განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001272237
საქმე №1ბ/465-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე
მოსამართლეები: მზია ლომთათიძე
მარინა ხოლოაშვილი
სოფიკო კაპანაძის, მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ზ-------------–--ს, ი-----–------–----–---ს
მსჯავრდებულების: რ-----------ის, ნ---------------–--ის, ა-------------ის
ადვოკატების: ა-–---------------–---–ის, ი-–----–-----ს, შ--–--------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ზ-------------–--სა და მსჯავრდებულ ნ---------------–--ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - შ--–--------------ისა და ი-–----–-----ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ნ---------------–--ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ-----------–---–-----------------------ში, მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით; რ-----------ის, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–----------------------------------–----------------------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით; ა-------------ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.------–--–-------------------------------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, -
ნ----------------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის მოტყუებით დაუფლება (სამი ეპიზოდი), ასევე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სამი ეპიზოდი), ასევე, ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ასევე, ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, მისი უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების მიღება.
ა-------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა ე.ი. მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
რ-----------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 12 ივლისს, სამშენებლო საქმიანობის წარმოების მიზნით, ნ---------------–--ემ დააფუძნა შპს ,,N--“ (ს/ნ 2--------) (შპს „ბ------------–-ნი“), რომლის დირექტორებს წარმოადგენდნენ ნ---------------–--ე და ალ----------------–--ე.
2013 წლის 18 ნოემბერს, შპს „N---სა“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ----------–----------–-----–---------ზე მდებარე შენობა-ნაგებობების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 1 174 764 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „N---მ“ სამინისტროში წარადგინა ორი საბანკო გარანტია: სადაზღვეო კომპანია „ა--------------ის“ 2013 წლის 11 ნოემბრის 93 981 ლარის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია და 2013 წლის 27 ნოემბრის სს „ლ--------------ის“ 1 174 764 ლარის საავანსო გადახდის საბანკო გარანტია. აღნიშნული საავანსო გადახდის საბანკო გარანტიების საფუძველზე, სამინისტროს მიერ 2013 წლის 2 დეკემბერს შპს „N---ის“ ანგარიშზე სს „ლ-------------ში“ ავანსად იქნა გადარიცხული ხელშეკრულების ღირებულების სრული თანხა - 1 174 764 ლარი. საბანკო გარანტიის პირობების მიხედვით, აღნიშნული თანხა განთავსდა სპეციალურ ანგარიშზე და უნდა გამოთავისუფლებულიყო წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე. სადაზღვეო კომპანია ,,ა-------------ის“ მიერ გაცემულ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 11 ნოემბრიდან 2014 წლის 1 ივლისის ჩათვლით, სს „ლ-------------ის“ საბანკო გარანტიის ვადა - 2013 წლის 27 ნოემბრიდან 2014 წლის 30 ივლისის ჩათვლით. საზოგადოების დირექტორებმა ნ----------------–--ემ და ალ------------------–--ემ განიზრახეს ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების დამზადებითა და შემდგომ სს ,,ლ-------------ში“ წარდგენის გზით, მოტყუებით დაუფლებოდნენ სამინისტროს მიერ ჩარიცხულ ფულად თანხებს, რომლის მიღების უფლებაც, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, შეეძლოთ მხოლოდ სათანადო ღირებულების სამუშაოს შესრულებისა და სამინისტროსთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების ასლის ბანკში წარდგენის შემდგომ.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ალ----------------–--ის მიერ სს ,,ლ-------------ში“ წარდგენილი იქნა ნ---------------–--ის მიერ დამოწმებული 6 ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი 1 165 774.57 ლარის სამუშაოს შესრულების თაობაზე, რომელთა საფუძველზეც, ხელშეკრულების შესაბამისად, ზემოხსენებული თანხა გამოთავისუფლდა სრულად. სულ, შპს „N---ის“ მიღებული აქვს 1 174 764 ლარი.
შესრულებული სამუშაოს ღირებულების განსაზღვრის მიზნით, საქმეზე დანიშნული იქნა საინჟინრო ექსპერტიზა, რომლის 2014 წლის 7 ნოემბრის N0-------- დასკვნით დგინდება, რომ შპს „N---ს“ მიერ შესრულებული სამუშაოს რეალური ღირებულება შეადგენს 886 923.65 ლარს, ნაცვლად ყალბი მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული - 1 165 774.57 ლარისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,N---ს” დირექტორები ნ---------------–--ე და ალ----------------–--ე, კომპანიის სახელით, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, 2013 წლის 5 დეკემბრიდან 2014 წლის 27 მარტამდე პერიოდში მოტყუებით დაუეფლნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კუთვნილ 287 840.35 ლარს.
ა-------------ე 2014 წლის 3 იანვრიდან 15 აგვისტომდე პერიოდში მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ა-------------ე წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და ვალდებული იყო მასზე დაკისრებული მოვალეობები შეესრულებინა კეთილსინდისიერად. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა ა-------------ემ გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა და მასზე დაკისრებული ვალდებულების მიუხედავად, საბანკო გარანტიების მოქმედების ვადაში, სამინისტროს სასარგებლოდ არ მოითხოვა სადაზღვეო კომპანია ,,ა-------------ის“ და სს „ლ-------------ის“ მიერ შპს „N---ის” სასარგებლოდ გაცემული გარანტიები საერთო ჯამში 417 243.58 ლარის ოდენობით, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
2014 წლის 6 მარტს, შპს „N---სა“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ-------–---–------–-----------–--–-------ში მდებარე შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაობები. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 1 100 000 ლარი დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 3 აგვისტო. აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერენ სამინისტროს მხრიდან მინისტრის პირველი მოადგილე გოგი ფაცაცია, ხოლო შპს „N---ის“ მხრიდან - საწარმოს დირექტორი ნ---------------–--ე. ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „N---იმ“ სამინისტროში წარადგინა „ა-------------ის“ მიერ გაცემული ორი საბანკო გარანტია, კერძოდ, 2014 წლის 28 თებერვლის 88 000 ლარის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია და 2014 წლის 11 მარტის 275 000 ლარი საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია თანხით.
2014 წლის 21 მარტს, სამინისტრომ ავანსის სახით გადარიცხა საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული 275 000 ლარი სს „ლ-------------ში“ შპს „N---ის“ ანგარიშზე. საზოგადოების დირექტორებმა - ნ---------------–--ემ და ალ----------------–--ემ განიზრახეს, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების დამზადებითა და გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდნენ სამინისტროს მიერ ჩარიცხულ ფულად თანხებს, რომლის მიღების უფლებაც, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, შეეძლოთ მხოლოდ სათანადო ღირებულების სამუშაოს შესრულებისა და სამინისტროსთან გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტების ასლის ბანკში წარდგენის შემდგომ. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, სამინისტროში წარდგენილი იქნა ხუთი ყალბი მიღება - ჩაბარების აქტი, რომელთა საერთო ღირებულებაც შეადგენს - 819 962.09 ლარს. მიღება -ჩაბარების აქტებსა და ფორმა ნომერ ორებში მითითებული მონაცემების სისწორე ხელმოწერით დაადასტურა სამინისტროს მხრიდან ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა რ-----------ემ და შპს „N--“-ის მხრიდან - საწარმოს დირექტორმა ნ---------------–--ემ. საერთო ჯამში, საავანსოდ და წარდგენილი ფორმა ნომერი ორების საფუძველზე, გადარიცხული თანხების ჯამმა შეადგინა 1 094 962 ლარი.
შესრულებული სამუშაოს ღირებულების განსაზღვრის მიზნით, საქმეზე დანიშნული იქნა საინჟინრო ექსპერტიზა, რომლის 2015 წლის 8 იანვრის N0-------- დასკვნით დგინდება, რომ შესრულებული სამუშაოს რეალური ღირებულება შეადგენს 258 016.33 ლარს, ხოლო შპს „N--“-ის ფაქტობრივად, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტებისა და ფორმა ორების საფუძველზე, მიღებული აქვს 1 094 962.09 ლარი. შესაბამისად, სხვაობა „N--“-ის მიერ მიღებულ თანხასა და ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოს შორის შეადგენს 836 945.76 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “N--”-ის დირექტორები - ნ---------------–--ე და ალ----------------–--ე, კომპანიის სახელით, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, მოტყუებით დაეუფლნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კუთვნილ 836 945.76 ლარს.
რ-----------ე, 2013 წლის 14 მაისიდან - 2014 წლის 15 აგვისტომდე პერიოდში, მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და ვალდებული იყო მასზე დაკისრებული მოვალეობები შეესრულებინა კეთილსინდისიერად საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. რ-----------ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით შედგენილ ყალბ სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ და რეალურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებებს შორის სხვაობა კი შეადგენს 561 945.76 ლარს.
2014 წლის 16 აპრილს, შპს „N---სა“ და შპს „ა-----------------------------ას“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ-----------------------–-----–ის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე საოფისე, ავტოფარეხისა და სახანძრო დეპოს შენობების მშენებლობა. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა - 1 080 000 ლარი დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა - 2014 წლის 16 აპრილიდან 2014 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდი. ხელშეკრულებას ხელს აწერენ შპს „ა-----------------------------ის“ დირექტორის პირველი მოადგილე თ----------------ე და შპს „N---ს“ დირექტორი ნ---------------–--ე. ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „N---ის“ სახელით წარდგენილი იქნა ორი საბანკო გარანტია: პირველი - სადაზღვეო კომპანია „ა-------------ის“ მიერ გაცემული 86 400 ლარის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 4 აპრილიდან 2014 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდი და მეორე - სს „ლ-------------ი“-ს მიერ გაცემული 540 000 ლარის საავანსო გადახდის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 29 აპრილიდან 2014 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდი.
შპს „ა-----------------------------ამ“ ავანსის სახით შპს „N---ს“ გადაურიცხა 540 000 ლარი, რომელიც განთავსდა სს „ლ-------------ი“-ს სპეციალურ ანგარიშზე. ავანსის შემცირების საფუძვლად განისაზღვრა შპს „N--“-ის მიერ ბანკში ორმხრივად ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტების წარდგენა, რის საფუძველზეც სს „ლ-------------ი“- გამოათავისუფლებდა აქტში მითითებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების 50%-ს წინასწარ, შესაბამისი გარანტიის წარდგენის გზით. საზოგადოების დირექტორებმა ნ---------------–--ემ და ალ----------------–--ემ განიზრახეს ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების დამზადებითა და გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდნენ კომპანიის მიერ ჩარიცხულ ფულად თანხებს, რომლის მიღების უფლებაც ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, შეეძლოთ მხოლოდ სათანადო ღირებულების სამუშაოს შესრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტების ასლის ბანკში წარდგენის შემდგომ. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ალ----------------–--ის მიერ სს „ლ-------------ში“ წარდგენილი იქნა ნ---------------–--ის მიერ დამოწმებული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის ასლები, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 542 447.92 ლარს. სს „ლ-------------ის“ მიერ, აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, გამოთავისუფლდა შესაბამისი თანხები. საერთო ჯამში შესრულებული სამუშაოს ღირებულების განსაზღვრის მიზნით, საქმეზე დანიშნული იქნა საინჟინრო ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც დგინდება, რომ შესრულებული სამუშაოს რეალური ღირებულება შეადგენს 81 908.58 ლარს, ხოლო შპს „N--“-ის ფაქტობრივად მიღებული აქვს 542 447.92 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვაობამ სს „ლ-------------ში“ წარდგენილი ყალბი შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე მიღებულ თანხებსა და ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოს ღირებულებას შორის შეადგინა 460 539.36 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “N--”-ის დირექტორები ნ---------------–--ე და ალ----------------–--ე, კომპანიის სახელით, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, მოტყუებით დაუეფლნენ შპს „ა-----------------------------ის“ კუთვნილ 460 539.36 ლარს.
2014 წლის 16 ივლისს, შპს „N---სა“ და ჩ-----------ის მუნიციპალიტეტს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა დაბა ჩ-----------ში კულტურის სახლის მშენებლობა. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 1 661 912 ლარი დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერს ჩ-----------ის მუნიციპალიტეტის გამგებელი ი-----–---------, ხოლო შპს „N---ის“ მხრიდან - საწარმოს დირექტორი ნ---------------–--ე.
2014 წლის 24 ივლისს, ხელშეკრულების ფარგლებში, ჩ-----------ის მუნიციპალიტეტმა ავანსის სახით გადარიცხა საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული 500 000 ლარი, რაც განთავსებული იქნა სს „ლ-------------ში“ შპს „N---ის“ ანგარიშზე.
2014 წლის 5 აგვისტოს, შპს „N---სა“ და ჩ-----------ის მუნიციპალიტეტს შორის შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი 55 554.15 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების თაობაზე.
შპს „N---სა“ დირექტორებმა - ნ---------------–--ემ და ალ----------------–--ემ განიზრახეს დაუფლებოდნენ სს „ლ-------------ში“ შპს „N--“-ის ანგარიშზე მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ფულად თანხებს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ---------------–--ემ და ალ----------------–--ემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს ჩ-----------ის მუნიციპალიტეტის კუთვნილი საავანსოდ მიღებული თანხის დარჩენილი ნაწილი - 444 445.85 ლარის ოდენობით.
2013 წლის 8 ოქტომბერიდან 2014 წლის 16 ივლისამდე პერიოდში დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, შპს ,,N---ის” მიერ საერთო ჯამში მიღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი - 3 111 382,8 ლარის სახით. აღნიშნული უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ალ----------------–--ისა და ნ---------------–--ის მიერ განხორციელდა შემდეგი ქონებების შეძენა, კერძოდ, 2014 წლის 5 თებერვალს, შპს „N--“-ის სახელზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (ღირებულება 72 400 ლარი) რეგისტრირებულია საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ-------–--------------------------------------ი, საკადასტრო კოდი 0---------------, ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 3000.00 კვ.მ. ამავე დღეს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (ღირებულება 32 400 ლარი), რეგისტრირებულია საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ-------–--------------------------------------ი, საკადასტრო კოდი 0---------------, ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 3000.00 კვ.მ.
2013 წლის 18 ნოემბერს, ნ---------------–--ესთან დაკავშირებული პირის - მეუღლის ნ------–-–--–-–---–ის (პ/ნ 2----------) სახელზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (ღირებულება 50 000 აშშ დოლარი), რეგისტრირებულია საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ-------–--------------–---–-------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, ფართი (მშენებარე) 69.33 კვ.მ, ს-------------------------–----------–---ი.
2014 წლის 4 აპრილს, შპს „N--“-ის სახელზე შეძენილია ავტომანქანა B------, მსუბუქი მისაბმელი. სახელმწიფო N------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ. კოდი: X----------------, რომლის ღირებულება შეადგენს 5546 ლარს, 2014 წლის 14 მარტს - ავტომანქანა C---------------, სატვირთველი, სახელმწიფო N------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ. კოდი: C----------------, რომლის ღირებულება შეადგენს 40 120 ლარს და ავტომანქანა J------; ექსკავატორი, ბორბლიანი, სახელმწიფო N------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ. კოდი: S----------------, რომლის ღირებულება შეადგენს 82 600 ლარს.
2013 წლის 1 დეკემბერს, ა-–--------------–--ესთან დაკავშირებული პირის - მეუღლის რ--------------ის (პ/ნ 0----------) სახელზე დარეგისტრირდა ავტომანქანა L---------------, მაღალი გამავლობის, სახელმწიფო N-------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ კოდი: 2----------------, რომლის ღირებულება შეადგენს 16 021 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განაჩენით:
რ-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ა-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ნ---------------–--ეს წარდგენილი ბრალდებიდან მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ნ---------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ქუთაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (გორის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ქუთაისის აეროპორტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ჩ-----------ის ეპიზოდი), ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ქონება, მდებარე - ქ-------–------------–----------------------------ი, საკადასტრო კოდი 0--------------- ნაკვეთი, ქ-------–------------–----------------------------ი, საკადასტრო კოდი 0--------------- ნაკვეთი, შპს ,,N--“-ს სახელზე შეძენილი ავტომანქანა B------, სახელმწიფო N------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ კოდი X----------------, ავტომანქანა C---------------, სახელმწიფო N-------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ კოდი C-----------------, ავტომანქანა J-----, სახელმწიფო N------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ კოდი S----------------.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე და მერვე ნაწილების შესაბამისად, დამატებითი სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ, ნ---------------–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლება. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ქონება მდებარე - ქ-------–------------–----------------------------ი, საკადასტრო კოდი 0--------------- ნაკვეთი, ქ-------–------------–----------------------------ი, საკადასტრო კოდი 0--------------- ნაკვეთი, შპს ,,N--“-ს სახელზე შეძენილი ავტომანქანა B------, სახელმწიფო N------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ კოდი X----------------, ავტომანქანა C---------------, სახელმწიფო N------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ კოდი C-----------------, ავტომანქანა J-----, სახელმწიფო N------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ კოდი S----------------.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ნ---------------–--ეს დაეწყო 2018 წლის 20 მარტიდან.
ამავე განაჩენით, ალ----------------–--ეს წარდგენილი ბრალდებიდან მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ალ----------------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ქუთაისის ეპიზოდი), ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (გორის ეპიზოდი), ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ქუთაისის აეროპორტის ეპიზოდი), ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ჩ-----------ის ეპიზოდი), ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ქონება მდებარე - ქ-------–------------–----------------------------ი, საკადასტრო კოდი 0--------------- ნაკვეთი, ქ-------–------------–----------------------------ი, საკადასტრო კოდი 0--------------- ნაკვეთი, შპს ,,N--“-ს სახელზე შეძენილი ავტომანქანა B------, სახელმწიფო N------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ კოდი X----------------, ავტომანქანა C---------------, სახელმწიფო N------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ კოდი C-----------------, ავტომანქანა J-----, სახელმწიფო N------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ კოდი S----------------.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე და მერვე ნაწილების შესაბამისად, დამატებითი სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ, ალ----------------–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლება. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ქონება მდებარე - ქ-------–------------–----------------------------ი, საკადასტრო კოდი 0--------------- ნაკვეთი, ქ-------–------------–----------------------------ი, საკადასტრო კოდი 0--------------- ნაკვეთი, შპს ,,N--“-ს სახელზე შეძენილი ავტომანქანა B------, სახელმწიფო N------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ კოდი X----------------, ავტომანქანა C---------------, სახელმწიფო N-------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ კოდი C-----------------, ავტომანქანა J-----, სახელმწიფო N------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ კოდი S----------------.
ამავე განაჩენში სასამართლომ განმარტა, რომ ლეგალიზაციის ეპიზოდის განხილვისას არ მსჯელობს ვაზიანის ობიექტთან დაკავშირებით, რომელიც გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე ცალკე შეფასების საგანს წარმოადგენს. შესაბამისად, ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებული უკანონო შემოსავლის ოდენობიდან - 3 111 382,8 ლარიდან, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აზუსტებს თანხის ოდენობას - 2 029 771,32 ლარს, რომლის გამოთვლისას ბრალდების მხარის მიერ ასევე გათვალისწინებული იქნა აღნიშნული ეპიზოდის პირობებში მიღებული შესაძლო დანაშაულებრივი თანხა. იმავდროულად, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია ბრალდებულებთან დაკავშირებული პირების - ნ------–-–--–-–---–ისა და რ--------------ის მიერ შეძენილი ნივთების უკანონო წარმომავლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა მითითებული ქონების დანაშაულებრივი გზით მოპოვების ფაქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ზ-------------–--მ, აგრეთვე, მსჯავრდებულმა ნ---------------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა შ--–--------------ემ და ი-–----–-----მ.
სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულების - რ-----------ისა და ა-------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თვალსაზრისით.
მსჯავრდებულ ნ---------------–--ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების შ--–--------------ისა და ი-–----–-----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ნ---------------–--ის მიმართ არსებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა ნ---------------–--ის გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტებით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ მსჯავრდებას, ნ---------------–--ემ სააპელაციო პალატის სხდომაზე აღიარა აღნიშნული დანაშაულების ჩადენა და მოითხოვა თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად ჯარიმის დანიშვნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ნ---------------–--ის, რ-----------ისა და ა-------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული, აგრეთვე, სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების - ნ---------------–--ის, რ-----------ისა და ა-------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 1904/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, №21522/93; 29/05/1997; §43). შესაბამისად, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო საჩივრის ავტორების მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებში მითითებულ ძირითად არგუმენტებზე.
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტებმა - ადვოკატმა შ--–--------------ემ დასკვნით სიტყვაში, ხოლო მსჯავრდებულმა ნ---------------–--ემ საბოლოო სიტყვაში, აღნიშნეს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ნ---------------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. აპელანტების განმარტებით, ჩ-----------ის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ვ-–----------–----------ის ჩვენებით, კომპანიამ (შპს “N--”) განახორციელა 55 000 ლარის სამუშაოები, რაზეც შედგა მიღება-ჩაბარების აქტი. შემდეგ კომპანიამ გარკვეული პირობების გამო, ვერ შეძლო მუშაობის გაგრძელება. ფინანსურმა პოლიციამ ყადაღა დაადო კომპანიის ანგარიშებს. რის შემდეგაც სადაზღვევო კომპანიამ ჩ-----------ის მუნიციპალიტეტს აუნაზღაურა თანხები, რის გამოც მუნიციპალიტეტს არანაირი ზიანი არ მიუღია. შეუსრულებელი სამუშაოსათვის მიიღეს საამშენებლო კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი უპირობო საბანკო გარანტიის თანხები; დაცვის მხარის პოზიციით, ბრალდების ამ ეპიზოდში, კომპანიამ დარჩენილი სამუშაობის შესრულება მისგან დამოუკიდბელი მიზეზების გამო, ვერ შეძლო. მიღებული 500 000 ლარიდან 55 000 ლარი დაიხარჯა ობიექტის სამშენებლო მასალების შეძენაში, ტექნიკის მომსახურებაში, ხელფასებში და ა.შ. თუმცა, რადგან სამუშაო საბოლოო სახით ვერ იქნა დასრულებული, არ შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, შედეგად გამოძიებამ ქმედება მითვისებად შეაფასა. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ სატენდერო პირობის არაჯეროვნად შესრულება, რისი ზარალიც კომპანიამ აანაზღაურა. რაც შეეხება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, აპელანტები მიიჩნევენ, რომ წარდგენილი ბრალდების დასაბუთება არ შეესაბამება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დანაშაულის კონვენციურ შინაარს. აგებულებასა და სპეციალურ მიზანს. დაცვის მხარის პოზიციით, სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს, თუ რამდენად ჯდება განთავსების, ფენების გაჩენისა და დაბრუნების სამსაფეხურიან სქემაში, რომელიც ფულის გათეთრებას ახასიათებს. მოცემული საქმის მიხედვით, დანაშაულის ჩადენის მიზნად მიჩნეულია მოგების მიღება მაშინ, როდესაც ფულის გათეთრების დანაშაული სხვა სპეციალურ მიზანს ითვალისწინებს და მოგების მიღებას არ გულისხმობს.
სააპელაციო პალატა დაცვის მხარის არგუმენტებს არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ნ---------------–--ის მიერ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებაში ნ---------------–--ის გამართლების მოთხოვნა ძირითადად ეფუძნება მოწმე ვ-–----------–----------ის ჩვენებას. აპელანტები აღნიშნავენ, - მოწმემ დაადასტურა, რომ შპს “N---იმ“ განახორციელა 55 000 ლარის სამუშაოები, რაზეც შედგა მიღება-ჩაბარების აქტი. შემდეგ კომპანიამ გარკვეული პირობების გამო, ვერ შეძლო მუშაობის გაგრძელება. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, - მხარეთა დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 2014 წლის 16 ივნისს, ჩ-----------ის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი დაბა ჩ-----------ში კულტურის სახლის მშენებლობის სამუშაოებზე თანხით 2 076 000 ლარი. ყველაზე დაბალი ფასით - 1 661 912 ლარით კი გაიმარჯვა შპს „N--“-იმ. 2014 წლის 16 ივლისს, შპს „N--“-სა და ჩ-----------ის მუნიციპალიტეტს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა დაბა ჩ-----------ში კულტურის სახლის მშენებლობა. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 1 661 912 ლარი დღგ-ს ჩათვლით და ხელმოწერილი იქნა ერთის მხრივ ჩ-----------ის მუნიციპალიტეტის გამგებელ ი-----–---------სა და მეორეს მხრივ შპს „N--“-ის დირექტორ ნ---------------–--ის მიერ. აღნიშნული სამუშაოს შესრულების ვადად დადგენილი იქნა: პირველი ეტაპზე - 2014 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა 1 000 000 ლარის სამუშაოები, ხოლო მეორე ეტაპზე 2015 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა დარჩენილი 661 912 ლარის სამუშაოები. ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 24 ივლისს, ჩ-----------ის მუნიციპალიტეტმა ავანსის სახით გადარიცხა საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული 500 000 ლარი, რაც განთავსებული იქნა სს „ლ-------------ში“ შპს „N--“-ის ანგარიშზე. 2014 წლის 5 აგვისტოს, შპს „N--“-სა და ჩ-----------ის მუნიციპალიტეტს შორის შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი 55 554.15 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების თაობაზე. როგორც ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, - 2014 წლის 21 აგვისტოს მდგომარეობით შპს „N--“-ის შესრულებული აქვს 55 554,15 ლარის სამუშაოები, რაც გათვალისწინებული იყო ივლისის თვის გრაფიკით, აგვისტოს თვეში სამუშაოები კომპანიას არ უწარმოებია და არც იმ დროისთვის მიმდინარეობდა, არ იყო მობილიზებული სამუშაო მასალები შესაბამისი ტექნიკით. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმე ბ----–-----–--ს (ჩ-----------ის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი) ჩვენების იმ ნაწილზე, რომელშიც მან განმარტა, რომ 2014 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 55 544 ლარს, თუმცა შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაციის არაერთი შეტყობინების მიუხედავად, შპს ,,N--“-ის მიერ აღარ ხორციელდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და საავანსოდ გადარიცხული თანხიდან დარჩენილი 444 446 ლარი შპს ,,N--“-ის მიერ მითვისებული იქნა. ის გარემოება, რომ საავანსოდ გადარიცხული თანხის დარჩენილი ნაწილი - 444 446 ლარი მითვისებული იქნა ნ---------------–--ისა და ალ----------------–--ის მიერ დადასტურდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 23 თებერვალის გაცემული N0-------- დასკვნით, რომლის თანახმდ, დაბა ჩ-----------ში კულტურის სახლის მშენებლობაზე რეალურად შესრულებული სამუშაოები შეესაბამება შესრულებული სამუშაოს აქტში (ფორმა №2-ში) დაფიქსირებულ სამუშაოებს და ღირებულება შეადგენს - 55 554.15 ლარს. სხვაობა შპს ,,N--“- ზე ავანსის სახით ჩარიცხულ თანხასა და შპს ,,N--“-ის მიერ დაბა ჩ-----------ში კულტურის სახლის მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა №2) მიხედვით შესრულებული სამუშაოების ღირებულებას შორის შეადგენს (500 000 – 55 554,15) 444 445,85 ლარს, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ნ---------------–--ემ და ალ----------------–--ემ სრულად არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს ჩ-----------ის მუნიციპალიტეტის კუთვნილი, მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საავანსოდ მიღებული თანხის ნაწილი - 444 445.85 ლარი.
რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩ-----------ის მუნიციპალიტეტს ზიანი არ მიუღია, რადგან მას სადაზღვევო კომპანიამ მიყენებული ზიანი აუნაზღაურა, სააპელაციო პალატა ხსენებულ არგუმენტს არ იზიარებს და კვლავ უბრუნდება ჩ-----------ის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის, მოწმე ბ----–-----–--ს ჩვენებას, რომელმაც სხვა გარემოებებთან ერთად განმარტა, რომ ჩ-----------ის მუნიციპალიტეტმა უპირობო საბანკო გარანტიის მეშვეობით თანხის მოთხოვნის ნაწილში თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილა, ანუ ჩ-----------ის მუნიციპალიტეტს ,,N--“-ის მიერ მიყენებული ზიანი აუნაზღაურა მესამე პირმა - გარანტორმა კომპანიამ, მაგრამ ჩ-----------ის მუნიციპალიტეტს მიადგა ზიანი, რადგან სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2015 წელს და არა 2017 წელს. იმავდროულად, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში გარანტორის - სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების ფაქტი, არ ნიშნავს იმ გარემოებას, რომ შპს ,,N--“-ის დირექტორების - ნ---------------–--ისა და ალ----------------–--ის მხრიდან ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით დანაშაულად და შესაბამისად, დასჯად ქმედებად გამოცხადებულია სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარის დამახასიათებელია ის გარემოება, რომ დამნაშავე უფლებამოსილია, ჰქონდეს სხვისი ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, რასაც ახორციელებს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ან სპეციალური დავალების სახით, ხოლო დამნაშავის მოქმედება, რაც სუბიექტურად პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, მიმართულია ამ ქონების კანონიერი მესაკუთრისგან ამოღებასა და თავის სასარგებლოდ მოქცევაში, მის უკანონოდ დაუფლებაში, სხვისი ქონების საკუთარ ქონებასთან მიერთებაში როგორც საკუთარის, განკარგვის მიზნით. სააპელაციო პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, უდავოდ დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ---------------–--ისა და ალ----------------–--ის კავშირი იყო დანაშაულებრივი, ისინი წინასწარ იყვნენ შეკავშირებული, რათა მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინათ ჩ-----------ის მუნიციპალიტეტის კუთვნილი, მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული (სს „ლ-------------ში“ შპს „N--“-ის ანგარიშზე განთავსებული) საავანსოდ მიღებული თანხის ნაწილი, კონკრეტულ შემთხევაში - 444 445.85 ლარი.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ნ---------------–--ის საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლების შესახებ, დაცვის მხარე აღნიშნულის საფუძვლად უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს არ წარმოადგენს მოცემული საქმის მიხედვით დანაშაულის ჩადენის მიზნად მიჩნეული, - მოგების მიღება. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის საკონონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია - ფულის გათეთრება გულისხმობს უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემას (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის, ანდა სხვა პირისათვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, უკანონო ქონებად ითვლება ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები, რომელიც პირს, მის ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს მოპოვებული აქვთ კანონის მოთხოვნათა დარღვევით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფულის გათეთრების პირველ სტადიაზე ხორციელდება არალეგალური შემოსავლის ლეგალურ ფორმებში გადაყვანა. ,,განთავსები“-ს დროს დამნაშავის მიზანია ნაღდი ფულის ამოღება შეძენის ადგილმდებარეობიდან და მისი სხვა ფორმებეში გადაყვანა. ფულის გათეთრების მეორე სტადიას წარმოდგენს განაწილების სტადია - უკანონო შემოსავლის მოწყევტა მისი წყაროსგან ფინანსური ოპერაციების რთული ჯაჭვის შექმნის გზით, რომელიც მიზნად ისახავს წაშალოს ფულის წარმომავლობის კვალი. ფულის გათეთრების მესამე, ბოლო სტადიას კი წარმოადგენს ინტეგრაცია. აღნიშნულ სტადიაზე ხდება უკვე „გარეცხილი“ შემოსავლის ქვეყნის ლეგალურ ფინანსურ სისტემაში ინტეგრირება. საგულისხმოა, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო შეთანხმება ხაზს უსვამს, რომ შემოსავლების გასათეთრებლად კონკრეტული მოქმედებების განხორციელებისას პირს წინასწარ შეცნობილი უნდა ჰქონდეს, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული და მიზნად უნდა ისახავდეს მისთვის კანონიერი სახის მიცემას, რაც ამ დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაში განზრახვის მიმანიშნებელია. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ, როგორც ნ---------------–--ეს, ისე ალ----------------–--ეს ბრალად წარდგენილი ჰქონდათ და შემდგომში მსჯავრი დაედოთ მასში, რომ 2013 წლის 8 ოქტომბერიდან 2014 წლის 16 ივლისამდე პერიოდში, დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, შპს ,,N--“-ის მიერ საერთო ჯამში მიღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ნ---------------–--ემ და ალ----------------–--ემ ჩაიდინეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება და მართლასწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის მოტყუებით დაუფლება (სამი ეპიზოდი) ამ უკანასკნელთა ჩადენა სააპელაციო პალატის სხდომაზე აღიარა მსჯავრდებულმა ნ---------------–--ემ). ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ აღნიშნული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ალ----------------–--ისა და ნ---------------–--ის მიერ განხორციელდა გარკვეული ქონებების (2014 წლის 5 თებერვალს, შპს „N--“-ის სახელზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (ღირებულება 72 400 ლარი) რეგისტრირებულია საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ-------–--------------------------------------ი, საკადასტრო კოდი 0---------------, ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 3000.00 კვ.მ. იმავე დღეს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (ღირებულება 32 400 ლარი), რეგისტრირებულია საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ-------–-----------------------------------------ი, საკადასტრო კოდი 0---------------, ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 3000.00 კვ.მ. 2014 წლის 4 აპრილს, შპს „N--“-ის სახელზე შეძენილია ავტომანქანა B------; მსუბუქი მისაბმელი. სახელმწიფო N------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ. კოდი: X----------------, რომლის ღირებულება შეადგენს 5 546 ლარს, 2014 წლის 14 მარტს, ავტომანქანა C---------------; სატვირთველი, სახელმწიფო N------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ. კოდი: C----------------, რომლის ღირებულება შეადგენს 40 120 ლარს და ავტომანქანა J------; ექსკავატორი, ბორბლიანი, სახელმწიფო N-------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ. კოდი: S----------------, რომლის ღირებულება შეადგენს 82 600 ლარს) შეძენა. გასათვალისწინებელია მოცემულ საქმეზე მტკიცებულებებით დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ შპს ,,N--“-ის მიერ 2013 წლის 29 მარტს, 2012 წლის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილია მოგების გადასახადზე ნულოვანი დეკლარაცია, ხოლო 2014 წლის 30 მარტს, 2013 წლის საანგარიშო პერიოდზე კომპანიას, წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, მოგების სახით მიღებული აქვს მხოლოდ 11 785 ლარი. ასევე დადგენილია, რომ კომპანიას სხვა ხელშეკრულებებიდან რეალურად ჰქონდა შემოსავლები, თუმცა ნაჩვენებია, რომ აღნიშნული შემოსავლები ფაქტობრივად სრულად აქვთ დახარჯული ობიექტებზე. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაშიც სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ყველა ნიშანი და არ არსებობს სააპელაციო საჩივრის არგუმენტის გაზიარების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის საპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების - რ-----------ისა და ა-------------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მსჯავრდებულებისათვის დანიშნულ სასჯელებს სამართლიანად მიიჩნევს. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებისათვის სასჯელთა დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მათი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, მიყენებული ზიანის ოდენობა და ისე დაუნიშნა სასჯელები, რაც პალატის დასკვნით არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულმა ა-------------ემ დანაშაულის ჩადენა არ აღიარა, ამასთან, გასათვალისწინებელია მიყენებული დიდი ოდენობით ზიანი, რომელიც არ არის ანაზღაურებული, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალის აღიარება, საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადება და თანამშრომლობა წამახალისებელი ნორმებია, რაც პირს არაფერს ავალდებულებს, პირიქით, საკანონმდებლო დონეზე და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებულია დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დუმილის უფლება და უფლება კანონით ნებადართული ყველა საშუალებით დაიცვას საკუთარი ინტერესები. ამდენად, არასწორია ვალდებულების არ არსებობისას პირის მიერ მისთვის კანონით მინიჭებული უფლების გამოყენების პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები - 932აპ-09, 19.02.10). გარდა ამისა, მიყენებულ ზიანთან მიმართებით, პალატა აცხადებს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს. დაზარალებულს უფლება აქვს, მსჯავრდებულისაგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულება).
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივად სწორი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულების - რ-----------ისა და ა-------------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მათთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მსჯავრდებულთა პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მათ დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
მსჯავრდებულ ნ---------------–--ესთან მიმართებით სასჯელის დანიშვნის დროს სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მას ჩადენილი აქვს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები (მაკვალიფიცირებელ გარემოებებში თაღლითობა და მითვისება), რომელიც ქონებრივ ზიანს აყენებს მესაკუთრეს და ხასიათდება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით, ვინაიდან ხელყოფს მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება ადამიანის ერთ–ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს, რომელიც აღიარებული და ხელშეუვალია. რაც შეეხება ბრალდების მესამე ეპიზოდს, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ფულის გათეთრება, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, არის სოციალურად უაღრესად საშიში, ვინაიდან იგი თავისი არსით წარმოადგენს დანაშაულის დაფარვის ერთ-ერთ საშუალებას, ანუ პირი, რომელიც სჩადის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, იმავდროულად ახდენს მის მიერ ან სხვა პირის მიერ წინმსწრები უკანონო ან დანაშაულებრივი ქმედების დაფარვას, სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების ან სხვისთვის ამაში დახმარების მიზნით. გარდა ამისა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია საფრთხის შემცველია ქვეყნის ეკონომიკური სისტემისათვის და კონკრეტულად ეკონომიკური ურთიერთობებისათვის, ვინაიდან ფულის გათეთრების დანაშაულის შედეგად ხდება ლეგალურ ფინანსურ სისტემაში არალეგალური, უკონტროლო ფულადი რესურსების ჩართვა და აღრევა, რაც ხელოვნურად იწვევს ქვეყნის ეკონომიკური სისტემის დესტაბილიზებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განაჩენი ნ---------------–--ის, რ-----------ისა და ა-------------ის მიმართ, უცველად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, -
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ზ-------------–--ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
მსჯავრდებულ ნ---------------–--ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - შ--–--------------ისა და ი-–----–-----ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განაჩენი ნ---------------–--ის, რ-----------ისა და ა-------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
რ-----------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ;
ა-------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15 000(თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ;
ნ---------------–--ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი;
ნ---------------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ქუთაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (გორის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ქუთაისის აეროპორტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ჩ-----------ის ეპიზოდი) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას ქონება მდებარე - ქ-------–------------–----------------------------ი, საკადასტრო კოდი 0--------------- ნაკვეთი, ქ-------–------------–----------------------------ი, საკადასტრო კოდი 0--------------- ნაკვეთი, შპს ,,N--“-ს სახელზე შეძენილი ავტომანქანა B------, სახელმწიფო N------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ კოდი X----------------, ავტომანქანა C---------------, სახელმწიფო N-------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ კოდი C-----------------, ავტომანქანა J-----, სახელმწიფო N------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ კოდი S----------------.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები, ხოლო დამატებითი სასჯელები შეიკრიბოს სრულად და საბოლოოდ, ნ---------------–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლება. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას ქონება მდებარე - ქ-------–------------–----------------------------ი, საკადასტრო კოდი 0--------------- ნაკვეთი, ქ-------–------------–----------------------------ი, საკადასტრო კოდი 0--------------- ნაკვეთი, შპს ,,N--“-ს სახელზე შეძენილი ავტომანქანა B------, სახელმწიფო N------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ კოდი X----------------, ავტომანქანა C---------------, სახელმწიფო N------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ კოდი C-----------------, ავტომანქანა J-----, სახელმწიფო N------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ კოდი S----------------;
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ნ---------------–--ეს დაეწყოს 2018 წლის 20 მარტიდან;
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 იანვრის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას:
1. ავტომანქანა B------; სახელმწიფო N------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ. კოდი: X----------------
2. ავტომანქანა C---------------; სახელმწიფო N------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ. კოდი: C----------------
3. ავტომანქანა J------; სახელმწიფო N------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ. კოდი: S----------------
4. ავტომანქანა L---------------, სახელმწიფო N-------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, ვინ კოდი: 2----------------
5. ქ-------–--------------------------------------ი, ს/კ 0---------------, ნაკვეთს
6. ქ-------–--------------------------------------ი, ს/კ 0---------------, ნაკვეთს
7. ნ------–-–--–-–---–ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე მდებარე ქ---------–----------------–---–----------------, საკადასტრო კოდი
0----------------------, ფართი (მშენებარე) 69.33 კვ.მ, ს-------------------------–----------–---ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 იანვრის N12/23 განჩინებით სხვა ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნას გამოყოფილ ს/ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე
მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი
მ. ლომთათიძე