ტესტი

7 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმისა (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) და ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის (შემდგომში – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი) შესაბამისად შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცლის ფორმა, რომელიც კონფიდენციალურია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნებამდე

სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცლის ფორმა, რომელიც კონფიდენციალურია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნებამდე და რომელიც ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებულ „მინიმალური კომპეტენციების ჩამონათვალს, რომელთა ფლობაც უნდა დადასტურდეს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების შედეგად“

საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესის, პირობებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ „ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივნისის №394 დადგენილების (შემდგომში − დადგენილება) მე-4 დანართით განსაზღვრული „ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი აღწერილობის“ შესაბამისად შედგენილი ტესტური დავალებების ერთობლიობა, რომელიც კონფიდენციალურია და არ ქვეყნდება

სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

საგნის ან პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ „ეროვნული სასწავლო გეგმისა“ და „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის“ შესაბამისად შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცლის ფორმა, რომელიც კონფიდენციალურია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნებამდე

საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ინსტიტუტის მიერ კანდიდატებისთვის წერილობითი ფორმით ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცელი

საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →