ტექნიკური დოკუმენტაცია

5 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტისა და შესყიდვის ობიექტის შესახებ, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი. ტექნიკურ დოკუმენტაციას პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში

კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტისა და შესყიდვის ობიექტის შესახებ, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნა და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი. ტექნიკური დოკუმენტაცია იტვირთება სისტემის შესაბამის ველში

ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს სატენდერო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტისა და შესყიდვის ობიექტის შესახებ. ტექნიკურ დოკუმენტაციას პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში

ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

საკონკურსო წინადადების ნაწილი, რომელიც შეიცავს საკონკურსო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტისა და შესყიდვის ობიექტის შესახებ, გარდა საკონკურსო წინადადების ფასისა

კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ განცხადებითა და დოკუმენტაციით

შპს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →