განაჩენი

სისხლის სამართლის 27.03.2020
საქმის ნომერი
330100118002543895
ინსტანცია
თარიღი
27.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002543895 №1/ბ-862-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ------- მ---------ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ჯ----–--- ო---------ი, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: მ--------–--------------------–------–------, მცხოვრები: მ--------–--------------------–--–---–------ (მონაწილეობის გარეშე);

 

მსჯავრდებული - ბ----- ბ-----–---ი, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: მ--------–--------------------–---------–--;

 

ადვოკატები - თ------–- ჯ---–------, ზ------ რ-------–---–ი, მ------- ხ----–---ი, ე---–--- ქ-------.

 

თარჯიმანი - ა---------–--------ი.

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

 

ჯ----–--- ო---------ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილი (ქურდული სამყაროს წევრობა).

 

ბ----- ბ-----–---ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილი (ქურდული სამყაროს წევრობა).

 

კვალიფიკაცია განაჩენის მიხედვით:

 

ჯ----–--- ო---------ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (გამოძალვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის და ქონებრივი სარგებლის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად).

 

ბ----- ბ-----–---ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (გამოძალვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის და ქონებრივი სარგებლის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად).

 

სასჯელი:

 

ჯ----–--- ო---------ი - 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ბ----- ბ-----–---ი - 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გ------- მ---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, ჯ----–--- ო---------ის და ბ----- ბ-----–---ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით და მათთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ----–--- ო---------მა და ბ----- ბ-----–---მა ჩაიდინეს გამოძალვა, თუმცა აღნიშნული წინააღმდეგობაშია ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებთან;

▪ დაზარალებულ ი-----– მ-------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით დადგინდა ჯ----–--- ო---------ის და ბ----- ბ-----–---ის კავშირები ქურდულ სამყაროსთან, დაზარალებულისთვის კანონიერი ქურდების სახელით თანხის მოთხოვნა, მუქარა და მის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება. ასევე დადასტურდა, რომ ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი აქტიურად განიხილავდნენ და ესაუბრებოდნენ დაზარალებულს სხვა პირებისათვის გადასახდელ ვალთან დაკავშირებით;

▪ მოწმე რ---- ი----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ვინაიდან ი-----– მ-------მა ვერ შეძლო მუშებისთვის სახელფასო დავალიანების გასტუმრება, მათ ვალის ამოღებაში დასახმარებლად მიმართეს ჯ----–--- ო---------ს, რომელსაც იცნობს როგორც „სწორ“ ადამიანს და ეს უკანასკნელი მათ დაპირდა დახმარებას. მას ბ----- ბ-----–---იც დაპირდა, რომ მუშები ი-----– მ-------ისგან მიიღებდნენ ფულს. ჯ----–--- ო---------მა მისი და ი-----– მ-------ის თანდასწრებით დათვალა ამ უკანასკნელის მიერ მუშებისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა, რომელიც უნდა გადაეხადა 2018 წლის 15 მაისამდე და უთხრა, რომ ეს საკითხი გადაწყვიტეს თურქეთში მყოფმა მათმა უფროსმა ძმებმა. მას ჯ----–--- ო---------მა ასევე უთხრა, რომ ის და ბ----- ბ-----–---ი მათი უფროსი ძმების მეშვეობით აუცილებლად დაეხმარებოდნენ და ამოაღებინებდნენ თანხას. მისთვის ცნობილი იყო ,,კაი ბიჭის“ მ------- კ----------ის, იგივე „----ს“ სახელი, რომელიც დაეხმარებოდა ფულის ამოღებაში;

▪ მოწმე ა--–-- ჯ---------მა აღნიშნა, რომ მან დაადგინა „კანონიერი ქურდის“ ნ------ ს--–------ის, ზედმეტსახელად „----–ის“ პიროვნება და გაარკვია, რომ აღნიშნული პირი ნამდვილად არის „კანონიერი ქურდი“. ასევე დაადგინა კრიმინალური ავტორიტეტის - მ------- კ----------ის, ზედმეტსახელად „----ს“ პიროვნება;

▪ მოწმე ი-----–- ს------–--ის ჩვენებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობენ მის საქმიანობაში, სისტემატური და აქტიური კავშირი აქვთ კანონიერ ქურდთან - ნ------ ს--–------თან, მის გარემოცვაში მყოფ მ------- კ----------თან და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. ისინი კანონიერი ქურდების და ქურდული სამყაროს სხვა წევრების დავალებით აქტიურად მოქმედებდნენ ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად და თავისი ქმედებით გამოხატავდნენ მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის. ისინი კრიმინალურ ავტორიტეტებს ეკონტაქტებოდნენ ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეუბნებოდნენ დაზარალებულ ი-----– მ-------ს, რომლისგანაც მუქარითა და დაშინებით ცდილობდნენ ფულადი თანხის გამოძალვას;

▪ რუსული ვებგვერდის http://www.primecrime.ru/-ის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ აღნიშნულ ვებ გვერდზე ნ------ ს--–------ი, ზედმეტსახელად „----–ი“ მითითებულია როგორც „კანონიერი ქურდი“. აღნიშნული ასევე დასტურდება მოწმეების: ა--–-- ჯ---------ის, ნ-------- კ--------ის და ი-----–- ს------–--ის ჩვენებებით და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, სადაც დაზარალებულიც და ბრალდებულებიც მათ მოიხსენიებენ, როგორც თურქეთში მყოფ ავტორიტეტებს, ქურდებს და უფროს ძმებს;

▪ კანონიერ ქურდ ნ------ ს--–------ის და მასთან დაახლოებული მ------- კ----------ის ავტორიტეტი და გავლენა კარგად ჩანს საქმეზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ აუდიო-ვიდეოჩანაწერებში, ასევე ბრალდებულთა ერთმანეთში და დაზარალებულთან საუბრისას. აღნიშნულით ასევე დასტურდება იერარქიული დამოკიდებულება, რომლითაც მათ წრეში მისაღები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები თანხმდება შედარებით ზედა საფეხურზე მყოფ ზემოაღნიშნულ პირებთან. „ქურდების“ ძალაუფლების ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი მახასიათებელი იყო მათი რეპუტაციაზე დაფუძნებული ავტორიტეტი დანაშაულებრივ წრეებში, რაც გულისხმობდა იმას, რომ მაშინაც კი, როდესაც ისინი ფიზიკურად არ იმყოფებოდნენ ქვეყანაში, მაინც შეეძლოთ საფრთხე შეექმნათ საჯარო წესრიგისათვის ერთგული კრიმინალების ქსელის დახმარებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Ashlarba v Georgia);

▪ ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი მათი ცხოვრების წესით აღიარებდნენ ქურდულ სამყაროს და მოქმედებდნენ ზემოაღნიშნული კრიმინალური ერთობის - ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. მათ არ გააჩნდათ დაზარალებულისაგან ფულის მოთხოვნის უფლება, რადგან დაზარალებულს მათ მიმართ რაიმე ქონებრივი ვალდებულება არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი თავად ჩაერთვნენ ი-----– მ-------ისგან მუშების ვალის ამოღებაში და დაზარალებულს მუქარით და დაშინებით თხოვდნენ ფულად თანხას, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავდნენ თავად, ამის მიზანი კი იყო სხვისთვის სარგებლის მიღება და საკუთარი გავლენის და ძალაუფლების მოპოვება;

▪ ექსპერტების ე----- კ-----–-–---–ის და გ------- გ--------ის ჩვენებებით კონკრეტულ ვიდეოჩანაწერებში და სატელეფონო ფონოგრამებში არსებული პიროვნებები არიან ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი;

▪ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დადასტურებულ იქნა ექსპერტების დ----- მ-------ის, ნ--------–---–---–ის და მ------------ის ჩვენებებით, თუმცა არცერთ მათგანს არ განუცხადებია, რომ ჯ----–--- ო---------ი იქცეოდა არაადეკვატურად (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);

 

მსჯავრდებულ ჯ----–--- ო---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------- ხ----–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ჯ----–--- ო---------ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:

▪ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად;

▪ სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ არ არსებობდა დაზარალებულ ი-----– მ-------ის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. იგი სასამართლო სხდომის წინა დღეს შეგნებულად გააქციეს ქვეყნიდან;

▪ სასამართლომ არასწორად შეაფასა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნები და ექსპერტთა ჩვენებები, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ ჯ----–--- ო---------ი დანაშაულის ჩადენის დროსაც იყო და ახლაც არის შეურაცხადი;

▪ პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ თითქოსდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა დამატებით გამოიკვლიეს ჯ----–--- ო---------ის აუდიო-ვიდეო მასალა, სადაც კარგად ჩანდა მისი შერაცხადობის დამადასტურებელი ქცევები, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან აღნიშნული მასალა საექსპერტო ბიუროში გამოსაკვლევად წარდგენილი არ ყოფილა;

▪ სააპელაციო პალატის მიერ ჯ----–--- ო---------ის შერაცხადად მიჩნევის შემთხვევაში უნდა შეფასდეს ის საკითხიც, ჯ----–--- ო---------ის ქმედება მოიცავდა თუ არა თვითნებობის ნიშნებს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა თანხის მოთხოვნის კანონიერი საფუძველი და ბრალდებულები მხოლოდ მუშებისთვის თანხის გადაცემას ითხოვდნენ. გარდა ამისა, მუშებს არ დაუფიქსირებიათ, რომ ჯ----–--- ო---------ს და ბ----- ბ-----–---ს ჰქონდათ მატერიალური ინტერესი, აღნიშნული კი გამორიცხავს გამოძალვის დანაშაულის ნიშნების არსებობას (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

მსჯავრდებულ ჯ----–--- ო---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ------–- ჯ---–------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ჯ----–--- ო---------ის უდანაშაულოდ ცნობა. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:

▪ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მას საფუძვლად დაედო ვარაუდი და ფალსიფიცირებული საქმის მასალები;

▪ ჯ----–--- ო---------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ. მას პირადი სარგებლის მიღების მიზნით ვინმესთვის თანხის წართმევის განზრახვა არ ჰქონია, იგი მეზობლების თხოვნით ითხოვდა მუშებისთვის მათი ნაშრომი თანხის დაბრუნებას, რაც ასახულია ვიდეოჩანაწერშიც, სადაც მას დაზარალებული ესაუბრება ქურდებზე, ხოლო თავად ჯ----–--- ო---------ი პასუხობს შემდეგი სიტყვებით ,,რა ქურდი, რაზე საუბრობ“;

▪ ბრალდების მხარე და მოსამართლე შეეცადნენ, რომ მოცემულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირი არ გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე, რადგან მისი ჩვენებით დადგინდებოდა, რომ ის იყო აგენტ-პროვოკატორი, რომელიც ასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დაკვეთას. აღნიშნულმა პირმა მიითვისა გაჭირვებული მუშების თანხები. მოცემულ შემთხვევაში არ იყო ამოწურული დაზარალებულის სასამართლოში წარმოდგენის ყველა საჭირო ზომა;

▪ გამოძიებას მოწმის სახით არ დაუკითხავს ის მუშები, რომლებმაც მეზობელს - ჯ----–--- ო---------ს უპასუხისმგებლო და მატყუარა პიროვნებისგან თანხის ამოღებაში დახმარებისთვის მიმართეს;

▪ დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ყოფილიყო მიჩნეული შუამდგომლობა ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ და განჩინება, რომლის საფუძველზეც განხორციელდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და სატელეფონო მიყურადებები. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განაჩენში არ იმსჯელა. აღნიშნული დოკუმენტით არ დგინდება თუ რომელი რიცხვიდან დაიწყო სატელეფონო მიყურადება. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა კონსტიტუციური უფლების შელახვა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ფალსიფიკაცია;

▪ ექსპერტებმა ა-–---------- ბ----–--–---–მა და ნ-------------–---–მა დაადასტურეს, რომ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის დროს ჯ----–--- ო---------ს ჰქოდა ფსიქიკური პრობლემები, არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი ქმედებებისათვის და ეხელმძღვანელა მათთვის, იყო შეურაცხადი, ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა განმარტეს, რომ ჯ----–--- ო---------ი იყო შერაცხადი. აღნიშნულ ექსპერტთა ჩვენებები მოკლებულია დამაჯერებლობას, რაც სათანადოდ არ შეაფასა სასამართლომ. ექსპერტებმა ნ-------------–---–მა და ა-–---------- ბ----–--–---–მა განმარტეს, რომ მათ ძირფესვიანად შეისწავლეს ჯ----–--- ო---------ის ჯანმრთელობის დამადასტურებელი ის დოკუმენტი, რომელიც გაცემული იყო მაშინ, როდესაც აღნიშნული პირი მოთავსებული იყო ქ.ფოთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თუმცა ამ დოკუმენტის არსებობა და მისი გაცნობა უარყვეს სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საქმის მასალები სრულყოფილად არ შეუსწავლიათ და მათი დასკვნა არის ფალსიფიცირებული;

▪ განაჩენში მითითებულია, რომ ჯ----–--- ო---------ის დედამ სასამართლო პროცესზე ვერ მიუთითა მისი და მისი შვილის დაბადების თარიღი. აღნიშნული ნათლად მეტყველებს, რომ ქალბატონს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. აღნიშნული წარმოადგენს გენეტიკას, რაც გადაეცემა თაობიდან თაობას და ადასტურებს ჯ----–--- ო---------ის შეურაცხადობას (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

მსჯავრდებულ ბ----- ბ-----–---ის ადვოკატ ზ------ რ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ბ----- ბ-----–---ის უდანაშაულოდ ცნობა, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად;

▪ სასამართლოს მსჯელობა, რომ ჯ----–--- ო---------მა დაადგინა ვალის ოდენობა, არ არის სწორი. ბ----- ბ-----–---ს თავად ი-----– მ-------მა თხოვა დახმარება, რადგან მუშები სოფელში მიდიოდნენ ჯგუფურად და თხოვდნენ ვალის გადახდას. ბ----- ბ-----–---მა ი-----– მ-------ის თხოვნით აიღო მუშების წინაშე პასუხისმგებლობა, რადგან ი-----– მ-------მა განუცხადა, რომ მუშების ფულს გადაიხდიდა 15 მაისს;

▪ ბ----- ბ-----–---ი არიგებდა ი-----– მ-------ს, როგორ მოქცეულიყო რომ არ ეცემათ, მარტო არ მისულიყო მუშებთან შესახვედრად, ახლობლებთან ერთად ყოფილიყო სოფელში და ა.შ., თუმცა ამის შესახებ მოსამართლეს არ უმსჯელია;

▪ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ ჯ----–--- ო---------ს და ბ----- ბ-----–---ს რაიმე სახის კომუნიკაცია ჰქონდათ ნ------ ს--–------თან ან მ------- კ----------თან. ასევე არ დადგენილა, რომ მოქმედებდნენ მათი სახელით და მათი სურვილების შესაბამისად მათთვის სარგებლის მოტანის მიზნით;

▪ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს გამოძალვა, რაც არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბ----- ბ-----–---ი ი-----– მ-------ს სთხოვდა მუშების ხელფასის დაბრუნებას და თავად დაზარალებულის თხოვნით დაუდგა თავდებად მას. ბ----- ბ-----–---ი და ჯ----–--- ო---------ი სხვის ნივთს ან სხვის ქონებრივ სარგებელს არ ითხოვდნენ, აღნიშნული ფული მუშებისთვის უნდა დაერიგებინა თავად ი-----– მ-------ს (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, ბ----- ბ-----–---ს და ჯ----–--- ო---------ს ბრალი წარედგინათ ქურდული სამყაროს წევრობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ჯ----–--- ო---------ი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში. მას სისტემატური და აქტიური კავშირი აქვს კანონიერ ქურდთან ნ------ ს--–------თან, ასევე ამ უკანასკნელის გარემოცვაში მყოფ მ------- კ----------თან და ,,ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. იგი კანონიერი ქურდების და ქურდული სამყაროს სხვა წევრების დავალებით აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად და თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

 

ბ----- ბ-----–---ი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში. მას სისტემატური და აქტიური კავშირი აქვს კანონიერ ქურდთან ნ------ ს--–------თან, ასევე ამ უკანასკნელის გარემოცვაში მყოფ მ------- კ----------თან და ,,ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. იგი კანონიერი ქურდების და ქურდული სამყაროს სხვა წევრების დავალებით აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად და თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

 

ჯ----–--- ო---------ი 2018 წლის თებერვალ-მარტის თვეში დაუკავშირდა ი-----– მ-------ს, რომელსაც კატეგორიულად მოსთხოვა თანხა გადაეხადა იმ პირებისთვის, რომლებიც მისი დავალებით აწარმოებდნენ სამშენებლო სამუშაოებს და დაუთქვა შეხვედრა. რამდენიმე დღეში მას ასევე დაუკავშირდა ბ----- ბ-----–---ი, რომელმაც უთხრა, რომ ჯ----–--- ო---------ი იყო საშიში პიროვნება და დაპირდა პრობლემის მოგვარებას „კანონიერი ქურდების“ მეშვეობით. აღნიშნულის შემდეგ, ბ----- ბ-----–---მა შეატყობინა ი-----– მ-------ს, რომ თურქეთში მყოფი კანონიერი ქურდის ნ------ ს--–------ის, ზედმეტსახელად „----–ის“ და მასთან ერთად მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის, მ------- კ----------ის, ზედმეტსახელად „----ს“ გადაწყვეტილებით მას თანხის გადასახდელად დაუწესეს ოთხ თვიანი ვადა.

 

აღნიშნულის შემდეგ, ბ----- ბ-----–---მა და ჯ----–--- ო---------მა დათქვეს შეხვედრა ,,კანონიერი ქურდების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად. ჯ----–--- ო---------ის მიერ დადგენილ იქნა გადასახდელი თანხის ოდენობა - 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის ნახევარი „კანონიერი ქურდების“ გადაწყვეტილებით ი-----– მ-------ს უნდა გადაეხადა 2018 წლის 15 მაისამდე, ხოლო ნახევარი მითითებული თარიღიდან ორი თვის განმავლობაში. „კანონიერი ქურდების“ აღნიშნული გადაწყვეტილება ი-----– მ-------ს გამოუცხადეს ჯ----–--- ო---------მა და ბ----- ბ-----–---მა, რომლის შესრულებაზე ,,კანონიერი ქურდების“ წინაშე პასუხისმგებლობა იკისრა ბ----- ბ-----–---მა.

 

ი-----– მ-------მა დაწესებული დროისათვის - 2018 წლის 15 მაისისთვის ვერ შეძლო „კანონიერი ქურდების“ გადაწყვეტილებით ჯ----–--- ო---------ისა და ბ----- ბ-----–---ის მიერ მისთვის დაკისრებული თანხის შესაბამისი ოდენობის გადახდა.

 

აღნიშნულის შემდეგ, თავისი კრიმინალური ავტორიტეტის და ,,ქურდული სამყაროს“ ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვების მიზნით, ბ----- ბ-----–---ი სისტემატურად უკავშირდებოდა ი-----– მ-------ს, რა დროსაც მუქარითა და დაშინებით, აგრეთვე საკუთარი კრიმინალური მდგომარეობის გამოყენებით თხოვდა თანხის დროულად გადახდას, რა დროსაც ეუბნებოდა, რომ თუ უახლოეს დღეებში არ უზრუნველყოფდა დაკისრებული თანხის გადახდას, იგი, როგორც „ქურდული სამყაროს“ მიმდევარი, უშუალოდ აღასრულებდა „კანონიერი ქურდების“ გადაწყვეტილებას მისი ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ, ვინაიდან მან უგულვებელყო „კანონიერი ქურდებისათვის“ მიცემული სიტყვა, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შელახა მისი, როგორც კრიმინალური სამყაროს წევრის ავტორიტეტი.

 

გარდა ამისა, ბ----- ბ-----–---მა ი-----– მ-------ი დააშინა „კანონიერი ქურდების“ მხრიდან მის მიმართ „ქურდულ სამყაროში“ აღიარებული წესების შესაბამისად მისი გაკიცხვისა და ძალადობრივი მოქმედებების შესახებ, რომლის შესრულება შეეძლო როგორც მას, ასევე „ქურდული სამყაროს“ მიმდევარ ნებისმიერ პირს.

 

2018 წლის 22 მაისს, ი-----– მ-------ისა და ჯ----–--- ო---------ის შეხვედრისას, ამ უკანასკნელმა, თავისი კრიმინალური ავტორიტეტისა და ,,ქურდული სამყაროს“ ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვების მიზნით, დააშინა ი-----– მ-------ი, რომ ,,კანონიერი ქურდების“, მისი და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრების მოტყუება და მათი ავტორიტეტის შელახვა მისთვის კარგად არ დასრულდებოდა და დაემუქრა, რომ ბევრ ადამიანს შეეძლო მოეხდინა მისი ფიზიკური ლიკვიდაცია.

 

გარდა აღნიშნულისა, ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი, თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტისა და ,,ქურდული სამყაროს“ ძალაუფლებისა და გავლენის დამკვიდრებისა და განმტკიცების მიზნით, 2018 წლის მაისის თვეში, აქტიურად ურთიერთობდნენ და განიხილავდნენ ,,კანონიერი ქურდების“ მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების აღსრულების საკითხებს, რომლის თანახმად „კანონიერი ქურდების“ გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მათი კრიმინალური ავტორიტეტის შელახვისათვის უნდა მომხდარიყო ი-----– მ-------ის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და მისი შესაძლო ლიკვიდაცია.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია:

 

ჯ----–--- ო---------ი 2018 წლის თებერვალ-მარტის თვეში დაუკავშირდა ი-----– მ-------ს, რომელსაც კატეგორიულად მოსთხოვა თანხა გადაეხადა იმ პირებისათვის, რომლებიც მისი დავალებით აწარმოებდნენ სამშენებლო სამუშაოებს და დაუთქვა შეხვედრა. რამდენიმე დღეში მას ასევე დაუკავშირდა ბ----- ბ-----–---ი, რომელიც დაპირდა პრობლემის მოგვარებას. მას თანხის გადასახდელად დაუწესეს ოთხ თვიანი ვადა.

 

ჯ----–--- ო---------ის მიერ დადგენილ იქნა გადასახდელი თანხის ოდენობა - 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის ნახევარი ი-----– მ-------ს უნდა გადაეხადა 2018 წლის 15 მაისამდე, ხოლო ნახევარი მითითებული თარიღიდან ორი თვის განმავლობაში.

 

ი-----– მ-------მა დაწესებული დროისათვის - 2018 წლის 15 მაისისთვის ვერ შეძლო ჯ----–--- ო---------ისათვის და ბ----- ბ-----–---ისათვის დაპირებული თანხის გადახდა.

 

აღნიშნულის შემდეგ, ბ----- ბ-----–---ი სისტემატურად უკავშირდებოდა ი-----– მ-------ს, რა დროსაც მუქარითა და დაშინებით, თხოვდა თანხის დროულად გადახდას, რა დროსაც ეუბნებოდა, რომ თუ უახლოეს დღეებში არ უზრუნველყოფდა დაკისრებული თანხის გადახდას, იგი ფიზიკურად გაუსწორდებოდა, ვინაიდან მან უგულვებელყო დაპირება და უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო იგი.

 

2018 წლის 22 მაისს, ი-----– მ-------ისა და ჯ----–--- ო---------ის შეხვედრისას, ამ უკანასკნელმა, დააშინა ი-----– მ-------ი, რომ მათი მოტყუება და ავტორიტეტის შელახვა მისთვის კარგად არ დასრულდებოდა და დაემუქრა, რომ ბევრ ადამიანს შეეძლო მოეხდინა მისი ფიზიკური ლიკვიდაცია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განაჩენით, ჯ----–--- ო---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

ჯ----–--- ო---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დადგინდა მსჯავრდებულ ჯ----–--- ო---------ის მიმართ დაკისრებული სასჯელის მოხდა შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (შპს „აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ ხონი-ქუტირი) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესით.

 

სასჯელის ვადის ათვლა ჯ----–--- ო---------ს დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 9 ივნისიდან 2019 წლის 7 მარტის ჩათვლით.

 

ჯ----–--- ო---------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და მასთან ერთად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის საფუძველზე გამოყენებული აკრძალვა გაუქმდა.

 

ბ----- ბ-----–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

ბ----- ბ-----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასჯელის ვადის ათვლა ბ----- ბ-----–---ს დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 9 ივნისიდან 2019 წლის 7 მარტის ჩათვლით.

 

ბ----- ბ-----–---ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და მასთან ერთად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის საფუძველზე გამოყენებული აკრძალვა გაუქმდა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯაროდ იქნა წაკითხული დაზარალებულ ი-----– მ-------ის გამოკითხვის ოქმები, რომლის თანახმად, იგი იყო შპს ,---------–----ის“ დირექტორი, ხოლო შპს ,---------–----ის“ დირექტორი იყო ვინმე ,-------ი“. მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მას უნდა ეწარმოებინა რ-------ის საგზაო მაგისტრალის მშენებლობა, რომლის 1მ2 ღირებულება შეადგენდა 44 ლარს. მან აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად დაიქირავა 30-35 მუშა, რომლებსაც დღიური გასამრჯელოს სახით უხდიდა სხვადასხვა ოდენობის თანხას. ვინაიდან ოთხ თვეში ვერ მოხდა საჭირო რაოდენობის სამუშაოს ჩატარება, მუშების ანაზღაურებამ გადააჭარბა ,---------–----ის“ მიერ გადახდილ თანხას, რის გამოც მას მუშების წინაშე დაუგროვდა დავალიანება, რომელსაც ერთ-ერთი მუშის - რ---- ი----------ის, მეტსახელად ,-------ს“ ხელით ისტუმრებდა პერიოდულად. მიუხედავად აღნიშნულისა, დავალიანება მაინც შეადგენდა 20 000 ლარს. მას ტელეფონით დაუკავშირდა უცნობი, რომელიც გაეცნო გ---- ა-–---ის სახელით და თხოვა მუშების დავალიანებასთან დაკავშირებით შეხვედრა. აღნიშნულ პირს იმავე დღეს შეხვდა სოფელ სადახლოსთან მდებარე რესტორანში. მას გ---- ა-–---ი გაეცნო, როგორც ,,კაი ბიჭი“ და მოთხოვა მუშების დავალიანების გადახდა. მან აღნიშნულ პირს აუხსნა, რომ არ ჰქონდა ფული და როგორც კი ექნებოდა შესაძლებლობა ვალს გაისტუმრებდა. ამის შემდეგ იგი მუშებს ინდივიდუალურად, პირადი ნომრის მითითებით ურიცხავდა თანხებს. მალევე მას დაუკავშირდა რ---- ი----------ი, რომელმაც უთხრა, რომ ვეღარ აჩერებდა მუშებს, რომლებიც აპირებდნენ ე.წ. ,,კანონიერი ქურდებისთვის“ მიმართვას და დაუკავშირდებოდნენ თავად.

 

ი-----– მ-------ის ჩვენებით, დაახლოებით ერთ კვირაში მას დაურეკა მამაკაცმა, რომელიც გაეცნო, როგორც ჯ----–--- ო---------ი და უთხრა, რომ მუშების ვალთან დაკავშირებით იყო საქმის კურსში და ამიერიდან მასთან ექნებოდა საქმე. იგი მიხვდა, რომ ჯ----–--- ო---------ი იყო ,,ქურდების“ წრიდან და აუხსნა, რომ არ ჰქონდა ვალის გადახდის საშუალება. ჯ----–--- ო---------მა მას აგრესიულად უპასუხა, რომ ,,მუშების ფული არ იჭმეოდა“ და ვალი უნდა გადაეხადა. ასევე უთხრა, რომ მისი ინფორმაციით ვალი შეადგენდა 25 000 ლარს. ჯ----–---ის სურვილის მიუხედავად ისინი იმავე დღეს არ შეხვედრიან ერთმანეთს, რადგან არ ეცალა. რამდენიმე დღეში მას დაუკავშირდა ნათესავი - ბ----- ბ-----–---ი, რომელიც არის კრიმინალური ,,ავტორიტეტი“ და იცნობს ,,კანონიერ ქურდებს“ და შესთავაზა დახმარება. აღნიშნულმა პირმა უთხრა, რომ ჯ----–--- ო---------ი და გ----ი კრიმინალურ სამყაროში სარგებლობდნენ ,,ავტორიტეტით“ და იყვნენ საშიში ხალხი. მან ბ----- ბ-----–---ს აუხსნა, რომ მისი ვალი შეადგენდა 16000 ლარს და არა 25000 ლარს. მას ბ----- ბ-----–---მა უთხრა, რომ ვალის ნაწილის გადახდა მოუწევდა ,,ქურდებისთვის“, დანარჩენი კი ,,გაიქვითებოდა“ და ვეღარავინ შეაწუხებდა. ბ----- ბ-----–---ი მასთან ერთად ინტერნეტით დაუკავშირდა თურქეთში მყოფ ,,ავტორიტეტს“ სახელად ,------–ის“, რომელსაც აუხსნა, რომ მუშების დავალიანება იყო 20000 ლარამდე და შესაძლებელი იყო თუ არა 3000-5000 ლარის ფარგლებში თანხის ე.წ. ,,კანონიერი ქურდებისთვის“ გადახდის შემთხვევაში ვალის ,,გაქვითვა“. მოგვიანებით მას ტელეფონით დაუკავშირდა ბ-----ი, რომელმაც უთხრა, რომ ა----–-ა საქმის კურსში ჩააყენა ე.წ. ,,კანონიერი ქურდი“ ნ------ ს--–------ი, მეტსახელად ,-----–-“ და მისი მარჯვენა ხელი მ------- კ----------ი, მეტსახელად ,-----“, რომელთა გადაწყვეტილებით, მას მუშების დავალიანება უნდა გადაეხადა ოთხ თვეში, რადგან მუშების ფულისთვის ხელის მოკიდება არ შეიძლებოდა. დაზარალებულის ჩვენებით, ბ----- ბ-----–---ს ასევე დაუკავშირდა ჯ----–--- ო---------ი და მის ვალთან დაკავშირებით დათქვეს შეხვედრა, რომელიც შედგა სოფელ სადახლოში, რა დროსაც ბ----- ბ-----–---მა ჯ----–--- ო---------ს აუხსნა, რომ თურქეთში მყოფი ე.წ. ,,კანონიერი ქურდების“ ნ------ ს--–------ის, მეტსახელად ,-----–-ს“ და მისი მარჯვენა ხელის მ------- კ----------ის, მეტსახელად ,-----ს“ გადაწყვეტილებით 2018 წლის 15 მაისამდე მას მუშებისთვის უნდა გადაეხადა ვალის ნახევარი, ვალის დარჩენილი ნაწილი კი - 15 მაისიდან ორი თვის განმავლობაში. ბ----- ბ-----–---მა დაარიგა, რომ შეეგროვებინა საბუთები, რაც დაადასტურებდა, რომ მისი დავალიანება შეადგენდა 16000 ლარს და არა 25000 ლარს. დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ იგი მარნეულში შეხვდა ჯ----–--- ო---------ს, რომელსაც ახლდნენ რ---- ი----------ი და ერთ-ერთი მუშა სახელად ,------“. ჯ----–--- ო---------ის გადაწყვეტილებით, მას ორი თვის ვადაში უნდა გადაეხადა ვალის ნახევარი, ხოლო მომდევნო ორ თვეში უნდა დაეფარა დარჩენილი დავალიანება. გარდა ამისა, 2-3 დღეში მ-----თვის უნდა მიეცა 1000 ლარი. მან პირობა ვერ შეასრულა და მ----- ვერ მისცა ფული. აღნიშნულის გამო ჯ----–--- ო---------მა დაურეკა და უსაყვედურა ბ----- ბ-----–---ს და თხოვა თავად ჩადგომოდა თავდებში. მათ დაიანგარიშეს მუშების და მისი ჩანაწერები და დაადგინეს, რომ დავალიანება შეადგენდა 20 000 ლარს. იგი დაპირდა ჯ----–--- ო---------ს, რომ 15 მაისამდე გადაიხდიდა 10000 ლარს, ხოლო 2 თვის შემდეგ დარჩენილ 10000 ლარს. ყველანაირად ცდილობდა ფულის შეგროვებას, რადგან ეშინოდა ჯ----–--- ო---------ის და გ---- ა-–---ის, ამასთან, იცოდა, რომ მას არ აპატიებდა ბ----- ბ-----–---ი, რომელსაც მასზე პასუხისმგებლობა ე.წ. ,,ქურდებთან“ ჰქონდა აღებული.

 

გამოკითხვის ოქმების მიხედვით, ი-----– მ-------ს ჟინვალის გზაზე გახსნილი ჰქონდა სასადილო, რომელიც შპს ,,-----–------------ის“ სახელით რეგისტრირებული იყო მის თანასოფლელზე - ა----- ნ---------ის სახელზე. აღნიშნულ სასადილოში იკვებებოდნენ ჟინვალის გზაზე დასაქმებული მუშები, რომლებიც დაქირავებული ჰყავდა შპს ,------ეს“, რომელიც მუშების კვების ფულს რიცხავდა შპს ,,-----–------------ის“ სახელზე. ბ----- ბ-----–---ს სურდა ჩარიცხული თანხა მთლიანად გადაეხადა მუშებისთვის, რათა ეს უკანასკნელი არ შერცხვენილიყო ,,ქურდებთან“. ასეთ შემთხვევაში იგი დარჩებოდა თანხის გარეშე და ვეღარ ამუშავებდა სასადილოს. იმის გამო, რომ ეშინოდა ბ----- ბ-----–---ის, ჯ----–--- ო---------ის, გ---- ა-–---ის და თურქეთში მყოფი სხვა ,,ავტორიტეტების“, გადაწყვიტა ეს თანხა მიეცა მუშებისთვის, მაგრამ მაისში შპს ,------ემ“ დააგვიანა თანხის ჩარიცხვა, რის გამოც მას მოუწია ბ----- ბ-----–---თან თავის მართლება. 15 მაისს მან დაურეკა ბ----- ბ-----–---ს, რომელსაც თხოვა დაერეკა ,------–ისთვის“ თურქეთში და ეთხოვა კიდევ ორი დღე, რაზეც ბ----- ბ-----–---ი გაბრაზდა. მან თავად დაურეკა ,------–ს“, რომელიც ეჩხუბა და დაემუქრა, რომ თავად აგებდა პასუხს. მისი თხოვნით ბ----- ბ-----–---მა დაურეკა აზალს და დაითანხმა დაზარალებულისთვის ორი დღის მიცემაზე. 2018 წლის 18 მაისს კვლავ არ ჩაირიცხა თანხა, რის გამოც მან ბ----- ბ-----–---ს თხოვა ორშაბათამდე ედროვებინათ მისთვის ვალის გადახდა, რაზეც ამ უკანასკნელმა უყვირა და უთხრა, რომ მ------- კ----------ის გადაწყვეტილებით იგი მიჩნეული იყო არასერიოზულ კაცად და მისივე ბრძანებით, სადაც ნახავდნენ იქ უნდა ეცემათ და მისთვის სახეზე დაეტოვებინათ ნაიარევი. ასევე უთხრა, რომ ორშაბათს მისთვის უნდა გაესტუმრებინა 6000 ლარი. 2018 წლის 21 მაისს, ფირმის სახელზე ჩაირიცხა 16432 ლარი, რაც არ გააგებინა ბ----- ბ-----–---ს, რადგან მისთვის მხოლოდ 4000 ლარის მიცემა სურდა. ბ----- ბ-----–---მა ეს გაიგო და უთხრა, რომ მისთვის მიეცა 6000 ლარი. მას ბ----- ბ-----–---ი ელოდებოდა ბანკთან, მაგრამ ვინაიდან ანგარიშს ედო ინკასო, თანხა ვერ გამოიტანა, რის გამოც მას კვლავ ეჩხუბა ბ----- ბ-----–---ი, რადგან ეს უკანასკნელი ცხოვრობდა ,,ქურდული სამყაროს“ წესებით და შეარცხვინა. ასევე უთხრა, რომ ნებისმიერს შეეძლო მისი როგორც ცემა, ასევე დაჭრა. ამის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ შეხვდებოდნენ მეორე დღეს 13:00 საათზე და იგი ბ-----ს გადაუხდიდა 6000 ლარს. იგი იყო ძალიან შეშინებული, ამიტომ გაეხარდა პოლიციაში გამოსაკითხად რომ დაიბარეს და გადაწყვიტა მათთვის ყველაფერი ეამბო.

 

დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 22 მაისს, 12:15 საათზე, დაუკავშირდა ა----- ნ---------ს, რომელმაც უთხრა, რომ მზარეულ ა------ან და ბ----- ბ-----–---თან ერთად მიდიოდა მისკენ თანხის გამოსატანად. ცოტა ხანში მას კვლავ დაურეკა ა----- ნ---------მა და უთხრა, რომ მოხსნიდა თანხას, საიდანაც ბ----- ბ-----–---ს გადაუხდიდა კუთვნილ თანხას, 1500 ლარს აიღებდა ბიძამისის ვალს და დანარჩენს შეუნახავდა, რაზეც მისწერა, რომ მის გარეშე ფული არავისთვის მიეცა. ერთ საათში ა----- ნ---------მა უთხრა, რომ თანხა კვლავ დაბლოკილი იყო. იმავე დღეს, 15:30 საათზე შეხვდა ა----- ნ---------ს, ა----- და ბ----- ბ-----–---ს, რომელსაც ა----- ნ---------ი უხსნიდა, რომ ანგარიშს ედო ინკასო, რის გამოც ვერ ხსნიდნენ თანხას. კითხვაზე რა პასუხი გაეცა სასადილოში დასაქმებული ხალხისთვის, ბ----- ბ-----–---მა უპასუხა, რომ ისიც პასუხისმგებელი იყო ,,ქურდებთან“. დაახლოებით 18:30 საათზე, მარნეული-სადახლოს გზის მიმდებარედ შეხვდა ჯ----–--- ო---------ს, რომელმაც უსაყვედურა, რატომ იქცეოდა ასე და უთხრა, რომ რადგან ატყუებდა ,,ქურდებს“ ეს ყველაფერი მისთვის კარგად არ დამთავრდებოდა. მან ჯ----–--- ო---------ს უთხრა, რომ შეეძლო მხოლოდ 3000 ლარის გადახდა, რადგან 5000 ლარის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა. მას ჯ----–--- ო---------მა შეახსენა, რომ ორ თვეში 10000 ლარის გადახდის პირობა მ------- კ----------ისთვის თავად ჰქონდა მიცემული და არ უნდა მოეტყუებინა. ასევე უთხრა, რომ თურქეთში მყოფი ქურდებისგან მასზე იყო ე.წ. ,,პრაგონი“ ანუ დავალება, სადაც ნახავდნენ უნდა ესროლათ მისთვის, რაც იცოდა ასევე ბ----- ბ-----–---მაც. ასევე განუმარტა, რომ არსებობდა ბევრი ადამიანი, ვინც თავის მოსაწონებლად ისე ესროდა მას, რომ ვერც კი გაიგებდა ვინ ესროლა. ჯ----–--- ო---------ი დათანხმდა მუშებისთვის თავდაპირველად 3000 ლარის გადახდაზე, რაზეც თავადვე იქნებოდა პასუხისმგებელი და არავინ შეავიწროვებდა, რადგან იგი უყვარდათ ,,ქურდებს“. 2018 წლის 22 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, იგი ა----- ნ---------ს შეხვდა ამ უკანასკნელის სამუშაო ოფისში და უთხრა, რომ არ აპირებდა ,,ქურდებისთვის“ ფულის მიცემას, ანგარიშზე დარიცხული თანხა იყო მისი და თავად მოახდენდა მუშებთან ანგარიშსწორებას, რის შემდეგაც, დაახლოებით 18:30 საათზე, ა----- ნ---------თან ერთად მივიდა ,,თიბისი ბანკის“ სათაო ოფისში. ა----- ნ---------მა ოპერატორს ქართულად უთხრა, რომ არ მოეხსნა ფული და ეთქვა, რომ თანხა იყო დაბლოკილი. მან ა-----ის ნათქვამი გაიგო და ამის გამო შეკამათება მოუვიდა მასთან. 2018 წლის 24 მაისს, დაახლოებით 11:30 საათზე, იგი დაუკავშირდა ა----- ნ---------ს, რომელმაც უთხრა, რომ თანხა დაბლოკილი იყო იმიტომ, რომ მას აუტეხავს ერთი ამბავი. მან ა-----ს უთხრა, რომ უნდოდა ფირმის მის სახლზე გადაფორმება და შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს შეხვედროდნენ ერთმანეთს და ფირმა გადაეფორმებინათ მამამისის სახელზე. 2018 წლის 24 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, იგი დაუკავშირდა ბ----- ბ-----–---ს და უთხრა წინა დღეს ა-----თან ერთად ბანკში ყოფნისას მომხდარი ამბავი და თხოვა 3000 ლარის გადახდაზე დათანხმება, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ამ თანხით მისი პრობლემები არ მოგვარდებოდა. 2018 წლის 25 მაისს, იგი მარნეულის რაიონის სოფელ დამიეში შეხვდა გ---- ა-–---ს, რომელსაც თხოვა 6000 ლარის ნაცვლად 3000 ლარის გადახდა, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ბ----- ბ-----–---ის საქმეში ჩარევის შემდეგ ,-----–-“ და ,,ქურდები“ იყვნენ საქმის კურსში და მას მისცეს ორი თვე, მაგრამ ვინაიდან არ გადაიხადა თანხა, ითხოვდნენ მასთან ინტერნეტით დაკავშირებას. მან გ---- ა-–---ს თხოვა დახმარება, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ შეათანხმებდა და გააგებინებდა პასუხს. დაახლოებით 19:50 საათზე, მას დაუკავშირდა გ---- ა-–---ი და უთხრა, რომ ესაუბრა ,-------ს“, ამიტომ უნდა მისულიყო მარნეულში და მიეტანა 3000 ლარი, რაზეც უპასუხა, რომ ფული ექნებოდა ორშაბათს ან სამშაბათს. მას გ---- ა-–---მა უთხრა, რომ ეგონა ფული ხელზე ჰქონდა. ცოტა ხანში კვლავ დაუკავშირდა გ----ი და უთხრა, 500 ლარი მაინც ეშოვნა, რათა ერთ-ერთი მუშა გაესტუმრებინა. თუმცა მან გ----ს უთხრა, რომ ორშაბათ-სამშაბათამდე ვერც ამ თანხის გადახდას შეძლებდა.

 

მოწმე ა--–-- ჯ---------მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის პოლიციის თანამშრომელი და 2018 წლის თებერვალში მას ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაავალეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესრულება, რა დროსაც დადგინდა, რომ ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი საუბარში ახსენებდნენ ე.წ. ,,კანონიერ ქურდებს“ ნ------ ს--–------ს, მეტსახელად ,-----–-ს“, ,-----–-ს“, რომელიც იყო წარმოშობით ქ.ბ---–---იდან და მ------- კ----------ს, მეტსახელად ,-----ს“, რომელიც იყო წარმოშობით ქ.რ-------იდან. სავარაუდოდ ,,კრიმინალურ ავტორიტეტებთან“ კომუნიკაცია ხორციელდებოდა ინტერნეტ აპლიკაციების - ,,ვაიბერის“ და ,,ვოთსაფის“ მეშვეობით, რომლის კონტროლს საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ვერ ახერხებდნენ. 2018 წლის აპრილში, ჯ----–--- ო---------ს დაუკავშირდა მუშა - რ---- ი----------ი. აღნიშნული პირი დასაქმებული ჰყავდა ი-----– მ-------ს, რომელსაც ჰქონდა მუშების დავალიანება 25000 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ ჯ----–--- ო---------ი დაუკავშირდა ი-----– მ-------ს, ხოლო ეს უკანასკნელი დაუკავშირდა ბ----- ბ-----–---ს, რომელიც იყო მისი ნათესავი, სოფელში სარგებლობდა ავტორიტეტით და იცნობდნენ, როგორც ,,უფროსი ძმების ძმას“. ამის შემდეგ ბ----- ბ-----–---ი, ჯ----–--- ო---------ი და ი-----– მ-------ი შეხვდნენ ერთმანეთს, რასაც ასევე ესწრებოდა რამდენიმე მუშა. საუბრისას გაირკვა რომ ,,უფროსი ძმები“, კერძოდ ნ------ ს--–------ი და მ------- კ----------ი იყვნენ საქმის კურსში და მიღებული გადაწყვეტილებით ი-----– მ-------ს მაისის თვის დასაწყისში უნდა მიეტანა 25000. მოწმის განმარტებით, იმის გამო, რომ ვერ ხორციელდება ინტერნეტ აპლიკაციების ფარული კონტროლი, ნ------ ს--–------თან ან მ------- კ----------თან ჯ----–--- ო---------ის და ბ----- ბ-----–---ის საუბრის ფარული მიყურადება/ჩაწერა არ განხორციელებულა.

 

მოწმე კ---- ბ----------ის ჩვენებით, დუშეთის რაიონის სოფელ ა-----------ში აქვს რესტორანი - სასადილო. აღნიშნული ფართი მისგან ,,-----–------------ის“ სახელით, 2000 ლარად იქირავა ი-----– მ-------მა, რომელიც საკვებით ამარაგებდა მუშებს, რომლებსაც ფშავ-ხევსურეთის მონაკვეთზე გაჰყავდათ გზა. თავდაპირველად ი-----– მ-------ი იყო კარგი გადამხდელი, მაგრამ 2018 წლის იანვრიდან აგვიანებდა თანხის გადახდას, რის გამოც მას ქირის და მაღაზიის ვალი დაუგროვდა 12000 ლარი. ი-----– მ-------ი ეუბნებოდა, რომ თანხა ჰქონდა დარიცხული, თუმცა რაღაც მიზეზით ვერ გამოჰქონდა ბანკიდან. ი-----– მ-------ს პრობლემა ჰქონდა მუშებისთვის ასანაზღაურებელ თანხასთან დაკავშირებითაც, ამიტომ ამ უკანასკნელს კუთვნილ ხელფასთან დაკავშირებით ურეკავდნენ მუშები. ამჟამად ი-----– მ-------ს მისი დავალიანება აქვს 6000 ლარი. როგორც მისთვის არის ცნობილი, ი-----– მ-------ს ჰქონდა მრეცხავების, მზარეულების, ხორცის და გაზის მომსახურების დავალიანებაც. ი-----– მ-------ის წასვლის შემდეგ, მასთან მიდიოდნენ სხვადასხვა ადამიანები და ეუბნებოდნენ, რომ ამ უკანასკნელს ჰქონდა მათი ვალი. მას ბ----- ბ-----–---თან და ჯ----–--- ო---------თან კონტაქტი არასდროს ჰქონია.

 

მოწმე რ---- ი----------მა დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის ნოემბერში, რ-------ის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად დაიქირავა ი-----– მ-------მა. მას ჰყავდა 36 კაციანი ბრიგადა, რომელთა დახმარებით აგებდნენ რ-------ის გზას. მუშებს, რომელთა ნაწილი იყო აზერბაიჯანული წარმოშობის, ი-----– მ-------ი ხელფასის სახით დღიურად უხდიდა საშუალოდ 55 ლარს, თუმცა 2018 წლის იანვრიდან თანხის გადახდა შეწყვიტა. მოწმის განმარტებით, ი-----– მ-------მა დაალომბარდა ,----------------ის“ მოდელის კუთვნილი ავტომანქანა და მათ გადაუხადა 14000 ლარი, მაგრამ სამი თვის დავალიანება - 26300 ლარს დარჩა გადასახდელი. ვინაიდან იგი იყო შუამავალი მუშებსა და ი-----– მ-------ს შორის, მას სისტემატურად აწუხებდნენ მუშები და მოითხოვდნენ ანაზღაურებას. ი-----– მ-------მა არც მას გადაუხადა კუთვნილი ხელფასი. ამის შემდეგ მუშებმა დახმარებისთვის მიმართეს ჯ----–--- ო---------ს, როგორც კარგ ადამიანს, თუმცა მისთვის უცნობია სარგებლობდა თუ არა ეს უკანასკნელი რაიმე ,,ავტორიტეტით“. მან ჯ----–--- ო---------ს გადასცა ჩანაწერები, სადაც მითითებული იყო რომელ მუშას რამდენი ჰქონდა ანაზღაურების სახით მისაღები და აუხსნა რამდენი ჰქონდა ი-----– მ-------ს დავალიანება. 2018 წლის მაისში, ჯ----–--- ო---------თან შეხვედრისას ი-----– მ-------მა დაადასტურა ჩანაწერებში მითითებული დავალიანება და ორი კაცის თანდასწრებით დადო პირობა, რომ ერთ თვეში ბოლო თეთრამდე გაისტუმრებდა ვალს, მაგრამ პირობა არ შეასრულა. კუთვნილი თანხის ამოღებაში მათ ასევე ეხმარებოდათ ბ----- ბ-----–---ი, რომელიც წარმოადგენდა ი-----– მ-------ის ინტერესებს. მიუხედავად ამისა, ბ----- ბ-----–---მა ი-----– მ-------ს უთხრა, რომ მუშებისთვის უნდა გადაეხადა ფული. იგი პირადად არასდროს შეხვედრია ბ----- ბ-----–---ს. მას ი-----– მ-------ი ერთხელ დაუკავშირდა სოციალური ქსელით და დაპირდა დავალიანების გადახდას. მასვე დაუკავშირდა ჯ----–--- ო---------ი, რომელსაც აინტერესებდა გადაუხადა თუ არა მათ დავალიანება ი-----– მ-------მა. ამ ზარის შემდეგ, ი-----– მ-------მა მას გადაუხადა მხოლოდ 3000 ლარი და ურჩია თავად გაენაწილებინა მუშებისთვის. პირადად მას ე.წ. ,,კანონიერი ქურდი“ არასდროს უნახავს. მოწმის განმარტებით, ჯ----–--- ო---------ი საუბრობდა ნორმალურად და იყო ადეკვატური.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა მოწმე გ---- ა-–---ი, რომელმაც განმარტა, რომ მას დაუკავშირდა მისი ახლო მეგობარი - ი-–---ი და უთხრა, რომ ი-----– მ-------ს მისი ბიძაშვილებისთვის გადასახდელი ჰქონდა ხელფასი და თხოვა დახმარება. იგი შეხვდა ი-----– მ-------ს, რომელმაც უთხრა, რომ ასაღები ჰქონდა ფული, რის შემდეგაც აუცილებლად დაფარავდა დავალიანებას. მას ი-----– მ-------მა თხოვა დაკავშირებოდა ი-–---ს და ეთქვა, რომ ამჯერად შეეძლო მხოლოდ 3000 ლარის გადახდა. იგი დაუკავშირდა ი-–---ს, რომელმაც უთხრა, რომ არ იყო პრობლემა. ამის შემდეგ მას დაურეკა ჯ----–--- ო---------მა და უთხრა, რომ ი-----–ს უნდა გადაეხადა 6000 და რატომ უთანხმდებოდა 3000-ზე. ჯ----–---ს ეცოდებოდა მუშები, რომლებსაც ჰყავდათ ოჯახები და ჰქონდათ საბანკო ვალდებულებები, ამიტომ ეხმარებოდა მათ. ი-----– მ-------ის ახლობელმა - ბ----- ბ-----–---მა ი-–---ს უთხრა, რომ ი-----–ს ასაღები ჰქონდა ფული, რის შემდეგაც აუცილებლად გადაიხდიდა ვალს. 2018 წლის მარტში, მას ტელეფონით დაუკავშირდა ჯ----–--- ო---------ი, რომელმაც ახსენა მუშებისთვის გასასტუმრებელი ვალი. მან უთხრა, რომ მისი მეგობარი ბ----- ბ-----–---ი იყო ი-----– მ-------ის ნათესავი და თუ ვალთან დაკავშირებით უნდოდა ი-----–ის ნახვა, შეეძლო, დაკავშირებოდა ბ-----ს. მოწმის განმარტებით, ბ-----ი და ჯ----–---ი შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, მათ მოიკითხეს ერთმანეთი, მაგრამ ვალზე არ უსაუბრიათ. შემდეგ ი-–---ისგან შეიტყო, რომ ი-----–ს ვალი ნაწილ-ნაწილ უნდა გაესტუმრებინა ორ თვეში. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ თავად ე.წ. ,,კანონიერ ქურდს“ არასდროს შეხვედრია, ხოლო ჯ----–--- ო---------ზე განმარტა, რომ მასთან საუბრისას იქცეოდა ნორმალურად.

 

მოწმე ა----- ნ---------მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მისი ძმა დასაქმებული იყო მშენებლობაზე. კომპანიამ სამშენებლო საქმე ჩააბარა მისი ბავშვობის მეგობარს - ი-----– მ-------ს, რომელსაც ჰყავდა მუშების ბრიგადა. ი-----–ს კომპანია შესრულებული სამუშაოების შესაბამისად ყოველთვის უხდიდა მუშების ანაზღაურებას. კომპანიას მისი დავალიანება არ ჰქონდა, მაგრამ ი-----–ი ხელფასს უგვიანებდა მის მიერ დაქირავებულ მუშებს. პირადად მას ი-----– მ-------ის კომპანიამ ორი თვის გასამრჯელო არ გადაუხადა. მოწმის განმარტებით, ი-----– მ-------ს ჟინვალში სურდა სასადილოს გახსნა, მაგრამ ფული არ ჰქონდა და ისესხა მისი ბიძისგან, რომლის გადაწყვეტილებით დაფუძნებული ფირმის ,,-----–------------ის“ დირექტორად დაინიშნა. აღნიშნული ფირმა ემსახურებოდა დასაქმებულების საკვები პროდუქტებით მომარაგებას. ი-----–ის განმარტებით, ეს უკანასკნელი სამზარეულოს ფულს იხდიდა მუშების ხელფასში, თუმცა ნამდვილად ასე იქცეოდა თუ არა, მისთვის ცნობილი არ არის. აღნიშნულის გამო კომპანიას დაუგროვდა დავალიანება, ქირის - 10 000 ლარი, ასევე ჰქონდა მაღაზიის ვალი. მოწმის განმარტებით, ი-----– მ-------მა, ვინაიდან მის სიტყვას აღარ ენდობოდნენ, ნათესავს - ბ----- ბ-----–---ს თხოვა მისი სახელით გადაეცა მუშებისთვის, რომ არ შეეწუხებინათ 15 მაისამდე და თანხის ჩარიცხვის შემდეგ გაისტუმრებდა მათ დავალიანებას. 2018 წლის აპრილის ბოლოს მას დაუკავშირდა ბ----- ბ-----–---ი და უთხრა, მუშებისთვის გადაეცა, რომ დალოდებოდნენ ხელფასებს, რადგან ი-----–ი ეცოდებოდა.

 

მოწმემ განმარტა, რომ არ ახსოვს უთხრა თუ არა როდის ჩაერიცხებოდათ თანხა. ამის შემდეგ ბ----- ბ-----–---ი ამ საქმეში აღარ ჩარეულა. მას ბ----- ბ-----–---თან ჰქონდა ინტენსიური კავშირი, რადგან ისინი არიან ნათესავები, თუმცა თანხებთან დაკავშირებით ჰქონდათ თუ არა კავშირი, არ ახსოვს. მაისში მას ურეკავდა ი-----– მ-------ის მამა, რომელსაც აინტერესებდა ჩაირიცხა თუ არა თანხა. მოწმის განმარტებით, კომპანიის ანგარიშზე თანხა ჩაირიცხა 15-20 მაისს, რის შემდეგაც დაუკავშირდა ი-----– მ-------ს, მაგრამ ვინაიდან თანხას ედო ინკასო, ვერ გამოჰქონდათ ბანკიდან. იგი ორჯერ იყო მისული ბანკში, პირველად მივიდა მარტო, მეორედ კი ი-----– მ-------თან ერთად, მაგრამ ამ დროს ბ----- ბ-----–---ი იყო თუ არა მათთან ერთად, არ ახსოვს. თავად თანხების ამოღებასთან დაკავშირებით, ბ----- ბ-----–---ის და ი-----– მ-------ის საუბარს არ შესწრებია. ბანკში მას უთხრეს, რომ შეეძლო გაეტანა ჩარიცხული თანხა - 12500 ლარი, მაგრამ ვინაიდან ახლდა ი-----– მ-------ი, ოპერატორი გააფრთხილა მისი თანდასწრებით არაფერი ეთქვა. ი-----–ს მისი სახელფასო დავალიანება ჰქონდა 6000 ლარი, ხოლო 6000 მუშების, ამიტომ ეშინოდა, რომ ი-----–ი არ მისცემდა კუთვნილ თანხას. ი-----– მ-------ს მისთვის არ უთქვამს რომ საქმეში ჩარეული იყვნენ კრიმინალები, რომლებისთვისაც სრულად უნდა მიეცა თანხა. მან იმ დღეს ოპერატორებს თხოვა ი-----–ის გასაგონად ეთქვათ ტყუილი. როგორც ახსოვს, მეორე დღეს მარტო მივიდა ბანკში, მაგრამ ვერ შეძლო თანხის აღება. იმ დროს, როდესაც მას და ი-----–ს ბანკში თანხის გაცემაზე კვლავ უთხრეს უარი, მათ ქუჩაში მანქანაში ელოდებოდნენ ბ----- ბ-----–---ი და ანარი, რათა ერთად წასულიყვნენ სოფელში. ბანკიდან გამოსვლის შემდეგ, ა-----ა ი-----–ს ჰკითხა, ხომ არ გამოიტანა თანხა, რომ ცოტა ხელფასი მაინც მიეცა მისთვის, რაზეც ი-----–მა უთხრა უარი. ამ დროს ბ----- ბ-----–---ს არ უთქვამს არაფერი. მოწმის ჩვენებით, პოლიციაში მისგან ამოიღეს ტელეფონი. მას თურქეთიდან ,,WhatsApp-ის“ მეშვეობით დაუკავშირდა მისთვის უცნობი პირი, რომელმაც უთხრა, რომ იყო მუშების ნათესავი და არ ენდობოდა ი-----–ს, რადგან იტყუებოდა. მან აღნიშნულ პირს დაუდასტურა, რომ ჩარიცხულ თანხას ედო ინკასო და გადაუგზავნა ამის დამადასტურებელი ფოტოები. ვინაიდან მან არ იცოდა ამ პირის სახელი, ტელეფონში მისი მონაცემები ჩაიწერა, როგორც ,,თურქეთი“. პირადად მას ე.წ. ,,კანონიერი ქურდების“ შესახებ არაფერი სმენია. მისივე განმარტებით, ბ----- ბ-----–---ს საქმეები არასდროს გაურჩევია. ჯ----–--- ო---------ს კი არ იცნობს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ფარული აუდიო და ვიდეო მასალები, რომლის თანახმად, ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი ინტენსიურად უკავშირდებიან ი-----– მ-------ს, რომელსაც თხოვენ თანხას და ემუქრებიან ე.წ. ,,კანონიერი ქურდების“ სახელით ანგარიშსწორებით. ბრალდების მხარეს არ წარუდგენია აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი, რაც დაადასტურებდა ბრალდებულების ე.წ. ,,კანონიერ ქურდებთან“ კავშირს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 8 თებერვლის ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგენილია, რომ:

▪ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიოგრამები და ვიდეოგრამებზე არსებული აუდიო ნაწილი ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი აუდიოჩანაწერებსა და ვიდეოგრამებზე არსებული აუდიო ნაწილის მონტაჟის კვალი არ აღენიშნება.

▪ გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: 180521_192028_000944; 180522_153113_005510; 1405325138; 1405375874; 1405387599; 405396005; 1405409205; 1405431215; 1405443542; 1405454537; 1405455065; 1405470335; 1405477927; 1405504022; 1405560471; 1405609735; 1405635048; 1405635180; 405638278: 1405386886; 1404880577; 1404926344; 1404954182; 1405451844; ; 1405391802; 1405387893: 1406189037; 1405325201; 1405375826; 1405953687; 1405842358; 1405850442; 1405855571; 1405856368; 1405859069; 1406116655; 1406135597; 1405953434; 1406143118; 1406179465; 1406189037 მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე ჯ----–--- ო---------ის ხმის.

▪ გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: 180522_183359_002142; 1405958346; 1405977413; 1406063539; 1406184668; 1406216411; 1406290648; 1406377244; 1406416177; 1406412226; 1406414812; 1406161509; 1406427342; 1405525605; 1405545334; 1405555894; 1405558579; 1405611141; 1405631814; 1405638278: 1405639719; 1405654410; 1405715412; 1405715653; 1405796416; 1405809293; 1405823279; 1405830544; 1405876965; 1405879438; 1405954017; 1405965389; 1405968822; 1406002250; 1406034979; 1406018413; 1406059967; 1406185033; 1406186249; 1406188564; 1406188592; 1406060633; 1406060856; 1406061841; 1406071605; 1406075774; 1405977413; 1406144915; 1406148713; 1406149243; 1406180528; 1406180544; 1406180719; 1406190498; 1406410558; 1406680658; 1406680338; 1406679716; 1406680167; 1406676215; 1406676044; 1406564960; 1406564809; 1406449770; 1406449605; 1406427342; 1406281515; 1406280368; 1406230202; 1406244243; 1406550816; 1406216590; 1406218173; 1406216352; 1406216131; 1406216103; 1406681119; 1406215174; 1406201472; 1406208407; 1406295359; 1406295694; 1406311716; _1406406177; 1406417423; 1406310134; 1406309726; 1406076556; 1406077910 მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია ეტალონურ ფონოგრამაში, კერძოდ, სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე ბ----- ბ-----–---ის ხმის.

▪ გამოსაკვლვად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: 14060720022; 1406072116; 1406142657; 1406179714; 1406188699; 1406189200; 1406404047; 1406415204; 1406136257; 1405375929; 1405377064; 1406244298; 1405953207 მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ეტალონურ ფონოგრამაში, კერძოდ, სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე ბ----- ბ-----–---ისა და ხმის ნიმუშში მოსაუბრე ჯ----–--- ო---------ის ხმის. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე----- კ-----–-–---–მა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 22 თებერვლის ექსპერტიზის N--------- დასკვნით:

▪ ზემოაღნიშნული ვიდეოგრამების 21.05.18, 22.05.18, 23.05.18 მთლიანობა დარღვეულია და არ მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. აღენიშნება კადრების თანმიმდევრობის მონტაჟის ნიშნები. ხოლო ვიდეო მონაკვეთებზე არსებულ თითოეულ კადრზე და მასზე დაფიქსირებული პირების იერსახის გამოსახულებაში მონტაჟის და რედაქტირების ნიშნები არ აღენიშნება. გამოკვლევაზე წარმოდგენილ დანარჩენ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.

▪ სს N09050618002 საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან, სახელწოდებით - „FNKM0756_22052018183551“ ამოღებულ ფოტოსურათებზე და გამომძიებლის მიერ გამოკვლევაზე წარმოდგენილ 13.07.1981 წელს დაბადებული ჯ----–--- ჯ--–--–ის ძე ო---------ის (პ/ნ 6-----------) ფოტოსურათზე, გამოსახულია ერთი და იგივე პიროვნება.

▪ გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკზე პირობითად N3-ში არსებულ ,,DV 45“ პაპკაში არსებულ 3 ვიდეოგრამაში, ასევე „Sony DCR-SX45E-ში“ არსებულ „M2U01955_PAL_DVD“, „M2UO1957_PAL_DVD“, „M2U01958_PAL_DVD“ ვიდეოგრამებში, N4 პაკეტში არსებულ 21.08.18 „21 მაისის“ საქაღალდეში არსებულ „gaertianebuli video“ საქაღალდეში არსებულ 21.08.2018 და 22.08.18 „22 მაისის“ საქაღალდეში არსებულ „gaertianebuli video“ საქაღალდეში არსებულ 22.08.2018 პაკეტში არსებულ ვიდეოგრამებში და ჩვენს ხელთ არსებული მონაცემთა ბაზიდან ამოღებული 17.01.1980 წელს დაბადებული ბ----- ვ----–ის ძე ბ-----–---ის (პ/ნ2----------) ფოტოსურათზე გამოსახულია ერთი და იგივე პიროვნება. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- გ--------ემ.

 

ბრალდების მხარის სხვა მოწმეებმა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

ბრალდებულმა ბ----- ბ-----–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მის მეზობელს ი-----– მ-------ს, რომელსაც ჰქონდა მუშების ვალი, ეშინოდა, რომ არავის ეცემა. მან ი-----–ს ურჩია, განცხადებით მიემართა პოლიციისთვის და ეთქვა, რომ იყო გადახდისუუნარო. მას ი-----– მ-------მა თხოვა ეშუამდგომლა მუშებთან, რომ ვალის გადახდა ორი თვით ედროვებინათ. მუშებმა უთხრეს, რომ მათ ი-----–ი მუდმივად ასე ატყუებდა და თავად ყოფილიყო აღნიშნულზე პასუხისმგებელი. მას ი-----–ი დაპირდა, რომ უკანასკნელი შარვალიც რომ გაეყიდა არ შეარცხვენდა. გარდა ამისა, უთხრა, რომ მუშები აპირებდნენ ე.წ. ,,შავი სამყაროს“ ხალხზე გასვლას და შეთავაზა მოეტყუებინათ, ვითომ მათაც ჰყავდათ ამ ტიპის ნაცნობები. როდესაც ურეკავდნენ მუშები, იგი მას გვერდით ედგა და ასწავლიდა როგორ უნდა ელაპარაკა ,,ქურდულად“. მას ი-----–მა თხოვა, რომ ტელეფონით დაკავშირებისას ჩართავდა ხმამაღალ რეჟიმს და ეჩხუბა მისთვის, რათა დაეჯერებინა მუშები, რომ მართლა პრობლემები ჰქონდა. ი-----– მ-------მა ასევე შესთავაზა ყაჩაღობაში მონაწილეობაც, რაც თავიდან ხუმრობა ეგონა. ბრალდებულის განმარტებით, ნ------ ს--–------ს, მ------- კ----------ს და ,------–იკას“ არ იცნობს. ქურდულ სამყაროს არ აღიარებს, ამ სამყაროსგან რაიმე სარგებელი არ მიუღია და არც ,,ავტორიტეტი“ გააჩნია. დაკავებამდე 3-4 დღით ადრე, კრედიტით შეიძინა ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მანამდე სარგებლობდა ტელეფონით, სადაც ინტერნეტ აპლიკაციები ,,Viber“, ,,WhatsApp“, ,,Skype“ არ ჰქონდა. დაკავებამდე ორი თვით ადრე გაიცნო ჯ----–--- ო---------ი, რომელიც ნახა მუშებთან ერთად. თავდაპირველად ფიქრობდა, რომ ეს უკანასკნელი იყო საშიში ადამიანი, მაგრამ გაცნობის შემდეგ გაიგო, რომ იყო მეცხვარე და მშრომელი ადამიანი. როგორც მისთვის არის ცნობილი, ჯ----–---ს რაღაც სჭირს და ვერ არის კარგად. მისივე განმარტებით, ი-----–ს მისი ან ჯ----–---ის ვალი არ ჰქონდა.

 

ფსიქიკური მდგომარეობის გამო ბრალდებულ ჯ----–--- ო---------მა ვერ მიიღო მონაწილეობა სასამართლო განხილვებში, მათ შორის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზეც.

 

შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ 2018 წლის 25 ივლისის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N-- დასკვნით:

▪ კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ჯ----–--- ო---------ს აღენიშნება ფსიქოზური რეგისტრის ქრონიკული ფსიქიკური დაავადება: (შიზოფრენიისმაგვარი) ორგანული ბოდვითი აშლილობა /F 06.2/ (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია - ICD მე-10 გადასინჯვა). ამას მოწმობს: გუნება-განწყობის ლაბილობა, უმიზეზო და იოლი გამღიზიანებლობა, უხვი სმენითი ჰალუცინაციები, იმპერატიული შინაარსის, სუიციდალური მცდელობები, დევნის, ზემოქმედებისა და დამოკიდებულების გაშლილი ბოდვითი იდეები, არაადეკვატური ქცევები, კაპგრას სინდრომი, უკრიტიკ---- - საკუთარი ავადმყოფური მდგომარეობისა და ქცევების მიმართ. ინკრიმინირებული ქმედების დროს ჯ----–--- ო---------ი იმყოფებოდა ფსიქიკის ავადმყოფურ მდგომარეობაში, რა დროსაც მას არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი ქმედებებისათვის და ეხელმძღვანელა მათთვის (შეურაცხადი).

▪ თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ჯ----–--- ო---------ს ესაჭიროება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა აკადემიკოს ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პირობებში (ხონი-ქუტირი).

 

შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ 2018 წლის 10 ოქტომბრის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N-- დასკვნით:

▪ ჯ----–--- ო---------ს აღენიშნება (შიზოფრენიისმაგვარი) ორგანული ბოდვითი აშლილობა /F 06.2/ (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციით - ICD მე-10 გადასინჯვა). ქრონიკული ფსიქოზური პროცესი და არა ფსიქოზური დაავადების გამწვავების რეაქტიული მდგომარეობა. ამას მოწმობს თვალსაჩინოდ წინა პლანზე წამოწეული ნეგატიური სიმპტომატიკა (აუტიზაცია, ინტერესთა სფეროს - მკვეთრი შეზღუდვა, პასიურობა, ინერტულობა, ფსიქოენერგეტიკული პოტენციალის დაქვეითება, იოლი დაღლა, ზოგადი პროდუქტიულობის მკვეთრი დაქვეითება), ასევე ჭარბად წარმოდგენილი ორგანული ტიპის პროცესუალური ფსიქოზური დაავადებისათვის დამახასიათებული პოზიტიური სიმპტომატიკა - უხვი მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, იმპერატიული უსიამოვნო შინაარსის, დევნის, ზემოქმედების, მოწამვლისა და მეგალომანიური შინაარსის გაშლილი ბოდვითი იდეები, არაადექვატური ქცევები, კაპგრას სინდრომი, მკვეთრად დაქვეითებული კრიტიკა - საკუთარი ავადმყოფური მდგომარეობისა და ქცევების მიმართ.

▪ ინკრიმინირებული ქმედების დროს ჯ----–--- ო---------ი იმყოფებოდა ფსიქიკის ავადმყოფურ მდგომარეობაში, რა დროსაც მას არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი ქმედებებისათვის და ეხელმძღვანელა მათთვის (შეურაცხადი).

▪ თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ჯ----–--- ო---------ს ესაჭიროება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა აკად. ბ.ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პირობებში (ხონი-ქუტირი).

 

დასკვნების სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ა-–---------- ბ----–--–---–მა და ნ-------------–---–მა, რომლებმაც დამატებით განმარტეს, რომ კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა სისხლის სამართლის ფურცლოვანი მასალები და არა აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ასევე შეხვდნენ პაციენტს, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ასევე გაესაუბრნენ მის დედას, რომელმაც დაუდასტურა მათ, რომ ბაქოდან დაბრუნების შემდეგ ჯ----–---ი არ იღებდა სამკურნალო პრეპარატებს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 აგვისტოს ექსპერტიზის N--------- დასკვნით, ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------ი ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------ს შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). შემდგომში, იზოლაციის პირობებში ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------ს განუვითარდა და ამჟამად უგრძელდება ფსიქიკის დროებითი აშლილობა მწვავე და ტრანზიტორული ფსიქოზური აშლილობა - რეაქტიული ფსიქოზის (დეპრესიულ-ჰალუცინაციური სინდრომი) სახით, (კოდი - F23.9; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად აღნიშნული დროებითი ფსიქიკური აშლილობის გამო ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. აღნიშნულ ფსიქიკურ აშლილობას არ ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა და ტრანზიტორულია. ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------ი ამჟამად დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------ს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით ამჟამად ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------ი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------მა უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდებულია შ.პ.ს. „აკად. ბ.ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“; ხონი-ქუტირი), არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაგრძელდეს საერთო წესით.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა მ------------მა, ნ--------–---–---–მა და დ----- მ-------ემ, რომლებმაც დამატებით განმარტეს, რომ პაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან აწარმოებდნენ გასაუბრებებს. გარდა ამისა, ისინი გაეცნენ საქმის მასალებში არსებულ სატელეფონო საუბრებს, სადაც ბოდვითი აშლილობა ან მსგავსი რამ, არ შეინიშნებოდა. მათი განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა - ტრანზიტული აშლილობა არის დროებითი და საჭიროებს მკურნალობას, რადგან შეუძლებელია ეს დაავადება 1999 წლიდან ატარებდეს ქრონიკულ ფორმას. ამასთან, საქმეში არ მოიპოვებოდა პაციენტის თავის ტრავმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 7 ნოემბრის ექსპერტიზის N--------- დასკვნით, ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------ი ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------ს შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). შემდგომში, იზოლაციის პირობებში ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------ს განუვითარდა და ამჟამად უგრძელდება ფსიქიკის დროებითი აშლილობა მწვავე და ტრანზიტორული ფსიქოზური აშლილობა - რეაქტიული ფსიქოზის (დეპრესიულ-ჰალუცინაციური სინდრომი) სახით, (კოდი - F23.9; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად აღნიშნული დროებითი ფსიქიკური აშლილობის გამო ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. აღნიშნულ ფსიქიკურ აშლილობას არ ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა და ტრანზიტორულია. ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------ი ამჟამად დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------ს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით ამჟამად ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------ი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------მა უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდებულია შ.პ.ს. „აკად. ბ.ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“; ხონი-ქუტირი), არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა მ------------მა, ნ--------–---–---–მა და დ----- მ-------ემ. აღნიშნულ დასკვნას არ დაეთანხმნენ ექსპერტები ა-–---------- ბ----–--–---–ი და ნ-------------–---–ი.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ ქურდული სამყაროს წევრობა კრიმინალიზებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლი ბლანკეტური ხასიათის ნორმაა და მისი შინაარსის სწორად დასადგენად საჭიროა ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინება, რამდენადაც ე.წ. ,,ქურდული სამყარო“ განიხილება, როგორც თანამედროვე ორგანიზებული დანაშაულის სტრუქტურის ხერხემალი. შესაბამისად, იმისათვის, რათა ქურდული სამყაროს წევრობამ სისხლისსამართლებრივად რელევანტური ხასიათი შეიძინოს, საჭიროა არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილის შეფასება, არამედ კანონით და კონვენციით სადავო საკითხთან მიმართებით დადგენილი წესრიგის გაანალიზებაც.

 

,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების დროს მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის მე-3 მუხლში ამომწურავად არის ჩამოთვლილი ქურდული სამყაროს ობიექტური შემადგენლობის ცალკეული ელემენტები, კერძოდ, კანონმდებლის მიერ ტერმინი „ქურდული სამყარო“ განიმარტება როგორც პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც შეთანხმებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე, ხოლო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა იმგვარი სოციალური ჯგუფის დასახასიათებლად არის გამოყენებული, რომელიც მოქმედებს მათ მიერვე დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომელთა მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობით, „ქურდული შეკრებით“/„ქურდული გარჩევით“, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით, რომლის მიზანია თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება/მინიჭება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ქურდული სამყაროს წევრია ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის. რაც შეეხება ქურდულ გარჩევას, გულისხმობს „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ მიერ პირის ქმედების შეფასებას ან/და დავის განხილვას/გადაწყვეტას ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით), „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდობა“ ასახავს კარგად ცნობილ ორგანიზებულ დანაშაულს, რომლის მიმართაც საქართველოს პარლამენტის მიერ, 2005 წლის 20 დეკემბერს მიღებულ იქნა ფართო საკანონმდებლო პაკეტი, რათა გაძლიერებულიყო ბრძოლა ამგვარი დანაშაულებრივი სინდიკატების წინააღმდეგ... ეს დანაშაულებრივი ფენომენი იმდენად ღრმად იყო საზოგადოებაში გამჯდარი და „კანონიერი ქურდების“ სოციალური ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო, რომ საზოგადოების ჩვეულებრივი წევრებისთვის ცნებები - „ქურდული სამყარო“, „კანონიერი ქურდი“, „დავების გადაწყვეტა კანონიერი ქურდის ავტორიტეტის გამოყენებით“, „ობშიაკი“ და ა.შ. იყო საყოველთაოდ ცნობილი და გაგებული... შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წლის 20 დეკემბერს ორი ახალი დანაშაულის წარდგინებით, კერძოდ, „ქურდული სამყაროს წევრობა“ და „კანონიერი ქურდობა“, საქართველოს კანონმდებლობამ მხოლოდ ამ ცნებების და დანაშაულებრივ („ქურდულ“) სუბკულტურასთან დაკავშირებული ქმედებების კრიმინალიზაცია მოახდინა...(ვრცლად იხ. აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ (Ashlarba v. Georgia), განაცხადი №45554/08, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის განჩინება).

 

წარდგენილი ბრალდების თანახმად, როგორც ჯ----–--- ო---------ი, ისე ბ----- ბ-----–---ი აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობენ მის საქმიანობაში. მათ სისტემატური და აქტიური კავშირი აქვთ კანონიერ ქურდთან ნ------ ს--–------თან, ასევე ამ უკანასკნელის გარემოცვაში მყოფ მ------- კ----------თან და ,,ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. ისინი კანონიერი ქურდების და ქურდული სამყაროს სხვა წევრების დავალებით აქტიურად მოქმედებენ ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად და თავისი ქმედებებით გამოხატავენ მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის. ბრალდების მხარე აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს როგორც დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის, ისე ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალებით.

 

თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის ჩვენებების საჯაროდ წაკითხვა განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის შესაბამისად და დაცვის მხარის არგუმენტი, რომ დაზარალებული „გააქციეს“, რომ ეს ადასტურებდა მის აგენტ-პროვოკატორობას და ა.შ.. არ არის დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროს, როდესაც მოხდა ი-----– მ-------ის მოწმის სახით გამოკითხვა, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე იყო დაწყებული და მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

 

რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, განხორციელდა სასამართლოს განჩინების შესაბამისად და დაცვის მხარის არგუმენტი შუამდგომლობაზე ბეჭდური რიცხვის არარსებობის თაობაზე, არ წარმოადგენს მტკიცებულების გაუზიარებლობის საფუძველს. თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შუამდგომლობის შეტანა სასამართლოში ფიქსირდება კანცელარიის შესაბამისი დანაყოფის მიერ, ტარდება და ენიჭება ნომერი. განჩინებაში მითითებულია თუ როდის მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა და როდის იქნა განხილული. დაუსაბუთებელია იმაზე აპელირება, რომ თითქოს გაურკვეველია თუ როდიდან დაიწყო ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელება, რადგან აღნიშნული ცხადად გამომდინარეობს სასამართლოს განჩინებიდან და მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი პალატას არ გააჩნია.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში ვერ იქნა დადასტურებული ჯ----–--- ო---------ის და ბ----- ბ-----–---ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე ა--–-- ჯ---------მა განმარტა, რომ აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში დაევალა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესრულება, რა დროსაც დადგინდა, რომ ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი საუბარში ახსენებდნენ ე.წ. ,,კანონიერ ქურდებს“ ნ------ ს--–------ს, მეტსახელად ,-----–-ს“, ,-----–-ს“, რომელიც იყო წარმოშობით ქ.ბ---–---იდან და მ------- კ----------ს, მეტსახელად ,-----ს“, რომელიც იყო წარმოშობით ქ.რ-------იდან. სავარაუდოდ ,,კრიმინალურ ავტორიტეტებთან“ კომუნიკაცია ხორციელდებოდა ინტერნეტ აპლიკაციების - ,,ვაიბერის“ და ,,ვოთსაფის“ მეშვეობით, რომლის კონტროლს საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ვერ ახერხებდნენ.

 

საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ჯ----–--- ო---------ს ან ბ----- ბ-----–---ს ჰქონდათ რაიმე სახის კავშირი კრიმინალურ ავტორიტეტებთან. როგორც აღინიშნა, ვერ ხორციელდებოდა ინტერნეტ აპლიკაციების ფარული კონტროლი, რის გამოც ნ------ ს--–------თან ან მ------- კ----------თან ჯ----–--- ო---------ის და ბ----- ბ-----–---ის საუბრის ფარული მიყურადება/ჩაწერა არ განხორციელებულა. შესაბამისად, ღია დარჩა საკითხი - ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ნახსენებ აღნიშნულ პირებთან პირდაპირი ან ირიბი კავშირი ნამდვილად გააჩნდათ თუ არა ჯ----–--- ო---------ს ან ბ----- ბ-----–---ს, რის გამოც პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების ის ნაწილი, რომელიც ასახავს მსჯავრდებულების სისტემატურ და აქტიურ კავშირს ,,ქურდული სამყაროს“ წევრებთან, არ დადასტურებულა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დადგენილა, რომ აღნიშნული პირები დაზარალებულთან ურთიერთობაში მოქმედებდნენ ვინმე ნ------ ს--–------ის ან მ------- კ----------ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი თურქეთში მყოფ ე.წ. ,,კრიმინალურ ავტორიტეტებთან“ კავშირს ამყარებდნენ ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით, რომლის ფარული მიყურადება ტექნიკურად შეუძლებელია, უპირობოდ გაზიარებული ვერ იქნება. ჯ----–--- ო---------ის და ბ----- ბ-----–---ის მიერ სატელეფონო და პირად საუბრებში ე.წ. ,,ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფ პირთა სახელების მოხსენიებით კი არ დასტურდება, რომ ისინი მოქმედებდნენ სწორედ ამ პირთა სახელით, მათი სურვილების შესაბამისად და მათთვის სარგებლის მოტანის მიზნით. გარდა ამისა, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია, რომ ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი მოქმედებდნენ ნ------ ს--–------ის, მ------- კ----------ის და ე.წ. ,,ქურდული სამყაროს“ სხვა წევრების სახელით და სწორედ მათი მითითებით სძალავდნენ მას ფულს, ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან თავად არ შესწრებია ჯ----–--- ო---------ის და ბ----- ბ-----–---ის კონტაქტს აღნიშნულ პირებთან და არც თავად ჰქონია მათთან ურთიერთობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატის მიერ გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს იმის დადგენა, ჩაიდინეს თუ არა ბ----- ბ-----–---მა და ჯ----–--- ო---------მა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, დადებით შემთხვევაში - რომელი.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებულ ი-----– მ-------ს ნამდვილად გააჩნდა მუშების დავალიანება. არც დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით არის უარყოფილი თანხა - 20000 ლარი, რომლის გადახდაც მას ევალებოდა მუშების მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.

 

თავდაპირველად, უნდა დადგინდეს, იყვნენ თუ არა ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი უფლებამოსილები, მოეთხოვათ ი-----– მ-------ისგან ფულადი თანხის გადახდა მუშებისთვის.

 

დადგენილია, რომ არც ჯ----–--- ო---------ი და არც ბ----- ბ-----–---ი არ წარმოადგენდნენ იმ პირებს, რომლებიც მუშაობდნენ დაზარალებულთან და გააჩნდათ თანხის კანონიერად მოთხოვნის უფლება. მიუხედავად აღნიშნულისა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ორივე მათგანი ჩართული იყო თანხის „ამოღების“ კუთხით და გადაუხდელობის შემთხვევაში ემუქრებოდნენ დაზარალებულს.

 

აღნიშნული გარემოება დადასტურებულია როგორც დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებით, ისე საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.

 

პალატა არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, ბ----- ბ-----–---ი აღნიშნულ საქმეში თავდაპირველად ჩაერთო თავად ი-----– მ-------ის თხოვნით, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს ბ----- ბ-----–---ის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, ისევე, როგორც გამოძალვის შემადგენლობა არ გამოირიცხება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ აღნიშნული პირები ითხოვდნენ მხოლოდ მუშების სახელფასო დავალიანებებს და არა თანხას პირადი საჭიროებისამებრ, მით უფრო „ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად.

 

დაზარალებულ ი-----– მ-------ის გამოკითხვის ოქმით, ასევე მოწმეების: კ---- ბ----------ის და რ---- ი----------ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ი-----– მ-------ს 2018 წლის იანვრიდან ჰქონდა მუშების სახელფასო დავალიანება. მოწმე რ---- ი----------ის ჩვენებით, მუშებმა დახმარებისთვის და კუთვნილი თანხების ამოღების მიზნით მიმართეს ჯ----–--- ო---------ს, როგორც კარგ და მათთვის ავტორიტეტულ ადამიანს. შესაბამისად, დგინდება, რომ არც ჯ----–--- ო---------ი და არც ბ----- ბ-----–---ი არ წარმოადგენდნენ ამ დავაში მხარეს, მით უფრო, არ იყვნენ სამართლებრივი დავის გადასაწყვეტად არსებული კანონიერი უწყების წარმომადგენლები.

 

დადგენილია, რომ მუშების სახელფასე დავალიანების ამოღებაში ჩართული იყო ბ----- ბ-----–---იც. დაზარალებულის ჩვენებით, მას ჯ----–--- ო---------მა და ბ----- ბ-----–---მა თანხების დასაფარად განუსაზღვრეს კონკრეტული ვადა და მასზე ზეწოლისთვის საუბრისას იყენებდნენ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელებს და გავლენას და აფრთხილებდნენ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი ანგარიშსწორების შესახებ. ვინაიდან ი-----– მ-------მა დათქმულ ვადაში ვერ გადაიხადა თანხა, ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი უფრო მეტი აქტიურობით ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, კერძოდ, გარდა ხშირი ზარებისა, იგი ბ----- ბ-----–---მა გააფრთხილა, რომ ე.წ. ,,კანონიერი ქურდების“ მიერ მის მიმართ დაწესებული სანქციების აღსრულება შეეძლო ყველას, მათ შორის მასაც. ამასთან, ჯ----–--- ო---------ი დაემუქრა, რომ ეს ამბავი მისთვის კარგად არ დასრულდებოდა და რომ მისი ფიზიკური განადგურება შეეძლო ყველას. ის ფაქტი, რომ ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი ჩართულნი იყვნენ ი-----– მ-------ისგან თანხის ამოღებაში, ასევე დასტურდება მოწმეების: გ---- ა-–---ის და ა----- ნ---------ის ჩვენებებით.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, დაზარალებულ ი-----– მ-------ის გამოძიებაში მიცემული გამოკითხვის ოქმები საჯაროდ იქნა წაკითხული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის შესაბამისად. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენება არ წარმოადგენს ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას ჯ----–--- ო---------ის და ბ----- ბ-----–---ის ბრალდების დასადასტურებლად, შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დროს პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაყრდნობია მხოლოდ გამოქვეყნებულ ჩვენებას.

 

ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით დადგენილია, რომ ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი მოქმედებდნენ ი-----– მ-------ისთვის ფულის გამოძალვის მიზნით, კერძოდ: 2018 წლის 10 მაისიდან ბ----- ბ-----–---ი ი-----– მ-------ს ახსენებს, რომ ახლოვდება 15 რიცხვი და იმ შემთხვევაში, თუ ამ დროისთვის არ ექნება ფული, იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან. 2018 წლის 11 მაისის ჩანაწერში კი ემუქრება, რომ ანახებს, როგორ ხდება შარვლის გაყიდვა, რაზეც დაზარალებული პასუხობს ,,მოდით, მომკალით!“. 2018 წლის 13 მაისს ი-----– მ-------ი ბ----- ბ-----–---ს თხოვს თარიღის რამდენიმე დღით გადავადებას, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობს, რომ ვადა უკვე გაუვიდა და ეს უკვე მისი პრობლემა იყო. 15 მაისის ჩანაწერით დადგენილია, რომ ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი გეგმავენ როგორ ასწავლონ ჭკუა ი-----– მ-------ს და იმუქრებიან, რომ კიდევ თუ მოიტყუება, ძაღლივით გაუჭყლეტენ თავს. 2018 წლის 19 მაისს ბ----- ბ-----–---ი აშინებს ი-----– მ-------ს და ეუბნება, რომ მის თავს ითხოვენ დასასჯელად, თითქოს სადღაც უნდა მიიყვანოს და მის თვალწინ უნდა ცემონ და ამდენი გადავადების შემდეგ, თუ ფულს ორშაბათამდე არ გადაიხდის მოუწევს მისი ცემა. 20 მაისს კი ეუბნება, რომ მისი საქმე არის წასული და სადაც ნახავენ იქ სცემენ და ესვრიან. იმავე დღის ჩანაწერში ასახულია, რომ ჯ----–--- ო---------ი და ბ----- ბ-----–---ი გეგმავენ ცოტა ფულის წაგლეჯვის შემდეგ ი-----– მ-------თან ანგარიშსწორებას ან მასზე ერთ ჯერზე ჯავრის ყრას და გადაგდებას. საუბრიდან ირკვევა, რომ ჯ----–--- ო---------ს და ბ----- ბ-----–---ს სურთ საქმის ერთად კეთება, რადგან ამ ფულს გაგრძელებაც უნდა მოყვეს. ისინი სინანულით დასძენენ, რომ სირცხვილია, რომ მათ ი-----– მ-------ს ფული ვერ წაართვეს და გეგმავენ, რომ ერთ ჯერზე გამოართვან 5000 და მერე უთხრან, რომ ისეთი ,,პრაგონი“ აქვს, ურჩევნია შეცდომის გამოსასწორებლად თანხა ნაწილ-ნაწილ გადაუხადოს. 2018 წლის 20 მაისს ბ----- ბ-----–---მა ი-----– მ-------ს უთხრა, რომ მისი დასჯის გადაწყვეტილების გამოსწორება შესაძლებელია თვეში ათასი ლარის გადახდით, 5000-ის შემდეგ. ასევე აშინებს და ეუბნება, ,,ქურდი“ რომ არასერიოზულს დაუძახებს, შემდეგ სადაც არ უნდა დაიჭირონ ან ნაიარევს დაადებენ ან დანით დაჭრიან. 2018 წლის 22 მაისის ჩანაწერში, ჯ----–--- ო---------ი ამბობს, რომ ი-----– მ-------ს უთხრა, რომ მისი, ბ-----ის და სხვა ძმების მოტყუებით კარგი არაფერი ელოდება და რომ მისი დასასრული კარგი არ იქნება. 2018 წლის 22 მაისს, ბ----- ბ-----–---ი კლავ აფრთხილებს ი-----– მ-------ს, რომ თუ ამ კვირაში არ გადაიხდის ფულს, ჯ----–--- ო---------ი სოფელში ყველას გააგებინებს, რაც არის და ამის მერე მისი საქმე დამთავრებულია. ასევე იფიცებს ალაჰს და ეუბნება, რომ იმდენი ნაცნობი ბიჭია, რომელსაც უნდა მას თავი მოაწონოს, ამიტომ მას საფრთხე ემუქრება. გარდა ამისა, აღნიშნული პირები დაზარალებულს უხსნიან რა არის ,,პრაგონი“ და ეუბნებიან, რომ შეხვედრაზე მოტყუებისთვის შესაძლოა ესროლონ. ასევე ეუბნებიან, რომ იმდენ ხალხს უნდა თავის მოწონება, მას არც კი ეცოდინება ვინ და რატომ ესროლა. 2018 წლის 24 მაისს კი, ი-----– მ-------ი ბ----- ბ-----–---თან ათანხმებს, რომ 3000 მისცემს ჟინვალის ხალხს, 3000 კი მას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრის ან ქონების მფლობელის მიმართ მოთხოვნაში, გადასცეს მას ნივთი ან მასზე უფლება, ასევე ქონებით სარგებლობის უფლება. გამოძალვის დროს მოთხოვნას უნდა ერთვოდეს დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების, რაშიც მოიაზრება ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობა, ან მათი ნივთის განადგურების მუქარა ან დაზიანების ანდა მათთვის სახელისგამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, რასაც ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა არა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის, არამედ ჯგუფის მიერ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ როგორც ჯ----–--- ო---------ი, ისე ბ----- ბ-----–---ი, ი-----– მ-------ს კატეგორიულად თხოვდნენ თანხის გადახდას იმ პირებისთვის, რომლებსაც შესრულებული ჰქონდათ სამშენებლო სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თანხა, რომლის გადახდასაც აიძულებდნენ ი-----– მ-------ს, იყო დაზარალებულის მიერ მუშების სახელფასე დავალიანების სახით გადასახდელი, აღნიშნული არ წარმოადგენს მართლწინააღმდეგობის და ბრალეულობის გამომრიცხველ გარემოებას.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ კანონიერი და დასაბუთებულია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ----–--- ო---------ის და ბ----- ბ-----–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილიდან გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. ამასთან, უსაფუძვლოა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული ერთ-ერთი არგუმენტი ქმედების თვითნებობად შეფასების თაობაზე, რადგან ჯ----–--- ო---------ს არ შეიძლებოდა ეს თანხა აღექვა ნამდვილად თავისად ან თავისად დაგულვებულად.

 

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერების ჭრილში, რაც ეხება კვალიფიკაციის შეცვლას, პალატა აღნიშნავს, რომ კვალიფიკაციის შეცვლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებაა - როგორც შემაჯამებელი გადაწყვეტილების ნაწილი, რომლის განხორციელებაც ყველა ინსტანციის სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნულზე მიუთითებს როგორც კანონი, ისე სასამართლო პრაქტიკა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის ფორმირებას ეხება, მითითებულია: “ამასთანავე, განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს [...], ხოლო თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები”. იმავე კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი განაჩენის კანონიერების კონტექსტში მოიაზრებს მსჯავრდებულის ქმედებისთვის არასწორი კვალიფიკაციის მიცემას. გარდა ამისა, იმავე კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სახეებს ჩამოთვლის, ერთ-ერთ სახედ მოიაზრებს განაჩენს, რომელითაც სააპელაციო სასამართლოს “ცვლილება შეაქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში”, რაც ბუნებრივია, კვალიფიკაციის ცვლილებასაც გულისხმობს და არა მარტო მას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს როგორც მატერიალურ, ისე საპროცესო დებულებებს კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით.

 

ქართული სასამართლო პრაქტიკა ამ საკითხთან მიმართებით თანმიმდევრულია, ბუნებრივია, მთავარი პირობის - ბრალდებულის სასარგებლოდ - დაცვით, რის შესახებაც შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენები მაგალითისათვის: N420აპ-16 (2016 წლის 29 დეკემბერი), N227აპ-16 (2016 წლის 29 სექტემბერი), N128აპ-16 (2016 წლის 28 ივლისი) და სხვ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზეც, რომელიც, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, განაჩენში ცვლილების შეტანას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი განხილვის უფლება) საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ევროპული სასამართლოს აზრით, იმის შეფასებისას სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა არ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, თუკი საქმის ზემდგომი ინსტანციაში განხილვისას მას მიეცემა თავის დაცვის საკმარისი საშუალებები. პირველ რიგში, ამისათვის მას უნდა მიეცეს საქმის გასაჩივრების უფლება და ახალი კვალიფიკაციის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა დანაშაულის მაფუძნებელი ნიშნები (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: “DALLOS v. HUNGARY”, (no. 29082/95), 2001 წლის 1 მარტი, პარ. 47-53; SIPAVIČIUS v. LITHUANIA, (no. 49093/99), 2002 წლის 21 თებერვალი, პარ.23-34; JUHA NUUTINEN v. FINLAND, (no. 45830/99), 2007 წლის 24 აპრილი, პარ. 33);

 

ამასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით მსჯავრდებულებს ჰქონდათ და აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების და როგორც მინიმუმ შეცვლილი კვალიფიკაციის სადავოდ გახდის საშუალება. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, რაც უკავშირდება იმ ნიშნებს, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ ახალი კვალიფიკაციით დაადგინა ზემოაღნიშნულ პირთა ბრალეულობა და მიუთითებს, რომ ამ მიმართებით სასამართლოს არაფერი დაუმატებია იმ ფაქტებისათვის (ან მსჯავრდებულთა ქმედებებისთვის), რაც ბრალდების დადგენილებაში იყო მითითებული. ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულები ჯ----–--- ო---------ის და ბ----- ბ-----–---ის ქმედებები დაკვალიფიცირდა როგორც გამოძალვა, არ ნიშნავს, რომ მას საერთო არაფერი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველ ნაწილთან, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს დანაშაულის შემადგენლობის იმ ძირითად ნიშნებს, რომელსაც სსკ-ის 181-ე მუხლი სხვა სახელს არქმევს.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ და ცალსახად მიუთითებს, რომ მისი გადაწყვეტილება შეეხება მსჯავრდებულებისთვის კარგად ცნობილი (ჯერ კიდევ ბრალდების წარდგენიდან მოყოლებული) ფაქტების განსხვავებულ სამართლებრივ შეფასებას და არა ისეთ ახალ დანაშაულში მათ მსჯავრდებას, რომელიც მოწყვეტილია მათ მიერ მსჯავრდების/ბრალდების ფორმულირებაში ასახული ფაქტებისგან და მსჯავრდებულთა მიერ განხორციელებული ქმედებებისგან. მოცემულ საქმეში ფაქტების შეფასების უარყოფა იწვევს სამართლებრივი შეფასების კორექტირებას და არა პირიქით, რაც არ ეწინააღმდეგება კანონს.

 

პალატა მიუთითებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტზე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: Krasulya v. Russia, N12365/03 , პარ. 50). პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის ძირითად არგუმენტებზე იმსჯელა თბილისის სააპელაციო პალატამ და მიიჩნია, რომ ჯ----–--- ო---------მა და ბ----- ბ-----–---მა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

რაც შეეხება ჯ----–--- ო---------ის შერაცხადობის საკითხს დანაშაულის ჩადენის დროს, ამ ნაწილში, პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და იზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნას, რომლის თანახმად, ჯ----–--- ო---------ი დანაშაულის ჩადენის დროს იყო შერაცხადი. ფაქტია, რომ აღნიშნული დასკვნა ეწინააღმდეგება შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მიერ გაცემულ დასკვნას, რომლითაც დადგინდა ჯ----–--- ო---------ის შეურაცხადობა. ექსპერტებმა განაცხადეს, რომ შეისწავლეს სისხლის სამართლის ფურცლოვანი მასალები და არა აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მათ შეისწავლეს აუდიო-ვიდეო მასალები, სადაც ჩანს ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის დროს ჯ----–--- ო---------ის ქცევა. სასამართლომ შეაფასა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ძირითადი არგუმენტები და მიუთითა, რომ ის უზუსტობები, რაც გამოვლინდა როგორც ექსპერტების, ისე ჯ----–--- ო---------ის დედის დაკითხვით, არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო არაარსებითად. მხედველობაშია მისაღები ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალები და მოწმეთა ჩვენებები, სადაც არ იკვეთება, რომ ჯ----–--- ო---------ს არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გაზიარებული უნდა იქნეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა, რომლის თანახმად, ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------ი ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------ს შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). შემდგომში, იზოლაციის პირობებში ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------ს განუვითარდა და ამჟამად უგრძელდება ფსიქიკის დროებითი აშლილობა მწვავე და ტრანზიტორული ფსიქოზური აშლილობა - რეაქტიული ფსიქოზის (დეპრესიულ-ჰალუცინაციური სინდრომი) სახით, (კოდი - F23.9; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად აღნიშნული დროებითი ფსიქიკური აშლილობის გამო ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. აღნიშნულ ფსიქიკურ აშლილობას არ ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა და ტრანზიტორულია. ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------ი ამჟამად დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------ს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით ამჟამად ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------ი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ჯ----–--- ჯ--–--– ო---–- ო---------მა უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდებულია შ.პ.ს. „აკად. ბ.ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“; ხონი-ქუტირი), არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაგრძელდეს საერთო წესით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. მსჯავრდება ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა სტანდარტს, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, რის გამოც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ჯ----–--- ო---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების: თ------–- ჯ---–------ს, მ------- ხ----–---ის, მსჯავრდებულ ბ----- ბ-----–---ის ადვოკატის ზ------ რ-------–---–ის და საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გ------- მ---------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განაჩენი.

 

ჯ----–--- ო---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

ჯ----–--- ო---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულმა ჯ----–--- ო---------მა დაკისრებული სასჯელი მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (შპს „აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ ხონი-ქუტირი) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით.

 

სასჯელის ვადის ათვლა ჯ----–--- ო---------ს დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 მარტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 9 ივნისიდან 2019 წლის 7 მარტის ჩათვლით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია ჯ----–--- ო---------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და მასთან ერთად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის საფუძველზე გამოყენებული აკრძალვა.

 

ბ----- ბ-----–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

ბ----- ბ-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასჯელის ვადის ათვლა ბ----- ბ-----–---ს დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 მარტიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 9 ივნისიდან 2019 წლის 7 მარტის ჩათვლით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია ბ----- ბ-----–---ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და მასთან ერთად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის საფუძველზე გამოყენებული აკრძალვა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

§ ელექტრონული დისკები, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

§ მობილური ტელეფონები, სიმბარათები და მეხსიერების ბარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი შესაბამისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე