განაჩენი

სისხლის სამართლის 10.03.2020
საქმის ნომერი
330100117001817465
ინსტანცია
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001817465

საქმე №1ბ/409-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

გიორგი სვანიძის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორების - ნ---------------–-–---–ის, ნ---------------ის,ა---–--–------ის, ო--------------ის

ადვოკატ - ლ-------------–-–---–ის

მსჯავრდებულების - დ---------–----ის, მ-------------------ის, ბ-----------------–---–ის

 

მონაწილეობით,მსჯავრდებულ დ---------–----ის, მ-------------------ის და ბ-----------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

დ---------–----ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 19 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ი----------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

მ-------------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 20 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №5----------, საშუალო-ტექნიკური განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის ჭ------------------–----------–-- ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, გლდანი, მე-6 მ/რაიონი, ხ--------------- ბინა №25ა-ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ბ-----------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 01 მაისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის ქ. თბილისი, სოსო მგალობლიშვილის ქუჩა №6/1-ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ვ----–----------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 თებერვლის განაჩენით:

დ---------–----ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლზე მითითება და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

მ-------------------ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლზე მითითება და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

ბ-----------------–---–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლზე მითითება და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

დ---------–----ეს, მ-------------------ეს და ბ-----------------–---–ს მსჯავრი დაედოთ მასზედ, რომ მათ ჩაიდინეს ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

დ---------–----ემ, მ-------------------ემ და ბ-----------------–---–მა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, განახორციელეს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა. კერძოდ, 2015 წლის 06 აპრილიდან 2016 წლის 11 აპრილამდე დროის მონაკვეთში, შპს „-------- ეწეოდა სათამაშო ბიზნეს-საქმიანობას, ფლობდა შესაბამის ლიცენზიას და საქმიანობას აწარმოებდა ვებ-გვერდ - w------------------ის მეშვეობით. აღნიშნული შპს „--------ის დირექტორი იყო მ-------------------ე, ხოლო ფაქტობრივად მართავდა მისი ნათესავი - დ---------–----ე, ასევე ეხმარებოდა ბ-----------------–---–ი, რომელიც იყო ზემოაღნიშნული დომენის მესაკუთრე. სათამაშო ბიზნეს-ლიცენზიას ფლობდა ასევე, შპს „---------------, რომელიც ფლობდა ტოტალიზატორებსა და სლოტ-კლუბებს, გარდა ამისა, საქმიანობას ახორციელებდა ელექტრონულად ვებ-გვერდის w--------------------ის მეშვეობით. 2015 წლის სექტემბერიდან, შპს „----------------ის დაკვეთით ფუნქციონირება დაიწყო ზემოაღნიშნული საიტის w--------------------ის ახალმა ვერსიამ ახალი პროგრამული კოდებით, რომელიც დაუკვეთა პროგრამისტ ლ--------–---–---–ს რამდენიმე თვით ადრე შესაბამისი ანაზღაურების - 20 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ. 2015 წლის ნოემბრიდან, ელექტრონულ-ტოტალიზატორ w------------------ის ვებ-გვერდზე დაიწყო w--------------------ის განახლებული პროგრამული კოდების კოპირება, ატვირთვა და გამოყენება. კერძოდ, ვებ-გვერდის მისამართი იყო w-----------------, ხოლო გვერდის დიზაინი და პროგრამული შიგთავსი იყო w--------------------ის ანალოგი.

2016 წლის მარტში, შპს „----------------მა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სარჩელის განხილვამდე აკრძალულიყო შპს „--------ის ვებ-გვერდზე - w------------------ის სპორტის ნაწილის გამოყენება (მათ შორის „ლაივი“ და „პრემატჩი“). 2016 წლის 28 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა შპს „----------------ის სარჩელი და გამოსცა განჩინება, რომლის თანახმად, შპს „-------- აეკრძალა ვებ-გვერდის - w------------------ის სპორტის ნაწილის, მათ შორის „ლაივის“ და „პრემატჩის“ მომხმარებლის მხარის გამოყენება. 2016 წლის 29 მარტს, გამოიცა სააღსრულებო ფურცელი, მეორე დღეს კი დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რომლის ფარგლებშიც, აღმასრულებლებმა შპს „-------- გაუგზავნეს არაერთი შეტყობინება, როგორც ფოსტის მეშვეობით, ასევე - მისამართზე პირადად გამოცხადების გზით, თუმცა, არაერთი გამოცხადების მიუხედავად, შპს „--------- წარმომადგენლისათვის სასამართლოს განჩინების გადაცემა მოხდა მხოლოდ 2016 წლის 08 აპრილს (გადაეცა მოლარეს - ნ------------–-----ეს). აღნიშნული აკრძალვის მიუხედავად, მ-------------------ემ, დ---------–----ემ და ბ-----------------–---–მა განიზრახეს გაეუქმებინათ შპს „-------- და მის ნაცვლად თვალთმაქცურად შექმნეს ახალი შპს „---------–--------, რომლის დირექტორად გაფორმდა ბ-----------------–---–ი. თუმცა, როგორც 2016 წლის 13 აპრილს შედგენილი ფაქტების კონსტატაციის ოქმით დასტურდება, ვებ-გვერდი w----------------- კვლავ აგრძელებდა სასამართლოს განჩინებით აკრძალულ საქმიანობას და ფუნქციონირებდა სპორტის ნაწილის, მათ შორის, „ლაივის“ და „პრემატჩის“ მომხმარებლის მხარის გამოყენება, რითაც მოხდა ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სწორედ მ-------------------ის, დ---------–----ის და ბ-----------------–---–ის ქმედებებით. 2016 წლის 31 მარტს, მ-------------------ემ მიმართა შემოსავლების სამსახურს განცხადებით, რომ წყვეტდა სამორინეს მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ საქმიანობას. იმავე წლის 07 აპრილს მანვე მიმართა განცხადებით, რომ გაუქმებულიყო სამორინეს მოწყობის ნებართვა, გაცემული 2015 წლის 06 აპრილს, რის გამოც, ძალადაკარგულად ჩაითვალა 2015 წლის 6 აპრილის ბრძანება და გაუქმდა შპს „---------- გაცემული ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა №---------. მიუხედავად ამისა, w------------------ს 2016 წლის 11 აპრილის ჩათვლით კვლავ იყენებდა შპს „--------, თუმცა, დომენი w----------------- ეკუთვნოდა ბ-----------------–---–ს. 2016 წლის 31 მარტს, დაარსდა და დარეგისტრირდა შპს „---------–-------- (დამფუძნებელი დირექტორი ბ-----------------–---–ი), რომელმაც იმავე წლის 11 აპრილს მიიღო ტოტალიზატორის მოწყობის ლიცენზია, ხოლო 13 აპრილს მიიღო სამორინეს ლიცენზია.

