განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №160141318002314121-1ბ/1692-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
06 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე:გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ვახტანგ მრელაშვილი
მაია თეთრაული
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი სახიაშვილი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ვუგარ ნოვრუზოვი, დაბადებული 1993 წლის 18 აპრილს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N28001094309, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, მცხოვრები: მარნეული, რუსთაველის ქ.N33, ბინა N45;
კვალიფიკაცია:(ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილი, (ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტი (პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით).
დისპოზიცია:(ა)პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, (ბ) ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ (პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით).
კვალიფიკაცია: (ა) საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილი, (ბ) საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილი (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით);
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წელი.
მსჯავრდებული: ასიმ კალაევი, დაბადებული 1994 წლის 3 მაისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N28001112540, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლევი, მცხოვრები: მარნეული, რაზულზადეს ქ.N30.
კვალიფიკაცია:(ა) საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილი, (ბ) საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტი (პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით).
დისპოზიცია: (ა)პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, (ბ) ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ (პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით).
კვალიფიკაცია: (ა) საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილი, (ბ) საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში გამართლდა (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით).
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წელი და 6 (ექვსი) თვე.
მსჯავრდებული: სინან ორუჯოვი, დაბადებული 1995 წლის 3 ივლისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N12001077171, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლევი, მცხოვრები: გარდაბანი, სოფელი ყარათაკლია.
კვალიფიკაცია:(ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილი, (ბ) საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები (პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით).
დისპოზიცია:(ა) პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, (ბ) ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ (პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით).
კვალიფიკაცია: (ა) საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილი, (ბ) საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში გამართლდა (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით);
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წელი და 6 (ექვსი) თვე.
მსჯავრდებული: ჯალილ სულეიმანოვი დაბადებული 1995 წლის 28 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N28001097997, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: მარნეული, ხალილოვის ქ.N7;
კვალიფიკაცია: (ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილი, (ბ) საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით).
დისპოზიცია:(ა)პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, (ბ) ხულიგნობა, ესეიგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ (პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით).
კვალიფიკაცია: (ა) საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილი, (ბ) საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში გამართლდა (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით);
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
მსჯავრდებული: ჯუმშუდ ნოვრუზოვი, დაბადებული 1985 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N28001058161, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე.
კვალიფიკაცია: (ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილი, (ბ) საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით).
დისპოზიცია:(ა)პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, (ბ) ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ (პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით).
კვალიფიკაცია: (ა) საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილი; (ბ) საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში გამართლდა (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით).
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
ადვოკატები: გელა ქენქაძე, გელა ნიკოლაიშვილი;
თარჯიმანი: ასიფ სულეიმანოვი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ სინან ორუჯოვის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გიორგი დავითაშვილმა, მსჯავრდებულ ჯალილ სულეიმანოვის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გოდერძი ხარაზიშვილმა და ომარ მურადასილოვმა, მსჯავრდებულ ჯუმშუდ ნოვრუზოვის, ვუგარ ნოვრუზოვის, ასიმ კალაევის, სინან ორუჯოვისა და ჯალილ სულეიმანოვის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გელა ქენქაძემ, ასევე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ.
მსჯავრდებულ სინან ორუჯოვის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გიორგი დავითაშვილმა მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ მსჯავრდებული სინან ორუჯოვი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში.
მსჯავრდებულ ჯალილ სულეიმანოვის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გოდერძი ხარაზიშვილმა და ომარ მურადასილოვმა მოითხოვეს გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენი და მსჯავრდებულ ჯალილ სულეიმანოვის მიმართ დადგეს გამამართლებელი განაჩენი.
მსჯავრდებულ ჯუმშუდ ნოვრუზოვის, ვუგარ ნოვრუზოვის, ასიმ კალაევის, სინან ორუჯოვის და ჯალილ სულეიმანოვის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გელა ქენქაძემ მოითხოვა გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენი და მის ნაცვლად მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ბრალდების მხარემ ითხოვა ცვლილება შევიდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის განაჩენში და მსჯავრდებული ვუგარ ნოვრუზოვი, ასიმ კალაევი, სინან ორუჯოვი, ჯალილ სულეიმანოვი, ჯუმშუდ ნოვრუზოვი ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველო სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით;
წარდგენილი ბრალდების არსი მსჯავრდებულ ვუგარ ნოვრუზოვის, ასიმ კალაევის, სინან ორუჯოვის, ჯალილ სულეიმანოვის და ჯუმშუდ ნოვრუზოვის მიმართ.
2018 წლის 09 თებერვალს დაახლოებით 03.00 საათზე ვუგარ ნოვრუზოვი, ასიმ კალაევთან, სინან ორუჯოვთან, ჯუმშუდ ნოვრუზოვთან, ჯალილ სულეიმანოვთან და სხვა პირებთან ერთად შევიდა ქ.მარნეულში რუსთაველის ქუჩა N72-ში განლაგებულ სლოტ-კლუბ „777“-ში. აღნიშნულ სლოტ-კლუბში თამაშისას მას შელაპარაკება მოუვიდა სლოტ-კლუბის პერსონალთან, რაც გადაიზარდა ხმამაღალ საუბარში. ინციდენტის თავიდან არიდების მიზნით სპეციალური პულტის მეშვეობით ადგილზე გამოძახებული იქნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლები. გამოძახებაზე სლოტ-კლუბში გავიდნენ შსს, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილების ოპერატიული რეაგირების ჯგუფის უმცროსი ინსპექტორი აბუკარ სულეიმანოვი და ამავე განყოფილების ინსპექტორი არარატ გულიანი. როდესაც პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ სლოტ-კლუბიდან გამოსულ ვუგარ ნოვრუზოვთან და მის თანმხლებ პირებთან, ვუგარ ნოზვრუზოვმა, ასიმ კალაევმა, სინან ორუჯოვმა, ჯუმშუდ ნოვრუზოვმა და ჯალილ სულეიმანოვმა უკმაყოფილება გამოთქვეს პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლით და თავს დაესხნენ აბუკარ სულეიმანოვს და არარატ გულიანს, რომელთაც ვუგარ ნოვრუზოვმა და მასთან ერთად მყოფმა პირებმა ხელებით და ფეხებით მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნული ქმედების განხორციელების შემდეგ, ვუგარ ნოვრუზოვი და მასთან ერთად მყოფი ასიმ კალაევი, სინან ორუჯოვი, ჯუმშუდ ნოვრუზოვი და ჯალილ სულეიმანოვი განაწყენებული იმ ფაქტით, რომ გამოძახებული იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, კვლავ მიბრუნდნენ სლოტ-კლუბში. სლოტ-კლუბში ვუგარ ნოვრუზოვმა და ჯალილ სულეიმანოვმა სლოტ-კლუბის დაცვის თანამშრომელს ირაკლი ფეიქრიშვილს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სლოტ-კლუბის თანამშრომლებს და ძალადობის მუქარით უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და სლოტ-კლუბის ნორმალური ფუნქციონირება.
2018 წლის 09 თებერვალს დაახლოებით 03.00 საათზე ასიმ კალაევი, სინან ორუჯოვთან, ჯუმშუდ ნოვრუზოვთან, ვუგარ ნოვრუზოვთან, ჯალილ სულეიმანოვთან და სხვა პირებთან ერთად შევიდა ქ.მარნეულში რუსთაველის ქუჩა N72-ში განლაგებულ სლოტ-კლუბ „777“-ში. აღნიშნულ სლოტ-კლუბში თამაშისას მას შელაპარაკება მოუვიდა სლოტ-კლუბის პერსონალთან, რაც გადაიზარდა ხმამაღალ საუბარში. ინციდენტის თავიდან არიდების მიზნით სპეციალური პულტის მეშვეობით ადგილზე გამოძახებული იქნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლები. გამოძახებაზე სლოტ-კლუბში გავიდნენ შსს, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილების ოპერატიული რეაგირების ჯგუფის უმცროსი ინსპექტორი აბუკარ სულეიმანოვი და ამავე განყოფილების ინსპექტორი არარატ გულიანი. როდესაც პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ სლოტ-კლუბიდან გამოსულ ასიმ კალაევთან და მის თანმხლებ პირებთან, ვუგარ ნოზვრუზოვმა, ასიმ კალაევმა, სინან ორუჯოვმა, ჯუმშუდ ნოვრუზოვმა და ჯალილ სულეიმანოვმა უკმაყოფილება გამოთქვეს პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლით და თავს დაესხნენ აბუკარ სულეიმანოვს და არარატ გულიანს, რომელთაც ასიმ კალაევმა და მასთან ერთად მყოფმა პირებმა ხელებით და ფეხებით მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნული ქმედების განხორციელების შემდეგ, ასიმ კალაევი და მასთან ერთად მყოფი სინან ორუჯოვი, ჯუმშუდ ნოვრუზოვი, ვუგარ ნოვრუზოვი და ჯალილ სულეიმანოვი განაწყენებული იმ ფაქტით, რომ გამოძახებული იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, კვლავ მიბრუნდნენ სლოტ-კლუბში, სადაც ასიმ კალაევმა და სხვა პირებმა სლოტ-კლუბის პერსონალს და დაცვის თანამშრომლებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ძალადობის გამოყენების მუქარით უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და სლოტ-კლუბის ნორმალური ფუნქციონირება.
2018 წლის 09 თებერვალს დაახლოებით 03.00 საათზე ჯალილ სულეიმანოვი, ასიმ კალაევთან, სინან ორუჯოვთან, ჯუმშუდ ნოვრუზოვთან, ვუგარ ნოვრუზოვთან და სხვა პირებთან ერთად შევიდა ქ.მარნეულში რუსთაველის ქუჩა N72-ში განლაგებულ სლოტ-კლუბ „777“-ში. აღნიშნულ სლოტ-კლუბში თამაშისას მას შელაპარაკება მოუვიდა სლოტ-კლუბის პერსონალთან, რაც გადაიზარდა ხმამაღალ საუბარში. ინციდენტის თავიდან არიდების მიზნით სპეციალური პულტის მეშვეობით ადგილზე გამოძახებული იქნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლები. გამოძახებაზე სლოტ-კლუბში გავიდნენ შსს, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილების ოპერატიული რეაგირების ჯგუფის უმცროსი ინსპექტორი აბუკარ სულეიმანოვი და ამავე განყოფილების ინსპექტორი არარატ გულიანი.როდესაც პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ სლოტ-კლუბიდან გამოსულ ვუგარ ნოვრუზოვთან და მის თანმხლებ პირებთან, ჯალილ სულეიმანოვმა, ასიმ კალაევმა, სინან ორუჯოვმა, ჯუმშუდ ნოვრუზოვმა და ვუგარ ნოვრუზოვმა უკმაყოფილება გამოთქვეს პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლით და თავს დაესხნენ აბუკარ სულეიმანოვს და არარატ გულიანს, რომელთაც ჯალილ სულეიმანოვმა და მასთან ერთად მყოფმა პირებმა ხელებით და ფეხებით მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნული ქმედების განხორციელების შემდეგ, ჯალილ სულეიმანოვი და მასთან ერთად მყოფი ასიმ კალაევი, სინან ორუჯოვი, ჯუმშუდ ნოვრუზოვი და ვუგარ ნოვრუზოვი განაწყენებული იმ ფაქტით, რომ გამოძახებული იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, კვლავ მიბრუნდნენ სლოტ-კლუბში. სლოტ- კლუბში ვუგარ ნოვრუზოვმა და ჯალილ სულეიმანოვმა სლოტ-კლუბის დაცვის თანამშრომელს ირაკლი ფეიქრიშვილს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სლოტ-კლუბის თანამშრომლებს და ძალადობის მუქარით უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და სლოტ-კლუბის ნორმალური ფუნქციონირება.
2018 წლის 09 თებერვალს დაახლოებით 03.00 საათზე ჯუმშუდ ნოვრუზოვი, ასიმ კალაევთან, სინან ორუჯოვთან, ვუგარ ნოვრუზოვთან, ჯალილ სულეიმანოვთან და სხვა პირებთან ერთად შევიდა ქ.მარნეულში რუსთაველის ქუჩა N72-ში განლაგებულ სლოტ-კლუბ „777“-ში. აღნიშნულ სლოტ-კლუბში თამაშისას მას შელაპარაკება მოუვიდა სლოტ-კლუბის პერსონალთან, რაც გადაიზარდა ხმამაღალ საუბარში. ინციდენტის თავიდან არიდების მიზნით სპეციალური პულტის მეშვეობით ადგილზე გამოძახებული იქნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლები. გამოძახებაზე სლოტ-კლუბში გავიდნენ შსს,სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილების ოპერატიული რეაგირების ჯგუფის უმცროსი ინსპექტორი აბუკარ სულეიმანოვი და ამავე განყოფილების ინსპექტორი არარატ გულიანი. როდესაც პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ სლოტ-კლუბიდან გამოსულ ჯუმშუდ ნოვრუზოვთან და მის თანმხლებ პირებთან, ვუგარ ნოზვრუზოვმა, ასიმ კალაევმა, სინან ორუჯოვმა, ჯუმშუდ ნოვრუზოვმა და ჯალილ სულეიმანოვმა უკმაყოფილება გამოთქვეს პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლით და თავს დაესხნენ აბუკარ სულეიმანოვს და არარატ გულიანს, რომელთაც ჯუმშუდ ნოვრუზოვმა და მასთან ერთად მყოფმა პირებმა ხელებით და ფეხებით მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნული ქმედების განხორციელების შემდეგ, ჯუმშუდ ნოვრუზოვი და მასთან ერთად მყოფი ასიმ კალაევი, სინან ორუჯოვი, ვუგარ ნოვრუზოვი და ჯალილ სულეიმანოვი განაწყენებული იმ ფაქტით, რომ გამოძახებული იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, კვლავ მიბრუნდნენ სლოტ-კლუბში, სადაც ჯუმშუდ ნოვრუზოვმა და სხვა პირებმა სლოტ-კლუბის პერსონალს და დაცვის თანამშრომლებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ძალადობის გამოყენების მუქარით უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და სლოტ- კლუბის ნორმალური ფუნქციონირება.
2018 წლის 09 თებერვალს დაახლოებით 03.00 საათზე სინან ორუჯოვი, ასიმ კალაევთან, ჯუმშუდ ნოვრუზოვთან, ვუგარ ნოვრუზოვთან, ჯალილ სულეიმანოვთან და სხვა პირებთან ერთად შევიდა ქ.მარნეულში რუსთაველის ქუჩა N72-ში განლაგებულ სლოტ-კლუბ „777“-ში. აღნიშნულ სლოტ-კლუბში თამაშისას მას შელაპარაკება მოუვიდა სლოტ-კლუბის პერსონალთან, რაც გადაიზარდა ხმამაღალ საუბარში. ინციდენტის თავიდან არიდების მიზნით სპეციალური პულტის მეშვეობით ადგილზე გამოძახებული იქნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლები. გამოძახებაზე სლოტ-კლუბში გავიდნენ შსს, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილების ოპერატიული რეაგირების ჯგუფის უმცროსი ინსპექტორი აბუკარ სულეიმანოვი და ამავე განყოფილების ინსპექტორი არარატ გულიანი. როდესაც პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ სლოტ-კლუბიდან გამოსულ სინან ორუჯოვთან და მის თანმხლებ პირებთან, ვუგარ ნოზვრუზოვმა, ასიმ კალაევმა, სინან ორუჯოვმა, ჯუმშუდ ნოვრუზოვმა და ჯალილ სულეიმანოვმა უკმაყოფილება გამოთქვეს პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლით და თავს დაესხნენ აბუკარ სულეიმანოვს და არარატ გულიანს, რომელთაც სინან ორუჯოვმა და მასთან ერთად მყოფმა პირებმა ხელებით და ფეხებით მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნული ქმედების განხორციელების შემდეგ, სინან ორუჯოვი და მასთან ერთად მყოფი ასიმ კალაევი, ჯუმშუდ ნოვრუზოვი, ვუგარ ნოვრუზოვი და ჯალილ სულეიმანოვი განაწყენებული იმ ფაქტით, რომ გამოძახებული იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, კვლავ მიბრუნდნენ სლოტ-კლუბში, სადაც სინან ორუჯოვმა და სხვა პირებმა სლოტ-კლუბის პერსონალს და დაცვის თანამშრომლებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ძალადობის გამოყენების მუქარით უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და სლოტ-კლუბის ნორმალური ფუნქციონირება.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა:
ვუგარ ნოვრუზოვმა ჩაიდინა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 3531-ემუხლის მე-2 ნაწილით); მანვე ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილით;
ასიმ კალაევი უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ);
ასიმ კალაევმა ჩაიდინა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
სინან ორუჯოვი უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ);
სინან ორუჯოვმა ჩაიდინა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ჯალილ სულეიმანოვი უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ);
ჯალილ სულეიმანოვმა ჩაიდინა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ჯუმშუდ ნოვრუზოვი უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ);
ჯუმშუდ ნოვრუზოვმა ჩაიდინა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
პალატამ დაადგინა :
ვუგარ ნოვრუზოვმა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით. მანვე ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილით;
ასიმ კალაევი უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ);
ასიმ კალაევმჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
სინან ორუჯოვი უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ);
სინან ორუჯოვმა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ჯალილ სულეიმანოვი უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ);
ჯალილ სულეიმანოვმა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ჯუმშუდ ნოვრუზოვი უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ);
ჯუმშუდ ნოვრუზოვმა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულიიქნა დაზარალებულ ირაკლი ფეიქრიშვილის ჩვენება (რომელიც იმყოფებოდა საზღვარგარეთ), რომლის თანახმად ცხოვრობს გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში, ოჯახთან ერთად. 8 თვეა მუშაობს ქ. მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე გასართობ ცენტრ „777“-ში დაცვის თანამდებობაზე. სამსახური ეწყება დილის 09:30 საათზე და მორიგეობს 24 საათიანი გრაფიკით. 2018 წლის 08 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მასთან ერთად ასევე მორიგეობდნენ ორი დაცვის თანამშრომელი გაგა მუმლაძე და იოსებ დემეტრაშვილი, ოპერატორები ლანა შუკაკიძე და ირმა ელკანიშვილი, ბარმენები ჟანა ალბოროვა, თეონა და მარი რომლების გვარიც არ იცის და მოლარე ნინო დარბაიძე. გასართობ ცენტრს როგორც შიდა ასევე გარე პერიმეტრზე დაყენებული აქვს სათვალთვალო კამერები, ასევე სალაროში არის დაცვის პოლიციის გამოძახების ღილაკი და ,,ბრელოკი’’ რომლის გამოყენებითაც საჭიროების შემთხვევაში ახდენენ დაცვის პოლიციის გამოძახებას. მის მოვალეობაში შედის გასართობი ცენტრის შიდა ტერიტორიის დაცვა. 2018 წლის 09 თებერვალს დაახლოებით 03:00 საათზე კაზინოში შევიდნენ დაახლოებით 15-20 ახალგაზრდა ბიჭი მათგან ერთ ერთი იყო ვუგარ ნოვრუზოვი რომელსაც იცნობს როგორც ხშირი მომხმარებელი. აღნიშნული პირებიდან ზოგი იჯდა სათამაშო აპარატებთან ზოგიც კი უყურებდა მათ, ვუგარ ნოვრუზოვი კი დაჯდა “რულეტკასტან” და დაიწყო თამაში. იქნებოდა დაახლოებით 03:30 საათი, როდესაც ვუგარს და მასთან ერთად მყოფ ბიჭებს უნდოდათ ეყიდათ ალკოჰოლური სასმელი ლუდი, კაზინოს ბარმენმა ჟანა ალბოროვამ ვუგარ ნოვრუზოვს და მის თანმხლებ პირებს მიუტანა 5 ბოთლი ლუდი. ოპერატორს ვუგარმა უთხრა, რომ თანხა ჰქონდა „რულეტკაზე“ და იქიდან გადაიხდიდა თან ასევე „რულეტკა“ ჰქონდა დაბლოკილი და საჭიროებდა განბლოკვას. ოპერატორი ლანა შუკაკიძე ვუგარს დაეხმარა და განბლოკა დაბლოკილი „რულეტკა“, საიდანაც გადაიხადა 5 ბოთლი ლუდის საფასური. აღნიშნულ დროს ვუგარმა გაურკვეველი მიზეზის გამო დაიწყო მასთან კამათი, მასთან ერთად ასევე იყვნენ დაცვის თანამშრომლები გაგა მუმლაძე და იოსებ დემეტრაშვილი ისინი ვუგარ ნოვრუზოვს და მასთან ერთად მყოფ დაახლოებით 15-20 პიროვნებას მოუწოდებდნენ, რომ დამშვიდებულიყვნენ. ამ პირებიდან განსაკუთრებით აგრესიას გამოხატავდა ვუგარ ნოვრუზოვი. სანამ ამ პირებს ელაპარაკებოდნენ და ამშვიდებდნენ აღნიშნულ დროს სალაროდან პულტის მეშვეობით გამოძახებული იქნა დაცვის პოლიციის ოპერატიული ჯგუფი. სამივე ერთად შეეცადნენ და გარეთ გაიყვანეს ვუგარ ნოვრუზოვი და მასთან ერთად მყოფი ბიჭები, როდესაც გარეთ გავიდნენ დაცვის პოლიციის ოპერატიული ჯგუფის თანამშრომლები ადგილზე იყვნენ მოსულები. ორი თანამშრომელი გადმოვიდა მათი სამსახურეობრივი ა/მანქანიდან და აღნიშნულ ბიჭებს დაუწყეს საუბარი და დამშვიდება, რის შემდეგაც ის, გაგა და იოსები შევიდნენ გასართობ ცენტრში შიგნით. დაცვის პოლიციის თანამშრომლები კი დარჩნენ გარეთ ვუგარ ნოვრუზოვთან და მასთან ერთად მყოფ ბიჭებთან ერთად. დაახლოებით 10-15 წუთის გასვლის შემდეგ იგი იდგა კაზინოში შესასვლელ კარებთან სათამაშო აპარატების წინ რა დროსაც კაზინოში შევიდნენ ვუგარ ნოვრუზოვი და მისი თანმხლები პირები, შესვლისას ერთ-ერთმა პირმა მას მიაყენა სიტყვიერი შეეურაცხყოფა ასევე ეცადა დარტყმას მაგრამ მან მას არ მისცა საშუალება დაერტყა მისთვის, ამ დროს კაზინოში შევიდა ვუგარ ნოვრუზოვი, რომელმაც უთხრა, რომ რატომ დარეკეს პოლიციაში და დაუწყო ორივე ხელით ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, კერძოდ დაარტყა სახის არეში და ქვედა ტუჩზე რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ვუგართან ერთად კაზინოში ასევე შევიდნენ 15-20 ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც აგრესიულები იყვნენ მათ მიმართ. აღნიშნულ დროს როდესაც ვუგარმა მას დაარტყა რამდენიმეჯერ იგი შეეცადა გაქცეულიყო და წავიდა სალარო ოთახის მიმართულებით, ვუგარი და მასთან ერთად მყოფი ბიჭები კი გაეკიდნენ მაგრამ ფიზიკური შეურაცხყოფა აღარ მიუყენებიათ. ვუგარი და მასთან ერთად მყოფი ბიჭები გავიდნენ კაზინოდან და აღარ დაბრუნებულან. შემდეგ შიგნით შევიდნენ დაცვის პოლიციის თანამ შრომლები, რომლებიც იყვნენ ნაცემები და გაირკვა, რომ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ვუგარ ნოვრუზოვმა და მასთან ერთად მყოფმა პირებმა. ვუგარ ნოვრუზოვის და მასთან ერთად მყოფი პირების მიერ დაცვის პოლიციის თანამშრომლებსათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს არ შესწრებია, ვინაიდან ამ დროს იყო კაზინოში შიგნით. როდესაც ვუგარ ნოვრუზოვმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა კერძოდ ორივე ხელით დაარტყა სახის არეში მისი დარტყმების შედეგაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ვუგარ ნოვრუზოვთან ერთად ვინც იყვნენ იმ პირებიდან გარკვეული ნაწილის ამოცნობა შეუძლია, რადგან ხშირად შედიან გასართობ ცენტრში. ვუგარ ნოვრუზოვის ამოცნობა შეუძლია მისი სახის აღწერილობით, ვუგარი არის საშუალო სიმაღლის დაახლოებით 175 სანტიმეტრი, თაფლისფერი თვალებით, თეთრი სახით, სახეზე წვერით და შავი თმით და ასევე ვუგარი ხშირად თამაშობს მათ პოკერ-კლუბში და იცნობს. იმ ადგილას სადაც ვუგარმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა არის დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა რომელიც დააფიქსირებდა იმ ფაქტს როდესაც ვუგარმა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.იგი იმყოფებოდა პოკერ-კლუბში შიგნით და არანაირი გასროლის ხმა არ გაუგია. როდესაც ვუგარი შიგნით შევიდა პოკერ-კლუბში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა პოკერ-კლუბში იმყოფებოდნენ დაახლოებით 3-4 კაცი, მაგრამ მათ ხელი შეეშალათ თუ არა აპარატებზე თამაშში მისთვის უცნობია. ვუგარმა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მისი დარტყმის შედეგად კი მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. რაც შეეხება ჯალილ სულეიმანოვს შეეცადა მიეყენებინა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ ამის საშუალება მას არ მისცა. ფიზიკური შეურაცხყოფა მას ხელის სახეში რამდენიმეჯერ დარტყმით, მიაყენა ვუგარ ნოვრუზოვმა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა პოლიციელმა აბუკარ სულეიმანივმა განმარტა, რომ მუშაობდა ქალაქ რუსთავის სამმართველოს მარნეულის განყოფილებაში უმცროს ინპექტორად. 2018 წლის 9 თებერვალს მოხდა გამოძახება- შეტყობინება ,,777“ ტოტალიზატორიდან, ადგილზე მივიდნენ ის და მისი მეწყვილე არარატ გულიანი. მანქანა გააჩერეს სამი შვიდიანის წინ დაახლოებით 5 მეტრის მოშორებით. გადმოვიდნენ ა/მანქანიდან და დააპირეს სლოტ-კლუბში შესვლა, შესვლის პერიოდში, სლოტკლუბიდან გამოდიოდნენ უცხო პიროვნებები დაახლოებით სამი-ოთხი პიროვნება, რომელთა შორისაც იგი მხოლოდ ვუგარს იცნობდა. მის მეწყვილეს არარატ გულიანს კითხეს ვინ გამოგიძახათო. კონკრეტულად კი ვუგარმა იკითხა ,,ძაღლებო თქვენ ვინ გამოგიძახათ აქაო“. არარატი მივიდა მათთან და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა. ახალგაზრდების ჯგუფიდან ზოგი მას ესაუბრებოდა, ზოგიც არარატს, დაახლოებით ათნი იყვნენ, ძალიან აგრესიულები იყვნებ მათ (პოლიციელების) მიმართ. ერთ ერთმა მის მეწყვილეს დაარტყა, როგორც მოგვიანებით გაიგო ის პირი გაჩიანელი ყოფილა. მას კი ვუგარ ნოვრუზოვმა დაარტყა. ვუგარის შემდეგ მას დაარტყა ჯალილ სულეიმანოვმა, რომელსაც, ჯინსის ქურთუკი ეცვა და მოიხსენიებდნენ, როგორც „ბაბასტიკას“, მოგვიანებით გაიგო, რომ „ბაბასტიკა“ იყო ჯალილ სულეიმანოვი. ჯალილ სულეიმანოვმა მას დაარტყა სახეში, კისერში, მუცელში და თვალში. მერე სიტუაცია აირ დაირია და ბოლოს ყველა ურტყამდა. ჩხუბის დროს წაიქცა კიდეც, უკან სვლით მიდიოდა სახეზე ხელებაფარებული და როცა მიხვდა, რომ არ ანებებდნენ თავს იარაღი ამოიღო და გააფრთხილა, რომ ისროდა თუ არ შეჩერდებოდნენ. პირველი ვუგარ ნოვრუზოვი მიდიოდა მისკენ იარაღის ამოღების შემდეგ, ვუგარმა ხელები გაშალა და უთხრა ,,მესროლეო“. გასროლის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე წამით გაჩერდნენ, შემდეგ ისევ მისკენ წავიდნენ ზურგის მხრიდან დასარტყმელად, გასროლის შემდეგ ვუგარმა ერთერთს უთხრა ,,ასიმს“, რომ იარაღი წაერთმია, მისი მიმართულებით გაემართნენ, იარაღი არ წაურთმევიათ, რატომ გადაიფიქრეს არ იცის. იარაღი სროლის შემდეგ ჩაიდო ,,კაბურაში“ ხოლო შემდეგ მისმა მეწყვილემ უთხრა მიეცა მისთვის იარაღი და მას მისცა. დახმარებისთვის დარეკა პოლიციაში, ჩხუბი დაახლოებით თხუთმეტი წუთი გრძელდებოდა, სლოტ კლუბიდან 30-40 მეტრის მოშორებით, მის მიერ პოლიციაში დარეკვის შემდეგ ახალგაზრდების აგრესია განმეორდა, უყვიროდნენ, ვის დაურეკე და რატომ დარეკეო. ასიმ კალაევს თავიდან აგრესია არ გამოუჩენია, ასიმ კალაევი პირველად ხელით შეეხო მაშინ როცა კითხა რატომ დარეკე პოლიციაშიო, მეორედ იარაღის წართმევის მცდელობისას ურტყამდა ხელებზე. აბუკარ სულეიმანოვმა დაადასტურა, რომ მას ურტყამდა ასიმ კალაევი და გამორიცხა ის ფაქტი, რომ ასიმი მათ აშველებდა. ჩხუბისას დაზიანებები მიიღო, ცხვირი ჰქონდა მოტეხილი და სისხლ ნაჟღენთები სახეზე, სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, მეორე დღეს გამოწერეს და სახლში აგრძელებდა მკურნალობას. მათი მიზანი იყო გაერკვიათ სიტუაცია, თუ რატომ მოხდა გამოძახება.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა არარატ გულიანმა განმარტა, რომ მუშაობს მარნეულის რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილებაში ოპერატიული რეაგირების ჯგუფში ინსპექტორის თანამდებობაზე, წოდებით არის უფროსი ლეიტენანტი. მათი დაცვის ქვეშ იმყოფება ობიექტები და როდესაც მათ სამსახურში შედის განგაშ-სიგნალი გადიან ობიექტებზე. ადგილზე გადიან პოლიციის ციმციმიანი მანქანით, რომელზეც გაკეთებულია წარწერა პოლიცია. აუცილებლად არიან ჩაცმულები პოლიციის უნიფორმაში, თან აქვთ ტაბელური იარაღი. 2018 წლის 8 თებერვალს დილის 9 საათზე მივიდა სამსახურში, დაახლოებით 23:29 საათზე მათ სამსახურში შევიდა სიგნალ განგაში, სლოტ კლუბი „777“ დან, რომელიც მდებარეობს ქ. მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე. იგი და პოლიციის სერჟანტი, მისი მეწყვილე აბუკარ სულეიმანოვი ჩასხდნენ ა/მანქანაში და 4 წუთში მივიდნენ სლოტ კლუბთან. მანქანა გააჩერეს სლოტ კლუბის მოპირდაპირედ 4-5 მეტრით წინ. მანქანის კარები,რომ გააღეს დაინახეს, რომ სლოტ კლუბიდან გამოვიდნენ ახალგაზრდა პირები, იმ პირებიდან მან იცნო ვუგარი, რომელიც მარნეულის მკვიდრია, სახეზე ყველას იცნობდა, ყველა მარნეულის მკვიდრი იყო. გამოძახებისას, როდესაც სლოტ კლუბში მისვლა უწევდა ხშირად ხედავდა მათ კლუბში. სლოტ კლუბის კარისკენ გაემართა, საიდანაც დაახლოებით 5-6 ახალგაზრდა უკვე გამოსული იყო. ის პირები აზერბაიჯანელი ეროვნების იყვნენ. ვუგარმა აზერბაიჯანულ ენაზე დაიწყო ხმამაღლა ყვირილი ,,როცა მე აქ ვარ ძაღლები ვინ გამოიძახაო“ თან იგინებოდა პოლიციელების მისამართით. იგი მიუახლოვდა მას, დამშვიდებისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ უნდა შესულიყო სლოტ კლუბში სიტუაციის გასარკვევად. იგი ცდილობდა, რომ მათი ურთიერთობა კამათში და ჩხუბში არ გადაზრდილიყო, როცა ვუგარმა მას შეაგინა და გამოექანა მისკენ მან ხელი კრა ვუგარს მისთვის, რომ არ დაერტყა. ვუგარი თითქოს შეჩერდა, მაგრამ ახალგაზრდებმა ერთმანეთს მხარი დაუჭირეს და შეგროვდნენ დაახლოებით 10-15 კაცი იქნეოდა. გრძნობდა, რომ ახალგაზრდებიდან დიდი აგრესია მოდიოდა და ცდილობდა, რომ არ დაძაბულიყო სიტუაცია. ის და მისი მეწყვილე აბუკარ სულეიმანოვი ერთად იდგნენ, ვუგარი ისევ ეკამათებოდა, რა დროსაც მის უკან მდგარმა ახალგაზრდამ ხელი დაარტყა სახის არეში, მან უთხრა ახალგაზრდებს, რომ არასწორად იქცეოდნენ და დამშვიდებულიყვნენ, ყველა ღონე იხმარა, რომ სიტუაცია არ დაძაბულიყო, ესაუბრებოდა მათ რა დროსაც მას მეორედ დაარტყა ისევ იმ ახალგაზრდამ და როდესაც მას ჰკითხა თუ ვინ იყო და, რატომ ურტყამდა, ახალგაზრდამ უპასუხა, რომ იგი იყო სინან გაჩიანელი, რომელიც მან ამოიცნო საგამოძიებო მოქმედებისას და იყო სინან ორუჯოვი. მანვე ამოიცნო ჯუმშუდ ნოვრუზოვი, ვუგარ ნოვრუზოვი. სინანის შემდეგ მას დაარტყა ვუგარ ნოვრუზოვმა, შემდეგ კი ჯუმშუდ ნოვრუზოვმა. სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა რა დროსაც ადგილზე შეკრებილმა ახალგაზრდებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ. აბუკარს უთხრა, რომ კრიმინალური პოლიციისთვის დაერეკა და დახმარება ეთხოვა. ახალგაზრდებისათვის თავი, რომ დაეღწია იგი გაიქცა ,,ლიბერთი ბანკის“ მხარეს, ცოტა მოშორებით ბიჭები აბუკარ სულეიმანოვს ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ არავისთან არ დაერეკა. როცა იგი ,,ლიბერთი ბანკისკენ“ გარბოდა გრძნობდა, რომ ვიღაც მისდევდა, გაიგონა, რომ ვიღაცამ ხმამაღლა დაიძახა ,,ჯუმშუდ დაიჭირე ამისი ძაღლი დედა ვატირე მეო“, მობრუნდა და დაინახა ჯუმშუდი, რა დროსაც მას ჯუმშუდმა დაარტყა ხელით და ფეხით. მან გაიგონა აბუკარის ყვირილი, რომელიც ეძახდა მას იარაღს მართმევენ და რა ვქნაო? დაუყვირა, რომ მოეთმინა და, რომ მასთან მივიდოდა. აბუკარის მიმართულებით გაიქცა მაგრამ სწრაფად ვერ გადაადგილდებოდა, რადგან ვიღაც აკავებდა. მან დაინახა, რომ ვინაიდან ახალგაზრდების ჯგუფი მისი მიმართულებით მიდიოდა აბუკარ სულეიმანოვმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, გასროლის შემდეგ ახალგაზრდები შეჩერდნენ, მაგრამ რამდენიმე წამში ისევ იწყეს აბუკარის მიმართულებით სვლა. 2-3 კაცი მიუახლოვდა, მან იგრძნო, რომ მათ აბუკარისთვის იარაღის წართმევა უნდოდათ. იგი მივიდა აბუკართან წაართვა იარაღი და ჩაიდო ჯიბეში. ამ დროს აბუკარს სახე სისხლიანი ჰქონდა. ისევ დაარტყეს აბუკარს, რა დროსაც ახალგაზრდამ იყვირა ამათთან რა გინდათ, რატომ ჩხუბობთ, რატომ ურტყამთ, სლოტ კლუბში შევიდეთ და იქ გავარკვიოთ პოლიციას რატომ გამოუძახესო. ამის შემდეგ ახალგაზრდები შევიდნენ სლოტ კლუბში. ისიც შევიდა სლოტ კლუბში დაინახა, რომ ის ახალგაზრდები დაცვას უყვიროდნენ. სიტუაცია სლოტ კლუბში არეული იყო, ამ დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ. მისი მუშაობის პერიოდში, 22 წლის განმავლობაში ასეთი აგრესიული ახალგაზრდები არ უნახავს. საგამოძიებო ორგანოში მისი პირველი დაკითხვისას, მისმა ემოციურმა ფონმა, რომელიც განუვითარდა მომხდარი ფაქტის გამო, არ მისცა ფაქტების და ადამიანების ნათლად გარჩევის უნარი, ხოლო მას შემდეგ რაც იგი მივიდა ოჯახში, დამშვიდდა გარკვეულწილად უფრო ნათლად აღიდგინა მომხდარი ფაქტის დეტალები, რამაც მისი მეორედ დაკითხვის აუცილებლობა გამოიწვია. ჯუმშუდი განსაკუთრებულად დაამახსოვრდა წითელი ფერის ,,დუტის“ ჟილეთით და ხელების ჟესტიკულაციით საუბრის მანერით, ის ჯუმშუდს მოუწოდებდა, რომ დამშვიდებულიყო და ხელებით ნუ საუბრობდა. ჯუმშუდი იდგა ვუგარის გვერდით, რომელმაც რამდენჯერმე აწია ხელი დასარტყმელად, როცა იგი გარბოდა ,,ლიბერთი ბანკის“ მიმართულებით ჯუმშუდმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ფეხით და ხელით. მას ჯერ დაარტყა სინანმა, შემდეგ ვუგარმა და ჯუმშუდმა. მას რამდენიმე ადამიანი ურტყამდა ხელებითა და ფეხებით იგი როგორც შეეძლო ისე და თავს იცავდა თავდამსხმელებისაგან იგერიებდა მათ. აღნიშნულის გამო მას რამოდენიმე დღე ჰქონდა ტკივილის შეგრძნება თავის არეში, რაც შეეხება დაზიანებებს მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა სხეულზე და ვერც ვერავინ ვერასოდეს ვერ ნახავს მის სხეულზე დაზიანებებს. საავადმყოფოშიც იყო თავის ტკივილის ჩივილებით, ნემსი გაუკეთეს და სახლში გამოუშვეს, მისი მეწყვილე კი საავადმყოფოში დატოვეს. სლოტ კლუბში ხშირად უწევდა მისვლა გამოძახების გამო, სადაც ხშირად ნახულობდა მსჯავრდებულებს, ისინი სხვა დროს მის მიმართ აგრესიას არ გამოხატავდნენ, იმ დღეს რატომ იყვნენ აგრესიულები არ იცის, რაც შეეხება სინანს მას იგი ერთხელ ყავდა ნანახი სლოტ კლუბში.
