„დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებაში ცვლ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან სა საქართველოს მინისტრის ბრძანება
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქა საქართველოს მინისტრის ბრძანება
- “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცები საქართველოს მინისტრის ბრძანება
- ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ სა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ტექსტი
N 726 2010 წლის 10 სექტემბერი ქ.თბილისი
„დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების
შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისი ს№ 404 ბრძანებულებაში ცვლილებების
შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20მუხლის შესაბამისად, „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის № 404 ბრძანებულებ ის(სსმ,IIIნაწ.,2009წ.,№ 86, მუხ.924) პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტით დამტკიცებულ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წეს ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ები:
ა)მე-3მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ)საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;”;
ბ)მე-4მუხლის„ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდე ს შემდეგი რედაქციით:
,,ბ)კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ (გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) გაცემული დოკუმენტები;”;
გ)მე-5მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდე ს შემდეგი რედაქციით:
„ბ)საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის ი ურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემ ა ში შემავალი ორგანოების მიერ გაცემულ დოკუმენტებზე, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემულ დოკუმენტებზე;“;
დ)მე-9მუხლის„ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდე ს შემდეგი რედაქციით:
,,ბ)დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოების მიხედვით - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურები სათ ვის დაწესებული საფასურის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის, აგრე თ ვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.”;
ე)მე-10მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდე ს შემდეგი რედაქციით:
,,1.უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებელი პირი ადარებს დოკუმენტებზე შესრულებულ ხელმოწერას და ამ დოკუმენტზე არსებულ ბეჭედს ან შტამპს ადმინისტრაციული ორგანოებისა და საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების მონაცემთა ბაზაში (შემდეგში - მონაცემთა ბაზა) არსებული ბეჭდების, შტამპებისა და ხელმოწე რ ების ნიმუშებთან.”.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღეში უზრუნველყოს აპოსტილით დამოწმების თაობაზე წარმოებაში არსებული საქმეების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის გადაცემა.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მიხეილ სააკაშვილი