მწარმოებელი

7 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

დასრულებული პროდუქტის, ნედლი მასალის ან პროდუქტის შემადგენელი ნაწილის საქართველოში რეგისტრირებული მწარმოებელი, პროდუქტის გადამკეთებელი, აგრეთვე იმპორტიორი ან დისტრიბუტორი, რომელმაც სამშენებლო პროდუქტი ბაზარზე განათავსა საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით ან მოხდა ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტის გადაკეთება, რამაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაზე. 2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერმინებისა, ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ტერმინთა განმარტებებ

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს პროდუქტს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ან სატრანსპორტო საშუალებების შემადგენელი კომპონენტებისა და ქვესისტემების სახით, ან აპროექტებს და ამზადებს მას თავისი სახელით ან სავაჭრო ნიშნით

სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 3

ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამზადებს ან ამზადებინებს და თავისი სახელით ან სავაჭრო ნიშნით რეალიზებას უწევს აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობას ან/და საამწყობრო ნაწილს

აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს, ან დაპროექტებული ან ნაწარმოები აქვს ინდივიდუალური დაცვის საშუალები და საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით ახდენს მის რეალიზებას

ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამზადებს პროდუქტს, ან პირი, რომელიც ამზადებინებს და თავისი სახელით ან სავაჭრო ნიშნით რეალიზებას უწევს ან თავად იყენებს აღნიშნულ პროდუქტს

პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელიც აწარმოებს რადიოდანადგარებს ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალურ დანადგარებსა და მათ ნაწილებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის №2 დადგენილება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · მუხლი 4

ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აპროექტებს და აწარმოებს გაზომვის საშუალებას და საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით ახდენს მის რეალიზებას

გაზომვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ყველა ტერმინი →