მოწმის სახით დაკითხულმა სამირა ქუმარიტოვამ განმარტა, რომ მუშაობს ქ. მარნეულში მდებარე კაზინო სლოტ კლუბ “777”-ში, რეგისტრატორად, ამზადებს საჯეკპოტო ბარათებს, სლოტ კლუბში მუშაობს დილის 09:30 საათიდან მეორე დილის 09:30 საათამდე. საღამოს საათებში იდგა დარბაზში და ჩვეულებრივად მუშაობდა. დარბაზში დაახლოებით 20-30 ადამიანი ისხდა სათამაშოდ, პერსონალიდან ადგილზე იყვნენ მიმტანი ირმა, ჟანა და თეონა, ასევე დაცვის თანამშრომლები გაგა და სოსო. მისი განმარტებით სლოტკლუბში არაფერი ისეთი არ მომხდარა, მათთან თანხის მოხსნაზე მუშაობდა გოგონა სახელად ლანა, როგორც მან გაიგო და ახსოვს ლანასა და კლიენტს შორის მოხდა შეკამათება,რომლის მიზეზიც არ იცის, ამის შემდეგ ვუგარ ნოვრუზოვსა და დაცვის წევრს გაგას შორის მოხდა შელაპარაკება რის შემდეგაც დაცვის წევრები და კლიენტები გარეთ გავიდნენ, ის დარბაზში დარჩა და არ იცის. გარეთ რა ხდებოდა. დაახლოებით 10-20 წუთის შემდეგ სლოტ კლუბში 8-10 კაცი შებრუნდა, აურზაური იყო რა დროსაც გაიგონა ყვირილის ხმა ,,დაცვის პოლიცია ვინ გამოიძახაო“, ვინ დაიყვირა არ იცის შეურაცხყობისა და გინების ხმა არ გაუგია. მათი შემობრუნების შემდეგ მათი დაცვის თანამშრმელს ირაკლი ფეიქრიშვილს დაზიანება ჰქონდა სახეზე, მას სახეზე სიწითლე ჰქონდა რის გამოც ყინულები დაადეს, ირაკლის არ უთქვამს დაზიანება ვინ მიაყენა. მათი შემობრუნების შემდეგ სლოტ კლუბის მუშაობა ჩვეულე ბრივად გაგრძელდა და რაიმე დაზიანებული, დამტვრებული აპარატი, ან ინვენტარი მას არ დაუნახავს. ჯუმშუდ ნოვრუზოვი იჯდა “რულეტკასთან“ და თამაშობდა, გასვლის დროს დაინახა, რომ ვუგარი და დაცვა გავიდა, მას გარეთ გასვლისას ჯუმშუდ ნოვრუზოვი არ დაუნახავს. რაც შეეხება სახელი ,,ბაბასტიკა“ იმ დღეს მას არ გაუგონია. მსჯავრდებულებს პირადად მისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.
მოწმის სახით დაკითხულმა ირმა ელკანიშვილმა განმარტა, რომ მუშაობს ქ.მარნეულში მდებარე კაზინო სლოტ კლუბ „777“-ში ოპერატორად. 2018 წლის 9 თებერვალს საღამოს საათებში იდგა სალაროსთან, ინკასაცია ჰქონდა. ცოტა ხანში შემოესმა ხმამაღალი საუბარი დაცვასა და კლიენტს შორის, ხმამაღალი საუბარის დროს იძახებენ დაცვის პოლიციას, რის გამოც განგაშის ღილაკს დააჭირა და გამოიძახა დაცვის პოლიცია, ინკასაცია შეაჩერა და გამოვიდა. დაცვა და კლიენტები გარეთ გავიდნენ. დაცვის თანამშრომლები, გაგა მუმლაძე, ირაკლი და სოსო ძალიან მალევე უკან შებრუნდნენ. რამდენიმე ხანში უკან შებრუნდნენ ბიჭები, დაახლოებით 10 პირი და კითხულობდნენ ვინ დარეკა პოლიციაში. მისი აზრით ბიჭები გაღიზიანებულები იყვნენ იმ ფაქტით, რომ მათ მიერ გამოძახებული იქნა დაცვის პოლიცია. მათი მხრიდან არ ყოფილა არანაირი აგრესია შეურაცხყოფა და მუქარა. დაცვის თანამშრომლები იდგნენ და არაფერს არ აკეთებდნენ. დაცვამ უთხრა ბიჭებს, რომ დაცვის პოლიცია მათ არ გამოუძახებიათ. გაიგო, რომ ერთერთმა ოპერატორმა ცუდად თქვა რაღაც და ვუგარმა გაიგო სხვანაირად, რის გამოც მოხდა ხმამაღალი საუბარი. მას სლოტ კლუბში მსჯავრდებულების მხრიდან სათამაშო აპარატებზე ხელის ან ფეხის დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს. აღნიშნულ დღეს მსჯავრდებული პირების მიერ რაიმე კანონსაწინაღმდეგო ქმედების ჩადენა არ ახსენდება, ასევე არ ახსენდება ისეთი სიტუაცია, რომ კამათის დროს მუშაობა გაჩერებულიყო.
მოწმის სახით დაკითხულმა ჟანა ალბოროვამ განმარტა, რომ მუშაობს ქ.მარნეულში მდებარე კაზინო სლოტ კლუბ „777“- ში ბარმენად, ევალება ყავა-ჩაის მომზადება ასევე ყიდის სიგარეტსაც, ორი დღე ისვენებს ერთი დღე მუშაობს, მისი სამუშაო დღე იწყება დილის ათის ნახევარზე და მთავრდება მეორე დილის ათის ნახევარზე. 2018 წლის 9 თებერვალს იყო სამსახურში, იმყოფებოდა ბარში დარბაზში არის სიბნელე რის გამოც არფერი არ დაუნახავს, როგორც გაიგო მათთან მუშაობდა ერთი ოპერატორი გოგონა ლანა, რომლის გვარი არ ახსოვს, მან თქვა რაღაც, რაც ერთერთ მოთამაშეს არ მოეწონა და ამაზე დაიწყო ჩხუბი. მერე დაწყნარდნენ, ცოტახნის მერე გავიდნენ გარეთ, დაცვის თანამშროლები და მოთამაშეები. გარეთ რა მოხდა არ იცის. 10-15 წუთში სლოტ კლუბიდან გასული მოთამაშეები ისევ შემოვიდნენ ყვირილით. რატომ ყვიროდნენ არ იცის, მას არ აქვს უფლება გამოვიდეს ბარიდან. მოთამაშეები უკან, რომ შემობრუნდნენ იგინებოდნენ, ვინ იყვნენ ან ვისი მისამართით იგინებოდნენ არ იცის, მან მხოლოდ ყვირილი გაიგონა. დაცვის თანამშრომლები ამ დროს სად იყვნენ არ იცის. მისივე განმარტებით სანამ სლოტ კლუბში ჩხუბი ხდებოდა არ მუშაობდნენ გაჩერებულები იყვნენ, იმიტომ, რომ მოთამაშეებს შესაძლოა აინტერესებდათ რა ხდებოდა. სლოტ კლუბში რაიმე ინვენტარი, აპარატები არ გატეხილა, მოთამაშეებიც არ დაზიანებულან.
მოწმის სახით დაკითხულმა იოსებ დემეტრაშვილმა განმარტა, რომ მუშაობს ქ. მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კაზინო სლოტ კლუბ „777“-ში რიგით დაცვის თანამშრომლად. მის მოვალეობაში შედის წესრიგის დაცვა ობიექტზე. მუშაობს 24 საათის განმავლობაში და ყოველ 72 საათში ერთხელ უწევს მორიგეობა. 2018 წლის 9 თებერვალს სლოტ კლუბში თამაშობდა ვუგარ ნოვრუზოვი, ოპერატორმა ლანა შუკაკიძემ რაღაც უხეშად, წარმოსთქვა ,,ახლა ისეთ ხასიათზე ვარ ვიღაცას ვცემდიო“ ვუგარმა მიიღო თავის თავზე რის გამოც შეკამათება მოუვიდა ვუგართან. მათ შორის დაიძაბა სიტუაცია, სიტუაციის გასანეიტრალებლად გარეთ გავიდნენ. გარეთ გასვლის ინიციატორი ვინ იყო არ ახსოვს. გარეთ გასვლისას დაცვის პოლიცია შეხვდათ კართან. როცა სიტუაცია იძაბება, სლოტ კლუბში იძახებენ დაცვის პოლიციას, მათ ან სალარო იძახებს ან ცვლის უფროსი. ამ შემთხვევაში დაცვის პოლიცია გამოიძახა სალარომ. დაცვის პოლიციის მოსვლის შემდგომ ისინი სლოტ კლუბში შებრუნდნენ რადგან მათ უფლება არ აქვთ გარეთ იყონ როდესაც დაცვის პოლიციაა მისული ობიექტზე. ამის შემდეგ რა მოხდა გარეთ არ იცის. 10-15-20 წუთის შემდეგ შიგნით შევიდნენ ბიჭები ყველა, ვინც იქ იყო, ვუგარიც და სხვებიც დაახლოებით ალბათ 10-15-20 კაცი იქნებოდა. მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, ხმაური იყო, ჩხუბი არ ყოფილა. დარბაზში სხვა კლიენტებიც იყვნენ დაახლოებით 10 კაცი,მაგ პერიოდში დაწესებულება გაჩერდა, ყველა უყურებდა რა ხდებოდა, ხმაურისგან კლიენტებს ხელი შეეშალა თუ არა არ იცის. მოთამაშეებთაგან ზოგმა განაგრძო თამაში, ზოგი გარეთ გავიდა. მერე კრიმინალური პოლიცია მოვიდა, რომელიც დაცვის პოლიციამ გამოიძახა. სლოტ კლუბში არაფერი არ დამტვრეულა საერთოდ არაფერი არ დაზიანებულა, ისინი უბრალოდ კითხულობდნენ რატომ დარეკეთ დაცვის პოლიციაშიო. სხვა თანამშრომლებიც იქ იყვნენ, ერთად იყვნენ დარბაზში. იგი ბიჭებს დამშვიდებისკენ მოუწოდებდა ეუბნებოდა ,,არ გვინდა ბიჭებო ჩხუბი, დაწყნარდითო’’.ჯუმშუად ნოვრუზოვს იმ დღეს მისი მუშაობის პერიოდში და სხვა დროს წესრიგი არ დაურღვევია. მსჯავრდებულებს ყველას იცნობს ზოგს ვიზუალურად და ზოგს სახელით მათი მხრიდან არც სხვა დროს და არც იმ დღეს მის მიმართ არანაირ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ქონია ადგილი.
მოწმის სახით დაკითხულმა გაგა მუმლაძემ განმარტა, რომ მუშაობს ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კაზინო სლოტ კლუბ „777“-ში დაცვის თანაშრომლად. 2018 წლის 09 თებერვალს იყო მორიგე, დაახლოებით ოთხის ნახევრიდან ვუგარ ნოვრუზოვი „რულეტკაზე“ თამაშობდა რამოდენიმე ხანში უნდოდა თანხის მოხსნა. დაუძახეს ოპერატორს ლანას. თანხის მოხსნისას ლანამ ჩაილაპარაკა ,,ისეთ ცუდ ხასიათზე ვარ ვიღაცის ცემა მინდაო“. ამის შემდეგ მას და ვუგარს მოუვიდათ შელაპარაკება. საუბარი ჩვეულებრივ ტონით მიმდინარეობდა არ ყვიროდნენ. ვუგარს აინტერესებდა ამ გოგომ ვის მიმართ ჩაილაპარაკაო. აღნიშნულ საკითხს ვუგარი დაცვის თანამშრომლებთან ირაკლი ფეიქრიშვილთან იოსებ დემეტრაშვილთან და მასთან არკვევდა. გარეთ გავიდნენ, ერთმანეთში კონფლიქტი, რომ არ მომხდარიყო. კარები როგორც კი გააღეს დაცვის პოლიციაც მოვიდა. რის შემდეგაც ისინი შებრუნდნენ დარბაზში და გააგრძელეს მუშაობა. დაცვის პოლიცია ელკანიშვილის მიერ იქნა გამოძახებული. ვუგარსა და მას შორის ოდნავ ხმამაღალი საუბარი იყო, ყვირილით არ საუბრობდნენ. ვუგარ ნოვრუზოვი გარეთ მას არ გაუყვანია, ისინი დარბაზიდან ერთად გავიდნენ გარეთ.დარბაზში არ შეიძლება ხმაური და ყვირილი, რის გამოც გადაწყვიტეს გასულიყვნენ გარეთ.იგი ვუგარს ეუბნებოდა, რომ იმ გოგოს მის მიმართებაში არ უთქვამს, საერთოდ თქვა ალბათო. უხსნიდა, რომ დაცვის თანაშრომლები ვართ და შეიძლება მათ მიმართებაშიც თქვაო. სლოტ კლუბში მათი შემოსვლისას ყვირილი არ ყოფილა. დარბაზში მყოფი სხვა მოთამაშეები ადგნენ, შემდეგ დასხდნენ და ისევ გააგრძელეს თამაში,მან განმარტა, რომ არ დაუნახავს იწევდა თუ არა ვუგარ ნოვრუზოვი ფეიქრიშვილისაკენ, აგინებდნენ თუ არა ვინმეს,ფეიქრიშვილი გარბოდა თუ არა არ დაუნახავს და არ იცის. მის მიმართ მსჯავრდებულის მხრიდან გინებას ადგილი არ ჰქონია. შემოსული პირების დარბაზში შემოსვლით და გინებით კლუბის მუშაობა არ შეფერხებულა, დარბაზში ინვენტარი არ დაზიანებულა. მას დაცვის პოლიციასა და მსჯავრდებულს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ დაუნახავს.
მოწმის სახით დაკითხულმა თეონა საპანაძემ განმარტა, რომ მუშაობს ქ. მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კაზინო სლოტ კლუბ „777“- ში მიმტანად. 2018 წლის 9 თებერვალს იმყოფებოდა პირველ დარბაზში რა დროსაც შემოესმა ხმაური, გაიგო, რომ შელაპარაკება მოხდა კლიენტსა და დაცვას შორის, ისინი ერთმანეთთან თავდაპირველად ხმამაღლა საუბრობდნენ, ყვირილი არ ყოფილა. მერე ისინი გარეთ გავიდნენ. გარეთ რა მოხდა არ იცის, რადგან გარეთ არ გასულა. მისგან იმ ადგილამდე სადაც ხმაური იყო 15-20 მეტრი იყო დაშორება. რამდენიმე ხანში მათი სამსახურის დაცვა უკან შებრუნდა. გარეთ რა მოხდა არ იცის. ცოტა ხნის შემდეგ 15-20 ბიჭი შევიდა დარბაზში და კითხულობდნენ ვინ დარეკა პოლიციაში. მათი დაცვის თანამშრომლები არაფერს არ აკეთებდნენ, დარბაზში იდგნენ. ბიჭები გაღიზიანებულები იყვნენ და ხმამაღალი ტონით ქართულ ენაზე კითხულობდნენ ვინ დარეკა პოლიციაში, აზერბაიჯანულ ენაზეც საუბრობდნენ მაგრამ რას ამბობენ არ იცის რადგან ვერ ფლობს აზერბაიჯანულ ენას. მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, ამ დროს კლუბში სამუშაო პროცესი არ შეჩერებულა. შორიდან დაინახა, რომ ირაკლი ფეიქრიშვილს რამდენიმე ბიჭი დაედევნა, ირაკლი კი მეორე დარბაზისკენ გაიქცა. იგი მსჯავრდებულებს არ იცნობს და არ შეუძლია განმარტოს რომელმა მსჯავრდებულმა რა ქმედება განახორციელა. არცერთი მსჯავრდებული არ მისულა სხვა კლიენტთან და არ შეუშლია ხელი მათი თამაშისათვის. ბიჭების დარბაზში შემოსვლისას მხოლოდ რამდენიმე წუთით შეჩერდა სლოტ კლუბის ფუნქციონირება.
