,,სურსათის მწარმოებელ საწარმოდ რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№130
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 89, 03/07/2006
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.06.2006 მიღება
18.10.2006 ბოლო ცვლილება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
💡 დააწკაპეთ კვანძზე კავშირების გასახსნელად (3 დონე)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

კონსოლიდირებული რედაქციები (2)

📅 მოქმედების პერიოდი: 18.10.2006დღემდე
ცვლილებები (1)
📝 ცვლილებები წინა რედაქციასთან შედარებით (03.07.2006 → 18.10.2006)

🔍 ტექსტში ცვლილებები ვერ მოიძებნა.

ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ფორმატირებას ან მეტამონაცემებს, რაც ტექსტის შედარებისას არ ჩანს.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №130

2006 წლის 30 ივნისი

 ქ. თბილისი

სურსათის მწარმოებელ საწარმოდ რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართვ ელოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე:

1. დამტკიცდეს და შემოღებულ იქნეს სამოქმედოდ სურ სათის მწარმოებელ საწარმოდ რეგისტრაციის თანდართული წესი.

2. დამტკიცდეს სურსათის მწარმოებელი საწარმოს დეკ ლარაციისა და სურსათის მწარმოებელი საწარმოს სარეგისტრაციო ბარათის ფორმები (№1 და №2 დანართები).

3. ცხოველური წარმოშობის სურსათის, დაბალი მ ჟავიანობის დაკონსერვებული სურსათის, ბავშვთა და ჩვილ ბავშვთა საკვების მწარმოებელი საწარმო, რომელიც შექმნილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და რომელიც „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ახორციელებს მაღალი რისკის წარმოებას, ვალდებულია სურსათის მწარმოებელ საწარმოდ იქნეს რეგისტრირებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურში 2007 წლის 1 იანვრამდე.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

სურსათის მწარმოებელ საწარმოდ რეგისტრაციის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სურსათის მწარმოებელ საწარმოდ რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების პროცედურებს.

2. წესი ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობის, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მაჩვენებლების დაცვას „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 2. სურსათის მწარმოებელ საწარმოდ რეგისტრაცია

1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო სურსათის მწარმოებელ საწარმოდ რეგისტრაციის მიზნით დეკლარაციას წარუდგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს (შემდგომში – ეროვნული სამსახური) საწარმოს ადგილმდებარეობის მიხედვით.

2. ცხოველური წარმოშობის სურსათის, დაბალი მჟავიანობის დაკონსერვებული სურსათის, ბავშვთა და ჩვილბავშვთა საკვების მწარმოებელი საწარმო, რომელიც „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ახორციელებს მაღალი რისკის წარმოებას, ვალდებულია სურსათის მწარმოებელ საწარმოდ იქნეს რეგისტრირებული ეროვნულ სამსახურში 2007 წლის 1 იანვრამდე.

3. სურსათის მწარმოებელი საწარმო, რომლის საქმიანობის სფერო იქნება ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მაღალი რისკის წარმოება, ვალდებულია ექსპლუატაციაში გაშვებამდე არა უგვიანეს 5 დღისა დეკლარაცია წარუდგინოს ეროვნულ სამსახურს.

4. დეკლარაციაში სურსათის მწარმოებელი საწარმო მიუთითებს, თუ რა დროიდან იქნება იგი მზად დეკლარაციის მე-3 პუნქტში აღნიშნული მდგომარეობის ეროვნული სამსახურის მიერ კომისიური წესით შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე შემოწმებისათვის.

5. სურსათის მწარმოებელი საწარმო ვალდებულია დროულად წარადგინოს დეკლარაცია და შეიტანოს მასში უტყუარი ინფორმაცია.

6. სურსათის მწარმოებელი საწარმო ხელმძღვანელის ხელმოწერით ადასტურებს დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სისწორეს შევსების მომენტისთვის და ვალდებულია ცვლილებების შემთხვევაში (პროფილის შეცვლა და სხვ.) ეროვნულ სამსახურში დაუყოვნებლივ წარადგინოს ახალი დეკლარაცია.

7. დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში საწარმოს მიერ წარმოდგენილი ახალი დეკლარაციის საფუძველზე ეროვნული სამსახური ვალდებულია გააუქმოს საწარმოსათვის გაცემული სარეგისტრაციო ბარათი და გასცეს ახალი.

8. სურსათის მწარმოებელი საწარმოს მიერ წარმოდგენილი დეკლარაციის საფუძველზე ეროვნული სამსახური 3 დღეში ახორციელებს რეგისტრაციას და გასცემს სურსათის მწარმოებელი საწარმოს სარეგისტრაციო ბარათს (დანართი №2).

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში განმცხადებლისათვის სარეგისტრაციო ბარათის გადაუცემლობის შემთხვევაში (გარდა რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევისა), სურსათის მწარმოებელი საწარმო ითვლება რეგისტრირებულად და ეროვნული სამსახური ვალდებულია მოთხოვნისთანავე გასცეს სარეგისტრაციო ბარათი.

10. ეროვნული სამსახური საწარმოს წერილობით განუსაზღვრავს დამატებით დროს (არა უმეტეს 10 დღისა), თუ საწარმომ არ წარმოადგინა დეკლარაცია №1 დანართით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ეროვნული სამსახური 5 დღეში წერილობით უარს ეუბნება საწარმოს რეგისტრაციაში გატარებაზე.

    მუხლი 3. ეროვნული სამსახურის ვალდებულებები

1. სურსათის მწარმოებელი საწარმოს შემოწმება არ წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი სამეწარმეო საქმიანობის კონტროლს და მიზნად ისახავს დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შემოწმებას.

