რისკის აპეტიტი

5 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

მიკრობანკის სტრატეგიის და ბიზნესგეგმის მიზნების მისაღწევად საჭირო წინასწარ შემუშავებული და განსაზღვრული რისკების საერთო დონე რისკის სახეების მიხედვით მაქსიმუმ იმ მოცულობის ფარგლებში, რომლის აღების საშუალებაც აქვს მიკრობანკს არსებული საზედამხედველო კაპიტალის, რისკების მართვისა და კონტროლის მექანიზმებისა და სხვა საზედამხედველო შეზღუდვების გათვალისწინებით

მიკრობანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ბანკის სტრატეგიის და ბიზნეს-გეგმის მიზნების მისაღწევად საჭირო წინასწარ შემუშავებული და განსაზღვრული რისკების საერთო დონე რისკის სახეების მიხედვით მაქსიმუმ იმ მოცულობის ფარგლებში, რომლის აღების საშუალებაც აქვს ბანკს არსებული საზედამხედველო კაპიტალის, რისკების მართვისა და კონტროლის მექანიზმებისა და სხვა საზედამხედველო შეზღუდვების გათვალისწინებით.

კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

რისკის აგრეგირებული დონე და არსებითი რისკების კატეგორიები, რომელთა აღებაც სურს საპენსიო ფონდს დასახული სტრატეგიული და საინვესტიციო მიზნების მისაღწევად

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

რისკის აგრეგირებული დონე და რისკის ტიპები, რომელთა აღებაც სურს საპენსიო სააგენტოს იმისათვის, რომ მიაღწიოს დასახულ სტრატეგიულ და საინვესტიციო მიზნებს

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

რისკის აგრეგირებული დონე და არსებითი რისკების კატეგორიები, რომელთა აღებაც სურს ფონდს დასახული სტრატეგიული და საინვესტიციო მიზნების მისაღწევად

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →