განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003274334
საქმე №1/ბ-147-2020წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 მარტი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- კ-------ის ძე ღ---–--ის მიმართ, დაბადებული: 199- წლის 11 ა-----–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ქუთაისი, გ------ის მ---–---ა დასახლება N4; ფაქტობრივად მცხოვრები ქუთაისი, შ-----–--ის ქუჩა N53/60.
აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
გ------- ღ---–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).
რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის სექტემბრის თვის ბოლოს, ქუთაისში, შ-----–--ის ქუჩა N53/60-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------- ღ---–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს დ------ ხ--–------ას. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში. გ------- ღ---–--ის ქმედებებით დ------ ხ--–------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 9 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქუთაისში, შ-----–--ის ქუჩა N53/60-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ------- ღ---–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს დ------ ხ--–------ას. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში და ძლიერად მოქაჩა თმებში. გ------- ღ---–--ის ქმედებებით დ------ ხ--–------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის განაჩენით გ------- ღ---–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სექტემბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
გ------- ღ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა გ------- ღ---–--ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ღ---–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
გ------- ღ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
გ------- ღ---–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 21 ოქტომბრიდან.
სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ-------- ტ---–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას და გ------- ღ---–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდით) დამნაშავედ ცნობას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, დაუსაბუთებელია და არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეაფასაა ერთობლიობაში - საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულ დ------ ხ--–------ას გამოკითხვის ოქმი; შემაკავებელი ორდერი) გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა გ------- ღ---–--ის ბრალეულობას მისთვის ბრალად წარდგენილ თითეულ ქმედებაში იგი უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სექტემბრის თვის ეპიზოდში. დანაშაულის ორივე ეპიზოდში, გამოიტანა ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება-ანალიზით და გამოკვლეული მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით უტყუარად დადგენილია, ის გარემოება, რომ დ------ ხ--–------ას მიმართ 2019 წლის 9 ოქტომბრის ძალადობის ფაქტთან ერთად, ასევე 2019 წლის სექტემბრის თვის ბოლოს გ------- ღ---–--ის მიერ მოხდა ძალადობა.
აპელანტი - მსჯავრდებული გ------- ღ---–--ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მ------ ი-----–---ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გაქმებას და გ------- ღ---–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გაარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. გ------- ღ---–--ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში სასამართლო განხილვის დროს არ დადასტურებულა უტყუარ და ერთმანეთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა საფუძველზე გ------- ღ---–--ის ბრალეულობა. სასამართლო განხილვის დროს ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მთკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ. ღ---–--ის ბრალეულობას ინკრიმინირებულ დანაშაულში. წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. სასამართლო გამატყუნებელ განაჩენში აპელირებს საქმეში არსებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე დაზარალებულ დ------ ხ--–------ას მიმართ, საქმეში არ არის სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული დაზიანება დაზარალებულმა მიიღო გ------- ღ---–--ის ძალადობირივი ქმედების შედეგად. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს მხოლოდ ირიბი მოწმის მორიგე ექიმის ნ---- მ-----–-–---–ის ჩვენება, რომელმაც მიღებული მოქალაქისგან მიიღო ინფორმაცია ძალადობის თაობაზე. არავის არ გადაუმოწმებია რამდენად სანდო და დამაჯერებელი იყო იმ მომენტისთვის, ექიმზე მიწოდებული ინფორმაცია დ------ ხ--–------ას მხრიდან. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იმდენად აფსურდული და უსაფუზვლო იყო, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სტანდარტს.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული ნ---- მ-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ის მუშაობს ქუთაისში, ზ--–-----ას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, ემერჯენსის მორიგე ექიმის თანამდებობაზე. 2019 წლის 10 ოქტომბერს იმყოფებოდა სამსახურში, დაახლოებით 04:00 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ საავადმყოფოში შეყვანილ იქნა პაციენტი დ------ ხ--–------ა, რომელიც უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილს, მას ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და ნეირო ქირურგის კონსულტაცია, რის შემდეგაც დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა, რის შემდეგაც მოთავსდა ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. ექიმის შეკითხვაზე თუ სად მიიღო დაზიანება დ------ ხ--–------ამ განმარტა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ გ------- ღ---–--ემ, აღნიშნულის გამო მოწმის ნ---- მ-----–-–---–ის განმარტებით დაუკავშირდა პოლიციას და აცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ.
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ დ------ ხ--–------ას გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 9 ოქტომბერს, დილის საათებში, მეუღლე გ------- ღ---–--ესთან ერთად იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ქუთაისში, შ-----–--ის ქუჩა N53/60-ში, რა დროსაც მას მეუღლემ შესთავაზა წასულიყვნენ სოფელში, თუმცა დ------ ხ--–------ამ უთხრა, რომ იყო შეუძლოდ და სოფელში მოგვიანებით წასულიყვნენ, გ------- ღ---–--ე წავიდა სახლიდან და უკან დაბრუნდა საღამოს საათებში, იყო გაბრაზებული და მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხმამაღლა ყვიროდა, რაზედაც დ------ ხ--–------ამ მას სთხოვა, რომ ხმადაბლა ესაუბრა, რამაც გამოიწვია გ------- ღ---–--ის გაღიზიანება და მარჯვენა ხელის მუჭი დაარტყა მ---–---ა თვალის არეში, რა დროსაც დ------ ხ--–------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი, დაკარგა წონასწორობა და დაეცა საძინებელი ოთახის იატაკზე, როდესაც ფეხზე წამოდგა, გ------- ღ---–--ემ მარჯვენა ხელის მუჭი დაარტყა ცხვირის არეში, რა დროსაც დ------ ხ--–------ამ კვლავ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, რის შემდგომ გ------- ღ---–--ემ მას რამდენჯერმე მოქაჩა თმაში და თავის არეში დაარტყა მუჭი, რა დროსაც დ------ ხ--–------ა კვლავ განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ცდილობდა მეუღლის მოშორებას და სახეზე მიაყენა დაზიანება ნაკაწრის სახით, გ------- ღ---–--ემ შეწყვიტა ფიზიკური ძალადობა და დატოვა საცხოვრებელი სახლი, როდესაც გ------- ღ---–--ე უკან დაბრუნდა დ------ ხ--–------ამ სთხოვა დაერეკა სასწრაფო დახმარებისათვის, რადგან განიცდიდა თავის ძლიერ ტკივილს. სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის მიერ დ------ ხ--–------ა გადაიყვანილი იქნა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, სადაც მორიგე ექიმს განუცხადა ძალადობის შესახებ. დაზარალებულის განმარტებით ის გ------- ღ---–--ესთან არარეგისტირებულ ქორწინებაში იმყოფება დაახლოებით ოთხი თვეა და ისინი ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. დაზარალებულის განმარტებით გ------- ღ---–--ის მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს აგრეთვე ადგილი ჰქონდა 2019 წლის სექტემბრის თვეში, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას გ------- ღ---–--ემ მას რამდენჯერმე ჩაარტყა მუჭი თავის არეში, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, თუმცა აღნიშნული პოლიციისათვის არ უცნობებია, ვინაიდან არ სურდა ურთიერთობის გაფუჭება მეუღლესთან.
მოწმის სახით დაკითხული ნ---- ე----ას გამოკითხვის ოქმის თანახმად, ის ცხოვრობს ქუთაისში, შ-----–--ის ქუჩა N53/59-ში, მის მეზობლად ცხოვრობს დ------ ხ--–------ა, რომელსაც ჰყავს მეუღლე გ------- ღ---–--ე. მოწმის განმარტებით მეუღლეებს ერთმანეთთან აქვთ დაძაბული ურთიერთობა და მათი სახლიდან ხშირად ისმის ჩხუბის ხმა. 2019 წლის 9 ოქტომბერს საღამოს საათებში მას შემოესმა ხმამაღალი ყვირილის ხმა, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით ხუთი წუთი, თუ რა საუბარი იყო მისთვის უცნობია, თუმცა როგორც შემდგომ გაიგო დ------ ხ--–------ა ცემა მეუღლემ გ------- ღ---–--ემ, რის გამოც მას დაზიანება ჰქონდა სახის არეში.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, 2019 წლის 10 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში გამოძიება დაიწყო დ------ ხ--–------ას მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
დანაშაულის შესახებ შეტყობინების N------- თანახმად, 2019 წლის 10 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში შევიდა ინიციატორ ნ---- მ-----–-–---–ის შეტყობინება, რომლის თანახმად კლინიკაში თვითმომართვით გამოცხადდა მოქალაქე დ------ ხ--–------ა, რომელმაც განაცხადა, რომ მასზე ფიზიკურად იძალადა მეუღლემ, გ------- ღ---–--ემ.
2019 წლის 10 ოქტომბერს 17:30 საათიდან 18:05 საათამდე დროის პერიოდში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებელ ზ------ ჟ----–---–---ის, ექსპერტ გ------ ჟ-------ის და ბრალდებულ გ------- ღ---–--ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, გ------- ღ---–--ეს მიეცა წინადადება მიეთითებინა ადგილზე, ქუთაისში, შ-----–--ის ქუჩა N53/60-ში განთავსებულ დ------ ხ--–------ას საცხოვრებელ სახლში სადაც 2019 წლის 9 ოქტომბერს მეუღლის მიმართ განახორციელა ძალადობა. გ------- ღ---–--ემ მიუთითა საძინებელ ოთახზე, სადაც მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ------ ხ--–------ას, კერძოდ: მარჯვენა გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში.
2019 წლის 10 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერის N------ თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ი-----–- ხ-----ს მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი მოძალადე გ------- ღ---–--ის მიმართ, მის მიერ დ------ ხ--–------ას მიმართ 2019 წლის 9 ოქტომბერს განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მარტის განაჩენით - გ------- ღ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა NIV-100/ა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თანახმად - 2019 წლის 10 ოქტომბერს დ------ ხ--–------ას დაესვა დიაგნოზი თავის ტვინის შერყევა.
საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით - თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (აკ. ზ--–-----ას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N---------ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N------ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი: 11.10.19)) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. დ------ ხ--–------ამ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 10.10.19 წელს 04:00 საათზე, საიდანაც გაეწერა 11.10.19 წელს 12:30 საათზე დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 21 ოქტომბერს 15:35 საათზე, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ზ------ ჟ----–---–---ის მიერ ქუთაისში, გ---–-–---–ის ქუჩა N30- ში განთავსებული „თი ბი სი“ ბანკის წინამდებარე ტერიტორიაზე გ------- ღ---–--ე დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების მოპოვებისას, საპროცესო კანონმდებლობის ისეთ დარღვევებს, რაც გავლენას იქონიებდა საქმის საბოლოო შედეგზე, ადგილი არ ჰქონია. ისინი რელევანტურია, უტყუარია და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ------- ღ---–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექტემბრის თვის ეპიზოდი)წარდგენილი ბრალდებით გ------- ღ---–--ის დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სექტემბრის თვის ეპიზოდზე საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ დ------ ხ--–------ას ჩვენება, აღსანიშნავია, რომ სხვა რაიმე მტიკიცებულება ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექტემბრის თვის ეპიზოდი) გ------- ღ---–--ის მიმართ.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი სხვა მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებებიც, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარეს გ------- ღ---–--ის (ოქტომბრის თვის ეპიზოდზე) უდანაშაულობის დამადასტურებელი რაიმე დამატებითი მტკიცებულება, რაზეც სასამართლო იმსჯელებდა, წარმოდგენილი არ არის, ხოლო დაცვის მხარის აპელირებას, რომ გ------- ღ---–--ეს დანაშაული არ ჩაუდენიათ და საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით. მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მათი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.
ამდენად, ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ღ---–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ოქტომბრის ეპიზოდი) და გასაჩივრებული განაჩენით მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გ------- ღ---–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი არ არსებობს.
მსჯავრდებულ გ------- ღ---–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, კი სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი გ------- ღ---–--ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ გ------- ღ---–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ ი-----–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ------- ღ---–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სექტემბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
გ------- ღ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს გ------- ღ---–--ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ღ---–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
გ------- ღ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
გ------- ღ---–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 21 ოქტომბრიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება: საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე