კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3523-2010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 76, 19/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის დამტკიცების შესახებ

2010 წლი ს 1 ოქტომბერი                   

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, თამარ მიქავას მდივნობით,შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“ კრედიტორთა კრებაზე შეამოწმა შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“ კრედიტორთა მოთხოვნები და განიხილა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის შედგენის საკითხი,

გამოარკვია:

  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 ივნისის განჩინებით შპს ,,ენერგოგენერაციის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. განემარტა თ კრედიტორებს, რომ უფლებამოსილი იყვნენ განჩინების გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში წარედგინათ სასამართლოსათვის თავიანთი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.

  2010 წლის 1 ოქტომბერს შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“ კრედიტორთა კრებაზე შემოწმებულ იქნა საზოგადოების მიმართ კრედიტორთა მოთხოვნები და განხილულ იქნა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის შედგენის საკითხი.

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების საფუძველზე მოსამართლე ადგენს კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრს.

   აღნიშნულიდან გამომდინარე და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დამტკიცდეს შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“  კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი. ამასთან, დღეის მდგომარეობით არ არის დადგენილი ახალი კრედიტორის არსებობა და სხვა ისეთი საკითხები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“ კ რედიტორთა მოთხოვნების რეესტრზე და, იმის გათვალისწინებით, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად შესაძლებელია კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში ვალის მოცულობისა და კრედიტორთა რიგითობის ცვლილება, უნდა განიმარტოს, რომ სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“ კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრმა შესაძლებელია განიცადოს შესაბამისი ცვლილებები.

  გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 29-ე, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით,

დაადგინა:

1.შპს ,,ენერგოგენერაცი ი ს“კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი დამტკიცდეს მოთხოვნათა შემდეგი რიგითობით:

1.1. პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები;

1.2. მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება;

1.3. მესამე რიგი:

მეურვის გასამრჯელო – 2000(ორი ათასი) ლარი;

1.4. მეოთხე რიგი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (მისამართი: ქ.თბილისი, ვ. გორგასლის 16) მოთხოვნა თანხით – 101776510 (ას ერთი მილიონ შვიდას სამოცდათექვსმეტი ათას ხუთასათი) ლარი და 40  (ორმოცი) თეთრი;

1.5. მეხუთე რიგი – საგადასახადო დავალიანებები, გარდა მეოთხე რიგით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

1.6.  მეექვსე რიგი:

1.6.1. შპს ,,ენგურჰესი“ (ს/კ 25171637; მისამართი: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №50) მოთხოვნა თანხით – 5.857.048 (ხუთი მილიონ რვაას ორმოცდაშვიდმეტი ათას ორმოცდარვა) ლარი და 56(ორმოცდათექვსმეტი) თეთრი;

1.6.2. სს ,,გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა ,,საქრუსენერგო“ (ს/კ 211324468; მისამართი: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №2) მოთხოვნა თანხით – 192.750 (ას ოთხმოცდათორმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი.

1.6.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მისამართი: ქ.თბილისი, ვ.გორგასლის ქ. №16) მოთხოვნა თანხით – 92.655.527 (ოთხმოცდათორმეტი მილიონ ექვსას ორმოცდათხუთმეტი ათას ხუთას ოცდაშვიდი) ლარი და 8 (რვა) თეთრი.

1.6.4. ქალაქ თბილისის მერია (მისამართი: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7) მოთხოვნა თანხით   – 2830 (ორი ათას რვაას ოცდაათი) ლარი და 72 (სამოცდათორმეტი) თეთრი;

1.6.5. საქართველოს შსს სსიპ –დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კმ) მოთხოვნა თანხით – 133.820 (ას ოცდაცამეტი ათას რვაას ოცი) ლარი;

1.6.6. შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (ს/კ 204995176; მისამართი: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. №2) მოთხოვნა თანხით – 235.944 (ორას ოცდათხუთმეტი ათას ცხრაას ორმოცდაოთხი) ლარი და 65 (სამოცდახუთი) თეთრი;

1.6.7. სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია“ (ს/კ 202906427; მისამართი: ქ. თბილისი: გ. ჭანტურიას ქ.№4) მოთხოვნა თანხით – 1.970.252 (მილიონ ცხრაას სამოცდაათი ათას ორას ორმოცდათორმეტი) ლარი და 60 (სამოცი) თეთრი;

1.6.8. სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას 77) მოთხოვნა თანხით – 74.702 (სამოცდათოთხმეტი ათას შვიდას ორი) ლარი და 87 (ოთხმოცდაშვიდი) თეთრი.

1.7.მეშვიდე რიგი:

1.7.1. შპს ,,ენერგოქსელპროექტი“ (ს/კ 204383363. მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №50) მოთხოვნა თანხით – 19998  (ცხრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი;   

1.7.2. გიორგი ტროყაშვილი (მისამართი: ქ. თბილისი, თაქთაქიშვილის ქ. №3/43, II სადარბაზო ბინა №22) მოთხოვნა თანხით – 4751 (ოთხი ათას შვიდას ორმოცდათერთმეტი) ლარი და 59 (ორმოცდაცხრამეტი) თეთრი;

1.7.3 თენგიზ მაჩაიძე (მისამართი: ქ. თბილისი, ც. დადიანის 34, კორპ. 12, ბინა 10) მოთხოვნა თანხით – 3147 (სამი ათას ას ორმოცდაშვიდი) ლარი და 63 (სამოცდასამი) თეთრი

1.7.4. თეიმურაზ მამიაშვილი (მისამართი: ქ. თბილისი, ქავთარაძის 22, კორპ. 14, ბინა 23) მოთხოვნა თანხით – 2446 (ორი ათას ოთხას ორმოცდაექვსი) ლარი 44 (ორმოცდაოთხი) თეთრი.

2.განემარტოთ კრედიტორებს, რომ სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრმა განიცადოს ცვლილებები;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის იმ მხარის მიერ, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირის მიერ, რომელსაც უშუალოდ ეხება განჩინება მისი ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით.

მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი დამტკიცების შესახებ“?
დიახ, განცხადება „კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.10.2010.
როდის იქნა მიღებული „კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი დამტკიცების შესახებ“?
„კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 01.10.2010. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/3523-2010.
სად არის „კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.10.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი დამტკიცების შესახებ“, №2/3523-2010, 01.10.2010 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1044198/