ქ. თბილისის მთავარ გამზირებზე ბანკომატების ქსელის განვითარების მიზნით ჯიხურების განთავსებისათვის მიწის ნაკვეთების იჯარით გადაცემის შესახებ ქ. თბილისის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№73
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 14/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №73

2007 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის მთავარ გამზირებზე ბანკომატების ქსელის განვითარების  მიზნით  ჯიხურების  განთავსებისათვის მიწის ნაკვეთების იჯარით გადაცემის შესახებ ქ. თბილისის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიღებულ იქნეს ქ. თბილისის მთავრობის წინადადება და მიეცეს თანხმობა, რომ ქ. თბილი­სის მთავარ გამზირებზე ბანკომატების ქსელის გან­ვითარების მიზნით ჯიხურების განთავსებისათვის იჯარით (10 წელი) გასცეს შემდეგი მიწის ნაკვეთები:

ა) ილია ჭავჭავაძის გამზირი, სახელმწიფო უნივერსიტე­ტის მეორე კორპუსის წინ (მიწის (უძრავი ქონების) სარეგის­ტრაციო ნომერი – 1/14/14/10/11);

ბ) გამსახურდიას გამზირი, ბუკიას ბაღთან (მიწის (უძრა­ვი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი – 1/10/17/4/56);

გ) რუსთაველის გამზირი, ოპერისა და ბალეტის სახელ­მწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი – 1/15/4/16/26);

დ) დავით აღმაშენებლის გამზირი, „რკინიგზელთა სახ­ლის“ წინ (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი – 1/13/8/4/33).

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                          ზ. ნოღაიდელი