საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.08.2010 ბოლო ცვლილება 24.01.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№255
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 103, 24/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის
დადგენილება №255

2010 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფ­ლე­­­ბა­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართ­ვე­ლოს კანონის მე-6 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ სა­ქა­რთველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების, „საჯარო სა­მა­რთ­ლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იური­დიუ­ლი პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასა­მართლო ექ­ს­­პერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართ­ვე­ლოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამი­სად დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდი­ული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება.
მუხლი 2.

ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 მარტის №46 დადგენილება „საჯარო სა­­მართ­ლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სა­ხე­ლო­­ბის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებუ­ლების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3.

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექ­ტემ­ბ­რიდან.
პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხა­რა­ულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბი­უ­რო (შემდგომში – ბიურო) არის „საჯარო სამართლის იური­დი­­­ული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართ­ლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ სა­ქართ­ველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმ­წიფო ქონების განკერძოების გზით შექმნილი დაწესებულება, რომ­­ლის მიზანია კანონმდებლობით დადგენილი წესით და კვა­ლიფიციური ექსპერტების მეშვეობით ამ დებულებით განსა­ზღვრული ექსპერტიზებისა და გამოკვლევების ჩატარება, შესა­ბა­მისი დასკვნის, დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესა­ხებ აქტის ან სპეციალისტის ცნობის მომზადება და გაცემა სა­ქა­რ­თ­ველოს მთელ ტერიტორიაზე.
2. ბიუროს სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასა­მართ­ლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“.
3. ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართ­ველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, ამ დე­ბუ­ლებით და იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრე­ზი­დენტისა და საქართველოს მთავრობის წინაშე.
4. ბიურო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მო­ვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.
5. ბიუროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგა­რი­ში, ემბლემა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ასევე სხვადასხვა სახის ბეჭდები (მათ შორის, ემბლემის გა­მოსახულებით), შტამპები და იურიდიული პირის სხვა რეკვი­ზი­ტები.
6. ბიუროს ბეჭდების და შტამპების აღწერილობას, ნი­მუ­შებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს ბიუროს უფროსი.
7. ბიუროს ემბლემა გამოიყენება ბიუროს ბლანკებსა და ბიუროს შესასვლელის აბრაზე, აგრეთვე ბიუროს ტერიტო­რი­ული ორგანოების, სამედიცინო ექსპერტიზისა და ფსიქიატ­რი­ული ექსპერტიზის დეპარტამენტების შენობების შესასვლე­ლე­ბის აბრებზე, ასევე ბიუროს თანამშრომელთა სავიზიტო ბა­რათებზე, ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
8. ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჭავჭავა­ძის გამზირი №84.
თავი II
ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები
მუხლი 2

ბიუროს ფუნქციებია:
ა) სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართ­ლის საქმეზე სასამართლო ექსპერტიზის ჩატარება და შესა­ბამისი დასკვნის, დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის და სპეციალისტის ცნობის გაცემა;
ბ) სასამართლო-საექსპერტო მომსახურების განხორცი­ელე­ბა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკ­რუ­ლე­ბის საფუძველზე;
გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის განხორციელება, ახალი მეთოდების დანერგვა და გამოკვლევათა მეთოდიკების სრულყოფა;
დ) საქართველოს და საერთაშორისო სასამართლო-სა­ექს­პერტო დაწესებულებებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებ­თან თანამშრომლობა;
ე) დაქტილოსკოპიური, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარ­­კოლოგიური აღრიცხვის მონაცემთა საინფორმაციო ბაზე­ბის წარმოება;
ვ) ბეჭდვითი პროდუქციის გამოცემა სასამართლო ექს­პერ­ტიზის საკითხების შესახებ;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით დაკის­რებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3

1. ბიურო უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წე­­­სით აწარმოოს:
ა) ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერ­ტი­ზა;
ბ) ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა;
გ) სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზა;
დ) რადიაციული და სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა;
ე) დოკუმენტების ტექნიკური და ხელწე­რის ექსპერტიზა;
ვ) სასაქონლო ექსპერტიზა;
ზ) ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზა;
თ) საინჟინრო ექსპერტიზა;
ი) ნავთობპროდუქტების ექსპერტიზა;
კ) კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლია­ნი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზა;
ლ) ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზა;
მ) ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა;
ნ) ნარკოლოგიური შემოწმება და ექსპერტიზა;
ო) ნივთიერებათა, მასალათა და ნაკეთობათა, მცენა­რე­თა ექსპერტიზა;
პ) სამედიცინო ექსპერტიზა (ცოცხალი პირებისა და გვამე­ბის, სამედიცინო-კრიმინალისტიკური);
ჟ) ჰისტოლოგიური ექსპერტიზა;
რ) ბიოლოგიური ექსპერტიზა (გენეტიკური, სეროლო­გიუ­რი);
ს) ფსიქიატრიული შემოწმება და ექსპერტიზა (ამბულა­ტო­რიული, სტაციონარული);
ტ) კომპიუტერული ექსპერტიზა.
2. ბიურო უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში აწ­არ­­მოოს სხვა სახის ექსპერტიზებიც.
თავი III
ბიუროს მართვა და წარმომადგენლობა
მუხლი 4

1. ბიუროს მართავს ბიუროს უფროსი, რომელსაც თანა­მდებო­ბაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქა­რ­თ­ველოს პრეზიდენტი.
2. ბიუროს უფროსი საქმიანობას წარმართავს ერთპიროვ­ნუ­ლად. მასვე ეკისრება ბიუროს წარმომადგენ-ლობა. იგი პერ­სონა­ლურად აგებს პასუხს ბიუროს საქმიანობის სწორად წარ­მართ­ვისათვის, ფუ­ლადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის, ბიუროს საკუთრებაში არსებული ქონებისა და იმ ქონებისათვის, რო­მელიც ბიუროს გადმოცემული აქვს კა­ნონმდებლობით დადგე­ნი­ლი წესით.
3. ბიუროს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს ბიუროს, წარმართავს მის საქმიანო­ბას და წყვეტს ბიუროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს ბიუროს და ანიჭებს უფლებამოსილ პირს ბიუროს წარმომად­გენ­ლობას;
გ) თვალყურს ადევნებს ბიუროს სტრუქტურული დანაყო­ფების/ტერიტორიული ორგანოების მიერ მოვალეობათა შესრუ­ლების მიმდინარეობას და ახორციელებს ბიუროს თანამშრო­მელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზე­დამხედველობას;
დ) საქართველოს შრომის კოდექსისა და ამ დებულების შე­საბამისად ნიშნავს და ათა­ვი­სუფლებს ბიუროს თანამშრომ­ლებს, აფორმებს ბიუროს თანა­მშრომლებთან შრომით ხელშეკ­რულებებს;
ე) კანონით განსაზღვრული წესით, გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით, იწვევს სპეციალისტებს ერთჯერადი ხელ­შეკ­რულების საფუძველზე;
ვ) კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე გა­მოს­ცემს ად­მი­ნისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ზ) ბიუროს სახელით დებს ხელშეკრულებებსა და შეთა­ნ­ხ­­მებებს;
თ) წელიწადში ერთხელ ბიუროს საქმიანობის შესახებ ან­გარიშს აბარებს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართვე­ლოს მთავრობას;
ი) უზრუნველყოფს სასამართლო-საექსპერტო საქმიანობის კონტროლსა და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
კ) „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკი­ცებს ხარჯთა ნუსხებს, აკონტროლებს მათ შესრულებას და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ლ) ამტკიცებს ბიუროს საშტატო განრიგს, თანამშრო­მელ­თა შრომითი ანაზღაურების ოდენობასა და სახელფასო ფონდს;
მ) ამტკიცებს ბიუროს სტრუქტურული დანაყოფების/ტე­რიტორიული ორგანოების დებულებებს და განსაზღვრავს მათ სამოქმედო ტერიტორიებს;
ნ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაც­ვი­სა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) უფლებამოსილია კომპეტენციას მიკუთვნებული საკით­ხის მოსამზადებლად შექმნას კომისიები;
პ) ამტკიცებს ბიუროს შრომის შინაგანაწესს, განსაზღვ­რავს თანამშრომელთა ფუნქციებს;
ჟ) ამტკიცებს ბიუროში სტაჟირების გავლის წესს;
რ) ამტკიცებს კონკურსის ჩატარების წესს;
ს) ამტკიცებს ბიუროს ექსპერტების ტანსაცმლის ფორმის ნიმუშს;
ტ) თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დის­ციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებებს;
უ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5

1. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, ერთი – პირველი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბო­ბიდან ათავისუფლებს ბიუროს უფროსი.
2. ბიუროს უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგი­ლეების უფლებამოსილებები განისაზღვრება ბიუროს უფროსის ბრძანებით.
3. ბიუროს უფროსის არყოფნის ან სამსახურებრივი უფ­ლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევა­ში მის მოვალეობას ასრულებს ბიუროს უფროსის პირველი მო­ადგილე.
თავი IV
ბიუროს სტრუქტურა
მუხლი 6

ბიუროს შემადგენლობაში შედის:
ა) სტრუქტურული დანაყოფები;
ბ) ტერიტორიული ორგანოები.
მუხლი 7

ბიუროს სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
ბ) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტი;
გ) სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი;
დ) ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტი;
ე) ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი;
ვ) ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი;
ზ) სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენ­ტი;
თ) საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტი;
ი) კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი;
კ) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექ­ს­პერტიზის დეპარტამენტი.
მუხლი 8

ბიუროს ტერიტორიული ორგანოებია:
ა) დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დე­პარტამენტი;
ბ) აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტი.
მუხლი 9

1. ბიუროს სტრუქტურული დანაყოფებისა და ტერიტორი­უ­ლი ორგანოების კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე შე­საბამისი სტრუქტურული დანაყოფისა და ტერიტორი­ული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ბიუროს უფროსი.
2. სტრუქტურული დანაყოფი და ტერიტორიული ორგანო შეიძლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელ­თა სახელწოდება და კომპეტენცია განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფისა და ტერიტორიული ორგანოს დე­ბულებით.
მუხლი 10

ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ამოცანებია:
ა) ბიუროს უფროსისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური სა­კითხების უზრუნველყოფა;
ბ) ბიუროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სა­ხელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართ­ლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სა­ქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომად­გენ­ლო­ბებთან;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში;
დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთო­ბა, საზოგადოების ინფორმირება ბიუროს კომპეტენციას მი­კუ­თვ­ნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
ე) ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზ­ნით რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ბიუ­როს თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, წახალისე­ბისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გა­მო­ყენების, შვებულების, მივლინების შესახებ, ასევე სხვადა­სხვა სახის ბრძანებების პროექტების მომზადება;
ზ) ბიუროს თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებების მომზადება;
თ) ბიუროს თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშა­ვება (სტრუქტურული დანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების წინადადების საფუძველზე) და ორგანიზა­ციული საკითხების უზრუნველყოფა;
ი) კონკურსის/ატესტაციის ჩატარება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
კ) ბიუროს საკადრო რეზერვის საინფორმაციო ბაზის შექმნა და რეზერვისტთა მიზნობრივი გამოყენება;
ლ) შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონ­ტ­რო­ლის განხორციელება;
მ) ბიუროს თანამშრომელთა შრომის დისციპლინის კონ­ტ­როლი;
ნ) ბიუროში მომზადებული ბრძანებების რეგისტრაცია და რეესტრის წარმოება;
ო) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საექსპერ­ტო ლაბორატორიების მართვის სისტემის დანერგვა (სტრუქ­ტურული დანაყოფების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვა­ნე­ლებთან ერთად);
პ) საექსპერტო საქმიანობის სფეროში დანერგილი თა­ნა­მედროვე კვლევითი მეთოდების შესწავლა და ბიუროში მათი დანერგვისათვის საჭირო რესურსების შექმნა;
ჟ) სხვა ქვეყნების საექსპერტო სამსახურებთან ურთიერ­თო­ბების დამყარება და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერ­თო­ბების კოორდინირება;
რ) ბიუროს მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
ს) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთო­დური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ტ) ბიუროს ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქ­მიანობის კოორდინაცია და მართვა, ბიუროს ბიუჯეტის შემუ­შა­ვება;
უ) საფინანსო, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა, ბიუროს მატერია­ლურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ფ) სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფა კანონ­მდებ­ლობით დადგენილი წესით;
ქ) ბიუროს უფლებებისა და ინტერესების დაცვა სასა­მა­რ­თ­­­ლო­სა და კერძო არბიტრაჟში;
ღ) ბიუროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადა­სხვა სახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე იურიდი­ული და ფიზიკური პირების განცხადებებისა და წერილების დადგენი­ლი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.
მუხლი 11

შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ამოცა­ნებია:
ა) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განხორციელება კა­ნონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხ­რელი შესრულების კონტროლის განხორციელება;
გ) ბიუროში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამ­სახურებრივი კონტროლი;
დ) ბიუროს თანამშრომელთა სამსახურებრივი გა­დაც­დო­მის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედე­ბა­თა გა­მოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხა­დე­ბე­ბისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ე) ბიუროს თანამშრომელთა სამსახურებრივი გადაც­დო­მის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შე­მოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და ბიუროს უფროსი­სათვის წარდგენა;
ვ) ბიუროს თანამშრომელთა საქმიანობაში აღმოჩენილი ხარ­­ვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზ­ნით ბიუროს უფროსისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მი­წოდება;
ზ) შრომის დისციპლინის დარღვევის ფაქტების გამოვ­ლე­ნა, შემოწმება და ბიუროს უფროსისათვის დისციპლინური პა­სუხისმგებლობის თაობაზე წინადადებების წარდგენა;
თ) ბიუროს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის კონტროლის განხორციელება.
მუხლი 12

სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართ­ლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქ­მეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანო­ნით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყ­ნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტ­რა­ცი­ული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, საჭირო გარემოებების და­სადგენად და საკითხების გადასაწყვეტად სასამართლო სა­მედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის, დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის ან სპეცია­ლისტის ცნობის გაცემა;
ბ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსა­მართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ექსპერ­ტი­ზების ჩატარება;
გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულ­­ყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა;
დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება სამედი­ცინო ექსპერტიზის დარგში.
მუხლი 13

ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართ­ლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კა­ნო­ნით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტ­რა­ცი­ული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, საჭირო გარემოე­ბების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად სასამართ­ლო-ფსიქიატრიული, სასამართლო-ფსიქოლოგიური და კომპ­ლექ­სუ­რი (სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური) ექს­პერ­ტი­ზე­ბის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის, დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის ან სპეციალისტის ცნო­ბის გა­ცემა;
ბ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსა­მართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ექსპერტი­ზების ჩატარება;
გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა;
დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება სასამართ­ლო-ფსიქიატრიული და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერ­ტი­ზების დარგში.
მუხლი 14

ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ამო­ცანებია:
ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართ­ლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კა­ნონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტ­რა­ცი­ული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, მოქმედი კანონ­მდებ­ლობისა და სამედიცინო სტანდარტების ფარგლებში, საჭი­რო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასა­წყვეტად ქი­მიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზების ჩატარე­ბა და შე­სა­ბამისი დასკვნის, დასკვნის შედგენის შეუძლებლო­ბის შესა­ხებ აქტის ან სპეციალისტის ცნობის გაცემა;
ბ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსა­მართ­ლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ექსპერტი­ზების ჩატარება;
გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულ­ყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა;
დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზების დარგში.
მუხლი 15

ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართ­ლის საქმეზე სასა­მართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქ­მეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კა­ნო­ნით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყ­ნის ფიზიკური და იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორ­განოს მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლო ბიოლოგიის და­რგში საჭი­რო გარემოებების დასადგენად და სა­კითხების გადასაწყვეტად სპეციალური გამოკვლევების, სასა­მარ­თლო ბი­ო­ლო­გიური (გე­ნეტიკური, სეროლოგიური და სხვ.) ექსპერტი­ზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის, დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის ან სპეციალისტის ცნობის გა­ცემა;
ბ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსა­მართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ექსპერტი­ზების ჩატარება;
გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულ­ყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა;
დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ბიოლო­გიური ექსპერტიზის დარგში.
მუხლი 16

სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართ­ლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, სა­ქ­მეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანო­ნით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყ­ნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, საჭირო გარემოებების და­სადგენად და საკითხების გადასაწყვეტად სასაქონლო და ფი­ნანსური ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის, და­სკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის ან სპე­ცი­ალისტის ცნობის გაცემა;
ბ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსა­მართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ექსპერტი­ზე­ბის ჩატარება;
გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა;
დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება სასა­ქონ­ლო და ფინანსური ექსპერტიზების დარგში.
მუხლი 17

საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართ­ლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქ­მეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანო­ნით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყ­ნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, საჭირო გარემოებების და­სადგენად და საკითხების გადასაწყვეტად საინჟინრო ექს­პერტიზის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის, დასკვნის შედ­გენის შეუძლებლობის შესახებ აქტის ან სპეციალისტის ცნო­ბის გაცემა;
ბ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსა­მართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ექსპერტი­ზების ჩატარება;
გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა;
დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება საინჟინრო ექს­პერტიზის დარგში.
მუხლი 18

კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცა­ნებია:
ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართ­ლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრა­ცი­ული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად კრიმინალისტი­კური ექსპერტიზის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის, და­სკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის ან სპეცია­ლისტის ცნობის გაცემა;
ბ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსა­მართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ექსპერტი­ზების ჩატარება;
გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა;
დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება კრიმინა­ლის­ტიკური ექსპერტიზის დარგში.
მუხლი 19

საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექს­პერ­ტიზის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) ბიუროს საქმიანობაში თანამედროვე საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ინფორმაციული ტექ­­ნო­ლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით ბიუროს გა­მართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ბ) ბიუროს სტრუქტურული დანაყოფებისა და ტერიტო­რიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში;
გ) ბიუროს კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსე­ლე­ბის ფორმირება-სრულყოფა;
დ) ბიუროში ლოკალური კომპიუტერული ქსელის ფუნქ­ცი­ონირების ხელშეწყობა და ბიუროს ინტერნეტკავშირით უზ­­რუნ­ველყოფა;
ე) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართ­ლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქ­მეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანო­ნით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრა­ციუ­ლი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, საჭირო გარემოე­ბების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად კომპიუტე­რული ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის, დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის ან სპეცია­ლისტის ცნობის გაცემა;
ვ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსა­მართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ექსპერტი­ზების ჩატარება;
ზ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა;
თ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება კომპიუტე­რუ­ლი ექსპერტიზისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების და­რ­გ­ში.
მუხლი 20

დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დე­პარ­ტამენტის ამოცანებია:
ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართ­ლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრა­ცი­ული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად ნარკოლოგიური, ამ­ბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული, სამედიცინო, ჰის­ტოლოგიური, საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექს­პერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის, დასკვნის შედ­გენის შეუძლებლობის შესახებ აქტის ან სპეციალისტის ცნო­ბის გაცემა;
ბ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსა­მართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ექსპერტი­ზების ჩატარება;
გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა;
დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ნარკოლო­გიური, სამედიცინო, ჰისტოლოგიური, საინჟინრო, სასაქონლო, ფინანსური და ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზების დარგში.
მუხლი 21

აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ამო­ცა­ნებია:
ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართ­ლის საქმეზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრა­ცი­ული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად ნარკოლოგიური, სამედიცინო, ჰისტოლოგიური, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული, საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექს­პერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის, დასკვნის შე­დგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის ან სპეციალისტის ცნო­ბის გაცემა;
ბ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსა­მართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ექსპერტი­ზების ჩატარება;
გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა;
დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ნარკოლო­გიური, სამედიცინო, ჰისტოლოგიური, ამბულატორიული სასა­მართლო-ფსიქიატრიული, საინჟინრო, სასაქონლო და ფინან­სუ­რი ექსპერტიზების დარგში.
მუხლი 22

