მტკიცებულება
7 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ფარგლებში ან/და შემოწმების (ინსპექტირების) შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი; მონაცემთა სუბიექტის, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის, სპეციალური წარმომადგენლის და მოწმის ახსნა-განმარტებები; სამართალდამრღვევის აღიარება; ზეპირი სხდომის ოქმი (ჩანაწერი); ექსპერტის დასკვნა; ფაქტების კონსტატაციის მასალები; აუდიოჩანაწერი; ვიდეოჩანაწერი; ფოტო; საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი; უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ მომზადებული/გამოცემული/დამოწმებული დოკუმენტი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ან სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) ოქმი; ნივთიერი მტკიცებულება; ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, დოკუმენტი ან მასალა, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმეზე ობიექტური გარემოებების დასადგენად.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2
ნებისმიერი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომელთა საფუძველზეც სამსახური, მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ფარგლებში, ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას ან/და ავლენს მონაცემთა დამუშავების პროცესის სხვა ნაკლოვანებას, პირის ბრალეულობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2
ყველა ნივთიერი და წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) დოკუმენტი, ფოტო- ან/და ვიდეომასალა, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა წერილობითი ან/და ზეპირი ჩვენება, სპეციალისტისა და საექსპერტო სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რითაც მხარეები ასაბუთებენ მათ მიერ საქმეში მოყვანილ გარემოებებს (ფაქტებს)
„დავების განხილვის წესების“ დამტკიცების შესახებ · მუხლი 3
ნებისმიერი მონაცემი, რომლის მეშვეობითაც მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი/საარბიტრაჟო სასამართლო ადგენს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, მხარეთა მოთხოვნების სამართლებრივობას, ჭეშმარიტებას და დასაბუთებულობას
შპს "მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი"-ს დებულება · მუხლი 1
ნებისმიერი ფაქტობრივი გარემოებების შემცველი მონაცემი, რომლის მეშვეობითაც არბიტრაჟი ადგენს მხარეთა მოთხოვნებისა და განცხადებების სამართლიანობასა და დასაბუთებულებას
შპს „ქართული მუდმივმოქმედი არბიტრაჟი“-ს დებულება · მუხლი 1
წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, მოწმის ჩვენება, მხარეთა ახსნა- განმარტება, ექსპერტის, სპეციალისტის დასკვნა, კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება და სხვა
სამედიცინო მედიაციის პროცესის დებულების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2
წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, მოწმის ჩვენება, მხარეთა ახსნა- განმარტება, ექსპერტის, სპეციალისტის დასკვნა, კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება და სხვა
სამედიცინო მედიაციის პროცესის დებულების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2