განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹2262აპ ქ. თბილისი
28 დეკემბერი, 2007 წელი
საქართელოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ის, მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით:
დაკმაყოფილდა პროკურორ გ. გ-ას შუამდგომლობა მსჯავრდებულების – მ. ღ-სა და ო. ა-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
მ. ღ-ნი ცნობილ იქნა დამნაშაედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24,362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 220-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 24,182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელთა შეკრების წესით, მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლებით აღკვეთა. სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მ. ღ-ნს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 16000 ლარის ოდენობით;
ო. ა-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24,362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, ქვეპუნქტებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 220-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 24,182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელთა შეკრების წესით, მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე ა. ა-ნს ლგანესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხფლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 5 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე ო. ა-ნს დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა – 4000 ლარის ოდენობით.
ა. გ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 220-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შეკრების წესით, მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ვ. ფ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24,362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 220-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 24,182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შეკრების წესით, მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით მსჯავრდებულების – ა. გ-ის, ვ. ფ-ის, მ. ღ-სა და ო. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2000 წლის 26 სექტემბერს ახალქალაქის ---ში ჩატარდა მეპაიე წარმომადგენელთა კრება, რომელზეც ახალქალაქის ---ის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ა. გ-ნი, ხოლო მის მოადგილედ – ვ. ფ-ნი, რომლებიც არჩევის დღიდან აღიჭურვნენ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით.
2001 წლის 14 თებერვალს ახალქალაქის ---ში ჩატარდა მეპაიე წარმომადგენელთა რიგგარეშე კრება, რომელზეც განხილულ იქნა ორი საკითხი: 1) ახალქალაქის ---ის მიერ 2000 წელს გაწეული სამუშაოების შესახებ (მომხსენებელი ვ. ფ-ნი) და 2) ახალქალაქის ---ზე რიცხული საცხოვრებელი ბინების პრივატიზაციის შესახებ (მომხსენებელი მ. ღ-ნი), რომლებიც ¹-- ოქმში შევიდა პარაგრაფების სახით. აღნიშნულ ოქმს ხელი მოაწერეს ახალქალაქის ---ის მეპაიეთა წარმომადგენლების კრების იმჟამინდელმა ---ემ, აწ გარდაცვლილმა მ. ა-მა და ასევე აწ გარდაცვლილმა კრების ---მა ხ-მა.
ა. გ-მა, განიზრახა რა ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით არაერთგზის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების გზით, მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მითვისება-გაფლანგვა, თავისი დანაშაულებრივი განზრახვა გაანდო ვ. ფ-ნს, ასევე ახალქალაქის ---ის მთავარ ---რს – მ. ღ-ნს და ახალქალაქის ---ის ---ეს – ო. ა-ნს, რომელთაც გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ სთხოვა აღმოეჩინათ დახმარება, რაზედაც ეს უკანასკნელნი დაეთანხმნენ.
პირთა დანაშაულებრივმა ჯგუფმა, აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მეპაიეთა ინტერესების საწინააღმდეგოდ, გამოძიებით დაუდგენელ დროს გააყალბა 2001 წლის 14 თებერვლის ახალქალაქის ---ში ჩატარებული მეპაიე წარმომადგენელთა რიგგარეშე კრების ოქმი ¹-- და თანდართული პარაგრაფები, კერძოდ: 2001 წლის 14 თებერვალს ახალქალაქის ---ში ჩატარებული მეპაიეთა წარმომადგენელთა რიგგარეშე კრების ოქმის ¹-- 2-ით, განხილული იყო მხოლოდ საკითხი საცხოვრებელი ბინებისა და მაღაზიების პრივატიზების შესახებ. აღნიშნულ ოქმს დაერთო ასევე ყალბად შედგენილი ოქმი ¹--, „4“, რომლითაც დამტკიცდა იმ არარენტაბელური ობიექტების ნუსხა, რომლებიც ექვემდებარებოდნენ პრივატიზაციას. ასევე გაყალბებული ოქმი ¹-- „5“-ით 2003 წლის -- ივნისს თვით ა. გ-მა შეისყიდა ქ. ახალქალაქში, ---ის ქუჩა ¹56-ში არსებული უნივერმაღის შენობა და დანადგარ-მოწყობილობები 2734,80 ლარად, აგრეთვე 2004 წლის 18 ივნისს ქ. ახალქალაქში მცხოვრებ ა. გ-ნს, რომელიც არის ა. გ-ის ნათესავი, მიეყიდა ქ. ახალქალაქში, ---ის ქუჩა ¹14-ში მდებარე, --- ბაზარში არსებული ---ის გასაყიდი – „---ის“ შენობა და ინვენტარი 6024 ლარად.