2. დეკლარაციაში აღნიშნული ინფორმაცია კომერციული საიდუმლოებაა და ექვემდებარება დაცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ეროვნული სამსახური აწარმოებს დეკლარაციისა და სურსათის მწარმოებელი საწარმოს სარეგისტრაციო ბარათების აღრიცხვას, რომლის წესებსა და პირობებს ამტკიცებს ეროვნული სამსახურის უფროსი.

4. საჯარო ინფორმაცია არის მხოლოდ სურსათის მწარმოებელი საწარმოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, პროფილი და ფაქტობრივი მისამართი.

5. ეროვნული სამსახური ვალდებულია ჰქონდეს „ცხელი ხაზი“, რომლის მეშვეობითაც სურსათის მწარმოებელი საწარმოები განაცხადებენ ეროვნული სამსახურის მოხელეთა მხრიდან უფლებამოსილებების გადამეტების ან არასათანადოდ შესრულების თაობაზე.

    მუხლი 4. სურსათის მწარმოებელ საწარმოთა რეგისტრაციის გაუქმება

1. სურსათის მწარმოებელი საწარმო ვალდებულია ლიკვიდაციის ან სურსათის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ეროვნულ სამსახურს წერილობით.

2. სურსათის მწარმოებელი საწარმოს რეგისტრაცია უქმდება შეტყობინების მიღებიდან 5 დღეში.

    მუხლი 5. სურსათის მწარმოებელ საწარმოთა მიერ რეგისტრაციის წესის დარღვევა

1. სურსათის მწარმოებელი საწარმოების მიერ ამ წესით განსაზღვრული დეკლარაციის ეროვნულ სამსახურში წარდგენა სავალდებულოა.

2. სურსათის მწარმოებელი საწარმო პასუხისმგებელია დეკლარაციაში აღნიშნული ინფორმაციის სისწორისათვის.

3. სურსათის მწარმოებელ საწარმოთა მიერ რეგისტრაციის წესის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 დანართი №1

    

სურსათის მწარმოებელი საწარმოს დეკლარაცია

 

1. ინფორმაცია საწარმოს შესახებ

 

1.

საწარმოს დასახელება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

 

2.

საწარმოს პროფილი (წარმოებული პროდუქციის დასახელება) და წარმადობა

 

3.

სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის ნომერი, თარიღი

 

4.

საწარმოს საიდენტიფიკაციო კოდი (გადასახადის გადამხდელი)

 

5.

იურიდიული ან/და ფაქტობრივი მისამართი

 

6.

ქალაქი/რაიონი

 

7.

ტელეფონი/ფაქსი

 

8.

ელექტრონული ფოსტა

 

 

2. ინფორმაცია საწარმოს ხელმძღვანელის შესახებ

 

1.

სახელი, გვარი

 

2.

საკონტაქტო მისამართი

 

3.

პირადობის მოწმობის ნომერი, გაცემის თარიღი და გამცემი ორგანოს დასახელება

 

4.

ტელეფონი/ფაქსი

 

5.

ელექტრონული ფოსტა

 

 

3. ინფორმაცია სურსათის მწარმოებელი საწარმოს მდგომარეობის შესახებ

 

ქვემოთ ჩამოთვლილი ყოველი პუნქტისათვის მონიშნეთ გრაფა „დიახ“, თუ საწარმო აკმაყოფილებს პუნქტში მითითებულ მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში – გრაფა „არა“.

 

დიახ

არა

1.

სურსათის მწარმოებელი საწარმო აკმაყოფილებს სანიტარიულ-ჰიგიენური წესებითა და ნორმებით, ჰიგიენური ნორმატივებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს

 

 

2.

სურსათის მწარმოებელი საწარმო აკმაყოფილებს ვეტერინარულ-სანიტარიული წესებითა და ნორმებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს

 

 

3.

სურსათის მწარმოებელი საწარმო აკმაყოფილებს ფიტოსანიტარიული წესებითა და ნორმებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს

 

 

 

4. სურსათის მწარმოებელი საწარმოს მიერ მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანისა (გრაფა „არას“ მონიშვნის შემთხვევაში) და ეროვნული სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელების თარიღი

5. დეკლარაცია

ხელმოწერით ვადასტურებ ზემოაღნიშნული ინფორმაციის სისწორეს შევსების მომენტისათვის და ცვლილებების (პროფილის შეცვლა და ა.შ.) შემთხვევაში წარმოვადგენ ახალ დეკლარაციას, ხოლო საწარმოს ლიკვიდაციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წერილობით ვაცნობებ ეროვნულ სამსახურს.

 

საწარმოს ხელმძღვანელის ხელმოწერა

 

ბეჭდის ადგილი

 

დეკლარაციის მიღების თარიღი

სარეგისტრაციო ნომერი

 

დეკლარაციის მიმღები პირი

მიმღები პირის ხელმოწერა

 

 

დეკლარაციაში აღნიშნული ინფორმაცია დაცული იქნება როგორც კომერციული საიდუმლოება და მასში არასწორი ინფორმაციის შეტანა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დეკლარაცია წარედგინება ეროვნული სამსახურის შესაბამის საქალაქო და რაიონულ სამმართველოებს.

 

ეროვნული სამსახურის ცხელი ხაზი

 

  დანართი №2

სურსათის მწარმოებელი საწარმოს სარეგისტრაციო ბარათი

N-----------                                 ------- ----------------- 200—წ.

 

ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ

----------------------------------------------------------------------------------------------(საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, დასახელება, პროფილი, მისამართი)

------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

რეგისტრირებულია სურსათის მწარმოებელ საწარმოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სამმართველოში.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

ქალაქი/რაიონი

სამმართველოს უფროსი

 

ხელმოწერა

 

ბეჭდის ადგილი