ზედამხედველობა

5 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

სააგენტოს მიერ განხორციელებული თანმიმდევრული და უწყვეტი პროცესი – მოქმედებების ერთობლიობა, რომლის მიზანს წარმოადგენს სარკინიგზო საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის მენეჯერების მიერ სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სარკინიგზო უსაფრთხოების წესით დადგენილი ვალდებულებების მუდმივი შესრულების და უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურობის შემოწმება, რომელიც ხორციელდება, მათ შორის გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების გზით

ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

სააგენტოს მიერ განხორციელებული თანმიმდევრული და უწყვეტი პროცესი – მოქმედებების ერთობლიობა, რომლის მიზანს წარმოადგენს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სარკინიგზო უსაფრთხოების წესით დადგენილი ვალდებულებების მუდმივი შესრულებისა და ტექნიკური მომსახურების სისტემის ეფექტიანობის შემოწმება, რომელიც ხორციელდება, მათ შორის გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების გზით

ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

განხორციელებული საქმიანობის სახეობათა ნაკრები, რომელიც მიმართულია ტექნიკური რეგლამენტების, აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დარღვევის კონკრეტულ შემთხვევაზე ინფორმაციის ან ადმინისტრაციული ორგანოების წერილობითი მომართვის საფუძველზე რეაგირებისათვის

“აკრედიტაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" · მუხლი 2

განხორციელებული საქმიანობის სახეობათა ნაკრები, რომელიც მიმართულია ტექნიკური რეგლამენტების, აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დარღვევის კონკრეტულ შემთხვევაზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე რეაგირებისათვის

“აკრედიტაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" · მუხლი 2

სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ბიზნესოპერატორებზე დაკვირვება

ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ყველა ტერმინი →