განჩინება

სისხლის სამართლის 29.10.2018
საქმის ნომერი
110100117002174899
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100117002174899

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№242აპ-18 ქ. თბილისი

კ-------- ჯ---, 242აპ-18 29 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ--- კ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-----– ხ--------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ზ----------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენით ჯ--- კ--------, – დ----------–------ წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 ოქტომბრისა და 2017 წლის 11 ოქტომბრის ეპიზოდები) და თითოეული ეპიზოდისათვის მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით ჯ--- კ--------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2017 წლის 11 ოქტომბრიდან იმავე წლის 27 ნოემბრის ჩათვლით.

 

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ--- კ--------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

 

4. ჯ--- კ-------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

· ჯ--- კ-------- 2014 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ-----–- ბ---–-----სთან, ისინი ერთად ცხოვრობენ ზ----------ის რაიონის სოფელ შ--------ში. 2017 წლის 10 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ნასვამ ჯ--- კ--------ს საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით მეუღლესთან – მ-----–- ბ---–-----სთან მოუხდა შელაპარაკება, რა დროსაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც თავში რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი, ასევე წაქცეულს რამდენჯერმე დაარტყა ფეხები გვერდებსა და ფეხებში. ჯ--- კ-------ის თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად მ-----–- ბ---–-----მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

· ჯ--- კ-------- 2014 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ-----–- ბ---–-----სთან, ისინი ერთად ცხოვრობენ ზ----------ის რაიონის სოფელ შ--------ში. 2017 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ნასვამ ჯ--- კ--------ს საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით მეუღლესთან – მ-----–- ბ---–-----სთან მოუხდა შელაპარაკება, რა დროსაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ორივე ხელი რამდენჯერმე დაარტყა ორივე მკლავზე. ჯ--- კ-------ის თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად მ-----–- ბ---–-----მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა.

 

6. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი მ-----– ხ--------ე ითხოვს მსჯავრდებულ ჯ--- კ-------ისათვის რეციდივის წესით განსაზღვრული სასჯელის გაუქმებასა და მისთვის 100 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეფარდებას.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მსჯავრდებულ ჯ--- კ-------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 ოქტომბრისა და 11 ოქტომბრის ეპიზოდები) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.

 

10. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განაჩენით ჯ--- კ--------ს საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 25 დეკემბრიდან. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ჯ. კ--------ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებული ჯ--- კ-------- თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გათავისუფლდა 2013 წლის 24 იანვარს.

 

11. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი ითვალისწინებს 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და, საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან 6 წლის შემდეგ. შესაბამისად, მსჯავრდებულ ჯ--- კ--------ს ნასამართლობა გაუქარწყლდებოდა 2019 წლის 24 იანვარს.

 

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ჯ--- კ-------- დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის – 2017 წლის 10 ოქტომბრისათვის – ითვლებოდა მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევ პირად, საკასაციო პალატის აზრით, ორივე ინსტანციის სასამართლომ, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებისა და პირის ინდივიდუალური მახასიათებლების, ასევე – სასჯელის მიზნებისა და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის იმპერატიული წესის მხედველობაში მიღებით, ჯ--- კ--------ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების კანონიერი საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.

 

13. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ჯ--- კ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-----– ხ--------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე