გამოსადეგი აეროდრომი, რომლისკენაც სხ-მა შესაძლოა, განაგრძოს ფრენა, სადაც ხელმისაწვდომია საჭირო მომსახურება და შენობა-ნაგებობები, შეესაბამება სხ-ის საფრენოსნო მახასიათებლების მოთხოვნებს და მოქმედია აეროდრომის გამოყენების მოსალოდნელი დროისათვის, მაშინ, როდესაც შეუძლებელი ან არაგონივრულია ფრენის გაგრძელება ან დაფრენა დანიშნულების აეროდრომზე. სათადარიგო აეროდრომებია: ც.ა) აფრენის სათადარიგო აეროდრომი – სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია განახორციელოს დაფრენა, თუ ამის აუცილებლობა იქმნება აფრენისთანავე და გაფრენის აეროდრომით სარგებლობა შეუძლებელია; ც.ბ) მარშრუტის სათადარიგო აეროდრომი (ERA) – სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია განახორციელოს დაფრენა, იმ შემთხვევაში, თუ მარშრუტიდან გადახვევის საჭიროება წარმოიქმნება მარშრუტზე ფრენის განმავლობაში; ც.გ) საწვავით/ენერგიით გასამართი მარშრუტის სათადარიგო აეროდრომი (Fuel/energy ERA) – მარშრუტის სათადარიგო აეროდრომი, რომელიც საჭიროა ფრენის დაგეგმვის ეტაპზე და გამოიყენება საწვავის/ენერგიის გამოთვლისათვის; ც.დ) დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომი – სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია განახორციელოს დაფრენა, თუ შეუძლებელია ან არაგონივრულია დაფრენის აეროდრომზე დაფრენა
საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2
აეროდრომი, სადაც საჰაერო ხომალდი შეიძლება გაფრინდეს, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების აეროდრომამდე ფრენის გაგრძელება ან დაფრენა. ამგვარი აეროდრომი უნდა იყოს ხელმისაწვდომი გამოსაყენებლად, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჰაერო ხომალდის მახასიათებლების გათვალისწინებით შესაბამისი სერვისით და მომსახურებებით. სათადარიგო აეროდრომებს განეკუთვნება: ჰ10ა) აფრენის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც საჰაერო ხომალდს შეუძლია დაფრენა, თუ ამის აუცილებლობა იქმნება აფრენისთანავე და გაფრენის აეროდრომით სარგებლობა შეუძლებელია; ჰ10ბ) მარშრუტის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც საჰაერო ხომალდს შეუძლია დაფრენა, თუ მარშრუტზე ფრენისას ის არასტანდარტულ ან ავარიულ ვითარებაში აღმოჩნდა; ჰ10გ) დანიშნულების პუნქტის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც საჰაერო ხომალდს შეუძლია დაფრენა, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების აეროდრომზე დაფრენა. შენიშვნა: გამოფრენის აეროდრომი შეიძლება მიჩნეულ იქნეს მარშრუტის ან დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომადაც.
„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების შესახებ · მუხლი 3
აეროდრომი, სადაც სხ შეიძლება დაფრინდეს, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების აეროდრომამდე ფრენის გაგრძელება ან დაფრენა. სათადარიგო აეროდრომებს განეკუთვნება: ც.ა) აფრენის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა, თუ ამის აუცილებლობა იქმნება აფრენისთანავე, და გაფრენის აეროდრომით სარგებლობა შეუძლებელია; ც.ბ) დანიშნულების პუნქტის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების აეროდრომზე დაფრენა; ც.გ) მარშრუტის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა, თუ, მარშრუტზე ფრენისას ის არასტანდარტულ ან ავარიულ ვითარებაში აღმოჩნდა; შენიშვნა: აფრენის აეროდრომი, ასევე, შეიძლება იყოს მარშრუტის ან დაფრენის პუნქტის სათადარიგო აეროდრომი.
დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2
აეროდრომი, სადაც სხ შეიძლება გაფრინდეს, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების აეროდრომამდე ფრენის გაგრძელება ან დაფრენა. სათადარიგოებს განეკუთვნება: ჰ13 ა) აფრენის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა, თუ ამის აუცილებლობა იქმნება აფრენისთანავე, და გაფრენის აეროდრომით სარგებლობა შეუძლებელია; ჰ13 ბ) დანიშნულების პუნქტის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების აეროდრომზე დაფრენა; ჰ13 გ) მარშრუტის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა, თუ, მარშრუტზე ფრენისას, ის არასტანდარტულ ან ავარიულ ვითარებაში აღმოჩნდა. შენიშვნა: აფრენის აეროდრომი, ასევე, შეიძლება იყოს მარშრუტის ან დაფრენის პუნქტის სათადარიგო აეროდრომი.
თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ · მუხლი 3
აეროდრომი, სადაც სხ შეიძლება გაფრინდეს, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების აეროდრომამდე ფრენის გაგრძელება ან დაფრენა. ამგვარი აეროდრომი უნდა იყოს ხელმისაწვდომი გამოსაყენებლად, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჰაერო ხომალდის მახასიათებლების გათვალისწინებით შესაბამისი სერვისით და მომსახურებებით. სათადარიგოებს განეკუთვნება:
საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3
აეროდრომი, სადაც სხ შეიძლება გაფრინდეს იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების აეროდრომამდე ფრენის გაგრძელება ან დაფრენა. სათადარიგო აეროდრომებს მიეკუთვნება:
„საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების“
დამტკიცების თაობაზე · მუხლი 1