განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2020
საქმის ნომერი
190100119003189924
ინსტანცია
თარიღი
02.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100119003189924

საქმე №1b/447-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 აპრილი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვახტანგ მრელაშვილი

 

მსჯავრდებულ ჰ---------- გ---–----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ-- ბ------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ჰ---------- გ---–----ს (------------------ მიმართ, (დაბადებული: 1----–-–-------------------, ა-------------- რესპუბლიკის მოქალაქე, საშუალო განათლებით, პასპორტის ნომერი A------------- დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ.: ა-------------- რესპუბლიკა, ქ----------------–-----------–---- ზ------------------------------–ი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოსსსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 იანვრის განაჩენით: ჰ---------- გ---–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ჰ---------- გ---–---- დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა- თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

ჰ---------- გ---–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 29 ივლისიდან.

 

მხარეთა პოზიცია:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჰ---------- გ---–----ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ-- ბ-----ემ და ითხოვა ჰ---------- გ---–----ს მიმართ სასჯელის შემსუბუქება. სააპელაციო საჩივრის მიხედვით მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია დანაშაული, უდაოდ ცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი, შესაბამისად აპელანტის პოზიციით ჰ---------- გ---–----ს მიმართ უნდა განისაზღროს სასჯელის უფრო მსუბუქი ფორმა, კერძოდ 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ჰ---------- გ---–----- ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.

 

ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

ჰ---------- გ---–----- გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა და უკანონოდ ინახავდა 27,71 გრამი ფსიქოაქტიური ნივთიერება ADB-FUBINANACA (კანაბინომიმეტრულად მოქმედ ნაერთთა კლასი) თავის დროებით საცხოვრებელ ოთახში, რაც ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ 2019 წლის 29 ივლისს მისი დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას და 2019 წლის 22 აგვისტოს მისი ა/მანქანის ჩხრეკისას.

 

ჰ---------- გ---–-----, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შემდეგ ინახავდა 181,2493 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მდმა" (3,4- მეტილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 1,5069 გრ. ნარკოტიკულ საშუალება "ბუპრენორფინი", რაც ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ 2019 წლის 29 ივლისს მისი პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჰ---------- გ---–----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ-- ბ------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი;

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილ-- საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილ-- ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ჰ---------- გ---–----ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

2019 წლის 23 სექტემბერს წინასასამართლო სხდომაზე ჰ---------- გ---–----- წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უდავოდ გახადა, დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოში წინასასამართლო სხდომაზე უდაოდ ცნობილი მტკიცებულებების (---–--------------------–--------------–-----–--–---–-----------------–----------–-------------------------------------- ბრალდებულის პირადი, ა/მანქანის და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებს, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებს, ჰ---------- გ---–----ს აღიარებითი ჩვენებას დასხვა მტკიცებულებებს) შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მსჯავრდებულ ჰ---------- გ---–----- ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.

 

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილ-- საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება მითითებულ-- "მდმა" (3,4-მეტილენდიოქსიმეტამფეტამინი) და "ბუპრენორფინი", ამავე მუხლის ჰ11 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნული ქმედებას, რომელიც დაკავშირებულ-- სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ჰ13 პუნქტის მიხედვით შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით "მდმა" (3,4-მეტილენდიოქსიმეტამფეტამინი) და "ბუპრენორფინი" 0,2 გრამიდან ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, ხოლო 1 გრამიდან - განსაკუთრებით დიდ ოდენობად. ამავე ნუსხის თანახმად, ADB- FUBINANACA (კანაბინომიმეტრულად მოქმედ ნაერთთა კლასი) განეკუთვნება ფსიქოაქტიური ნივთიერებათა კლასს.

 

საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნისთვის; ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი ამ მუხლის მე-2 ნაწილი ვრცელდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ნებისმიერ ოდენობაზე.

 

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება არის ამ კანონის დანართებით განსაზღვრული ნივთიერება ან მინარევი, რომელსაც მოხმარების შემთხვევაში ადამიანის სხეულში ფსიქოაქტიური ზეგავლენის გამოწვევა შეუძლ--; დანართში №2 მითითებულ-- ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასების ძირითადი ქიმიური სტრუქტურების კერძოდ კი კანაბინომიმეტურად მოქმედი ნაერთების შემცველი სტრუქტურების ჩამონათვალი, აგრეთვე ყველა ის ნივთიერება ან მინარევი, რომელიც რომელიმე ზემოაღნიშნულ ძირითად ქიმიურ სტრუქტურას შეიცავს.

 

საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის.

 

სააპელაციო პალატამ მოახდინა უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილ--, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. ევროპულმა კომისიამ საქმეში Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v Greece (The Greek case), ”გონივრულ ეჭვს მიღმა” სტანდარტი განმარტა, როგორც ”არა ისეთი ეჭვი, რომელიც მხოლოდ დაფუძნებულ-- თეორიულ შესაძლებლობაზე ან წარმოშობილ-- რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი დასკვნები, არამედ ეჭვი, რომლის მიზეზები გამომდინარეობს წარდგენილი ფაქტებიდან”.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილ-- ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ჰ---------- გ---–----ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი, დანიშნული სასჯელი კი კანონიერი და სამართლ--ნი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ჰ---------- გ---–----ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ჰ---------- გ---–----ს შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ გამოვლენილა.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლში მითითებულ--, თუ რა შემთხვევებში მიიჩნევა სასამართლოს განაჩენი კონონიერად, დასაბუთებულად და სამართლ--ნად: ,,1) განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილ-- საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში, 2) განაჩენი დასაბუთებულ--, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და 3) განაჩენი სამართლ--ნია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

 

რაც შეეხება სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ-- ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლ--ნობის აღდგენა და მისი შემსუბუქების ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებები არ არის სახეზე.

 

სასამართლომ სასჯელის სამართლ--ნობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, ნაწილობრივ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ჰ---------- გ---–----ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომის შემცირების თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდაოდ ცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ სხვა გარემოებებთან ერთად, გათვალისწინებული იქნა პირველი ინსტანციის მიერ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.

 

თუმცა სააპელაციო პალატა ითვალისწინებს ჰ---------- გ---–----ს მიერ ჩადენილი დანაშაულების მოტივს და მიზანს, ნარკოტიკული საშუალების სახეს და ოდენობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მსჯავრდებულის პიროვნებას და წარსულ ცხოვრება, ასევე პალატა ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათს, უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების სახეობას, მსჯავრდებულის ასაკს და მისი ოჯახურ მდგომარეობას, შესაბამისად მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ჰ---------- გ---–----ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი რომელიც დანიშნულ-- დანაშაულთა ერთობლიობით, უნდა შემცირდეს 1 წლით, რაც იქნება მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციული, რათა მან გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულისათვის დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 9 (ცხრა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა იქნება მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ჰ---------- გ---–----- გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლ--ნობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, ნარკოტიკული დანაშაულის თავიდან აცილებას.

 

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებები.

 

აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

ჰ---------- გ---–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სს საქმეზე ამოღებული.

 

ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერებები - (ინახება შსს ცკპდ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში და ქვ. ქართლის პოლიციის დეპატამენტში) - უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

პირადი ნივთები და ა/მანქანა უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ჰ---------- გ---–----ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ლ-- ბ------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 იანვრის განაჩენში ჰ---------- გ---–----ს მიმართ შევიდეს ცვლილება.

 

ჰ---------- გ---–---- (------------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ჰ---------- გ---–---- დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) წლის ვადით.

 

ჰ---------- გ---–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 29 ივლისიდან.

 

ჰ---------- გ---–---- "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად:

 

03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სს საქმეზე ამოღებული:

 

ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერებები - (ინახება შსს ცკპდ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში და ქვ. ქართლის პოლიციის დეპატამენტში) - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

პირადი ნივთები და ა/მანქანა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით, განჩენის გამოტანიდან ერთ თვის ვადაში.

 

თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი

 

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვახტანგ მრელაშვილი