2016 წლის 02 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის - შპს „----------------ის სარჩელი და შპს „-------- აუკრძალა ვებ-გვერდის - w-------------------ის პროგრამული კოდების გამოყენება. წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ბ-----------------–---–მა, დ---------–----ემ და მ-------------------ემ გადაწყვიტეს შპს „---------–--------- დირექტორი კვლავ შეეცვალათ და 2016 წლის 02 აგვისტოს მონაცემებით, საჯარო რეესტრის ამონაწერში შპს „---------–--------- 100%-იანი წილის მმართველად და დირექტორად დაფიქსირდა დ---------–----ე, რითაც კიდევ ერთხელ განახორციელეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა. გარდა ზემოაღნიშნულისა, ვებ-გვერდი w------------------ის ელექტრონული გვერდი დათვალიერდა ასევე 2016 წლის 16 და 20 აგვისტოს, რა დროსაც კვლავ დადასტურდა სპორტის ნაწილის, მათ შორის „ლაივის“ და „პრემატჩის“ ფუნქციონირება მომხმარებლის მხარის გამოყენების კუთხით, რა დროსაც დაუბრკოლებლად წარმოებდა ფსონების მიღება. ამავდროულად, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ამ შემთხვევაშიც პროგრამული კოდები იყო w--------------------ის, შესაბამისად, მოხდა ძალაში შესული 2016 წლის 02 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სწორედ მ-------------------ის, დ---------–----ის და ბ-----------------–---–ის ერთობლივი ქმედებებით.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ---------–----ის, მ-------------------ის და ბ-----------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ-------------–-–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი არის დაუსაბუთებელი და იგი უნდა გაუქმდეს, რადგან საქმეში არ მოიპოვება ბრალეულობის დამადასტურებელი ერთი მტკიცებულებაც კი, პირიქით, საქმეში მოიპოვება არაერთი პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულება, რომლებიც უშუალოდ მიუთითებენ ბრალდებულთა უდანაშაულობაზე. სასამართლო ფაქტობრივად დაეყრდნო დაზარალებულის წარმომადგენლის მიერ სასამართლო პროცესზე გაცხადებულ ვარაუდებს, რომლებიც საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე ცალსახად გააბათილა დაცვის მხარემ.

აპელანტმა ერთმანეთისგან გამოჰყო ეპიზოდები, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედებოდათ ბრალდებულებს: 1) 2016 წლის 13 აპრილის ეპიზოდი უკავშირდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის განჩინების მოთხოვნის შეუსრულებლობას. ამ განჩინებით, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე შპს „-------- საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აეკრძალა w------------------ზე სპორტული ნაწილის ამუშავება. მიუხედავად ამისა, 13 აპრილს ვებ-გვერდზე სპორტული ნაწილი ამუშავდა; 2) 2016 წლის 16 და 20 აგვისტოს ეპიზოდები, რომელიც, ბრალდების პოზიციის თანახმად, გულისხმობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობას. ამ გადაწყვეტილებით შპს „-------- აეკრძალა w--------------------ის სპორტული ნაწილის კოდების გამოყენება, თუმცა ამ მომენტიდანვე გაუქმდა სპორტული ნაწილის მუშაობის აკრძალვა. მიუხედავად ამისა, ბრალდების თანახმად, აგვისტოს თვეში ბრალდებულებმა აკრძალული კოდები გამოიყენეს.

აპელანტის განმარტებით, პირველ ეპიზოდთან მიმართებით ბრალდების მხარემ შეძლო სასამართლოში დაედასტურებინა მხოლოდ შემდეგი ფაქტები: სასამართლოს მიერ 2016 წლის 28 მარტის განაჩენით დადგენილი აკრძალვის არსებობა და 2016 წლის 13 აპრილს შპს „---------–--------- მიერ მის მფლობელობაში არსებულ ონლაინ სამორინე w------------------ზე სპორტული ნაწილის ამუშავება. აღნიშნული გარემოებები დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, თუმცა მასში დანაშაულის ნიშნების არსებობა ვერ დაინახეს ვერც შპს „--------- ხელმძღვანელის და ვერც შპს „---------–--------- ხელმძღვანელის მხრიდან. აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა, რომ ამ ორი კომპანიის წარმომადგენლები დანაშაულებრივად შეკავშირდნენ, გააუქმეს ერთი კომპანია და დააფუძნეს მეორე გადაწყვეტილების შესრულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, რათა უკანონოდ გაეგრძელებინათ საქმიანობა. თუმცა ბრალდების მხარემ ამ გარემოების დამადასტურებელი ერთი მტკიცებულებაც ვერ წარმოადგინა. ასეთ შემთხვევაში კი მსჯავრდებულთა მხრიდან ინდივიდუალურად, ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე დანაშაულის ჩადენა გამოირიცხება. აპელანტმა ასევე მიუთითა, შეეძლოთ თუ არა ინდივიდუალურად აღნიშნული დანაშაულის ჩადენა და განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ აკრძალვა შპს „-------- ეხებოდა და მის წარმომადგენლებს - დ---------–----ესა და მ-------------------ეს 13 აპრილამდე ჩაბარდათ 28 მარტის სასამართლო გადაწყვეტილება, მათი ბრალეულობა გამოირიცხება, რადგან მათი კომპანია 13 აპრილს აღარ არსებობდა და აღარ ფლობდა ონლაინ სამორინეს, ხოლო შპს „---------–------------ რომელიც 13 აპრილს რეალურად ფლობდა სამორინეს და რომელმაც ამუშავა სპორტული ნაწილი, მათ შეხება არ ჰქონდათ. ასევე გამოირიცხება შპს „---------–--------- დირექტორის ბ-----------------–---–ის პასუხისმგებლობაც, რადგან, ჯერ ერთი, სასამართლო განჩინებით ონლაინ სამორინეს სპორტული ნაწილის მუშაობა აეკრძალა შპს „-------- და არა „---------–--------, მოერე, გადაწყვეტილება ჩაბარდა შპს „--------- წარმომადგენელს და არა ბ-----------------–---–ს ან „---------–--------- სხვა რომელიმე თანამშრომელს. ამ შემთხვევაში ბრალდების მხარეს წარმოეშობა დანაშაულის სუბიექტური მხარის მტკიცების ტვირთი, თავისთავად არ იგულისხმება, რომ ბ-----------------–---–მა იცოდა ან უნდა სცოდნოდა აკრძალვის შესახებ. ბ-----------------–---–ს არ ჩაუბარებია სასამართლო განჩინება; დ---------–----ემ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ ბ-----------------–---–ისათვის არ უთქვამს სასამართლო აკრძალვის შესახებ; აღსრულების თანამშრომლების ინფორმაციით არ დასტურდება მათი რაიმე კონტაქტი ბ-----------------–---–თან ან „---------–--------- რომელიმე თანამშრომელთან; დაზარალებულის წარმომადგენლებმა უარყვეს ყოველგვარი კავშირი ბრალდებულებთან, ანუ სასამართლო განჩინების შესახებ მათთვის არ შეუტყობინებიათ. ამასთან, აპელანტს მიაჩნია, რომ ბრალდებულების ქმედებაში ჯგუფურობისა და აქტიური მოქმედებით ხელის შეშლის ამორიცხვა მხოლოდ ბრალდებულების უდანაშაულობაზე მეტყველებს, რადგან სისხლის სამართლის კანონმდებლობა კოლექტიურ პასუხისმგებლობას არ იცნობს, ხოლო ინდივიდუალურად, თითოეული მსჯავრდებულის მიერ, ერთმანეთთან კავშირის გარეშე დანაშაულის ჩადენა შეუძლებელია.

აპელანტის განმარტებით, ბრალდებულთა ჩვენებების თანახმად, ბ-----------------–---–მა დ---------–----ისაგან ონლაინ სამორინე თავისი ინფრასტრუქტურით შეიძინა დამოუკიდებლად ბიზნესის განხორციელებისა და შემოსავლის მიღების მიზნით და არა თვალთმაქცურად სასამართლო აკრძალვის თავიდან არიდების მიზნით. მათ შორის შეთანხმება შედგა გაცილებით ადრე, ვიდრე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის განჩინება იქნებოდა მიღებული. ბრალდებულთა ჩვენებების გარდა, საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულება მიუთითებს, რომ სამორინე w------------------ის მფლობელის ცვლილებას ფორმალური ხასიათი არ ჰქონდა და მას რეალურად შეეცვალა მფლობელი. აღნიშნული ფაქტი დასტურდება დოკუმენტალური მტკიცებულებებითაც, კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროდან მოპოვებული მასალების თანახმად, 2016 წლის 28 მარტის სასამართლო განჩინებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 29 მარტს. მოსარჩელე მხარემ, აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი აღსრულების ეროვნულ ბიუროში განცხადებით წარადგინა 30 მარტს, ხოლო სააღსრულებო საქმე დარეგისტრირდა 31 მარტს. ამასთან, მეწარმეთა რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, რომ შპს „---------–-------- დარეგისტრირებულია 31 მარტს 10:01 საათზე, ანუ უფრო ადრე, ვიდრე სააღსრულებო საქმე შეიქმნებოდა და კონკრეტულ აღმასრულებელს დაეწერებოდა შესასრულებლად. გარდა ამისა, საქმის მასალებით ირკვევა, რომ აღსრულების ბიუროს თანამშრომელი, სააღსრულებო საქმის საფუძველზე 04 აპრილიდან ცდილობდა მ-------------------ისათვის შეტყობინების ჩაბარებას და ადრესატს (შპს „--------- მოლარეს) სასამართლო განჩინება ჩააბარეს 08 აპრილს. 08 აპრილამდე ჩაბარების მცდელობისას კი აღმასრულებელს მისი გამოცხადების მიზეზი ადრესატისათვის არ უთქვამს. აპელანტის აზრით, ასეთს ადგილიც რომ ჰქონოდა, განჩინების ჩაბარების პირველი მცდელობა განხორციელდა 4 აპრილს. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება რაიმე წყარო, საიდანაც შეიძლებოდა მსჯავრდებულებს სცოდნოდათ გადაწყვეტილების შესახებ 31 მარტს, როდესაც ერთი კომპანია გაუქმდა და დაფუძნდა მეორე.

სასამართლო აკრძალვასა და ახალი კომპანიის დაარსების ორდღიანი სხვაობით დამთხვევასთან დაკავშირებით აპელანტმა განმარტა, რომ წლიური და კვარტალური საგადასახადო პერიოდი სრულდება 31 მარტს. ბრალდებულის ჩვენებებითა და უდავოდ მიჩნეული სხვა მოწმეთა გამოკითხვებით დადგენილია, რომ დ---------–----ეს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, კვარტალურ მოსაკრებელს ვერ იხდიდა, რომელიც 60 000 ლარს აღწევს, ამიტომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა შპს „--------- საქმიანობის შეჩერება და გადასახადის გარეშე უკანონოდ მუშაობის თავიდან ასარიდებლად, იძულებული იყო შპს „--------- მუშაობა ბოლო დღეს - 31 მარტს შეეწყვიტა. ბ-----------------–---–ი, რომელსაც სურდა აღნიშნული ბიზნეს-საქმიანობის განხორციელება და ჰქონდა ფინანსური სახსრები, მარტის შუა რიცხვებში შეუთანხმდა დ---------–----ეს და შეისყიდა ონლაინ სამორინე, ხოლო, ვებ გვერდზე მომხმარებელი რომ არ დაეკარგა, შპს „--------- ფუნქციონირების შეწყვეტის დღეს დაარეგისტრირა თავისი კომპანია შპს „---------–--------, რომლითაც მას სურდა საქმიანობა. ბ-----------------–---–მა ახალი ლიცენზიის აღებაში 40 000 ლარი გადაიხადა, რაც ფიქსირდება როგორც შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ დოკუმენტებში, ისე, დაცვის მხარის მიერ წარდგენილ 2016 წლის 7 აპრილის საგადასახადო დავალებაში, სადაც დანიშნულებად პირდაპირ არის მითითებული სამორინესა და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის შესახებ. აპელანტის განმარტებით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ონლაინ სამორინე w------------------ის გასხვისებას მოჰყვა საკადრო ცვლილებები კომპანიაში, ბ-----------------–---–მა 2016 წლის აპრილის თვეში იქირავა ფართები და დადო ახალი ხელშეკრულებები მათ მესაკუთრეებთან, მან ასევე სოლიდური თანხები - 53 000 და 44 000 ლარი შეიტანა 2016 წლის აპრილის დასაწყისში შპს „---------–---------- ანგარიშზე ლიცენზიისა და კვარტალური მოსაკრებლების გადახდის მიზნით. ბ-----------------–---–მა შეიტყო რა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოში გამოძიების მიმდინარეობისა და სასამართლო აკრძალვის არსებობის შესახებ, ონლაინ სამორინეს სპორტული ნაწილი აღარ უფუნქციონირებია. 2016 წლის 13 აპრილის შემთხვევის შემდეგ აგვისტოს თვემდე, სანამ კომპანია ბ-----------------–---–ს ეკუთვნოდა, ვებ გვერდზე სპორტული ნაწილის ფუნქციონირების დამადასტურებელი ინფორმაცია საქმეში არ მოიპოვება. მას შემდეგ, რაც 2016 წლის 02 აგვისტოს სამორინე გადაფორმდა დ---------–----ეზე, ბ-----------------–---–მა წამოიწყო ახალი ბიზნესი, რითაც გამოირიცხება მსჯავრდებულთა ერთობლივი ბიზნეს-საქმიანობა.

2016 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდებთან მიმართებით აპელანტმა განმარტა, რომ 2016 წლის 02 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და შპს „-------- აეკრძალა w------------------ზე w--------------------ის პროგრამული კოდების გამოყენება. აღნიშნულ საკითხზე ჩატარებულ იქნა კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზა, სადაც მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ შესადარებელ ფაილებს შორის სხვაობა მდგომარეობს ფუნქციების, მათი პარამეტრების დასახელებებსა და ფუნქციის ჩაწერის მეთოდებში. ზემოაღნიშნული ფაილები სემანტიკურად ერთი და იმავე ფუნქციებს ასრულებენ. აპელანტმა განმარტა, რომ სიტყვა სემანტიკურად ერთი და იგივე ნიშნავს მნიშვნელობით ერთი და იგივეს. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სამორინეს სპორტული ნაწილის პროგრამა მნიშვნელობით ერთი და იმავე ფუნქციისაა, რადგან ყველა ტოტალიზატორში ფსონის დადებას ემსახურება. დასკვნის მთელი კვლევითი ნაწილი ეთმობა კოდებს შორის განსხვავებებს. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი------------------–---–მა არაერთხელ განმარტა, რომ კოდები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. შესაბამისად, აგვისტოს ეპიზოდებში ონლაინ სამორინეს იმდროინდელი მეპატრონის - დ---------–----ის ბრალეულობა, აპელანტის აზრით, გამოირიცხება. რაც შეეხება ბ-----------------–---–სა და მ-------------------ეს, ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, მათი ბრალეულობა არ დასტურდება, რადგან საიტის მფლობელთან ერთად ჯგუფური მოქმედება არ უდასტურდებათ.

სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტებმა მხარი დაუჭირეს თავიანთ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა მისი უარყოფა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას ბ-----------------–---–ის, დ---------–----ისა და მ-------------------ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ მათ ნამდვილად ჩაიდინეს ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა.

 

თავდაპირველად პალატა მიუთითებს, პირის მსჯავრდებისას იმ პრინციპის დაცვა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით (31-ე მუხლის მე-7 ნაწილი) და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (82–ე მუხლის პირველი ნაწილი). მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე №397აპ–14), რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებულობისათვის.

პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ, (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECtHR; 25.12.2001). განსახილველის სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ არსებულ საკვანძო საკითხებზე პალატას ქვემოთ ექნება მსჯელობა.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის განჩინებით დააკმაყოფილა შპს „----------------ის მოთხოვნა და შპს „-------- აეკრძალა ვებ-გვერდის - w------------------ის სპორტის ნაწილის, მათ შორის „ლაივის“და „პრემატჩის“ მომხმარებლის მხარის გამოყენება; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილდა მოსარჩელე - შპს „----------------ის მოთხოვნა და შპს „-------- აეკრძალა შპს „----------------ის ვებ-გვერდის -w--------------------ის პროგრამული კოდების გამოყენება.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებისათვის წარდგენილი მუხლი მარტივი შემადგენლობისაა და მხოლოდ რამდენიმე გარემოების არსებობაა დასადგენი, დანაშაულის შემადგენლობის მისაღებად. მათ შორის ერთ-ერთი ელემენტი, კერძოდ, კონკრეტული აკრძალვის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების არსებობა დადგენილია და სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს. მეორე ელემენტად აპელანტი მიუთითებს ამ გადაწყვეტილების იმ ადრესატისათვის გაცნობის ფაქტს, რომელსაც აეკრძალა კონკრეტული მოქმედება. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია თავად მსჯავრდებულების ჩვენებები, კერძოდ:

ბ-----------------–---–მა განმარტა, რომ მან მართალია იცოდა, რომ პროგრამულ კოდებთან დაკავშირებით რაღაც პრობლემა იყო, კერძოდ, ძველ ოფისში ყოფნის დროს დ---------–----ეს დაურეკეს და დაიბარეს საგამოძიებო ორგანოში, სადაც თავადაც გაჰყვა და როდესაც ჰკითხა, რა ხდებოდა, უთხრა, რომ „რაღაც კოდებზე“ იყო საუბარი, თუმცა, ვერც თავად და ვერც დ---------–----ე ვერ მიხვდა რა ხდებოდა. ხოლო შემდეგ, ვიდრე ოპერირებას დაიწყებდა, დ---------–----ეს უთხრა, რომ ვერ დაიწყებდა ფუნქციონირებას, ვიდრე აღნიშნული პრობლემა არ აღმოიფხვრებოდა. შემდეგ ისინი დაუკავშირდნენ იმ კომპანიას, ვისაც დ---------–----ემ გააკეთებინა აღნიშნული პროგრამა და მოსთხოვეს ხარვეზის გამოსწორება. მან ფუნქციონირება დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ კოდები იყო შეცვლილი და არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდათ, თუმცა, პროკურატურაში მაინც ეუბნებოდნენ, რომ სპორტული ნაწილის გამოყენება ეკრძალებოდა, რის გამოც შეშინდა და დ---------–----ეს უკან დაუბრუნა აღნიშნული ბიზნეს-საქმიანობა. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ ვიდრე მის მიერ დაფუძნებული შპს „---------–-------- ოპერირებას დაიწყებდა, იქამდე სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მისთვის არავის ჩაუბარებია, ასევე, მისთვის არ იყო ცნობილი რაიმე აკრძალვის შესახებ.

დ---------–----ემ მიუთითა, რომ 2015 წელს დააარსა შპს „--------, რომელიც დაარეგისტრირა მისი ბიძაშვილის მ-------------------ის სახელზე, თუმცა, ფაქტობრივად მართავდა თავად. აღნიშნული კომპანია ახორციელებდა სათამაშო ბიზნეს-საქმიანობას, კერძოდ, ფლობდა ონლაინ-ტოტალიზატორსა და სამორინეს. აღნიშნული საქმიანობისათვის თავდაპირველად იყენებდა ინტერნეტ საიტს - w--------------ს, ხოლო შემდგომ ინტერნეტ საიტს - w-----------------. ორივე შემთხვევაში პროგრამები - სპორტული ნაწილი შეძენილი ჰქონდა უცხოური კომპანია - b-------------------ისგან, რომელთანაც დადებული ჰქონდა ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე უხდიდა მოგებიდან 18%. მოწმის განმარტებით, დომენი - w-----------------. მოიძია ინტერნეტით და შეიძინა ბ-----------------–---–ისგან. ამასთან, ვინაიდან b-------------------ს სპორტის ნაწილი სტრუქტურულად აწყობილი იყო ევროპულ სტილზე, მას სურდა სპორტის ნაწილის ქართულ სტრუქტურულ სტილზე აწყობა, თუმცა, b------------------მა უთხრა, რომ მათ აღნიშნული არ შეეძლოთ, ხოლო თუ ნახავდა ვინმეს, წვდომას მისცემდნენ. მან მოიძია ამერიკული კომპანია, რომელსაც უთხრა, რომ w--------------------ის სპორტის ნაწილის სტრუქტურა იყო მისთვის მისაღები. აღნიშნულმა ამერიკულმა კომპანიამ, w------------------ის სპორტის ნაწილი, მისდა გასაკვირად, დაუმზადა ძალიან მცირე დროში, რის შემდეგაც ფუნქციონირებდა ჩვეულებრივ. ამასთან, აღნიშნული პროგრამული კოდების აკრძალვის შესახებ სასამართლოს განჩინების მიტანისას, იგი არ იმყოფებოდა ოფისში. დოკუმენტაციის მიტანის შესახებ აცნობა მოლარე ნ------------–-----ემ, თუმცა, იმის გამო, რომ ჰქონდა ფინანსური პრობლემები, იფიქრა, რომ აღნიშნული დოკუმენტები მიტანილი იყო ფინანსური პოლიციიდან და რადგან თავისი ბიზნეს-საქმიანობა უკვე შეწყვეტილი ჰქონდა, ყურადღება აღარ მიუქცევია მისთვის და აღარ გაცნობია მას. შემდეგ კვლავ მივიდა ქალბატონი, რომელმაც ჰკითხა, რატომ არ ჰქონდა გათიშული და ვინაიდან მას კვლავ ფინანსური პოლიციიდან ეგონა, უთხრა, რომ გათიშული ჰქონდა და ფსონებს არ იღებდა, ხოლო, საიტის ჩართვას კანონი არ უკრძალავდა. ქალბატონმა უთხრა, რომ საიტის გამოყენება აკრძალული ჰქონდა, კერძოდ, შპს „--------------- მოთხოვნით შპს „-------- აკრძალული ჰქონდა სპორტის ნაწილის გამოყენება და საიტი უნდა გაეთიშა. დაახლოებით 10 დღის შემდეგ აღნიშნული ქალბატონი კვლავ მივიდა და ჰკითხა, თუ რატომ არ იყო გათიშული, რასთან დაკავშირებითაც განუმარტა, რომ შპს „ს--------, რომელზეც ვრცელდებოდა აკრძალვა, ფუნქციონირება შეწყვიტა. ბრალდებულის განმარტებით, ვინაიდან ჰქონდა ფინანსური პრობლემები, მათ შორის ბ-----------------–---–ისთვის მისაცემი ჰქონდა კიდევ 20.000 აშშ დოლარი (დომენის და მომსახურების თანხის - 30000 აშშ დოლარიდან გადახდილი ჰქონდა მხოლოდ 10.000 აშშ დოლარო), მან ამ უკანასკნელს ვალის სანაცვლოდ შესთავაზა თავისი ბიზნეს-საქმიანობის გადაცემა. ბ-----------------–---–მა დააფუძნა ახალი შპს და აიღო თავისი ლიცენზია. ამასთან, მას ბ-----------------–---–ისთვის არ უთქვამს, რომ შპს „-------- აკრძალული ჰქონდა სპორტის ნაწილის გამოყენება, რამდენადაც შპს „-------- უკვე გაუქმებული იყო, ხოლო ბ-----------------–---–ს დაფუძნებული ჰქონდა ახალი კომპანია. ასევე, მას შემდეგ რაც მისთვის ცნობილი გახდა w--------------------ის სპორტის ნაწილისა და მისი ვებ-გვერდის სპორტის ნაწილის კოდების იდენტურობის შესახებ, იგი დაუკავშირდა იმ კომპანიას, რომელმაც დაუმზადა სპორტის ნაწილი და მოსთხოვა ხარვეზის გამოსწორება და კოდების შეცვლა. მიუხედავად კოდების შეცვლისა, ბ-----------------–---–ს აღნიშნული შეცვლილი კოდებიც კი არ გამოუყენებია, ვინაიდან როგორც კი ვებ-გვედზე ჩართო სპორტული ნაწილი, მას დაუკავშირდნენ სამართალდამცავი ორგანოებიდან, რის გამოც ბ-----------------–---–მა საერთოდ გათიშა სპორტული ნაწილი და უკან დაუბრუნა მას აღნიშნული ბიზნეს-საქმიანობა. მისი თქმით, აღნიშნულის შემდეგ ბ------------------–---–თან საქმიანი შემხებლობა აღარ ჰქონია.

 

მ-------------------ის განმარტებით, 2015 წელს მამიდაშვილის დ---------–----ის თხოვნით მის სახელზე დარეგისტრირდა შპს „--------, რომელსაც ფაქტობრივად მართავდა დ---------–----ე. 2016 წლის 31 მარტს დ---------–----ე მივიდა მასთან და უთხრა, რომ პრობლემები ჰქონდა და უნდა გაეუქმებინათ მის სახელზე დარეგისტრირებული შპს „--------. მან ხელი მოაწერა აღნიშნული კომპანიის გაუქმების დოკუმენტაციას, ხოლო სხვა შემხებლობა აღნიშნულ შპს-სთან და მის საქმიანობასთან არ ჰქონია. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო სასამართლოს განჩინებისა და გადაწყვეტილების შესახებ და მას არ ჩაბარებია აღნიშნული დოკუმენტაცია.

აკრძალვის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების ადრესატისათვის გაცნობის კონტექსტში მნიშვნელოვანია აღსრულების ბიუროს წამომადგენლის მ-----------------ას გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, იგი მისული იყო შპს „--------- ოფისში, ქ. თბილისში, დ----------------ის ქუჩაზე, რა დროსაც, იქ მყოფებს წარუდგინა ვინაობა, თუმცა ადგილზე მყოფების განმარტებით, შპს „--------- ხელმძღვანელობა ოფისში არ იმყოფებოდა. ამის შემდეგ, მ-----------------ამ მიაკითხა შპს “--------- დირექტორს საცხოვრებელ ადგილზე, სადაც დახვდა შვილი, რომელსაც განუმარტა, რომ მამამისი უნდა დაკავშირებოდა აღმასრულებელს. ასევე, იგი ტელეფონით ესაუბრა შპს „--------- დირექტორის მეუღლეს და აცნობა სასამართლოს განჩინების და სააღსრულებო ფურცლის თაობაზე. საბოლოოდ, განჩინების ჩაბარება დაწესებულების მოლარისათვის მოხერხდა შპს „--------- გაუქმებისა და შპს „--------–--------- დარეგისტრირების შემდეგ.

პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ თარიღების მიხედვით აწყობილი ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულთა უდანაშაულობას ვერ ადასტურებენ. აკრძალვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გაცნობის ფაქტი არ შეიძლება დაყვანილ იქნეს გადაწყვეტილების გადაცემის ფორმალურ მაჩვენებელზე, თუმცა 2016 წლის 08 აპრილს ეს მაჩვენებელიც დაცულ იქნა. სასწრაფო წესით დარეგისტრირებული შპს „--------–-------- კი, რომელიც შპს „--------- აბსოლუტური უფლებამონაცვლეა, სადავო პერიოდში, კერძოდ, 2016 წლის 13 აპრილს კვლავ აგრძელებდა სასამართლოს განჩინებით აკრძალულ საქმიანობას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ---------–----ე, ბ-----------------–---–ი და მ-------------------ე სათამაშო ბიზნეს-საქმიანობით მჭიდროდ დაკავშირებული პირები არიან. კერძოდ, 2015 წლის 06 აპრილიდან 2016 წლის 11 აპრილამდე დროის მონაკვეთში, შპს „-------- ეწეოდა სათამაშო ბიზნეს-საქმიანობას, ფლობდა შესაბამის ლიცენზიას და საქმიანობას აწარმოებდა ვებ-გვერდ - w------------------ის მეშვეობით. აღნიშნული შპს „--------ის დირექტორი იყო მ-------------------ე, ხოლო ფაქტობრივად მართავდა მისი ნათესავი - დ---------–----ე, ასევე ეხმარებოდა ბ-----------------–---–ი, რომელიც იყო ზემოაღნიშნული დომენის მესაკუთრე. ფაქტობრივი მართვის განუხორციელებლობის მიუხედავად, მ-------------------ე წარმოადგენდა შპს „--------- დირექტორს, ანუ წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც აღნიშნული სტატუსი ავალებს წამოწყებულ ბიზნესთან დაკავშირებული მინიმალური უფლება-მოვალეობების ცოდნას. დ---------–----ე, რომელიც დადასტურებულად წარმოადგენდა შპს „--------- ფაქტობრივ მმართველს თავის ჩვენებაშივე აღნიშნავს, რომ დოკუმენტაციის მიტანის შესახებ მას აცნობა მოლარე ნ------------–-----ემ, თუმცა, იმის გამო, რომ ჰქონდა ფინანსური პრობლემები, იფიქრა, რომ აღნიშნული დოკუმენტები მიტანილი იყო ფინანსური პოლიციიდან და რადგან თავისი ბიზნესსაქმიანობა უკვე შეწყვეტილი ჰქონდა, ყურადღება აღარ მიუქცევია მისთვის და აღარ გაცნობია მას. აღნიშნული ფაქტი კი არ ათავისუფლებს მას სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისაგან. მსჯავრდებული ბ-----------------–---–მაც აღნიშნა თავის ჩვენებაში, რომ იცოდა პროგრამულ კოდებთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ, თუმცა არ დაინტერესებულა პრობლემის მოგვარებით მანამ, სანამ არ შეიტყო, რომ საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება.

განსახილველი დანაშაულის კიდევ ერთ ელემენტს, აპელანტის მითითებით, წარმოადგენს ადრესატის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, აკრძალვის დარღვევის ფაქტი.

აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მოწმე კ---------------ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ 2016 წლის დასაწყისში მიენიჭა შპს „----------------ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. შპს „--------------- წარმოადგენდა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს, ფლობდა ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვას და ახორციელებდა სათამაშო ბიზნეს-საქმიანობას, მათ შორის ინტერნეტის გამოყენებით ვებ-გვერდის w--------------------ის მეშვეობით - ე. წ. ონლაინ-ტოტალიზატორი. შპს „----------------ის დირექტორი არის გ------------–----–---–ი. მოწმის განმარტებით, ინტერნეტში ასევე ფუნქციონირებდა ვებ-გვერდი: w-----------------. აღნიშნულ საიტზე განთავსებული იყო ინფორმაცია, რომლის მიხედვით მისი მესაკუთრე იყო შპს „--------. შპს „-------–- ფლობდა ტოტალიზატორის მოწყობის ლიცენზიას და ფუნქციონირებდა ინტერნეტის მეშვეობით. შპს „---------, როგორც საიტის მესაკუთრის და მმართველის მისამართად მითითებული იყო ქ. თბილისი, დ--------------------. შპს „----------------ის დაკვეთით პროგრამისტმა ლ--------–---–---–მა მოახდინა შპს „----------------ის კუთვნილი ვებ-გვერდის: w--------------------ის ახალი პროგრამის შემუშავება და ტექნიკური გაფორმება, ასევე განახლებული პროგრამის ვებ-გვერდზე იმპლემენტაცია. 2015 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში, ფუნქციონირება დაიწყო ვებ გვერდის: w-------------------–ის ტოტალიზატორის ახალმა პროგრამამ, რომელიც შედგებოდა საიტის მთავარ მენიუში ჩასმული ორი ვებ-გვერდისგან. პირველი გვერდი იყო სპორტი ე. წ. „პრემატჩი“, ხოლო მეორე გვერდი იყო - ე. წ. „ლაივი“. აღნიშნული გვერდების დანიშნულება იყო მოთამაშისთვის - მომხმარებლისთვის სპორტის თამაშების ჩვენება და ფსონის დადების შესაძლებლობის მიცემა: პირველი გვერდის შემთხვევაში - ჯერ არ დაწყებულ თამაშზე, ხოლო მეორე გვერდის შემთხვევაში - მიმდინარე თამაშზე. 2015 წლის დეკემბერში გამოვლინდა, რომ შპს „--------- საკუთრებასა და მმართველობაში არსებული ვებ-გვერდი: w----------------- იყენებდა ვებ-გვერდის: w-------------------ის დიზაინს, წყობას და პროგრამულ კოდებს. შპს „----------------ის მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე განხორციელებული ცვლილება, ასევე, აისახებოდა შპს „--------- ვებ-გვერდზეც და მათ მიერ შექმნილი პროგრამული კოდები, რომლის სახელწოდებაშიც ფიგურირებდა მაგალითისთვის w-------------------, უცვლელად გადადიოდა იმავე სახელწოდებით საიტზე w------------------ზე. აღნიშნული ფაქტის აღმოჩენისთანავე, შპს „---------------მა“ მიმართა საქართველოს შს სამინისტროს, რა დროსაც შპს „-------–- გამოიკითხა და მისთვისაც გახდა ცნობილი პრეტენზიის თაობაზე. ამასთან, ვინაიდან არ იყო დანაშაულის ნიშნები, გადაწყდა, რომ მიემართათ სასამართლოსთვის. სასამართლოში მტკიცებულებათა წარდგენის მიზნით, 2016 წლის დასაწყისში, შპს „---------------მა“ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა ადგილი ვებ-გვერდის: w--------------------ის პროგრამული კოდების გამოყენებას ვებ-გვერდის w----------------- - ის მიერ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პროგრამული კოდები იდენტური იყო, რის გამოც 2016 წლის 25 მარტს, შპს „---------------მა“ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე შპს „--------- მიმართ ამკრძალავი ღონისძიების გამოყენება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „----------------ის მოთხოვნა და შპს „-------- აეკრძალა ვებ-გვერდის w------------------ის სპორტის ნაწილის, მათ შორის „პრემატჩის“ და „ლაივის“, მომხმარებლის მხარის გამოყენება. იმავე ან მომდევნო დღეებში განჩინება აღსასრულებლად წარედგინა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. განჩინების სააღსრულებო ბიუროში წარდგენის მომენტიდან იგი სისტემატიურად უკავშირდებოდი აღმასრულებელს, ვინაიდან შპს „---------------ის“ ინტერესში იყო დროული რეაგირება. მისთვის აღმასრულებლისგან ცნობილი იყო, რომ იგი მისული იყო შპს „--------- ოფისში - ქ. თბილისში, დ. უზნაძის ქუჩაზე, რა დროსაც იქ მყოფ პირებს განუმარტა, რომ იყო სააღსრულებო ბიუროდან და უნდა გადაეცათ შპს „--------- დირექტორისთვის ვებგვერდის გამოყენების აკრძალვის თაობაზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, თუმცა ადგილზე მყოფი პირების განმარტებით, შპს „--------- ხელმძღვანელობა ოფისში არ იმყოფებოდა. ამის შემდეგ, აღმასრულებელი იმყოფებოდა შპს „--------- დირექტორის საცხოვრებელ ადგილზე, სადაც დახვდა მისი შვილი, რომელსაც გადასცა ინფორმაცია, რომ სააღსრულებო ფურცლის ჩაბარების მიზნით, მამამისი დაკავშირებოდა აღმასრულებელს. ასევე, იგი მობილური ტელეფონითაც ესაუბრა შპს „--------- დირექტორის მეუღლეს და აცნობა სასამართლოს განჩინების და სააღსრულებო ფურცლის თაობაზე. საბოლოოდ, აღმასრულებელმა მოახერხა აღნიშნული სააღსრულებო ფურცლისა და განჩინების მოლარისთვის ჩაბარება, თუმცა მიუხედავად აღმასრულებლის მხრიდან განხორციელებული ქმედებებისა, ვებ-გვერდის w------------------ის სპორტის ნაწილი აგრძელებდა ფუნქციონირებას, იყენებდა შპს „---------------ის“ ვებგვერდის: w--------------------ის პროგრამულ კოდებს. ამ გარემოების დასადასტურებლად, 2016 წლის აპრილის თვეში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგა ფაქტების კონსტატაციის ოქმი, რომლის თანახმადაც, ვებ გვერდის w------------------ის სპორტის ნაწილი კვლავ ფუნქციონირებდა და მომხმარებელს შეეძლო ფსონების დადება. აღნიშნულის საფუძველზე, შპს „----------------მა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა სააღსრულებო საქმის პროკურატურაში გადაგზავნა, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის მოტივით. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განჩინების გამოტანის დროისთვის, ვებ-გვერდზე w----------------- მითითებული იყო, რომ საიტი ლიცენზირებული იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეკუთვნოდა და იმართებოდა შპს „--------- მიერ, თუმცა მოგვიანებით ვებ-გვერდზე აისახა ინფორმაცია, რომ საიტი ლიცენზირებული იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეკუთვნოდა და იმართებოდა შპს „---------–--------- მიერ. მოწმის განმარტებით, მიუხედავად მესაკუთრის ცვლილების შესახებ ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსებისა, ადგილი ჰქონდა შპს „--------- მხრიდან სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, შემდეგი გარემოებების გამო: “ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემას ექვემდებარება ტოტალიზატორის მოწყობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ტოტალიზატორი შეიძლება გაიმართოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით ინტერნეტის გამოყენებით, ხოლო 22-ე პუნქტის თანახმად: ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა შეუძლია მხოლოდ ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელს ამ ნებართვის ფარგლებში. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისთვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა, ხოლო ამ მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, აკრძალულია ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა. აღნიშნული ნორმების ანალიზი კი იძლევა შემდეგი დასკვნის გაკეთების საშუალებას: ტოტალიზატორის ნებართვა, მიუხედავად მისი მოწყობის ფორმისა, მიუხედავად იმისა ეწყობა ის შენობა-ნაგებობაში თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით - ინტერნეტით, წარმოადგენს ერთი უფლების ობიექტს. კანონი არ ითვალისწინებს მოწყობის ფორმის მიხედვით დამატებითი ანდა ახალი ნებართვის გაცემის პირობას და ადგენს, რომ ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა იძლევა მათ შორის მისი ინტერნეტით მოწყობის უფლებასაც. განსხვავება მათ შორის არის მხოლოდ ის, რომ პირველ შემთხვევაში მოთამაშე ფსონს დებს სპეციალურად გამოყოფილ შენობა-ნაგებობაში, ხოლო მეორე შემთხვევაში - ნებართვის მფლობელს გააჩნია ვებ-გვერდზე ატვირთული სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სისტემურ ელექტრონული ფორმით ხორციელდება მოთამაშის მიერ ფსონის დადება და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიერ ფსონის მიღება. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოხდა ვებ-გვერდის w------------------ის მესაკუთრის შეცვლა, თუმცა, მიაჩნია, რომ ადგილი აქვს შპს „--------- მხრიდან უკანონო მოქმედებას, ვინაიდან მასზე იყო გაცემული ნებართვა, რომლის ფარგლებშიც ის ახორციელებდა ფსონების მიღებას ვებ-გვერდის w------------------ის მეშვეობით. საიტის მესაკუთრის შეცვლა ნიშნავს არა უბრალოდ ვებ-გვერდის მესაკუთრის შეცვლას, არამედ ახალ მესაკუთრეზე გადადის ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების უფლება (ფსონების მიღება და სხვა), ხოლო „ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, აკრძალულია ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა. ამასთან, მოწმის განმარტებით, სასამართლოს მიერ აკრძალვა დაწესდა ვებ-გვერდის w------------------ის სპორტის ნაწილის გამოყენებაზე, რაც გულისხმობს, რომ მიუხედავად მისი მესაკუთრისა, მომხმარებელს ვერ უნდა შესძლებოდა ფსონის დადება, ხოლო ტოტალიზატორის მომწყობს ფსონის მიღება. მოწმემ ასევე ყურადღება გაამახვილა „ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის “ვ” და “დ” ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმადაც, ტოტალიზატორის სისტემურ ელექტრონულად და ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში ორგანიზატორი ვალდებულია მიუთითოს ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება, თამაშობების ჩამონათვალი, დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ნებართვის ნომერი, ვებ-გვერდის მისამართი, ორგანიზატორის დასახელება და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, მესაკუთრის შეცვლის შემდეგ, მართალია ვებ-გვერდზე w------------------ზე მითითებული იყო, რომ საიტი ეკუთვნოდა და იმართებოდა შპს „---------–--------- მიერ, თუმცა ყველა სხვა ინფორმაცია იდენტური იყო იმ ვერსიისა, რომელიც განთავსებული იყო შპს „--------- მიერ.

იგივე შინაარსის ჩვენებები მისცეს მოწმეებმა გ------------–----–---–მა და ვ-–-----------------–-–---–მა.

მოწმე ლ--------–---–---–ის განმარტებით, 2015 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში, შპს „----------------ისთვის შექმნა w--------------------ის საიტზე სპორტის ნაწილი, მათ შორის „პრემატჩისა“ და „ლაივის“ გვერდები. აღნიშნული პროგრამის შექმნაში შპს „----------------მა გადაუხადა 20.000 ლარი. აღნიშნული პროგრამა საიტზე გაშვებულ იქნა 2015 წლის დაახლოებით სექტემბრის თვეში. აღნიშნული პროგრამის საიტზე გაშვებიდან რამდენიმე თვეში მის მიერ აღმოჩენილი იქნა, რომ ვებ-გვერდი w----------------- იყენებდა მის მიერ w--------------------ისთვის შექმნილ პროგრამულ კოდებს, ე.წ. მომხმარებლის მხარის კოდს, რის შესახებაც მან აცნობა მის უშუალო უფროსს თორნიკე თვაურს. აღნიშნულის გამო, როგორც მისთვის არის ცნობილი, შპს „----------------ის ხელმძღვანელობამ მიმართა საქართველოს შს სამინისტროს კიბერდანაშაულის განყოფილებას, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს აღნიშნული კოდების იდენტურობის დასადგენად და ბოლოს სასამართლოს - ვებ-გვერდ w----------------- - ისთვის w--------------------ის პროგრამული კოდების გამოყენების აკრძალვის მოთხოვნით. მოწმის განმარტებით, ვებ-გვერდ w--------------------ის სპორტის ნაწილის მომზადება მოხდა სპეციალური პროგრამული კოდების გამოყენებით, რაც შემდეგ განთავსდა სერვერზე. მომხმარებლის მხარის ვებ-გვერდზე განთავსებული პროგრამული კოდები ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის, ვისაც ინტერნეტთან აქვს წვდომა, ხოლო სპეციალური ცოდნის მქონე პირს შეუძლია დააკოპიროს აღნიშნული პროგრამული კოდები, გადაიტანოს თავის სერვერზე და აღნიშნული კოდებით ამუშაოს თავისი ვებ-გვერდი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ პროგრამული კოდებით ხორციელდება პროგრამის შიგთავსის ფუნქციონირება, ხოლო ვიზუალური კოდებით ხორციელდება ვიზუალური მხარის მართვა და ფუნქციონირება. კერძოდ, ვებ-გვერდზე ვიზუალური კოდი განსაზღვრავს მონიტორზე გამოსახული ელემენტების ვიზუალურ მხარეს: ფერს, განლაგებას, ზომას და ა. შ. რაც შეეხება პროგრამულ კოდებს, აღნიშნული კოდის გამოყენებით ხდება მონიტორზე არსებული ღილაკების და ელემენტების - „პრემატჩის“, „ლაივის“, „პოკერის“ და ა.შ ამუშავება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ პროგრამული კოდების კოპირების შემთხვევაში, კოდების მფლობელის მიერ პროგრამის განახლების შემთხვევაში, კოპირებული კოდების განახლება ავტომატურად არ ხდება და კოდების განახლების მიზნით, პირმა ხელახლა უნდა დააკოპიროს და ჩამოტვირთოს განახლებული კოდები. მოწმემ გამორიცხა მის მიერ შექმნილი კოდების იდენტური კოდების სხვა პირის მიერ შექმნის შესაძლებლობა, რამდენადაც პროგრამული კოდები შედგება 1000-ობით ხაზისა და 10000-ობით სიმბოლოსგან, რომელთა დამთხვევაც პრაქტიკულად შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, ცვლილება იყო მხოლოდ ვიზუალურ მხარეში, კერძოდ, შეცვლილი იყო მხოლოდ ფერები, ფუნქციონალურ მხარეში კი იყო მცირე - 1-2% სხვაობა. მოწმის განმარტებით, იგი პერიოდულად, თითქმის ყოველდღე ამოწმებდა, გრძელდებოდა თუ არა ვებ-გვერდ w------------------ზე w--------------------ის სპორტული ნაწილის გამოყენება და თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა w------------------ის მიერ w-------------------ის სპორტული ნაწილის გამოყენებას. ასევე დააზუსტა, რომ ბოლო პერიოდში ვებ-გვერდ w------------------ზე გამოყენებული კოდები და მის მიერ შექმნილი კოდები აბსოლუტურად იდენტური არ იყო, კერძოდ, მის მიერ შექმნილ კოდებში შეტანილი იყო უმნიშვნელო ცვლილებები, რომელიც ძირითად ფუნქციონალურ მხარეზე გავლენას ვერ მოახდენს.

კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის №1------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ №1, №2, №3 პაკეტებში მდებარე დისკებზე არსებულ „---------------- და “-------------------- ფაილებსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0215299 პაკეტებში არსებულ დისკზე, საქაღალდე „------------------ში მოთავსებული „l---------------- -დაუშიფრავი“ და „p---------------------დაუშიფრავი“ ფაილებს შორის სხვაობა მდგომარეობს ფუნქციების, მათი პარამეტრების დასახელებებსა და ფუნქციის ჩაწერის მეთოდებში. ზემოაღნიშნული ფაილები სემანტიკურად ერთი და იგივე ფუნქციებს ასრულებენ. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა კვლევა, რომლის თანახმად, ფაილების კოდის შედარების პროცესში ნანახი ცვლილებები არის სინტაქსური ხასიათის, ასევე გამოყენებულია პროგრამის ჩაწერის განსხვავებული მეთოდები. ფუნქციების სემანტიკური შინაარსი და დასაბრუნებელი მნიშვნელობები უცვლელია, უცვლელია ასევე კოდში ფუნქციათა უმრავლესობის თანმიმდევრობა. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი------------------–---–მა.

აპელანტები აღნიშნავენ, სასამართლოში დაკითხვისას ექსპერტმა განმარტა, რომ კოდები განსხვავდებოდა, რასაც პალატა არ იზიარებს, ვინაიდან მოწმის სახით დაკითხვისას ი------------------–---–მა განმარტა, რომ კოდის შეცვლა შეუძლია, ვისაც შესაბამისი ცოდნა აქვს. მან დაადასტურა, რომ ფაილები იდენტური არ არის, ანუ არ არის აბსოლუტური სიზუსტე. ამ მიმართებით მნიშვნელოვანის მოწმე ლ--------–---–---–ის ჩვენება, სადაც მან განმარტა, რომ კოდები იყო იდენტური, ზოგადად ვებ გვერდის შექმნა ხდება რამდენიმე პროგრამული ენის გამოყენებით, შედგება ვიზუალური მხარის ელემენტებისაგან და ფუნქციონალური კოდისგან. მოწმემ აღნიშნა, რომ კოპირება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც აქვს წვდომა ინტერნეტზე. ავტომატურად ბრაუზერში ან სპეციალურ პროგრამაში იტვირთება ეს პროგრამული კოდები. პირს შეუძლია ჩამოტვირთოს თავის კომპიუტერში და მერე ატვირთოს სერვერზე. ვიზუალური ცვლილებები მოხდა სასამართლოში მიმართვის შემდეგ. ბოლოს იყო უკვე სხვა ვერსია გაშვებული, თუმცა სასამართლო პროცესის შემდეგ ამოწმებდა და ის ვერსია რასაც ედავებოდა დიდხანს იყო გაშვებული. განსხვავება იყო ფერებში, ხოლო ფუნქციონალური მხარის კოდში ცვლილება იყო 1-2%.

შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 28 მარტის განჩინების შემდეგ, 2016 წლის 31 მარტს, მ-------------------ემ მიმართა შემოსავლების სამსახურს განცხადებით, რომ წყვეტდა სამორინეს მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ საქმიანობას. იმავე წლის 07 აპრილს მიმართა განცხადებით, რომ გაუქმებულიყო სამორინეს მოწყობის ნებართვა, გაცემული 2015 წლის 06 აპრილს, შესაბამისად, ძალადაკარგულად ჩაითვალა 2015 წლის 6 აპრილის ბრძანება და გაუქმდა შპს „---------- გაცემული ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა №---------.

საჯარო რეესტრის ამონაწერით და შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით ასევე, დადგენილია, რომ მ-------------------ის მიერ შპს „--------- გაუქმებისა და ზემოაღნიშნული ნებართვების გაუქმების პარალელურად 2016 წლის 31 მარტს, ბ-----------------–---–ი არეგისტრირებს შპს „---------–--------, რომელიც 2016 წლის 11 აპრილს იღებს ტოტალიზატორის მოწყობის ლიცენზიას, ხოლო იმავე წლის 13 აპრილს სამორინეს ლიცენზიას.

სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ფაქტების კონსტატაციის ოქმის თანახმად, დადგენილია, რომ 2016 წლის 13 აპრილს, 12:00 საათიდან 12:50 საათამდე პერიოდში განხორციელდა ფაქტის კონსტატაცია, რომლის თანახმადაც, მიუხედავად ვებ-გვერდ - w------------------ზე სპორტის ნაწილის, მათ შორის „ლაივის“ და „პრემატჩის“ მომხმარებლის მხარის გამოყენების აკრძალვისა, შპს „-------- მაინც იყენებდა აღნიშნული ვებ-გვერდის სპორტის ნაწილის, მათ შორის „ლაივისს“ და „პრემატჩის“ მომხმარებლის მხარეს.

2016 წლის 16 აგვისტოს და 2016 წლის 28 სექტემბრის ვებ-გვერდის დათვალიერების ოქმებით ასევე დადგენილია, რომ მიუხედავად აკრძალვისა ვებგვერდ - w----------------- კვლავ ხორციელდება სპორტის ნაწილის, მათ შორის „ლაივის“ და „პრემატჩის“ მომხმარებლის მხარის გამოყენება.

პალატა განმარტავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. პალატა აღნიშნავს, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. პალატას მიაჩნია, რომ განხილული მტკიცებულებების ანალიზი ქმნის შინაგან რწმენას მსჯავრდებულების მხრიდან აკრძალვების ცოდნისა და ამის მიუხედავად, აკრძალული ქმედებების განხორციელების თაობაზე.

პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების ქმედებიდან ჯგუფურობისა და ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისათვის ხელის შეშლის ამორიცხვის თაობაზე წარმოდგენილ მოტივაციას და დამატებით მიუთითებს, რომ საფუძველს მოკლებულია აპელანტის მსჯელობა აღნიშნული კომპონენტების ამორიცხვით მსჯავრდებულთა უდანაშაულობისა და ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემადგენლობის ინდივიდუალურად განხორციელების შეუძლებლობის თაობაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე ბ-----------------–---–ის, დ---------–----ისა და მ-------------------ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მათ ჩაიდინეს ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ე. ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მათ პიროვნებას, ასევე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის განაჩენი ბ-----------------–---–ის, დ---------–----ისა და მ-------------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ დ---------–----ის, მ-------------------ის და ბ-----------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ-------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

დ---------–----ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლზე მითითება და იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

დ---------–----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 03 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო, გაუქმებულია. გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მ-------------------ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლზე მითითება და იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მ-------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 03 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო, გაუქმებულია. გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ბ-----------------–---–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლზე მითითება და იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ბ-----------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 07 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო, გაუქმებულია. გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობითი.

 

მსჯავრდებულების დ---------–----ის, მ-------------------ის და ბ-----------------–---–ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - 7 (შვიდი) ცალი ლაზერული დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე