებლო მასალების მაღაზია „1000 წვრილმანიდან’’ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 18 იანვარს შპს „ავერსი ფარმადან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი 2 ცალ დისკზე; 2019 წლის 18 იანვარს შპს „პსპ ფარმას“ აფთიაქი „პსპ“-დან გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი 2 ცალ დისკზე; 2019 წლის 20 იანვარს ინდ.მეწარმე თენგიზ ხუბლავას რესტორანი „პრაიმიდან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 19 იანვარს შპს სამშენებლო კომპანია „ანაგიდან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 24 იანვარს სს „ჰუალინგის“ სავაჭრო ცენტრი „თბილისის ზღვის პლაზადან“ გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 24 იანვარს ორგანიზაცია იეჰოვას მოწმეების დარბაზის შენობიდან გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; 2019 წლის 24 იანვარს სს „ჰუალინგის“ თბილისის ზღვის ახალი ქალაქიდან გამოთხოვილი ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი 1 ცალ დისკზე; რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი

 

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

 

მანუჩარ კაპანაძე