,,ქონების პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრების ბიუჯეტებს შორის განაწილების თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №97
2004 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქონების პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრების ბიუჯეტებს შორის განაწილების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პუნქტის საფუძველზე „საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებისაგან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების მიზნით:
1. ქონების პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრები, რომლებიც ექვემდებარება საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლებში ჩარიცხვას, განაწილდეს შემდეგი თანაფარდობით:
|
ქონება დაქვემდებარების მიხედვით | პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრების განაწილება (პროცენტობით) | ||
| სახელმწიფო ბიუჯეტი | საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები | ||
| პრივატიზებული ქონება |
|
|
|
| საქართველოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქონება |
100 |
|
|
| საქართველოს სახელმწიფო ქონება | 65 | 35 |
|
| ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის გამგებლობაში გადაცემული ქონება |
|
100 |
|
| იჯარით გაცემული ქონება |
|
|
|
| საქართველოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქონება |
100 |
|
|
| საქართველოს სახელმწიფო ქონება, კერძოდ, სახელმწიფო მიწა და მიწასთან მყარად დაკავშირებული ქონება |
65 |
35 |
|
| ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის გამგებლობაში გადაცემული ქონება და მიწა |
|
100 |
|
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) ერთ თვეში დაადგინოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და სახელმწიფო ქონების ნუსხა.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ქონების პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრების ბიუჯეტებს შორის განაწილების თაობაზე”“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,ქონების პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრების ბიუჯეტებს შორის განაწილების თაობაზე”“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.10.2004.
- როდის იქნა მიღებული „,,ქონების პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრების ბიუჯეტებს შორის განაწილების თაობაზე”“?
- „,,ქონების პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრების ბიუჯეტებს შორის განაწილების თაობაზე”“ მიღებულია 29.10.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №97. სარეგისტრაციო კოდი — 190.020.040.10.003.000.096.
- სად არის „,,ქონების პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრების ბიუჯეტებს შორის განაწილების თაობაზე”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.10.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,ქონების პრივატიზაციითა და იჯარით მიღებული სახსრების ბიუჯეტებს შორის განაწილების თაობაზე”“, №97, 29.10.2004, სარეგისტრაციო კოდი 190.020.040.10.003.000.096 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10834/