საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“; ბ) ფონდი –საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საპენსიო ფონდი; გ) ინსტრუქცია – ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია“; დ) მონიტორინგი – ამ წესით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმისწარმოება, მათ შორის, შემოწმება, რომელიც იწყება და ხორციელდება მონიტორინგის ბრძანების საფუძველზე/შესაბამისად; ე) შემოწმება – ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან ან/და საპენსიო ფონდის სხვა ინფორმაციასთან/მონაცემებთან შედარება, საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის, მიუღებელი სარგებლის დაკისრების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით; ვ) მონიტორინგის ბრძანება – წლიური გეგმის ფარგლებში, გეგმური მონიტორინგის თაობაზე ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება ან არაგეგმური მონიტორინგის თაობაზე ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება; ზ) უფლებამოსილი თანამშრომელი – მონიტორინგის ბრძანებით განსაზღვრული ფონდის შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, მათ შორის, შემოწმებას და ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს; თ) სამართალდამრღვევი (ამ წესის მიზნებისთვის) – უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შედგენილი/ხელმოწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით გენერირებული ელექტრონულ საჯარიმო ქვითრით/გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დამსაქმებელი; ი) ერთობლივი ნორმატიული აქტი – შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის კანონით გათვალისწინებული ერთობლივი ნორმატიული აქტი; კ) სახელმწიფო დამსაქმებელი – კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამსაქმებელი. თუ კონტექსტი სხვაგვარად არ წარმოაჩენს ან გამორიცხავს, ნებისმიერი მითითება დამსაქმებელზე გულისხმობს ასევე სახელმწიფო დამსაქმებელს; ლ) საბალანსო თანხა – დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის ან მათი სახელით ინსტრუქციით დადგენილი წესით მესამე პირის მიერ საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე გადარიცხული ან ჩარიცხული თანხა, რომლის დანიშნულებაა შესაბამისი მოცულობის საპენსიო შენატანის განხორციელების ან/და მიუღებელი სარგებლის (ასეთის არსებობისას) გადახდის ვალდებულების შესრულება და რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბალანსო თანხა არ წარმოადგენს მონაწილეთა საპენსიო აქტივს; მ) შემოსავლების სამსახურის სისტემა – შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა და ამ წესის მე-16 მუხლის შესაბამისად შესაბამისი პირისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის ჩაბარება; ნ) საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილება – საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ საშემოსავლო დეკლარაციაში დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადამდე ცვლილების ან/და დამატების შეტანა; ო) საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება – საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ საშემოსავლო დეკლარაციაში დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ დაზუსტება, ცვლილების ან/და დამატების შეტანა; პ) ელექტრონული საჯარიმო ქვითარი – 2025 წლის 1 მაისის შემდგომი საანგარიშო პერიოდისათვის წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ფონდის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად გენერირებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც დამსაქმებელს ეკისრება კანონის 37 3 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა; ჟ) სამართალდარღვევა – დამსაქმებლის მიერ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა (მათ შორის, ამ ვალდებულების კანონით და ინსტრუქციით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა); რ) საშეღავათო პერიოდი – კანონის 373 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 10 სამუშაო დღიანი პერიოდი. 2. თუ სხვაგვარად არ არის განმარტებული, ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით და ფონდის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
კანონი
7 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“; ბ) ფონდი – კანონის შესაბამისად შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საპენსიო ფონდი; გ) ინსტრუქცია – ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია“
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონ
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი
სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი
ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი
ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