განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142220700110734
საქმე №1აგ/36-20აგ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 აპრილი, 2020 წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
მაია თეთრაული
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ------- ხ-------–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით პროკურორსა და ბრალდებულ კ------- ხ-------–ს შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც კ------- ხ-------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
კ------- ხ-------–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო საქმიანობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენით პროკურორსა და ბრალდებულ კ------- ხ-------–ს შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც კ------- ხ-------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ( 2013 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 03 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 03 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და კ------- ხ-------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 03 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ------- ხ-------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლისა და 03 (სამი) თვის გამოსაცდელი ვადით.
კ------- ხ-------–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო საქმიანობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ-საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
კ------- ხ-------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 30 დეკემბრიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2013 წლის 14 ნოემბრიდან 2013 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი კ------- ხ-------–ის შუამდგომლობა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადასინჯვის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 04 ნოემბერის განაჩენით დაკმაყოფილდა კ------- ხ-------–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:
კ------- ხ-------–ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ოდენობით. მხედველობაში იქნა მიღებული, რომ კ------- ხ-------–ი პატიმრობაში იმყოფებოდა 2013 წლის 30 დეკემბრიდან 2014 წლის 29 მაისის ჩათვლით, ამასთან, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2013 წლის 14 ნოემბრიდან 2013 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით და აღნიშნულ ეპიზოდში მას განესაზღვრა (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილის გათვალისწინებით) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 60 (სამოცი) საათის ოდენობით, რაც ჩაეთვალა პირობით.
კ------- ხ-------–ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ოდენობით, რაც ჩაეთვალა პირობით.
კ------- ხ-------–ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ოდენობით. მხედველობაში იქნა მიღებული, რომ კ------- ხ-------–ი პატიმრობაში იმყოფებოდა 2013 წლის 30 დეკემბრიდან 2014 წლის 29 მაისის ჩათვლით, ამასთან, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2013 წლის 14 ნოემბრიდან 2013 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით და (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილის გათვალისწინებით) გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და კ------- ხ-------–ს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 აპრილის განაჩენით კ------- ხ-------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და შეეფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით. რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა კ------- ხ-------–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 04 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით და საბოლოოდ კ------- ხ-------–ს შეეფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
კ------- ხ-------–ს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, აგრეთვე საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონი გავრცელდა მსჯავრდებულ კ------- ხ-------–ის მიმართ.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება: კ------- ხ-------–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-მუხლის პირველ ნაწილზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება: კ------- ხ-------–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლიდან ( 2013 წლის 14 ნოემბრის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-მუხლის პირველ ნაწილზე.
კ------- ხ-------–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლიდან (2013 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-მუხლის პირველ ნაწილზე.
აღნიშნული განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 აპრილის განაჩენში შეტანილი იქნა ცვლილება: კ------- ხ-------–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 20 (ოცი) საათის ვადით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით კ------- ხ-------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით კ------- ხ-------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა კ------- ხ-------–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით გსანსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 (ას ოთხმოცი) საათი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ------- ხ-------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ კ------- ხ-------–ის სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
2020 წლის 18 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა კ------- ხ-------–მა და მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №1/13/732) საფუძველზე, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო ხაშურის რაიონული სასმართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის, გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენების გადასინჯვა, დანიშნული სასჯელებისგან გათავისუფლება, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენა და ნასამართლობის მოხსნა.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ კ------- ხ-------–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, ადმინისტრაციულსახდელდადებულ კ------- ხ-------–ს 2013 წლის 23 ოქტომბერს ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონოდ მოხმარებისთვის მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე, მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლის ვადით ჩამოერთვა უფლებები. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის კანონის საფუძველზე ცვლილება იქნა შეტანილი და კ------- ხ-------–ის ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის 1-ლ ნაწილზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2018 წლის 30 ნოემბრის კანონით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის სათაურში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნაცვლად ,,მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისა“, დასჯადი გახდა ,,მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გაგზავნა ან/და გასაღება“, რომლის პირველი ნაწილის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევ პირს. ,,მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან/და გადაგზავნისათვის“ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა კი განისაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.
ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2018 წლის 30 ნოემბრის კანონით შეტანილი ცვლილების საფუძველზე კ------- ხ-------–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებაში და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი - კ------- ხ-------–ი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და უნდა გათავისუფლდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით აღნიშნული მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და, შესაბამისად, უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2018 წლის 30 ნოემბრის კანონით შეტანილი ცვლილების საფუძველზე ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო ასევე უნდა გადაისინჯოს კ------- ხ-------–ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 ნოემბრის განაჩენი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინება. კერძოდ:
საქმის მასალების მიხედვით გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენით პირობით მსჯავრდებულმა კ------- ხ-------–მა 2013 წლის 14 ნოემბერს ჩაიდინა მცირე ოდენობით - 4,14 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანას“ უკანონოდ შეძენა-შენახვა; მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, რისთვისაც მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - 14 ნოემბრის ეპიზოდი (უკანონო შეძენა-შენახვა) - 30 დეკემბრის ეპიზოდი (უკანონო მოხმარება). შეძენა-შენახვისთვის კ------- ხ-------–ს განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მოხმარებისთვის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 ნოემბრის განაჩენით ცვლილება იქნა შეტანილი და შეძენა-შენახვისთვის (14 ნოემბრის ეპიზოდი) განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით, რაც 2013 წლის 30 დეკემბრიდან 2014 წლის 29 მაისის ჩათვლით და 2013 წლის 14 ნოემბრიდან 2013 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 60 საათით, რაც ასევე ჩაეთვალა პირობით, ხოლო მოხმარებისთვის (30 დეკემბრის ეპიზოდი) განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით. აღნიშნულ განჩინებაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შევიდა ცვლილება და კ------- ხ-------–ის ქმედება დაკვალიფიცირდა 2731 მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 160 საათით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილების საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით, რაც ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 ნოემბრის განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი - კ------- ხ-------–ი უნდა გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ უკანონოდ მოხმარებისათვის (2013 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებობისგან, ხოლო იმავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით მცირე ოდენობით - 4,14 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანას“ უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებაში შეტანილი ცვლილება კვალიფიკაციის და სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი - კ------- ხ-------–ი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (შეძენა-შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათით, რაც 2013 წლის 30 დეკემბრიდან 2014 წლის 29 მაისის ჩათვლით და 2013 წლის 14 ნოემბრიდან 2013 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით უნდა შემცირდეს და (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილის გათვალისწინებით) უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისაგან. ამასთან, უცვლელი უნდა დარჩეს გორის რაინული სასამართლოს მიერ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლის ვადით ჩამორთმეული უფლებები.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის განაჩენით კ------- ხ-------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2018 წლის 30 ნოემბრის კანონის თანახმად, კ------- ხ-------–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებაში და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი - კ------- ხ-------–ი ცობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და უნდა გათავისუფლდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის განაჩენით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 ნოემბრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი კი (რომლისგანაც გათავისუფლდა) უნდა დარჩეს უცვლელი. ასევე უცვლელი უნდა დარჩეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლის ვადით ჩამორთმეული უფლებები.
საქმის მასალებით, კ------- ხ-------–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 27 სექტემბერს ქ. თბილისში, გ---------–---–ის გამზირზე კ------- ხ-------–ი მართავდა ,,ტოიოტას“ მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით U--------. აღნიშნულის გამო მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარი, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენით უცვლელად იქნა დატოვებული, ხოლო ჯარიმა დღეის მდგომარეობით აღუსრულებელია. (იხ. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 26 მარტის #A---------------- მომართვა).
პალატას მიაჩნია. რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენში და სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი და კ------- ხ-------–ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 381-ე უხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის მოხდისაგან - 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდისაგან, ვინაიდან გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე (შეძენა-შენახვა) ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლის ვადით ჩამორთმეული უფლებების ვადა გავიდა 2017 წლის 21 მარტს. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის განაჩენში შეტანილი ცვლილების გამო, 2017 წლის 27 სექტემბრისთვის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის აღუსრულებლობას კ------- ხ-------–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ კ------- ხ-------–ის საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე, რის გამოც ის უნდა გათავისუფლდეს როგორც საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, ისე 381-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ასევე უნდა აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
პალატა აქვე აღნიშნავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 ნოემბრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისგან კ------- ხ-------–ი გათავისუფლებულია, ასევე გასულია ამავე განაჩენითა და განჩინებით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებების ამორთმევის სამწლიანი ვადა, რის გამოც აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა დამატებით აღარ იქონიებს მსჯელობას. რაც შეეხება ნასამართლობას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ნასამართლობა სახეზე არ გვაქვს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2018 წლის 30 ნოემბრის კანონით შესული ცვლილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ------- ხ-------–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
კ------- ხ-------–ი გათავისუფლდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
კ------- ხ-------–ს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
კ------- ხ-------–ი გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (მოხმარება) დანიშნული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან.
კ------- ხ-------–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (შეძენა-შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათით, რაც 2013 წლის 30 დეკემბრიდან 2014 წლის 29 მაისის ჩათვლით და 2013 წლის 14 ნოემბრიდან 2013 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადა (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილის მხედველობაში მიღებით) ჩაეთვალოს მოხდილ სასჯელში.
კ------- ხ-------–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
კ------- ხ-------–ი გათავისუფლდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
უცვლელი დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთმეული უფლებები.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ 2017 წლის 21 მარტის მდგომარეობით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთმეული უფლებების ვადა გასულია.
კ------- ხ-------–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელისაგან.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. თეთრაული