ასევე არარსებული 2001 წლის 14 თებერვლის ოქმი ¹-- „5-ის“ ა. გ-მა ვ. ფ-ის, მ. ღ-სა და ო. ა-ის დახმარებით, გაყალბებული ოქმების საფუძველზე, 2001-2006 წლებში, მეპაიეთა ინტერესების საწინააღმდეგოდ, სულ გაასხვისეს 79 ობიექტი თავისი მოწყობილობა-დანადგარით.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა – ვ. ფ-მა, ა. გ-მა და მათმა ადვოკატმა. აპელანტები თხოვდნენ, მსჯავრდებულების შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მათთვის სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ა. გ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 220-ე მუხლით 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 220-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
ვ. ფ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24,362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 220-ე მუხლით, 24,182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24,362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 220-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლის თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
მ. ღ-ის მიმართ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24,362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 220-ე მუხლით, 24,182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24.362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 1 წლის თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 220-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მ. ღ-ნს განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 5 წლით გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 16000 ლარის ოდენობით.
ო. ა-ის მიმართ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24,362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 220-ე მუხლით, 24,182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24,362-ე მუხლის ნაწილის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 220-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მ. ღ-ნს განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარის ოდენობით;
მსჯავრდებულ ვ. ფ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. კ-ნი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ახალი სასამართლო განხილვისათვის იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, დანიშნული სასჯელი აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. საქმის განხილვისას არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ვ. ფ-ნი ნასამართლობის არმქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის ავადმყოფი, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ პატიმრობის პერიოდში ციხის საავადმყოფოში ჩაუტარდა ოპერაცია, დაავადებულია დიაბეტით, კმაყოფაზე ჰყავს ინვალიდი, 80 წლის პენსიონერი დედა. აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებულია შესაბამისი დოკუმენტები.
მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. კ-ნი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ახალი სასამართლო განხილვისათვის იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, დანიშნული სასჯელი აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. საქმის განხილვისას არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ა. გ-ნი ნასამართლობის არმქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის გულით ავადმყოფი, ხასიათდება დადებითად, ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და შვილიშვილები. აღნიშნულთან დაკავშივრებით სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებულია შესაბამისი დოკუმენტები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საფჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათაი გამო:
საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით სავსებით დადგენილია მსჯავრდებულების – ა. გ-ის, ვ. ფ-ის ბრალეულობა მათზე შერაცხულ დანაშაულში. წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო ნორმების დაცვით.
ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს და თვლის, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულებს – ა. გ-სა და ვ. ფ-ნს მიესაჯათ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა – ვ. ფ-მა, ა. გ-მა და მათმა ადვოკატმა. ისინი ითხოვდნენ, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, საქმეში მოთავსებული შესაბამისი დოკუმენტების მხედველობაში მიღებით, სასჯელის შემსუბუქებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2007 წლის 18 დეკემბრის განაჩენით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივრები. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებულ განაჩენში შეიტანა ცვლილება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არ გამოიკვლია საქმეში არსებული დოკუმენტებით, მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის დანიშვნისას არ მისცა მათ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, რითაც დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნები საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბრის განაჩენი და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.