განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.03.2020
საქმის ნომერი
020210019002943433
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები, სამოქალქო
თარიღი
31.03.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020210019002943433

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-1301-2019 31 მარტი, 2020 წელი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მომხსენებელი): მოსამართლეები: ლაურა მიქავა თამარ სვანიძე ინდირა მაშანეიშვილი სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

აპელანტი წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი დავის საგანი - კ--- კ--------ე - ნ---- კ-----–---–ია - ე----- ჭ--------ია - ა-----------ია - სამკვიდრო მოწმობის ½ ნაწილის ბათილად ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხვა ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

- სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

- სახ. ბაჟი გადახდილია

- გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 05.04.2019წ. განჩინებით/საქმე №020217719002931695 (2/უზ–4–19) გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უძრუნველყოფის ღონისძიება და მოეხსნა ყადაღა ე----- ჭ--------იას თანასაკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ------------ი, კ--------------–---------–ში ს/კ 4----------- (ნაკვეთის წინა ნომერი 4-----------, მთელი ქონების ½ ნაწილი).

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. მოსარჩელის მამიდა ვ---- კ--------ე ცხოვრობდა ქ.ზუგდიდი, კ------- 1--–--–--. №-–ში. აღნიშნულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთი რეგისტრირებ---–-- ვ---- კ--------ის საკუთრებაში 14.08.2001წ-დან. სახლმფლობელობაზე ცნობა-დახასიათება გაცემულია ზუგდიდის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიერ გ------- ძ-----–---–ის მოთხოვნით მისივე განცხადებაზე 08.08.2001წ. გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

2.2. ვ---- კ--------ის მეუღლე იყო პ-----ნ ძ-----–---–ი. მათ ჰყავდათ შვილები ვ------- ძ-----–---–ი და გ------ ძ-----–---–ი. ეს პირები გარდაცვლილები არიან. გარდაცვლილია ვ---- კ--------ის ძმა (მოსარჩელის მამა) კ--- კ--------ე.

 

2.3. 13.08.2002 წლის ვ---- კ--------ის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა მიღებული აქვს გ------- ძ-----–---–ს. გ------- ძ-----–---–ის განცხადების საფუძველზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 08.08.2001წ. გადაწყვეტილებით (საქმე №2/286) ქ------------ი, კ----ას პ------–--–--. №-–ში მდებარე სახლ–კარი ცნობილია აწ გარდაცვლილი ვ---- ს--------ეს ასული კ--------ის საკუთრებად. იმავე გადაწყვეტილებით გ------- პ-----ნის ძე ძ-----–---–ს გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა. სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, იგი აღსრულებ---–--. მის საფუძველზე გაცემულია სამკვიდრო მოწმობა გ------- ძ-----–---–ის, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის (შვილის) სასარგებლოდ ვ---- კ--------ის ქონების ½ ნაწილზე. შესაბამისად, გ------- ძ-----–---–ი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა ამ ქონების (მთელი ქონების ½ ნაწილი) მესაკუთრედ.

 

2.4. გ------- ძ-----–---–მა მის საკუთრებაში არსებული ქონება აჩუქა მეუღლეს ე----- ჭ--------იას. ე----- ჭ--------ია დარეგისტრირდა ამ ქონების ახალ მესაკუთრედ.

 

2.5. გ------- ძ-----–---–ი გარდაიცვალა 12.12.2008წ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით გ------- ძ-----–---–ის მშობლები არიან მამა პ-----ნ მ-----ეს ძე ძ-----–---–ი, დედა ვ---- ნ--------ის ასული ძ-----–---–ი.

 

2.6. კ--- კ--------ისთვის იმთავითვე ცნობილია მამიდას გარდაცვალების შესახებ. 12.04.2019 წ–მდე მამიდას სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით დავა მას არ უწარმოებია. უფრო მეტიც, მან სამკვიდრო მოწმობა (მთელი ქონების 1/2 ნაწილზე) მიიღო 13.03.2019წ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 27.02.2019წ. გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე/საქმე №020210218002773791 (2/2394–18), სადაც არ მიუთითებია ქონებით დაინტერესებული პირებისა და მათთან დავის არსებობის შესახებ. ამჟამად, მას სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს ვ---- კ--------ის სამკვიდროს ½ ნაწილი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის მიხედვით: 1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. იმავე კოდექსის 1336-ე მუხლით კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

 

2.8. მოცემულ შემთხვევაში, გ------- ძ-----–---–ს ვ---- კ--------ის სამკვიდრო მიღებული აქვს კანონით მემკვიდრეობის გზით, როგორც 1-ლი რიგის კანონით მემკვიდრეს - შვილს. ამგვარი ნათესაური კავშირის შესახებ მითითებ---–-- ზუგდიდის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაში, რომლითაც ქ------------ი, კ----ას პ------–--–--. №-–ში მდებარე სახლ–კარი ცნობილია აწ გარდაცვლილი ვ---- ს--------ეს ასული კ--------ის საკუთრებად, ხოლო გ------- პ-----ნის ძე ძ-----–---–ს გაუგრძელდა ვ---- კ--------ის სამკვიდროს მიღების ვადა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ის აღსრულებ---–--. მის საფუძველზე გ------- ძ-----–---–მა მოიპოვა საკუთრების უფლება ვ---- კ--------ის სამკვიდროს ½ ნაწილზე.

 

2.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

2.10. იმავე კოდექსის 421-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. სასამართლომ მიუთითა, რომ ამ წესით გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, მასში მითითებული ფაქტები პრეიუდიციული ძალის მქონეა და დამატებით მტკიცებას არ საჭიროებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი 1. სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. 2. ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება: ა. პირად არაქონებრივ უფლებებზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ. მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო. 3. ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. იმავე კოდექსის 130-ე მუხლით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

2.12. ვ---- კ--------ე გარდაიცვალა 13.01.1987წ. გ------- ძ-----–---–მა სადავო ქონება საკუთრებაში დაირეგისტრირა 13.08.2002 წ, ხოლო ე----- ჭ--------იამ 18.09.2002 წ. ყველა ამ თარიღიდან გასულია ხანდაზმულობის ზოგადი ვადა 10 წელი, რადგან ყველა ამ ფაქტის შესახებ იმთავითვე უნდა ყოფილიყო ცნობილი მოსარჩელისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია, რის გამოც იგი არ დააკმაყოფილა.

 

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა კ--- კ--------ემ

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა. იგი ითხოვდა აწ.გარდაცვლილი მამიდის ვ---- კ--------ის სამკვიდრო ქონებას, რომელიც მოწინააღმდეგის მეუღლემ აწ.გარდაცვლილმა გ------- ძ-----–---–მა მოტყუებით მიიღო. სასამართლომ უგულვებელყო მტკიცებულება, რომ აპელანტის მამიდას არანაირი ნათესაური კავშირი არ ჰქონია ე-----ი ჭ--------იას მეუღლესთან გ------- ძ-----–---–თან (დაბადებული 1943წ). აპელანტის მამიდა გახლდათ ვ---- ს--------ეს ასული კ--------ე, ხოლო მოწინაღმდეგის მეუღლის გ------- ძ-----–---–ის დედა გახლდათ ვ---- ნ--------ის ასული ძ-----–---–ი (ბ---–--). მოწინააღმდეგე მხარემ წარუდგინა მისი მეუღლის დაბადების მოწმობა, სადაც დედის გრაფაში მითითებ---–-- ვ---- ნ--------ის ასული ძ-----–---–ი. აპელანტის მამიდაშვილების ვ------- ძ-----–---–ის (დაბ.1952წ.) და გ------ ძ-----–---–ის (დაბ.1954წ.) დაბადების მოწმობაში დედის გრაფაში წერია ვ---- ს--------ეს ასული კ--------ე. აპელანტის მამიდას ჰყავდა ორი ვაჟიშვილი და ვერ იქნებოდა გ------- ძ-----–---–ის დედა. აპელანტის მამიდა და პ-----ნ ძ-----–---–ი შეუღლდნენ 1951 წელს, ხოლო ქორწინება დაარეგისტრირეს 1956 წელს, ვ---- კ--------ეს ქორწინებისას გვარი არ შეუცვლია.

 

3.2. მოწინაღმდეგე მხარემ შესაგებელში მიუთითა თითქოსდა გ------- ძ-----–---–ი აპელანტის მამიდის ვ---- კ--------ის ვაჟიშვილია, რაც მტკნარი სიცრუეა, ვინაიდან გ------- ძ-----–---–ი არის დაბადებული 1943 წელს, რაც შეეხება აპელანტის მამიდას მან ოჯახი შექმნა პ-----ნ ძ-----–---–თან 1951 წელს. აპელანტი გახლავთ ვ---- კ--------ის მეორე რიგის მემკვიდრე, ვინაიდან პირველი რიგის მემკვიდრეები ცოცხლები აღარ არიან.

 

3.3. აპელანტმა მამიდის, მამიდაშვილების გარდაცვალების შემდეგ ფაქტიური ფლობით მიიღო მამიდის სამკვიდრო ქონება. იგი ხშირად აკითხავდა სამკვიდრო ქონებას. აპელანტი ცდილობდა მოწინაღმდეგე მხარე გასულიყო სადაო ქონებიდან, ვინაიდან მეზობლები შეწუხებულები იყვნენ მოწინააღმდეგე ოჯახის წევრებისგან. მოწინაღმდეგე მხარეს პოლიციაში შეჰქონდა განცხადებები თითქოსდა მათ მიმართ ძალადობდნენ, სანამ ადვოკატი არ ჩაერია და მათთვის ცნობილი არ გახდა, რომ მოწინაღმდეგე მხარეს თაღლითურად გადაუფორმებია 1/2 ნაწილი მამიდის სამკვიდრო ქონება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილების 2.1-2.6 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს შემდეგს:

 

4.2. 08.02.1912წ. დაბადებული ვ---- კ--------ის მშობლები იყვნენ ს--------ე კ--------ე და პ----ი კ--------ე (იხ. ს/ფ 26);

 

4.3. 13.09.1956წ. ვ---- კ--------ე დაქორწინდა პ-----ნ ძ-----–---–ზე. ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ ცოლის გვარი არ შეცვლილა და დარჩა - კ--------ე (იხ. ს/ფ 29);

 

4.4. პ-----ნ ძ-----–---–ის და ვ---- კ--------ის შვილები იყვნენ 2---------წ. დაბადებული ვ------- ძ-----–---–ი და 01--------წ. დაბადებული გ------ ძ-----–---–ი (იხ. ს/ფ 30, 32; 19-22);

 

4.5. ვ---- კ--------ე გარდაიცვალა 13.01.1987 წ. (იხ. ს/ფ 28);

 

4.6. გ------ ძ-----–---–ი და ვ------- ძ-----–---–ი გარდაიცვალნენ 1994 წლის მარტის თვეში (იხ. ს/ფ 31, 33);

 

4.7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი დაბადების მოწმობის თანახმად, 1---------წ. დაბადებული გ------- ძ-----–---–ის მშობლები იყვნენ პ-----ნ ძ-----–---–ი და ვ---- ძ-----–---–ი;

 

4.8. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 22.07.2019წ. წერილის თანახმად: ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის თანახმად, 06.04.1943წ. ზ------------უხის ს/საბჭოს მიერ რეგისტრირებულია დაბადების აქტის ჩანაწერის №10 შემდეგი მონაცემებით: ბავშვი - გ-------ი ძ-----–---–ი, დაბადების თარიღი - 1---------წ., მამა - პ-----ნი მ-----ეს ძე ძ-----–---–ი, დედა - ვ---- ნ--------ის ასული ძ-----–---–ი“ (იხ. ს/ფ 107);

 

4.9. 13.08.2002 წლის ვ---- კ--------ის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა მიღებული აქვს გ------- ძ-----–---–ს. გ------- ძ-----–---–ის განცხადების საფუძველზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 08.08.2001წ. გადაწყვეტილებით (საქმე №2/286) ქ------------ი, კ----ას პ------–--–--. №-–ში მდებარე სახლ–კარი ცნობილია აწ გარდაცვლილი ვ---- ს--------ეს ასული კ--------ის საკუთრებად. იმავე გადაწყვეტილებით გ------- პ-----ნის ძე ძ-----–---–ს გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა. სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, იგი აღსრულებ---–--. მის საფუძველზე გაცემულია სამკვიდრო მოწმობა გ------- ძ-----–---–ის, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის (შვილის) სასარგებლოდ ვ---- კ--------ის ქონების ½ ნაწილზე. შესაბამისად, გ------- ძ-----–---–ი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა ამ ქონების (მთელი ქონების ½ ნაწილი) მესაკუთრედ (იხ. ს/ფ 58-59);

 

4.10. გ------- ძ-----–---–მა მის საკუთრებაში არსებული ქონება 18.09.2002წ. აჩუქა მის მეუღლეს ე----- ჭ--------იას. ე----- ჭ--------ია დარეგისტრირდა ამ ქონების ახალ მესაკუთრედ (იხ. ს/ფ 54-55, 25-36);

 

4.11. გ------- ძ-----–---–ი გარდაიცვალა 12.12.2008წ. (იხ. ს/ფ 102);

 

4.12. 13.03.2019წ. სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ნ---- კ-----–---–იამ, როგორც მამკვიდრებლის მეორე რიგის კანონისმიერი მემკვიდრის ძმისშვილის - კ--- კ--------ის მინდობილმა პირმა, თავისი მიმნდობის სახელით, სსკ-ით დადგენილი წესით, სრულად მიიღო 1987 წლის 13 იანვარს გარდაცვლილი მამიდის ვ---- კ--------ის სამკვიდრო. მემკვიდრემ მამკვიდრებლის სამკვიდრო მიიღო სრულად - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით. სამკვიდრო ქონება შეადგენდა უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის, მდებარე: ზუგდიდი, კ----ას ქუჩა, პირველი ჩიხი №--ში (ს/კ 4-----------) მამკვიდრებლის ½ წილს, რომელიც მემკვიდრის სახელით მისი მინდობილი პირის მიერ შეფასებული იქნა 20 000 ლარად (იხ. ს/ფ 19-22);

 

4.13. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა ვ---- კ--------ის სამკვიდრო ქონებაზე გ------- ძ-----–---–ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ½ ნაწილის ბათილად ცნობას; გ------- ძ-----–---–სა და ე----- ჭ--------იას შორის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას და კ--- კ--------ის ქ------------ი, კ----ას 1–ლი ჩიხი №-–ში მდებარე 514 მ2 მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის ს/კ 4----------- მესაკუთრედ ცნობას;

 

4.14. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ სადავო სამკვიდრო ქონება ირიცხებოდა ვ---- კ--------ის სახელზე, რომელიც იყო კ--- კ--------ის მამიდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაბადების მოწმობებით და 13.03.2019წ. სამკვიდრო მოწმობით) ირკვევა, რომ ვ---- კ--------ეს ჰყავდა მხოლოდ ორი შვილი აწ. გარდაცვლილები - გ------ და ვ------- ძ-----–---–ები. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ გარდაცვლილია მისი მეუღლეც - პ-----ნ ძ-----–---–იც;

 

4.15. დადგენილია, რომ 13.08.2002 წლის ვ---- კ--------ის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა მიღებული აქვს გ------- ძ-----–---–ს. გ------- ძ-----–---–ის განცხადების საფუძველზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 08.08.2001წ. გადაწყვეტილებით (საქმე №2/286) ქ------------ი, კ----ას პ------–--–--. №-–ში მდებარე სახლ–კარი ცნობილია აწ გარდაცვლილი ვ---- ს--------ეს ასული კ--------ის საკუთრებად. იმავე გადაწყვეტილებით გ------- პ-----ნის ძე ძ-----–---–ს გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა. სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, იგი აღსრულებულია. მის საფუძველზე გაცემულია სამკვიდრო მოწმობა გ------- ძ-----–---–ის, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის (შვილის) სასარგებლოდ ვ---- კ--------ის ქონების ½ ნაწილზე. შესაბამისად, გ------- ძ-----–---–ი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა ამ ქონების (მთელი ქონების ½ ნაწილი) მესაკუთრედ;

 

4.16. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, რომ გ------- ძ-----–---–ი იყო ვ---- ნ--------ის ასული ძ-----–---–ის შვილი და არა მამკვიდრებლის ვ---- ს--------ეს ასული კ--------ის შვილი. 1---------წ. დაბადებული გ------- ძ-----–---–ის მშობლები იყვნენ პ-----ნ ძ-----–---–ი და ვ---- ძ-----–---–ი. ამდენად, იგი იყო პ-----ნ ძ-----–---–ის შვილი პირველი ქორწინებიდან. ამის შემდეგ კი პ-----ნ ძ-----–---–ი უკვე მეორედ 13.09.1956წ. დაქორწინდა ვ---- კ--------ეზე. ამასთან, ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ ცოლის გვარი არ შეცვლილა და დარჩა - კ--------ე. შესაბამისად, გ------- ძ-----–---–ი ვერ იქნებოდა ვ---- კ--------ის კანონისმიერი მემკვიდრე;

 

4.17. მართალია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გ------- ძ-----–---–ს გაუგრძელდა ვ---- კ--------ის სამკვიდროს მიღების ვადა, შემდგომ კი გაიცა სამკვიდრო მოწმობა გ------- ძ-----–---–ის, როგორც ვ---- კ--------ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის - შვილის სასარგებლოდ ვ---- კ--------ის დანაშთი ქონების ქონების ½ ნაწილზე, თუმცა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოცემული დავის გადაწყვეტისას ვერ ექნება პრეიუდიციული მნიშვნელობა;

 

4.18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია, ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქლაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ; ამ ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, პრეიუდიციულად დადგენილია ფაქტები, რომლებიც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, მხოლოდ ერთი აუცილებელი პირობით - თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაში იგივე პირები, ე.ი. იგივე მოსარჩელე, იგივე მოპასუხე, ან იგივე მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნით მონაწილეობს;

 

4.19. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ გ------- ძ-----–---–ის მიერ წარდგენილი განცხადება არ განხილულა სასარჩელო წარმოების წესით (განცხადება განხილულია უდავო სამართალწარმეობის წესით და მისი განხილვის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა კანონისმიერი მემკვიდრე), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 08.08.2001წ. გადაწყვეტილებას ვერ ექნება პრეიუდიციული ძალა და ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები საფუძვლად ვერ დაედება მოცემული დავის გადაწყვეტას (იხ. უზენასესი სასამართლოს 24/01/2014წ. #ას-911-869-2013 განჩინება);

 

4.20. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად,. ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს;

 

4.21. დადგენილია, რომ გ------- ძ-----–---–ის, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის (შვილის) სასარგებლოდ ვ---- კ--------ის ქონების ½ ნაწილზე გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა, რის საფუძველზედაც სადავო უძრავი ქონება დარეგისტრირდა მის საკუთრებაში. ვინაიდან, გ------- ძ-----–---–ი არ იყო ვ---- კ--------ის შვილი და შესაბამისად, პირველი რიგის მემკვიდრე, არსებობს აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები. ამდენად, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა საფუძლიანია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

4.22. დადგენილია, რომ გ------- ძ-----–---–მა მის საკუთრებაში არსებული ქონება 18.09.2002წ. აჩუქა მეუღლეს ე----- ჭ--------იას, რის საფუძლზედაც ე----- ჭ--------ია დარეგისტრირდა ამ ქონების ახალ მესაკუთრედ;

 

4.23. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება);

 

4.24. მოჩვენებითი გარიგების დროს, ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს, კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ);

 

4.25. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მჩუქებელი და დასაჩუქრებული არიან ცოლ-ქმარი, რომლისთვისაც ცნობილი უნდა ყოფილიყო ის გარემოება, რომ მისი მეუღლე არ იყო მამკვიდრებლის ვ---- კ--------ის შვილი და შესაბამისად, პირველი რიგის მემკვიდრე, შესაბამისად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ე----- ჭ--------იამ იცოდა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მჩუქებელს, გ------- ძ-----–---–ს საკუთრების უფლება არ ჰქონდა მოპოვებული კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჩანაწერი ქონებაზე მისი საკუთრების თაობაზე არასწორი იყო, ხოლო ასეთ ვითარებაში გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, ადასტურებს ამ გარიგების მოჩვენებითობას და მხარეთა მიზანს, შემძენის კეთილსინდისიერებაზე მითითებით თავიდან აეცილებინათ უძრავი ქონების კანონისმიერი მემკვიდრისათვის გადაცემა. ამ გარემოების გათვალისწინებით, პალატა ადგენს, რომ გარიგება მოჩვენებითია, სკ-ის 56-ე მუხლის შესაბამისად ბათილია, რაც ადასტურებს აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს;

 

4.26. დადგენილია, რომ 13.03.2019წ. სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ნ---- კ-----–---–იამ, როგორც მამკვიდრებლის მეორე რიგის კანონისმიერი მემკვიდრის ძმისშვილის - კ--- კ--------ის მინდობილმა პირმა, თავისი მიმნდობის სახელით, სსკ-ით დადგენილი წესით სრულად მიიღო 1987 წლის 13 იანვარს გარდაცვლილი მამიდის ვ---- კ--------ის სამკვიდრო. მემკვიდრემ მამკვიდრებლის სამკვიდრო მიიღო სრულად - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით. სამკვიდრო ქონება შეადგენდა უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის, მდებარე: ზუგდიდი, კ----ას ქუჩა, პირველი ჩიხი №--ში (ს/კ 4-----------) მამკვიდრებლის ½ წილს, რომელიც მემკვიდრის სახელით მისი მინდობილი პირის მიერ შეფასებულია 20 000 ლარად;

 

4.27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი;

 

4.28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა;

 

4.29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1337-ე მუხლის თანახმად, წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას;

 

4.30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო;

 

4.31. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვ---- კ--------ეს არ დაუტოვებია ანდერძი, ამასთან, არ დარჩა პირველი რიგის მემკვიდრე, რის გამოც სამკვიდრო მოწმობა სრული მოცულობით - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით გაიცა მეორე რიგის მემკვიდრეზე, მის ძმისშვილზე, კ--- კ--------ეზე, არსებობს სადავო უძრავი ქონების მის სახელზე აღრიცხვის საფუძვლები. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

4.32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

4.33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;

 

4.34. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. კ--- კ--------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; კ--- კ--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს; ბათილად უნდა იქნას ცნობილი ვ---- კ--------ის სამკვიდრო ქონებაზე გ------- ძ-----–---–ის სასარგებლოდ 13.08.2002წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობა ვ---- კ--------ის დანაშთი ქონების ½ ნაწილის მიღების თაობაზე; ბათილად უნდა იქნას ცნობილი გ------- ძ-----–---–სა და ე----- ჭ--------იას შორის 18.09.2002წ. დადებული ჩუქების ხელშეკრულება ქ------------ი, კ----ას 1–ლი ჩიხი №-–ში მდებარე უძრავ ქონებაზე; ქ------------ი, კ----ას 1–ლი ჩიხი №-–ში მდებარე 514 მ2 მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა ს/კ.: 4----------- მესაკუთრედ ცნობილი უნდა იქნას კ--- კ--------ე;

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა;

 

6.2. დადგენილია, რომ კ--- კ--------ის სააპელაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, ე----- ჭ--------იას კ--- კ--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად პირველი ინსტანციისათვის (120 ლარი) და სააპელაციო წარმოებისათვის (240 ლარი) გადახდა ჯამში - 360 ლარის ოდენობით;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. კ--- კ--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. კ--- კ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

3.1. ბათილად იქნას ცნობილი ვ---- კ--------ის სამკვიდრო ქონებაზე გ------- ძ-----–---–ის სასარგებლოდ 13.08.2002წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობა ვ---- კ--------ის დანაშთი ქონების ½ ნაწილის მიღების თაობაზე;

 

3.2. ბათილად იქნას ცნობილი გ------- ძ-----–---–სა და ე----- ჭ--------იას შორის 18.09.2002წ. დადებული ჩუქების ხელშეკრულება ქ------------ი, კ----ას 1–ლი ჩიხი №-–ში მდებარე უძრავ ქონებაზე;

 

3.3. ქ------------ი, კ----ას 1–ლი ჩიხი №-–ში მდებარე 514 მ2 მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა საკადასტრო კოდით 4-----------, მესაკუთრედ ცნობილი იქნას კ--- კ--------ე;

 

4. ე----- ჭ--------იას კ--- კ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის/აპელანტის მიერ რაიონულ და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 360 ლარის ოდენობით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ლაურა მიქავა

 

მოსამართლეები: თამარ სვანიძე

 

ინდირა მაშანეიშვილი