მოწმის სახით დაკითხულმა ლანა შუკაკიძემ განმარტა,რომ მუშაობდა ქ. მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კაზინო სლოტ კლუბ „777“-ში ოპერატორად, მის მოვალეობაში შედიოდა დარბაზში დგომა და თანხის გაცემა, ყოველ მესამე დღეს ოცდაოთხი საათის განმავლობაში მუშაობდა. 2018 წლის 9 თებერვალს ღამის საათებში მარტო იდგა დარბაზში მეორე ოპერატორი კი ინკასაციაზე იყო. პირველ დარბაზში ერთერთმა მოთამაშემ უხეშად და გაღიზიანებულად მიმართა მას, რის გამოც გაბრაზებული იყო. მეორე დარბაზიდან ვუგართან დაუძახეს, ფულის მოხსნა უნდაო, გადავიდა მეორე დარბაზში და გზად გაღიზიანებული საუბრობდა თავისთვის, ,,ძალიან მაბრაზებს ვიღაცა და ცემა მინდაო“. ვუგარმა ჰკითხა რატომ ამბობ ასეო, მან უპასუხა, რომ მის მიმართ არაფერი უთქვამს და არაფერი არ ხდებოდა. არ იცოდა, რომ ის ბიჭი ვიზედაც გაღიზიანდა ვუგარის მეგობარი იყო. ვუგარი მასზე არ უნდა გაბრაზებულიყო რადგან მასზე არაფერი არ უთქვამს. ამ დროს მივიდა დაცვის თანამშრომელი გაგა, მან იფიქრა, რომ ვუგარმა და გაგამ ერთმანეთი მოიკითხეს და ყურადღება არ მიუქცევია. მათი საუბარი ჯერ ხმამაღალ საუბარში, ხოლო შემდეგ ყვირილში გადაიზარდა. დაცვამ შესთავაზა ვუგარს, რომ გარეთ გასულიყვნენ. სალაროდან პოლიციას დაურეკა მოლარემ, ზოგადად ასეთი წესი იყო იქ, მაშინვე იძახებდნენ დაცვის პოლიციას. გარეთ გავიდნენ, დაცვაც და მოთამაშე ბიჭებიც. 10 წუთის შემდეგ ყველა ერთად შემოვარდნენ. მსჯავრდებულები და სხვა აზერბაიჯანელი ეროვნების ადამიანები, ქართულად,რუსულად და აზერბაიჯანულად ყვიროდნენ, ძალიან გაღიზიანებულები იყვნენ იმ ფაქტით, რომ დაცვის პოლიცია იქნა გამოძახებული. ჩხუბით, გინებით შემოვიდნენ და სკამების ფრიალით, დაცვის ბიჭების მიმართ ჰქონდათ აგრესია, სკამი ესროლეს დაცვის ბიჭებს. ირაკლი, რომელიც დაცვაში მუშაობს ნაცემი იყო, დაინახა, რომ იგი დაბლა ეგდო, გოგონებისთვის კი შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ. მათ დაწყნარებას ცდილობდა მოთამაშეებიც და ისინიც აშველებდნენ მათ და დაცვის ბიჭებს. ისინიც ურტყამდნენ და დაცვაც ურტყამდა მათ. სლოტ კლუბში დაახლოებით 10 წუთით მუშაობა შეწყდა. როგორც კამერებიდან დაინახა გარეთ ჩხუბი იყო, დაცვის პოლიციის ბიჭები ცემეს. მას არ დაუნახავს ჯუმშუდ ნოვრუზოვის ქმედებები, ვუგარი კი იყო კარგი და მშვიდი მოთამაშე და მასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, ჯალილ სულეიმანოვიც ძალიან წყნარი და მშვიდი მოთამაშე იყო, სინან ორუჯოვს კი ვერ იხსენებს. სლოტ კლუბში მყოფი სხვა მოთამაშეებს შეეძლოთ თამაშის გაგრძელება და მათ ხელი არ შეშლიათ თამაშში.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ თეიმურაზ მამედოვმა განმარტა, რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ სარვანში. 2018 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით ღამის 2-3 საათისთვის, ძმასთან ერთად მივიდა სლოტკლუბ სამ შვიდიანში. იქვე ნახა მსჯავრდებულებიც იგი მათ ვიზუალურად იცნობს, სლოტ კლუბში კონფლიქტი მოხდა. დაინახა როგორ მივიდა დაცვის პოლიცია, მას არაფერი არ დაუნახავს რადგან სხვა მხარეს იდგა. იმ დღეს ,,დადაც“ სლოტ კლუბში იყო (მას ჯუმშუდი თუ ერქვა არ იცის) მას არ დაუნახავს, რომ ,,დადას“ რამე დაეშავებინოს.მათი მხრიდან ახალგაზრდების მიმართ არანაირ მაპროვოცირებელ ქმედებას არ ჰქონია ადგილი. დაახლობით 10 დან 15 კაცამდე ურტყამდა მათგან ახსოვს ასიმ კალაევი, ვუგარ ნოვრუზოვი და ჯალილ სულეიმანოვი. მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში, ამოცნობაში, რომელიც ჩატარდა პოლიციაში რა დროსაც ამოიცნო ვუგარ ნოვრუზოვი, ასიმ კალაევი და ჯალილ სულეიმანოვი. მან ჩვენება მისცა ორჯერ, პირველი ჩვენების დროს იყო ძალიან ცუდად და არ შეეძლო საუბარი, მოგვიანებით როცა მდგომარეობიდან გამოვიდა სრულად აღიდგინა მოვლენები და მეორედ მისცა ჩვენება გამოძიებას. მსჯავრდებულებს სახელით და გვარით არ იცნობდა ვუგარს იცნობდა როგორც მარნეულელს. იმ დღემდე მსჯავრდებულებთან კონფლიქტი არ ჰქონია არასოდეს.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული დათვალიერების ოქმის თანახმად 2018 წლის 11 თებერვალს მარნეულის შს სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ მამუკა მატიაშვილის მიერ, სლოტ კლუბ „777“-ის მენეჯერ ელენე შვანგირაძის მონაწილეობით, ხელოვნური განათების პირობებში, მშვიდ წყნარ ვითარებაში, ყოველგვარი წინააღ მდეგობის გარეშე დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, სლოტ კლუბი „777“-ის შიდა და გარე პერიმეტრი, რომელიც მდებარეობს ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩა N72-ში. ოქმის თანახმად შენობაში შევდივართ ერთფრთიანი მინის კარით, სადაც 1,80 მეტრის შემდეგ კიდევ გვხვდება მინის კარი, რის შემდეგაც შევდივართ დარბაზში, დარბაზში მარჯვენა და მარცხენა მხარეს დგას 45 სათამაშო აპარატი და ორი სათამაშო „რულეტკა“, დარბაზში ზედა მარცხენა და მარჯვენა მხარეს დამონტაჟებულია 17 ვიდეო სათვალთვალო კამერა, რომელიც აფიქსირებს სლოტ კლუბ „777“-ის შიდა მთელ პერიმეტრს, სლოტ კლუბ „777“-ის შენობის გარე პერიმეტრზე, შესასვლელი კარის ზედა მარცხენა და მარჯვენა მხარეს დამონტაჟებულია ორი ცალი ვიდეო სათვალთვალო კამერა,რომელიც აფიქსირებს სლოტ კლუბ „777“-ის გარე პერიმეტრს. 2018 წლის 9 თებერვალს ღამის საათებში მომხდარი დაპირისპირების დროს სლოტ კლუბ „777“-ის შიდა პერიმეტრზე სათამაშო აპარატები ან სხვა ინვენტარი არ დაზიანებულა. ამასთან ზემოთ ხსენებული ვიდეო სათვალთვალო კამერა მუშა მგომარეობაშია და ახორციელებს ვიდეო ჩაწერას, ჩანაწერს კი ინახავს გარკვეული დროის განმავლობაში. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ მარნეულის შს რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა მამუკა მატიაშვილმა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო საპროცესო მოქმედებების მართებულობა და საგამოძიებო მოქმედებებისას მოპოვებული ინფორმაცია.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული იქნა დეტექტივ გამომძიებელ იგორ ქველიძის მიერ 2018 წლის 12 აპრილს დათვალიერების ოქმი. ოქმის თანახმად ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩა N72-ში მდებარე სლოტ კლუბი ,,777“-ში დამონ ტაჟებული კამერების ჩანაწერები, რომელიც ჩაწერილია DVD დისკებზე აღბეჭდილია 2018 წლის 09 თებერვალს მომხდარი დაცვის პოლიციის თანამშრომლებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა. ჩანაწერი გადაწერილია სამსახურებრივ კომპიუტერზე და დალუქული DVD დისკების პაკეტის მეორადი გახსნა არ წარმოადგენს საჭიროებას. დასათვალიერებელ ვიდეო ჩანაწერში აღბეჭდილია სლოტ კლუბის ,,777“ შიდა კამერის ჩანაწერი, კერძოდ სლოტ კლუბი ,,777“-ის პირველი დარბაზის ჩანაწერი რომელიც დამონტაჟებულია შენობის შესასვლელი კარის ზედა მხარეს და დარბაზის ბოლოში, ბარის წინ ზედა ნაწილში.კამერის ხედვის სივრცეში მოცულია სლოტ კლუბის ,,777“-ის პირველი დარბაზის ფართი. ჩანაწერი გადმოწერილია DVD დისკიდან, რომელზეც აღენიშნება წარწერა "777“ შიდა -II/ კართან კამერა/ სალაროსთან კამერა (ინციდენტის კადრები)" დისკში ჩაწერილია ორი ვიდეოგრამა. ჩანაწერის პირველი ვიდეოგრამის ნომერი არის „ CH 09“ ჩანაწერს არ გააჩნია თარიღის და საათობრივი მაჩვენებელი. კამერის ჩანაწერი გადაღებულია დაბალი, ხელოვნური განათების პირობებში, ჩანაწერი არის ხმის გარეშე და ძირითადათ გამოსახულება გამოიხატება შავი და რუხი ფერებით, ნაწილობრივად სლოტ კლუბის სათამაშო აპარატებთან განათების მიხედვით ისახება ფერადი ფერებიც. ვინაიდან ჩანაწერს არ გააჩნია საათის მაჩვენებელი, დათვალიერებაში ხელმძღვანელობს ჩანაწერის ქვედა მხარეს არსებული მოძრავი ხაზის წუთობრივი მაჩვენებლით, რომელიც იწყება მაჩვენებლით 00:00:00 და სრულდება 00:59:57 მაჩვებელით. ჩანაწერის ჩვენება მიმდინარეობს პაუზებით და შედარებით შენელებულად. ჩანაწერის მოძრავი ხაზის წუთობრივი მაჩვენებლის მიხედვით 00:38:36 წუთზე, სლოტ კლუბი ,,777“-ის პირველი დარბაზის შესასვლელ კარში შემოდის გამოძიებით დადგენილი ჯალილ სულეიმანოვი, რომელსაც უკან მოყვება გამოძიებით დადგენილი ვუგარ ნოვრუზოვი. ჯალილ სულეიმანოვი უახლოვდება შესასვლელთან მდგარ სლოტ კლუბის დაცვის წევრს ირაკლი ფეიქრიშვილს, რომელიც მარჯვენა ხელით ურტყამს ირაკლი ფეიქრიშვილს სახის არეში და მიიმართება დარბაზის ცენტრის მიმართულებით, მასთან ერთად შემოსული ვუგარ ნოვრუზოვი ირაკლი ფეიქრიშვილს ორჯერ ურტყამს ხელს სახის და სხეულის არეში, რა დროსაც ირაკლი ფეიქრიშვილი გარბის დარბაზის ცენტრის მიმართულებით. დარბაზში ასევე შერბიან ვუგარ ნოვრუზოვის მხარდამჭერი პირები და დარბაზში მიმდინარეობს კონფლიქტური ვითარება რომელიც გრძელდება გარკვეული დროის განმავლობაში. აღნიშნულის შემდეგ გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ჩანაწერი არ ფიქსირდება. ჩანაწერის პირველი ვიდეოგრამის ნომერი არის „CH 12“ ჩანაწერს არ გააჩნია თარიღის და საათობრივი მაჩვენებელი. კამერის ჩანაწერი გადაღებულია დაბალი, ხელოვნური განათების პირობებში, ჩანაწერი არის ხმის გარეშე და ძირითადათ გამოსახულება გამოიხატება შავი და რუხი ფერებით. ვინაიდან ჩანაწერს არ გააჩნია საათის მაჩვენებელი, დათვალიერებაში ვხელმძღვანელობთ ჩანაწერის ქვედა მხარეს არსებული მოძრავი ხაზის წუთობრივი მაჩვენებლით, რომელიც იწყება მაჩვენებლით 00:00:00 და სრულდება 00:59:58 მაჩვებელით. ჩანაწერის ჩვენება მიმდინარეობს პაუზებით და შედარებით შენელებულად. კამერა მიმართულია პირველი დარბაზის ბოლოდან შემოსასვლელის მიმართულებით. ჩანაწერის მოძარავი ხაზის წუთობრივი მაჩვენებლის მიხედვით 00:38:36 წუთზე, სლოტ კლუბი 777-ის შემოსასვლელში სილუეტის დონეზე აღბეჭდილია, რომ სლოტ კლუბის დაცვის წევრის ირაკლი ფეიქრიშვილის მიმართ გამოძიებით დადგენილი ჯალილ სულეიმანოვი და ვუგარ ნოვრუზოვი ახორციელებენ ფიზიკურ ძალადობას და სხვა პირებთან ერთად დარბაზში არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს სადაც გაშველებაში მონაწილეობას იღებენ სლოტ კლუბში მყოფი რამოდენიმე გარეშე პირი. ინციდენტის დროს სლოტ კლუბის მუშაობის პროცესი ჩერდება და აღსდგება ინციდენტის დასრულების შემდეგ. აღნიშნულის შემდეგ 00:59:58 წუთზე ჩანაწერი სრულდება.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დადგენილია, რომ 2018 წლის 9 თებერვალს მარნეულის შს სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ იგორ ქველაძის მიერ, ექსპერტ ნუგზარ ჯავახიშვილისა და ნიკა ჯაჭვაძის მონაწილეობით, დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, სლოტ კლუბი ,,777“, რომელიც მდებარეობს ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე. საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს შენობიდან 26 მაისის მოედნიდან მივიდნენე სლოტ კლუბ ,,777“. გაჩერდნენ რუსთაველის ქ. N72-ში განლაგებულ სლოტ კლუბ ,,777“ სადაც ა.გულიანმა ხელის დემონსტრირებით აჩვენა ადგილი სადაც 2018 წლის 9 თებერვალს ღამის საათებში განვითარდა საქმის მასალებში მითითებული ინციდენტი და აჩვენა გადაადგილება და განლაგება. საგამოძიებო ექსპერიმენტისას მთლიანი ინციდენტის ჩვენება განხორციელდა რუსთაველის ქუჩაზე სლოტ კლუბიდან ,,ჯეოსელის" ოფისის მოპირდაპირე მხარეს განლაგებულ ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილი განლაგებულია რუსთაველის ქ. N72-ში მდებარე სლოტ კლუბის 777, რუსთაველის ქ. N76-ში მდებარე საცხობი ,,ბარაქა“-ს შემდეგ იგივე ნომერზე განლაგებული კორპუსები ,,მარნეულის სტარი“ და ,,პლაზა“-ს მოპირდაპირე მხარეს და გზის მეორე მხარეს, რუსთაველის ქუჩა N55ბ-ში ერთი შენობის პირველი სართულზე განლაგებლი ,,ჯეოსელ“-ის, საკონდიტრო მაღაზიია ,,ბოტა“-ს და ვალუტის გაცვლის ოფისის მოპირდაპირე მხარეს, საავტომობილო გზაზე. საგამოძიებო ექსპერიმენტის პროცესში სლოტ კლუბის შემინული ფასადის და შესასვლელის წინა მხარეს ბეტონის საფარზე ტროტუარზე ასასვლელი კიბის წინ N1 კიბესთან ახლოს ტროტუარზე N2 ნანახი იქნა ორი ცალი მოწითალო მოყავისფრო ლაქა, რომელიც ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა ორი ცალი ბიოლოგიური ჩხირით, რომლებიც მოთავსდნენ ცალცალკე მუყაოს კოლოფში და ერთიანად დალუქა, საექსპერტო დანიშნულების პაკეტში შტრიხ კოდით FSD&37243. საგამოძიებო ექსპერიმენტის პროცესში დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილის მიხედვით განლაგებულ შენობებზე, კერძოდ სლოტ კლუბის წინა ზედა მხარეს, გარედან მარჯვენა და მარცხენა მხარეს დამონტაჟებულია გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერები. რუსთაველის ქუჩა N52ბ-ში ერთი შენობის პირველ სართულზე განლაგებული ,,ჯეოსელის“ ოფისის გარეთა ზედა მხარეს განლაგებულია ორი ცალი სათვალთვალო კამერა, საკონდიტრიო მაღაზიის ,,ბუტას“ გარეთა ზედა მხარეს დამონტაჟებულია ერთი ცალი სათვალთვალო კამერა, სავალუტო გაცვლის ოფისის გარეთა ზედა მხარეს დამონტაჟებულია ორი ცალი სათვალთვალო კამერა. საგამოძიებო ექსპერიმენტის პროცესში სხვა ნივთები და ნიმუშები ნანახი და ამოღებული არ ყოფილა. საგამოძიებო ექსპერიმენტის პროცესში ექსპერტის მეშვეობით განხორციელდა ფოტო გადაღება. ექსპერტებმა ნიკა ჯაჭვაძემ და ნუგზარ ჯავახიშვილმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.
2018 წლის 9 თებერვალს ამოღების ოქმით დგინდება, რომ გამომძიებელ იგორ ქველაძის მიერ აბუკარ სულეიმანოვისაგან ამოღებული იქნა დაცვის პოლიციის სამსახურებრივი ფორმის რუხი ფერის ზედასამოსი, რომელსაც ნაწილობრივად აღენიშნებოდა დაზიანება, კერძოდ წინა მხრიდან პლასტიკური ელვაშესაკრავი და მარცხენა მკლავის ზედა ჯიბე ჰქონდა მოხეული.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ მარნეულის შს რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა იგორ ქველიძემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო საპროცესო მოქმედებების მართებულობა და საგამოძიებო მოქმედებებისას მოპოვებული ინფორმაცია.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 თებერვლის N001082818 დასკვნის თანახმად: პირადი გასინჯვის (13.02.2018წ) და სამედიცინო საბუთების მონაცემებით (09.02.2018 წ) აბუკარ სულეიმანოვს 09.02.2018 წ. მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით აღენიშნება ცხვირის ძვლის მოტეხილობა ორ ადგილას, სისხლჩაქცევები ორივე თვალბუდის ქუთუთოებზე და მარჯვენა ყვრიმალის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 თებერვლის N001082918 დასკვნის თანახმად: პირადი გასინჯვის (13.02.2018 წ) და სამედიცინო საბუთების მონაცემებით (09.02.2018 წ) არარატ გულიანს ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
ექსპერტმა გიორგი ოქრუაშვილმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე. მანვე განმარტა, რომ აქვს ექსპერტად მუშაობის 11 წლის სტაჟი. ადამიანისათვის ზიანის მიყენებისათვის განმსაზღვრელია დარტყმის სიძლიერე, ასევე ადამიანის აქვს სხეულზე ისეთი ადგილები, რომელზე დაზიანების დასამჩნევად სიძლიერე განმსაზღვრელი არაა, რაც შეეხება ტკივილს ის სუბიექტური შეგრძნებაა და მისი აღქმა ინდივიდუალურია.
საქართველოს შს მინისტრის 2017 წლის 20 იანვრის N161218 (ელ.ვერსია) ბრძანების ამონაწერით დადგენილია, რომ არარატ გულიანი დაინიშნა შსს სსიპ-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილების ოპერატიული რეაგირების ჯგუფის ინსპექტორის თანამდებობაზე.
საქართველოს შს მინისტრის 2017 წლის 20 იანვრის N16121824 (ელ.ვერსია) ბრძანების ამონაწერით დადგენილია, რომ აბუკარ სულეიმანოვი დაინიშნა შსს სსიპ- დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილების ოპერატიული რეაგირების ჯგუფის უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.
სასამართლო პოცესზე გამოკვლეული 2018 წლის 14 თებერვალს არარატ გულიანთან ჩატარებული დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დასათვალიერებელ პირველ ვიდეო ჩანაწერში აღბეჭდილია სლოტ კლუბის ,,777“ გარეთა კამერის ჩანაწერი, რომელიც დამონტაჟებულია შენობის წინა ზედა მარჯვენა ნაწილში და მიმართულია მარჯვნიდან მარცხნივ, ზევიდან ქვემოთ. კამერის ხედვის სივრცეში მოცულია შენობის შესასვლელი, შესასვლელის წინ განლაგებული ტერიტორის, ტროტუარის და სავტომობილო გზის ნაწილი. კამერის ჩანაწერს გააჩნია ვიდეოგრამა mx 10-9-75-141-01 (1/2), ზედა მარჯვენა მხარეს მაუსის შეხებამდე ისახება თარიღი 2018.02.09, მცირე ზომის გამოსახულებით. მიყოლებით გამოსახულია საათობრივი მაჩვენებელი, რომლის გარჩევა შეუძლებელია მცირე გამოსახულების გამო. კამერის ჩანაწერი გადაღებულია ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში, ჩანაწერი არის ხმის გარეშე და ძირითადათ გამოსახულება გამოიხატება შავი და რუხი ფერებით, ნაწილობრივად სლოტ კლუბის შესასვლელთან ციმციმა განათების მიხედვით ისახება ფერადი ფერებიც, ვინაიდან საათის მაჩვენებლის გარჩევა შეუძლებელია, დათვალიერებაში ვხელმძღვანელობთ ჩანაწერის ქვედა მხარეს არსებული მოძრავი ხაზის საათობრივი მაჩვენებლით, რომელიც იწყება მაჩვენებლით 00:00:00 და სრულდება 01:31:43 მაჩვებელით. ჩანაწერის ჩვენება მიმდინარეობს პაუზებით. ჩანაწერის დაწყებისთანვე 00:00:00 საათზე კადრში ჩანს ოთხი პიროვნება, ზურგით მდგომი პიროვნება რომელიც კადრში ჩანს, არარატ გულიანის განმარტებით არის სინანა გაჩიანელი, რომელმაც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. 00:00:41 სათზე სლოტ კლუბიდან გარეთ გამოდიან ორი პიროვნება, 00:00:57 საათზე სლოტ კლუბის ეზოში ტრიალებენ ექვსი პიროვნება, 00:01:20 საათზე ორი პიროვნება მიდის და ოთხი პიროვნება ისევ რჩება სლოტ კლუბის წინ, რომლების სიგარეტს ეწევიან და საუბრობენ, ჩანაწერში პირდაპირ დგას სინანა გაჩიანელი. 00:02:14 საათზე ერთი პირი მიდის და ჯდება გზაზე მდგარ მერსედესის მარკის ტაქსის აბრიან ავტომანქანაში, დანარჩენი სამი პირი 00:02:31 საათზე შედიან სლოტ კლუბში. 00:08:09 საათზე ორი პიროვნება გამოდის გარეთ, პირველი პიროვნება არარატ გულიანის განმარტებით არის ჯუმშუდი რომელმაც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მათ მოყვება ვუგარ ნოვრუზოვი და დანარჩენი პირები, რომლებიც იყურებიან და მიდიან სლოტ კლუბის მარჯვენა მხარეს. 00:08:16 საათზე კადრში ჩნდებიან დაცვის პოლიციის თანამშრომლები აბუკარ სულეიმანოვი და არარატ გულიანი, ასევე კადრში ჩანან სლოტ კლუბის დაცვის სამი თანამშრომელი, რომლებიც დგანან სლოტ კლუბის კარებში. 00:08:19 საათზე არარატ გულიანს ესაუბრება ერთი პიროვნება და დანარჩენები დგანან მის უკან. 00:08:28 საათზე დაცვის პოლიციის თანამშრომლები და იქ შეკრებილი პიროვნებების ტალღას გაყავთ სლოტ კლუბის მარჯვენა მხარეს და კადრში აღარ ჩანან. სლოტ კლუბის დაცვის თანამშრომლები დგანან და იყურებიან მარჯვენა მხარეს, არარატ გულიანის განმარტებით, ამ დროს მას და მის მეწყვილეს აბუკარ სულეიმანოვს გამეტებით ურტყამდნენ იქ შეკრებილი პირები. 00:09:31 საათზე დაცვის თანამშრომლები შედიან სლოტ კლუბში, 00:10:10 საათზე სლოტკლუბიდან გამოდიან სამი პიროვნება და ისინიც გადიან მარჯვენა მხარეს. 00:10:46 საათზე იქ მყოფი პირების ნაწილი შედიან სლოტ კლუბში, 00:11:12 საათზე ოთხი პიროვნება დგას და იყურება მარჯვენა მხარეს რა დროსაც მიმდინარეობს ჩხუბი. 00:11:20 საათზე ყველანი გადიან სლოტ კლუბის მარჯვენა მხარეს და კადრში არ ჩანან. 00:12:35 საათზე მოდიან სამი პიროვნება და მიდიან რუსთაველის ქუჩაზე მარცხენა მხარეს, სამი-ოთხი პიროვნება მუდმივად ტრიალებს სლოტ კლუბის წინა მხარეს.კლუბში, 00:15:30 საათზე ბიჭები სირბილით შედიან სლოტ კლუბში, ხოლო ბიჭების ნაწილი ტრიალებენ სლოტ კლუბის ეზოში.00:16:05 საათზე მათ უკან მოყვება დაცვის პოლიციის თანამშრომელი არარატ გულიანი და შედის სლოტ კლუბში. 00:16:16 საათზე სლოტ კლუბის ეზოში ჩნდება აბუკარ სულეიმანოვი, რომელსაც სახეზე აღენიშნება ფიზიკური დაზიანების ნიშნები და ფორმის ზედა სამოსი აქვს დაზიანებული. 00:16:28 საათზე კადრში ჩნდებიან მარნეულის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. აღნიშნულის შემდეგ გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ჩანაწერი არ გრძელდება. 00:16:28 წუთის მაჩვენებელზე აღნიშნული ჩანაწერის დათვალიერება დასრულდა.
სასამათლო პოცესზე გამოკვლეული 2018 წლის 14 თებერვალს აბუკარ სულეიმანოვთან ჩატარებული დათვალიერების ოქმით დადგენილია,რომ საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს შენობაში. დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს, განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 14 თებერვალს ქალაქ მარნეული, რუსთაველის ქუჩა N 72-ში მდებარე სლოტ კლუბი ,,777“ გამოთხოვილი დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები, რომელიც ჩაწერილია DVD დისკებზე და სადაც აღბეჭდილია 2018 წლის 09 თებერვალს მომხდარი ინციდენტი. დათვალიერების მიზნით გახსნილი იქნა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს N30/9 ლუქით დალუქული პაკეტი, სადაც მოთავსებულია 7 ცალი DVD დისკი. დისკების ჩანაწერები გადატანილი იქნა სამსახურებრივ კომპიუტერზე და დისკები კვლავ დაილუქა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს N30/9 ლუქით, ლუქზე შესრულდა მონაწილეთა ხელმოწერები. დათვალიერებაში მონაწილეობს, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის განყოფილების თანამშროელი აბუკარ სულეიმანოვი. დასათვალიერებელ პირველ ვიდეო ჩანაწერში აღბეჭდილია სლოტ კლუბის ,,777“ გარეთა კამერის ჩანაწერი, რომელიც დამონტაჟებულია შენობის წინა ზედა მარცხენა ნაწილში და მიმართულია მარცხნიდან მარჯვნივ, ზევიდან ქვემოთ. კამერის ხედვის სივრცეში მოცულია შენობის შესასვლელი, შესასვლელის წინ განლაგებული ტერიტორის, ტროტუარის და სავტომობილო გზის ნაწილი. კამერის ჩანაწერს გააჩნია ვიდეოგრამა „10-9-75-141-01“ ზედა მარჯვენა მხარეს მაუსის შეხებამდე ისახება თარიღი 2018.02.09, მცირე ზომის გამოსახულებით. მიყოლებით გამოსახულია საათობრივი მაჩვენებელი, რომლის გარჩევა შეუძლებელია მცირე გამოსახულების გამო. კამერის ჩანაწერი გადაღებულია ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში, ჩანაწერი არის ხმის გარეშე და ძირითადათ გამოსახულება გამოიხატება შავი და რუხი ფერებით, ნაწილობრივად სლოტ კლუბის შესასვლელთან ციმციმა განათების მიხედვით ისახება ფერადი ფერებიც. ვინაიდან საათის მაჩვენებლის გარჩევა შეუძლებელია, დათვალიერებაში ვხელმძღვანელობთ ჩანაწერის ქვედა მხარეს არსებული მოძრავი ხაზის სათობრივი მაჩვენებლით, რომელიც იწყება მაჩვენებლით 00:00 და სრულდება 01:31:44 მაჩვებელით. ჩანაწერის ჩვენება მიმდინარეობს პაუზებით. ჩანაწერის დასაწყისში გამოსახულია სლოტ კლუბი ,,777“-ის წინა ტერიტორიაზე მდგარი 4 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც დგანან ერთად და საუბრობენ. მონაწილე აბუკარ სუელეიმანოვის განმარტებით, ოთხ პიროვნებიდან, რომელსაც აცვია ლურჯი ფერის ქურთუკი და თავზე ახურავს სპორტული კეპკა ქუდი არის ის პიროვნება რომელსაც ჩხუბის დროს მიმართეს სახელად „ბაბასტიკა“ როგორც აჩვენა ჩვენებაში. მოძრავი ხაზის სათობრივი მაჩვენებლის მიხედვით 00:37 წუთზე სლოტ კლუბის შენობიდან გამოდის ორი ახალგაზრდა მამაკაცი რომლებიც ესალმებიან გარეთ მდგარ 4 პიროვნებას. ოთხი პიროვნებიდან ერთი ცილდება დანარჩენებს და შედის სლოტ კლუბში. გარეთ რჩება 5 პიროვნება, რომლებთან გზის მხრიდან უერთდება ერთი ახალგაზრდა პიროვნება.01:06 წუთზე ორი პიროვნება ცილდება დანარჩენებს და მიიმართებიან ტროტუარზე კადრის მარცხნივ და 01:19 წუთზე ცილდებიან კამერის ხედვის სივრცეს.02:11 წუთზე ტროტუარზე მდგარ პირებს ერთი პიროვნება სცილდება, ჯდება იქვე ტროტუართან გაჩერებულ ტაქსში, დანარჩენი სამი პიროვნება შედის სლოტ კლუბში. აღნიშნულის შემდეგ პირთა მოძრაობები წყდება. 05:50 წუთზე კამერის ხედვის სივრცეში შემოდის ერთი ახალგაზრდა მამაკაცი წვერებში და შედის სლოტ კლუბში. 08:06 წუთზე სლოტ კლუბიდან გამოდის ორი ახალგაზრდა მამაკაცი, მოჰყვება მესამე პირი, რომელსაც აცვია მორუხო ფერის პულოვერი, რომელსაც მარჯვენა მკლავზე აღენიშნება ღია ფერის წარწერა. შემდეგ გამოდის ე.წ. დუტი ქურთუკში ჩაცმული წვერებიანი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც გადიან კადრის მარჯვენა მხარეს და ჩერდებიან კადრის მარჯვნივ. შემდეგ სლოტ კლუბიდან გამოდიან სლოტ კლუბის დაცვის სამი წევრი, მონაწილე აბუკარ სულეიმანოვის განმარტებით დაცვის წევრები არიან გაგა მუმლაძე, იოსებ დემეტრაშვილი და ირაკლი ფეიქრიშვილი. სლოტის დაცვის სამივე წევრი ადევნებს თვალს მარჯვენა მიმართულებით. 08:10 წუთზე მარჯვენა მხრიდან კადრში შემოდის დაცვის პოლიციის თანამშრომელი აბუკარ სულეიმანოვი, რომელიც დგება სლოტ კლუბის შესასვლელთან და თვალს ადევნებს მარჯვნივ. აბუკარ სულეიმანოვის გადმოცემით ამ დროს მარჯვენა მხარეს კადრის მიღმა დგას მეწყვილე არარატ გულიანი და ესაუბრება ბარიდან გამოსულ პირებს ვუგარ ნოვრუზოვს და მასთან ერთად მყოფ პირებს. 08:15 წუთზე მარჯვნიდან კადრში შემოდის დაცვის პოლიციის თანამშრომელი არარატ გულიანი და ჩერდება კადრის მარჯვნივ სადაც ასევე დგანან ვუგარ ნოვრუზოვი და მასთან მყოფი, ბარიდან გამოსული პირები. ვუგარ ნოვრუზოვი და არარატ გულიანი საუბრობენ. სლოტის დაცვის წევრების გამოსვლის შემდეგ სლოტ-კლუბიდან გამოდის სამი ახალგაზრდა მამაკაცი, 08:19 წუთზე სლოტ- კლუბიდან გამოდის მეოთხე პირი, დათვალიერებაში მონაწილე აბუკარ სულეიმანოვის განმარტებით, მეოთხე გამოსული პირი არის ასიმა რომელსაც აცვია რუხი ფერის სვიტერი, სპორტული შარვალი და ბოტასები, რაც მის მიერ აღწერილი იქნა გამოკითხვის ოქმში, ასიმას შემდეგ გამოდის კიდევ 7 ახალგაზრდა მამაკაცი, სლოტ კლუბიდან გამოსული ყველა ხსენებული პირი თავს იყრის კადრის მარჯვნივ, სადაც დგას დაცვის პოლიციის თანამშრომელი არარატ გულიანი, თავშეყრის ადგილს უახლოვდება თავად აბუკარ სულეიმანოვი. აბუკარ სულეიმანოვის განმარტებით ბარიდან გამოსული ვუგარ ნოვრუზოვი, ასიმა და დანარჩენი ხსენებული პირები ყველანი მონაწილეობდნენ ჩხუბში. 09:00 წუთზე ყველანი გადიან კადრიდან მარჯვნივ. აბუკარ სულეიმანოვის განმარტებით აღნიშნულ დროს უკვე განვითარდა კამათი რაც გადაიზარდა ჩხუბში. 09:31 სლოტ კლუბში შედიან სლოტ კლუბის დაცვის წევრები. 09:55 წუთზე სლოტ კლუბიდან გამოდის ერთი ახალგაზრდა მამაკაცი და გარბის მარჯვნივ და სცილდება კადრს. 10:01 წუთზე სლოტ კლუბიდან გამოდის ორი ახალგაზრდა მამაკაცი და მიემართებიან მარჯვნივ და სცილდებიან კადრს. 10:40 წუთზე მარჯვნიდან კადრში შემოდის ბაბასტიკა და შედის სლოტ კლუბი777-ში, რომელსაც ასევე მიყვება სამი ახალგაზრდა მამაკაცი და შედიან სლოტ კლუბში. აბუკარ სულეიმანოვის განმარტებით, დათვალიერებაში სახელებით მოხსენიებული პირების გარდა სხვა მონაწილე პირების სახელები მისთვის უცნობია თუმცა ჩხუბში მონაწილე პირებს იცნობს ვიზუალურად. 11:12 წუთზე სლოტ კლუბიდან გამოდის წვერებიანი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც თავზე ახურავს მუქი ფერის ნაქსოვი ქუდი, რომელსაც ასევე მიჰყვება სლოტ კლუბიდან გამოსული ბაბასტიკა, რომლებიც გადიან კადრიდან მარჯვნივ. 11:38 წუთზე სლოტ კლუბიდან გამოდის წვერებიანი, ახალგაზრდა მამაკაცი, მიიმართება მარჯვნივ და ცდება კადრს, ამ დროს მარჯვნიდან კადრში შემოდის სამი მამაკაცი, აქედან ერთი შედის სლოტ კლუბში, დანარჩენები თვალს ადევნებენ კადრის მარჯვენა მხარეს. 12:23 წუთზე მარჯვნიდან კადრში შემოდის ორი მამაკაცი, მოკლე წვერებით, უყურებენ კადრის მარჯვნივ, უახლოვდებიან სლოტ კლუბის კარს, შემდეგ ბრუნდებიან და მიემართებიან აღნიშნულ ადგილიდან კადრის მარცხნივ, მათ უკან მიყვება კიდევ ორი მამაკაცი. 12:47 წუთზე მარჯვნიდან კადრში შემოდის ზემოხსენებული დუტი ქურთუკიანი მამაკაცი, წვერებით, უყურებს კადრის მარჯვნივ. 14:12 წუთზე მარჯვნიდან კადრში შემოდის ასიმა და შედის სლოტ კლუბში. 15:24 წუთზე მარჯვნიდან კადრში შემოდის ვუგარ ნოვრუზოვი და სწრაფად მიემართება სლოტ კლუბის კარის მიმართულებით, კართან მას ასწრებს პიროვნება, რომლის გარჩევა აღნიშნულ ჩანაწერით შეუძლებელია. შემდეგ მარჯვნიდან კადრში თანდათანობით ერთმანეთის მიყოლებით შედიან სხვა პირები, რომლებიც აღნიშნულამდე გავიდნენ სლოტ კლუბიდან. 16:04 წუთზე მარჯვნიდან კადრში შემოდის დაცვის პოლიციის თანამშრომელი არარატ გულიანი და შედის სლოტ კლუბში.16:15 წუთზე მარჯვნიდან კადრში შემოდის დაცვის პოლიციის თანამშრომელი აბუკარ სულეიმანოვი და ჩერდება ტროტუარზე.აღნიშნულის შემდეგ გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ჩანაწერი არ გრძელდება. 16:17 წუთის მაჩვენებელზე აღნიშნული ჩანაწერის დათვალიერება დასრულდა.
სასამართლო პოცესზე გამოკვლეული 2018 წლის 15 თებერვალს აბუკარ სულეიმანოვთან ჩატარებული დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს შენობაში. დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს, განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 14 თებერვალს ქალაქ მარნეული, რუსთაველის ქუჩა N 72-ში მდებარე სლოტ კლუბი 777 გამოთხოვილი დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები, რომელიც ჩაწერილია DVD დისკებზე და სადაც აღბეჭდილია 2018 წლის 09 თებერვალს მომხდარი ინციდენტი. ჩანაწერი გადაწერილია სამსახურებრივ კომპიუტერზე და დალუქული DVD დისკების პაკეტის მეორადი გახსნა არ წარმოადგენს საჭიროებას. დათვალიერებაში მონაწილეობს, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის განყოფილების თანამშრომელი აბუკარ სულეიმანოვი. დასათვალიერებელ პირველ ვიდეო ჩანაწერში აღბეჭდილია სლოტ კლუბის 777 გარეთა კამერის ჩანაწერი, რომელიც დამონტაჟებულია შენობის წინა ზედა მარჯვენა ნაწილში და მიმართულია მარჯვნიდან მარცხნივ, ზევიდან ქვემოთ. კამერის ხედვის სივრცეში მოცულია სლოტ კლუბის 777-ის წინა მხრის ნაწილი, სლოტ კლუბის შემდეგ განლაგებული ტერიტორია, საავტომობილო გზის მონაკვეთი და რუსთაველის ქუჩა N55ბ კორპუსი და მის განლაგებული ტერიტორიის ნაწილი.
კამერის ჩანაწერს გააჩნია ვიდეოგრამა „ 10-9-76-186_01“ ზედა მარჯვენა მხარეს მაუსის შეხებამდე ისახება თარიღი მცირე ზომის გამოსახულებით, მიყოლებით გამოსახულია საათობრივი მაჩვენებელი, რომლის გარჩევა შეუძლებელია მცირე გამოსახულების გამო. კამერის ჩანაწერი გადაღებულია ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში, ჩანაწერი არის ხმის გარეშე და ძირითადათ გამოსახულება გამოიხატება შავი და რუხი ფერებით ნაწილობრივად სლოტ კლუბის შესასვლელზე ციმციმა განათების მიხედვით ისახება ფერადი ფერებიც.ვინაიდან საათის მაჩვენებლის გარჩევა შეუძლებელია, დათვალიერებაში ვხელმძღვანელობთ ჩანაწერის ქვედა მხარეს არსებული, რომელიც იწყება მაჩვენებლით 00:00 და სრულდება 01:52:34 მაჩვენებლით. მოძრავი ხაზის სათობრივი მაჩვენებლის საათობრივი მაჩვენებელი განსხვავებულია სლოტ კლუბის გარე მარცხენა კამერის ჩანაწერის ხაზის სათობრივ მაჩვენებლთან. ჩანაწერის ჩვენება მიმდინარეობს პაუზებით.ჩანაწერი იწყება 00:00 წუთზე, კადრის მარცხენა მხარეს გამოსახულია ტროტუარზე მდგარი პიროვნების ტანის ნაწილი, რომლის სახე არ ჩანს კადრში, 01:08 წუთზე, აღნიშნულ პიროვნებასთან სლოტ კლუბიდან გამოდის და უერთდება რამოდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი და კადრში ისახება აღნიშნული პირების სახეები. 03:00 საათზე ყველანი შედიან სლოტ კლუბში და აღნიშნულის შემდეგ კადრში წყდება პირთა მოძრაობები. ჩანაწერის მოძრავი ხაზის საათობრივი მაჩვენებლის მიხედვით 08:30 წუთზე, მოედნის მხრიდან მოიმართება და სლოტ კლუბი ,,777“-ის წინ ჩერდება დაცვის პოლიციის მანქანა, ანთებული ციმციმებით, საიდანაც გადმოდიან დაცვის პოლიციის თანამშრომლები, საჭესთან მჯდომი აბუკარ სულეიმანოვი და გვერდზე მჯდომი მეწყვილე არარატ გულიანი, ამავდროულად სლოტ-კლუბიდან გამოდიან ვუგარ ნოვრუზოვი და მასთან ერთად მყოფი სხვა პირები, რომელიც სრულყოფილად აღწერილი იქნა პირველი, მარცხენა კამერის ჩანაწერის დათვალიერების პროცესში, დათვალიერებაში მონაწილე დაცვის პოლიციის თანამშრომლის,აბუკარ სულეიმანოვის მიერ. დაცვის პოლიციელები მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, აბუკარ სულეიმანოვი მიემართება სლოტ-კლუბის შენობის შესასვლელამდე, არარატ გულიანი ჩერდება ტროტუარზე და ესაუბრება სლოტ კლუბიდან გამოსულ პირს (ვუგარ ნოვრუზოვს), იქვე დგანან მასთან ერთად ბარიდან გამოსული პირებიც, ჩანაწერში აღბეჭდილია, რომ საუბარი მიმდინარეობს არარატ გულიანის და ვუგარ ნოვრუზოვის შორის რა დროსაც 08:50 წუთზე აღბეჭდილია არარატ გულიანი თუ როგორ მარჯვენა ხელით უკან წევს მასთან ახლოს მისულ ვუგარ ნოვრუზოვს. დათვალიერებაში მონაწილე აბუკარ სულეიმანოვის განმარტებით, ხელით გაწევა გამოწვეული იყო იმის გამო, რომ როდესაც ვუგარ ნოვრუზოვმა არარატ გულიანისაგან შეიტყო, რომ პოლიცია გამოცხადდა სლოტ-კლუბის გამოძახების საფუძველზე, ვუგარ ნოვრუზოვმა აგრესიულად და შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოთქვა უკმაყოფილება, პოლიციის თანამშრომლებს უწოდა ძაღლები და განაცხადა, რომ ის იყო ვუგარ ნოვრუზოვი და თავად გაარჩევდა საქმეს და ძაღლებს (გულისხმობდა პოლიციის თანამშრომლებს) არაფერი არ ესაქმებოდათ. იქვე ასევე დგას პიროვნება რომელიც გამოთქვავდა, რომ იყო სინანი გაჩიანიდან. რომელსაც სახეზე აქვს მოკლე წვერი, აღნიშნულ პიროვნებას აცვია ე.წ. ,,დუტი“ ქურთუკი კაპიშონით და ახურავს ნაქსოვი ქუდი, კამერის ჩანაწერში ქუდის ფერი ისახება რუხი ფერის. დაცვის პოლიციის თანამშრომლის არარატ გულიანის მიერ ვუგარ ნოვრუზოვის ხელით გაწევის შემდეგ ასევე აგრესია გამოხატეს ვუგარ ნოვრუზოვთან ერთად მყოფმა პირებმაც, რომლებიც უკვე სლოტ კლუბიდან გამოსულები და სლოტ კლუბის წინ ტროტუარზე თავ მოყრილნი იდგნენ ვუგარ ნოვრუზოვთან ერთად, თავმოყრის ადგილას არარატ გულიანის გვერდით ასევე დგება აბუკარ სულეიმანოვი, იქვე თავმოყრის ადგილას ასევე აქტიურობენ,პიროვნება სინანა გაჩიანიდან და სლოტ კლუბის გარეთა მარცხენა კამერის ჩანაწერის დათვალიერების პროცესში გამოკვეთილი პიროვნება სახელად ასიმა და ვინმე ბაბასტიკა, რომლებიც სხვა პირეთან ერთად დგანან პოლიციის თანამშრომლების, არარატ გულიანის და აბუკარ სულეიმანოვის ირგვლივ სიახლოვეს და ჩანაწერში გამოსახულია თუ როგორ გამოხატავენ პოლიციის თანამშომლებს მიმართ აგრესიას და 08:52 წუთზე თავმოყრილ პირების მხრიდან იწყება აგრესიული შეკამათება და რომელიც გადადის პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში და პოლიციის თანამშრომლების მიმართ ხორციელდება ფიზიკური ძალადობა, რომელიც იწყება რუსთაველის ქუჩა N72-ში მდებარე სლოტ კლუბი 777 -ის წინ განლაგებულ ტერიტორიიდან და გრძელდება ჯეოსელის ოფისის მოპირდაპირე მხარეს განლაგებულ ტერიტორიამდე და რის შემდეგ დაცვის პოლიციის თანამშრომლებს არარატ გულიანს და აბუკარ სულეიმანოვს, საქმეში დადგენილ ვითარებაში აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. 14:41 წუთზე ფიზიკური დაპირისპირებიდან სლოტ კლუბში ბრუნდება პიროვნება სახელად ასიმა, რომელსაც აცვია ნაცრისფერი სვიტერი, 15:53 წუთზე სლოტკლუბში სირბილით შედიან პიროვნება მეტსახელად ბაბასტიკა და ვუგარ ნოვრუზოვი, რის შემდეგ სლოტ კლუბში ასევე ბრუნდებიან ჩხუბში მონაწილე დანარჩენი პირებიც. 16:32 წუთზე სლოტ კლუბში შედის არარატ გულიანი. დაცვის პოლიციის თანამშრომელი აბუკარ სულეიმანოვი რომელიც 16:42 წუთზე გადის კადრიდან მარცხნივ. აღნიშნულის შემდეგ გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ჩანაწერი არ გრძელდება. 16:43 წუთის მაჩვენებელზე აღნიშნული ჩანაწერის დათვალიერება დასრულდა.
სასამართლო პოცესზე გამოკვლეული 2018 წლის 15 თებერვალს აბუკარ სულეიმანოვთან ჩატარებული დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს შენობაში. დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს, განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 14 თებერვალს ქალაქ მარნეული, რუსთაველის ქუჩა N55ბ-ში მდებარე ინდ მეწარმე ილკინ იბრაგიმოვის ვალუტის გადაცვლის ოფისიდან გამოთხოვილი დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები, რომელიც ჩაწერილია 1 ცალ DVD დისკზე და სადაც აღბეჭდილია 2018 წლის 09 თებერვალს, დაცვის პოლიციის თანამშრომლებს მიმართ განხორციელებული ინციდენტი. დათვალიერების მიზნით გახსნილი იქნა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს N30/9 ლუქით დალუქული პაკეტი, სადაც მოთავსებულია 1 ცალი DVD დისკი. დისკის ჩანაწერები გადატანილი იქნა სამსახურებრივ კომპიუტერზე და DVD დისკი კვლავ დაილუქა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს N30/9 ლუქით, ლუქზე შესრულდა ხელმოწერა. დათვალიერებაში მონაწილეობს, შსს სსიპ ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ქვეგანყოფილების ინსპექტორი აბუკარ სულეიმანოვი. დასათვალიერებელ დისკზე აღენიშნება ხელნაწერი წარწერა „ვალუტის გადაცვლის ოფისი რუსთაველის N55ბ/N1“. აღნიშნულ დისკში ჩაწერილია 3-ი ცალი ვიდეოგრამა დასათვალიერებელ ვიდეო ჩანაწერები გადაღებულია ვალუტის გადაცვლის ოფისის გარეთა მხარეს შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერით, რომელიც დამონტაჟებულია ოფისის ზედა მხარეს და მიმართულია მარჯვნიდან მარცხნივ, ზევიდან ქვემოთ.კამერის ხედვის სივრცეში მოცულია ვალუტის გადაცვლის ოფისის შესასვლელი, ოფისის წინ განლაგებული ტერიტორის, ტროტუარის და სავტომობილო გზის ნაწილი და რუსთაველის ქუჩის ნაწილი, გამოძიებაში დადგენილი სლოტ-კლუბი ,,777“-ის მიმართულებით განლაგებული ტერიტორია. პირველი ჩანაწერის ვიდეოგრამის ნომერი არის „NVR_ch1_main_ 20180209023000_20180209030000.asf.” ჩანაწერის მარჯვენა ზედა მხარეს გამოსახულია თარიღი და საათობრივი მაჩვენებელი. ჩანაწერი დათარიღებულია 2018-02-09 თარიღით. ჩანაწერი იწყება 02:30:00 და სრულდება 02:59:59 საათზე. მოცემულ პირველ ჩანაწერში მნიშვნელოვანი ჩანაწერი არ ფიქსირდება. მეორე კამერის ჩანაწერს ვიდეოგრამის ნომერი არის „NVR_ ch1_main_ 20180209030000_ 20180209040000.asf.” ჩანაწერის მარჯვენა ზედა მხარეს გამოსახულია თარიღი და საათობრივი მაჩვენებელი. ჩანაწერი დათარიღებულია 2018-02-09 თარიღით. ჩანაწერი იწყება 03:00:00 საათზე. კამერის ჩანაწერი გადაღებულია ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში, ჩანაწერი არის ფერადი და ხმის გარეშე. კამერის კადრში მოცილებულ მანძილზე ჩანს სლოტ კლუბი ,,777“-ის შენობის ნაწილი და განათებები. 03:36:36 საათზე მარცხნიდან კადრში შემოდის დაცვის პოლიციის სამსახურებრივი მანქანა, ჩართული ციმციმებით, რომელიც ჩერდება სლოტ-კლუბი ,,777“-ის წინ. დათვალიერებაში მონაწილე აბუკარ სულეიმანოვის განმარტებით აღნიშნული მანქანით მივიდნენ გამოძახებაზე სლოტ-კლუბი ,,777“-ში, თავად და მეწყვილე არარატ გულიანი. მისვლისთანავე მანქანიდან გადმოდიან დაცვის პოლიციის თანამშრომლები, აბუკარ სულეიმანოვი და არარატ გულიანი, მიიმართებიან სლოტ-კლუბი ,,777“-ის მიმართულებით. ამ დროს სლოტ-კლუბი ,,777“-ის შენობიდან გამოდიან გამოძიებით დადგენილი პირები, ვუგარ ნოვრუზოვი, ჯუმშუდ ნოვრუზოვი, ასიმ კალაევი, სინან ორუჯოვი და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირები. მათ ასევე უერთდება ჯალილ სულეიმანოვი. სლოტ კლუბის ,,777“-ის წინ ხსენებული პირები იყრიან თავს. დათვალიერებაში მონაწილე აბუკარ სულეიმანოვის განმარტებით აღნიშნულ ადგილას როგორც აჩვენა ჩვენებაში და საქმეზე არსებული სხვა დისკების ჩანაწერების დათვალიერების დროს, აღნიშნულ ადგილას მათ მიმართ ხსენებულმა პირებმა განახორციელეს ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა მანძილის გამო აღნიშნულ ჩანაწერში ჩანს სილუეტები და კონკრეტული პირთა გარჩევა შეუძლებელია, აღბეჭდილია საერთო ვითარება რაც უკვე ცნობილია გამოძიებისათვის. აბუკარ სულეიმანოვის განმარტებით აღნიშნულ დროს იწყება მათზე ფიზიკური ძალადობის ინციდენტი. ჩანაწერში აღბეჭდილია თავმოყრილი ხალხის მოძრაობები და ერთიანი გადაადგილება. კადრში აღბეჭდილია, რომ გაჩერებული დაცვის სამსახურებრივი მანქანის და მის უკანა მხარეს, გარკვეული მანძილით გაჩერებულ თეთრი ფერის ავტომანქანის შორის თავშეყრილმა ზემოხ სენებულმა პირებმა დაიწყეს სწრაფი მოძრაობები და გაიშალნენ საავტომობილო გზის მონაკვეთზე და 03:40:28 საათზე იწყება პოლიციის მიმართ ფიზიკური ძალადობის ინციდენტი. აბუკარ სულეიმანოვის განმარტებით მის და არარატ გულიანის მიმართ ამ დროს დაიწყო ფიზიკური ძალადობა, საქმეში გამავალ პირების მხრიდან, ჩანაწერში აღბეჭდილია, რომ არარატ გულიანი და აბუკარ სულეიმანოვი სწრაფად გადაადგილდებიან მარჯვნივ, საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, მათ ცალცალკე მოსდევს რამოდენიმე პიროვნება, აბუკარ სულეიმანოვი და არარატ გულიანი იყოფიან და სცილდებიან ერთმანეთს. აბუკარი უკანა სვლით გადაადგილდება კამერის მარცხნივ, ვალუტის გადაცვლის ოფისის მიმართულებით, მას წინა მხრიდან მიყვება ვუგარ ნოვრუზოვი, აბუკარ სულეიმანოვი ასრულებს ხელებით გარკვეულ მოძარაობებს. აბუკარ სულეიმანოვის განმარტებით, მან ამ დროს საშტატო იარაღიდან მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. გასროლის შემდეგ მის მიმართ განხორციელებული ძალადობა არ შეწყდა და გრძელდებოდა, კადრში აღბეჭდილია, რომ ვუგარ ნოვრუზოვი აბუკარ სულეიმანოვს მიყვება და სიგანეზე შლის ხელებს. აბუკარ სულეიმანოვის განმარტებით, ვუგარ ნოვრუზოვი ამ დროს ხელების გაშლით გამოთქვავს, რომ მისთვის ესროლა იარაღი და ამ დროს სწრაფად უახლოვდება აბუკარ სულეიმანოვს, მას ასევე მოყვება გვერდთ და გარკვეულ დახმარებას უწევს ასიმ კალაევი, რომელიც არის ქურთუკის გარეშე და აცვია რუხი ფერის ზედა სამოსი და შარვალი, ასევე ჩანაწერში აღბეჭდილია არარატ გულიანის გადაადგილება აბუკარ სულეიმანოვის მიმართულებით, ამ დროს მის შეჩერებას ცდილობს ჯალილ სულეიმანოვი, რომელსაც აცვია მოლურჯო ფერის ჯინსის მსგავსი ქურთუკი აღნიშნულ დროს 03:40:59 საათზე, ვუგარ ნოვრუზოვი ხელებით ეჭიდება აბუკარ სულეიმანოვს და მის მიმართ ახორციელებს ფიზიკურ ძალადობას, კადრში აღბეჭდილია, რომ თავდაპირველად სახეში დარტყმას ახორციელებს მუხლით და შემდეგ ხელებით. აღნიშნულის დროს ასევე უახლოვდებიან ასიმ კალაევი და ჯალილ სულეიმანოვი დაკიდევ რამოდენიმე ჯერ ჯერობით გამოძიებით დაუდგენელი პიროვნება, რომლებიც აბუკარ სულეიმანოვის მიმართ ახორციელებენ ფიზიკურ ძალადობას ხელებით და ფეხებით.აბუკარ სულეიმანოვის განმარტებით ამ დროს ასევე ცდილობდნენ საშტატო იარაღის წართმევას, რა დროსაც ვუგარ ნოვრუზოვი უძახდა ასიმ კალაევს და ჯალილ სულეიმანოვს რომ წაერთვათ იარაღი, რომელმაც მოიხსენია სახელებით "ბაბასტიკი" და "ასიმი".რამოდენიმე პირის და დაცვის პოლიციის ინსპექტორის არარატ გულიანის მიერ ხდება კონფლიქტის განმუხტვა და მოძალადე პირები ცილდებიან აბუკარ სულეიმანოვს და მიიმართებიან სლოტ-კლუბის მიმართულებით, რომლებსაც ასევე გარკვეული მანძილით მიყვებიან დაცვის პოლიციის თანამშრომლები აბუკარ სულეიმანოვი და არარატ გულიანი. შემდეგ აბუკარ სულეიმანოვი და არარატ გულიანი ჩერდებიან, აბუკარ სულეიმანოვი რეკავს ტელეფონზე. აბუკარ სულეიმანოვის განმარტებით მან დარეკა მარნეულის პოლიციაში დახმარების მიზნით, ამ დროს კადრში აღბეჭდილია, რომ გზის მარჯვენა მხარეს რამოდენიმე პირი ცდილობს გამოძიებით დადგენილი ვუგარ ნოვრუზოვის შეჩერებას, რომელიც აშკარად ცდილობს აბუკარ სულეიმანოვის და არარატ გულიანის მიმართულებით წასვლას, სადაც აღბეჭდილია მისი ემოციური მოძრაობები. აბუკარ სულეიმანოვის განმარტებით, აღნიშნულ დროს ვუგარ ნოვრუზოვი მას და არარატ გულიანს აყენებს სიტყვიერ შეურაცყოფას და იწევს მათ მიმართულებით აგრესიული შეძახილებით, თუ რატომ განახორციელა სატელეფონო ზარი პოლიციაში. 03:42:31 საათზე ვუგარ ნოვრუზოვი და რამოდენიმე პირი უახლოვდებიან აბუკარ სულეიმანოვს და არარატ გულიანს, აბუკარ სულეიმანოვის განმარტებით ვუგარ ნოვრიზოვი აგრესიულად აყენებს ორივეს სიტყვიერ შეურაცხყოფას. 03:43:06 საათზე, ვუგარ ნოვრუზოვი, ჯალილ სულეიმანოვი და რამოდენიმე პირი კვლავ ახორციელებენ აბუკარ სულეიმანოვის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, სცემენ და აქცევენ ასფალტის ზედაპირზე.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ვოდეოფაილები, რომლითაც დადასტურდა ვიდეოფაილების დათვალიერებების ოქმებში მითითებული პიროვნებები და დაზარალებულების მიერ სასამართლო პროცესზე დაკითხვისას მითითებული ფაქტები და გარემოებები. კერძოდ: ,,კრისტალბეთის" დისკის დათვალიერებისას ნათლად ჩანს თუ როგორ ურტყამს არარატ გულიანს სინან ორუჯოვი, ვუგარ ნოვრუზოვი და როგორ აქტიურად მონაწილეობს თავდასხმაში ჯუმშუდ ნოვრუზოვი. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დისკში ჩანს როგორ ურტყამენ აბუკარ სულეიმანოვს ვუგარ ნოვრუზოვი, ასიმ კალაევი და ჯალილ სულეიმანოვი. სლოტ კლუბის დისკის დათვალიერებისას ჩანს თავდასხმის მომენტი, როგორ ესხმიან თავს არარატ გულიანს და აბუკარ სულეიმანოვს ზემოთ აღნიშნული და სხვა, გამოძიებით დაუდგენელი პირები. ,,ბეტლაინის დისკის დათვალიერებისას ჩანს ჯუმშუდ ნოვრუზოვი, რომელსაც სავარაუდოდ ცხვირიდან მოსდის სისხლი.
2018 წლის 16 თებერვლის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან არარატ გულიანმა ამოიცნო მარჯვნივ მდგომი პიროვნება. (ჯუმშუდ ნოვრუზოვი) მან დარწმუნებით და დაზუსტებით განაცხადა, რომ ეს პიროვნება სწორედ ის პიროვნებაა რომელმაც 2018 წლის 9 თებერვალს ღამის საათებში ქ.მარნეულში რუსთაველის ქ.N72-ში მდებარე სლოტ კლუბ ,,777’-ის მიმდებარედ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. იგი ამოიცნო აღნაგობით, ვიზუალით და სახის ნაკვთებით, მას ინციდენტის დროს მასთან ერთად მყოფი პიროვნება მიმართავდა სახელით ,,ჯუმშუდ";
2018 წლის 16 თებერვლის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან აბუკარ სულეიმანოვმა ამოიცნო მარცხნივ მდგომი პიროვნება. (ასიმ კალაევი) მან დარწმუნებით და დაზუსტებით განაცხადა, რომ ეს პიროვნება სწორედ ის პიროვნებაა რომელმაც 2018 წლის 9 თებერვალს ღამის საათებში ქ. მარნეულში რუსთაველის ქ.N72-ში მდებარე სლოტ კლუბ ,,777“-ის მიმდებარედ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. იგი ამოიცნო აღნაგობით, ვიზუალით, სახის ნაკვთებით, თმებით და წვერით, მას ინციდენტის დროს მასთან ერთად მყოფმა პირმა მიმართა სახელით ,,ასიმი".
2018 წლის 16 თებერვლის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან აბუკარ სულეიმანოვმა ამოიცნო შუაში მდგომი პიროვნება. (ჯალილ სულეიმანოვი) მან დარწმუნებით და დაზუსტებით განაცხადა, რომ ეს პიროვნება სწორედ ის პიროვნებაა რომელმაც 2018 წლის 9 თებერვალს ღამის საათებში ქ.მარნეულში რუსთაველის ქ.N72-ში მდებარე სლოტ კლუბ ,,777“-ის მიმდებარედ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე ცდილობდა მისი საშტატო იარაღის წართმევას. იგი ამოიცნო აღნაგობით, ვიზუალით, სახის ნაკვთებით, მას ინციდენტის დროს მასთან ერთად მყოფმა პირმა მიმართა სახელით ,,ბაბასტიკ".
2018 წლის 21 თებერვლის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან არარატ გულიანმა ამოიცნო მარცხნივ მდგომი პიროვნება. (სინან ორუჯოვი) მან დარწმუნებით და დაზუსტებით განაცხადა, რომ ეს პიროვნება სწორედ ის პიროვნებაა რომელმაც 2018 წლის 9 თებერვალს ღამის საათებში ქ.მარნეულში რუსთაველის ქ.N72-ში მდებარე სლოტ კლუბ ,,777“-ის მიმდებარედ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. იგი ამოიცნო აღნაგობით, ვიზუალით და სახის ნაკვთებით, მას ინციდენტის დროს მასთან ერთად მყოფი პიროვნება მიმართავდა სახელით ,,სინან", ასევე თვითონაც ამბობდა, რომ იყო ,,სინან გაჩიანელი".
მარნეულის შს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის დიტო გიგანის პატაკით დადგენილია, რომ საქმის მასალებში მოხსენიებული ,,ასიმი" არის ქ.მარნეულში, რასულზადეს ქ.N30-ში რეგისტრირებული 03.05.1994 წელს დაბადებული ასიმ რასიმის ძე კალაევი (პ/ნ28001112540), პიროვნება მეტსახელად ,,ბაბასტიკა" არის ქ.მარნეულში, ხალილოვის ქ.N 7-ში მცხოვრები ჯალილ ფოლადის ძე სულეიმაოვი (პ/ნ28001097997), პიროვნება მოხსენიებული ,,ჯუმშუდადი" არის ქ.მარნეულში, ე.თაყაიშვილის ქ.N8ა-ში მცხოვრები ჯუმშუდ ჯამალის ძე ნოვრუზოვი (პ/ნ 28001058161), პიროვნება მოხსენიებული,,სინან გაჩიანელი" არის გარდაბნის რაიონის სოფელ ყარათაკლიაში მცხოვრები სინან ფაზილის ძე ორუჯოვი (პ/ნ12001077171).
2018 წლის 16 თებერვლის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად ჯალილ სულეიმანოვი დაკავებული იქნა 2018 წლის 16 თებერვალს 2020 საათზე. დაკავება მოხდა მშვიდ და წყნარ ვითარებაში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ხელოვნური განათების პირობებში.
2018 წლის 16 თებერვლის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად ვუგარ ნოვრუზოვი დაკავებული იქნა 2018 წლის 16 თებერვალს 2030 საათზე. დაკავება მოხდა მშვიდ და წყნარ ვითარებაში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ელექტრო განათების პირობებში.
2018 წლის 16 თებერვლის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად ასიმ კალაევი დაკავებული იქნა 2018 წლის 16 თებერვალს 2015 საათზე. დაკავება მოხდა მშვიდ და წყნარ ვითარებაში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.
2018 წლის 16 თებერვლის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად ჯუმშუდ ნოვრუზოვი დაკავებული იქნა 2018 წლის 16 თებერვალს 2030 საათზე.
2018 წლის 16 თებერვლის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად სინან ორუჯოვი დაკავებული იქნა 2018 წლის 23 თებერვალს 1230 საათზე. დაკავება მოხდა მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.
2018 წლის 18 თებერვლის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი ირაკლი ფეიქრიშვილი, რომელსაც მიადგა ფიზიკური ზიანი.
2018 წლის 18 თებერვლის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი არარატ გულიანი, რომელსაც მიადგა ფიზიკური ზიანი.
2018 წლის 18 თებერვლის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი აბუკარ სულეიმანოვი, რომელსაც მიადგა ფიზიკური ზიანი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა მარნეულის შს რაიონული სამმართველოს გამომძიებლებმა: მამუკა მატიაშვილმა, ელდარ ბოლქვაძემ, რომან ბოლქვაძემ, ბეთქილ გერლიანმა, თამარ ჩუბინიძემ, დიტო გიგანმა, იგორი ქველაძემ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო საპროცესო მოქმედებების მართებულობას და საგამოძიებო მოქმედებებისასმოპოვებულ ინფორმაცია.
საქმის სასამართლო განხილვის დროს ჯუმშუდ ნოვრუზოვმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 9 თებერვალს ღამის საათებში, ბიჭებთან ერთად იმყოფებოდა კაზინოში, დაასრულეს თამაში და სახლში წასვლას აპირებდნენ, გამოსვლისას კართან შეხვდათ პოლიციის თანამშრომლები. პოლიციელმა არარატ გულიანმა ვუგარ ნოვრუზოვს მუშტი დაარტა, ამის გამო დაიწყო ჩხუბი, არარატ გულიანმა მასაც დაარტყა მუშტი სახეში, დარტყმისგან თვალთ დაუბნელდა, წავიდა კაზინო,,ლასვეგასში“ ,,სალფეთქისათვის". ადგილზე 10-12 ახალგაზრდა იყო, მათ ყველას ცნობს სახეზე მაგრამ სახელები და გვარები არ იცის. იგი კაზინოში რაიმე კონფლიქტს არ შესწრებია, რადგან თვითონ კაზინოში აღარ შესულა. ამის შემდეგ მივიდა რაიონული პოლიცია და ის და ვუგარ ნოვრუზოვი პოლიციელებმა მათი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და დილის 8 საათზე გამოუშვეს. პოლიციაში არაფერი არ განუმარტეს, არც თარჯიმანი არ ყოლიათ, უთხრეს, რომ არსად არ წასულიყო და გამოიძახებდნენ. 2018 წლის 16 თებერვალს დილის საათებში დაახლოებით ცხრის ნახევარზე იმყოფებოდა სახლში, მის ოთახში შევარდნენ პოლიციის თანამშრომლები, მიუშვირეს იარაღი და უბრძანეს დაწოლილიყო იატაკზე. არაფერი აუხსნით და არ განუმარტიათ, არც თარჯიმანი არ ყავდა. მიიყვანეს პოლიციაში და დილის ცხრის ნახევრიდან საღამოს ცხრის ნახევრამნდე პოლიციაში იყო. ხელბორკილები ედო და თავზე პოლიციელი ედგა, თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ ჰქონდა. პოლიციის თანამშრომლებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, როგორც სახლიდან წაყვანისას ასევე პოლიციის შენობაში. საღამოს შეადგინეს დაკავების ოქმი.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ვუგარ ნოვრუზოვს, ასიმ კალაევს, სინან ორუჯოვს და ჯალილ სულეიმანოვს მათ უარი განაცხადეს სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე და განმარტეს, რომ იყენებენ მათთვის კანონით მონიჭებულ დუმილის უფლებას.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვუგარ ნოვრუზოვის, ასიმ კალაევის, სინან ორუჯოვის, ჯალილ სულეიმანოვის და ჯუმშუდ ნოვრუზოვის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა,რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთ შეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016)
პალატა მიუთითებს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ვუგარ ნოვრუზოვის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამასთან ვუგარ ნოვრუზოვის მიმართ წარდგენილი ბრალდება 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. რაც შეეხება ასიმ კალაევის, სინან ორუჯოვის, ჯალილ სულეიმანოვის, ჯუმშუდ ნოვრუზოვის მიმართ წარდგენილ ბრალდებას საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით ბრალდების ამ ნაწილში არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთ შეთანხმებულ, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას, შესაბამისად ბრალდების ამ ნაწილში მსჯავრდებულები უნდა გამართლდნენ, ხოლო მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ვინაიდან პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ ურთიერთ შეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, “საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა მსჯავრდებულების მხრიდან ბრალად შერაცხული (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და,,ბ” ქვეპუნქტები) დანაშაულის ჩადენას ადგილი, რასაც ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ხულიგნობისათვის ქმედებისათვის, რომელიც რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები კუმულაციურია და დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის ყველა დასახელებული ნიშანი სახეზე უნდა იყოს. ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობის შემადგენლობას. ხულიგნობის შემადგენლობის არსებობისათვის საკმარისი არ არის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, არამედ ეს დარღვევა უნდა იყოს უხეში, რაც შეფასებითი ცნებაა, რისთვისაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქმედების ჩადენის ადგილი, ვითარება, მისი ინტენსივობა და ხანგრძლივობა. რაც შეეხება საზოგადოებისათვის აშკარა უპატივცემულობას, ამ შემთხვევაში სახეზეა ორი მომენტი, ერთი ის, რომ ხულიგნობის ჩამდენს სურს დაუპირისპიროს თავი საზოგადოებას, დაანახოს ყველას, რომ იგი არაფრად აგდებს საზოგადოებაში გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს, რომ იგი ყოველთვის იქცევა, ისე, როგორც სურს, ხოლო მეორე მომენტია ის, რომ მისი ამ განწყობის დემონსტრირებისათვის პირი სჩადის ისეთ ქმედებას, რითაც გარშემომყოფთათვის აშკარაა, რომ ეს პიროვნება იგნორირებას უკეთებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს. სადავო არ არის, რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია საზოგადოებრივი წესრიგი გარკვეულწილად მართლაც დაირღვა და რომ მსჯავრდებულებმა სლოტ კლუბის დაცვის თანამშრომლებისადმი უპატივცემულობა გამოხატეს, მაგრამ ამ ქმედების ჩადენის ძალადობრივი ხასიათი არ დასტურდება არა თუ ბრალდების ფორმულირებით, არამედ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით მხედველობაში თუ არ მივიღებთ ვუგარ ნოვრუზოვის ძალადობას კონკრეტული პირისადმი (ირაკლი ფეიქრიშვილის მიმართ).
შეფასება იმისა, თუ რამდენად უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით საკმაოდ არა დამაჯერებელი და არასარწმუნოა. ერთერთი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება აღნიშნული ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაა, რაც სასამართლოს ქმედების სამართლებრივი შეფასების საშუალებას მისცემდა, გარდა ირაკლი ფეიქრიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტისა, ბუნდოვანია და მასში არ იკვეთება მსჯავრდებულების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინაარმდეგო ქმედება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი თვითმხილველი მოწმეების სამირა ქუმარიტოვას, ირმა ელკანიშვილის, ჟანა ალბოროვას, იოსებ დემეტრაშვილის, გიგა მუმლაძის, თეონა საპანაძის ჩვენებები, მომეტებული ინფორმაციულობით უნდა გამოირჩეოდეს და წარმოადგენდეს საქმის მტკიცებულებების მნიშვნელოვან წყაროს, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდნენ, რომ სლოტ-კლუბში არ ყოფილა ხმაური და არც მისი ფუნქციონირება არ შეწყვეტილა. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა მსჯავრდებულების მხრიდან ვერც საზოგადოებისადმი უპატივცემულობის ხარისხი და ვერც ის გარემოება რამდენად შეფერხდა სლოტ-კლუბის მუშაობა და რამდენად უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი. ერთადერთი მოწმე ლანა შუკაკიძე აღნიშნავს, რომ დარბაზში იყო ჩხუბი, გინება, სკამების ფრიალი, მაგრამ კონკრეტულად ვერ ასახელებს თუ ვისგან გამომდინარეობდა ეს ყოველივე. ხულიგნური ქმედება არ გამოიხატება მხოლოდ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობაში, არც მხოლოდ ძალადობასა და ძალადობის მუქარაში. ხულიგნობის დამთავრებულად ცნობისათვის საკმარისი არაა მხოლოდ ამგვარი ქმედების ჩადენა, აუცილებელია, მას შედეგად მოჰყვეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა, რაც სახეზე არ არის. დაზარალებულ ირაკლი ფეიქრიშვილის ჩვენებიდან გამომდინარე პალატა გამორიცხავს მსჯავრდებულ ჯალილ სულეიმანოვის მიერ ირაკლი ფეიქრიშვილისადმი ფიზიკური ძალადობის ფაქტს.
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ასიმ კალაევის, ჯალილ სულეიმანოვის, ჯუმშუდ ნოვრუზოვის და სინან ორუჯოვის ქმედება არ მოიცავს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ხულიგნობის შემადგენლობას და შესაბამისად, ბრალდების ამ ნაწილში ისინი უნდა გამართლდნენ, ხოლო ვუგარ ნოვრუზოვის ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მოცემულ შემთხვევაში პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით: დაზარალებულ ირაკლი ფეიქრიშვილის, მოწმე ლანა შუკაკიძის, სამირა ქუმარიტოვას ჩვენებებითა, ვიდეო კამერის დათვალიერების ოქმით უტყუარად დასტურდება, რომ ვუგარ ნოვრუზოვმა ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სლოტ კლუბის დაცვის თანამშრომელს ირაკლი ფეიქრიშვილს, რომელმაც დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან პალატა განმარტავს, რომ ძალადობაში იგულისხმება ადამიანზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება, თუ კი ამას თავად მოძალადე აცნობიერებს და მიზანმიმართულად მოქმედებს. აშკარაა, რომ ვუგარ ნოვრუზოვის მიერ ჩადენილი ქმედება იყო ძალადობით განხორციელებული, მსჯავრდებულმა დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური ძალადობა რაც დადასტურებულია როგორც ვიდეომასალით, ასევე დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებითაც, ხოლო რაც შეეხება ხულიგნობას ე.წ. უმოტივო დანაშაულია, ხოლო საქმის მასალებით დადგენილია, რომ ინციდენტი აღმოცენდა კონკრეტულ პირთან (თუ რატომ დაურეკეს დაცვის პოლიციას) დაცვის თანამშრომელთან, შესაბამისად,ვუგარ ნოვრუზოვს ამოძრავებდა პირადი მოტივი და არა სურვილი, რომ დაპირისპირებოდა საზოგადოებას, ე.ი. მას არ გამოუხატავს აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), მაგრამ შესაძლებელია, მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით. მოცემულ შემთხვევაში პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დაზარალებულ ირაკლი ფეიქრიშვილის, მოწმეების ჩვენებები, დისკების დათვალიერების ოქმები, ვიდეოფაილები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ ვუგარ ნოვრუზოვის მიერ დაზარალებულ ირაკლი ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. თითოეული გამოკვლეული მტკიცებულება ერთობლიობაში ქმნის ერთიან ლოგიკურ ჯაჭვს და ზედმიწევნით აღადგენს დანაშაულის სურათს, ფაქტობრივ გარემოებებს, გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვუგარ ნოვრუზოვმა ჩაიდინა სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე დაცვისა და ბრალდების მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა თანასწორ პირობებში დაეკითხათ, როგორც ბრალდების ასევე დაცვის მხარის ყველა მოწმე, რომლებიც მსჯავრდებულის წინააღმდეგ ან/და სასარგებლოდ იძლეოდნენ ჩვენებას. ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (3) (დ) მუხლის მოთხოვნები და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდებისა და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა, ჯვარედინი დაკითხვის შედეგად დაზარალებულების ირაკლი ფეიქრიშვილის, არარატ გულიანის, აბუკარ სულეიმანოვის მოწმეების გაგა მუმლაძის, იოსებ დემეტრაშვილის, დიტო გიგანის, სამირა ქუმარიტოვას, ირმა ელკანიშვილის, თეონა საპანაძის, ჟანა ალბოროვას, ლანა შუკაკიძის ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან ერთიან ჯაჭვს და მიუთითებენ, რომ სახეზე არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), არამედ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჯგუფის მიერ).
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ასევე კრიმინალიზებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჯგუფის მიერ. სისხლის სამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებით ობიექტს მისი პირადი უსაფრთხოება (ჯანმრთელობა, ხელშეუხებლობა, პირადი თავისუფლება). საზოგადოდ, ხელისუფლების წარმომადგენელში იგულისხმება სახელმწიფო ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენელი. ხელისუფლების წარმომადგენელი საჯარო მოხელეთა განსაკუთრებული კატეგორიაა, რომელსაც განმკარგულებელი უფლებამოსილება გააჩნია ყველა მოქალაქის მიმართ, განურჩევლად იმისა, იმყოფებიან თუ არა ისინი მის უწყებრივ დაქვემდებარებაში, მაგალითად პოლიციის მუშაკი და სხვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რამდენიმე ალტერნატიულ ქმედებებში: ა) პოლიციის მუშაკის ამ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობით მუქარით წინააღმდეგობაში (საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე ბ) აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით; საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, რომელიც პოლიციის უპირველესი მოვალეობაა, გულისხმობს საზოგადოებრივი სიმყუდროვის, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა მართლზომიერი ქცევის, პიროვნების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის, ასევე ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და საწარმოების ნორმალური საქმიანობის პირობების შექმნას.
პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით შეიძლება გამოიხატოს, მაგალითად ძალადობით პოლიციის მუშაკის ხელის შეშლაში, რათა მან არ შეასრულოს თავისი საქმიანობა. მოცემულ შემთხვევაში ძალადობაში იგულისხმება ცემა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების შეზღუდვა და სხვა. ძალადობის მუქარა კი მოიცავს როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ, ისე ასეთი საშიშროების არმქონე მუქარას. მოცემული დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულია მოქმედების ჩადენისთანავე, ე.ი. ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ხელისუფლების წარმომადგენლისათვის წინააღმდეგობის გაწევის ანდა მისი იძულების მომენტიდან. კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს შეძლო თუ არა დამნაშავემ პოლიციის მუშაკის საქმიანობის შეწყვეტა, ან ხელის შეშლა. ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის სუბიექტური მიზანია ხელი შეუშალოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ან შეაწყვეტინოს მას თავისი საქმიანობა ამ მიმართებით, ან შეაცვლევინოს ეს საქმიანობა. ამდენად, კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ისეთ ელემენტს, როგორიცაა მიზანი. ქმედების მოტივი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, კერძოდ ხულიგნური ქვენაგრძნობა, ანგარება, პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზანი და სხვა, რაც კვალიფიკაციაზე გავლენას არ ახდენს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს იმავე ქმედების ჩადენა ჯგუფის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულების მხრიდან ადგილი არ ჰქონია პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, თავდასხმაში, რაც გულისხმობს აგრესიულ აქტს, რასაც თან ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა. ამავე დროს ადგილი აქვს პოლიციელზე მის სამსახურეობრივ, საცხოვრებელ ან და სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას, ასევე მათი ოჯახის წევრზე თავდასხმას პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. თავდასხმის ადრესატი შეიძლება იყოს პოლიციელი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი, მათი სამსახურეობრივი ან საცხოვრებელი შენობა, მათი სატრანსპორტო საშუალება ანდა მათი ოჯახის წევრი. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე და 353-ე მუხლების შემადგენლობის ერთ ერთი ძირითადი განმასხვავებელი ობიეტური ნიშანია ის რომ, 353-ე მუხლის არსებობისთვის აუცილებელია დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის პოლიციის თანამშრომლები უშუალოდ უნდა ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას (რაც 3531 მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელი არაა), ხოლო სუბიექტური ნიშანი გამომდინარეობს დანაშაულის მიზნიდან, რომ დამნაშავის მიზანი უნდა იყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლა, მისი საქმიანობის შეწყვეტა, ან შეცვლა, ასევე აშკარად უკანონო საქმიანობისათვის იძულება, მაშინ როდესაც 3531-ე მუხლის შემადგენლობისათვის მოტივი ძირითადად შურისძიებაა, რომელიც უკავშირდება პოლიციელის საქმიანობას.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის N266 ბრძანების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან“.
პალატა ყურადღებას ამახვილებს გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთ შეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ 2018 წლის 09 თებერვალს დაახლოებით 03.00 საათზე ვუგარ ნოვრუზოვი, ასიმ კალაევი, სინან ორუჯოვი, ჯუმშუდ ნოვრუზოვი, ჯალილ სულეიმანოვი ერთად შევიდნენ ქ.მარნეულში რუსთაველის ქუჩა N72-ში განლაგებულ სლოტ-კლუბ „777“-ში. აღნიშნულ სლოტ-კლუბში თამაშისას შელაპარაკება მოუვიდათ სლოტ-კლუბის პერსონალთან, რაც გადაიზარდა ხმამაღალ საუბარში. ინციდენტის თავიდან არიდების მიზნით სპეციალური პულტის მეშვეობით ადგილზე გამოძახებული იქნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლები. გამოძახებაზე სლოტ-კლუბში გავიდნენ შსს, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილების ოპერატიული რეაგირების ჯგუფის უმცროსი ინსპექტორი აბუკარ სულეიმანოვი და ამავე განყოფილების ინსპექტორი არარატ გულიანი. როდესაც პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ სლოტ-კლუბიდან გამოსულ ვუგარ ნოვრუზოვთან და მის თანმხლებ პირებთან, ვუგარ ნოზვრუზოვმა, ასიმ კალაევმა, სინან ორუჯოვმა, ჯუმშუდ ნოვრუზოვმა და ჯალილ სულეიმანოვმა უკმაყოფილება გამოთქვეს პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლით და პოლიციის მუშაკებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაგან ხელის შეშლის, მათი საქმიანობის შეწყვეტის და შეცლის მიზნით, რათა მათ არ გაეგრძელებინათ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და არ მიეღოთ შესაბამისი ზომები, ძალადობით, ჯგუფურად შეუშალეს ხელი ამ საქმიანობაში. პალატა აღნიშნავს, დამნაშავეთა მიზანი სწორედ, რომ პოლიციელთა კონკრეტული საქმიანობის (საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის) ხელის შეშლა, შეწყვეტა წარმოადგენდა დასტურდება დაზარალებულ არარატ გულიანის ჩვენებით, რომელიც უთითებს, რომ მათზე განხორციელებული ძალადობის დროს, ერთ ერთმა პირმა დაიყვირა, რომ დაენებებინათ მათთვის თავი და სლოტ კლუბის თანამშრომლებთან გაერკვიათ რატომ გამოიძახეს პოლიცია, რის შემდეგაც მოძალადეებმა მათ დაანებეს თავი და შევიდნენ სლოტკლუბში. დაცვის პოლიციის მიზანს რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა წარმოადგენდა დასტურდება, როგორც მათი ჩვენებებით ასევე სლოტ კლუბის თანამშრომელთა ჩვენებებით, რომლებიც მიუთითებენ რომ მათი გამოძახების მიზანს წესრიგის დაცვა წარმოადგენდა.
პალატამ შეაფასა მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულმა ვუგარ ნოვრუზოვისმა, ასიმ კალაევმა, სინან ორუჯოვმა, ჯალილ სულეიმანოვმა და ჯუმშუდ ნოვრუზოვმა ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, კერძოდ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჯგუფის მიერ.
ამასთან პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ჯუმშუდ ნოვრუზოვის ჩვენებას რადგან იგი არის არათანმიმდევრული, არა სარწმუნო და ეწინაღმდეგება, არა მარტო საქმეზე დაკითხულ დაზარალებულ არარატ გულიანისა და აბუკარ სულეიმანოვის ჩვენებებს, არამედ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ამოცნობის ოქმებს, ვიდეო ფაილების ჩანაწერებს. დაზარალებულმა არარატ გულიანმა სასამართლო პროცესზე განმარტა, თუ როგორ გამოირჩეოდა თავისი ჟესტიკულაციით (ხელების ქნევით), აქტიურობით ჯუმშუდ ნოვრუზოვი და როგორ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. ჯუმშუდ ნოვრუზოვის აქტიურობა ასევე დადასტურებულია ვიდეო ფაილიების დათვალიერებისას. მის აქტიურობაზეც მეტყველებს ასევე მისი ჩვენებაც, სადაც ის აღნიშნავს, რომ მას გულიანმა დაარტყა ხელი, რის შედეგადაც მას ცხვირიდან სდიოდა სისხლი. ჩვენებაში აღნიშნული ფაქტი ასევე დადასტურებულია ვიდეო ფირის დათვალიერებითაც, რომლებშიც ასახულია პოლიციის მუსაკების მიმართ ძალადობის ფაქტები.
ამავე დროს პალატა ვერ იმსჯელებს მოწმეების შახალა ასკეროვას, ჯამალ ნოვრუზოვის, ვაგიფ იაგუბოვის, სონა გუსენოვას ჩვენებებზე, ვინაიდან ისინი შემხებლობაში არ არიან აღნიშნულ ფაქტთან და პალატა ვერ მიიღებს სარწმუნოდ მათ ინფორმაციას ჯუმშუდ ნოვრუზოვის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ვინაიდან საპირისპირო დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და ჯუმშუიდ ნოვრუზოვის დაკავების დროდ უნდა ჩაითვალოს დაკავების ოქმით დადგენილი დრო, ხოლო მოწმე თეიმურაზ მამედოვის ჩვენებიდან კი ირკვევა, რომ იგი იდგა სხვა მხარეს და არაფერი არ დაუნახავს.
პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის არგუმენტი მსჯავრდებულების ვუგარ ნოვრუზოვის, ასიმ კალაევის, სინან ორუჯოვის, ჯალილ სულეიმანოვის და ჯუმშუდ ნოვრუზოვის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად არასაკმარისი მტკიცებულებების არსებობის თაობაზე, ვინაიდან საპირისპირო იქნა დადასტურებული დაზარალებულების არარატ გულიანის, აბუკარ სულეიმანოვის ჩვენებებით, სადაც დაზარალებულებმა ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს მსჯავრდებულების მიერ მათი მისამართით განხორციელებულ წინააღმდეგობაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჯგუფის მიერ, რომელიც ასევე დადასტურებული იქნა სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით, დათვალიერების ოქმებით, ამოცნობის ოქმებით, ამოღების ოქმებით, ვიდეო ფაილების დათვალიერებით და ექსპერტიზის დასკვნებით.
რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას, რომ მსჯავრდებულები ცნობილი უნდა იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით საფუძველს მოკლებულია, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, საკმარისი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით მსჯავრდებისთვის, ხოლო უტყუარი მტკიცებულებების არა საკმარისობა კი საფუძველს აცლის ბრალდების ამ ნაწილში გამამატყუნებელი განაჩენის მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
პალატამ სააპელაციო საჩივრებში მხარეთა მიერ მითითებული არგუმენტებიდან ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვნად ჩათვალა. პალატის ამგვარი მიდგომა შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81.).
სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდა სახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
ამდენად, მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე პალატას მიაჩნია, რომ: მსჯავრდებული ასიმ კალაევი, სინან ორუჯოვი, ჯალილ სულეიმანოვი, ჯუმშუდ ნოვრუზოვი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდნენ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მსჯავრდებულების მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას, ხოლო მსჯავრდებულ ვუგარ ნოვრუზოვის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამასთან მსჯავრდებულ ვუგარ ნოვრუზოვის, ასიმ კალაევი, სინან ორუჯოვი,ჯალილ სულეიმანოვი, ჯუმშუდ ნოვრუზოვის ქმედებები საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვუგარ ნოვრუზოვს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ეპიზოდთა სიმრავლე და ხერხი. ასევე მისი წარსული არაერთგზისი ნასამართლობა, დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის დინების ქვეშ, დანაშაულის რეციდივი.
ასიმ კალევს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მისი წარსული ნასამართლობა, დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის დინების ქვეშ, დანაშაულის რეციდივი.
სინან ორუჯოვს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მისი წარსული ნასამართლობა, დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის დინების ქვეშ, დანაშაულის რეციდივი.
ჯალილ სულეიმანოვს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ჯუმშუდ ნოვრუზოვს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის /მსჯავრდებულის პასუხის მგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელი უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური. დანიშნული სასჯელი უნდა ასახავდეს კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმეს, მის ხასიათს და ჩადენის ხერხს, ისევე, როგორც პიროვნების ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მის მიდრეკილებას კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებებისაკენ. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო სასჯელის დამძიმების კუთხით ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულების მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების მოტივს, დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას საჯარო ადგილას, დანაშაულის ხასიათის და ჩადენის ადგილიდან გამომდინარე მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას, რაც თავისი არსით მიმართულია საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების, ასევე სახელმწიფოს მართვის დადგენილი წესის წინააღმდეგ. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი, უნდა ემსახურებოდეს მსჯავრდებულის რესოცია ლიზაციას, რათა მან სრულად გაათვითცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების მავნებლობა საზოგადოებრივ ინტერესზე, კერძოდ, წესრიგსა და უსაფრთხოებაზე. ვუგარ ნოვრუზოვის, ასიმ კალაევის, სინან ორუჯოვის, ჯალილ სულეიმანოვის და ჯუმშუდ ნოვრუზოვის მიერ უგულვებელყოფილი იქნა სახელმწიფოს მართვის დადგენილი წესი და ზოგადად კანონის მოთხოვნა, ამასთან ვუგარ ნოვრუზოვი, ასიმ კალაევი და სინან ორუჯოვი წარსულში ნასამართლევები არიან განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას კანონის მოთხოვნათა მიმართ და მიდრეკილებას მათი დარღვევისაკენ.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე მსჯავრდებულების ინდივიდუალურ მახასიათებელს.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა ცალკეული შემთხვევები, როგორიცაა ახალი დანაშაულის აცილება, როგორც ზოგადი და კერძო პრევენცია, რაც ემსახურება საზოგადოების სიმშვიდეს, კრიმინალის შემცირებას. კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულებზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდე ბულებმა მომავალში აღარ ჩაიდინონ ახალი დანაშაული, ზოგადი პრევენცია როგორც წესი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ თუ ასეთ დანაშაულს ჩაიდენენ, მათ მიმართაც მკაცრი მიდგომა იქნება გამოყენებული. ვუგარ ნოვრუზოვის, ასიმ კალაევის, სინან ორუჯოვის, ჯალილ სულეიმანოვის და ჯუმშუდ ნოვრუზოვის პიროვნებიდან და წარსულიდან, მის მიერ ჩადენილი ქმედებებიდან და ამ ქმედებების ხასიათიდან და ჩადენის ხერხიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში სასჯელი უნდა იყოს ზომიერად მკაცრი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მსჯავრდებულების გამოსწორება.
მსჯავრდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორ ციულობის პრინციპიდან და მსჯავრდებულის დამამძიმებელი პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებ ისათვის, ვუგარ ნოვრუზოვის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით უნდა გადაკვალი ფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წელი და 06 (ექვსი) თვე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრიმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ვუგარ ნოვრუზოვს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
ვინაიდან ვუგარ ნოვრუზოვს ქმედება ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოყენების შედეგად გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ კანონით განსაზღვრული, მოუხდელი პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვუგარ ნოვრუზოვს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
ასიმ კალაევი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ასიმ კალაევის ქმედება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, ვინაიდან ასიმ კალაევს ქმედება ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს N03/18/ზ-009 გადაწყვეტილებით განსაზღვრული, მოუხდელი პირობითი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 თვის და 12 დღის ვადით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ასიმ კალაევს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
სინან ორუჯოვი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. სინან ორუჯოვის ქმედება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, ვინაიდან სინან ორუჯოვს ქმედება ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის განაჩენით დანიშნული მოუხდელი პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სინან ორუჯოვს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წელი.
ჯალილ სულეიმანოვი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. ჯალილ სულეიმანოვის ქმედება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წელი.
ჯუმშუდ ნოვრუზოვი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. ჯუმშუდ ნოვრუზოვის ქმედება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: არარატ გულიანის ტანსაცმელი (ინახება მარნეულის შს რაიონულ სამმართველოში) დაუბრუნდეს არარატ გულიანს. აბუკარ სულეიმანოვის ტანსაცმელი (ინახება მარნეულის შს რაიონულ სამმართველოში) დაუბრუნდეს აბუკარ სულეიმანოვს. ირაკლი ფეიქრიშვილის ტანსაცმელი (ინახება მარნეულის შს რაიონულ სამმართველოში) დაუბრუნდეს ირაკლი ფეიქრიშვილს.
DVD-დისკიი. ი ბრაგიმოვის სავალუტო ჯიხურის კამერიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ჩანაწერით, 7 ერთეული DVD-დისკი სლოტ-კლუბ „777“ კამერიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ჩანაწერით, DVD-დისკი სლოტ-კლუბ „ბეტლაინის“ კამერიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ჩანაწერით, 2 ერთეული DVD-დისკი ტოტალიზატორ „კრისტალბეტის“ კამერიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ჩანაწერით, CD-დისკი შპს „ჯეოსელის“ კამერიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ჩანაწერით, დარჩეს საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მსჯავრდებულ სინან ორუჯოვის ინტერესების დამცველი ადვოკატის გიორგი დავითაშვილის, მსჯავრდებულ ჯალილ სულეიმანოვის ინტერესების დამცველი ადვოკატების გოდერძი ხარაზიშვილის და ომარ მურადისლოვის, მსჯავრდებულ ჯუმშუდ ნოვრუზოვის, ვუგარ ნოვრუზოვის, ასიმ კალაევის, სინან ორუჯოვისა და ჯალილ სულეიმანოვის ინტერესების დამცველი ადვოკატის გელა ქენქაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
4. ვუგარ ნოვრუზოვის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ბ’’ ქვეპუნქტებიდან, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ვუგარ ნოვრუზოვის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
ვუგარ ნოვრუზოვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით 06 (ექვსი) წლით და 06 (ექვსი)თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ვუგარ ნოვრუზოვს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ კანონით განსაზღვრული, მოუხდელი
პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვუგარ ნოვრუზოვს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლით და 06 (ექვსი) თვის ვადით.
ვუგარ ნოვრუზოვის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ვუგარ ნოვრუზოვს სასჯელის მოხდის ვადა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 16 თებერვლიდან.
5. ასიმ კალაევი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ასიმ კალაევის ქმედება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვ ალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
ასიმ კალაევი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს N03/18/ზ-009 გადაწყვეტილებით განსაზღვრული, მოუხდელი პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 თვის და 12 დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ასიმ კალაევს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
ასიმ კალევის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ასიმ კალაევს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 16 თებერვლიდან.
6. სინან ორუჯოვი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
სინან ორუჯოვის ქმედება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;
სინან ორუჯოვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის განაჩენით დანიშნული მოუხდელი პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სინან ორუჯოვს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
სინან ორუჯოვის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
სინან ორუჯოვს სასჯელის მოხდის ვადა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 23 თებერვლიდან.
7. ჯალილ სულეიმანოვი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ჯალილ სულეიმანოვის ქმედება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
ჯალილ სულეომანოვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
ჯალილ სულეიმანოვის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ჯალილ სულეიმანოვს სასჯელის მოხდა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 16 თებერვლიდან.
8. ჯუმშუდ ნოვრუზოვი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ჯუმშუდ ნოვრუზოვის ქმედება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
ჯუმშუდ ნოვრუზოვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
ჯუმშუდ ნოვრუზოვის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ჯუმშუდ ნოვრუზოვს სასჯელის მოხდა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 16 თებერვლიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: არარატ გულიანის ტანსაცმელი (ინახება მარნეულის შს რაიონულ სამმართველოში) დაუბრუნდეს არარატ გულიანს. აბუკარ სულეიმანოვის ტანსაცმელი (ინახება მარნეულის შს რაიონულ სამმართველოში) დაუბრუნდეს აბუკარ სულეიმანოვს.ირაკლი ფეიქრიშვილის ტანსაცმელი (ინახება მარნეულის შს რაიონულ სამმართველოში) დაუბრუნდეს ირაკლი ფეიქრიშვილს.
DVD-დისკი ი.იბრაგიმოვის სავალუტო ჯიხურის კამერიდან გამოთხოვილი ინფორ მაციის ჩანაწერით, 7 ერთეული DVD-დისკი სლოტ-კლუბ „777“ კამერიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ჩანაწერით, DVD-დისკი სლოტ-კლუბ „ბეტლაინის“ კამერიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ჩანაწერით, 2 ერთეული DVD-დისკი ტოტალიზატორ „კრისტალბეტის“ კამერიდან გამოთხოვილი ინფორმაციის
ჩანაწერით, CD-დისკი შპს „ჯეოსელის“ კამერიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ჩანაწერით, დარჩეს საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ვ. მრელაშვილი
მ.თეთრაული