1. ბიუროს სტრუქტურულ დანაყოფსა და ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებო­ბაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს ბიუროს უფროსი.
2. ბიუროს სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორ­განოს უფროსი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული დანაყოფის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ მითი­თებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს მისდამი დაქვემდებარებული თა­ნამ­შრომლების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრუ­ლე­ბას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ დანაყოფ­ში/ტერიტორიულ ორგანოში მომზადებულ დოკუმენტებს (გარ­და სტრუქტურულ დანაყოფში გასაგზავნად მომზადებული სა­ექსპერტო დასკვნის მიმართვისა (მიმოწერის ბლანკი);
დ) ანგარიშვალდებულია ბიუროს სტრუქტურული დანაყო­ფის/ტერიტორიული ორგანოს მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს ბიუროს სტრუქტურულ დანაყოფს/ტე­რი­ტორიულ ორგანოს თავისი მოვალეობის შესრულებისას;
ვ) მონაწილეობს ექსპერტიზის ჩატარებაში;
ზ) ბიუროს უფროსს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს სტრუქ­ტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომ­ლებიც საჭიროა ბიუროს სტრუქტურული დანაყოფის/ტე­რი­ტორიული ორგანოს ამოცანათა შესასრულებლად;
ი) შუამდგომლობს ბიუროს სტრუქტურუ­ლი დანაყო­ფის/­ტე­­რიტორი­უ­ლი ორგანოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღ­­ლების შესახებ;
კ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს ამ დებულე­ბით, სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს დე­ბუ­ლე­ბით, ბიუროს უფროსის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
მუხლი 23

1. ბიუროს საშტატო შემადგენლობაში არიან:
ა) დეპარტამენტის უფროსები;
ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები;
გ) სამმართველოს/განყოფილების უფროსები;
დ) ბიუროს უფროსის, ბიუროს უფროსის პირველი მო­ად­გი­ლის/მოადგილეების თანაშემწეები;
ე) ბიუროს უფროსის რეფერენტი;
ვ) ბიუროს ექსპერტები, მთავარი სპეციალისტები, მთავარი ბუღალტერი, იურისტები, სპეციალისტები, პროგრამისტები, ინ­ფორ­მაციული ტექნოლოგიების ადმინისტრატორები;
ზ) ბიუროს ფსიქოლოგები, ლაბორანტები, უფროსი მედ­დები, სანიტრები.
2. ბიუროს უფროსის, პირველი მოადგილის/მოადგილეების თანაშემწეები და ბიუროს უფროსის რეფერენტი ინიშნებიან ბი­უროს უფროსის, პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფ­ლე­ბამოსილების ვადით.
3. ბიუროს თანამშრომლების მოვალეობანი და ქვემდე­ბა­რეობის საკითხი განისაზღვრება ბიუროს სტრუქტურული დანა­ყოფის/ტერიტორიული ორგანოს დებულებით.

თავი Vბიუროს დაფინანსება

1. ბიუროს დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახ­სრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შე­მო­სავლები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურე­ბი­დან მიღებული შემოსავლები;
დ) გრანტები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შე­მოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სა­ხს­­რები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ბიუროს მიზ­ნე­ბისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი სხვა მიზ­ნით გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 25

1. ბიუროს ქონება შედგება ბიუროსათვის უსასყიდლოდ გა­და­ცემული სახელმწიფო ქონებისა და ბიუროს მიერ შე­ძე­ნი­ლი (მათ შორის, უშუალოდ ბიუროსათვის სხვადასხვა სა­ერთა­შორისო ორგანიზაციების, კერძო პირებისა და სხვათა მი­ერ) სხვა ქონებისაგან.
2. ბიუროს მიერ ქონების შეძენა და გასხვისება ხორ­ცი­ელ­დება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VI
ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 26

1. ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელ­დე­ბა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ბიუროს ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს საქართველოს მთავრობა. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ბიუროს უფროსიც.
3. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მათი საქმია­ნობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.
4. ბიუროს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გა­დადის სახელმწიფო საკუთრებაში.